შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 21


29-03-2017, 09:59
ავტორი Lex
ნანახია 1 337

21.
მწვანე ხასხასა არაყი, საკმაოდ ძლიერი გამოდგა, მიმის დიდად არ მოეწონა, იმდენი ახველა ლამის თვალები გადმოუცვივდა, ბიჭებს სასაცილოდაც არ ეყოთ, რა ტყუილად გააფუჭეო...
მერე ისევ დუმილი...
დრო იწელებოდა...
ფიფოს ერთი სული ჰქონდა სანამ ბოლომდე ჩასწვდებოდა ნიღბების არსს, თითქოს ჯიბრზეც მხატვარიც არ ჩქარობდა, თვალებ მილულული სადღაც ჭერის სიღრმეში იყურებოდა...
და ბოლოს ფიფომ უკვე ვეღარ მოითმინა:
- გადაჭრილ ჯირკზე, იმდენი რგოლია, რა ასაკისაც იყო ის ხე...
- დიახ, მასე
- და ნიღბები?
- ისიც მასეა
- როგორ მასე?
- თითო რგოლის მატებასთან ერთად ასაკიც იმატებდა და რგოლის სიდიდეც... ესაა სულ მისი კანონზომიერება და მთელი მისი ყოფიერების ფილოსოფიაც...
ფიფო სულ დაიბნა, ახლა უკვე ნათლად დარწმუნდა მხატვარი რაღაცას ურევსო, სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა, უკვე გადაწყვიტა ცოტა ხანში რაიმეს მოვიმიზეზებ, ავდგები და წავალო...
„მიმისაც წავიყვან... თუ წამოვა...
ანდა რას ჰქვია არ წამოვა?...“
უცებ საშინლად გაბრაზდა მიმიზე, თითქოს უკვე შესთავაზა წასვლა და მიმი უარზე იყო... ისეთი მწყრალი თვალებით გადახედა გოგოს, რომ მხატვარიც კი შეცბუნდა...
- გავაგრძელო?
- გისმენ! - ფიფოს ხმა ცოტა არ იყოს გაუმკაცრდა, უსიამოვნო სახით მოუკიდა სიგარეტს.
- ხემ ბუნებრივად გვიჩვენა მისი ასაკიც და ვიზუალური ზომაც, ჰო?.. რაც უფრო დიდი რგოლია, მით უფრო სიგანეში იზრდებოდა, სიმაღლესთან ერთად, მაგრამ სიმაღლეს ვხედავდით, და მისი ზუსტი ასაკის დადგენა კი მხოლოდ ხის მოჭრის მერე უფრო გახდა ცნობილი, ყველასთვის ხილული... ცნობილი გახდა ის დაფარული მისივე საიდუმლო... ჩვენ ეს ვიხილეთ... გარკვეული ქმედების შემდეგ ვიხილეთ...
ნიღაბი კი ის ვიზუალური ენაა, რომელიც ჩვენ უნდა დავინახოთ... გარკვეული ქმედების, განსახიერების შედეგად უნდა დავინახოთ, ასევე ვიზუალურ ენასთან ერთად ნიღაბი ერთ-ერთი წყაროა დაფარული საიდუმლოს შეცნობისა, რომელიც უნდა შევიგრძნოთ...
უძველესი დროიდან ნიღაბი, ითვლებოდა როგორც რელიგიურ-საკრალური მოვლენა და გარკვეული რიტუალის ნაწილს შეადგენდა... იმ ქმედებისა, იმ წარმოდგენისა, რომელიც დანახვასთან ერთად უნდა შეგეგრძნო, თუ რისი გადმოცემა სურდათ მნახველისთვის ამ წარმოდგენის გამართვით...
ფიფო მთელი გულისყურით უსმენდა, სახეზე უკმაყოფილებაც კი გაუქრა, ცოტა ხანში მხატვარი წამოდგა სიგარეტის ნამწვავებისგან გადავსებული საფერფლე გაასუფთავა, უჯრიდან ახალი კოლოფი ამოიღო და ადგილს დაუბრუნდა. ფიფო და მიმი ინტერესით შეჰყურებდნენ, მთელი მოთმინებით უცდიდნენ როდის გააგრძელებდა საუბარს, ამჯერად დიდ ხანს ლოდინი არ მოუწიათ, მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო:
- Comedia Del Arte – ეს იყო იტალიური „საერო თამაშებიდან“ წარმოშობილი „ფიცარნაგული თეატრი“, თუ სწორად მახსოვს მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდის, უკვე, როგორც ჩამოყალიბებული, იმპროვიზირებული თეატრალური წარმოდგენა...
დადიოდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, თან დაჰქონდათ ფიცარნაგი სცენები, დეკორაციები... ცდილობდნენ წინასწარ შეესწავლათ იმ ქალაქისათვის დამახასიათებელი თემატიკა და მის შესაბამისად გაემართათ წარმოდგენა. იყენებდნენ სამი ტიპის ნიღაბს:
1. სახალხო კომედიური;
2. შეყვარებულთა ლირიული ნიღბები;
3. სატირულ-მამხილებელი ნიღაბი.
ალბათ ეს უკანასკნელი უფრო ახლოა მკვლელის ქმედებასთან... შესაძლებელია ნიღაბს სწორედაც ამ შინაარსით იყენებს, გვიჩვენებს ჩვენ, კონკრეტულად იმ ხალხს, ვინც უნდა დავინახოთ, ამოვიცნოთ, და ამ ნიღბის მორგებით ამხილებს დამნაშავეს...
იმ საწყისს დანაშაულისას, იმ მიზეზს, რომელმაც დღეს, დღევანდელი დანაშაული წარმოშვა... შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ სხვანაირად არ ამხილა, ან არ გაასაჩივრა... იქნებ კიდევაც ბევრი იწვალა და ირბინა, მაგრამ ვერაფერს გახდა
- ან იქნებ თავად გადაუწყვიტა სამართალი.
ჩაერია ფიფოც.
- რა თქმა უნდა, თავად წყვეტს და თან მიგვანიშნებს... რაღაცას კონკრეტულად, მაგრამ რას?... მსხვერპლი შენიღბა - იდუმალებით შემოსა, იმისთვის რომ მიანიშნოს, იმას ვინც კონკრეტულად უნდა გაიგოს. ამ ფორმით მიანიშნა და გამოხატა ის ინფორმაცია, რაც მასში ჩადო...
ზოგჯერ ნიღაბს სახის გამურვის წესი სცვლიდა, რასაც დღეს გრიმს ვეძახით, თუ ნიღაბი იყო გარკვეული მასალისგან დამზადებული და ნებისმიერი წარმდგენის მონაწილეს ან უბრალოდ, ისე მსურველს შეეძლო მოერგო, სახის გამურვის, ასე ვთქვათ ვარიანტმა ცოტა უფრო მეტად შემოქმედებითი ხასიათი მიიღო, უფრო მეტი ინდივიდუალურობა შესძინა...
- ჰო, კონკრეტულად ნიღაბს კი არ უკეთებს, სახეს უფარავს, ხან რითი და ხან რითი... რაც იმ მომენტში მოხვდება ხელთ
- ჰმ... საინტერესო იქნებოდა ფოტოები მენახა, მაგრამ...
- საერთოდ არ შეიძლება, გამოძიების პერიოდში უცხო პირთა ჩარევა და საქმის მასალების გაცნობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ოჯახის წევრებისთვისაც კი არ შეიძლება მოყოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში დავუშვებ გამონაკლისს, მხოლოდ სრული გარანტია უნდა მქონდეს იმისა, რომ...
- სამარე ვარ!
მხატვარს გაეღიმა და ჭიქები შეავსო.

LEX·2016 წლის 17 ივნისი, პარასკევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent