უხილავად შემაყვარე თავი(4 თავი)
(იმედია მოგეწონებათ ) 4----------------------------------------------------------------------- გონება არეული ზემოთ ამოვიდა იკა იქ არ დაუხვდა . -სად არის იკა წყალი მოვუტანე -გარეთ გავიდა ,ჰაერზე -გავხედავ ნინი კიბეებს სწრაფად ჩაუყვა და იკას დაუწყო ძებნა. ეზოში სკამზე იჯდა და შორს გაჰყურებდა თითქოს რაღაც არასებულს უყურებდა ამ კორპუსებისა და ქალაქის მიღმა ალბათ ეს მოგონებები იყო რომელიც ძვირად ფასობდა მისთვის...ნინი გვერდით მიუჯდა ცოტახანს ჩუმათ იჯდნენ შემდეგ კი იკამ დაარღვია სიჩუმე -მაპატიე ასე გაურკვევლად წამოგიყვანე ... -მე თვითონ წამოგყევი რას მებოდიშები არ გრცხვენია? იკამ თბილად გამოხედა და მოეხვია -მომიყვები ვინ არის? -ჩემთვის ყველაფერია..ძმაზე უფრო მეტიც ბავშვობიდან მოყოლებული უერთმანეთოთ ვერ ვძლებთ...ჩემთვის იმდენი რამეაქვს გაკეთებული...ვერ გადავიტან რამე რომ დაემართოს მისგარეშე რაუნდა...-ცრემლი მოადგა და მის დასაფარავად ჩაახველა -ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ არ დაგტოვებს მეგობრები ერთმანეთს არ ტოვებენ როგორ შეუძლია დაგტოვოს-ხელი ზურგზე დაადო გასამხნევებლად -ჰო ეს არუნდა გააკეთოს ..არ უნდა დამტოვოს ...-წამოდგა- ახლა შევალ შენკი სახლში წახვალ და დაისვენებ! -მისმინე შემიძლია დავრჩე -არა! წადი დაისვენე გნახავ მერე -კაი წავედი და შემეხმიანე იცოდე-გადაეხვია მეგობარს-ყველაფერი მოგვარდება აი ნახავ! დაემშვიდობნენ ერთმანეთს .ნინი სახლისკენ ნელა წავიდა...ჩაფიქრდა ეს რაც ამბოლო დროს ხდებოდა არანორმალურად ეჩვენებოდა ჯერ ის მზერა და თვალები რომელიც მხოლოდ ერთხელ დაინახა და არ ავიწყდებოდა მერე მისი გაქრობა ახლა კიდევ წეღანდელი შემთხვევა ამან სულ გააოცა იგრძნო როგორ მჭიდროდ ჩაეჭიდა ხელი ვიღაცას მერე კი მხოლოდ მისი ტატუთი შემკობილი ხელი დაინახა...რაც უფრო მეტს ფიქრობდა გონება უფრო ერეოდა... ტელეფონის ზარი გაისმა,სალი რეკავდა -გისმენ -სად ხარ ან ტელეფონი სად გაქვს მტელიდღე გირეკავ მშვიდობაა? -მისმინე ლილესთან წამოდი ეგრევე თუ გცალია და მოგიყვები -შენი ხმა არ მომწონს..მოვდივარ -მიდი გელოდები ყურმილი დაკიდა და ტაქსის მძღოლს მისამართი უკარნახა...ფიქრი არ ასვენებდა გული სწრაფად უცემდა აღელვებისაგან სელებს ისრესდა ეს მისი ჩვევა იყო ბავშვობიდან.. მანქანიდან გადმოვიდა და სალის დაურეკა -მოვედი სად ხარ შენ ? -ორ წუთში მოვალ მეც დამელოდე ტელეფონი გათიშა და არემარეს გადახედა უცნაური შეგრძნება ჰქონდა რაღაც ისეთის რაც აქამდე არ განუცდია -უფ ძლივს მოვაღწიე-გაისმა სალის ხმა-რა სახე გაქვს ადამიანო? -წამოდი ავიდეთ -წამოდი წამოდი ზარი დარეკეს ლილემ მაშინვე გაუღო -ეე გოგოებოო -გაუნათდა სახე ლილეს-როგორხართ-ორივეს გადაეხვია -რაარის სულ დამივიწყეთ ასე შეიძლება? -არა მაგრამ რავქნათ-გაუღიმა სალიმ -ნინ რამე ხდება ? რა გჭირს? -მეც ეს მაინტერესებს სწორედ! მთელიდღე სად გაქრი და რა ხდება აღარ იტყვი? -დამაცადე ამოვისუნთქო ისედაც ვერ ვარ კარგად -მოიცა მოიცა რა ხდება აქ? აბა დაჯექი ეხლა და გისმენთ-წარბი შეკრა ლილემ და ნინის სავარძელზე ანიშნა სავარძელზე დაეშვა გოგონებიც მის წინ მოთავსდნენ და კითხვის გამომხატველი სახით მიაჩერდნენ -მოგიყვებით ყველაფერს მოგიყვებით..მაგრამ..საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი ან რა უნდა მოვყვე ზუსტად ისიც არ ვიცი.. ნინიმ მოყოლა დაწვრილებით,იქიდან დაიწყო როგორ შენიშნა ვიღაცის დაჟინებული მზერა და თვალები რომელიც წამში გაქრა, -მას მერე სულ უცნაურად ვგრძნობდი თავს თითქოს მარტო არსად ვიყავი ყველდან ვიღაცის მზერა მელანდებოდა,დღეს კი ეს ვეღარ ვიგრზენი კაფეში როცა ვიჯექი მივხვდი რომ თუ ეს გრძნობა არ არსებობდა ვერც გაქრებოდა ..ყველაფერი ამერია რა ვიფიქრო არც ვიცი გავგიჟდი მეთქი ისიც ვიფიქრე მაგრამ დღეს არ მქონია ეს გრძნობა ამიტომ ...მოკლედ რასაც ვამბობ შინაარსი არც მე მესმის მაგრამ ასე იყო ..იკას დაურეკეს მეგობრის ავარიაში მოყოლის შესახებ შეატყობინეს..უნდა გენახათ, რა მდგომარეობაში იყო მარტო ვერ გავუშვი და წავყევი..და ყველაზე უცნაური რამ იქ მოხდა..-ნინი ნერვიულად ისრესდა ხელებს -სად კლინიკაში? ხმა ამოიღე ნინი -ჰო იქ..იკასთვის წყლის მოსატანად როცა წავედი უცებ ვიღაცამ ხელი მაგრად ჩამჭიდა ხელზე გაურკვევლობისგან სანამ შემოვბრუნდი..მხოლოდ ის ხელი დავინახე საკაციდან გადმოკიდებული.. გოგონები გაოცებულები უსმენდნენ და თვალს არ აშორებდნენ ნინის -არც ვიცი რაგითხრა-დუმილი დაარღვია ლილემ ჯერ ნინის და მერე სალის შეხედა -ეს რაღაც ფილმის მონაკვეთს გავს -ჰო მაგრამ ფილმში არ ვარ სალი და არც ფილმში მჯეროდა მსგავსი რამეების! -შენ რას ფიქრობ-იკითხა ცოტა ხნის შემდეგ ლილემ -ვერაფერს ლილე ვერაფერს..ან რაუნდა ვიფიქრო რამოხდა ისიც ვერ გამიგია ლილემ ღრმად ამოისუნთქა და ნინის თავზე ხელი დაადო -მოდი დაისვენე მკვდრის ფერი გადევს თან დაღლილი ხარ -კარგი..- დაღლილი თვალებით ამოხედა მეგობარს და დივანზე წამოწვა,გოგონები გვერდით მოთავსდნენ როგორც ჩვეოდათ. -ჩაეძინა-ჩურჩულით უთხრა ლილემ სალის-რამეს დავაფარებ-საბანი გადააფარა ნინის და სავარძელზე დაეშვა -ეს რაღაც ზღაპარს გავს...სიზმარივითაა -ჰო..არვიცი მართლა უცნაურია -თან ძალიან უცნაური -თვალები დაახამხამა ლილემ და ნინის გადახედა-შეგვიშინეს გოგო! -შეშინდებოდა აბა რა ასეთი არარეალური რამ დაემართა ..ან ის ვინ იყო საკაცეზე?ნინის საიდან იცნობდა?-დაბნეულმა გახედა ლილეს-თან ხელზე თვითმფრინავის სვირინგით ასეთი არავინ გვყავს ნაცნობებში -ჰო მგონი ასე თქვა ნინიმ -არვიცი არვიცი... ....................... -გაიღვიძე? -ჰო..რომელი საათია?-თვალების სრესით იკითხა ნინიმ -ექვსის ნახევარია-საათს დახედა ლილემ და ნინის პასუხი გამოსძახა სამზარეულოდან-ყავას მოვიტან ეხლავე არ გვაწყენს! -რა კარგიაა..-ფინჯანი გამოართვა ლილეს ნინიმ და მოსვა-მადლობა ძალინ გემრიელია -არაფერს არაფერს..აუ დარჩით დღეს აქ რა მარტო ვარ და ვიჭორაოთ მთელი ღამე-მუდარით გადახედა გოგონებს ლილემ -მე მცალია ხვალაც არ ვმუშაობ ნინ შენ რას იტყვი დავრჩეთ? -კარგი კარგი არც მე ვმუშაობ ხვალ და ლექციებიც არ მაქ -ძალიან კარგი!-გახარებული წამოხტა ლილე-აბა რაგავაკეთოთ? -რავიცი თქვენ მოიფიქრეთ-ნინიმ ფინჯანი მაგიდაზე დადგა და წამოდგა-მე იკას დავურეკავ გავიგებ რა ხდება -კაი მიდი ჩვენც გვაინტერესებს ნინი აივანზე გავიდა და ტელეფონი მოიმარჯვა -ალო იკა -ჰო ნინი გისმენ -რახდება საქმე როგორაა? -საბრთხე აღარაა.. გადარჩა..მართალი იყავი.. -ჰომ გითხარი-გაეღიმა ნინის-შენ როგორ ხარ? -კარგად ეხლა კარგად..მადლობა გვერდში რომ დამიდექი. -ეგ აღარ თქვა რა..კარგი აბა კარგად გნახავ მერე -კარგი ნახვამდის ტელეფონი გათიშა..შვება იგრძნო,თითქოს რაღაც ძალიან დიდი ტვირთი მოეხსნა .უნებურად გაეღიმა და საოცრად დიდი ძალა იგრძნო... -დარეკე? რა ხდება? -გადარჩა კარგადააო მითხრა იკამ კა ბედნიერი იყო ნეტავ მოგესმინათ-ისევ გაღიმებული საუბრობდა ნინი -კარგი მოვიფიქრეთ გარეთ გავიდეთ სადმე ვჭამოთ, გავისეირნოთ და მერე ფილმს ვუყუროთ!-ჩამოუყალიბა გადაწყეტილება სალიმ ამაყად -კარგი წავედით მოემზადნენ და სახლიდან გავიდნენ. -კარგია აქ ხოიცი-მოათვალიერა სალიმ -კი მყუდრო ადგილია და ლამაზი-დაეთანხმა ნინი -აუ მშია ძალიან -შეწუხებული სახით გადახედა მეგობრებს ლილემ და ოფიციანტი მაგიდასთან იხმო -რას მიირთმევთ? -რაგვინდა გოგოებო?პიცა კარგი იქნებოდა -კი ჩვენც გვინდა -კარგი,პიცა მოგვიტანეთ ზეთისხილით და ყველით და სამი წვენი ოფიციანტმა შეკვეთა ჩაინიშნა და ადგილზე დაბრუნდა -შეკვეთა მზადაა -მადლობა -გემრიელიაა- -ჰო ძალიან -დაეთანხმა ლილეს ნინი კაფიდან გამოვიდნენ.ცამ გაიელვა და წვიმა წამოვიდა -აუუ საშინლად წვიმს ტაქსით წავიდეთ -რატომ? ფეხით წავიდეთ გავიხსენოთ ბავშვობა-გაუცინა ნინიმ სალის -ძალიან წვიმს -მე მივდივარ ამ შანსს არ გაუშვებ! -მეც მოვდივარ ნინ -გაიცინა ლილემ -ჰოდა წავედით ! -ხელი მოკიდეს ერთმანეთს ნინიმ და ლილემ და მოტრიალდნენ -ჰა რჩები? -არა ! სამივე ხელიხელჩაკიდებული შუაგულ გზაზე,თავსხმა წვიმაში მირბოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ,ისე როგორც ადრე,ბავშვობაში როცა არაფერი ანაღვლებდათ ცხოვრებაც უფრო ადვილი იყო ..ნინის წვიმა ძალიან უყვარდა ბავშვობიდან ახარებდა და აბედნიერებდა,მეგობრებსაც იყოლიებდა და წვიმაში გარეთ დადიოდნენ.. სირბილით და სიცილ ხარხარით მივიდნენ სახლამდე სულმთლად სველები -ჩქარა გააღე თორე გავიყინე-შებღვირა სალიმ ლილეს -ვაღებ ვაღებ ჰო! კარი გააღეს,ლილე ოთახში შევარდა და პირსახოცები გამოიტანა -ვაიმეე ნინი სავადმყოფოში თუ მოვხვდით მოგკლავ იცოდე! -ოჰ კარგი ერთი რა გაგაცივებს ასე არ დავდიოდით სულ? -ჰო მერე ის თუ გახსოვს სიცხიანები რო ვიწექით ხოლმე -კი მახსოვს მწარედ -აუ ჰო გარეთ ვეღარ გამოვდიოდით ხოლმე-წარბი შეკრა ლილემ-მაგრამ კარგი იყო მომენატრა ის დრო. -ჩევნც ძალიან.მოდი გამოვიცვალოთ და მერე ვუყუროთ რამეს ჰო -კარგი ეგრე იყოს ფილმს ერთად უყურეს გვიანობამდე,შუაღამემდე ილაპარაკეს გაიხსენეს ძველი დრო,მოგონებები.. -გაიღვიძეთ ეხლა დროზე ! გვიანია უკვე - წამოიყვირა სალიმ დილით -აუ სალი რა გაყვირებს რაიყო?-თვალების ფშვნეტით შეუბღვირა ნინიმ და ბალიში გაუქანა -როგორც ყოველთვის მიზანში მოგახვედრა.ეგრე გინდა-დაეღრიჯა ლილე -ადექით ყავა არ გინდათ? -აუ კიი-წამოიძახეს გოგონებმა -გააკეთეთ მერე მეც მინდა ადექით!-სიცილით გავიდა ოთახიდან -ეს ნახე რაა-გადახედა ცალითვალით ლილემ მეგობარს და საწოლიდან წამოდგნენ გავიდნენ მისაღებ ოთახში და ტელევიზორთან მჯდომ სალის გასძახეს -მის სალი ყავა როგორი? -როგორც ყოველთვის!-ამაყად მიუგო -არის!-სიცილით დაუბრუნეს პასუხი ყავა მიირთვეს და ტელეფონმა დარეკა. ნინი ოთახიდან გავიდა და ცოტახანში მოღუშული სახით უკან დაბრუნდა (ყველა ნაირად ვეცდები შემდეგიც მალე დავდო,რადგან რაღაც საინტერესო მოხდება...გკოცნით) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.