შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 11)


28-03-2017, 23:18
ავტორი japara
ნანახია 1 493

კვირა. 25 მარტი. 13:00.
ქალბატონმა ქეთევანმა ხომ უნდა გააკეთოს რაღაც სისულელე? (არადა ის გმირი ყოველთვის მე ვარ ხოლმე, ვინც ყველაფერს აფუჭებს). გუშინ ხელი მოიტეხა და ეგ და მახო თბილისში წავიდნენ. რა ენაღვლება? დედამისი და მამამისი იტალიაში არიან წასულები ორი კვირით და ღამე ხან ანი რჩება და ხან ანნა. როგორც მეუბნება…
მე და ნიაკო აივანზე ვიჯექით და მე თმას ვუწნიდი. ის კი მთელი გატაცებით მიყვებოდა თავის ძმაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 18-ის და დღეს აქ ჩამოდის. მიყვებოდა მის გმირობებზე და იმაზე რა ჭკვიანი იყო ის. უკვე შუადღის პირველი საათია, ალემ კი ახლა ისადილა და გარეთ თვალებდასიებული გამოვიდა. ისიც ჩამოჯდა.
- მახომ დამირეკა. ეგ და ქეთი რა დღეში არიან. ჯერ “ჯინო ფერედაის”-ში წაბრძანებულან.
- მოტეხილი ხელით?
- ხო. მერე კიდე მახო ქეთასთან დარჩა და მთელი ღამე ლაპარაკში გავათიეთო. მერე ვსეირნობდითო და მოკლედ რა… ენა არ გაუჩერებია. სუ გამოშტერდა ეგ ბიჭი.
- შენ ვისზე რას ამბობ? - ირონიული ღიმილით ვუთხარი და სიცილი დავიწყე. ეზოში ლეილა ბებო შემოვიდა.
- გამარჯობათ ბავშვებო. - ჩვენთან მოვიდა და ორივეს გვაკოცა, მერე ნიაკოს მოეფერა. - შენი ძმა ჩამობრძანდა და გიჟივით გეძებს. - თმა შევუკარი და ზურგზე მოვეფერე, იმის ნიშნად რომ ვუშვებდი. ორი დღის განმავლობაში ნიაკო გვერდიდან არ მწყდებოდა. ლეილა ბებო სახლში შევიდა და ნანის დაუძახა. ეზოს რკინის, ჟანგიანი ჭიშკარი ჭრაჭუნით გაიღო და ეზოში ვიღაც შემოვიდა. არც კი გამიხედია. ალეს ვუყურებდი და ველაპარაკებოდი. მთელი კვირა დაგეგმილი ჰქონდა, როგორ უნდა გავერთე. ბოლოს გაბრაზებულმა დავუბღვირე:
- მოვლა და გართობა არ მჭირდება! როგორღაც გადავიტან მაიას სიკვდილს!- საშინლად ცივად ვთქვი. გაგრძელებას ვაპირებდი მაგრამ მისმა გაოცებულმა სახემ გამაჩერა. უკან შევბრუნდი და დავინახე, როგორ ეხვეოდა ნიაკო თავის… დემეტრეს. მისი სახე რომ დავინახე ისეთი სიცილი ამიტყდა, ვერ ვწყნარდებოდი.
- რა გაცინებს გოგო? - გაბრაზებულმა დამიბღვირა ალემ.
- ჰე ახლა, ეცით და იჩხუბეთ. ვინც მოიგებს ჩემი შეყვარებული იქნება! - ამის თქმა და ალეს საშინლად გაბრაზებული მზერის დაჭერა ერთი იყო. ჩემში მცხოვრები სარკაზმის ოსტატი მეკო სადღაც გამქრალიყო და ახლა მისი ადგილი ბოროტ, ირონიულ არსებას დაეკავებინა, რომელიც, სხვათა შორის, მომწონდა.
- გოგო! - ჩუმად შემიბღვირა ალემ. დემეტრე ჩვენთან მოვიდა, მე გადამკოცნა და ალეს ხელი ჩამოართვა. ალე პირდაპირ მეჯდა, ეს კიდევ გვერდთ მომიჯდა.
- აბა გვრიტებო, ერთობით კახეთში? - ვითომ ირონიულად ჩაისისინა და ღიმილით გამომხედა. ამაზე თავი ვერ შევიკავე და ხარხარი კიდევ უფრო ხმამაღლა დავიწყე.
- ვაიმე! დემეტრე! გეხვეწები გაჩუმდი! შენი აქ ყოფნაც საკმარისია, იმისთვის, რომ სიცილმა მომკლას. ახლა კიდე შენი გენიოსობების დახეთქებას თუ დაიწყებ, გეფიცები, მოვკვდები! - დემეტრე გაბრაზებული წამოხტა და ეზოდან გავიდა. ალე გაკვირვებული მიტყრებდა და ჩუმად ადგა სკამიდან.
- რა მოხდა? - ისე ვკითხე, ვითომ არაფერი. ვითომ ორი წუთის წინ ნამდვილი ურჩხულივით არ მოვქცეულვარ.
- რანაირად მოიქეცი ახლა? კი, არ მევასება ის ტიპი, მაგრამ…
- რა იყო ალე, ასეთი აღარ გიყვარვარ? - ირონიულად გავიღიმე და ჭიშკარს გავხედე. ალე ისე შევიდა სახლში, არც კი გამიგია.
მე გარეთ მარტო დავრჩი. და ვიგრძენი როგორ მტოვებდა ყველა და ყველაფერი. როგორ მტოვებდა ჩემი თავი და როგორ ანაცვლებდა მის თავს ვიღაც უცხო არსება. ვგრძნობდი, როგორ ვაზიზღებდი თავს ალესა და მეკოს.
სახლში შევყევი. დალი და ლეილა ყავას სვამდნენ და ჭორაობდნენ, როგორც ჩვევიათ.
- სანდროს რა ჭირს? - გაოცებულმა მკითხა დალიმ, გეგონება ატირებული გავარდა…
- რა ჭირს?
- ანერვიულებული ავარდა ზემოთ. - კიბეები ნელა ავიარე, ჩემს ოთახში შევედი, ყველაფერი ჩავალაგე და “ალეს ოთახის” კართან დავდექი.
- ალე…
- ვალაგებ.
- მე ჩავალაგე უკვე.
- შენ დარჩი თუ გინდა. - ცივად მითხრა და კარი გამიღო.
- უჩემოდ წახვალ? - საშინლად მეწყინა. სინანულის გრძნობამ მთლიანად გადამყლაპა. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ჩემს სხეულს მანიაკი იპყრობდა, რომლის მოკვლაც მინდოდა.
ალემ მაჯაში ხელი ჩამავლო, შემათრია და კარი მიხურა. შუბლის ხელით წვალება დაიწყო, როგორც ნერვიულობისას იცის ხოლმე.
- მედეა…
- მეკო!
- აი ხედავ? ორი წუთიც არ ლაპარაკობ ნორმალურად. არაფერი არ მინდა. უბრალოდ დამელაპარაკე… უბრალოდ მითხარი რა ხდება! გაიგე? - დავიბენი. საშინლად დავიბენი. შევბრუნდი და ოთახიდან გავედი.
- დალი, ნიკუშას აჭამე. ჩავალაგებ და წავალთ. არ იჩქარო ოღონთ! - ჩავძახე. ალეს კარისკენ აღარ გამიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა, გვერდი ავუარე და ნიკუშასთან შევედი. ადრე ეს ჩემი ოთახი იყო. ყოველთვის, როდესაც აქ ჩამოვდიოდით, მე აქ ვიყავი… აქ მიმღეროდა ბებიაჩემი იავნანას. იშვიათად დედაც იყო და მეფერებოდა. აქ მიყვებოდა ზღაპრებს ხან დედა ხან ბებო… ხან ბებო ხან დედა… ახლა მე ვუყვები ზღაპარს დედაჩემის შვილს. ამის გაფიქრებისას ახალი ფაქტი გავაცნობიერე… ნიკუშა დედით ობოლი იყო, მამა კი ნანახიც არ ყავდა. რა იქნება მერე? მთელი ცხოვრება უნდა ეგონოს რომ დათოს შვილია? რა დააშავა ღმერთო რა?! კარადა გამოვაღე და ჩანთა გავხსენი. ჩემი პატარა ნიკუშა… ჩემი პატარა ნიკუშა. მიუხედავად ყველაფრისა საშინლად განიცდიდა იმ ქალის “დაკარგვას”, რომელმაც მხოლოდ ბიოლოგიური მოვალეობები შეასრულა და მის ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია.
გადავწყვიტე, სულ ცოტა ხნით ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა და ის ეგისტური დანაშაული ჩამედინა, რაც აქამდე არ ჩამიდენია და ჩემს გრძნობებზე ფიქრი დავიწყე. დავიწყე ყველაფრის გაანალიზება, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
მე დავკარგე დედა. ცხრა წლის ვიყავი, დედა საშინლად შეიცვალა, არ ვიცი რა დაემართა. სულ დავავიწყდი და ჩემი დანახვაც აღარ უნდოდა. ეგრევე ტირილს იწყებდა. ჩემი ქვრივი ბებო, ლალი ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლდა და ჩემს გაზრდას შეუდგა. ნელ-ნელა ყველაფერი მახსენდებოდა. საღამოობიტ დედა და ბებო რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. დედა ხშირად ტიროდა ბებოს კალთაში. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. ათი წლის გავხდი და მალევე სახლში ანგელოზი მომიყვანეს. ანგელოზი, რომელმაც მე ადამიანად ჩამომაყალიბა და მაიძულა ამ ასაკში დამენახა ის, რასაც ზოგმა შეიძლება ორმოცი წლის ასაკშიც ვერ დაინახოს. გავხდი თერთმეტი წლის და ჩემი გამზრდელი ბებია, ლალი, მიწას მივაბარეთ. აი მაშინ გავაცნობიერე, რომ მარტო ვიყავი. ჩემი და მაშინ ჩვიდმეტის იყო, თავისუფლად შეეძლო ნიკუშას მოვლა დაეწყო ან ოდნავი ყურადღება მაინც მიექცია, თუმცა მისმა ცხრაას ტონიანმა სიყვარულმა გადაგვწონა. ეს სიყვარული თავისი თავისადმი იყო სამწუხაროდ. მამაჩემი რაც თავი მახსოვს საღამოობითაა ჩემი მამა, დანარჩენი დრო მხოლოდ მოსამართლე… ბებია წავიდა. და დედა… დედა? მაია. ახლა ისიც წავიდა. იცით? ამ ექვსი წლის განმავლობაში ველოდი დღეს, როდესაც დაბრუნდებოდა ის მაია, რომელიც ადრე იყო, ძილის წინ საბანს რომ მისწორებდა და დედას მაიმუნს მეძახდა. აი ის, ყველა ზეიმზე რომ მოდიოდა. მაღაზიებში კაბების საყიდლად დავყავდი და ამაყად მათვალიერებდა, როდესაც რომელიმეს მოვირგებდი. ველოდი ჩემი დედის დაბრუნებას, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დედაჩემი იყო და ვუყვარდი… მოვიდა დრო, გავიგე ყველაფრის მიზეზი და ის წავიდა. რა ვქნა ახლა მე? რა გავაკეთო? ექვსი წლის განმავლობაში არ მოსვლიათ თავში რამე ეთქვათ! იმ ვიღაც ნაბიჭვრის საქციელს კი ნიკუშა ეწირებოდა. და რა დავაშავე მე? მე რატომ უნდა ვუსმინო ძილის წინ კითხვებს: დედას რატომ არ ვუყვარდი? რა დავაშავე მემე? შენ ასე რატომ გიყვარვარ? ერთი სული მაქვს, ჩემი ეგოისტი და გათხოვდეს, წავიდეს. მე მალე სკოლას დავამთავრებ… მხოლოდ ერთი წელიც. და ყველაზე საშინელი შეკითხვა… ალე? რა დააშავა მან? ამიტომ არ მინდოდა არაფერი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ველოდი, მე ხასიათი გამიფუჭდა და ამან ალეს გული ატკინა.
ამ ყველაფერს ვფიქრობდი და თან ნიკუშას პატარა მაისურებს ლამაზად ვკეცავდი. საშინელი სიცარიელე ვიგრძენი და გამახსენდა… მთელი ამ დროის განმავლობაში, დედა ყოველ დღე მეკითხებოდა როგორ ხარო, ან რამე… მე კი ზიზღი ამ ყველაფერს მიმალავდა და მეც ცივად ვიშორებდი ხოლმე თავიდან. უცებ საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი იმ ქალს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ისე მიყვარდა… ღმერთო ჩემო თავს როგორ დამნაშავედ ვგრძნობ, ყოველი ცივი სიტყვისთვის… ამას ახლა არა, მაშინაც ვგრძნბდი როდესაც ვამბობდი მაგრამ… ახლა აღარ მგონია, რომ ოდესმე მოვინანიებ. როგორ დავემშვიდობე დედას? წინა ღამით ვუთხარი შენი სახის დანახვა აღარ მინდა-თქო. ახლა კი ყველაფერს გავიღებდი ოღონდ გულში ჩავეკარი და მაიმუნი დაეძახებინა ჩემთვის. ერთი ხელი თვალებზე ავიფარე. სუნთქვა მიჭირდა. თითქოს სამყარო მართლაც გამომეცხადა მატერიალური არსების სახით და კისერზე ხელებს მთელი ძალით მიჭერდა. ვხრიალებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი ფილტვებში ჰაერისთვის გზა გამეხსნა. თვალებს ცრემლები ისე აწვებოდნენ, მეგონა გადმომცვივდებოდა, ან თვალები ან კიდევ ცრემლები.
- დედა… - ძლივს ამოვიკნავლე და ცრემლები წამსკდა. ვქვითინებდი და ვერ ვჩერდებოდი. ისტერიკული ტირილი მქონდა. უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი, ჩუმად ვიჯექი და ვტიროდი, ჩემთვის ვქვითინებდი. ჰაერის ჩასუნთქვისთვისაც ვერ ვჩერდებოდი. ხელები თმებში შევიცურე და ბოლომდე მოკუნტული დავჯექი იატაკზე. თვალებიდან ცრემლბი თავის გზას პოულობდნენ, თუმცა ჰაერი ვერ პოულობდა გზას ფილტვებამდე. ვქვითინებდი, ვსლუკუნებდი. ყელში ბურთი გამჭედვოდა. შიგნიდან ის მახრჩობდა გარედან კი სამყაროს ხელები. კარი ჭრაჭუნით გაიღო. თვალებიდან ცრემლები უცებ მოვიწმინდე, თუმცა ქვითინი ვერ შევწყვიტე. ვიგრძენი, როგორ შემომეხვია დიდი მკლავები ტანზე და როგორ დამეყრდნო ნიკაპით ვიღაც თავზე.
- ალე… - აღმომხდა და მის მკლავებს ხელები ჩავჭიდე… - ჩემი დედიკო… - ტუჩები საფეთქელზე მომედო და თითქოს გავქვავდი. რაც მთელი ამ დროის განმავლობაში არ მისუნთქია ერთიანად ამოვიხვნეშე და მთელი ჰაერი ამოვაყოლე. თავბრუ საშინლად დამეხვა და ალეს ხელებში მივინაბე. თვალები მეხუჭებოდა… მთელი ტანი გამიბუჟდა, ვგრძნობდი, როგორ იცლებოდა ჩემი კიდურები სისხლისგან…
- მეკო! მეკო კარგად ხარ? - სახე აელეწა, თვალებში შემომციცინებდა და სახეზე მარჯვენა ხელით მეფერებოდა ადამიანი, რომლის ახლოს ყოფნაც გულს მიკლავდა და მისი მოშორების სურვილიც მკლავდა.
- ცუდად ვარ…
- რა გჭირს? - თვალებს ძლივს ვახებდი. გულ-მკერდში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი… ხელი კანკალით დავიდე გულზე. ქოშინი ისევ ამიტყდა.
- თავი გტკივა?- თავი ძლივს დავუქნიე და აკანკალებულ ხელს დავუკვირდი. ხელში ამიყვანა და კიბეებზე ცამიყვანა. დალი უცებ წამოხტა და დივანზე დამაწვინეს.
- რა გჭირს? მოიცა! - ეზოში გავარდა. - ლეილა! ბავშვია ცუდად! - ლეილა ბებო შემოვარდა. თურმე ოდესღაც ექიმი ყოფილა და ქმრის გამო ყველაფერი მიუტოვებია.
- რა გჭირს შვილო დაწვრილებით ამიხსენი.
- მე… მე… - ვქოშინებდი და ორ სიტყვას ვერ ვაბამდი ერთმანეთს. ლეილა ბებომ პულსი გამისინჯა მერე მიხვდა ჩემი ლაპარაკის გაგება შეუძლებელი იყო და დაკითხვა დამიწყო.
- თავი გტკივა? - თავი დავუქნიე. - გულ-მკერდი?... - ის კითხვებს განაგრძნობდა, მე კი თავის ქნევას.
- პანიკური შეტევა გაქვს. მეკო… - ხელი ჩამკიდა. დალი ცივი წყლიტ ხელში მომვარდა. - მეკო… ახლა გაიხსენე ყველაფერი კარგი. ასე არ შეიძლება… შეეცადე ცოტა ხნით მაინც შეწყვტო უარყოფით მოვლენებზე ფიქრი… ამდენი არ შეიძლება… - ხუთი წუთის განმავლობაში სამივე მე მიყურებდა და მელოდა, როდის შევწყვეტდი ქოშინს, მე კი პირიქიტ ვუმატებდი. ისინი უფრო მძაბავდნენ.
- მე, მე არ შემიძლია. წადით და…. და… მომეშვება. - ძლივს ამოვთქვი. დალიმ და ლეილამ ერთმანეთს გადახედეს და გავიდნენ. ალე გვერდით მომიჯდა და მომეხვია. მეც ვეხვეოდი, თუმცა ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მე გავტყდი. ახლა მხოლოდ ის მჭირდებოდა, რამე კარგზე მეფიქრა.- შენ ჩემზე გაბრაზებული ხარ. - ვუთხარი და უცებ ვუბიძგე, რომ მომშორებოდა. საერთოდ არ მინდოდა სინანულის ან შეცოდების გამო მომფერებოდა და დავემშვიდებინე. მისი დანახვაც ცუდად მხდიდა. ალემ თავი დარცხვენილი, დამნასავე ბავშვივით დახარა და თვალებში ძლივს ამომხედა.
- მეკო ძალიან მიყვარხარ. - უცებ გავშეშდი. აღაც ვქოშინებდი და აღარც ცრემლები მცვიოდა. სახეზე ერთდროულად სიცხეც ვიგრძენი და საშინელი სიცივეც. არაფერი გამოსწორებულა. თუ წეღან შეუწყვეტლად ვსუნთქავდი, ახლა უბრალოდ გავჩერდი. ოთახში ნიკუშა ბრაგუნით შემოვარდა და ატირებული რომ დამინახა მომვარდა.
- მემე, რატო ტირიხარ? - მითხრა და მოსახვევად გამოიწვია. ზუსტად იმ მომენტში, დროის იმ ნაწყვეტში, სადაც ნიკუშას პატარა ხელი შემეხო, მე ამოვისუნთქე ერთიანად. რაც ბოლო ოცი წუტი არ მისუნთქია, ერთიანად აღმომხდა. ნიკუშა კალთაში ჩავისვი და მთელი ძალით მოვეხვიე.
- აღარ ვტირივარ.
- მე გატირე? - დარხცვენილი ხმით თქვა და მის ხმასი ცრემლები გავიგე. გამეღიმა, ყელში ვაკოცე და მოვიშორე.
- აბა რეებს მელაპარაკები? შენ როგორ მატირებდი?
- მე მეგონა შენ ტირილი არ იცოდი.
- არ ვიცი.
- აბა ახლა ხო ტირიხარ?
- უბრალოდ ფეხი ვიტკინე.
- გტკივა?
- შენ რომ ჩამეხუტე გამიარა.
- კიდე ჩაგეხუტები! - ღიმილით მითხრა და პატარა მკლავები ისევ კისერზე მომხვია. ხელებით მისი თავი დავიჭირე და მის პატარა სახეს ვაკვირდებოდი. მივხვდი, რომ ყველაფრის გადატანა, ყველა ტკივილის, სიხარულის, წამების… მისი წამწამებისთვისაც კი ღირდა.
- თბილისში მივდივართ. - ვთქვი თუ არა სახე გადაუნათდა და მისი პატარა კბილების სინათლე შემომანათა. ისევ მოვეხვიე და ალეს გავხედე, რომელიც გაღიმებული მოგვშტერებოდა მე და ნიკუშას. - მეც მიყვარხარ. - ჩუმად ვთქვი და აწითლებულმა გავიღიმე.



№1  offline წევრი japara

MoonLady
დაახლოებით ვხვდებოდი რომ ექნებოდა ეს შეტევა მეკოს. აუცილებელიც კი იყო ჰქონოდა და მომეწონა. თავი არ მყოფნიიის :( კიდევ მინდააა, ძალიან მაგრად წერ !

Xo raghaca patara gamovida :// madloba didi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent