ძველი პიანინო - 17
17. მხატვარს საკუთარ სახლში სტუმრების დანახვაზე რეაქცია სულაც არ ჰქონია. შემოსვლისთანავე მიეგდო საწოლზე. მიმის გაეღიმა, ფიფო მოიღუშა, უსიამოვნო შეგრძნება არ ასვენებდა... ეჭვი კი გულის სიღრმეში მიმალა, მაგრამ მაინც სადღაც ღრღნიდა. - რა უნდა გავაკეთო უკვე აღარ ვიცი რა ... ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს მხატვარმა - ყავას მოვამზადებ. სამზარეულოში გასვლით მიმიმ ცოტა არ იყოს უხერხული სიტუაციიდან თავი დაიძვრინა. მხატვარი ძალიან გადაღლილი იყო, მთელი დღე თავის გოგონასთან ერთად გაატარა, ცხოვრებაში ყველაფერს მისთვის აკეთებდა, მოურჯულებელი, თავნება გოგო თავის ჭკუაზე ატარებდა დროს, გართობის და უფროსების ნერვებზე მოშლის მეტი არც არაფერი აინტერესებდა... - ლამის ყველა წრეზე ვატარე.. არაფერი არ აინტერესებს, ყველაფერს დასაწყისშივე ტოვებს... რა უნდა ვქნა არ ვიცი... უკვე დროა რაღაც ინტერესი მაინც გაუჩნდეს, ყოველთვის ჩვენ ხომ არ ვეყოლებით... - რთულია დღევანდელ დღეს ბავშვები რამით დააინტერესო... ირგვლივ კი უამრავი გასართობია, არც სწავლა უნდათ და არც უფროსის რჩევა... - გამაგიჟა რა გამაგიჟა... ჩვენც ასეთები ვიყავით, არ გვიყვარდა უფროსების დაჯერება, საშინელი თავნება და ჯიუტი კი ვიყავი, მაგრა ინტერესების მეტი რა მქონდა... თუ გაკვეთილებს ვაცდენდი უამრავი საინტერესო რამით ვიყავი დაკავებული... დროსაც ვატარებდი... მაგრამ... ასე ყველაფრის მიმართ უინტერესობა... თან მარტო ეგ კი არა ლამის მთელი უბანი და სკოლა... ასე რამ დაუმახინჯათ სული ამ ბავშვებს?.. - რა ვიცი, რით შემიძლია დაგეხმარო? ფიფომ გულწრფელად შესთავა: - იქნებ ჩემი საქმიანობით დაინტერესდეს... ნუ რა ვიცი... ამოიხვნეშა მხატვარმა. - იქნებ ჩემთან ერთად ვატარო?.. როგორც იქნა მიმიც ჩაერია: - ქალაქს დავივლით, ბევრ საინტერესო რამეს მოვუყვები კიდევაც და მასთან ერთადაც გავიგებ... ვიმეგობრებთ... - რა ვიცი... მხატვარი ერთხანს ჩაფიქრდა და მერე დაუმატა - მაშინ წესიერი ციფრული უნდა შევუძინო, აბა შენი სასაპნით შორს ვერ გახვალთ ყველას გაეცინა. - მე მაკმაყოფილებს, თან სატარებლადაც ადვილია, ჯიბეშიც კი თავისუფლად ეტევა... - მშვენიერი აზრია - მოუწონა ფიფომ - მთავარია დაინტერესდეს.. - ნეტა მართლა დაინტერესდეს და... მიმის მომზადებულმა სადილმა საერთოდ მოწონება დაიმსახურა, დესერტიც გემრიელი აღმოჩნდა, მიმიმ შეიფერა... ფიფოს გულში უხაროდა: „მალე მოგიწევს ჩვენს სახლში ჩემთვის მომზადებაო“... სტუმრები წასვლას არ ჩქარობდნენ, თითქოს ერთმანეთის ჯიბრზე, არც ერთმა არ გამოთქვა წასვლის სურვილი. რაღაც მომენტში დაძაბულობაც კი იგრძნობოდა... მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა სამივე შეაკრთო. ფიფოს დაურეკეს... - სწორედ ახლა ვიმყოფები ისეთ ადგილას, კიდევ ბევრ რამეს გავარკვევ! ჩასძახა ტელეფონში და გამორთო. მერე კი გაკვირვებულ მხატვარს მიუბრუნდა: - ნიღბებზე მჭირდება ინფორმაცია, იქნებ დამეხმარო და ... მხატვარმა მხრები აიჩეჩა წამოდგა, კედელთან მივიდა, სადაც ნიღბები ეკიდა - რა ვიცი აბა რა და რომელი უფრო გაინტერესებს, მკითხე და... ფიფოს ყველაფერი უნდოდა გაეგო, ყოველთვის ასეთი იყო თუ რაიმეს მიმართ ინტერესი გაუჩნდებოდა, სანამ ბოლომდე არ გაარკვევდა, ვერ მოისვენებდა. პროფესიაც კი ამ თვისებას ერწყმოდა. საზოგადოებაში ბრწყინავდა, მის გვერდით მიმი თავს ამაყად და თავდაჯერებულად გრძნობდა და მერე რამდენი შურიანი თვალი შეჰყურებდათ... ესეც სიამაყეს ჰგვრიდა და ცოტა ამპარტავნებამდეც კი მიჰყავდა... გამოჩენისთანავე შემოეხვეოდნენ და საინტერესო ამბების მოყოლას სთხოვდნენ, ფიფოც ენას არ აჩერებდა, დილამდე შეეძლო მოეყოლა დაუსრულებელი კურიოზები... ფიფო საზოგადოების გული და სული იყო, იმ საზოგადოებისა სადაც მხატვარი ფეხსაც არ შედგამდა... ფიფოსგან განსხვავებით მხატვარი შედარებით დინჯი იყო, წყნარი, ზოგჯერ ცოტა ზანტიც, როცა ამ დროს ფიფო ბევრად უფრო ენერგიული და ხმაურიანი იყო, ერთ ადგილას დიდ ხანს ვერ ჩერდებოდა, სულ მოძრაობაში იყო... მხატვარს კი შეეძლო რამდენიმე დღე სულაც არ გამოსულიყო სახელოსნოდან, დაუოკებლად ემუშავა, ყველასთან და ყველაფერთან გაეწყვიტა კავშირი, და მხოლოდ მაშინ გამოერკვეოდა, როცა სახლში დაობებულ პურსაც ვეღარ ნახავდა... მაშინღა გაახსენდებოდა გარესამყაროს არსებობა და გამოეტეოდა გარეთ... ფიფოს ვერავინ დაასწრებდა საუბარს და მერე ვერც ვერავინ გააჩერებდა, მხატვარი კი ყოველთვის ჩუმად უგდებდა ყურს და მხოლოდ მაშინ ჩაერეოდა, როცა საჭიროდა ჩათვლიდა... და მერე აღარც ის არ ჩერდებოდა და აღარც არავინ აჩერებდა... სასიამოვნო მოსასმენი იყო დინჯი, დაბალი ხმა... ფიფოს როხროხისაგან განსხვავებით... ეს ორი სხვადასხვა სამყარო ერთმანეთთან ჭიდილში სულაც არ იყო. მიმი ორივესთან კომფორტულად გრძნობდა თავს. ფიფო ფლირტის მოყვარული, ოფიციალურად აღიარებული მექალთანე იყო. თუმცა მიმი სულაც არ იყო ეჭვიანი, მხოლოდ მაშინ აფხუკიანდებოდა, როცა ფიფოს ზედმეტი მოუვიდოდა, განსაკუთრებით როცა ეს მიმის მეგობრებს ეხებოდა. მხატვარს კი ერთი შეხედვით თითქოს სულაც არ იზიდავდა საწინააღმდეგო სქესი, თითქოს მხოლოდ შემოქმედებითად თუ უყურებდა. ამიტომაც მიმი გაოგნებული უფრო იყო, როდესაც საწოლში მსახიობ ქალთან ერთად შეუწსრო, რაღაც მომენტში ცოტა გაუკვირდა კიდეც... თუმცა გასაკვირი არაფერი იყო... ფიფოსთან შესახვედრად საათობით იდგა სარკესთან, გულის სიამაყით ევსებოდა, როცა ამჩნევდა ფიფო როგორი კმაყოფილი სახით შეათვალიერებდა და შეაფასებდა, მხატვარი კი ამ დროს ზედაც არ შეხედავდა. თუნდაც ჯვალოს ტომარა ჩამოეცვა თავზე, მაინც არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ეს ორი სხვადასხვა სამყარო... თავიდან ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კარგად გრძნობდა მიმი თავს, მერე კი ერთდროულად, ერთმანეთის შერწყმით, თითქოს ერთანეთის სიცარიელეებს ავსებდნენ... და ახლა უკვე მიმი ორივესთან ერთდროულად გემრიელად გრძნობდა თავს. მიმის ფიფო მოსწონდა, ძალიან მოსწონდა, მაგრამ მხატვრის მიმართ რაღაც შინაგან ლტოლვას განიცდიდა, შეიძლება ისიც იყო, რომ მხატვარი ყურადღებასაც არ აქცევდა, როგორ ქალს... როცა ფიფომ დანახვისთანავე აღიარა.., LEX·2016 წლის 6 ივნისი, ორშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.