შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი13)


31-03-2017, 20:23
ავტორი Salome5
ნანახია 3 048

უცნაურია ცხოვრება, როდესაც თავს ბენდიერად გრძნობ დიდი უბედურებაც მაშინ დაგატყდება თავს. მაშინ როდესაც ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მაშინ დავკარგე ყველაზე ძვირფასი რამ რაცკი გამაჩნდა. ერთი სული მქონდა როდის დაიბადებოდა ჩემი პატარა, როგორ გამიღიმებდა, ლაპარაკს დაიწყებდა. იმის მაგივრად, რომ მის დაბადებას დავლოდებოდი საავადმყოფოს პალატაში მთელი ხმით ვბღაოდი. გული საშინლად მტკიოდა, ვტიროდი და მუცელზე ხელებს მთელი ძალით ვიჭერდი.
-ტასო, დამშვიდდი გთხოვ,,,მეხუტებოდა ლევანი და ჩემს დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა.
-მომშორდი, თავი დამანებე,,,ხელი ვკარი,,,შენი ბრალია, გთხოვე არ წასულიყავი შენკი არ მომისმინე. მარტო დამტოვე, ჩემთან რომ ყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა,,,ვეჩხუბებოდი დაუმსახურებლად. ვხვდებოდი, რომ უსამართლოდ ვექცეოდი და გულს ვტკენდი, ბოღმას მასზე ვანთხევდი. სახეზე ფერი ეცვალა, თვალებში ტკივილი ჩაუდგა. სწრაფად გავარდა გარეთ.. საავადმყოფოში რამდენიმე დღე კიდევ გავჩერდი. ვერცკი აღვწერ იმ დღეებს რაც მე გადავიტანე, სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის. სახლში განადგურებული დავბრუნდი. აღარაფრის თავი მქონდა, ყველაფერზე ლევანს ვეჩხუბებოდი. ისიც მითმენდა, ესმოდა ჩემი მდგომარეობის. ბავშვისთვის ოთახიც გამზადებული გვქონდა, გული მეტკინა როდესაც შევედი. ბოლოვწვეთი იყო მისი პატარა ტანსაცმლის დანახვა, ნერვებმა მიმტყუნა მთელი ძალით მოვეხვიე და ავტირდი. ოთახში ლევანი შემოვარდა. მომეხვია და თმებზე მომეფერა.
-გაჩერდი გთხოვ, თავი ხელში აიყვანე ჩემი ხათრით მაინც.
-ამას როგორ მეუბნები, ის ჩემი შვილი იყო გესმის? ხელშიც ვერ ავიყვანე ისე დავკარგე და ეს შენი ბრალია,,,ვიფეთქე უცებ.
-ვხვდები რასაც გრძნობ, ის ჩემი შვილიც იყო. მეც მტკივა გესმის? მეც მინდოდა მისი ხელში აყვანა,,,მიყვირა უცებ. ვხვდებოდი მართალი იყო.
-ასე ნუ იქცევი თორემ მეც დამკარგავ იცოდე,,,გამაფრთხილა და გარეთ გავარდა. გულზე მომხვდა მისი სიტყვები, მის დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი. იმდენად გამაბოროტა შვილის სიკვდილმა ვეღარ ვაცნობიერებდი რას ვამბობდი. მთელი დღეები მოჩვენებასავით დავდიოდი ოთახიდან ოთახში, სახლში ჩავიკეტე.
-ტასო, არგინდა სადმე წავიდეთ? გაერთობი ასე არ შეიძლება, გახდი გაუფერულდი.
-არმინდა, მარტო წადი.
-მარტოს ვერ დაგტოვებ, იცოდე ძალით წაგიყვან,,,მივხვდი არ ხუმრობდა და სანამ მიზანს არ მიაღწევდა არ მომეშვებოდა.
-კარგი, სხვა რა გზაა,,,ნელა წამოვდექი. სარკეში როცა ჩავიხედე ლამის გული გამისკდა, თვალები ჩაშავებული, სახეზე ფერი არ მქონდა. თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი.
-აი ასეთი მიყვარხარ, ბურდულო,,,მითხრა გაღიმებულმა და ხელები წელზე შემომხვია,,,სექსუალური და ქალური.,,,ჩუმად მიჩურჩულა და მაკოცა.
-წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება,,,ვუთხარი და გავუსხლტდი.
-საღამოს მოგხედავ შენ,,თითი გამაფრთხილებლად დამიქნია, სიცილით ჩავჯექით მანქანაში.
-სად მივდივართ?
-სანდროს დაბადების დღეა და დაგვპატიჟა.
-ეგ სულ დამავიწყდა, პირველი ყოველთვის მე ვულოცავდი ხოლმე.,,საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა, ასეთი რამ არასდროს მავიწყდებოდა ხოლმე. გზად საჩუქარიც ვუყიდეთ და ახლა უკვე კმაყოფილი წავედი.
-ლამაზი საათია, იმედია მოეწონება,,,მომიწონა ავალიანმა.
-საათები ძალიან უყვარს, მოეწონება.,,,სანდროსთან ავედით, კარები მაკამ გაგვიღო.
-შემოდით, ტასო როგორ მომენატრე,,,გადამეხვია,,,ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით.
-მადლობა მაკა, იუბილარი სად არის?,,,თვალებით სანდრო მოვძებნე.
-ტასო,,დამიძახა და ჩემკენ გამოვარდა,,,როგორ გამახარეთ ტო,,,ხელში ამიტაცა და დამატრიალა.
-დამსვი საზიზღარო, 30წლის გახდი და მაინც უტვინო ხარ,,ჩავიფრუტუნე და თმები შევისწორე.
-გეფიცები შენი გველური ლაპარაკიც მომენატრა,,,ჩაიცინა და ლევანს მიესალმა.,,ძალიან მეცოდება ეს კაცი შენს ხელში. ისე ლევან, ჯერ კიდევ არარის გვიანი იცოდე,,,სიცილით ხელი მხარზე დაარტყა.
-იცოდე, ისე ნუ იზამ ეს შენი უკანასკნელი დაბადების დღე იყოს,,,ვუთხარი ღრენით.,,,ხოდა ეს ჩემგან და ლევანისგან, არხარ ღირსი მაგრამ მაინც.
-ფუ რა მწარე ენა გაქვს რა,,შუბლი შეჭმუხნა,,მაგრამ დღეს ჩემი დაბადების დღეა და მაინც ვერ შეძლებ ხასიათის გაფუჭებას.,,თქვა და ყუთი ხელებიდან გამომგლიჯა.
-ახლა მაგიდას მივუსხდეთ,,,სუფრასთან ჩვენი ახლო მეგობრები დამხვდნენ, ყველა სათითაოდ გადავკოცნე და ლევანის გვერდით ჩამოვჯექი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი საღამო იყო, მაინც ბოლომდე ვერ ვახერხებდი გაცინებას. ვიღიმოდი მაგრამ მინდოდა მეტირა. მახსენდებოდა ჩემი პატარა და ხელი უნებლიედ მუცელსზე მოვისვი.
-ტასო, გინდა წავიდეთ?,,ჩამჩურჩულა, როდესაც უხასიათობა შემატყო.
-არა ლევან, უხერხულია ცოტა ხანს დავრჩეთ.
-როგორც იტყვი,,ხელი გადამხვია და ნაზად მაკოცა.
-ლევან, სადღეგრძელო უნდა თქვა,,გაიღრიჭა ავთო,,,და რაც შეეხება თქვენს ინტიმურ სიტუაციას, მოიცადეთ ცოტაც და მთელი ოთახი თქვენს განკარგულებაშია მერე,,,ლოყები ამიხურდა.
-ავთო, დაგჭრი შენძმობას ვფიცავარ,,,შეუღრინა ავალიანმა.
-კარგი არ გიხდება შენ სიბრაზე,,გაინაზა,,მე შეყვარებული უფრო მწონხარ.,,ლევანი წამოიმართა თუარა ავთოც მაშინვე მოწყდა ადგილს.
-თავი დაანებე,,სიცილით მივეხუტე ლევანს.
-შემომაკვდება გეფიცები,,გაეღიმა მასაც. მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ, ბოლოს დავიშალეთ.
-კარგად სანდრექს, მადლობა მაკა შეგაწუხეთ.
-რას ამბობ, ლევან, კიდევ შემოგვიარეთ.,,გაუღიმა მაკამ.
ყველას დავემშვიდობეთ და წამოვედით. კარი დავკეტე თუარა მაშინვე კედელს მიმაყუდა. ამღვრეული თვალებით მიყურებდა.
-მომენატრე,,მითხრა ხრინწიანი ხმით და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო. ტუჩები ნაზად შემახო და ყელზე ჩააცოცა. ვიგრძენი როგორ მომაწვა მონატრება. სხეული ამიხურდა.
-მინდიხარ,,,ჩამჩურჩულა და ტუჩებზე დამეტაკა. ვნებიანად მკოცნიდა, ხელში ამიტაცა და კედელს მიმანარცხა. კაბა ამიწია და ხელები ბარძაყზე ძლიერად მომიჭირა. სიამოვნებისგან თვალები მივლულე და ამოვიკვნესე. კაბა ერთი ხელის მოსმით გაგლიჯა და მკერდზე შემეხო ტუჩებით.
-მიყვარხარ,,ვუთხარი დაღლილი ხმით და მის სხეულზე მივესვენე.
მთელი დღეები მასთან ერთად ვატარებდი, ვეალერსებოდით და ერთად ყოფნით ვტკბებოდით. ყოველ ღამეს ვნებიანად ვატარებდით, დაორსულებას ვცდილობდი, მინდოდა ისევ გამეჩინა შვილი, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. გული მტკიოდა ხოლმე პატარა ბაბშვებს როცა ვხედავდი. ბექა და სალოც უფრო დაახლოვდნენ, ბექა სულ მასთან ერთად ატარებს დროს, სალო კი არაფერს მეუბნება. დამღალა ამ წყვილმა პატარა ბავშვებივით არიან, ჭირვეულობენ.
-ლეო, წამო ვჭამოთ,,,ოთახში შევედი. მობილური მაშინვე გათიშა.
-მოვდივარ,,,საჭმელს აწვალებდა, ჩაფიქრებული იყო.
-ლევან, რატომ არ ჭამ? არმოგეწონა?
-არა, გემრიელია. უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვს.,,,სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ?
-ძველ ნაცნობს უნდა შევხვდე,,არაფრის თქმა არ მაცადა ისე გავარდა გარეთ. მეუცნაურა მისი ასეთი საქციელი. მობილურის ხმა გავიგონე, ლევანს სიჩქარეში დარჩენია. შეტყობინება მოვიდა, არმინდოდა გამეხსნა მაგრამ ვერ მოვითმინე და გავხსენი. მისამართი ეწერა აქ დაგელოდებიო. მაშინვე იქით გავემართე, ნერვები მომეშალა ჩემს საქციელზე, მაგრამ ეჭვიანობა არ მასვენებდა. მანქანა კაფესთან გავაჩერე, შესვლისთანავე დავინახე ლევანი. მის წინ კი ნათია.. გამაცია, თავბრუ დამეხვა. ისევ ეს ქალი, ახლა ნამდვილად თმებით დავითრევ გავიფიქრე და წავედი. მივუახლოვდი, თვალები მის გამობერილ მუცელზე შევაჩერე. გული მეტკინა როცა გავაცნობიერე ეს წაკლა ჩემი საყვარელი მამაკაცისგან იყო ფეხმძიმედ. სუნთქვა შემეკრა და შევბარბაცდი.
-ტასო?,,დავინახე როგორ ეცვალა ფერი ლევანს ჩემს დანახვაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent