ლილის დღიურები 3
დღეს დილით პარიზი უჩვეულოდ თბილია... ლეიბიდან დგება და ზანტად მიდის მაგიდასთან... საშინლად შია... გუშინდელზე იცინის... როგორ შეიძლება ერთიდაიგივე გოგო ორჯერ შეხვდეს ან მუდამ იკვნიტოს ფრჩხილები მანამ სანამ სისხლი არ წამოუვა... მაგიდიდან რამოდენიმე ფრანკს იღებს... ისევ მიუყვება ქუჩებს და ნაცნობ საფუნთუშეს მიაშურა... იქ ერთი კაცი მუშაობს ლუიზი ის აძლევს ხოლმე 1 ცალ კრუასანს დილაობით... მაგრამ ახლა ვიღაც სხვა ბიჭი დახვდა... -კრუასანს მომცემ? -რა? -ფული არ მაქვს მშია... -მე.. მე არშემიძლია... -ლუიზმა იცის მაძლევს ხოლმე შენც შეგიძლია მომცე 1 ცალი... -მე არ ვიცი... -შენ კრუასანი მომეცი მე ისტორიას მოგიყვები... ბიჭი ოყმანობდა მაგრამ მაინც აიღო კალათიდან 1 ცალი კრუასანი და მიაწოდა... -გარეთ გამოდი უკან დავჯდეთ ჯიხურის კუთხეში... -კი მაგრამ... -დანაპირები ხომ უნდა შევასრულო... -კარგი... ბიჭი პატარა ფურცელზე რაღაცას ჯხაბნის და ლილის მიჰყვება.... -მე ლილი მქვია შენ? -ჰენრი.... მისმინე თუ გინდა ნუ მომიყვები არარის პრობლემა ფულს მე გადავიხდი... -არა! არა მოიცა! დაჟინებულად უყურებს ლილი და შემდეგ ყვება ისტორიას ბაბილონისა და მისი მცხოვრებლების შესახებ... უყვება როგორ მოინდომა ბრბომ უფალს მისწვდომოდა და როგორ განრისხდა ღმერთი.. როგორ დაუნგრია აშენებული კოშკი და როგორ დაფანტა ისინი სამყროში... უამბო თუ როგორ დაიწყეს სხვადასხვა ენაზე საუბარი და როგორ დაისაჯნენ... მერე ადგა და უსიტყვოდ წამოვიდა ჰენრი კი გაოგნებული დარჩა... მასზე რაღაცამ ძლიერად იმოქმედა... მაგრამ არიცოდა რამ...გოგონა კი ღიმილით მიდიოდა უკვე დანაყრებული... რომელიღაცა საპარიკმახეროში შედის და თავს იპარსავს... მერე კი თავზე მოპარულ ქუდს იხურავს და მიდის... სადღაც კედელზე კითხულობს სიტყვას "distruction" და თავისად თვლის... როგორც ყოველთვის პარიზი რა პარიზია წვიმის გარეშე ამიტომ მზიან ამინდს წინწკვლა ცვლის და ის ზედ ტრასაზე ჯდება... მანქნები უსიგნალებენ მაგრამ მას ეს სულ არ ანაღვლებს... პირიქით ის მას ელოდება... ერთი სული აქვს როდის მოვა... შორიდან ხედავს მომღიმარ მამა-შვილს და ხელს უქნევს ბავშვი ცნობს და მისკენ უნდა წასვლა მაგრამ მამა არ უშვებს ის კი ტირილს იწყებს... -საბრალო არსება... საწყალი... ეღიმება მაგრამ თვითონვე არიცის რაზე... გაჭირვებით და ძვლების მტვრევით წამოდგა სველი გუბიდან... გუბიდან რომელიც მას წამიერად თავის სისხლად ეჩვენებოდა... ეჩვენებოდა რომ ეს წყნარი ოკეანე იყო რომელიც მის რისხვას შეეღება შავად... ხიდთან მიდის და რაცშეილება ღრმად იწევა მდინარისკენ... სენა უღიმის მას... ის ისეთი სევდიანი და ამღვრეულია მაგრამ მაინც იღიმის... მუხლებზე დგება და მის წინ მომავალ მოხუც მამაკაცს გზას უღობავს... -ბატონო, ნება მომეცით შეგიყვაროთ... ნება მომეცით გაზიაროთ სიძულვილს ჩემი გულის ერთი ნაკუწითა და სისხლით... ნება მომეცით გულმკერდის თხრილში შეგყუჟოთ.. იქ სადაც მე ვარ... კაცი თავის განთავისუფლებას ცდილობს მაგრამ ის უფრო მაგრად უჭერს... -მე შეგიყვარებთ და ჩვენ ერთად გადავცურავთ უკიდეგანო უდაბნოსა და იდუმალ ოკეანეებს... ნება მომეცით თქვენს სხეულზეც დავიღვენთო სანთელივით ისევე როგორც ჩემსაზე... ნება მომეცით... კაცი ფეხს იქნევს და ლილის უკუაგდებს ლილი კი დგება და მას სახეში აფურთხებს... მერე გარბის და დიდხანს ესმის კაცის ლანძრღვა-გინება... დღევანდელი დღე რატომღაც მოსწონს... პარკში ჯდება და შუა გზაზე სიკვდილს ხედავს... ის ეძახის მაგრამ მას ამის თავი არ აქვს... ახლა არა.... არუნდა მისი დანახვა... -გაეთრიე მოღალატევ... ღრიალებს ბოლო ხმაზე... მერე კი სველ ბალახზე ჯდება... ქუდს იხსნის და მუხლებში რგავს თავს... დიდი ხანია მას არ უტირია.... ახლა კი ტირის... ვიღაცას მათხოვარი ეგონა და რამოდენიმე ფრანკი დაუგდო ფეხებთან... ლილი ცრემლებს იწმენდს და სასწრაფოდ იღებს ფულს... მერე კი სახლისკენ მიუყვება ქუჩას... სახლში შედის და ოთახის შუაგულში მგარ აბაზანას უცქერის რომელშიც ნელთბილი წყალი ელოდება... ტანზე იხდის და შიგ წვება... ყვინთავს და ასე გადის დრო... ის ზუსტად 7 საათი მიუყვებოდა უდაბნოს... მისი მეგობარი ხვლიკი კი გზას უკვლევდა... წყალთან მიიყვანა და დაემშვიდობა... ლილის კი ის შეუყვარდა... ეცოდებოდა... მისი ურჩხულები მას ხელისგულზე დასვენებულნი არწევენ წყალში... თმა მოიშორა მაგრამ ისინი დარჩნენ... ისინი აქ არიან და მთელს სხეულს უკოცნიან... ცდილობენ რაიმე თბილი გამოაცოცხლონ მასში ის კი გაუნძრევლად წევს აბაზანაში და ფეხებზე ჰკიდია ყოველგვარი თბილი გრძნობა... მასში მხოლოდ ერთადერთი გრძნობაა ახლა... ტკივილი... მისი ტკივილის სასახლე და ტკივილის ტახტი.... შროშანების გვირგვინი ახურავს თავზე... რა ლამაზია... რა მშვენიერი... რა კარგად ირწევა წყალში... ლილი.... ძვირფასო.... ნუ გეშინია მე შენთან ვარ... ეუბნება მისი შინაგანი ხმა და მასაც ეღიმება... ბოლოს ეგუება ბედს და ნაპირზე გამოდის... შიშველი ტანით მიუყვება ოთახს და გზადაგზა გუბეებს ტოვებს... სისხლის გუბეებს... სისხლის რომელშიც მორიელის შხამია გარეული... ეროსი შემოდის და თვალს არიდებს... ახლა ლილის არააქვს მისი თავი ამიტომ პირდაპირ სველი წვება ლეიბზე და ზურგს აქცევს მას... ისიც ხვდება და მიდის... ლილი კი თვალებს ხუჭავს და ხედავს სიზმარს თავის წინა ცხოვრებაზე... როგორ იყო ქარბუქი და როგორ ანგრევდა ყელაფერს... როგორ მიდიოდა და როგორ თესავდა გზადაგზა სიძულვილს... ხედავდა როგორ წალეკა სიკეთე და სიყვარული განრისხებულმა იმისთვის რომ მას არ მისცეს ეს საჩუქარი... ის ყველაფერს ხედავდა.... იხსენებდა მთვარის ციკლსა და პირველ სინათლეს... მან იცოდა... ის ხედავდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.