შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 13


21-03-2017, 00:15
ავტორი Lex
ნანახია 1 510

13.
ფიფოს ერთი სული ჰქონდა გაეგო მიმის გვერდით ვინ იყო. მხატვარი კი იქაჩებოდა, არ გამოვა რესტორანი, საღამოს სპექტაკლზე ვართ დაპატიჟებულიო, მაგრამ ფიფომ იმდენი ქნა მიმიც და მხატვარიც დაიყოლია და იქეთაც დაიპატიჟა თავი თეატრში.
ჩვილის უცნაური მოგზაურობის ამბავი კულმინაციას უახლოვდებოდა, თუმცა გამოძიების მასალებს ჯერ არავის უმხელდნენ, მიმის კი დაპირდნენ ფიფოს ხათრით, პირველი შენ გაიგებო.
ვახშამი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შედგა. მიმი სულ ტყუილად შიშობდა, გულით არ უნდოდა ორ სხვადასხვა ტიპის მეგობართან ერთად სუფრასთან მოხვედრა. ფიქრობდა, რომ კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ მისი შიში არ გამართლდა.
ფიფო კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ხელოვნებაში თუ დიდად განსწავლული არ იყო, სამაგიეროდ ყურის დაგდება კარგად ეხერხებოდა, არც კითხვის დასმა ეთაკილებოდა და გულისყურით უსმენდა პასუხს. მიმიმ შვებით ამოისუნთქა, მხატვარმა და ფიფომ მშვენივრად ააწყვეს საუბარი...
თუმცა წესიერად მოლხენა ვინ აცალათ, მხატვარს დაურეკეს, ბავშვს რაღაც დაუშავებია კლასელებთან ერთად პოლიციაში მოხვედრილან.
მხატვარი საშინლად აღელდა, ფიფო ამშვიდებდა, ყველაფერს მე მივხედავო...
პოლიციის განყოფილება სავსე იყო უამრავი ხალხითა და გამაყრუებელი ყაყანით.
ბავშვი ქვეშიდან უმზერდა მამას და ხმას არ იღებდა. ყველა დუმდა. არავინ ამბობდა, თუ ვინ იყო მოთავე, ვინ შეიძინა სასმელი, მხოლოდ ის გაირკვა მთვრალი ბავშვები როგორ მართავდნენ მოპარულ, სკოლის მასწავლებლის მანქანას და როგორ მოახდინეს ავარია. ავარიის შედეგად გზა ჩაიხერგა, ზარალი არც თუ ისე ცოტა იყო, დალეწილი მანქანები, დაშავებული ხალხი, რაც მთავარია არავინ დაღუპულა, ბეწვზე იყვნენ გადარჩენილნი...
ისევ ფიფომ ითავა, ბავშვებს მეგობრულად ჩაუჯდა და ნელ-ნელა ყველაფერი ათქმევინა...
ინიციატორი-წამომწყები კი მხატვრის შვილი ყოფილა, ფულიც მას ჰქონია, სასმელის ყიდვაც ისე ოსტატურად მოუხერხებია, რომ გამყიდველს ეჭვიც არ შეჰპარვია მის წინ უფროსი ადამიანი კი არა სკოლის მოსწავლე იდგა...
თუ საიდან მოიტანა ფული ამაზე გაიტრუნა, და ერთი-ორჯერ მალულად გამოხედა მიმის, რომელსაც ადამიანის ფერი არ ედო, თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა, მას რომ არ მიეცა ეს ფული ამხელა ამბავიც არ დატრიალდებოდა...
ახლა კი ყველა სხვა დანაშაულს ბავშვს ფულის ქურდობაც მიეკერა, ეს უკვე მეტისმეტი იყო...
საშინლად შეწუხებულმა მიმიმ, როგორც იქნა გაბედა, მხატვარს ყურში რაღაც უჩურჩულა... მხატვარმა გამწყრალი სახით გადმოხედა და დადუმდა, მეტი აღარ უკითხავს შვილისთვის ფული საიდან მოიტანეო...
ფიფოს ეს გადაჩურჩულება არ გამოჰპარვია, თუმცა არ შეიმჩნია...
ფიფოს გავლენითა და ძალისხმევით ბავშვები სახლებში დააბრუნეს, ზარალს კი მათი ოჯახები თანაბრად დაფარავდნენ, თუმცა ზოგიერთი მშობელი აწუწუნდა, ვინც მოთავეა ყველაფერი მისმა მშობლებმა დაფარონო...
მხატვარი თანახმა იყო ყველა ხარჯი თავად დაეფარა, თუმცა საიდან უნდა მოეტანა ამხელა თანხა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა...
ფიფოს ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა უჩურჩულა მიმიმ მხატვარს, მაგრამ იქ შეკითხვას მოერიდა, შესაფერისი დროის შერჩევა ამჯობინა...
საინტერესო დღე ჰქონდა მიმის, ჯერ იყო ლამის ავარია მოახდინა, მერე მხატვარს და მის მეგობარს პირდაპირ საწოლში დაადგა, მერე მთელი დღე ძველი სახლის მეპატრონე უწევდა მეგზურობას, მერე რესტორანი, პოლიცია და ახლა მთელი დღის ემოციებისგან გათანგული სპექტაკლზე ამოჰყო თავი.
თეატრი იმავე უბანში იყო სადაც მხატვარი ცხოვრობდა და ის ძველი სახლი იდგა.
- რა ყველაფერი აქ ხდება.
ღიმილით შენიშნა ფიფომ.
მიმისაც გაეცინა, თავადაც ეს გაიფიქრა, როდესაც ქუჩაზე ამოუხვიეს...
„...მე მინდა ვიყო ნიღაბი... მე არ მინდა ვიყო ჩემი სახე... და ეს არარის დაფარვა, დამალვა, ეს გამოხატულებაა, მე გამოვხატავ გაყინულ გრძნობას... გრძნობას ემოციის გარეშე...
...მასას ჰგონია, რომ ნიღაბი მხოლოდ მატყუარა ხალხისაა, მაგრამ სულაც არ არის მასე...“
სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. მიმი აღფრთოვანებული დარჩა. პიესა შერეული ჟანრის იყო და ძირითადად ნიღბებით მიმდინარეობდა. დასში მხოლოდ 5 მსახიობი იყო. ნიღბები, როგორც სახეზე, ასევე კეფაზეც ეკეთათ, ხან უნიღბოდაც სრულდებოდა მოქმედება და გამოდიოდა, რომ თითოეული მონაწილე სამ სხვადასხვა ტიპის როლს ასრულებდა.
სცენა ძალიან პატარა იყო, არც მაყურებელთა დარბაზი იყო დიდი, ოც კაცამდე ძლივს იტევდა. მსახიობები უშუალო კავშირში შემოდიოდნენ მაყურებლებთან და უფრო საინტერესოდ მიჰყავდათ წარმოდგენა.
ფიფოსაც ძალიან მოეწონა, ბევრი ახალი და საინტერესო რამ გაიგო ნიღბებზე. თუ მართლაც იმ ვერსიას დაეყრდნობოდა, რომ მკვლელი თავის მსხვერპლს ნიღბით ფარავდა, შესაძლებელი ბოლოს და ბოლოს საქმის გახსნასაც დასდგომოდა საშველი. ამიტომ ლამის თავად იყო ინიციატორი, რომ სპექტაკლის მერე მხატვართან აღენიშნათ წარმატება. მიმი თავს იკავებდა, არ უნდოდა ფიფოს სცოდნოდა მისი „თავშესაფარი“, მაგრამ ვინ აცალა სიტყვის თქმა...
ფიფოს ისევ ცოტა ეჭვმა გაჰკრა, სახელოსნოსთან მიმის მანქანა, რომ შენიშნა, მაგრამ მოგვიანებით მშვენიერ ხასიათზე დადგა, ყველანაირი ეჭვიანობის მიზეზი მოესპო, განსაკუთრებით მაშინ როცა გაიგო, თუ როგორ გადაულაპარაკა ერთმა მსახიობმა მხატვარს დღესაც შენთან დავრჩებიო. მერე ყველას გამოუცხადა ყველაზე გემრიელ ყავას მიმი ამზადებსო...
„ესე იგი მიმისაც კარგად იცნობს, ძალიან კარგი...“
მიმის უკვე ოფიციალურად ჰქონდა ახლო მეგობრის სტატუსი მინიჭებული და ამან ფიფო უფრო მეტად დაამშვიდა. უფრო ხალისით ალაპარაკდა, უამრავ შეკითხვებს სვამდა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მიიღო, თუმცა გამოძიების მასალებიაო არ გაუმხელია, ისე ვითომდა სავარაუდოდ ეკითხებოდა, დავუშვათ მკვლელი ნიღაბს ატარებს ან გვამს უკეთებს ამით რისი თქმა სურსო...
„ნიღაბს იმიტომ კი არ იკეთებს, რომ დაიმალოს, არამედ გამოხატოს, მოგაწოდოს აზრი, მინიშნება ის რისი თქმაც სურს, და არა იმიტომ რომ მეტყველება თავად არ შეუძლია, მას სურს რომ უბრალოდ კი არ გაიგონო ან ისე დაინახო, არამედ შეიგნო, რომ დამნაშავე ის კი არარის, არამედ შენ ხარ... ის შენ! ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი და ვისგანაც წამოვიდა...
ამ შემთხვევაში კი მან გვამი აამეტყველა. ამით გამცნო საიდუმლო, სააშკარაოზე გამოიყვანა, ამხილა და ნიღბის მორგებით მიანიშნა თუ კონკრეტულად ვისთვის იყო ეს გამიზნული... ნიღაბი მისი ნამდვილი სახეა, სულიერი სახე და არა ის ხორციელი, რომელსაც ყველა ხედავს... ნიღაბი კონკრეტულად მიმართულია სწორედ მათთვის, ვინც ეს უნდა დაინახოს და შეიგრძნოს...“

LEX·2016 წლის 19 მაისი, ხუთშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent