ჩვენ დღეს სიკვდილთან ბრძოლა წავაგეთ (I ნაწილი) (I თავი)
გოგო, დროზე ჩამომეძინა ამ მანქანაზე,ბალიში მაინც მომიტანეთ ვინმემ. რას ისვავ ასეთს მაგ სახეზე, მაინცდამაინც ფუფალას უნდა დაემსგავსო? აუ დაეტიე შენ მანდ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, არ გაგიგია? და ნუ მაჩქარებ თუ გინდა ლამაზი მეწყვილე გყავდეს გვერდით. მსხვერპლსო გამიგია, მარა მთელი მსოფლიოს შპაკლის სახეზე მიტკიცინებასო არა. გადაიხარხარა დათომ და მანქანას დაეყრდნო. დამიწყნარდი რაა, ძალიან ზომერად მისვია. აბა, გისმენ რას იტყვი?!. თან სახლიდან გამოვიდა და ბიჭის შეფასებას დაელოდა. ..შენ.. შენ..შენ ..თან უკვე კარში გამომავალ გოგონას ხედავს და სიტყვა შუაზე უწყდება რა შენ, შენ აღარ იტყვი. თან ეღიმება. -რა იყო ასე ცუდად გამოვიყურები? წარბი გამომწვევად აწია პასუხის მოლოდინში. შენ..შორე, ულამაზესი ხარ!! როგორც იქნა სიტყვებს თავი მოაბა და მისკენ დაიძრა. მას გრძელი, წითელი, ზურგზე ამოღებული კაბა ეცვა, რომელსაც წითელი პომადა და გაშლილი თმა ძალიან უხდებობდა. გმადლობთ, მაგრამ ორი სიტყვის თქმას მაგდენი ხანი რად უნდა? ჯერ წინადადებას ვალაგებდი. გაიღიმა და ხელები ჯიბეებიდან ამოიღო. ხო კაი, მიდი შეეტიე მანქანაში, დაგვაგვიანდა. ჯერ თქვენ,მის.. თან ჯენტლმენურად გააღო მანქანის კარი. გმადლობთ მისტერ... გუღიმა გოგონამაც და თავისი ადგილი დაიკავა. მანქანა დაიძრა და ბარისკენ წავიდა, სადაც შორენას და დათოს სხვა მეგობრებიც იყვნენ. შოკამ თავი მანქანის მინას მიადო და თითქოს უსასრულობაში დაიკარგა. თან ფიქრი დაიწყო რატომ სიამოვნებდა ამ ადამიანთან ახლოს ყოფნა, როცა მას მხოლოდ მეგობარს უწოდებდა. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ საკითხავია, იყვნენ კი მხოლოდ მეგობრები? ამაზე პასუხი თვითონაც არ იცოდნენ. იქნებ ერთმანეთი უყვარდათ კიდეც, მაგრამ არცერთი არ აღიარებდა. ამ ფიქრებში მივიდნენ ბარამდეც. მანქნა გაჩერდა და შოკამ თავი წამოწია, თუმცა დათოს თვალებს წააწყდა, რომელიც მას უყურებდნენ. დათო... ჰა, ხო რა? ახლაღა გამოერკვა ფიქრებიდან. კარგად ხარ? კი, რატო მეკითხები? რავიცი, აბა ასე რატო მიყურებ? ისე, უბრალოდ. კაი წამო შევიდეთ ყველა მოსული იქნება. ხოო. მანქანიდან გადმოდის შორენაც და ორივე ბარისკენ მიდის. იქიდან ხმაური გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გიო და ნინო ადგილზე არიან უკვე. ისინი შოკას და დათოს მეგორები იყვნენ, ხოლო ამ ოთხი ადამიანისგან შემდგარი ,,ბანდა“ კი სრული ქაოსი იყო. ხოლო გვანცა, მათი მეხუთე წევრი ნეიტრალიტეტი იყო ამ ბანდაში.შევიდნენ ბარში და რა თქმა უნდა ნინუცა ცენტრში გაგიჟებით ცეკვავდა, გიო კი გოგოებს ,,კერავდა“. შორენა დაქალთან მივიდა და ცეკვაში აყვა, დათო კი გიოსთან მივიდა. აუ ბიჭო შენ სულ გოგოებს როგორ დასდევ? ეე, მოიცა რაა ნახე რა მაგარი გოგოები არიან, ერთს ძლივს გამოვართვი ნომერი. ახლა უნდა დამდგომოდი თავზე? გიო მაგრად იყო უკვე ნასვამი, სახეზეც ეტყობოდა და მის სახეზე დათოს სიცილი აუტყდა. რა გაცინებს? ვერ წარმომიდგენია რომელი შტერი დაგთანხდმა ახლა შენ ნომრის მოცემაზე.. რა იყო ტო, ასეთი რა სახე მაქ?! კაი რო გითხრა გული გაგისკდება, წამო წამო. ეე, მოიცა! ახლა რაღა მოხდა... თქვენთან რა ხდება? სად ჩვენთან? თავს ნუ იშტერებ, კარგად იცი რასაც ვამბობ. აუ, რავი რაა, კაი არაფერი. თავზე მოისვა ხელი და ისევ ადგილს დაუბრუნდა. აღარ ეტყვი? და თვითონ რო იგივეს არ გრძნობდეს მერე? თუ არაფერს ეტყვი სულ ვერ გაიგებ. ხო რავი რა ვეტყვი. აუ ნეტა შენ ვის დასცინი რაა, სულ გამოგაშტერა მაგ გოგომ. ზურგზე ხელი მიარტყა ძმაკაცს და სიცილით დაიძრა ნინუცასკენ რომელიც ისევ თავის სტიქიაში იყო. დათო კი ისევ ადგილზე იჯდა და ხვდებოდა, რომ გიო მართალი იყო. შემდეგ ისევ შოკას გახედა და დაინახა,რომ ვიღაც იდგა მასთან. შოკა კი მის სხეულზე იყო აკრობილი, რამაც საშინლად გააცოფა. *** (შოკასთან-ჩემთან) გამარჯობა, ლამაზო! გაგიმარჯოს. მივესალმე და ცეკვა განვაგრძე არ გინდა მეცეკვო? არა..კვლავ დავაიგნორე და თან ვცდილობდი თავი ამერიდებინა მისთვის. და რატო? კვლავ არ წყვეტდა უცნობი კითხვების დასმას. პარტნიორთან ერთად ვარ. მართლა? და პარტნიორს რატო ვერ ვხედავ? ირონიულად გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. ალბათ თვალს გიკლია. ირონიულადვე ვუპასუხე და წასვლა დავაპირე. მგონი კარგად არ მიცნობ შენ? ამდენი ლაყბობის შემდეგ პირველი სიმართლე თქვი. კვლავ ირონიულად გავუღიმე და დათოსკენ დავაპირე წასვლა, რომელიც გიოს ესაუბრებოდა. ხოდა მოგიწევს გამიცნო. რააა... ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, რომ უცებ მის სხეულზე აღმოვჩნდი აკრული. მომშორდი! დავუყვირე საშინლად გაბრაზებულმა, მაგრამ თავის შეწუხებას არ გეგმავდა. რა იყო ისევ ისე მხიარულად რატო აღარ ჭიკჭიკებ... ირონიულად ჩაიცინა და ხელების ფათური დამიწყო რაც საშინლად არ მესიამოვნა და ამიტომ ფიქრი დავიწყე თავი როგორ დამეღწია. თავში არაფერი მომდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ფილმები გამახსენდა და რომ არ გამცინებოდა თავი ჩავხარე, რადგან ამ იდიოტის სახე წარმოვიდგინე. რა ხდება პატარავ, ხომ არ შეგეშინდა? და კვლავ თავის ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე, რაც საშინლად მაღიზიანებდა, მაგრამ თამაში განვაგრძე. არაა, მკლავები კისერზე მოვხვიე და ყურში ჩავჩურჩულე.-ვიცეკვოთ? როგორც ჩანს ცოტა შეგირბილდა ხასიათი... შენც მალე შეგირბილდება ერთი ადგილი... ჩუმად ჩავილაპრაკე ჩემთვის მას რომ არ გაეგო და ღიმილის დასამალად თავი შევაბრუნე. მან ხელი მოადუნა რათა გვეცეკვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემმა გეგმამ გაჭრა. კვალვ განაგრძო ხელების ფათური ჩემს სხეულზე, რამაც ჩემი მოთმინების ფიალა მთლიანად აავსო. გაბრაზებულმა მოხრილი მუხლი ფეხებშუა ამოვარტყი და როგორც კი ჩაიკეცა გავეცალე. ის კი თავის უკვე დარბილებულ და საშინლად ნატკენ ორგანოსთან მარტო დავტოვე...სიცილით და თან ძალიან კმაყოფილი წავედი ნინოსკენ, მაგრამ ვინ გაცადა. ვიგრძენი რომ უკან ისევ ვიღაც მომყვებოდა. არც შევმცდარვარ. ვიღაცამ ხელი ამომიბრუნა და შემდეგ მეც შემაბრუნა მისკენ. მოულოდნელად ვიგრძენი მისი სუნთქვა ყელზე და მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. თავი ავწიე და ისევ ის რეგვენი მომხვდა თვალში. დაგერხა პატარავ... სადღაც მიპირებდა წაყვანას, მაგრამ მაინც ვუწევდი წინააღმდეგობას. მთლად რემბო არ ვიყავი, მაგრამ ძალას არ ვუჩიოდი. როგორც ჩანს ნებით არ წამოხვალ? მაშინ სხვანაირად მომიწევს შენი წაყვანა. იდიოტო, ხელს დამაკარებ და მთელ პოლიციას თავზე დაგაყენებ იცოდე, გასაგებია შენთვის? საჩვენებელი თითი ავუწიე გაფრთხილების ნიშნად. ძალიან შემეშინდა..ჩაიღიმა ირონიულად. ხო მართლა შენს პარტნიორს ვერ ვხედავ... კვლავ ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. როგორც ჩანს გადაავიწყდი, აბა სადაა? აქ ვარ.. სახე მაშინვე გამებადრაა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე... მივხვდი ვინც იყო და თავი როგორც შემძლო მოვაბრუნე, რადგან ისევ გამომწყვდეული ვიყავი. ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი ნამდვილად. კარგი ერთი, დაგაგვიანდა... მე კი არაა შენთვის იქნება გვიანი თუ ახლავე არ გაუშვებ ხელებს! ცუდად ჩანდა ჩემი მოღრეცილი კისრიდან ამჟმად ხედი, მაგრამ ვხვდებოდი რომ ძალიან გაბრაზებული იყო, ხმაზე შევატყვე. მან ხელი გამიშვა და დათოსკენ წავიდა, მივხვდი, რომ აქ კარგია არაფერი მოხდებოდა. ესეიგი შენ ხარ? მაშინ ცუდად გაქ საქმე, ამიტო გირჩევნია აახვიო აქედან. ბიჭო, ტ**** დააყენე სანამ სიფათი მთელი გაქ.. დაუღრიალა დათომ და საყელოში წვდა. ოპაა ახლა მართლა ცუდად იყო საქმე, თვალებით გიოს ძებნა დავიწყე, თორემ ამათ გამშველებელი მე არ ვიყავი. ნეტა რა მინდოდა დავტეულიყავი სკამზე, სცენის ცენტრში რას დავიწყე ტყლარჭვა ყინულზე მოცურებული ვირივით. ჩემს ფიქრებზე თვითონ გაემეცინა, მარა რა მაცინებდა მესამე მსოფლიო ომი იწყებოდა. გიო არსად ჩანდა. მშვენიერია, როცა გჭრდება ეს ბიჭი მაშინ იკარგება რააა... ახლა რას ვაპირებდი? აზრზე არ ვიყავი, ამიტო ჩემი ჭკუით მათ გაშველებაზე გადავედი. დათო წავიდეთ... რა იყო პატარავ ხომ არ შეგეშინდა შენს ბიჭს სიფათი არ აეხეს. ისევ ჩვეული ირონია და ახლა უკვე გატეხილი ცხვირი უმშვენებდნენ სახეს ჩვენს ირონიის მეფეს. როგორც დავაკვირდი ცხვირი გაუტეხეს ამ რეგვენს და ადრესანტიც ვიცოდი ვინ იყო. ახლა მართლა წასვლის დრო იყო, მაგრამ დათო წასვლას არ ჩქარობდა. დათო, გთხოვ, რაა წავიდეთ... ფაქტიურად ხვეწნა-მუდარაზე გადავედი უკვე... ხელი მომკიდა და გასასვლელისკენ წავედით. ნინო დავინახე და დავუძახე, მაგრამ მითხრა გიოს გამოვყვებიო და თავი დავანებე.თან აზრზე არ იყო რა ხდებობდა ჩვეთან და მთელი ემოციებით ცეკვავადა და კაცმა არ იცის რას წიკვინებდა.მანქანაში ჩავჯექი და მას შევხედე, გაბრაზბეული მართავდა მანქანას, შემდეგ კი მე შემომხედა და გაოცებული დავრჩი ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს წამის წინ არაფერი მომხდარა. როგორ ხარ? ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა, რომ ჩემდა უნებურად გამეღიმა. კარგად.. მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. კაია.. მასაც უნდოდა რაღაცის თქმა ვხვდებოდი, მაგრამ მაინც გაჩუმდა და სიჩქარეს მოუმატა. დიდი ხანია ვიცნობდი და ჩემთვის ყველაზე ახლობელი იყო...შეილება ბევრს გაუკვირდეს თუ ნინუცას რატომ არ ვთვლიდი ყველაზე ახლო მეგობრად, მაგრამ დათო მაინც სხვა იყო, მას უსიტყვოდ ესმოდა ჩემი და ყველაზე კარგად მასთან ვიყავი. ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო ერთმანეთის იმედი გვქონოდა ნებისმიერ სიტუაციაში... ეს კი ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება უბრალოდ მეგობრები ვიყავით, მაგრამ ამ ადამიანისა და ჩვენი მეგობრობისთვის თავისუფლად შემეძლო მეწოდებინა საუკეთესო. *** ახალი ისტორიის წერა დავიწყე, იმედი მაქვს მოგეწონებათ და კომებით მეტყვით ღირს თუ არა გაგრძელება, წინასწარ მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.