შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ჰაკერი... (1 თავი)


1-04-2017, 06:18
ავტორი Chasing liberty
ნანახია 5 243

_ბედნიერებიდან უბედურებამდე რომ ერთი წამია ალბათ მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ როდესაც ეს უბედურება ჩვენ დაგვატყდება თავს. _გააზრებაც ვერ მოვასწარი ამ სიტყვების რომ პირისპირ შევეჩეხე იმხელა ტრაგედიას რომელიც მეგონა მომკლავდა. _თუმცა რაც არ გვკლავს გვაძლიერებს და მეც ცოცხალი ვარ, გაძლიერებაზე კი ვერაფერს ვიტყვი, ახლა ყველაზე სუსტი არსება მგონია თავი. _საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია, ინტერნეტ საიტები თუ ჟურნალ გაზეთები მწუხარებით იუწყებოდნენ ცნობილი ბიზნესმენის ლევან არაბულისა და მისი მეუღლის მაკა ნებიერიძის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავს ავტო კატასტროფაში. _გულის ამოგლეჯვამდე მტკივნეულია როდესაც მშობლებს კარგავ, მითუმეტეს ისეთ მშობლებს როგორებიც ჩემთვის ლევანი და მაკა იყვნენ. დამთავრდა, აი აქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა, ჩემი სიხარული, ჩემი ლაღი ცხოვრება, განა საჭირო იყო მათი წასვლა? რომ არ წასულიყვნენ ვეღარ იბრუნებდა დედამიწა? მათ სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული კაცობრიობის ბედი? როდესაც ამდენი საშინელი ადამიანი დააბიჯებს დედამიწაზე რატომ მაინცდამაინც ჩემი დედიკო და მამიკო, _განუწყვეტლივ ცვლიან ფიქრები ერთმანეთს ჩემს გონებაში, სრული ქაოსია ჩემს ირგვლივაც, სულშიც და ტვინშიც. _ვფიქრობ და ვერაფრით ამომიხსნია სამყაროს საიდუმლო, რა საზომით იზომება ადაიამნების წასვლა არ წასვლა იმ ქვეყნად, განა სამართლინია კვდებოდნენ მშობლები და ტოვებდნენ შვილებს? განა სამართლიანია კვდებოდნენ ახალგაზრდები, ბავშვები, კეთილი ადამაინები როცა სამყარო სავსეა დამნაშავეებით რომლებიც დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ? ვერაფერს ვუხერხებ პროტესტის გრძნობას, პროტესტის რომელიც გაურკვევლისკენაა მიმართული, პასუხებს მაინც ვედავინ მიბრუნებს. მაინც ვერსად მივაგენი ამოცანის პასუხს “რატომ”... _”ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია,” მხოლოდ ეს სიტყვები კრთის ჩემს გონებაში და მეღიმება, ნეტავ საიდან გამახსენდა, ან დიდ შოთას რა ფილოსოფია ქონდა სიკვდილ სიცოცხლესთან დაკავშირებით, ჰმ, რა არ შეიძლება მოუვიდეს ადამიანს თავში აზრად, ათას სისულელეზე მეფიქრება დაბნეულს და გონებაგაფანტულს. კადრებივით გარბოდნენ გონებაში გასული რამოდენიმე კვირის სცენები, პოლიციის მოსვლა, ჩემთვის გაურკვეველი და გონებამდე არ დაშვებული ამბის მოსმენა,თავზარდაცემა რომელსაც მხოლოდ ის ადამიანი მიმიხვდება ვისაც უწვნევია ოჯახის წევრების დაკარგვა, ჩემი ექვსი წლის ძმის შეშინებული თვალები და ბოლოს პროზექტურაში ჩემი მშობლების გაყინული სხეულების ხილვა… _სრული შოკი მოქონდა, ეს იყო გაგიჟებით პიკი, ბოლო ხმაზე ვხაოდი, გული რამდენჯერ წამივიდა ვინ მოთვლის. პანაშვიდი, დაკრძალვა, სრული სიცარიელე და შიში, მარტოობის შიში, რომელიც ახლაც სულს მიღრღნის,. _ღმერთო ნუთუ ეს ყველაფერი საჭირო იყო, ნუთუ ეს მე უნდა დამმართნოდა. _შევყურებ ჩემი პატარა ძმის უსუსურ თვალებს და ტკივილი ერთიასად მემატება, როგორ ავუხსნა ბავშვს რომ დედა და მამა აღარ მოვლენ, რა მეშველება, სრულიად მარტო დავრჩი და ისიც არ ვიცი მომავალში რა იქნება. _ამ დილით ადვოკატმა დამირეკა და მითხრა რომ შვიდი საათისთვის მოვიდოდა და ანდერძთან დაკავშირებით და დამელაპარაკებოდა, მართალია არავისი და არაფრის თავი არ მაქვს მაგრამ უარი არ მითქვამს. _ფიქრიდან კარზე ზარმა გამომიყვანა და უხალისოდ გავემართე გასაღებად, _გამარჯობათ ქალბატონო ანაბელა, მე დიმიტრი ხალვაში ვარ მამაქვენის ადვოკატი, _დიახ მობრძანდით, რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ოთახში შევუძეხი სტუმარს, _ქალბატონო მინდა პირდაპირ გითხრათ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა გაქვთ ფინანსური საკითხებში, ბატონმა ლევანმა დიდი თანხა ისესხა ბანკიდან ახალი სასტუმროების ქსელის მშენებლობითვის რისი გადახდაც ვერ შეძლო და ბანკმა თქვენი მთელი ქონება დააყადაღა, _თანამეწილეებმა და აქციონერებს თავისი წილი აიღეს და გავიდნენ, მოკლედ კომპანია დაიშალა, თქვენს მფლობელობაში მხოლოდ ეს ბინაღა დარჩა ვინაიდან ის თქვენს სახელზე გაფორმებული, _ძალიან ვწუხვარ რომ ამხელა ტრაგედიასთან ერთად ფინანსური პრობლემებიც შეგექმნათ, ანდერძის თანახმად კომპანიის მფლობელი თქვენ უნდა გამხდარიყავით თუმცაღა მისი გაკოტრების გამო თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ სახლის მფლობელი ხართ, მე სხვა ვერაფრით დაგეხმარებით, ძალიან ვწუხვარ. _კარგით დიდი მადლობა, როგორც იქნა გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს და ისევე გაოგნებული დავემშვიდობე როგორც მივესალმე, მერე მოწყვეტით ჩავსვენე სავარძელში და ვეცადე ცივი გონებით გამეანალიზებინა ყველაფერი. _მშობლები დავკარგე, თანაც იმდენად მოულოდნელად რომ თავი ახლაც სიზმარში მგონია, _მამის ამდნი წლის ნაშრომიდან აღარაფერი დარჩა გარდა ამ სახლისა რომელსაც რამდენად შევინარჩუნებთ წარმოდგენა არ მაქვს, ძმა რომელზედაც ასევე წარმოდგენა არ მაქვს უფულოდ როგორ უნდა ვიზრუნო. _ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა უნდა ვქნა. აი ადამიანი დაწყევლილი რომ დაიბადები, ფულს კი არ ვჩივი, ის მადარდებს ამხელა პრობლემების წინაშე სრულიად მარტო რომ დავრჩი, დავიჯერო საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი? მამას და დედას ხომ ცუდი არასოდეს არავისთვის გაუკეთებიათ, მე მითუმეტეს. ყველაზე მეტად გაურკვევლობა მაგიჟებს, ყოველთვის მეგონა რომ ჩემს ახლობლებ არასოდეს არაფერი მოუვიდოდათ, სულ ვფიქრობდი რომ მე რადგან ვარსებობდი ესეიგი მათ ვიცავდი, რეალურად არასოდეს არაფერი გამიკეთებია ვინმეს დასაცავად მაგრამ შეგრძნება რომ მნიშვნელოვანი ვიყავი არასოდეს მტოვებდა, ახლა? ახლა მეც არ ვიცი, ახლა ერთი გულშემატკივარიც არ დამრჩა, მეგობრები? მეგობრები მყავს მაგრამ…._ფიქრი ტელეფონის გაბმულმა ზარმა შემაწყვეტინა, _ხო ანნ ჩავძახე ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელიც უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობს, მართალია იშვიათად ჩამოდის მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარია, ფაქტიურად ტყუპისცალი. _ანაბელა ხვალ ჩამოვდივარ სიხარულო, ასეთ დროს მარტო ვერ დაგტოვებდი, _ამის გაგონებაზე იმხელა შევყვირე მემგონი ტელეფონის გარეშეც გაიგონა ანამ, _ვაიმეეეე რა მაგარი გოგო ხარ, ნამდვილად ძალიან მჭირდები, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ. _რა სიკეთეზე მელაპარაკები გოგო, შენც ზუსტად ასე მოიქცეოდი, ხვალ საღამოს 8 საათზე ვიქნები აეროპორტში და თუ შეძლებ დამხვდი, _რათქმაუნდა დაგხვდება, ვუპასუხე და გავუთიშე, _ჰმ, ამ დღეების განმავლობაში ძლივს რაღაცამ ხასიათი გამომიკეთა. ემოციებისგან გადამწვარს ისე მეძინება ვერც ვიგებ. _დილით მაღვიძარას ხმაზე ისე შეშინებული ვხტები ლამისაა საწოლიდან გადმოვვარდე, _საათს ვუყურებ, რვას თხუთმეტი აკლია, მაშინვე საბას ოთახში შევდივარ და ვაღვიძებ, _საბუნა ადექი საყვარელო სკოლაში და გაგვიანდება, _აუუუ ბელკა არა რააა, ბუზღუნებს ნახევრად მძინარე და გვერდს იცვლის, _არა საბ, როგორ შეიძლება სკოლის გაცდენა, ეს გასწავლა მამიკომ? იქ მაღლა ხომ ძალიან ნაწყენი დარჩება, _მამას ხსენებაზე მაშინვე ბრუნდება და საწოლზე ჯდება, _ბელ, მამიკო და დედიკო რატომ წავიდნენ, მე რომ ვაბრაზებდი? რატომ აღარ მოვლენ აღარ ვუყვარვარ? _მის ბავშვურ გულუბრყვილო კითხვებზე გული მეკუმშება, ღმერთო რა ძნელია ეს ყველაფერი. _არა საბა, მაგას როგორ ამბობ, მამიკოს და დედიკოს ჩვენ ძალიან ვუყვარვართ, უბრალოდ ხომ იცი ასე ხდება ხოლმე, ღმერთის ხომ გწამს, ხოდა ღმერთმა ასე გადაწყვიტა, შენ მაგაზე არ იდარდო, დედიკო და მამიკო სულ ჩვენს გულებში იქნებიან, თანაც, მე ხომ შენთან ვარ და არასოდეს მიგატოვებ, _მოდი ჩამეხუტე ჩემო ხუჭუჭავ, ხელებს ვუშვერ და ისიც მთელი ძალით მეკვრება გულში, _ცრემლებს შეუმჩნევლად ვიწმენდ და საბუნას აბაზანისკენ ვუბიძგებ. _რამდენიმე წუთში უკვე სამზარეულოში მაგიდასთან ზის და ჩემს მიერ მომზადებულ ფაფას მიირთმევს, _მალე მორჩი საბა, არ დაგვაგვინადეს, აწი მანქანით აღარ ვივლით ამიტომ მარშუტკაზე რომ არ დაგვაგვიანდეს სწრაფად უნდა მორჩე, თან ველაპარაკები და თან ჩანთას ვულაგებ, _როგორც იქნა ასრულებს საუზმეს და სახლიდან გავდივართ, _გატუტუცებული, თავში ავარდნილი მამიკოს გოგო არასოდეს ვყოფილვარ თუმცა არასოდეს მიწევდა საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მითუმეტეს ბევრი მსმენია ამ მხრივ მათი “მოწესრიგებულობის” შესახებ, თუმცა ახლა წუწუნის დრო არაა და იმედია შეჩვევა არ გამიჭირდება, _როგორც იქნა გამოჩნდა ტრანსპორტი და ძლივძლივობით ავეკვეხეთ მე და საბუნა. სკოლა ახლოშივეა საბედნიეროდ და მალე ჩამოვდივართ, საბას ვკოცნი, ვემშვიდობები და ქუჩას ნელი ნაბიჯით მივუყვები, _ფუტკარივით თავს დახვეული ფიქრები ისევ დამტრიალებენ, ნეტავ რა უნდა ვქნა, სასწრაფოდ სამსახური მჭირდება. ინფორმატიკასა და კომპიუტერული ტექნოლოგიებს ვსწავლობდი ინგლისში, უნივერსიტეტში, სკოლაც ინგლისში დავამთავრე და საერთოდ ნახევარი ცხოვრება იქ გავატარე. _სამი წლის ვიყავი როდესაც მამამ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ინგლისში დააარსა სამშენებლო კომპანია ამიტომ იქ მოგვიწია გადასვლა. _როდესაც ყველაფერი აეწყო და უკვე კარგად მოიკიდა ფეხი უცხოურ ბაზარზე და ჩვენს ქვეყანაშიც სამშენებლო ბუმი დაიწყო გადაწყვიტა უკან ჩამოსულიყო საქართველოში. შვიდი წლის წინ დაბრუნდა, უცხოელ პარტნიორებს გამოეყო და აქ მოიძია ახალი ხალხი რომლებიც მისი კომპანიონიბას სიამოვნებით დასთანხმდნენ, _ვინაიდან მე იქ ვსწავლობდი ძიძასთან ერთად იქვე დავრჩი, რათქმაუნდა დედა ნახევარ დროს ჩემთან ატარებდა მაგრამ მამას დიდი ხნით ვერ ტოვებდა ამიტომ მუდმივად გზაზე იყო გამოკიდებული. ძალიან მინდოდა მშობლებთან ყოფნა მაგრამ მამამ ძალიან კარგად იცოდა განათლების ფასი, მითუმეტეს თუ ამ განათლება უცხოეთში იღებდი ამიტომ არ დაუჟინებია ჩემი აქ გადმოყვანა. _როდესაც სკოლა და უნივერსიტეტი დავამთავრე აქეთ ჩამოსვლა გადავწყვიტე, თან ჩემი ძამიკო საშინლად მენატრებოდა მუდმივად რომელიც ჩემს არ ყოფნაში დაიბადა და მას მხოლოდ დღესასწაულებზე და კომპიუტერით ვხედავდი, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, დიპლომის აღების შემდეგ დაუფიქრებლად ავებარგე და ჩამოვედი. _ზოგად ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მტკიცე ნერვებით და ზედმეტად მიზანდასახული ამიტომ ჩამოვედი თუ არა სამსახურზე საუბარი დავიწყე, მართალია ბევრი არაფერი ვიცოდი ქვეყანაში არსებული შრომის ბაზრის შესახებ მითუმეტეს ჩემი პროფესიით, საქართველოში რამდენად ჭირდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების უმაღლესი კლასის სპეციალისტი(ხო, ხო მართლა, თავს კი არ ვიქებ) წარმოდგენა არ მაქვს. _ჩემი პროფესია ძალიან სპეციფიურია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, მე პროფესიონალი “ჰაკერი” ვარ უხეშად რომ ვათქვათ. ამიტომ ალბათ ადვილი არ იქნება სამსახურის შოვნა, მართალია ინგლისში და კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში ერთი ორჯერ სერიოზულ საქმეს მოვკიდე ხელი რომელიც სახელმწიფომ დაუკვეთა და მეც ერთ ერთი ვიყავი საუკეთესოთა შორის რომლებიც ამ საქმისთვის შეკრიბს მაგრამ აქ რომ საქმე არ მექნება დარწმუნებული ვარ. _იმაზე თუ სად მეძებნა სამსახური ჩემი წუწუნის მოსმენის შემდეგ მამამ ახალი იდეა წამოაყენა, _სამსახურის ძებნას ახალ პროფესიას დაეუფლე, ჯერ ოცდაორი წლის ხარო, _მეც ჭკუაში დამიჯდა, _ბელს, შენი ნიჭის და სილამაზის წყალობით ბევრს მიაღწევო სულ ამას მიმეორებდა მამა, რაც მეტი ცოდნა გაქვს მეტი ადამიანი ხარო, მეც მეტი არაფერი მინდოდა სტიმულისთვის, მაქსიმალურად ვცდილობდი მისი ნდობა გამემართლბინა, მართალია შემეძლო ჩემი გარეგნობის წყალობით მსახიობი ან მოდელი გამოვსულიყავი მაგრამ რადგან მამა ჩემს გონბრივ შესაძლებლობებზე ამყარებდა იმედებს მეც ამ იმედს ვერ გავუცრუებდი. ჩემი გარეგნობის წყალობით ხშირად ვექცეოდი ყურადღების ცენფრში ლონდონშიც და სხვა ქვეყნებშიც, თავს არ ვიქებ, მე თუ მკითხავენ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, 175 სმ, 52 კილოგრამი, გრძელი ღია ჩალისფერი თმით და მწვანე თვალებით, როგორც მამა მეტყოდა ხოლმე დედის ალი კვალი, მაგრამ მოდელის ან მსახიობის პროფესიით საქართველოში წარმატებისთვის თითქმის არავის მიუღწევია ამიტომ ისეთი პროფესია ავირჩიე რომელიც მეტ გასაქანს მომცემდა სამსახურის თვალსაზრისით, ამიტომ წელს ეროვნულ გამოცდებზე გასვლას და ახლა საქართველოში სწავლა განათლების მიღებას ვაპირებდი, იურისტობა მინდოდა ძალიან, მაგრამ ვეჭვობ ჩემი ესოდენ დიდი გეგმები გაურკვეველი ვადით გადაიწევს შორეული მომავლისკენ... _ფიქრებში გართული ისე გავცდი მარჯანიშვილის ქუჩების კვეთას და გადავუხვიე ჩიხში ვერც კი შევნიშნე, თავი მხოლოდ მაშინ ავწიე როდესაც ჩემს წინ დიდი სისწრაფით მომავალმა შავმა ჯიპმა დაამუხრუჭა და საბურავების საშინელი სუნი დააყენა, _შიშისგან ლამის გული გამისკდა, იმხელა შევკივლე მემგონი გლდანში გაიგონეს ჩემი ხმა, _შე იდიოტო არ იცი რომ ასეთ ვიწრო ქუჩაზე ასე გიჟივით არ უნდა შემოვარდე? შევძახე გაანჩხლებულმა ჯერ კიდევ მანქანიდან გადმოუსვლელ მძღოლს, _ზოგადად უზრდელი და უტაქტო არ ვარ და ადამიანებთან ყოველთვის მოზომილად ვსაუბრობ ნებისმიერი სიტუაციაში, თავის კონტროლსაც ყოველთვის ვახერხებ ხოლმე მაგრამ მომხდარმა იმდენად დამშოკა და თანაც მანქანებისადმი ჩემი დამოკიდებულება იმდენად მძაფრია ახლა განსაკუთრებით რომ რაც ენაზე მომადგა ის ვუყვირე, _ასეთ ვიწრო ქუჩებში ამ თქვენი ტანკით ორასით რომ მიდიხართ საკუთარი თავი თუ არ გებრალებათ სხვებს მაინც ნუ გაიხდით წერად, ასე როგორ… _სიტყვა მანქანიდან გადმოსულმა არამიწიერი გარეგნობის კაცმა რასაც ქვია ჩამაწყვეტინა, პირდაპირი გაგებით ენა მუცელში ჩამივარდა როდესაც მის საოცრად სიმპათიური მაგრამ უმკაცრეს სახეს შევხედე, თუმცა გონს წამიერად მოვეგე და ხელახალი შემართებით ვეცი უცნობს, _მართვის მოწმობა ეტყობა ნაყიდი გაქვს შენ, ელემენტარულ წესებში ვერ ვერკვევი იდიოტო, შენ თავში ჭკუა გაქვს? ვუყვირე და პირდაპირ შავ მოელვარე თვალებში ჩავაშტერდი, _ჯერ ერთი შენ კი არა თქვენ გოგონა, _როგორც იქნა ხმა ამოიღო ვაჟბატონმა, _მეორეც, რას ყვირი, თავს რამდენის უფლებას აძლევ? _ვაიმე კიდევ მე ვაძლევ თავს ზედმეტის უფლებას შე ხეპრე? იმდენად გამომიყვანა მისმა უტიფრობამ წყობიდან მთელი ძალით შევყვირე ისევ, _ვის უწოდებ გოგო ხეპრეს, წინ არ უნდა უყურო რომ დადიხარ? _ისეთი გაავებული მწვდა მკლავში რომ ვიფიქრე ესაა და აქვე მიმაკლავსთქო, თანაც ისეთი განრისხებული თვალებით მიყურებდა გულში სამჯერ მაინც წარმოვიდგინე ჩემი გასვენების სცენა, თავისი ვენოკით და გადიდებული ფოტოთი. ))) _პირველ რიგში არავის აქვს უფლება ჩემთან ხმას ოდნავ მაინც აუწიოს, -ისევ დაიწყო პატივცემულმა და თითი ცხვირწინ ამიფრიალა, _მეორეც, მე როგორც მინდა, სადაც მინდა და როცა მინდა ისე გავივლი და მესამე, შენთვისვე იქნება უკეთესი შენი წიკვინა ხმა და ანჩხლი სახე თუ აღარსად გადაეყრება თორემ მერე ასეთი კეთილი აღარ ვიქნები, _ოხ როგორ შემაშინე, უტიფარო, კეთილი თორემ შენც ფრთები არ აგიშრიალდეს აქვე, თანაც კიდევ ჩემთან რომ გაქვს დიდი გული, ვირო. _გოგოოო! ენა ჩაიგდე და აქ აღარ დაგინახო ორ წამში, რამდენს ბედავ _იმხელა მიღრიალა და ისეთი ძალით მომიჭირა ხელები უნებურად კინაღამ კუნწულა ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან, _სანამ კიდევ ხმას ამოვიღებდი უკნიდან ორი დაბურულ მინებიანი ჯიპი მოგვადგა და იქიდან ბოლო მოდაზე ჩაცმული ასეთივე მკაცრი გამომეტყველების სამი მამაკაცი გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯით მოგვიახლოვდნენ, _დუდუ ყველაფერი წესრიგშია? მიმართა ერთ ერთმა მამაკაცმა ჩემი დღის გმირს და მერე მე მომაბყრო მზერა, _ყველაფერი კარგადაა, თუ ამ გაურკვეველი წარმოშობის არსებას არ ჩავთვლით, წავიდეთ მეჩქარება, _მერე ისევ მე მომიბრუნდა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო, ხელში ჩამიჩურთა და მომაძახა, _დღეს კლიენტები აღარ ეძებო და რამე შეჭამე რას გავხარ, _მისი ნათქვამი გვიან გავიაზრე და როგორც იტყვიან ლამის ყურებიდან ბოლი გამოუშვი, _რაო? კლიენტებიო? მოიცა მე ანაბელა არაბული ვიღაც უზრდელ ხეპრეს “მეძავი” ვეგონე? რა საინტერესოა რითი მიმამსგავსა, ტანზე დავიხედე და მოკლე შავი სარაფანი, შავი ჟაკეტი და შავი ბალეტკები მეცვა ასევე შავი ფერის “დაკლეტკილ” კოლგოტზე. _ღმერთო ჩემო, აზრზე ხართ? დაიჭირეთ სიტუაციის კომიზმი? ასეთი გამწარებული რომ არ ვიყო გემრიელად გადავიხარხარებდი, მიწოდეს. რა გულის ამრევია გაგიჟდები რაა. სიმწრის და სიბრაზის ბურთი გაჭირვებით გადავყლაპე რომელიც სადღაც ხორხში გამეჩხირა და ასე გულგასიებული დავუყევი ტროტუარს. _ამასობაში საბას სკოლიდან გამოყვანის დროც მოვიდა და განვლილი მარშრუტი ისევ უკან გავიარე, ბავშვი სახლში მივიყვანე, ვასადილე და სამეცადინოდ დავსვი, _საბუნა მოდი ეს მაგალითები ამოხსენი და მერე ინგლისურსა და ფრანგულში ვამეცადინებ კარგი? _კარგი ბელ, საყვარლად დამანჭა ცხვირი და წუწუნის გარეშე დაჯდა მაგიდასთან. _მაოცებს ამ ბავშვის შინაგანი სიძლიერე, ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა მშობლები რაც აღარ არიან და ეს ისე გმირულად უმკლავდება მიკვირს, გულის სიღრმეში სტკივა, ღამ ღამობით მესმის მისი სლუკუნი მაგრამ როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება არ იმჩნევს, ჩემი საბუნა, ჩემი იმედი, _გპირდები საბ, ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ არაფერი მოაკლდეს, შეუძლებელს შევძლებ შენი მომავლისთვის, ვიმეორებ გულში და თან ჩუმად ვიწმენდ ცრემლებს რომ არ შემამჩნიოს. _კიდევ კარგი მაღვიძარა მქონდა დაყენებული რომელიც გამაყრუებელი ყვირილით მამცნობს ექვს საათს, დროა გავემზადო და აეროპორტში წავიდე, ჩემი ანუ უნდა ჩამოვიდეს. _აეროპორტში მისულს ერთი საათი ლოდინი მომიწია რადგან თვითმფრინავმა დააგვიანა და რვა საათის ნაცვლად ცხრაზე დაეშვა. როგორც კი ჩემი ანუ გამოჩნდა ისეთი შევახტი ზედ მთელმა აეროპორტის ჩვენ შემოგვხედა, _როგორ მომენატრეეე,_გადამეხვია ტირილით. _მეც ანნ. ძალიან. რამდენი მაქვს საჭორაო შენ ხო არ იცი, წამო მალე სახლში წავიდეთ, ვუთხარი და ისევ მოვეხვიე, _ანის ჩემოდნები ავიღეთ თუ არა ტაქსი გავაჩეროთ და სახლისკენ წავედით. _როგორ მეწყინა შენების ამბავი ბელს, ჩემი ლამაზო, ნუ გეშინია მე შენთან ვარ და ყველაფერში დაგეხმარები, _მითხრა ანამ როდესაც სრუტუნით და ცრემლებს ღვრით ბოლო დროინდელი ამბები მოვუყევი, _სამსახური უნდა ვეძებო, ვთქვი მტკიცედ და სავარძელში შევსწორდი, _ბელ, შენი პროფესიით რამეს იშოვი? -დაეჭვებულმა გადმომხედა ანამ, _არ ჯობს ქვეყანა დატოვო? პერსპექტივა სხვაგან უფრო მეტი გაქვს, მაგალითად ისევ ინგლისში. _ რავიცი ანა, მაგაზე მეც ვიფიქრე მაგრამ საბუნაზეც ვფიქრობ, ბავშვი ჯერ ისევ სტრესშია, ახლა ქვეყანა და გარემო ასევე სკოლა რომ შევუცვალო მის ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედებს და არ მინდა, ვეცდები აქ მოვნახო რამე, _კაი არ იდარდო მოვაგვარებთ. ამ თვის ბოლოს დემე ჩამოდის და ხომ იცი მას ბევრი ნაცნობი ყავს, დაგეხმარება, _დემეს ხსენებაზე ყურებამდე გაწითლდა ჩემი გოგო, ჰმ, შეყვარებულია ჩემი ანა ბანა, _აბა რაო დემემ არაო? გავაშაყირე და გამომცდელად შევხედე, _აუ ბელკა რანაირი გოგო ხარ, ისე ვართ რა, რომ იტყვიან არც ღვინო და არც წყალი, ვუვლით შორიდან ერთმანეთს, არადა გრძნობების გაკონტროლება მართლა მიჭირს, _მერე შენც ნუ აკონტორლებ, უთხარი რასაც გრძნობ, რატომ იტანჯავ თავს არ მესმის, დავმოძღვრე ჩემებურად, _აუ რავიცი რაა, არც ისეთი ადვილია, აი ერთ დღესაც შეგიყვარდება და მიხვდები, წამო ახლა დამაძინე თორემ გავითიშები აქვე. _ანა ჩემს გვერდით ოთახში დავაბინავე და საბას შევეკითხე რომელსაც გადახდილს ჩასძინებოდა, საბანი გავუსწორე, ვაკოცე და ფეხაკრეფით გამოვიპარე… _დილით ისევ საზიზღარი მაღვიძარას ხმამ წამომახტუნა და ნახევრად მძინარე შევედი აბაზანაში, საბას გაღვიძებას და დილის პროცედურებს მალე მოვრჩით და სახლიდან გამოვედით, დაახლოებით ასი მეტრი გვქონდა გავლილი რომ შევამჩნიე როგორ მოგვყვებოდა უკან შავი პრადო, თავიდან ვიფიქრე მომეჩვენათქო მაგრამ ზოგადად ძალიან მახვილი თვალი მაქვს და აშკარად არაფერი მომჩვენებია, საინტერესოა ვინ არიან, გული გადამიტრიალდა შეშინებული და საბას მთელი ძალით მოვუჭირე ხელი მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს, სკოლაში მივიყვანე და სახლში ფართხა ფურთხით გამოვვარდი. _სახლში მოსულს ანა უკვე ამდგარი დამხვდა, _ბელ რა სახე გაქვს მოგდევდნენ? მკითხა და ყავა დაისხა, _არვიცი ანა, მომეჩვენა რომ ვიღაც გვითვალთვალებდა, პარანოია ნამდვილად არ დამწყები, აშკარად ვიღაც მოგვყვებოდა მანქანით, ცოტა არ იყოს მეშინია, წარმოდგენა არ მაქვს ვინ და რა მიზნით შეიძლება მითვალთვალებდეს, ყველამ გაიგო რომ მამაჩემის ქონება აღარ არსებობს, შესაბამისად ფულის გამო არავინ დამიწყებს დევნას, არც მონიკა ბელუჩი ვარ გარეგნობით, რომ პაპარაცი ან უცნობი თაყვანისმცემელი მითვალთვალებდეს, _კარგი რაა ანაბელა, უბრალოდ განერვიულებული ხარ და ზედმეტად მძაფრად აღიქვამ ყველაფერს, არავინაც არ გვითვალთვალებდა, მოეშვი მაგაზე ფიქრს, მანუგეშა ანამ და ყავის სმა განაგრძო. _შეგრძნება რომ ვიღაც მითვალთვალებდა მთელი თვე ვერ მოვიშორე, შორიახლოს მოტრიალე შავ პრადოს ნომრებიც ვერ შევნიშნე რომ გადამემოწმებინა, ახლოს მისვლა კი ვერ გავბედე, ამიტომ ვეცადე კიდევ მეცდია ცოტა ხანს და მერე პირდაპირ მანქანასთან მივსულიყავი თუმცა არ დასცალდა, _აი უბედურ ვარსკვლავზე რომ დაიბადბი ადამიანი და ერთხელ თუ ჩაგითრია დინებამ იქიდან ამოღწევა გაგიჭირდება ან საერთოდ ვერ შეძლებ, ზუსტად ასე დამემართა… _ვეცადე ჩემი აწეწილი და აფორიაქებული ფიქრებისთვის ყურადღება არ მიმექცია და საბა როგორც კი დასაძინებლად გავუშვი კაბინეტში შევედი წასაკითხად, არც ანა იყო სახლში, თავის ბიძაშვილთან წავიდა ამიტომ გადავწყვიტე თავი კითხვით გამერთო მაგრამ ვინ დაგაცადა, კარებზე ზარმა მაიძულა წიგნი გადამედო და შემოსასვლელისკენ წავედი, კარს როგორც კი ვწვდი სახლში რამოდენიმე შავებში ჩაცმული ტიპი შემოვარდა, პირზე ხელი ამაფარეს მერე ამიკრეს და გარეთ მდგარ მანქანაში ჩამტენეს, რასაკვირველია თავზე ტომარას ჩამოცმაც არ დავიწყებიათ, _შოკში ჩავვარდი, მაგრამ პანიკას აზრი არ ქონდა ამიტომ ბედს დავნებდი და დაველოდე სად წამიყვანდნენ, _დაახლოებით ნახევარი საათი ვიმგზავრეთ მერე კი მანქანა გაჩერდა და სადღაც გადამიყვანეს, კარების ხმამ კი მიმახვედრა რომ სადღაც ეზოში შევედით, რამოდენიმე წუთში ტომარა მომხსნეს და რომ მიმოვიხედე სახლის მისაღებ ოთახში ვიყავი, _კაბინეტში გამომყევით თუ შეიძლება, მითხრა ერთ ერთმა შავოსნამა და პირიდან წებოვანი ლენტი მომაშორა, _ოხ აქამდე რომ მომიყვანე ხომ სულ რევერანსები მიკეთე და ახლა რა “თუ შეიძლება”თი მელაპარაკები, _შევუღრინე და ხელით მითითებულ ადგილას გავყევი, _კაბინეტში შევედი თუ არა ლამის სული შემეხუთა ისეთი კვამლი იდგა, დიდ საწერ მაგიდასთან მდგარი სკამი კი უკან იყო შეტრიალებული და აშკარა ვიღაც იჯდა ზედ, _ჰმ, მაგარია რაა, თავი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმში მგონია, უცებ საიდანღაც რემბო რომ გამოხტება და მოქანავე სკამს დანა გაუქანებს, (ვაი შენს პატრონ ანაბელა, რეებზე ფიქრობ, ქალი ლამისაა მოგკლან) _უკაცრავად აქ რისთვის ვარ,? ჩავილაპარაკე და დაველოდე როდის ინებებდა უცნობი მობრუნებას, თან ისე მიკანკალებდა შინაგანად ყველაფერი გულის წასვლას არაფერი მაკლდა. _ქალბატონო ანაბელა, სასიამოვნოა თქვენი ხილვა ჩემს მოკრძალებულ სახლში, _გაისმა ოთახში საზიზღრად ხრინწიანი და ბოხი ხმა, შიშისგან და ზიზღისგან მთელ სხეულზე ეკალმა დამაყარა და უფრო კარგად დავაკვირდი სავარძელს რომელიც იმ წამს მობრუნდა ჩემსკენ და დაზაფრული კინაღამ ფანჯარას შევახტი, _ჩემს წინ იჯდა არც მეტი არც ნაკლები შეიარაღებული ძალების ყოფილი აწ უკვე გადამდგარი გენერალი და მამაჩემის ნათლია ივანე აბრამიშვილი, გაოცებისგან პირი, თვალები და გული მემგონი ერთდროულად დამეღო, -თქვენ… მე.. აქ… სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და გაურკვეველი ბგერები ამოვუშვი, _ალბათ იმის კითხვა გინდა აქ რას აკეთებ ხომ? _წამოიწყო ხრინწიანმა ხმამ, მეც ინსტიქტურად დავუქნიე თავი, _მოკლედ ყოველგვარი მიკიბვ მოკიბვის გარეშე გეტყვი ჩემო გოგო, ალბათ ფიქრობ რომ შენი მშობლების სიკვდილში ჩემი ხელი ურევია, მაგრამ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ ბედის ირონიით განგებამ თავადაც სიურპრიზი მომიწყო და ლევანის სიკვდილი თავის თავზე აიღო, ხო ახლა რაც შეეხება შენს აქ ყოფნას, მე ყველაფერი ვიცი შენი პროფესიის შესახებ, ისიც ვიცი რომ მსოფლიოს “ჰაკერებში” ერთ ერთი საუკეთესო ხარ, ვიცი ამას საგულდაგულოდ მალავ მაგრამ მე თუ დამჭირდა ყველაფერს გავიგებ… _მისი ნათქვამიდან ჩემს გონებმადე ფრაგმენტებად აღწევდა სიტყვები და გაოგნებული ვუსმენდი კაცს რომელიც ზუსტად ვიცი სრულიად აბსურდულ რამეს მეტყვის… _ესიეგი რისი თქმა მინდა, -განაგრძო ისევ, _თუ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გეტყვი თავს დაგანებებ და შენს ძამიკოსაც არაფერი დაემართება, ალბათ მის ბედზე ძალიან ნერვიულობ, ამიტომ წინასწარ გაფრთხილებთ, ყოველგვარი ფოკუსების გარეშე, ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობს რომ უნდა შეაღწიო სარეზერვო ბანკის სერვერზე და მთელი თანხა შვეიცარიაში გადარიცხოთ ჩემს სახელზე. _სიტყვა დამთავრებული არ ქონდა იმხელა ხარხარი ამიტყდა ლამის გავიგუდე, _მოიცა რაა? რა შვეიცარიაში, რა თანხა თქვენ ნორმალური ხართ? მემგონი ზედმეტად ბევრ ფილმს უყურებთ ბატონო ივანე, ისევ არ ვწყვეტდი ნერვიულ სიცილს თან გულში საკუთარ თავს ვწყევლიდი ამ პროფესიის არჩევისთვის. _ქალბატონო ანაბელ მემგონი კარგად ვერ გაიგეთ რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩდებით თუ არ დამთანხმდბით, თანაც როგორ ატყობთ ვხუმრობ? დამიყვირა და ხმა გამაკმენდინა. დამიჯერეთ ქალბატონო მე ასეთ საკითხებზე არასოდეს ვხუმრობ, რაც შეეხება ვადებს, ეს ყველაფერი ექვს თვეში უნდა მოხდეს მანამდე დრო გექნებათ გეგმის დასახვისთვის და დეტალებში გარკვევისთვის, საჭირო ტექნიკით მე უზრუნველვყოფთ, დანარჩენი თქვენზეა და იცოდეთ, კარგად დაფიქრდით სანამ რამე სისულელეს გააკეთებთ, თქვენი ძმის სიცოცხლე თქვენს ხელშია და კიდევ გაფრთხილებ, სისულელეების გარეშე, ამ საქმეში ძალიან ბევრი ხალხია ჩარეული რომლებიც ერთ არასწორ ნაბიჯზეც კი “წესს აგიგებენ” ასე რომ ფრთხილად გოგონი...… ჩემი ბიჭები საჭირო აღჭურვილობა ხვალ მოიტანენ ღამით და თქვენს აგარაკზე განათავსებენ საგურამოში, ის სახლი მე გამოვისყიდე ასე რომ თავისუფლად შეგეძლებათ იქ იმუშაოთ. ხო კიდევ, თქვენს ძმას ავუყვანთ ძიძას რომელიც მასზე იზრუნებს, ეს ადამიანი ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია ასე რომ მოტივაციაც მეტი გექნებათ ჩემი საქმის შესასრულებლად და თქვენი ძამიკოს გადასარჩენად, გასაგებად ავხსენი ყველაფერი? _გაოცებისგან და სრულიად აბსურდული ამბის მოსმენისგან იმდენად ვიყავი შოკირებული მომხდარის გადახარშვა მიჭირდა. _გასაგებია რაც ვთქვი? ისევ შემომყვირა ბატონმა ივანემ, _გასაგებია, მე ამ ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება, უნდა გადავხარშო მომხდარი, თუ შეიძლება სახლში წამიყვანეთ ჩმს ძმასთან ახლავე. _კარგით წაგიყვანენ მაგრამ უარს არ მივიღებ, საქმეს ზეგიდან იწყებ, ასე რომ ჭკუით… _სახლში როგორც კი შევდგი ფეხი ზემოთ ავვარდი და აბაზანაში შევიკეტე. იატაკზე შევვარდი და მთელი ხმით ღრიალი ამოვუშვი, _რატომ ღმერთო რატოოოომ, რატომ უნდა დამმართნოდა ასეთი რამ მაინცდამაინც მე, სრულიად წარმოუდგენელია რეალურად ხდებოდეს ეს. შეუძლებელია ადამიანებს ამხელა ამბიციები ქონდეთ, რა გავაკეთო, საბას რომ რამე დაუშავონ რაღად მინდა სიცოცხლე, მაგრმა რომ დავთანხმდე და დამიჭირონ საბა უპატრონოდ დარჩება, შენ გადმომხედე ღმერთო… _რამოდენიმე საათი გაუნძრევლად ვიწექი აბაზანის იატაკზე, მერე ძლივს ავითრიე წელი, წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი, კიდევ კარგი ხვალ შაბათია და საბა არ სწავლობს, ასე რომ გამოძიებას და საღ გონებაზე დაფიქრებას შევძლებ. _დილას ადრიანად გამაღვიძა ანას სიცილმა, მე კიდევ როგორ მეგონა გამოვიძინებდი და მერე დასვენებული ტვინით ჩამოვაყალიბებდი გეგმას რა უნდა მექნა, _გაიღვიძე რაა ბელს, ვიცი ამის დრო არაა მაგრამ სავაჭრო ცენტრში წავიდეთ ცოტა გულს გადააყოლებ, დამაცხრა ანა და ლოგინიდან წამომაგდო. _მართალია ამის დრო არაა, არც სავაჭრო ცენტრის თავი მაქვს, ვუპასუხე და ოთახიდან გავედი, _ანაბელა რამე მოხდა და მე არ ვიცი? მომიახლოვდა და უკნიდან ჩამეხუტა, _არაფერი ანა, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე, მართლა. _ანაბელა არაბულო მთელი შეგნებული ცხოვრებაა გიცნობ და ათასჯერ გადახარშულიც კი ვიცი როგორი ხარ, ასე რომ მოატყუე საბა, მე ვერაფერს გამომაპარებ, ასე რომ დროზე ამოღერღე რა ხდება. _ანა არაფერი თქო შემეშვი, არაა შენი საქმე, საფრთხეს ვერ შეგიქმნი, ვუყვირე და სახეზე ხელი ავიფარე, _ანაბელა რა საფრთხეზე ლაპარაკობ არ გამაგიჟო იცოდე, ახლა გული გამისკდება თუ ხმას არ ამოიღებს, შენი აზრით გავჩუმდებიბდა გიყურებ რაღაც როგორ გღრღნის? _ანა, საბას სიცოცხლით მემუქრებიან თუ ერთ შეშლილ კაცს ჰაკერული თავდასხმაში არ დავეხმარები, არვიცი რა გავაკეთო, ხომ გახსოვს რამდენიმე დღეა შევნიშნე ვიღაც მითვალთვალებსთქო, ხოდა წუხელ სადღაც წამიყვანეს სახლიდან, იქ მამაჩემის ნათლია დამხვდა მოკლედ დეტალების მოყოლას აღარ დავიწყებ, ეს კაცი მაშანტაჟებს რომ თუ სარეზერვო ბანკის ანგარიშებს არ გავტეხ საბას…. _სიტყვას ვეღარ ვასრულებ ტირილი მიტყდება, _ღმერთო ბელს, -გაოგნებული შემომყურებს ანა, კი მაგრამ ასეთი რამეები რეალურადაც ხდება? ანუ შენი მშობლებიც…. _არვიცი ანა, მეც ეგ ვიფიქრე მაგრამ უარყო, შესაძლოა აპირებდა კიდეც მაგრამ განგებამ სიურპრიზი მომიწყო და მე აღარ მომიწია ამის გაკეთება, თავში ყველაფერი ამერია, ვეღარ ვაზროვნებ, რა გავაკეთო, რომ დავთანხმდე ჩემი ნებით მივდივარ ან სიკვდილზე ან ციხეში სამუდამოდ, რომ არ დავთანხმდე წარმოდგენაც არ მინდა რომ შეიძლება საბას რამე დაუშავონ, ჩემს თავს არ ვჩივი მაგრამ მე რომ რამე დამემართოს საბა უპატრონოდ დარჩება, _ანაბელა მაგაზე ნუ ფიქრობ, მთავარია გამოსავალი ვიპოვოთ, ყველაფერი მოგვარდება… _ორ დღეში ივანეს ხალხი დამიკავშირდა და საგურამოში აგარაკზე წამიყვანეს სადაც უკვე მოეწყოთ ოთახი კომპიუტერებით და სატელიტებით, ყველაფერი შევამოწმე, ქსელში ჩავრთე და დავაბარე რომ ერთი თვე გეგმისთვის მჭირდებოდა, მერე დავიწყე ფიქრი იმაზე როგორ შემეღწია სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებში სადაც კოდებს მოვიპოვებდი სარეზერვო ბანკის დაცვასა და ანგარიშების შესახებ, _მთელი თვე ფარულად, ისე რომ კვალი არ დამიტოვებია ყველა ინფორმაცია გადავქექე სარეზერვო ბანკის უსაფრთხოებაზე, აღმოვაჩინე რომ ანგარიშების ნომრები ყოველ თვე ავტომატურად იცვლება რომელსაც უზრუნველყოფს ბოტი, რომელიც ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ასრულებს ყველა ოპერაციას და კოდს აგზავნის შტაბში სადაც ამ კოდს აინსტალირებენ და სპეციალური უსაფრთხოების დაცვით უშვებენ ქსელში… _ანაბელ ყველაფერი კარგად იქნება ვამხნევებ ჩემს თავს, პრინციპში სხვანაირად არც შეიძლება, საბასთვის ყველაფერს გავაკეთებ, ერთი ისაა რომ ზუსტად ვიცი არ უნდა ჩავვარდე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ რომ ციხეს თავი ავარიდო, _ჰმ, გადირევი რაა, ოცდაორი წლის ასაკში რეებზე ფიქრი მიწევს, -მე ანაბელა არაბული, რომელიც ისე გამზარდეს ცხოვრებაში არაფერი მოიპარავს, კანონი არადროს დამირღვევია და წესიერების ეტალონად ვთვლიდი თავს(ცოტას ვაჭარბებ) უნდა მოვიპაროთ ფული რომელიც ხელში უნდა ჩავუგდო დამნაშავეს რომელსაც ეს ფული არც კი დაუმსახურებია. რა საშინელებაა. _რამოდენიმე დღეა თავში ერთი აზრი მიტრიალებს, მჭირდება ადამიანი ან ადამიანები ვინც თავდაცვას მასწავლის ივანეს ხალხს ვერ ვენდობი, სასაცილოა ხოო ვიცი, თავი მართლა ჰოლივუდურ მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მგონია მაგრამ აშკარაა გაქცევა რომ მომიწიოს თავის დაცვა ხომ უნდა შემეძლოს ან ისეთი ადამიანი მყავდეს გვერდით ვინც ჩემს დაცვას შეძლებს,,,, ასე თუ ისე გეგმის მონახაზი მაქვს, რაღაც ინფორმაციებიც მოვიპოვე და დანარჩენს ნელ ნელა მოვაგვარებ, რაც მთავარია არ უნდა ავღელდე,... _საბას ძიძა რომელიც ივანემ გამოგზავნა საკმაოდ კარგი ქალი ჩანს, ყოველ შემთხვევაში დამნაშავის არაფერი სცხია ერთი შეხედვით, ბავშვს კარგად უვლის და მეც საშუალება მეძლევა ვიმუშაო. _თვის ბოლოსთვის დემეტრე ჩამოდის (დემეტრე ჩემი და ანას საერთო მეგობარია რომელიც ძმასავით მიყვარს, ანა კი მასზე ყურებამდეა შეყვარებული) და აჟიტირებული ანას სულ ავიწყდება ჩემი პრობლემები, _აუ ბელს, შეიძლება დღეს დემე აქ დავპატიჟო? ვიცი რომ არ გაქვს ახლა გართობის თავი მაგრამ ეცადე რაა, თან ხო იცი ყველაფერი კარგად იქნება. _ანა რას მეკითხები, დაპატიჟე რათქმაუნდა ვპასუხობ და ლოყაზე ვკოცნი. _მადლობა ბელ, საღამოსთვის მოვემზადები, მაკოცა და საძინებელში გაიქცა. საღამოს დემეტრე გვესტუმრა, ისე მომნატრებია ნახევარი საათი ხელს არ ვუშვებდი, _კაი ახლა ვეჭვიანობ, მიჩქმიტა ანამ და ძლივს გამაწიწკნა დემეს, _უიმეე რა ბოღმა გოგო ხარ, სულ არ მჭირდება შენი ბიჭი და საერთოდ დემე ჯერ ჩემი მეგობარი იყო ხომ არ გავიწყდება, მეც ვუჩურჩულე და ჩამოვჯექი, _ბელკა ამ გიჟს ყურადღება არ მიაქციო, მომიყევი როგორ ხარ, შენების ამბავი ძალიან მეწყინა, ხომ იცი როგორ მიყვარდა ლევანი ბიძია, მე ჩემი ბიზნესიანად აქეთ გამოვვარდი და იცოდე რომ თუ რამეა აქ ვარ, სხვათაშორის ანა მეუბნებოდა რაღაცას შენს ჰაკერული გეგმებზე და სიმართლე გითხრა მისი ნათქვამიდან მხოლოდ სარეზერვო ბანკი გავიგე, შეგიძლია მითხრა რა ხდება? _მის სიტყვებზე ლამის ადგილზე შევხტი, ოხ ანა, მოგკლავ ჩემი ხელით, ისეთი თვალებით გადავხედე ცოტაც და გავბურღავდი, _ანა რა გჭირს ამხელა გოგოს, ენა პირში არ გაჩერდება. შენი აზრით სახუმაროდ და საჭორაო მაქვს საქმე? როგორ არ გესმის რამდენად სერიოზულადაა ყველაფერი და სულაც არ მინდა ჩემს პრობლემებში გაგხვიოთ, საქმე საშიშ დამნაშავეებს ეხებათ, მივახალე გაბრაზებულმა და ოთახში გაამწარებულმა დავიწყე სიარული. _ანაბელ დაწყნარდი კარგი? დაიწყო ისევ დემეტრემ, მე უცხო არ ვარ და დამიჯერე თუ საჭირო გახდა სიცოცხლის ფასად დაგიდგები გვერდით, ეს დედა მოტ….ლი მე ვიღაც ვარ? არ გრცხვენია? ახლა დაჯექი და დაწვრილებით მომიყევი რა ხდება, _სხვა რა გზა მქონდა, დავჯექი და ყველაფერი სიტყვა სიტყვით ვუამბე, _მდაა… არაა კარგი ამბავი, ჩაილაპარაკა როდესაც მოყოლას მოვრჩი, _რაც შეეხება იმას რომ დაცვა გჭირდება, მაგას მე მოვაგვარებ, არ მკითხო ვინ, საიდან უბრალოდ მენდე, ისეთ ადამიანებს მოგიყვან რაშიც დაგჭირდება ყველაფერში რომ დაგეხმარებიან და საკუთარ სიცოცხლეს გაწირავენ შენს გამო, _მოიცა დემე, არ მინდა ამდენი ხალხის ჩარევა, ეს ამბავი თქვენც არ უნდა გცოდნიდათ მაგრამ ხომ ხედავ უკვე მგონი პრესაშიც დაიბეჭდება ჩემი ჭორიკანა დაქალის წყალობით, ვუთხარი და ისევ ანას გადავხედე გაბრაზებულმა, _აუ ანაბელ გეყოს რა, _წამოიყვირა აქამდე ჩუმად მჯდარმა ანამ, დახმარება გჭირდება და ჩვენც გეხმარებით, ენდე დემეს, იცის რასაც ამბობს, _კარგი ჯანდაბას აბა ამოღერღე ვინ არიან და საიდან მოდიან ან რა იცი რომ დამეხმარებიან, _ჩემი ძმის ძმაკაცები არიან, _მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა და თვალებში სევდა ჩაუდგა დემეტრეს, _ერთი სიტყვით, ბექა გასაიდუმლოებულ სპეც დანიშნულების რაზმში იყო, ბატალიონი რომელშიც არამხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში ერთადერთი იყო და განსაკუთრებულ დავალებებზე იგზავნებოდნენ მხოლოდ, ხოდა ამ ბატალიონში ბექას გარდა კიდევ ორი ქართველი ირიცხებოდა, დუდუ დადვანი და ალექსანდრე კობახიძე, ბექას გარდაცვალების შემდეგ ისინი ჩემთვის ღვიძლი ძმებივით არიან, თანაც რაც ყველაზე მთავარია საუკეთესო მომზადება აქვთ გავლილი ამიტომ ამ სიტუაციისთვის ზუსტად შესაფერისი არიან, _არვიცი დემე, ჩემი გულისთვის საფრთხეში როგორ ჩავაგდო ორი სრულიად უცხო ადამიანი, ძალიან მეშინია, _დამიჯერე ბელ, ეს მათთვის კომპიუტერული თამაშივით იქნება, მათ ისეთ ოპერაციებზე აქვთ ნაბრძლი სასაცილოდ არ ეყოფათ ვიღაც ივანეს წამოწყებული თამაში, თანაც ვერაფრით გავრისკავ შენი სიცოცხლით, _მადლობა დემე, ბავშვებო როგორ მიყვარხართ, უთქვენოდ რა მეშველებოდა, _კარგი ახლა არ გვინდა რა ცრემლები, დრო არ ითმენს, მე დავრეკავ, თქვენ გაემზადეთ და ბიჭებთან წაგიყვანთ, _ერთ საათში უკვე გამზადებული ვისხედით დემეს მანქანაში და წყნეთში მივდიოდით მის აგარაკზე ვითომ “გასართობად” ეჭვი რომ არავის აეღო და უკან არ დაგვდევნებოდნენ, _ანაბელა, ბიჭებს უკვე ავუხსენი სიტუაცია, დანარჩენს თავად ილაპარაკებთ, მოკლედ არაფერზე იდარდო, მითხრა დემემ და მანქანა ეზოში შეიყვანა. სახლში შესაულებმა ბუხარი ავანთეთ, ცოტა სასუსნავი გავამზადეთ და ამ დროს ეზოში მანქანის ფარებიც შევნიშნეთ, _მოვიდნენ, ჩაილაპარაკა დემემ და მათ შესახვედრად გავიდა, მე კი დივნის სახელურზე ჩამოვჯექი და ჩაის წრუპვა დავიწყე, _გაიცანით ბიჭებო ესაა აწ უკვე თქვენი დაცვის ობიექტი, გაისმა დემეს ხმა შემოსასვლელში და მისაღებში ორ ახმახს შემოუძღვა, _გამარჯობა, ის ის იყო უნდა ხელის ჩამოსართმევად წავსულიყავი რომ ღიმილი სახეზე შემეყინა ლამის მდუღარე ჩაი ზედ გადავისხი, _ფუ შენი, ეს ის იდოტი არაა რამდენიმე თვის წინ კინაღამ რომ გადამიარა? თანაც მიწოდა, ისიც არანაკლებ გაკვირვებული ჩანს, თანაც ისეთი ირონიული სახით მიყურებს მინდა თვალები ამოვთხარო, _ესეიგი ანაბელა, _წამოიწყო და ჩემსკენ წამოვიდა, _დუდუ დადვანი, მითხრა და ხელი გამომიწოდა, _ანაბელა არაბული, ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი და ხელი შევაგებე, ჰმ ,ისეთი თვალებით მიყურებს მინდა დავაბრმავო, _მე ალექსანდრე კობახიძე ვარ,ისე, გიყურებ და მიკვირს შენნაირი “ბარბი”, ჰაკერი როგორ შეიძლება იყოს, მითხრა და ისე გაიკრიჭა კინაღამ გადავიხარხარე, _ალექს, შეუბღვირა დადვანმა და იდაყვი წაკრა ძმაკაცს. _ქალბატონო ანაბელა, დაბრძანდით და დეტალურად აგვიხსენით რას აპირებთ და ზოგადად რაზეა ლაპარაკი._ მომმართა დუდუმ და დივანზ ჩამოჯდა, _რაც შემეძლო დეტალურად აღვუწერე მომხდარი, ისიც დავამატე რომ ძალიან მეშინოდა. _არ მიკვირს ასეთ სისულელეში რომ გაყავი თავი _ჩაილაპარაკა და ინტერესით შემათვალიერა, მოკლედ მაგ საქმეს შეეშვები, ყველაფერს გამოძიებას მიანდობ, პრინციპში ყველა მტკიცებულება გაქვს საიმისოდ რომ საქმე აღიძრას შენი და შენი ძმის დაცვას მე და ალექსი უზრუნველვყოფთ, _მითხრა და ხელები ერთმანეთში ჩახლართა. _მოიცა რაზე ლაპარაკობთ, მე ვერ გავრისკავ ჩემი ძმის სიცოცხლეს ორი “ბოევიკი”ს იმედად, თუ მაგარი ბიჭობანა გინდა სხვა ვინმე მოძებნე, რა პოლიციაზე მელაპარაკები, არ არსებობს, გამაფრთხილეს რომ ზედმეტი არაფერი მივქარო, თანაც გარკვევით აგიხსენით რომ ივანე აბრამიძის გარდა სხვა საეჭვო ხალხიცაა გარეული ამ ამბავშვი და არამგონია ჩვენი სამართალდამცავები მოერიონ მათ… _ეხლა კარგად მომისმინე გოგო, მიღრიალა და ფეხზე წამოხტა დუდუ, _ეს საქმე იმ წუთიდან მეხება მე რა წუთიდანაც დემემ დახმარება მთხოვა, ასე რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები, გინდა დაცვა დამარქვი და გინდ ზედამხედველი და გინდა ძიძა, ჩემთვის სულერთია. მე ხვალ დავუკავშირდებით ჩემს ნაცნობ გამომძიებელს, შენ მას ყველა ინფორმაცია მიაწვდის, მერე კი კავშირს გაწყვეტ ივანესთან, დანარჩენს მე მივხედავ, შენ და შენს ძმას ვერავინ შეგეხებათ სანამ მე თქვენთან ვიქნები, გასაგებია? _გასაგებია, ჩავილაპარაკე დასჯილი ბავშვივით და მეგობრებს გავხედე რომლებიც გაღიმებულები შემომცქეროდნენ, _ნეტა რა ჯანდაბა გაცინებთ, შევყვირე გამწარებულმა და ეზოში გავვარდი, _იდიოტი, ხეპრე, ველური, ვირი, ვბურტყუნებდი ჩემთვის და ვერც კი შევამჩნიე როგორ მომადგა უკნიდან ვიღაც, _ისე რა ბედის ირონიაა არა? რამოდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შენი სახის დანახვა ისევ მომიწევდა, მკითხა დუდუმ და ირონიული ღიმილით მომაჩერდა, _აბააა, რას წარმოვიდგენდი რომ ის ხეპრე რომელმაც მიწოდა ჩემს დაცვას გადაწყვეტდა, _მე შენი დაცვა არ გადამიწყვეტია, შემაწყვეტინა თითის აწევით, მე დემეტრესთვის ძვირფასი ადამიანის დაცვა გადავწყვიტე რომელიც შენ აღმოჩნდი ასე რომ პრინციპში არაფერი შეცვლილა, _აჰა, ანუ ისევ ბოზად მთვლი? რა თავხედობაა, ჩემს ნათქვამზე მხოლოდ ჩაეცინა, დამპალი, რა სიამოვნებით ამოგთხრიდი თვალებს, შევუღრინე და ზურგი ვაქციე, ვახ ძალიან ვემტერები მე ამის თვალებს, _სხვათაშორის არაფერში მჭირდება შენი დაცვა, მირჩევნია ციხეში ჩავჯდე, ჩემს საქმეს როგორმე თავს მივხედავ შემეშვით ყველა, _მომისმინე თოჯინა, მწვდა ხელში და თავისკენ შემოატრიალა, აი მე სულ არ მაინტერესებს შენ რა გინდა, კიდევ ვიმეორებ მე დემეტრეს დავპირდი და პირობას ყოველთვის ვასრულებ, ასე რომ დიდხანს მოგიწვეს ჩემი ატანა, _მაგასაც ვნახავთ, თუ შენ ჩემი დაცვა გევალება მაშინ ახლავე მომწყდი თავიდან, ხეპრე, მივაძახე და კისრისტეხით შევვარდი შიგნით, _ჰა აბა დაასისხლიანეთ ერთმანეთი თუ ჯერ ისევ მთელები ხართ, გვითხრა ალექსანდრემ და ლამის გადაბჟირდა, _ეხლა შენ დაგაგასისხლიანებ თუ არ მოკეტავ, შეუბღვირა ჩემს უკან მომავალმა უჟმურმა და სავარძელში ჩაენარცხა, მე კი უჩუმრად ისევ უკან გამოვიარე, გარეთ გავედი და ტაქსის ძებნა დავიწყე, არა რა საინტერესოა ამ შუაღამეს წყნეთში რა ტაქსი უნდა ვიპოვო, არადა სახლში თუ არ დავბრუნდი და არ ვიფიქრე გული დმარტყამს, ჩემს ბედად ტაქსიც გამოჩნდა რომელსაც ისე გადავუდექი წინ ნამდვილად გიჟი ვეგონები, _თუ შეიძლება თბილისში წამიყვანეთ რაც შეიძლება სწრაფად, ვუთხრაი და ხელში ორმოცდაათლარიანი ჩავუკუჭე,.... _ მანქანა სახლთან გავაჩერებინე და ის იყო კარები შევხსენი რომ ვიღაც მხრებში მწვდა და ოთახისკენ გამათრია, _დუდუ? შენ რა მოფრინავდი? რას გამომეკიდე, რა გინდა საერთოდ? ვუყვირე გამწარებულმა, _მოდი ცივილიზებულად აგიხსნი კარგი? საშინლად ვერ ვიტან ასეთ ბავშვურ გამოხტომებს, გაქცევებს და უკან გაკიდებებს, რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ ასე აღარასოდეს იცანცარო, მე შენს სიცოცხლეზე დემეტრესთან ვაგებ პასუხს, დემე ჩემთვის იმ ადამიანის ძმაა რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მერჩივნა და ძმაზე მეტი იყო, შესაბამისად დემესთანაც ასევე ვარ, რადგან მან მთხოვა, რომ შენი სიცოცხლე მისთვის ძვირფასია ქვეყანა რომ დაიქცეს ჩემგან თავს ვერ დაიხსნი სანამ უსაფრთხოდ არ იქნები, ხოდა ახლა ზრდასრული ქალივით მოიქეცი ქალბატონო ჰაკერო და ზედმეტ ხვანცალს შეეშვი შევთანხმდით? _ისეთი ხმით მეუბნებოდა შეპასუხების შემრცხვა, _მომიტევეთ თქვენო მრისხანებავ, აღარ ვიზამ, ამჟამად დამინდეთ და ნუ გამროზგავთ, ბოლოს მაინც წავკბინე და საძინებლისკენ დავიძარი. _გაროზგვა კარგი აზრია, გავითვალისწინებ, მომაძახა სანამ კიბეს ბოლომდე ავივლიდი, ხვალ ბარგი გამზადებული დამახვედრე, ჩემთან ერთად მოდიხარ, _სანამ პასუხს დავუბრუნებდი სახლიდან გავიდა. _ოთახში ავედი, სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და ლოგინში შევხტი, როგორ მეშინია, არ მესმის რა ლოგიკაში ჯდება რომ ამდენი უბედურება უნდა დამტყდომოდა თავს, რატომ მაინცდამაინც მე, განა რა დავაშავე ამისთანა, _დილა ისევ ისე დაიწყო როგორც სხვა დღეებში გარდა იმ გამონაკლისის რომ დუდუ შემიმივარდა ოთახში, ღმერთო ჩემო, ამ კაცს მემგონი ვეღარ მოვიშორებ, _დროზე ადექი გამომძიებელთან მივდივართ, მანამდე კი ბარგი ჩაალაგე, სწრაფად, _მოიცა, შენ ამის შემდეგ სულ ასე უნდა შემიმივარდე ხოლმე? რა ზრდილობაა, _დროზე გამოადგი ფეხე, არ არის ამდენი დრო, მომაძახა და ისევე გავარდა კარში როგორც შემოვარდა, _ველურო, ვუყვირე დაკეტილ კარს და ძლივს წამოვდექი საწოლიდან, სწრაფად მოვრჩი თავის მოწესრიგებას, რაც აუცილებელი იყო ყველაფერი დიდ ჩანთაში ჩავტენე და მის მანქანაში ჩავდე, ნახევარ საათში უკვე გამომძიებლის კაბინეტში ვისხედით, _დაიწყე, ისევ უხეშად მომმართა და ხელი წამკრა ველურმა, _დიახ მოკლედ ჩემი ძმის სიცოცხლით მევაჭრება თუ იმას არ გავაკეთებ რასაც მეტყვის, ძალიან მეშინია, როგორც იქნა თავი მოვუყარე სათქმელს. _ქალბატონო, რადგან დუდუ თქვენს გვერდითაა ნურაფრის გეშინიათ, ისე ცნობისთვის მე ლაშა ყიფიანი ვარ, გამოძიებას რასაკვირველია ჩუმად ვაწარმოებთ, ამ ამბის გახმაურება არ გვაწყობს რადგან ივანე აბრამიშვილი მართლა საშიში და თანაც საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა ამიტომ სიფრთხილეს უნდა მივმართოთ, მე მაქსიმალურად ვეცდები ყველაფერი გავაკეთო რაც საჭიროა, დანარჩენს დუდუ მიხედავს… სანამ ხელთ ყველა მტკიცებულება არ გვექნება ვერაფერს გავხდებით, დუდუ გოგონას გვერდიდან არ მოსცილდე, ალექსანდრემ ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა უზრუნველყოს, _ქალბატინო ანაბელა, ამ ორ ბატონს ბევრი საიდუმლო კავშირი აქვთ ამიტომ თქვენი ძმის გაყვანა არ გაუჭირდებათ, თქვენ ამის შესახებ რათქმაუნდა არ გეცოდინებათ, მის ადგილ სამყოფელზე პასუხისმგებელი ალექსანდრე კობახიძეა დღეიდან, რათამაუნდა თქვენ დუდუ მოგხედავთ, _ხო მართლა დუდუ , ისევ მას მიუბრუნდა გამომძიებელი როცა ჩემთან ლაპარაკს მორჩა, _სასურველია თუ გოგონას ფიზიკურ მომზადებას შენს თავზე აიღებ, ყველანაირი პირობებისთვის უნდა მოამზადო, შენ კარგად იცი “ყველანაირში” რასაც ვგულისხმობ, ძალიან საშიშ ხალხთან გვაქვს საქმე ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, მას ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა შეეძლოს თავის დაღწევა, დრო ცოტაა ამიტომ რაც მალე მით უკეთესი, თანაც ქალაქს მოარიდე, ახლა დამალვა ყველაზე მართებულად მეჩვენება, _კარგი ლაშა, მადლობა ძმაო, შეგეხმიანები, _გამომძიებელს დავემშვიდობეთ და ხმაამოუღებლად ჩავსხედით მანქანაში, _სულ ასეთ შარში ეხვევი ხოლმე? ფიქრებიდან დუდუს ხმამ გამომიყვანა, _კიი აბა, ყოველ დღე მაიძულებენ ბანკების ძარცვას გენიოსო, ისევ შევუღრინე და თავი მინას მივადე, რა დავაშავე რომ ამ ხალხს გადავეყარე, ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ხელები მოვმუშტე. _პროფესიის არჩევაში შეცდი ბარბი, აშკარად არაა ჰაკერობა ქალის საქმე, მითუმეტეს შენნაირის, _უაკცრავად? მე მეუბნები? რას ქვია ჩემნაირის, რანაირი ვარ, მე ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, და პროგრამისტი იმიტომ არ გავმხდარვარ ვიღაც ფსიქოპათებს ძარცვაში დავხმარებოდი გასაგებია? შევიცხადე. _რატომ გაგიკვირდა, შენ ბევრი ბევრი პოდიუმზე სირბილი და ყავის წრუპვა შეძლო, ან მოდების ჟურნალების თვალიერება როგორც ტიპიურმა ქერამ, რა ვქნა ვერ წარმომიდგენია შენი “ჰაკერობა” თუმცააა… _აქ ცოტა პაუზა გააკეთა, ცალი თვალით ამათვალიერა და განაგრძო, _თუმცა ყველაფერს გამოვასწორებ… _პირველ რიგში მე ჩემი პროფესია მომწონს, მეორეც არაფრის გამოსწორება არ მინდა და მესამე, ისე ნუ მიყურებ თითქოს ჩემგან “ნიკიტა” უნდა შექმნა, _რა? სერიოზულად? _მითხრა და იმხელა ხმაზე გადაიხარხარა ყურები დამიგუბდა, _ყველაფერთან ერთად ბავშვიც ხარ, ისე კი ჩათვალე რომ ხო, რაღაც “ნიკიტა”ს მსგავსი,,, მიპასუხა ირონიულად, _არა, ჩემს პროფესიას რომ დასცინი შენზე რას იტყვი, ახლა მე მივუბრუნდი, _როგორც დემეტრემ თქვა ისეთ სპეც დანიშნულების რაზმში იყავი რომელშიც პროფესიონალი “ქილერები” არიან და კიდევ მე დამცინი? ერთი ჩვეულებრივი ცივ სისხლიანი მკვლელი ხარ რომელის კისერზეც ვინ იცის რამდენი ქალის, ბავშვის და მოხუცის სისხლია, მე შენთვის დახმარება არ მითხოვია ასე რომ მოვითხოვ პატივი მცე და შენი საქმე აკეთო ან არადა აქვე დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ამდენი სისულელე რამ მალაპარაკა წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ იმდენად ვყავარ ნერვიულობას ატანილი აშკარაა ვერ ვაკონტროლებ სიტყვებს,,, _წინადადება დამთავრებული არ მქონდა მანქანის უეცარმა დამუხრუჭებამ ისეთი ძალით გამისროლა წინ, რომ არა ღვედი თავით გავიტანდი მინას,,, _აღარასოდეს გაბედო იმ სიტყვებს თქმა რაც ახლა მითხარი, _ისეთი გაყინული და შემაძრწუნებლად მკაცრი ხმით მითხრა დუდუმ უნებურად დავიხიე უკან და მანქანის კარს ავეკარი, მისი თვალები ისე ელავდა მრისხანებით ალბათ ადგილზე გამათავებდა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, _უკვე მერამდენედ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო, როგორც შენ ამბობ ცივ სისხლიანი მკვლელი ვარ ამიტომ შენს ადგილას სიტყვებს გავაკონტროლებდი და საერთოდ თუ ჩემი ნებისყოფის გამოცდას აპირებ დამიჯერე არც ისე ბევრი დარჩა, იმდენს ნუ იზამ ივანე აბრამიძეზე ადრე მე გაგატყაო და დამიჯერე არ გამიჭირდება თანაც ისე ვიზამ ამას წარბიც არ შემიტოკდება, დაჟე არც კი შემეცოდები, ახლა კი შენი ხმა აღარ გავიგო სანამ ადგილზე არ მივალთ, გათამამებულო თოჯინავ, _ისეთი ტონით მითხრა რომც მდომებოდა პასუხს ვერ გავცემდი, მისი თვალების მრისხანებით როგორც იტყვაინ ენა მქონდა მუცელში ჩავარდნილი და მხოლოდ თვს ვუქნევდი თვალებ გაფართოებული, _კარგი გოგო ხარ, ასე მომწონს, ჩშშშ, ხმა, შენი ხმა არ გავიგო, მითხრა და გზა განაგრძო… _ეს რა ჯანდაბა იყო, როგორც იქნა ამოვისუნთქე რადგან ისეთი თავლებით შემომცქეროდა სუნთქვა მქონდა შეკრული, _რა შარს გადავეყარე, ეს ერთმანეთზე გიჟი ხალხი ჩემდა ჭირად გაჩნდა? ეს კაცი მემგონი იმ გიჟზე უფრო გიჟია, ვეღარ გამიგია ვინ ვისზე უარესია რაა, როგორ მენატრბა მშობლები, რატომ დამტოვეთ ამ ჯოჯიხეთში, ვერ გავუძლებ, ვერ გავუძლებ ამ ყველაფერს, თავი ყოველთვის ძლიერი მეგონა მაგრამ ახლა, ახლა ძალიან მეშინია, რატომ მეც თავენთან ერთად არ მოვკვდი, განა რა შევცოდე ამისთანა რომ ამ ჯოჯოხეთში დამტოვეთ, _უხმოდ ვტირი რომ ეს შეშლილი ისევ არ გავაბრაზო, ვეცადე ცრემლები შემეკავებინა მაგრამ არ გამომივიდა, ნერვიულობით და ზედმეტი ემოციით ერთიანად მაკანკალებს, თან ვცდილობ არ შემეტყოს მაგრამ არ შემიძლია, თავს ვერ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვიწყებ ღრიალს, ააააააააააა!!!!!!!!!! აღარ მინდა, აღარ შემიძლია, თან გამწარებული ვუშენ მუშტებს კარებს რომელიც ვერაფრით ვერ გავხსენი, _გააჩერე მანქანა, გააჩერე ეს წყეული მანქანა, უნდა გადავიდე, გააჩერე გააჩერე მეთქი, ვხავი და მთელი ძალით ვეჯაჯგურები კარს, _მესმის როგორ ამუხრუჭებს მანქანას და კარს მიღებს, მეც ეგრევე ვხტები ნაქანიდან და ახლა გადასული ვიწყებ ბოლო ხმაზე კივილს, უნდა დავიცალო, ემოცია უნდა გამოვუშვა თორემ გული გამისკდება, ვჩერდები როცა ვგრძნობ რომ ხმა აღარ ამომდის და იქვე მიწაზე ვიმუხლები, _მორჩი ისტერიკას? ისეთი მშვიდი ხმით მეკითხება დუდუ გეგონება არაფერი მომხდარა, ველური. _რადგან სიგიჟემ გადაგიარა სიარულსაც შეძლებ, ახლა კი აიღე შენი ბარგი, გამომართვი ჯიპიესი და ფეხით წამობრძანდი, არც ისე დიდი მანძილი დარჩა გასავლელი, სამ საათში ადგილზე იქნები, კეთილი მგზავრობა, _მომაძახა და ჯერ კიდევ შოკში მყოფი გაურკვეველ ადგილას ტყის შესასვლელში დამტოვა....



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეს ისტორია რო შეწყვიტო იმდენ ხალხს გადაიკიდებ ანაბელაზე უარეს დღეში ჩავარდები : D

 


№2  offline წევრი katiusha

Dzalian magaria ubralod dialogebi gamoyavi raaa:-D:-*

 


№3  offline წევრი triniti

ვაიმე ეს რა საოცრება ჩაუტარა ამ გიჯნ გოგოს ბოლოს ეს დუდუ ნამდვილი გიჟია უკვე ვიცი რომ ეს წყვილი მომეწონებააა.მალე დადე რა არც კი ვიცი ჩემი გული თუ გაუძლებს მოლოდინს

 


№4  offline მოდერი bibo

ჩემი გემრიელი მოჭიკჭიკე გოგო ვგიჟდები მე შენზე პაწაწო heart_eyes kissing_heart საოცრება ხარ სასწაული სიტყყვები უნდა მოვიყფიქრო ახლები შევძინე ლექსიკონს შენ რო შეგეპერება გემრიელობა heart_eyes kissing_heart მომზონს მომწონს მომწონს მომწონს გემრიელობა სენ ზარ საუკეთესოოო და ვატყობ გადამრევ ჭკუიდან გადამიყვან ჩემო ტკბილო მურაბა გოგოვ სიტყვებზე და ემოციაზე მეტი ხარ დროს ვითვლი ახალ თავამდე მურაბა მინდ ამინდა ახალი უდიდესი თავი ჩემო ტკბილო მოჭიკჭიკე მერრცხალო heart_eyes kissing_heart ვგიჟDები ვაფრენ მე შენზე ჩემო ტკბილო ხრაშუნავ kissing_heart

 


№5  offline წევრი Chasing liberty

ვაიმეეე ბავშვებო მადლობააა. რა კარგები ხართ. არც კი მჯერა მე რომ მიწერთ ამ კომენტარებს

katiusha
Dzalian magaria ubralod dialogebi gamoyavi raaa:-D:-*

ტელეფონში ვწერ, სხვა პროგრამა არ აქვს ამიტომ ასე მიხდება წერა, მეც მინდოდა სხვანაირად მაგრამ არ გამოდის☹️☹️☹️☹️☹️☹️

bibo
ჩემი გემრიელი მოჭიკჭიკე გოგო ვგიჟდები მე შენზე პაწაწო heart_eyes kissing_heart საოცრება ხარ სასწაული სიტყყვები უნდა მოვიყფიქრო ახლები შევძინე ლექსიკონს შენ რო შეგეპერება გემრიელობა heart_eyes kissing_heart მომზონს მომწონს მომწონს მომწონს გემრიელობა სენ ზარ საუკეთესოოო და ვატყობ გადამრევ ჭკუიდან გადამიყვან ჩემო ტკბილო მურაბა გოგოვ სიტყვებზე და ემოციაზე მეტი ხარ დროს ვითვლი ახალ თავამდე მურაბა მინდ ამინდა ახალი უდიდესი თავი ჩემო ტკბილო მოჭიკჭიკე მერრცხალო heart_eyes kissing_heart ვგიჟDები ვაფრენ მე შენზე ჩემო ტკბილო ხრაშუნავ kissing_heart



triniti
ვაიმე ეს რა საოცრება ჩაუტარა ამ გიჯნ გოგოს ბოლოს ეს დუდუ ნამდვილი გიჟია უკვე ვიცი რომ ეს წყვილი მომეწონებააა.მალე დადე რა არც კი ვიცი ჩემი გული თუ გაუძლებს მოლოდინს

დუდუ ამაზე უარესებს ჩაუტარებს საწყალ ანაბელს, მეცოდება მეც მაგრამ

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე რამდენი ვიტირე sob რა იყო ეს.ძალიან შემეცოდა ეს გოგო.დუდუმ დაიწყო უკვე წრთვნა?ძალიან საინტერესოა და მონმწონს ეს ისტორია.ბოლომდე შენთან ვარ wink მაინტერესებს როგორ გააგრძელებ.უკვე ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი Chasing liberty

La-Na
ვაიმე რამდენი ვიტირე sob რა იყო ეს.ძალიან შემეცოდა ეს გოგო.დუდუმ დაიწყო უკვე წრთვნა?ძალიან საინტერესოა და მონმწონს ეს ისტორია.ბოლომდე შენთან ვარ wink მაინტერესებს როგორ გააგრძელებ.უკვე ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს

ვაიმე დიდი მალობა, კი მეორე თავიდან უკვე იწყებს წვრთნას. იმედია ხვალ შევძლებ ატვირთვას, სტიმულს მაძლევს თქვენი კომენტარები

Margaritha Loki
კარგი იყო ძალიან ამას მიმალავდი ქალო? joy მალე ქენი შემდეგი laughing heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი iry

უმაგრესია ..

 


№9  offline წევრი Chasing liberty

iry
უმაგრესია ..

მადლობა

 


№10  offline წევრი მეDina

აი ეს მესმიის :) ძალიან მაგარია, მაგრამ ვნანობ რო დასრულებამდე დავიწყე კითხვა. ლოდინი არ მიყვარს :) იმედია არ მოგვიწევს
--------------------
☆NaT☆

 


№11  offline წევრი Chasing liberty

მეDina
აი ეს მესმიის :) ძალიან მაგარია, მაგრამ ვნანობ რო დასრულებამდე დავიწყე კითხვა. ლოდინი არ მიყვარს :) იმედია არ მოგვიწევს

მადლობა. 2 ნაწილიც დევს უბრალოდ ერთი ასო შემეშალა და პროფესიას ნაცვლად პრფესია წერია ამიტომ ასე უფრო ადვილად მოძებნით. დღეს მესამეს დავდებ...

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე როგორ შემეცოდა ეს საწყალი გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent