შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

6.მხიარული რომანი


1-04-2017, 16:37
ავტორი blue witch
ნანახია 2 645

საქანელაზე ჩამოსკუპებული თეკლა მთვარეს შეჰყურებდა, თან გამალებით ფიქრობდა ყველაფერზე. შეუძლებელია, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ბექასა და მას შორის რაღაც ნამდვილად გაჩნდა:ჩხუბი, ყვირილი, მტვრევა, ღრიანცელი, კატასტროფა, თავში მოხვედრილი ტაფაც კი. ნუთუ ბექა მოსწონს? რა სისულელეა! თეკლა ჩხრიალა გველს უფრო შეიყვარებს ვიდრე აბეზარა, თავდაჯერებულ. მეტიჩარა, მკვეხარა,სულელ, ფუქსავატ გათამამებულ და კიდევ უსასრულო ნაკლოვანებით დაჯილდოებულ ბიჭს. (რომელიც სხვათაშორის ჟანასთან ერთად დასეირნობს).
-შეწყვიტე!-წამოიძახა უეცრად და ასე სცადა მასში გაჩაღებული რინგის შეჩერება.
-უკვე საკუთარ თავსაც ელაპარაკები?-ბნელ ბაღში წყვდიდადით მოსილი, ნახევრად ჩრდილში მყოფი ბექა კიდევ უფრო სიმპატიური ეჩვენა თეკლას ყვავილების სურნელით გაბრუებულ, ისედაც ბექათი შეპყრობილ ტვინს.
-ოდესმე დამაცდი მარტო ყოფნას?--გოგონამ თითები ცხვირწინ გაუტკაცუნა.-იცი რა სასიამოვნოა შენი უინტელექტო საუბრის გარეშე გატარებული ყოველი წამი?
-მატყუებ, ეს შენც იცი.-ბიჭი გვერდით ჩამოუჯდა და ტან ლოყაზე უჩქმინტა კიდეც.
თეკლამ სახეში გაარტყა.
-დებილი ხარ!-დაამატა.
-გოგო ერთხელ მაინც არ დამარტყა, რა მოგივა?-ამოიზმუვლა ბექამ.
-ის დღე, დღედ აღარ მიმაჩნია თუ შენ არ გამიწყალე გული.-გამოსცრა კბილებში საპასუხოდ.
-მე კიდევ სეროზული საუბარი მინდოდა შენთან.- ბიჭმა ალმაცერად ამოჰხედა ქვემოდან.
-რაზე?-ეჭვის თვალით შეხედა თეკლამ.
-ჩვენს, დიდი სიყვარულზე!-საზეიმოდ გამოაცხადა ბექამ, თეკლამ თვალები გადმოკარკლა და პირი წყლიდან ამოგდებული თევზივით დააფჩინა.
-ჰო, რა იყო თეკლა? დებილი მეგგონივარ თუ თავს იდებილებ? ჩვენი მზერა, მოძრაობა, ჩხუბი, მოქნეული ტოტი, გოგრა და ტაფაც, ყველაფერი სიყვარულის გამოა.
-სერიოზულად?-გოგონამ სახეზე დამპლური ნიღაბი აიკრა.-შენ გგონია ტყეში, რომ დაგინახე შენზე უგონოდ შეყვარებულმა გამოგიქანე თავში ჩემხელა ტოტი?
-ეგ შემთხვევით მოხდა, თუმცა ყველაფერი ბედისწერის და ღმერთის ნებაა.-ბექამ ხშირ თამში შეიცურა თითები, ცოტა არ იყოს და დააბნია გოგონას რეაქციამ , სიხარულის ნაცვლად დაცინვას უფრო გამოხატავდა.
-ბებიაჩემი ხარ?
-შენ ყოველთვის მეუბნებოდი ადამიანების გრძნობებზე თამაშობო, საზიზღარი ხარო, ხალხს შენ მარიონეტებად თვლიო. შესაძლოა სწორი იყავი, მაგრამ შენც ზუსტად ჩემნაირი ხარ!-ბექა გააფთრებული წამოვარდა ფეხე-ინანებ!-დაიქადნა, მერე გაყინულ თეკლას ზური აქცია და უზარმაზარი ნაბიჯებით დატოვა მარტო საკუთარ არეულ ფიქრებთან.
* * *
კიდევ ხუთი დღე გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა თეკლასთვის. უბრალოდ ამიერიდან ბექამ მისი დაიგნორებია მთელი არსებული ენერგიით დაიწყო.
* * *
-ასე აღარ შემიძლია ანა!-ტირილით უთხრა გოგომ .-ისე იქცევა თითქოს არ ვარსებობ!
-ხომ იცი, შენი ბრალია.-მხარზე ხელი მოუთათუნა ანამ.-წესიერად უნდა მოექცე, მეც ხომ ვწუხდები, თქვენს შორის დაძაბულობა ყველაზე ერთნაირად მოქმედებს.
-რა ვქნა?-ცხვირი ფრუტუნით მოიწმინდა თეკლამ.- დავუჩოქო მაპატიე-მეთქი?
-შეგიძლია უთხრა, რომ შენც მოგწონს.
-მაგრამ არ მომწონს!-გააპროტესტა გოგონამ.
ანამ თეკლას „ვის ატყუებ შე უბედურო“ქვეტექსტის მქონე თვალები მიაპყრო.
-ჰო კარგი. მომწონს, თუმცა არ შემიძლია, ვერ ვეტყვი, თავს ვერ დავიმცირებ!-ამპარტავნულად აწკიპა ცხვირი.
-მე უკვე გითხარი: ნუ ხარ კუდაბზიკა!-ყავისფერი თვალები დაუქაჩა ანამ.
-მეც გითხარი:ნუ ხარ ჯიუტი!-ხელების ქნევა დაიწყო გოგონამ.
-ნუ მიტრიალებ მაგ თითს ერეკლეს ხმალივით! თვალს თუ არ გამმოთხრი მადლობელი ვიქნები. შენი ბუზღუნი საქმეს ვერ შეცვლის, ჟანა ასპარეზზეა, გახსოვდეს.- თავი გამფრთხილებლად გააქნია, მუცელზე ხელი გადაისვა და სამზარეულოს მიაშურა.
თეკლა კი დარჩა თავის მოფუთფუთე ფიქრებთან მარტო.
ისევ.
* * *
-აბა რახდება?-გიორგი გადაქანცული მიუჯდა მაგიდას. ანამ ამოიოხრა.
-ვერაფერი ვერ გავაწყვე. მე მეუბნება, არადა, თვითონ ვირივით ჯიუტია. შენთან როგორაა საქმე?
-ვერც ბექას შევასმინე რამე.-ბიჭმა გამწარებით გაგლიჯა ქათმის ხორცი.
-გიო,-ხვნეშით გასწორდა გოგო სკამზე.-ბექამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, სხვანაირად შანსი არაა თეკლამ რამე უთხრას.
-ვიცი ანა. თეკლას ვიცნობ, მაგრამ, სამწუხაროდ ბექასაც ვიცნობ. არც ის არაა ამაზე წამსვლელი, მითუმეტეს ასეთი მჭახე უარის შემდეგ.
სამზარეულოს მაგიდასთან მსხდომი წყვილი საჭმელს შეექცა , ორივე თეკლასავით გადაეშვა საკუთარი ფიქრების მორევში.
* * *
-გეგმა მაქვს! გიო ყური დამიგდე...
* * *
თეკლას ტანზე წითელი, გამოყვანილი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ანამ მაკიაჟიც კი გაუკეთა. კითხვაზე თუ რამ მოუარეს, ანამ ასე უპასუხა : ნუ ხარ უჟმური, მოვიწყინე გავერთობი, გაგალამაზებ და ფოტოსაც გადაგიღებ .
თეკლა ანას ნებას დაყვა და მისი მოთხაპვნის უფლება მისცა. მერე ანა ოთახიდან გავიდა და სამიოდე წუთში საშინელი ბრახვანის ხმა გაისმა.
-ანა!-შეშფოთებული გოგონასავარძლიდან წამოხტა, ქუსლიანი ფეხსაცმლით ჩაირბინა კიბე და ადგილზე მომენტალურად გაშრა.
მის წინ ზუსტად იგივე სიტუაციაში მყოფი, სმოკინგში გამოწყობილი ბექა იდგა.
* * *
-ანას რა მოუვიდა?
-არ ვიცი, გიომ ტანსაცმელი მიყიდა და მაიძულა ჩაიცვიო, შენ რაღა გჭირს?-ბექამ თვალი შეავლო ახალგაზრდა ქალის სხეულს.
-ჯანდაბა!-წამოისროლა თეკლამ.
ორივემ ერთდროულად თქვა:
-ანა!
-გიორგი!
* * *
-შენი აზრით გამოვა?-ფანჯარასთან ატუზული, ფეხის წვერებზე შემდგარი, ორსული გოგონა გაცხარებით ეჩურჩულებოდა თავის მაღალ პარტნიორს.
-არ ვიცი, იმედია.
-მგონი მიხვდნენ!-ანამ ფრჩხილების კვნეტას მიჰყო ხელი.
* * *
საგულდაგულოდ გამოწკეპილი დუეტი კარისაკენ დაიძრა, ორივემ ხმამღლა უხმო ცოლ-ქმარს.
-რა გააკეთეთ?-დაიღრიალა ბექამ.
-იცი რა, ჩვენს საქმეში ცხვირს ყოფთ!-თეკლამაც არ დააყოვნა.
-ვაიმე!-ანამ გულისგამგმირავად დაიყვირა, მუცელზე ხელი მიიჭირა და ჩაიკეცა.
-ხუმრობ?-იკითხა თეკლამ.
-ქალო, რა ვხუმრობ, მშობიარობა დამეწყო !-ანას სახეზე ოფლმა დაასხა.-ვაიმე დედიკოოოოო!
-ცხელი წყალი და სუფთა ნაჭერი მოიმტანეთ!-წითელი კაბის სწორებით მიმართა თეკლამ ბიჭებს.
-რათ გინდა?
-რავიცი ფილმებში ასე არაა ხოლმე?
-არანორმალურო, შენ უნდა მამშობიარო? ძროხა კი არ ვარ!-ანას ისევ ტკივილებმა მოუარეს და გაჩუმდა.-გიო, თბილისში, ჩემს ექიმთა წავედით, ჩქარა.
-დებილო! თბილისამდე გასათხოვრები იქნებიან შენი გოგოები!-ხელებ გაასავსავა თეკლამ.
-შენ მოკეტე! გამანერვიულეთ და აი შედეგიც! დროზე გიორგი!
-ახლავე.-დაბნეულმა ბიჭმა ცოლი ხელში აიტაცა და მანქანისკენ სულ კისრისტეხით გაიქცა.
პირდაღებულმა ბექამ და თეკლამ ერთმანეთს შეხედეს, მერე ორივემ მოგლიჯა ფეხები ადგილიდან .
* * *
თბილისისკენ მიმავალ, დაკლაკნილ გზებზე , შავი ჯიპი შეძლებისდაგვარად ჩქარა მიქროდა. უკან გამოპრანჭული ქალი იჯდა, წინ სიმპატიური მღოლი და მისი ძმაკაცი, თანაც ორივე სამკვდრო-სასიცოხლოდ გამწვანებული, ჰო , არ დაგვავიწყდეს მშობიარე ქალი.
ალბათ მიხვდით, ვინ იყო ეს ოთხი პიროვნება..
* * *
საცოდავ გიორგის საჭის დამორჩილება უჭირდა, ბექა წამდაუწუმ იჭყიტებოდა უკან, თეკლას კი გული უსკდებოდა.
-ვაიმეეეეეეე.
-ანა გაჩუმდი, გეხვეწები, ან ხმადაბლა იყვირე, თორემ მეც შენთან ერთად გავჩენ ბავშვს!
-შენ ვერ ხარ ხო?!
-ანა კარგი რა!
-გოგოებო მშვიდად, გიო ცოდოა.-გადასძახათ ბექამ
-მოდი უკანა სავარძელზე და თავი დაუჭირე.-დაუყვირა თეკლამ.
-წინ შენ დაჯდები?
-უსაქმური ხარ, დამეხმარე ,მაინც!
-ეხლა მაინც გაჩერდით!-გიორგი, ეს მშვიდი ბაჭიასავით ბიჭი მძვინვარე ვულკანს დაემსგავსა.-ამ ბავშვებსაც ნუ გადამირევთ!
-უკვე გადირივნენ, ასეთი აურზაურით იბადებიან!-წამოიკივლა გაშხლართულმა ანამ.
მანქანა ღია ტრასაზე გამოენთო.
* * *
-გიო,-ჩუმად დაიკრუსუნა თეკლამ.-ცოტა ნელა, ახლა პოლიცია არ ავიკიდოთ!
გიორგიმ აკანკალებული ხელებით სიჩქარის დაგდება ვერ გაბედა და ბექას საწყლად გახედა.
* * *
-ეს რა არის?-იკითხა პოლიციის თანამშრომელმა,ამ შუაღამისას გზაზე, გიჟივით სწრაფად მიდიოდა ვიღაც.
-ავედევნოთ.-მიუგო მეორემ და მანქანის გადაყენების ბრძანება გასცა.
* * *
-ჯანდაბა!-ბექამ სიტყვებს უწმაწური გინება მოაყოლა.
-რა ხდება, ვერთობით და რამე?-თავზე გაბღენძლი ტიპი დაადგათ. სამკერდე ნიშანს ლამის ცხვირწინ უტრიალებდა გიოს.
-მე შენ გაგრთობ, შე იდიოტო და კრეტინო, ქალი მშობიარობს , გართობაა შენი აზრით?-თეკლამ მუშტების ქნევით გამოიწია, ბექამ ძლივ გააკავა გამძვინვარებული გოგონა, რომელმაც კინაღამ გდათელა თავისი ორსული დეიდაშვილი.
პოლიციელს თვალები საცერისოდენა გაუხდა.
-მე, იცით მე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდით...
-ყრუ ხარ! გაგვატარე, ანას რო რა მე მოუვიდეს თავს მოგაჭრი, თვალებს ამგთხრი და შეგაჭმევ!
-გზატკეცილზე ჩქარა მოდიოდით და...-თავისას აგრძელებდა ბრინჯივით გაფანტული, დაბოხებული ხმაც გაეპარადა ისე წრიპინებდა როგორც წრუწუნა.
-ძმაო, გაგვატარე, დიდხანს ვერ შევაკავებ!-შეეხვეწა ბექა.
-კარგი გაიარეთ, ოღონდ ფრთხილად.-დაადევნა უკვე დაძრულ მანქანაში მსხდომებს პოლიციელმა, მერე პირჯვარი გადიწერა და თავის ადგილას დაბრუნდა.
* * *
-გიო, იჩქარე!-დაიყვირა აღშფოთებულმა ბექამ.
ანას თავი უკან გადაუვარდა და გონება დაკარგა.
* * *
p.s ცოტა ინტრიგას გიტოვებთ, თქვენი აზრით მიაღწევს თბილისამდე ანა? მოკლედ დააკომენტარეთ თუ გსურთ, რომ გაგრძელება იხილოთ.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გოგოო ანამ თბილისამდე თუ ვერ ჩააღწია იცოდე ხელიდან ვერ დამისხლტები :D ბოლოს და ბოლოს ჩემი სეხნიაა. ;)

 


№2  offline წევრი blue witch

Anuki96
გოგოო ანამ თბილისამდე თუ ვერ ჩააღწია იცოდე ხელიდან ვერ დამისხლტები :D ბოლოს და ბოლოს ჩემი სეხნიაა. ;)

ვნახოთ satisfied stuck_out_tongue დამინდე თუ შეიძლება

ლილეშკა
არადა ბრჩხილების კვნეტას ვიწყებდი უკვე

მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes
Anuki96
გოგოო ანამ თბილისამდე თუ ვერ ჩააღწია იცოდე ხელიდან ვერ დამისხლტები :D ბოლოს და ბოლოს ჩემი სეხნიაა. ;)

ვნახოთ heart_eyes დამინდე

 


№3  offline წევრი triniti

Vaimeee es ra iyo ra aris es avtors movklav vaimee sad gamiwyvitr san axal tavs dadeb xo gamicherda guliiiale dade raaa..dzalian magari xar

 


№4  offline წევრი blue witch

triniti
Vaimeee es ra iyo ra aris es avtors movklav vaimee sad gamiwyvitr san axal tavs dadeb xo gamicherda guliiiale dade raaa..dzalian magari xar

დიდი მადლობა, დღეს გვიან ღამით დავდებ, დილისთვის უკვე იქნება ასე, რომ შეგიძლიათ დაელოდოთ heart_eyes kissing_heart ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით!

 


№5  offline წევრი blue witch

ხალხო, ძალიან დიდი ბოდიში, sob ამ დღეებში ალბათ ვერ მოვახერხებ, ახლაც უეცრად მომიწია სახლიდან წასვლა და არამგონია დრო კიდევ გამომიჩნდეს sob ვეღარ ვასწრებ ახალი თავის დაწერას, არმინდა ძალიან პატარა გამომივიდეს confounded მაინც ყველანაირად ვეცდები

მოკლეედ, დავდე ახალი თავი! ძალიან მეძინება და ბევრი ვიწვალე. მალე აიტვირთება და შეძლებთ წაკითხვას heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent