ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (27)
დევილი და მე ერთმანეთზე მიკრულები ვიდექით აალებული სახლის ფონზე და თვალებში ვუყურებდით. წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული, მე კი მის კისერზე. შეიძლება ითქვას რომ იმ წამს ძალიან კმაყოფილი ვიყავი და არაფერი მადარდებდა. რამდენიმე წამი ასე ვიდეგით ერთმანეთის მზერაში ჩაკარგულები, მერე დევილს სახე შეეცვალა, ისევ ის ცივი გამომეტყველება მიიღო, წელიდან ხელი მაჯაზე გადაიტანა და უხეშად ჩამავლო, მთელი ძალით მომქაჩა და მანქანისკენ წამათრია –რა ჯანდაბა გეტაკა... შევუტიე და ხელზე დავეჯაჯგურე –ნუ ტლიკინებ! კბილებში გამოსცრა და ძალით ჩამტენა წინა სავარძელში, თვითონ კი სწრაფად მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. წარბებშეკრული ვუყურებდი და სიბრაზე მაწვებოდა. –სად მივდივართ? გაბრაზებული ხმით ვკითხე –გითხარი ნუ ტლიკინებ მეთქი! უფრო მეტად მკაცრი მომეჩვენა. ამჯერად მის ნებას დავყევი და გავჩუმდი. ქალაქიდან არ გავსულვართ, ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა რომ ბარის მსგავს შენობასთან გააჩერა მანქანა –გადმოდი! მიბრძანა კვლავ, გაბუსხული გადმოვედი, კოპები მქონდა შეკრული. ისევ ხელში მწვდა და შესასვლელისკენ წამიყვანა. დაბნეული მივდევდი. ბარში შევედით და პირდპაირ ყველაზე ჩაბნელებული კუთხისკენ წამიყვანა, დაბალი მაგიდა იდგა ასევე დაბალი სკამებით, ერთ–ერთზე უხეშად დამაგდო და ჩემ პირისპირ დაიკავა ადგილი, თვალებში გამწარებული მიყურებდა, ცეცხლს აფრქვევდა და მეგონა მომკლავდა –არ ამიხსნი ასეთი სახე რატომ გაქ? დუმილი მშვიდი ტონით დავარღვიე –კიდე მეკითხები?! უფრო გაცეცხლდა და წამოენთო –კი. იგივენაირი სიმშვიდით ვუპასუხე. –ჩემ გარეშე ერთ ნაბიჯს კიდე გადადგამ და გეფიცები ისეთ ადგილას გამოგკეტავ სადაც ვირთხებიც კიარ ირბენენ! თითი დამიქნია და სასტიკი გამომეტყველებით გამაფრთხილა. –ჩაკეტვები კარგად გეხერხება. ირონიულად გავუღიმე და მიმტანს ვისკი შევუკვეთე, რომელიც მოტანიდან რამდენიმე წამში სულმოუთქმელად დავლიე. –ზედმეტს ნუ ლაპარაკობ! –მიკრძალავ? ისევ ირონიულად გავხედე –წყობიდან არ გამომიყვანო! -აქ რატომ ვართ? –ბელას ველოდებით. ბელას ხსენებაზე ისიც გამოჩნდა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა, დევილის გვერდით დაჯდა და ღიმილით უთხრა –სად იპოვე ეს გადარეული? (ჩემზე ანიშნა) –დემეტრე მოკლა. კბილებში გამოსცრა გამწარებულმა ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის –რაა? იმხელაზე შეკივლა ოდვან შევხტი–გაგიჟდი გოგო? ახლა მე მომიბრუნდა შეშფოთებული –ომი გარდაუვალია! დევილმა სერიოზული ხმით წარმოთქვა და ვისკის ჭიქა მოიყუდა. –ჯანდაბა! შოკირებული ბელა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. –თქვენი რეაქციები არ მაინტერესებს! ეს ჩემი ომია! მე წამოვიწყე და მე დავამთავრებ! კბილებში გამოვცერი და სკამიდან წამოვდექი –დაჯექი! დევილის ცივმა ხმამ შემაკრთო მაგრამ ოსტატურად დავაიგნორე და საპირფარეშოსკენ გავემართე. სასმელი ოდნავ მომეკიდა, აქამდე არასდროს მქონდა ვისკი დალეული და ალბათ ამან იმოქმედა. საპირფარეშოში შევედი და პირზე წყალი შევისხი, ნიჟარას დავეყრდენი, თეთრ მინანქარს გავუშტერე მზერა რამდენიმე წამით. გავიაზრე რაზე მიწევდა წასვლა და რაში გავყავი თავი. კიდევ ერთხელ შევისხი წყალი, სახეს ვიმშრალებდი როცა სარკეში ჩემ უკან სილუეტი შევნიშნე რომელიც დევილს ეკუთვნოდა –აქაც არ მასვენებ. უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე –ანუ გინდა დაგასვენო? რაღაც გამომწვევი ტონი ჰქონდა –ეგ არ მიგულისხმია. დაბნეულმა ვუთხარი –მაშინ გამოდის რომ ჩემთან გინდა. ნელა მიახლოვდებოდა და ოდნავ ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში. ინსინქტურად უკან დავიწყე სვლა მაგრამ სადღა წავიდოდი უკვეკედელთან ვიყავი მიმწყვდეული. გადავწყვიტე სტრატეგია შემცვალა და დამფრთხალი იერი მოვიშორე –კარგი გავიდეთ. მტკიცე ხმით ვუთხარი და კარისკენ წავედი ისე რომ მისთვის არც შემიხედავს. ალბათ თქვენც მიხვდით ასე მარტივად რომ არ გამიშვებდა ხომ? ხოდა მკლავში მწვდა და თავისკენ მიმითრია, დარეტიანებული ავეკარი ზედ, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, ჩუმი ღიმილით მიყურებდა და თვალები უციმციმებდა. –როცა მე ვიტყვი მაშინ გავალთ! მომთხოვნი მაგრამ ამავდროულად რბილი ტონით მითხრა –გამიშვი! არ მინდა რამე დაგიშავო! საკმაოდ მკაცრი ვიყავი. თავი გვერძე გადასწია და გაეღიმა, მერე ძალიან სწრაფად აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ორივე ხელით კედელზე მიმახეთქა და ოდნავ შევკივლე მოულოდნელობისგან –რას გააკეთებ აბა? ხრინწიანი ხმით მკითხა და მომაშტერდა. ძალიან ახლოს იყო მისი სახე ჩემს სახესთან. ვიფიქრე ფეხებშუა ამოვცხებ და აქაურობას გავეცლებიმეთქი რადგან მის სიახლოვეს ყოფნა მაფორიაქებდა და ვიცოდი თავის შეკავებას ვერ მოვახერხებდი. ხელებზე დავეჯაჯგურე რომ ყურადღება გადაეტანა, მუხლი მოვხარე, ოდნავ ავწიე თუარა მისი ხელი შემეხო ბარძაყზე და ზეეკმაყოფილმა გამიღიმა –აქ არა პატარა! ბარძაყზე მომიჭირა, უნებურად თვალები მიმელულა და ღრმად ამოვისუნთქე –გამიშვი... ძლივს წარმოვთქვი ეს ერთი სიტყვა რადგან ჩემს სურვილებსაც და ქმედებებსაც ეწინააღმდეგებოდა –კარგი. ჩვეულებრივად მითხრა და ხელები შემიშვა, მაგრამ მილიმეტრითაც არ მომშორებია. ამაზე უარესად გავბრაზდი, თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.. მის ირონიულ სახეს რომ ვხედავდი უფრო მეკიდებოდა ცეცხლი მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას –იდიოტი ხარ! მივაძახე და გასასვლელისკენ წავედი. სახელურს დავწვდი და კარი გავაღე დამგრამ დევილის ძლიერმა ხელმა ჯახუნით მიხურა და ამჯერად კარებთან მიმიმწყვდია –ხო გითხარი როცა მე ვიტყვი მაშინ გავალთმეთქი! –ფეხებზე მკ*დია! კბილებში გამოვცერი და კიდევ ერთხელ ვცადე გაღება. უკნიდან მუცელზე ხელი მომხვია და წინ შემომაბრუნა –ხელი გამიშვი! მკერდზე მივადე ხელები, ჩვეულებრივად დამაიგნორა და ასე უხმოდ მიყურებდა მერე კი სწრაფად შეეხო მისი ბაგეები ჩემსას, რათქმუნდა დებილივით ავყევი მეც, ისეთი მწველი და ტკბილი, ამავდროულად უხეში და ცივი იყო მისი ტუჩები რომ ყველაფერს მიღვივებდა, ყველა სურვილს ერთად აღმიძრავდა, სწრაფად მომაშორა კარს, ველურივით მკოცნიდა და მაიკის ქვეშ დააცოცებდა ხელებს, ჟრუანტელი მივლიდა. თმაზე უხეშად ვექაჩებოდი ჩემკენ და ვკბენდი, ნიჟარასთან მიმიყვანა, საპნების და ჰიგიენური ნივთები ძირს უხეშად გადმოყარა, ისე რომ წამით არ შეგვიწყვეტია კოცნა, ზედ შემომსვა და ჩემს ფეხებშუა მოექცა, თეძოებზე ხელი მომიჭირა და საპასუხოდ ოხვრა ამოვუშვი, ყელისკენ გადაინაცვლა, თან მკბენდა თან ენით მეხებოდა და მერე ისევ მკოცნიდა, სიამოვნებისგან მაისური მოვქაჩე და რამის შემოვახიე –ფრთხილად ველურო! ღიმიალიანი და ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა, ამაზე მეც გამეცინა და ქვედა ტუჩზე კბილები მოვდე, საჯდომზე უხეშად მომიჭირა ორივე ხელი, აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა მისი შეხება, ვერც უჰაერობა და ვერც ტუჩიდან წამოსული სისხლი ვერ გვაშორებდა ერთმანეთს. ერთი ხელი ჩემს ფეხს ჩამოაყოლა და შარვლის მატერიის ქვეშაც კი ვიგრძენი მისი შეხება, მუხლის ქვეშ შემიცურა ხელი და ჩემი ფეხი მის წელზე შემოიდო და უფრო მეტად მოიწია ჩემს ფეხებშუა.. როცა მაისურის ქვეშ ვიგრძენი მისი ხელი, მერე კი ლიფის შესაკრავთან აი მანდ ჩავრთე განგაშის სიგნალები და ხელით გავაჩერე –აქ არა...სუნთქვაგახშირებულმა ვუთხარი და რამდენიმე მილიმეტრით მოვშორდი მის მხურვალე ტუჩებს. თვალები გაახილა და შუბლი შუბლზე მომადო, ასე ვუყურებდით ერთმანეთს და სწრაფად ვსუნთქავდით, ისე გამომწვევად მიყურებდა თავს ვერაფერს ვუხერხებდი მაგრამ კარზე კაკუნმა გამოგვაფხიზლა –გვრიტებო მალე მორჩებით? გაისმა ბელას ხმა რომელსაც ეტყობოდა რომ იღიმოდა, მისი რეაქცია ჩვენც გადმოგვედო. ნიჟარიდან დევილმა თვითონ ჩამომსვა, თეძოებზე მომკიდა ხელი და ისე. მოვწესრიგდით, ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს... –რაიყოთ საძინებელი არ არსებობს მაგისთვის? გაგვიცინა ბელამ –ვეღარ მოითმინა... გაიღიმა დევილმა და ისე მიუგო, მეკი ყბა ჩამომივარდა მის ნათქვამზე და ენა ვერ მოვიბრუნე პირში რომ რამე გესლიანი მეპასუხა... –წავიდეთ ნიკო და იდიოტი თორნიკე უკვე ადგილზე იქნებიან...(ბელა) მანქანაში ჩავსხედით და თავშესაფრისკენ წავედით. –რამე გეგმა გააქვს? დევილს ჩაჯდომისთანავე ჰკითხა ბელამ –გეგმა ყოველთვის მაქვს.. კმაყოფილმა ჩაიღიმა –ასეთ სიტუაციშიც კი? წარბაწევით ჰკითხა ისევ –ყოველთვის... ......... თავშესაფარში მისვლისთანავე მეორე სართულისკენ გავემართეთ სამივე –როგორ ხართ? ნიკო შემოგვეგება –რა ხდება რა გააკვიეთ? მაშინვე იკითხა დევილმა –ანტიდოტზე ალექსია წასული. ამჯერად თოკა ჩაერთო საუბარში –ანტიდოტი არ არსებობს ასე რომ ტყუილად დაკარგავთ დროს. სჯობს ის მითხრათ რაც დაგავალეთ იმაზე რა გაარკვიეთ! მკაცრად მიმართა დევილმა. –მოიცა ის არ უნდა უთხრათ ლინამ დემეტრე თავისი ამალით თავისივე სახლში რომ გამოწვა? ბელა ჩერთო. ამის თქმა და თოკას და ნიკოს გაოცება ერთი იყო, ორივე გაოცებული მზერა მომაპყრეს –რაა? მხრები ავიჩეჩე და გულიბრყვილო მზერით შევხედე –გაგიჟდი გოგო? ომი დაიწყება, ცოტანი ვართ და წავალეგბთ.. ეს რა ქენი... ნიკო ცოფებს ყრიდა და ჩემ წინ გამწარებული მიმოდიოდა–ეგრევე გვიპოვიან, ალქაჯი ალისია ეგრევე მიხვდება და შენი ბრალია! ამჯერად ღიალით წამოვიდა ჩემკენ ისე თითქოს მოკვლას მიპირებდა –არ შეეხო! დევილის ხმამ დაიგრგვინა და ისეთი ცხოველური და საშიში გამომეტყველება მიაპყრო რომ ნიკო ადგილზევე გაიყინა –ხვდები რა გააკეთა? ახლა დევილს მიუბრუნდა–მის გამო ომი დაიწყება. –ომი ისედაც დაიწყებოდა... ამჯერად მშვიდი ტონით მიუგო დევილმა –ხო მაგრამ შეგვეძლო ჩუმად და მომგებიანად გვემოქმედა! არ ცხრებოდა ნიკო –ჰაერზე გაიარე! ცივი ხმით უბრძანა და ნიკომაც დატოვა ოთახი. მე, თოკა და ბელა გაჩუმებულები ვუყურებდით ამ სიტუაციას, საშინლად მესიამოვნა დევილის ჟესტი, ეგოისტურად მსიამოვნებდა და მეამაყებოდა... –ალექსი დღეს არ მოვა.. ასე ხშირად თუ ივლის გარეთ ეჭვებს გაუჩენს იმ ალქაჯს... თორნიკემ სწრაფად შეცვალა თემა და სიტუაცია განმუხტა –კარგი არაუშავს. რაც დაგავალე მოიტანეთ? (დევილი) თორნიკემ ცელოფნებიდან შპრიცები და კაფსულები ამოიღო, როგორც მივხვდი ადრენალინი იყო –ლინა გამიკეთებს და ცოტახნით დაგვტოვეთ. ბელა და თოკა უხმოდ დაემორჩილნენ და გავიდნენ. დავრჩით ისევ მარტოები. დევილი საწოლზე ჩამოჯდა, ქურთუკი გაიხადა გადაწვა. მასთან მივედი და ჩამოვჯექი, ნემსი გავამზადე, უხმოდ ვისხედით ორივე. მაჯაზე მოვკიდე ხელი და მის ვენებს რომ დავაკვირდი გული მომეწურა, ორივე ხელზე ვენები ჩაწითლებული ჰქონდა, ძარღვები ლურჯად კიარა წითლად ეტყობოდა –შხამი ნელნელა ვრცელდება. დაიწყო ხრინწიანი ხმით ისე ორმ არც წამომჯდარა, თვალები დახუჭული ჰქონდა–ჯერ მთელ ორგანიზმს მოედება, გულამდე რო მივა მერე მოვკვდები, ადრენალინი უბრალოდ ძალას მმატებს მეტი არაფერი. –არ მოკვდები! ჯიიუტად შევეწინააღმდეგე. –უნდა შეეგუო! –არ ვაპირებ! –მოგიწევს! –მაგასაც ვნახავთ! ნემსი გავუკეთე და წამოდგომას ვაპირებდი როცა მოულოდნელად წამოიწია, წელზე ხელი მომკიდა და თავის ზემოდან მომაქცია. იწვა და მეც ზემოდან ვეწექი –გამიშვი! მკაცრად წარმოვთქვი –გაჩუმდი! არანაკლები იყო მისი ტონიც. უფრო კარგად მომათავსა მის ზემოდან და ხელები მაგრად შემომხვია, ისე რომ კინაღამ ვერ ვსუნთქავდი. თავი მის გულზე მედო და ვგრძნობდი როგორ სწრაფად ფეთქავდა. ერთი ხელი მის ვენაზე ავაცოცე, მერე კი მკლავამდე ავუყევი, მის დახორკლილ კანზე ოდნავ ჩამეღიმა –ხელები გააჩერე! –გაწუხებს? ღიმილნარევი ხმით ვკითხე –ვერ ისვენებ?! საპასუხოდ ისევ იგივე გავიმეორე და ამჯერად კუნთამდე ავედი–ნუ მიწვევ! იცოდე დავასრულებ დაწყებულს! აშკარად კმაყოფილი მზერა ჰქონდა მაგრამ თვალებს მაინც არ ახელდა –არამგონია რამის თავი გქონდეს ამ სიტუ..... სიტყვაც ვერ დავასრულე ისე სწრაფად მოექცა ჩემს ზემოთ, ერთი ხელით ჩემი თავი ეჭირა, მეორე კი წელზე მქონდა შემოხვეული. მის ქცევაზე გამეღიმა, აშკარად ვიწვევდი. ხელები კისერზე ავაყოლე. ფეხები კი წელზე შემოვაწყვე –მეღადავები? ისეთი ტონით მითხრა თითქოს თავის გასაკეთებელს აუცილებლად გააკეთებდა და ამით უნდა დავმფთხალიყავი... –ისევ ჩემ აზრზე ვარ! წარბაწევით ვუთხარი და ეშმაკურად გავუღიმე. ერთი ჩაიცინა მანაც და მაშინვე გიჟვით დამაცხრა ტუჩებზე, არანაკლები სიველურით ვკოცნიდი მეც, თმაზე უხეშად მმკიდა ხელი და უკან გადამაწევინა თავი, ყელს კოცნით ჩაუყვა და მკერდამდე მივიდა, ამჯერად მე მოვქაჩე ხელით მისი თმა და ჩემი ბაგეებისკენ მოვაწევინე თავი. რამის ტუჩები მოვაჭამეთ ერთმანეთს, ვკბენდით ერთმანეთს და მერე ისევ ვკოცნიდით. წელზე შემომხვია ერთი ხელი და წამომაყენა საწოლზე, ანუ ის იჯდა და მე ზემოდან ვეჯექი, მისი სახე ხელბში მქონდა მოქცეული, ის კი მაისური ქვეშ მიფათურებდა ხელებს და მეფერებოდა, ცოტახნით მოვშორდი და თავი უკან გადავწიე, მან კი კოცნთ გაიკვალა გზა მხრისკენ, მაიკა და ლიფის პლეჩი გადამიწია და მკერდსა და მხარს შორის მკოცნიდა. უკვე აპირებდა ლიფის გახსნასაც მაგრამ მხრებში ხელი ჩავავლე, მისგან გავთავისუფლდი და ჩემი ძალით საწოლზე დავაბრუნე და ზემოდან დავაჯექი, გაოცებული და კმაყოფილი მზერით მიყურებდა, მისკენ დავიხარე და ტუჩებთან დავუჩურჩულე –დღეისთვის გეყოფა! ძალიან ვნებიანად ვაკოცე, შემდეგ საწოლიდან წამოვხი სწრაფად და სანამ აზრზე მოვიდოდა ოთახი დავტოვე.. დაბკა ჩავედი და არავინ დამხვედრია, ვიფიქრე პროდუქტის საყიდლად იყვნენ წასულები, გარეთ გავედი ცოტახნით და დავინახე კიდეც ფარებანთებული მანქანა როგორ გაჩერდა სახლის წინ, იქიდან ალექსი გადმოვიდა დაფეთებული –ლინა აქ არიან? მკითხა დანაჩენებზე –რაიყო რამოხდა? არანაკლებ შევწუხდი მეც –ანტიდოტის დამზადება შეიძლება. ეგრევე მომახალა და მეორე სართულისკენ დაიძრა, ამის გაგონებაზე სიხარულით აღარ შემეძლო რა გამეკეთებინა მაგრამ ალექსის ასეთი რეაქცია ეჭვებს აღმიძრავდა, მხარში ხელი ჩავავლე და უკან დავაბრუნე –მოდი ჯერ მე და შენ ვილაპარაკოთ! –არ გამოვა! შენი გადასაწყვეტი არაა მხოლოდ! –მოდი ჯერ მიტხარი რა ხდება და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე! –ლინა დევილი უნდა ვნახო! –სძინავს! ურცხვად ვიცრუე და მკლავზე მოკიდული ხელით გარეთ გავათრიე–დაიწყე! –ლინა გეყოფა! გაიმკაცრა ხმა და ხელი გამაშვებინა, ამჯერად ორივე ხელით მოვქაჩე –ხომ იცი რომ ვერ მაჯობებ და გირჩევნია დაიწყო!!! –ჯანდაბა! ამას დევილი არასდროს მაპატიებს! –გელოდები! –მოკლედ ალისიამ იცის დევილის დაავადების შესახებ, ერთ–ერთმა გადარჩენილმა უთხრა რომ შპრიცი დევილს ჩაარჭეს –მერე?! –როგორც მის ერთგულ ქმარს საიდუმლო გამიმხილა და მითხრა რომ შხამის ანტიდოტის დამზადება შესაძლებელია... გაჩუმდა და ოდნავ ჩაისუნთქა –თქვი! –გულში შემავალი არტერიული სისხლის მეშვეობით მზადდება ეს ანტიდოტი... –მერე ამის გამო გაქვს დაფეთებული სახე? თითქოს მომეშვა –ლინა შენი გულის არტერიული სისხლით მზადდება გესმის?! სასოწარკვეთილი ხმით მითხრა–შენს ორგანიზმში ურთიერთგამომრიცხავი ნივთიერებები იდეალურად ეწყობა ერთმანეთს მაგრამ დევილს ეს კლავს. იმისთვის რო ანტიდოტი შექმნან გული უნდა ამოგიღონ და იქიდან გამავალი სისხლი აიღონ! იმ წამს მხოლოდ დევილის გადარჩენაზე ვფიქრობდი, არ მაღელვებდა რომ მოვკვდებოდი, დევილი ამდღეში ჩემ გამო იყო და სხვა თუ არაფერი საყვარელ ადამინის სიკვდილს მითუმეტეს ჩემი მიზეზით არ დავუშვებდი. –რა უნდა გავაკეთო? მტკიცე ხმით ვუთხარი –სულ გააფრინე?! დამიღრიალა ალექსმა–ძმაკაცის სიცოცხლე გადავარჩინო და შენ მოგკლა? მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი მოვკლა? –დამშვიდდი ალექსანდრე! –დევილი გამოფხიზლდება და ყველაფერს ვეტყვით და ერთად მოვიფიქრებთ! გადაწყვეტილება გამაცნო და ისევ სალისკენ დაიძრა –ჩემ გარდა არავინ უნდა გაიგოს ეს ამბავი! –არ ვაპირებ შენ ნებაზე სიარულს! –ალექსანდრე დევილი რომ მოკვდეს არცერთი წუთით ვიცოცხლებ თავს. დანაშაულის გრძნობა მომიღებს ბოლოს გესმის? ჩემი საყვარელი ადამიანი რომ ჩემ გამო მოკვდეს გავგიჟდები. –და ის რას იზამს როცა გაიგებს რომ... –ვერ გაიგებს! შევაწყვეტინე და არ დავამთავრებინე–დღეს დემეტრე საკუთარ სახლში გამოვწვი იმის გამო რომ გონება დამებინდა და შურისძიების სურვილმა შემიპყრო, წარმოიდგინე ის რომ მოკვდეს რას ვიზამ! საბოლოოდ იმდენი ველაპარაკე რომ დავითანხმე ჩუმად გვემოქმედა, გეგმას მოვიფიქრებდით რომ მეც და დევილიც გადავრჩენილიყავით, დიდი ორჭოფობის შემდეგ დამთანხმდა და ისე წავიდა იქიდან რომ არც არავის გაუგია მისი მოსვლის შესახებ.. საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ავედი დევილის ოთახში და მშვიდად მძინარეს გვერდით მივუწექი, ძალიან მაგრად ჩავეხუტე, ისიც ჩემკენ გადმობრუნდა მძნარე, მკლავი მაგრამ მომხვია, ზედ ამიკრო, რაც შემეძლო კიდევ უფრო ძლიერად მივეხუტე და დახუჭული თვალიდან ცრემლები წამომივიდა.... აბა როგორი იყო? ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.