შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილის დღიურები 2


28-03-2017, 11:05
ავტორი ლუსია
ნანახია 1 156

ისევ სარკესთან დგას ამჯერად უკვე ძირში დაჭრილ ფრჩხილებს იკვნეტს და ნუნებიდან სისხლს იდენს... გარეთ გასასვლელად ემზადება... წამიერად შეშინებული მოცილდა სარკეს და ხარხარით გავარდა გარეთ... ბინის ქირას ხანდახან იხდის... ზოგჯერ კი ნახევარს იხდის... ეს იმიტომ რომ ბინის მეპატრონეები ცოლქმარი არიან თანაც ცოლი ბრმაა და ქმარი კი სმისგან მუდამ გამოყრუებული და გამოშტერებული... ვერც ამჩნევენ... ხანდახან მათი შვილიშვილი ეროსი მოდის ხოლმე და ჭადრაკს ეთამაშება ლილის... ლილის უყვარს ეროსი, მარ მისი თეთრი და ღიმილიანი სახე უყვარს... ხანდახან ლილი და ეროსი ვალსს ცეკვავენ...
ის Rue Montorgueil-ს მიუყვება და მოსწონს დღევანდელი ცივი და კოპებშეკრული ამინდი... ყოველი ფეხის გადადგმისას ძვლები უჭრიალებს და უხეშ ქურთუკი მკერდის თავებს სტკენს... პატარა ცხვირის წვეტი სიცივისგან აქვს გაწითლებული... უეცრად ვიტრინაში საპატარძლო კაბას ხედავს და მის წინ ჩერდება... ისე უყურებს მანეკენს თითქოს სულიერი იყოს და ცდილობს მის პლასტმასის სახეზე დახატულ თვალებს ზიზღით ჩახედოს... მერე მის გვერდით მდგარ საკუთარ ანარეკლს ხედავს და საკუთარ თავთან იწყებს საუბარს...
-როგორ მეზიზღები უსულო არსებავ... როგორი სიამოვნებით დაგახრჩობდი...
მერე მთელი ძალით ეხეთქება ვიტრინას თითქოს მასში გავლა სურსო და ცხვირიდან სისხლის ნაკადი მოსდის... მერე თვითონვე იხევს უკან და შეშინებული გარბის... სადღაც ქუჩის კუთხეში ჩერდება და ძირს ტროტუარზე ჯდება... შორიდან ვიღაც ქერა გოგოს ხედავს რომელსაც ნარინჯისფერი ტუჩის საცხი მეტისმეტად უსვია ტუჩებზე... დგება ჯიბიდან სიგარილოს იღებს და გოგონას გზას უღობავს... გოგონა შეცბუნებულია და გაოცებულიც... ოდნავ შეშინებულიც...
-ასანთი ხომ არ გაქვს?
-რა მკითხე?
გაოცებული უყურებს ლილის სახეზე შემხმარ სისხლს..
-ეს... ვიტრინას დავეჯახე ვერ დავინახე შემთხვევით მომივიდა...
ცდილობს დაამშვიდოს გოგონა და საკუთარ ნაბოდვარზე თვითონვე ეცინება...
-უბრალოდ სიგაარეტზე მომიკიდე და წავალ...
გოგონა ჩანთიდან ასანთს იღებს ზედ რომელიღაცა სასტუმროა გამოსახული კარგად გამოიყურება... ნეტავ ვისთან ერთად ისვენებდა იქ? პოტენციურ საქმროსთან თუ ჯერ ისევ მშობლებთან ერთად... სიგარილოზე ნაფაზს არტყამს და პირდაპირ სახეში აბოლებს გოგონას, მერე ხელზე წვდება და თვალებში უყურებს...
-იქ პატარა კაფეა ნამცხვარზე და ცხელ შოკოლადზე დამპატიჟე მე კიდევ საინტერესო ისტორიას მოგიყვები...
-მე.. არვიცი... ჩემი ძმა მელოდება
-კარგი რა რომელი ძმა რომელიც რეალურად არ გყავს?
გოგონა შეცბა მერე კი დათანხმდა და ლილის გაჰყვა...
კაფეში დასხდნენ მიმტანმა იცნო ლილი მაგრამ მან ცივი მზერა ესროლა და ბიჭმა გაჩუმება არჩია...
-მე ლილი მქვია... უბრალოდ ლილი ვარ... ჰო აი ასე შენ?
-მე... მე რებეკა...
-ნუ გეშინია ჩემი ხომ გითხარი უკვე ვერ დავინახეთქო... ასე ხომ ვერ შევჭამ აიღე ხელსახოცი და მომწმინდე რა...
გოგონა შემცბარი იწევა ლილისკენ ლილის კი ისე ახლოს მიაქვს სახე რებეკასთან რომ ის ინსტიქტურად ყოფს ენას და მიმხმარ სისხლს ტუჩიდან ულოკავს... სკუთარი საქციელით შეცბუნებული რებეკა მაგიდაზე ტოვებს ფულს და გარბის... ლილი კი მშვიდად მიირთმევს კრუასანს ატმის ჯემით და ცხელ შოკოლადს ზეფირით... მერე დგება ფულს თვითონ იდებს ჯიბეში და სწრაფად გარბის იქიდან...
სახლში გვიან დაბრუნდა და Rue des Rosiers-ის მახლობლად მდებარე ღვინის მაღაზიიდან მოპარულ ღვინოს წრუპავს... თავის რვეულთან მიდის და მასზე მყოფ ლაქებს უყურებს...
-ამ ლაქებს ჩემო ძვირფასო დღიურო სიკვდილის სუნი უდის... ტკბილი სიკვდილის სუნი... მაინც როგორი უსინდისოა არ მოვიდა... დამპირდა მოვალო და გადამაგდო... ესიგი მე მიწევს მასთან წასვლა... რა მნიშვნელობა აქვს... ახლა მე ერთი პატარა მტვრის ნაწილაკი ვარ... პატარა მაგრამ ლოდზე უფრო მძიმე... მე დამუნჯებული მტვრის ნაწილაკი ვარ რომელმაც სიმუნჯე სიყრუვის ხარჯზე ისწავლა... ახლა არც ვლაპარაკობ და არც ვისმენ... დიდი სიამოვნებით დავიღვენთებოდი საკუთარ სხეულზე... გულს ამოვიგლეჯდი და მის ადგილას მოვიწყობდი თავსესაფარს... ჩემს მკერდში ამოთხრილ ორმოში შევიყუჟებოდი... გულს კი დაგინაწევრებდი და მისით ამ სამყაროს სიძულვილს გაზიარებდი... შენ უბრალო ლეშო... როგორ მეზიზრები... რა საცოდავი ხარ... წარმოგიდგენია?
უაზროდ დაჰყურებს თავის ნაჯღაბნს და ეღიმება... რაღაც გაურკვეველ მოძრაობებს აკეთებს სიბნელეში და იატაკზე დაგდებულ ძველ ლეიბზე ეხეთქება... მისი თმიდან ურჩხულები გამოდის... ურჩხულები რომლებიც მას ღამე იცავენ... ის უკიდეგანო უდაბნოში მიდის და გზადაგზა ვარსკვლავებს აგროვებს... მას თან მიჰყვებიან მისი მეგობარი ხვლიკები და მორიელები... თითო მორიელისგან ბოლომდე წურავს შხამს და ამით ძალა ეძლევა რომ უკიდეგანო უდაბნოს ქარები უკუაგდოს... თვალებს ახელს და სადღაც ჭერში იყურება..
-ამაღამ თმას გადავიპარსავ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent