შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელი (დასასრული)


27-03-2017, 18:43
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 5 392

თავი 12

-პასუხი?
-რათქმაუნდა, კი
--
-ლაზარე მშიაა-ვყვირი და საბანში კარგად ვიფუთები, თვალებს ვლულავ და ბედნიერი ვიღიმი
-რომ ადგე და ნორმალური ადამიანივით ჭამო არა?-სიცილით შემოდის ურიადმყოფელი ოთახში და ლოგინზე მოწყვეტით ეშვება
-არა ზურგი მტკივა-ენას ვუყოფ და თმებში ხელებს ვუცურებ
-3 დღის წინ დაეცი და კიდევ ზურგი გტკივა?-წარბებს მიწევს ლაზარე შემდეგ კი საბანს წევს და მეხუტება
-ცივი ხარ-ვკივი და ვცდილობ მის ცივ სხეულს მოვშორდე თუმცა არ ნებდება, მეც სხვა რა გზა მაქვს უფრო ვეხუტები რომ როგორმე ის გავათბო რომ შემდეგ მეც გავთბე.
-ცოტახანს ვიყოთ და მერე ავდგეთ ვჭამოთ-ლოყაზე მკოცნის ის და თავს მხარზე მადებს, მეც მის თმებში ვრგავ ცხვირს და გატრუნული ვწევარ.
-ბავშვები რომ გვეყოლება გოგოს შენ შეურჩიე სახელი ბიჭს მე შევურჩევ-მეუბნება ურიადმყოფელი და ლავიწზე მკოცნის
-აბა ბიჭსაც მე უნდა დავარქვა სახელი-ვხითხითებ მე და მის წარბაწეულ სახეს რომ ვხედავ უფრო ხმამაღლა განვაგრძობ სიცილს
-იცოდე გაგშორდები-ხუმრობას ხვდება ის
-მე არ გაგეყრები, ლაზარე ურიადმყოფელო,ამას არ დავუშვებ-ვიწყებ მსახიობობას
-გეყო მაიმუნობა წამო ვჭამოთ-უცებ წამოხტა ის ფეხზე და საბანი გადამაძრო.
-დამპალო ცივაა-ამოვიწუწუნე და მეც სწრაფად წამოვხტი ფეხზე
-წამო წავიდეთ-ხელს მკიდებს ის და ზურზე მიკიდებბ, მეც კისკისით ვჩქმეტ გვერდებში
-მოვედით-მაგიდაზე დამსვა მან და თვითონ მაცივართან მივდივართ
-კიდე კვერცხი უნდა ვჭამოთ?-ვწუწუნებ და მახსენდება რომ სახლში მხოლოდ კვერცხი გვაქვს რომელიც 2 დღის წინ ნაყიდი უამრავი საკვებიდან შემოგვრჩენია
-პიცა გინდა? სანამ მოიტანენ აუზში ვიბანაოთ-წარბებს ათამაშებს ის და იქვე მიგდებულ ტელეფონს ხელში იღებს
-კარგი, შეუკვეთე მე მანამდე გამოვიცვლი-თვალს ვუკრავ და ვაპირებ გავიდე სამზარეულოდან მაგრამ მიჭერს და არ მიშვებს, თან ტელეფონით პიცას უკვეთავს, როგორც კი საუბარს მორჩა სწრაფად დამავლო ორივე ხელი და სირბილით დაიძრა სარდაფისკენ
-დამსვი შე იდიოტო, ასე არ ჩამაგდო წყალში-ვუკივი თუმცა ის უკვე კიბეებზე მირბის, მალევე შეაღო დიდი მინის კარი და ფეხზე ჩაცმული კეტები ისე გაიხადა არც დახრილა, მე კი როგორც ყოველთბის ფეხშველი ვიყავი, დაფიქრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი წყალში. -დამპალი ხარ-ვუთხარი როდესაც წყლიდან ამოვყვინთეთ
-მაგრამ შენი საყვარელი ქმარი-წარბები ამითამაშა მან, მისკენ ახლოს მიმიზიდა და მაკოცა
-პიცა მოვიდაა-ვიყვირე როდესაც ზარის ხმა გავიგე, ქმარს ხელებიდან დავუძვერი და სწრაფად გავცურე ამოსასვლელისკენ]
-აქ გელოდებიი-მომაძახა ლაზარემ და წყალში ჩაყვინდა, მე კი გაწუწული თაგვივით ამოვედი აუზიდან, შეძლებისდაგვარად გავწურე ტანსაცმელი და ისე გავედი კარის გასაღებად
-შეგიძლიათ მომაწოდოთ-ვუთხარი გოგოს რომელიც გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და 3 ყუთი გამოვართვი, ფული საკრედიტო ბარათით იყო გადახდილი ამიტომ არმიმიცია, მადლობა გადავუხადე და გავუშვი, პიცა ქვემოთ ჩავიტანე, აუზის კიდესთან დავჯექი, შარვალი და მაისური გავიხადე და ისე დავიწყე პიცის დაგემოვნება რომელიც ჯერაც ცხელიიყო
-მეცმინდაა-გამოცურდა ჩემკენ ლაზარე და მეც მივაწოდე ერთი ნაჭერი პიცა როდესაც გვერდით მომიჯდა.
--
-ჯანდაბა, ლაზარე ქორწილი გვაქვს-სწრაფად ვხტები დილით ფეხზე და ლაზარეს ვანჯღრევ
-აუ გაემზადე ჯერ შენ და მერე ავდგები მე-ამოიზმუვლა მან და ძილი განაგრძო მე კი შეძლებისდაგვარად სწრაფად შევედი სააბაზანოში, წყალი გადავივლე და პირსახოცშემოხვეული გამოვედი გარეთ
-აბა რას ვაპირებთ?-საწოლზე წამოჯდა თვალების ფშვნეტით ის
-ახლავე ადგები და სალონში წამიყვან-თვალებს ვუბრიალებ მე თუმცა ვხედავ სულ არ გაუგია ჩემი სიტყვები რადგან ჩემს სხეულს ათვალიერებდა, რომელიც მშვენივრად ჩანდა გრძელ პირსახოცში რომელიც ისე დამოკლებულიყო თითქმის მთელ სხეულს მიჩენდა რადგან უზარმაზარი მუცელი დაეფარა.
-გესმის?-ხელებს წინ ვუფრიალებ მე და გაბრაზებული სახით ვუყურებ
-კარგად გაიმშრალე, არ გაცივდე და თბილად ჩაიცვი-სწრაფად მარიგებს შემდეგ კი მკოცნის
-შენც ადექი, ჩაიცვი მე კი საუზმეს მოვამზადებ-ვუთხარი და ხალათი მოვიცვი პირსახოცზე, შემდეგ კი სამზარეულოში გავედი. სწრაფად გამოვიღე კვერცხი, შემდეგ ყველი ერთმანეთში ავურიე და ცხელ ტაფაზე დავასხი.
-როდის დაიბადება ჩემი ბიჭიიი-შემოდის ოთახში მხიარული სახით ლაზარე და მუცელზე ხელებს მხვევს
-1 თვე და უკვე ჩემს პატარას ხელში დავიჭერ-მის ხელებს მეც ვაწყობ ხელებზე და ზურგით ვეხუტები ქმარს
-კარგი, მიდი მოემზადე მე კი მანამდე საუზმეს მივხედავ-ტაფასთან მიდის ის და ხის კოვზით ურევს მე კი ოთახში გავდივარ, სწრაფად ვიცვავ შავ საორსულო შარვალს ზედ კი უბრალო მაისურს რომელზეც წასვლის წინ მოსაცმელს მოვიცმევ
-თმას დამიწნავ?-გავდივარ ლაზარესთან რომელსაც უკვე საუზმე თეფშებზე აქვს განაწილებული და ჭიქაში წვენს მისხავს.
-ვჭამოთ და მერე-იღიმის ის, მალევე ვუსხდებით ორზე გაშლილ მაგიდას და გემრიელად მივირთმევთ, თან ხილის წვენს ვაყოლებთ. ლაზარე წესრიგდება, მეც თმებს მიწნავს და საჩქაროდ გავდივართ სახლიდან.
-სალონში დამმტოვე, გოგონები შეიძლება მისულებიც კი დამხვდნენ-ვეუბნები მას და ღვედს ვიკრავ.
-ქორწილი მაგარია-იღიმება ლაზარე და მე მიყურებს
-მითუმეტეს თუ მეორე ქორწილს იხდი-წარბებს ვათამაშებ მე.
-მაინც კარგია, მიდი ჩაცუნცულდი და ფრთხილად იყავი, მე 2 საათში გამოგივლი-მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და მანიშნა გადავსულიყავი, მეც სწრაფად გავაღე კარი და გადავედი
-მანქანა ფრთხილად ატარე-ვუბარებ მას და კარს ვხურავ, შემდეგ კი სალონში შევდივარ სადაც ანანო და ელენე მიცდიან უკვე გამზადებულები.
-სად ხართ შენ და შენი პრინცი ამდენ ხანს?-მიბღვერს ანანო შემდეგ კი მუცელზე მეფერება
-ჩემი პაწაწინა ბიჭი როდის დაიბადებაო როდისო?-მეფერებიან ორივე მუცელზე
-კარგით გეყოთ, მაცადეთ ახლა მოვწესრიგდე-ვიშორებ მათ და სკამზე ვჯდები.
-დიდი ნაწნავი მინდა, უდიდესიი-ვეუბნები სიცილით ნატას, ისიც მაჩვენებს ფოტოებს, ერთ-ერთ ვარცხნილობას ვარცევ რომელიც მომწონს და წყნარად ვზივარ რომ გამიკეთოს, 1 საათში უკვე გამზადებული ვარ.მხოლოდ ფეხსაცმლის ჩაცმა მინდოდა.
-სად არიან ამდენ ხანს? ვწუწუნებ და წამდაუწუმ დავყურებ საათს, თითქმის ნახევარი საათია რაც ველოდები
-მოვა ნუ ნერვიულობ-მამშვიდებდნენ გოგონები, თუმცა გული ცუდს მიგრძნობდა. მალევე ამღერდა ელენეს მობილური.
-ხო მიშკა, სად ხართ ამდენ ხანს?-ჩასძახა ტელეფონში მოუთმენლად ელენემ. თუმცა მალევე შეეცვალა სახე
-სად ხართ?-მხოლოდ ეს იკითხა და ტელეფონი გათიშა-
-ვიკა, ახლა უნდა დამშვიდდე და ბავშვზე იფიქრო, დაჯექი და წყნარად მომისმინე-სერიოზული და ამავდროულად შეწუხებული სახით მითხრა ელენემ და იქვე დივანზე დამაჯინა, მე კი შეშფოთებული ვუყურებდი მას
-ლაზარე საავამდყოფოშია, ავარია მოუვიდა დაწყნარდი სერიოზული არაფერია, ნუ დაპანიკდები, უბრალოდ ხელი მოიტეხა და ტვინის შერყევა აქვს, მეტი არაფერი, ვიკა დამშვიდდი-ერთმანეთს აყრიდა ელენე სიტყვებს მე კი ის სიტყვები ჩამესმოდა ყურში ‘ავარია მოუვიდა“ უნებურად გადმომცვივდა ცრემლები თვალებიდან და სახეზე ხელები ავიფარე
-სასწრაფოდ წამიყვანეთ-ამოვისლუკუნე და ფეხზე წამოვვარდი, ელენეს მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და სწრაფად წავედი ელენეს მანქანისკენ თუმცა გზაში დამეწივნენ გოგონები და გასაღები წამართვეს
-ნუ სულელობ შენც რამეს დაიშავებ და ბავშვსაც დაუშავებ ვიქტორია, დაწყნარდი ხომ გითხარი არაფერია სერიოზული-მამშვიდებდა ელენე და თან მანქანისკენ მივყავდი, გზა ისე გაიწელა თითქოს ბათუმმიდან მივდიოდი თბილისში, საავადმყოფოში როგორ შევვარდი არ მახსოვს მხოლოდ ის მახსოვს რომ ექიმმა პალატაში შესვლის უფლება მომცა თუმცა კარგად მახსოვს როგორ ჩავიკეცე კართან. შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა
--
-ვიკუნა, გაიღვიძე რა ჩემო პატარა-მესმოდა ნაცნობი ხმა რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა იგივე სიტყვებს. თან თმაზე მეფერებოდა, მე კი ვცდილობდი თვალები გამეხილა.
-ლაზარე-ამოვიჩურჩულე და ტუჩები ენით დავისველე, რომლებიც სულ დამსკდომოდა
-ჩუ პატარა, ჩუ, ნუ გეშინია აქ ვარ-ხელი ხელზე მომკიდა მან და ხელზე მაკოცა, მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ შევძელი თვალების გახელა, აშკარად პალატაში ვიყავი.
-წყალი-კვლავ ამოვიხავლე და ხელი ტუჩებთან მივიტანე, სწრაფად წამოდგა ლაზარე რომელსაც ცალი ხელი შეხვეული ჰქონდა და ჭიქაში წყალი ჩაასხა შემდეგ კი პირთან მომიტანა, ნელა მოვსვი რამოდენიმე ყლუპი და მუცელზე ხელი დავიდე, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ მუცელი თითქმის გამქრობოდა თვალები ვჭყიტე
-ბავშვი, სადაა ბავშვი?-ვიკივლე და წამოჯდომა ვცადე
-დაწყნარდი ვიკა, საკეისრო გაგიკეთეს და ბიჭი ჯანმრთელი დაიბადა-გაღიმებულმა გამომხედა მან და ტელეფონი ცხვირწინ ამიფრიალა, სადაც პატარა ჩანდა საბანში გახვეული
-ბიჭია? მომიყვანე გთხოვ-თვალები ამიცრემლიანდა ბედნიერებისგან
-ახლავე ექთანს დავუძახებ-სწრაფად გავარდა ლაზარე პალატიდან და 2 წუთში უკან შემოვიდა
-მოიყვანენ-მითხრა მან და კვლავ გვერდით მომიჯდა
-შენ როგორ ხარ?-გამახსენდა ამ ყველაფრის მიზეზი და ცალი ხელით სახეზე მოვეფერე
-მე კარგად ვარ, ტყუილად ინერვიულე, მაგრამ ხომ ხედავ დაგაჩქარებინე მშობიარობა-გადაიხარხარა მან და ტუჩებზე სწრაფად მაკოცა
-დამპალოო-ამოვიბუზღუნე და სწრაფად წამოვწიე თავი როდესაც ოთახში პატარა საწოლით ჩემი შვილი შემოიყვანეს, უკან კი ბედნიერი სახით, ბუშტებითა და დიდი დათუნიებით ხელში მოყვნენ ანანო, ელენე და მიშკა
-ჩემი პატარა-ამოვილაპარაკე აცრემლებულმა და ლაზარეს დახმარებით წამოვჯექი, შემდეგ კი ხელები გავიშვირე პატარასკენ, მალევე მომაწოდა ექთანმა ბავშვი
-რა პატარა ხარ დეე-ამოვილაპარაკე და თითებით სახეზე მოვეფერე
-ჩემი ვაჟკაცი-ფრთხილად ვაკოცე ლოყაზე და ლაზარეს გავხედე გაბრწყინებული თვალებით
-ჩემი სიცოცხლეები ხართ თქვენ-ჯერ ბავშვს აკოცა ურიადმყოფელმა, შემდეგ კი მე ჩამეხუტა ბედნიერი სახით
-მიყვარხართ-ვუთხარი და თავი მის ყელში ჩავრგე...................


მოკლედ, ვიცი რომ არარის კარგი, ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა ამ ისტორაზე, ამიტომ არ ვთვლი რომ რამე გამომივიდა. მიუხედავად იმისა რომ ეს ისტორია ყველაზე საშინელებაა რაც კი ოდესმე დამიწერია, ზედაპირულად მაქვს დაწერილი და არც გადამიკითხია, არც ვაპირებ გადავიკითხო რადგან ჩემს თავზე მომეშლება ნერვები, მაინც მაინტერესებს თქვენი ნატურალური აზრი.



№1  offline წევრი LSD

Ariko cudi magram mshrli iko emociebi makldaa tan dachqarebuli gkonda movlenebii megona kidev ramdenime tavs dawerdi da mere daasrulebdi❤️❤️Saerto jamshi kargi iko ❤️❤️ Aba shen ici gelodebi axali istoriiit warmatebebi❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

LSD
Ariko cudi magram mshrli iko emociebi makldaa tan dachqarebuli gkonda movlenebii megona kidev ramdenime tavs dawerdi da mere daasrulebdi❤️❤️Saerto jamshi kargi iko ❤️❤️ Aba shen ici gelodebi axali istoriiit warmatebebi❤️❤️

მადლობა შეფასებისთვის❤️ვიცი რომ ემოციები აკლდა, ამას მკითხველი კიარა მეც კი ვგრძნობდი. მოვლენებიც დავაჩქარე რადგან რომ გამეწელა ვგრძნობდი ვეღარ დავასრულებდი და მერჩივნა ყოფილიყო დასრულებულ და აღარ მეჯავრა რომ კიდევ ერთი ისტორია ვერ დავასრულე <3 <3

 


№3  offline მოდერი bibo

შენ ხარ ადმიანი პიროვნება ქალობა heart_eyes kissing_heart ვგიჟდები ვაფრენ მე შენზე რატო არაფერი არ აკლდა საკმარისი იყო ტკბილო ჯემო kissing_heart და დასრულე და ისე დადე თორე აირტყავ ბოლოს ნუ აფუჩეჩებ იცოდე შე ცუღლუტო გოგოვ heart_eyes kissing_heart ყველაზე გემრიელო ყველაზე ტკბილო თბილობა ვგიჟDები მე შენზე მურაბა მიყვარხარ სასტიკად საშინლად გემრიელო heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

bibo
შენ ხარ ადმიანი პიროვნება ქალობა heart_eyes kissing_heart ვგიჟდები ვაფრენ მე შენზე რატო არაფერი არ აკლდა საკმარისი იყო ტკბილო ჯემო kissing_heart და დასრულე და ისე დადე თორე აირტყავ ბოლოს ნუ აფუჩეჩებ იცოდე შე ცუღლუტო გოგოვ heart_eyes kissing_heart ყველაზე გემრიელო ყველაზე ტკბილო თბილობა ვგიჟDები მე შენზე მურაბა მიყვარხარ სასტიკად საშინლად გემრიელო heart_eyes

მეცმიყვარხარგიიჟ

 


№5  offline მოდერი zia-maria

სხვისი არ ვიცი,მაგრამ ახლა წავიკითხე ყველა ერთად და ძალიან მომეწონა. kissing_heart

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

zia-maria
სხვისი არ ვიცი,მაგრამ ახლა წავიკითხე ყველა ერთად და ძალიან მომეწონა. kissing_heart


Madloba❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა, რატომ წერ,რომ ....არ ვარგა..მე ძალიან მომეწონა.
ასე გააგრხელე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ლია
საუკეთესო ისტორიაა, რატომ წერ,რომ ....არ ვარგა..მე ძალიან მომეწონა.
ასე გააგრხელე.

რა ვქნა ასე ვფიქრობ:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent