შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში (10)


28-03-2017, 21:17
ავტორი krimcova19
ნანახია 1 146

(თავი 12)
რატის წასვლის შემდეგ ყველაფერი არეულ ფაზაში გადადის, ვრჩები მარტო საწოლში სულ მთლად შიშველი და ვტირი... არ ვიცი რატომ ,მაგრამ ვტირი იქნებ ეს არის ბედნიერება ? ვეკითხები ჩემს თავს და მეცინება ამ ოცნება დრამაზე, შემდეგ ვიწმენდ ცრემლებს და მხიარული სახით დავბოდიალობ ოთახიდან ოთახში. ჩემს facebook გვერდზე ახალი წერილი მხვდება
-ჰუჰ, დაკარგულო შემოხვედი?
თავიდან ვერ მოვდივარ აზრზე შემდეგ მახსნდება ჩემი უცნაური კიბერ მეგობარი
-როგორ ხარ?
-კარგად. სად დაიკარგეთ?
- რავიცი ვცადე და ასე გამოვიდა რომ კვირაზე მეტი დავყავი იქ.
-ფსიქიური პრობლები გაქვს ანუ
არ მომწონს მისი დასკვნა., არც კი მიცნობს არ იცის ვინ ვარ და რა მიყვარს და მხოლოდ ერთი დევიანტური ქცევის გამო განაჩენი უნდა გამომიტანოს ფსიქიურად შერყეული ინდივიდის
-ალბათ. კარგად ბრძადებოდეთ.
და ვთიშავ გვერდს/ მის წერის მცდელობას აღარ ვაქცევ ყურადღებას. ტელეფონი ნერვიულად რეკავს. მეზარება აღება და ვინმესთან საუბარი არაფერი მაინტერესებს, ბოლოს ეს ხმა ნერვებს მიშლის და ვიღებ ყურმილს,რომლის მეორე ბოლოდან მხიარული ხმა ისმის
-ანისი ჩაიცვი! დღეს მივდივართ რაღაც საღამოზე და მიდი მოემზადე
-რა საღამოზე ნიტა
-აუუ გოგო მე რავიცი, ჩემი ქმარი მეპატიჟება და ბარემ წავიდეთ ერთად შერიგებასაც იქნებ გამოვკრა ხელი
_ძაან გინდა შეურიგდე?
-10 წუთში გამოგივლი მანქანით და მზად დამხვდი
ტელეფონს მითიშავს, მე კი პასუხგაუცემელი კითხვა ჰაერში მეყინება და მუქარით შემყურებს. ეჰ, ვიქნევ ხელს და რამე უბრალო,მაგრამ ლამაზი კაბის ძებნას ვიწყებ . ვირჩევ შავ კაბას,რომლის სიგრძე მუხლს ოდნავ ზევითაა. გვერდებში ოდნავ აჭრილი. რატომღაც დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ არა და მშვენივრად ვიცი რომ ამ ფეხსაცმელს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება ყველაზე მეტად,მაგრამ რაღაც განწყობა არ მაქვს. ჩემს ტალღოვან თმებს ვერაფერს ვუხერხებ, არეულად მაყრიან ზურგზე, კაკუნია კარზე, ვაღებ და თვალებგაბრწყინებული ნიტა მეხუტება. ღმერთო ჩემო რა ლამაზია! აცვია გრძელი წითელი კაბა, რომლის ზურგი სულ მთლად ამოჭრილია.თმები ლამაზად აქვს დავარცხნილი, მისი მთავარი მაკიაჟი კი როგორც ყოველთვის ღიმილია. გაშეშებული ვუყურებ და ვერ მოვდივარ გონს, ის მიახლოვდება და მხარზე მიტყამს
-ჰე, შეჩემისა რა ჯანდაბა გჭირს
-ვახ. ახლა უფრო ლამაზი ხარ ვიდრე ქორწილის დღეს
-რომ იცოდე რამდენი ვიჩალიჩე ამ შდეგისთვის რომ მიმეღწია, ალბათ გააფრენ. ჰომ..
ამათვალ-ცამათვალიერა და შემდეგ ეჭვით განაგრძო.
-შენ ასე მოდიხარ?
-ხო რა იყო მერე
-არაფერი რა უნდა იყოს. უბრალოდ იქ ნაღები საზოგადოება იქნება შეკრებილი და შენ კი 80 წლის დედაბერს გავხარ

-მე ჩემი თავი ასეთიც მომწონს
არაფერი უპასუხია ხელი ჩამკიდა ხელზე და თითქმის სირბილით მიმიყვანა კარებთან .
დაახლოებით ნახევარ საათში აღმოვჩნდით ქალაქგარეთ. რაღაც შენობაში რომელიც იმდონემდე იყო გნათებული თვალები მტკიოდა, „ რჩეული“ საზოგადოება შეკრებილიყო, ყველას ისე იცვა და ისე გამოიყურებოდა მე მათთან შედარებით თავი მოწყალების მთხოვნელი მეგონა. შემომცქეროდნენ ოდნავი რიდით და შორიდან. ნიტა და ნოა ეგრევე გამშორდნენ, ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ, იცინოდნენ და ბოლოს ორივე თვალს მოეფარა, მე კი დავრჩი ამდენი უცხო ადამინის გარემოცვაში, ბოლოს ვიღაც ჩემზე ოდნავ მაღალი ბიჭი მომიახლოვდა. ისეთი შარმით და მედიდურობით რომ ძალა უნებურად გამეღიმა
-გამარჯობათ. მე ერეკლე მქვია
-გაგიმარჯოთ,. ანისია
-ჰუჰ. სასიამოვნოა
რა ჯანდაბაა ეტყობა ეს ფრაზა „ჰუჰ“ საერთაშორისო სიტყვაა ან საქართველში შემოვიდა ახალი მოდა, რომ ყველა კაცმა ეს სიტყვა თქვას,გავწყვიტე რომ კარგად დამეთვალიერებინა, მოქერო თმები ჰქონდა ეს კი ჩემი აზრით ყველაზე დიდი პლუსი იყო,სიმაღლეს არა უშავდა, 1.75 ს როგორმე აიტანდა ადამინი,. წონითაც არ იყო მსუქანი,მაგრამ არც ტანწერწეტა ითქმის,, მიყურებდა გაბრაზებული სახით ალბათ ფიქრობდა რას მათვალიერებს ასე რაღაცის წუნია მყიდველივითო. ბოოლოს კი მის თვალებს წავაწყდი. და ჩავიძირე მასში.... ცხოვრებში ასეთი ლამაზი თვალები არასდროს მინახავს.არც ვიცი რა ფერი იყო,მაგრამ ისეთი იყო,მასში ჩაძირვა მოგინდებოდა, ჩემდა უნებურად წამოვიძახე
-რა ლამაზი თვალები გაქვთ
ის უხერხულად შეიშმუშნა. აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ სიტყვებს
-ხო მადლობთ,. თქვენც ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ.
- ჰა, ნუ იტყუები. ეს იმის გამო თქვი რომ მე გითხარი ასე
-სიმართლე რომ გითხრათ ეგ პირველი მე გითხარით.
ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი რომ შეტრიალდა და წავიდა. თავს ძალა დავატანე და მას გავეკიდე, ძალიან შორს არ იყო წასული ასე რომ ქაჯივით სირბილიც არ მომიწია, დავწვდი მხარში და შემოვატრიალე. ღიმილიანი სახე უცბად უხეშ გამომეტყველებით დაეფარა
-რა გნებავთ?
-რა იგულისმეთ ორიოდე წუთის წინ?
გაკვირვებული სახით ამომხედა.
-რა უნდა მეგულისხმა ვერ გაიგეთ ანისია?
-ხო ხო ვერ გავიგე
-ისე დღეს მე შემოგთავაზეთ, აქ ჩემთან ერთად მოსვლა,მაგრამ როგორც ჩანს ჩემი დაიგნორება და აქ ჩემს გარეშე მოსვლა ამჯობინეთ. ფორთოხლისფერო თოჯინავ!
-რა?
უცბად დავიბენი და დაბნეულობის ღიმილმა გადამირბინა სახეზე. ფიქრებმა ემილისკენ წამიღეს. იქნებ მას შეუთანხმდა ეს ბიჭი შეხვედრას და მე კი უბრალოდ შემთხვევით აღმოვჩნდი
-შემთხვევითობა არ არსებოს ანისი. ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს
შემეშინდა....ნუთუ ეს ადამიანი ჩემი კიდევ ერთი გაორებაა თუ ტელეპატიით დაჯილდოვებული ინდივიდია, რაც არ უნდა იყოს ორივე მათგანი საშინელება იქნება
-საიდან იცით მე რაზე ვფიქრობდი
-ფსიქიატრი ვარ და ყოველთვის ვხვდები ჩემი პაციენტები როდის ურევენ
-მე თქვენი პაციენტი არ ვარ
-და ემილი?
ორმაგად გაოგნებულმა და შეშინებულმა შევხედე. კანკალმა ამიტანა და ასე მეგონა საკუთარ თავს ვკარგავდი. მან ხელი მომხვია და გულზე მიმკრა,
-რას აკეთებთ?
-ტანგოს სიმღერაა. ვიცეკვოთ
-მე არ ვცეკვავ>?
-ჰუჰ. მსახიობები სულ ცეკვავენ მღერიან და ოხუნჯობენ
-მე არ მიყვარს ცეკვა. მოუხერხებელი ვარ
-მომყევით
მეც მას ავყევი ვცეკვავდით ერთად მე მასზე ვიყავი დაყრდნობილი და ვგრძნობდი როგორ ქრებოდა თითოელი წამის განმავლობაში ყოველი ადამიანი, შედეგ კი დავრჩით მე სიმღერა და ის. მომეჩვენა რომ ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელდა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით განათებულნი, იმდონემდე აღწევდა მელოდიის თითოეული ნოტი ჩემს სხეულში თხემიდან ტერფებამდე ლამის იყო ექსტაზი განმეცადა და როკვა დამეწყო. შემდეგ ტანგო ნელმა ვალსმა შეცვალა მე მას ჩამოვეყრდენი კისერზე და ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას. იმდონემდე ახლოს იყო რომ ძალა უნებურად მისი ტუჩები ჩემს ტუჩებთან აღმოჩნდნენ. ვიგრძენი რაღაც უჩვეულო, ისეთი ახლობლური რაც არადროს მიგრძვნია
-ანისი....ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ
-მეც ერეკლე,მეც
და ისეთი დამფრთხალი მოვშორდი რომ გონს მოსვლას რამოდენიმე წუთში მოახერხებდა. გავიქეცი, გავრბოდი მთელი ძალით. ყოველთვის მეშინოდა კიბეებზე სირბილით ჩასვლა არც ვიცი ეს რისი ბრალი იყო ალბათ ,მჯეროდა რომ ფეხი გადამიტრილადებოდა კიბეებზე დავგორდებოდი. ეტყობა ცხოვრებაშიც თავი ფილმის გმირი მეგონა და ასე მჯეროდა რომ დედამიწა ჩემს გარშემო ტრიალებდა.
ტროტუარზე გამოვედი, მანაქანები არ მოძრაობენ. ათასში ერთხელ თუ გამოივლის რამე. ასეთ დასაკარგავ და უდაბურ ადგილას ვარ, ერთი ვარიანტიც მაქვს შევბრუნდე უკან და ნიტას და ნოას ვთხოვო სახლში ამიყვანონ,მაგრამ იმის მორალი რომ ვალდებულები არიან წამიყვანონ,რადგან თავად მომიყვანეს აქ უკან იწევს,რადგან პირველი ისინი შერიგდნენ მეორე ერეკლეს კიდევ ერთხელ ვნახავ მე კი ეს არ მინდა. შემდეგ ვხედავ როგორ მოდის ტაქსი, ხელს ვიქნევ,. რომ ვიღაც უკნიდან მიახლოვდება
-დღეს ჩემთან იწექი და ახლა კი აქ ვიღაც კაცს კოცნი!
-შემეშვი რატი
მე მას ხელს ვკრავ და მთელი ძალით მომავალი მანქანისკენ ვაგდებ
ტაქსი აჩერებს. მე ვჯდები და ვეუბნები მისამართს,
-წადით დროზე გთხოვთ.
-ხომ კარგად ხართ?
-მეჩქარება
ვუჭრი მოკლედ და ვხედავ რატი ისევ ძირს გდია მანქანა მას ზედ უვლის. რამოდენი მეტრის გავლა და უკან ვიხედები ის ძვლივსძვლივობით დგება ფეზე და ტანსაცმელს იფერთხავს შორიდან მიქნევს ხელებს და ვერ ვხვდები რას მანიშნებს
სახლში გაგიჟებული ავრბივარ ვხვდები რომ ფანჯრების და კარების დაგმანვით მე და ჩემს მხიარულ ნერვოზს არაფერი ეშველება. ჩემს გვერდზე კი წერილი მხვდება
-იცი? მე შენი თმები ძალიან მომწონს ფორფოხლისფერი თმები, მოდი დღეიდან ჩემი ფორთოხლისფერი თოჯინა იქნები, ისე დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ ? მარტოს არ მინდა ასე რომ...
ერეკლე ტაბიძე. შემდეგ მის პროფაილზე გადავედი და ნაცნობი სახე... ბედის ირონია. თბილისში მილიონახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მე კი მაინცდამაინც ეს ადამიანი გადამეკიდა ონლაინ და რეალურ ურთიერთობაშიც
-მაპატიე დღევანდელი ქმედებისთვის
-არა უშავს იმედია რატი კარგადაა
გაოგნებულმა დავხედე მონაწერს
-რა იცი მის შესახებ
-თვითონ მიაყვირე შემეშვი რატიო და ხელი ჰკარი ნუ ეგრე ჩანდა რომ შენ ხელი ჰკარი მაგრამ სინამდვილეში. მხოლოდ ჰაერს აუქნიე ხელები. სიცილის სმაილები. დიდი ხანია ეგრე ხარ?
_არ ვიცი, ალბათ ბავშვობიდან,მაგრამ ახლა განსაკუთრებით მივლინდება.
-უნდა წავიდე, შენს დაქალს უნდა ვეცეკვო.ნიტას
შემდეგ თავში ხელი შემოვიტყვი და მივხვდი რომ ჩემი და ერეკლეს გაცნობა არ იყო შემთხვევითი და ამყველაფრის უკან ნიტა იდგა და თან მე რომ მომწონდა იმ ტიპის გარეგნობის ექიმი აურჩევია.დებილი გოგო ვიმეორებიამ ფრაზას დაუსრულებლად და ბოლოს ღიმილიანი განწყობა ისტერიულ შიზოფრენიის სტადიამდე მივიდა, გავაცნობერე თითოეული დეტალი და გამწარებულმა ტელევიზორის პულტი კედელს ვესროლე.
-იდიოტი.იდიოტი
ვიმეორებდი ამას გულში,ხმამღლა ბოლოს მივედი ერთ დასვნამდე თუ ფრთების გაშლა გსურს გაშალე ის ბოლომდე ისე რომ შენი თავბრუდამხვევი ბედნიერებით გააკვირვო ყველა ვისაც უყვარხარ ან ძულხარ თუნდაც,მაგრამ არასდროსაა აუცილებელი შენი მიზანი და ბედნიერების ასრულება ემსახურებოდეს არანორმალურად უჩვეულო და ამაზრზენი გრძნობათა დაკმაყოფილებას, თუნდაც შურის,პატივმოყვარეობის, სიძულვილის. ცხოვრება ხომ იმდენად ხანმოკლეა,რომ თითოეული ჩვენგანი საჭიროებს მისი თითოელი წამით ტკბობას. თუ იმდენად ათეისტები ვართ რომ არ გვჯერავს ღვთის,სასწაულების და ბედისწერის,მაშინ შევხედოთ ჩვენს თავს შევიცნოთ იგი ყველა ასპექტში და უბრალოდ გავხადოთ ის არა სრულყოფილი და უნაკლო,არა ასეთი წარმოდგენის მქონე ადამიანები უბრალოდ შესაბრალია. ისინი ,რომლებსაც ყველაზე უნიკალურები ჰგონიათ და ცდილობენ სხვათა შეცვლას.განა რა საჭიროა რომ ვიცხოვროთ ისე,რომ არასდროს მოვკვდებით. უბრალოდ გავხდეთ ისინი,ვისაც ჯერაც არ დაუვიწყებია რა არის ადამიანობა და სამყაროს უკეთესად აღქმა დავიღალე და ჩამეძინა.მაგრამ ის კი ვიცი რომ იქაც ვერ მოვისვენე ძილების სამყაროში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent