შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი თვალები - სრულად


2-04-2017, 02:20
ავტორი D-roni
ნანახია 30 585

- არა მე იცი რა არ მესმის ? - ქოთქოთებდა ანა . - როგორ უთმენს ეს გოგო ამდენს , მივიდეს და გლიჯოს ერთი იმ ყბაში და დააწიწკნოს ის ათ ლარიანი თმა ! - მოხალული თხილი პირისკენ გაიქანა და მე შემომხედა . - ასე მშვიდად როგორ ხარ , ჩამოუღო გოგოს ყბა ისე ხია ...
- კარგი ანა რა , სერიალია და თან თურქული როგორ იშლი ამაზე ნერვებს ?! - ვეკითხები და წვენს ვსვავ . - შენ ის მითხარი , რაო თოკუკუსმა რატომ გეჩხუბები არ ვიციო ? - გადავიკისკისე და თხილი ავაცალე.
- როგორ დავწყევლო ... ევა მითხარი , როგორ დავწყევლო და ამოვუწყვიტო ჯიჟ-ჟილაგი ჩემი შვილის მამას ? - ეცინება და არაყის ბოთლს ხსნის. - მოვიდა გოგო , დაიწყო წუწუნი , შემიკლა ხელში ხოდა ავდექი , ბალიში ვესროლე და სახლის კური გამოვიხურე , ხო ისიც მივაძახე ბავშვს რომ გაეღვიძება აჭამეთქო , ისე მომიშალა ნერვები პირველად დავუტოვე ეს სამი თვის ბავშვი მაგ ბედოვლათს ... ახლაც დარწმუნებული ვარ დედამისი ყავს მიყვანილი და ის უვლის , აბა თვითონ ხელში ვერ აჰყავს ნორმალურად და ! - ერთი ჭიქა გამოცალა და სახე დამანჭა.
- მოიცა , როგორ ასე უბრალოდ მოვიდა და დაგიწყო ჩხუბი ?
- არა ქალო , მე კი არ დამიწყო ... თავისთვის ჩხუბობდა ! - ხელი აიქნია და ისეთი სიცილი წამსკდა მტრისას .
- მეც ვუშლი გულს გამოცდილს რაა ! - ამოიბუზღუნა გამწარებულმა.
- შენ სხვა რაღაცის გადაშლა გინდა , მგონებს მე ! - ღიმილით ვეუბნები და ფეხზე ვდგები .
- აუ დარეკე რა ,გაიგე როგორ არიან ... - მთხოვს დეიდაშვილი და უკვე ძალიან მეცინება.
- ოხ ანა , ანა ! - ტელეფონს ვრეკავ და ღიმილიტ ვუყურებ აცქმუტებულ დეიდაშვილს.
- აუ ანდა არ გინდა , გადავალ მე ბარემ ... თან შენ ლექცია გაქვს ხვალ , პირველად მიდიხარ იმ ჯფუფში და ნორმალურად გამოიძინე ,გკოცნი ! - შუბლზე აკოცა და კარი გაიხურა.
^^^
დილით როგორც კი გაიღვიძა პირველი საათს დახედა , ასე იცის რაიმე მნიშვნელოვანი , რომ ხდება ვერასდროს იძინებს და დილით მზეზე ადრე ჭყეტს თვალებს.
ფეხზე წამოდგა , დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გააკეთა , წყალი დაადგა გასაცხელებლად და თვითონ წყლის გადასავლებად შეიკეტა სააბაზანოში .
როგორც კი გამოვიდა , მაშინვე გამზადებულ ტანისსამოს დაავლო ხელი და ნათელ ოთახში , პირდაპირ დიდი სარკის წინ ჩამოდგა.
რასაც ვერ დაუკარგავ ჩამოსხმული ტანი და ულამაზესი სახეა ... მზესაც კი ეცილება ისეთი ლაღი გამომეტყველება აქვს ... შეიძლება წყნარი ჩანდეს მაგრამ ... თუ დაიქოქა მტრისას , ახლაც სარკის წინ მდგომი ყველა კუთხით ათვალიერებს თავს და ტანზე მომდგარ მაღალწელიან ღია ფერის ჯინსს ხელებს უსვამს .
- ნეტა ეს ჯინსია ლამაზი , თუ მე ვარ ასეთი მშვენება ? - გადაიკისკისა და თვალებისფახულით გადაიცვა ასევე მომდგარი ტოპი .
სახეზე ოდნავ გადაისვა მაკიაჟი და კისრამდე წაბლისფერ თმაზე ხელები დაისვა , ცისფერი თვალებისთვის ხელი არ უხლია , მის თვალებს არაფერი სჭირდება .
ყავა დალია და ჩანთა გადაკიდებული თავისი პატარა რაშისკენ წავიდა.
შიგნით მოთავსებულმა მანქანა დაქოქა და პირდაპირ ახალი უნივერსიტეტისკენ გაუდგა გზას.
სხვა უნივერსიტიდან გადასული მიდიოდა ახალ ჯგუფში , ჯგუფში სადაც არავის იცნობდა ... როცა ნერვიულობს ყოველთვის იმდენს ლაპარაკობს ... ღმერთმანი , წინასწარ განვიცდი მისი ახალი კურსელების მდგომარეობას !
^^^
- დედა , ხალხნო ეს კეკელია რა კაი ვინმე ყოფილა ჰა ? მე კიდე ისეთი ჯმუხი მეგონა , ჩვენში დარჩეს და ჯმუხი მეგონა ... - გვერდითმჯდომ კურსელს გადაუჩურჩულა რაღაც და მთელ ხმაზე აყვირებულმა გაიცინა.
- შენც რა კაი ვინმე ხარ გოგო ! - ხელი გაჰკრა გოგონამ და მანაც ღიმილით გადმოხედა.
- ჩემნაირს მეორეს ვერსად ნახავ ! - თვალი ჩაუკრა კისკისით და შემოსულ ლექტორს გაუღიმა .
^^^
- მიშო , მიშო გეფიცები მართლა ძალიან მაგარი გოგოა ! - კუდში დასდევდა მეგობარს თიკა.
- თიკა , ზუსტად ვიცი როგორიც იქნება ... და საერთოდ რატომ არ ეშვები ჩემთვის ვიღაც გოგოების შოვნაზე ჩალიჩს? - მობეზრებულად აატრიალა თვალები მიშომ .
- ე ბიჭო , წაგარტყავ და იქნება გამოახილო თვალები ! კაი გოგოათქო - რომ ვამბობ ე.ი მართლა კარგი გოგოა !
- ე გოგო რამდენზეც მითხარი კარგი გოგოაო , ბოლოს პოლისჯოხზე წამოცმული ჩვარი შემრჩა ხელში, რატო არ გკიდია ? - სიცილით კითხა და ხელი გადახვია.
- აუ მიშო , იცი მართლა რა მაგარი გოგოა ? თან დაევასე , დღეს გაჰკიოდა ეს კეკელია რა კაი ვინმეაო ... არადა ჯერ ლექციაზეც არ შემოსულხარ , ისე სად გაგიცნო ? ან როგორ გაიგო ვინ ხარ ? ხო გეუბნები , ისე მოეწონე ... - ხელები გაასავსავა და მეგობარს დაუღრინა. - ე ბიჭო ენდე თინიკო დეიდას მახვილ თვალს !
- ოხ თიკა , თიკა და იცი რა მაინტერ ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა ისე დაექაჩა ხელზე მეგობარი .
- ე შეხედე , მოდის და მოაქვს ! - დაიჩურჩულა და თავი ჩახარა.
- ვინ მოდის , რა მოაქვს ? - თვალების ცეცება დაიწყო კეკელიამ . - ძუძუები მოაქვს ? ვის მოაქვს ეე ... - სულელივით გაკრეჭილმა მიჰკრა თიკას ხელი . - ე გოგო სადაა ძუძუები ა ?
- რა ძუძუები შე ჭკუანაკლულო , მია მოდის მია ... და ყველას მზერაც მოაქვს !
- ვინაა მია ტოოო ... - ისევ გააცეცა თვალები დაბნეულმა მიშომ.
- ბიჭო მეგრელი ხარ , სვანი თუ რაჭველი ?! - გაბრაზებულმა უჯიკა მეგობარს.
- რავი დედა მყავს სვანი , ისე მამით მეგრელი ვარ რა იყო რო ? - გულრწფელად უპასუხა და მიას მოქნეული ხელი თვალებისტრიალით აიცილა . - რას მიბაგუნებ კი მედოლ-გარმონესავით გოგო ?
- მია საყვარელო ! - დაუძახა ვიღაცას და მიშომაც მის მზერას გააყოლა თვალი , მათკენ ღიმილით წამოსულ გოგონას , როგორც კი შეეჩეხა თვალები გაუშტერდა და თიკას ხელი გაჰკრა. - ეს რომელი ციდან ჩამოვარდა ? - გადაუჩურჩულა და უკვე მოსულ გოგონას უემოციოთ შეხედა.
- მია , გაიცანი ეს მიშოა ... მიშო გაიცანი ეს მიაა ! - თიკამ მეგობარს ხელი ჰკრა და მანაც მისი ხელი ტიპიური ჯამბაზივით მოიქცია ხელებშუა და მტევნის ზურგზე ტუჩები ნაზად შეახო აკისკისებულ გოგონას.
- სასიამოვნოა ... - ჩაილაპარაკა მხიარულად და თვალებგაცისკროვნებულმა გახედა თიკას.
- ესაა ჩვენი სანაქებო კეკელია , შენ რომ ამბობდი დღეს ! - ღიმილით უთხრა და ისევ უეცმოიოდ მდგომ მიშოზე მიანიშნა.
- უიმე დედა ... - შეიცხადა უცნაური სახით მიამ . - ასე შეიცვალა ? - თითი აატარა გაოცებულმა , ასევე გაოცებულ მიშოს რომელსაც უემოციოობის არაფერი აღარ ეტყობოდა.
- რა ? - სიცილით ჩაეკითხა თიკა.
- გოგო , მე ლექტორ კეკელიაზე ვამბობდი ... - ამოთქვა სიტუაციაში გარკვეულმა. - შენ რა გეგონა , რომ ეს მომეწონა ? - აკისკისდა ბოლო ხმაზე.
- უი ... - ჩაიფრუტუნა თიკამ და ძლივსშეკავებული სიცილით გახედა მეგობარს.
- რა იყო რა არის გასაკვირი იმაში , რომ შეიძლება მოგეწონო ? - წარბი აუწია ირონიულად მომღიმარმა მიშომ გოგონას.
საერთოდ არ უფიქრია ჩვენს მიას , რომ მიშოს რაიმე ჰქონდა დასაწუნი ... პირიქით ისეთი

ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანი , როგორიც მიშო კეკელიაა ცოტა თუ იქნება მსგავსი ...
თუმცა ახლა ასეთი სახითა და ტონით მოლაპარაკეს საკადრისი პასუხი , რომ არ გასცეს ან მეხი დაეცემა ან თვითონ დაეცემა ვინმეს მეხისავით თავზე.
ცალი წარბი ჰაერში ასწია საჩვენებელი თითი ქვედა ტუჩზე მიიდო , ამრეზიით აათვალიერ-ჩაათვალიერა მის წინ მდგომი და რაღაცის სათქმელად დააღო პირი , მაშინვე რომ ალაპარაკდა თიკა.
- ნუ იტყვი ! - სიცილით მიადო მიას ტუჩებზე ხელი .
- მე არ მითქვამს , რომ რაიმე შეუძლებელია აქ ... ეს შენ თქვი თვითონ ! - თვალი ჩაუკრა და თიკას გადახედა. - მორჩა ხო დღეისთვის ლექციები ?
- არა მოიცა ეს მე მითხრა და თან ამან ? - გაოგნეულმა ჰკითხა მიშკამ მეგობარს და თავით მიაზე ანიშნა. - სასწაული თუ გინდა ! - ამოთქვა სიცილით და გვერდით ჩავლილი მასთან გაჩერდა. - უახლოეს მომავალში ამ სიტყვებს მინიმუმ გაგახსენებ , მაქსიმუმ განანებ ! - ჩაისისინა და კიდევ ერთხელ მიაჩერდა უემოციოდ , ირონიულად მომღმარ გოგონას . - ხო მართლა , კარგია ლექტორზე რომ თქვი ... ჩემგან ძაან შორს ხარ ! - ცინიკურად აათვალიერ-ჩაათვალიერა და გვერდი აუარა. - თიკა მოდიხარ ? - ჰკითხა მეგობარს და ისიც უხერხული ღიმილით გაშორდა მიას.
- ნეტა ასეთი ბიჭების ჭკუაში ჩამახედა , ხვეულების მაგივრად რა ჭირი და ჯანდაბა ულაგიათ იქ ? - თავისთვის ლაპარაკობდა და უნივერსიტეტიდან გადიოდა.
- მია , გაგიყვანთ ... - თიკამ საჭისკენ წასულ მიშოს ხელი ჰკრა და ისიც თვალებისტრიალით მობრუნდა მათკენ .
- ხო მია გაგიყვანთ , გაჭირვებულებს ვეხმარებით ! - ძალიან გაბრაზებული ჩანდა კეკელია.
- არა იყოს თიკა მადლობა , მეც მანქანით ვარ ! - ღიმილით ჩაუკრა გოგონას თვალი და ისე , რომ მიშკა არ შეუმჩნევია გვერდი აუარა და მის წინ დაყენებულ მანქანასთან მივიდა . - აბა ხვალამდე თიკუნ ! - კოცნა გაუგზავნა და უკანმოუხედავად ჩაჯდა მანქანაში . - გაჭრვებულს განახებ შე ხისგან გამოთლილო არსება !
მანქანა დაძრული არ ყავდა გვერდით , რომ ჩაუარა ფანჯრიდან ირონიულად მომზირალმა კეკელიამ.
ცინიკურად ჩაიცინა , ცოტა აცადა ... მიხვდა ეს მზერა რასაც ნიშნავდა , სიმღერა ჩართო და დაქოქილი მანქანა მშვიდად გაიყვანა ტრასაზე , სარკიდან უკან გაიხედა , მერე საკუთარი სახე მწყობრში მოიყვანა და ისეთი ელვის სისწრაფით ჩაუქროლა კეკელიას მანქანას , მამაკაცმა თვალი ძლივს მოჰკრა ჩვენი მიას რაშს.
ასე იცის მიამა , ჰაჰაჰა ! ( მე მეტყობა აბიტურიენტობა ხო ? კაი ჩემით )
^^^
- მიშო , მიშო მოიცა ! - ადევნებულმა თიკამ ძლივს დაიჭირა მეგობარი . - როგორ ელაპარაკე , რამ გაგამწარა ? რა გითხრა იმ გოგომ ასეთი , ასე რომ გაბრაზდი ? - თვალები გაოგნებას გადმოსცემდნენ მხოლოდ.
- რა მონაკოს პრინცესასავით იქცევა ? ეგეც არ მყავდეს მზეთ-უნახავი რა ! - ხელი აიქნია და მანქანისკენ წავიდა . - თიკა ხმა აღარ გავიგო იმ გოგოზე , თორემ იცი როგორიც ვარ გაცოფებული ! - თვალები უბრიალა და საჭისკენ წავიდა . - კიდევ კარგი დღეს მაინც ჩააყენეს ეს მანქანა ნორმალურად ჩემს წინ , თორე დავიტანჯე ამათი საცოდაობით !
კინაღამ თვალები გამოსცვივდა მის წინ მდგომი მანქანისკენ მია , რომ წავიდა და შიგნით ჩაჯდა.
მისი დანახვით გაღიზიანებულმა გაზს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი და გვერდით ჩაუქროლა , თან თიკას ელეპარაკებოდა რაღაცას უცებ , რომ იგრძნო ვიღაცამ ქარივით ჩაუქროლა.
თვალი ძლივსღა მოჰკრა გაქროლებულ მიას მანქანას , გოგონა ჰორიზონტზე საერთოდ აღარ ჩანდა.
თიკას კი აფხუკუნებამდე ძალიან ცოტაღა აკლდა.
- არა ახლა ნამდვილად გავაფრენ ! - გაიცინა და უფრო გაბრაზებულ მეგობარს თვალი აარიდა.
- ვფიქრობ ხელში შენ მომყვები თუ არ გაჩუმდები ! - თვალები უბრიალა და გაზს უფრო მიაწვა.
- ნუ იწვალებ რაა ... ტყუილად მაინც ვეღარ დაეწევი ! - ვითომ არაფერიო ისე უთხრა და კინაღამ გული ამოუვარდა , როდესაც სიჩქარემ მატება დაიწყო. - ბიჭო , ქალაქის ბოლოში იქნება გასული სად მიქრიხარ ?
- შენი ბრალია დღეს , რომ არ გაგეცნო საერთოდ არ დავიცოფებოდი ! - უთხრა და საჭეს ხელი დაჰკრა.
- რამ გაგაბრაზა ასე მაინც არ მეუბნები ...
- არც მე ვიცი ...
- მოგეწონა ! - დაიკივლა ბოლო ხმაზე და მთელი ტანით მისკენ შებრუნდა. - ხომ ვიცოდი , ზუსტად ისეთია შენ რომ მოგწონს , მოგეწონა , მოგეწონა !
- რა სისულელეა , საერთოდ მთელი დღე ნერვებზე რატომ მიკაკუნებ ? როდის იყო მე ვინმე მომწონდა და ნერვები ამიტომ მეშლებოდა ? - ჰკითხა ცალწარბაწეულმა.
- არა , ნერვები იმიტომ მოგეშალა , რომ შენ კი არა ლექტორი კეკელია მოეწონა ! - დაასკვნა და გახარებული აცქმუტდა.
- თიკა რა გინდა ? - ჰკითხა ნერვებმოშლილმა მეგობარს.
- რა მინდა და გახდი ლამის 24 წლის და ჯერ კიდევ არავინ არ გყავს , კარგი რა ხომ შეიძლება შეეშვა ამ ერთღამიანებს და ცოტა გაახილო თვალები , მიშო ყველა შენზე გიჟდება და რატომ არ გინდა ვინმეს შეხედო სერიოზულად ?
- შენც ჩემხელა ხარ , რატომ არ გყავს არავინ ? - გახედა ცალწარბაწეულმა და თიკაც ადგილზე გაქვავებული გაყუჩდა.
- ეგ რა შუაშია ... მე გოგო ვარ !
- მაიცა რა , როცა გინდა გოგო ხარ და როცა გინდა რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი ხარ თუ გოგო ხო ?
- კარგი , გავჩერდები და იცოდე შენ თვითონ შემეხვეწები მალე დახმარებას !

^^^
- გისმენთ ... - მაკლერის ნომერი , რომ შეამჩნია სწრაფად აიღო და ინტერესით დაელოდა ახალ ამბავს.
- მია , საყვარელო გიშოვე ზუსტად ისეთი ბინა როგორიც გინდოდა ! ქალაქის ცენტრში , შანხაიზეა ... 5 სართულიანი კორპუსია , ახალი ფასიც შენთვის მისაღებია და ადგილიც წყნარია , შენი ბინის ხაზიკასთან თუ მოაგვარე ყველაფერი მე დაველაპარაკები ამის პატრონს და ბარემ მოვაგვაროთ ეს ამბავი , დღესვე გადმოაფორმებს შენს სახელზე , უბრალოდ შენც ნახე ბოლოსდაბოლოს ყიდულობ და შენც უნდა მოგეწონოს !
- თაკო, როგორ გამახარე ! - გაიღიმა და გზას გახედა. - იცი რა ? მე ახლაც მცალია , გამოგივლი ოფისში და შენ დაურეკე პატრონს , დღესვე მოვრჩეთ მაგ საქმეს ხო ? დღესვე მინდა გადასვლა თაკო .
- კი საყვარელო , დაჩქარებულია ყველაფერი და შემიძლია მოვაგვარო , კარგი მიდი გელოდები გამოიარე და ბინის პატრონიც იქვე დაგხვდება ...
- თაკო , გეცოდინება შენ სანდო ხალხი ... ავეჯის გადატანა მინდა , ხო და კიდე შენი სახლის დამლაგებელი დამითმე რა ერთი დღით , მიმილაგოს ბინა , მეც დავეხმარები ... მინდა რომ დღესვე შევიდე და დავიძინო !
- კი , კი ცოტა რთული იქნება მაგრამ ვიზავთ ... მეც დაგეხმარები!
- კარგი მაშინ მოვალ ახლა და დაურეკე შენ იმას.
- კარგი საყვარელო , გელოდები !
^^^
სახლი ნახა , ძალიან მოეწონა ... ახალი გარემონტებული იყო , ნაცრისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ... ნათელი და რაღაც მხრივ ჩრდილში მოქცეულიც , ხეებიც იყო და არც მზე აწვებოდა ზუსტად ფანჯრებს.
ძალიან კომფორტული აივანი ჰქონდა , ისეთი აი გასვლა და დაძინება რომ მოგინდებოდა!
ძალიან კარგი , აქ თავის სარწეველას და პატარა მაგიდას დადებს !
ღამემდე მუშაობდნენ , ყველა ეხმარებოდა , ანამ კი იწუწუნა რატომ გადადიხარო ... მაგრამ , სხვა რა გზა ჰქონდა... ის ქალი ბინას არ ყიდდა , ამიტომ დეიდაშვილთან ახლოს ყოფნაც არ გამოუვიდა.
სამაგიეროდ ეს ძალიან კომფორტული ბინა იყიდა , ბინა სადაც უკვე ბედნიერი დაცქრიალებდა , დალაგებულ გარემოს თვალს ავლებდა და კისკისებდა.
საკუთარ სახლში ცხოვრობს , საკუთარ ბინაში ... თავის ბინაში !
გახარებულმა მოავლო თვალი ბინას და ანას კმაყოფილმა გახედა , გოგონამ თვალი ჩაუკრა და წყლის ჭიქა იქვე დადო.
- აუ რა მაგრად არის ყველაფერი , თან ყველაფერი რომ მილაგებულია ... მაგარი კომფორტია ! - პატარას ხელი დაავლო და გულზე მიიხუტა , თხელი პერანგის ამარამ.
- გადი ერთი იქით ! - ბაშვშვი გამოართვა , რომ ნორმალურად მოეცხვა ხალათი.
- ასე შიშველი , როგორ იცმევ ამ სიფრიფანა ხალათებს ? მოკლედ რა , მე ვარ გათხოვილი და შენ დადიხარ სექსუალური თეთრეულებით ! - სიცილით კრა ხელი და მიამაც კისკისით შეიკრა შიშველ ტანზე მოცმული ნაზი , სრიალა ხალათი.
^^^
რაც არ უნდა იყოს პირველად ათევდა ღამეს ახალ სახლში , მართალია გვერდითა ოთახში ანაც იყო და პატარა ბარბარეც , თუმცა მაინც ვერ მოისვენა და დილით ადრე თმის შეკვრით წამოდგა ფეხზე , შიშველ სხეულზე ხალათი შემოირტყა და დაუდევრად შეკრა , ნახევრად მოხვეული ქამარი.
უცებ გაიგონა ბარბარეს ტირილის ხმა , აღელვებული შევიდა ანასთან ოთახში და დაინახა , როგორ წამობობღდა ნახევრად მძინარე დეიდაშვილი საწოლიდან.
- იყავი ანუშკ , მე დავაძინებ ისედაც არ მეძინება ! - ხელით მიაწვინა და ბავშვი ხელში აიყვანა.
- ჯიგარი ხარ ქალო , არ დაგივიწყებ ! - წამოიჩურჩულა და მიაც სიცილით გამოვიდა ოთახიდან.
სასიამოვნო სიო უბერავდა , უკვე დილის 10 საათი იყო .
პირველ საათზე ლექცია ჰქონდა , დრო კიდევ ბევრი აქვს , მხიარულ განწყობაზე გავიდა აივანზე და სარწეველაში ფრთხილად ჩაჯდა.
დინამიკით მშვიდ ხმაზე ჩართო მუსიკა და ფეხები მოაჯირზე შეაწყო.
არასდროს ყოფილა კომპლექსიანი , თუმცა ახლა ისეთ საოცარი პოზაში იჯდა ... კიდევ კარგი ბოლო სართულზე ცხოვრობს და გვერდითა მეზობელიც არ ჩანს ...
ხალათი ბოლომდე ჰქონდა მოშიშლებული , ტანზე კი მის შიგნით მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა.
მოაჯირზე აწყობილი ფეხები ისე მადისაღმძვრელად მოუჩანდა კაცს , რომ დაენახა ... მართლა ოოო !
პატარა მკერდზე ჰყავდა მიწვენილი , ის კი სასაცილოდ ჩაბღაუჭეოდა ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე და ხან ერთ თითს დაარჭობდა , ხან მეორეს.
ესეც სიცილით უთათუნებდა თითებს პატარა თავზე და დროდადრო პატარა თითეს უკოცნიდა.
- კი ბიჭო , პირველზე მაქვს ლექცია და შენ რომ ... - ნაცნობი ხმა გაიგო და როგორც კი გვერდითა იავანზე გაიხედა სახეზე ფერები გადაუვიდა.
კეკელიამ როგორც კი თანაკურსელი დაინახა და თანაც ასეთ ფორმაში ... თანაც დილით და უფრო თანაც ახალგაღვიძებულზე ... თქვენ არ ვიცი რა წარმოიდგინეთ , მაგრამ ახლაც ნათლად ვხედავ , როგორ ახველებს სიგარეტის კვამლ-გადაცდენილი მიშო და როგორი თვალებჩაწითლებული გამოჰყურებს გვერდითა ახალ მეზობელს.
- შენ ? - იკითხა გაოგნებულმა მიამ და ფეხები უფრო კარგად გაშალა მოაჯირზე.
- მე კი არა შენ ? და საერთოდ ჰაა ? - იკითხა და გათიშული მობილური იქვე მიაგდო.
- რა იყო კოშმარი ნახე ? - კითხა სიცილით მიამ და ბავშვი წამოაჯინა.
- დაჟე შვილიც გყავს ? - გადმოხედა გაოცებულმა ირონიული ღიმილით . - როგორ ზიხარ , ვცხორობთ აქ ხალხი ! - წარბები შეკრა და მისკენ მიბრუნებული მოაჯირს დაეყრდნო .
- რას მეუბნები ... - ირონიული ღიმილით წამოდგა ფეხზე მია და ბავშვი გულზე მიიხუტა .
- მია , სადაა ბავშვი ? - ანა თმააბურძგნული გამოვიდა აივანზე და მიასკენ წავიდა . - მოდი დე ჩემთან ... - ბარბარე გადაიწვინა ხელში და ცალითვალით გამოხედა მიშოს. - გამარჯობა ... - ღიმილით მიესალმა და მიას ეჭვნარევი მზერით გადახედა .
- გამარჯობა ... - ჩაილაპარაკა მიშომ და თან ბავშვს გაუცინა .
- მია , შევალ მე და ყავას მოგიდუღებ ... უშაქრო ხო ?
- ხო ... - ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ და როგორც კი გასული ანა დაიგულა მაშინვე შეტევაზე გადავიდა. - აქ რა გინდა?
- მე აქ ვცხოვრობ საყვარელო , უკვე 24 წელი ! - მისკენ მიიწია და ირონიული ღიმილით ჩამოუსვა თითი მხარზე.
- ვფიქრობ ჯერ არ ნაყიდი ბინა , ხომ არ გავყიდო და სხვაგან ხომ არ გადავიდე ?
- ცუდი აზრი არ არის ! - უთხრა ღიმილით და მისკენ გადაიწია. - ლექციაზე შევხვდებით მეზობელო ! - უთხრა დაბღვერილს და სახლში შევიდა. - უი , ძალიან გიხდება ეგ შავი გიპიურის ტანგა ! - უკან მობრუნებულმა , მხოლოდ თავი გამოჰყო და გაოგნებულ მიას ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა.
- როგორ მინდა რამე შემოგიგდო ბინაში , მაგ იდეას ღამით განვახორციელებ შე მართლა ხისგან გამოთლილო ! - მიაძახა და ის ის იყო სახლში შესვლას აპირებდა მიშომ აივნიდან თავი , რომ გამოყო.
- თუ მაინცდამაინც რაიმე მრგვალი მესროლე , ერთიცალი მაინც ... არ გიჭირს მგონი მაგ მხრივ ! - ხარხარით შებრუნა სახლში და სახეზე ალმურმოდებული მიაც შეინძრა ადგილზე როგორც იქნა.
- გავანადგურებ , გეფიცები გავანადგურებ !

ნერვებმოშლილი მოემზადა , ტანზე ტოპი მოირგო , ზემოდან კი შავი კომბინიზონი კაბა გადაიცვა და ესპადრელებიც მოირგო ფეხზე.
თმა უბრალოდ აიწია , მსუუქი მაკიაჟი და მზად იყო.
ცოტა ადრე გავიდა , ჯერ ანა უნდა დაეტოვებინა ბინაში .
როგორც კი უნივერსიტეტთან ჩააყენა მანქანა იქიდან გადმოვიდა და იქვე ჩამომდგარი თიკასკენ წავიდა , რომელიც ხელს ძალიან ბედნიერი უქნევდა.
გარშემო მიიხედ-მოიხედა და მიშო , რომ ვერ დალანდა გახარებული წავიდა გოგონასკენ.
- რას შვები ? აბა , როგორ იწყებ დღეს ... ხომ ხარ ხოდზე? - მიაყარა და მასთან ერთად წავიდა შესასვლელისკენ.
- უჰ ნუ იტყვი , საერთოდ არ მოუშლია დღეს დილიდან შენს მეგობარს ნერვები ჩემთვის ! - ბრაზით ამოთქვა და სწრაფად აუარა ერთ-ერთ ლექტორს გვერდი.
- რაო ? - ყურები ცქვიტა თიკამ . - მიშო ჯერ მე არ მინახავს და შენ საიდან ნახე?
- გოგო , ახალი ბინა ვიყიდე ... ზუსტად მის წინ ... მისი კარის წინ , მისი აივნის გვერდით და წარმოიდგინე ახლა დილა როგორ დაიწყო ! - თვალები აატრიალა და აკისკისებულ თიკას მხარი გაჰკრა. - რა გაცინებს ?!
- არაფერი ... - ჩაიფხუკუნა და დასერიოზულეულმა გადახედა მიას . - კაი ავიდეთ აუდიტორიაში თორე დაგვაგვიანდა , შენი კეკელიას ლექცია გვაქვს ! - გაუცინა და მიაც გაცისკროვნებული თვალებით აედევნა გოგონას უკან.
^^^
- დავაგვიანე ხო ? - თიკას გვერდით სწრაფად დაიკავა ადგილი მიშომ და ლექტორს გაუცინა .
- კი , ცოტა ... - გაუღიმა და ადგილზე იყუჩა.
- მია , ძალიან მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით შენი აზრი ... - ლექტორი მიუახლოვდა და ტელეფონში ცხვირჩამზძვრალს ბღვერით წაართვა მობილური.
- აუ , კეკელია მას ... - ფისოს თვალებით ახედა და ლექტორის ჩათვლით ყველამ სიცილი ატეხა მის ნათქვამზე.
- ლექციაზე ყურადღებით იცოდე! - ღიმილით დაუბრუნა მობილური და მანაც გაბადრულმა გააყოლა მამაკაცს თვალი .
- რა გაუსწორდა გთხოვ უყურე ... - ირონიული ღიმილით გადასჩურჩულა მიშომ თიკას და გოგონამაც მაშინვე დაბღვერილ მიას გახედა.
- იმ არსებას უთხარი გააჩეროს თავისი მოსარსალე ენა ! - თიკას მხარი გაჰკრა მიამ და თავი წინ გაატრიალა.
- მიშო მერხს დაყერდნო და იდიოტის ღიმილით დაუწყო დაჟინებით ყურება მიას.
ჩვენმა სოსელიამაც ვეღარ მოითმინა და მხარზე ხელი მსუბუქად მიჰკრა.
მიშომ თვალების ბრიალით გადახედა და თიკას რაღაც უთხრა.
თიკამაც მიას გადმოხედა და ისიც გაბუტულივით შედგა ერთ ადგილზე.
- კეკელია და სოსელია ! - დაიქუხა ლექტორის ხმამ . - ორივე გარეთ ! - თქვა და მათაც გაოგნებულებმა გადახედეს ერთამანეთს. - დროზე , დროზე ნუ მაკარგვინებთ დროს ! - უთხრა და ეს ორიც სწრაფად წამოდგა ფეხზე.
თიკამ ღიმილით გახედა ლექტორს და მანაც სიცილით გააყოლა კარისკენ წასულ წყვილს თვალი .
- შენ რა სულ გაგიჟდი ? - ჰკითხა დარბაზში გამოსულმა . - რა გინდა ვერ გავიგე , არ გეხები და ნუ შემეხები ! - თვალებისტრიალით უთხრა და მიშომაც ისეთი არაადეკვატური სიცილი მორთო მიამ გაოგნებულმა აატარა მზერა .
- მეთორმეტე კლასის მერე არავის გავუგდივარ კლასიდან... - განუმარტა სიცილის მიზეზი და მიასაც სახეზე სულელური ღიმილი მოედო.
- ხო და ახლა პირდაპირ მაგისტრატურაზე მყოფი კაცი გამოგაგდეს აუდიტორიიდან! - ენა გამოუყო და თმა გაისწორა. - რა ვქნა ახლა მე ?
- წამო , ნაყინი ვჭამოთ ! - უთხრა და მიაც მხრების ჩეჩვით გაჰყვა გარეთ .
- აუ როგორ გამოგვაპანღურა რა ! - ამოიწუწუნა და იქვე ჩამოჯდა შოკოლადის ნაყინით ხელში.
- დაგეჟუჟუნებინა თვალები და დაგვტოვებდა ... - უთხრა ირონიულად და ჩანთა იქვე მიაგდო.
- ხო აი ! - ენა გამოუყო და ნაყინი ნეტარებით გაიქანა ყბისკენ. - რატომ მიყურებ ასე ... - სიცილით ახედა გაშეშებულ მიშოს.
- ვცდილობ რომანტიული გარემო შევქმნა , მაცადე ! - გააჩუმა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა . - ეს ნაყინი აქ არ მომწონს ... - ოდნავ შეეხო სახეზე მოცინარს , რომელიც წამში დასერიოზულდა და მისი სიახლოვით ძალიან დაიბნა . - მოვაშოროთ აქაურობას ... თქვა თუ არა მაქსიმალურად მიუახლოვდა მის ბაგეებს და თვალისდახამხამებაში მოჰპარა პირველი კოცნა.
ისეთი ნეტარებით კოცნიდა ... ისეთი გრძნობით , რომ სოსელიას თვალები უკვე სიამოვნებისგან ელულებოდა.
გამოუცდელი იჯდა გაყინული მის წინ და რეაგირებას ვერაფერზე ახდენდა.
იმდენად სასაცილოდ ჟღერდა კეკელიას ნათქვამი სიტყვები : " ვცდილობ რომანტიული გარემო შევქმნა , მაცადე! " , რომ ვერც კი წარმოიდგენდა ამას თუ შეიძლებოდა რაიმე მსგავსი მოჰყოლოდა.
სულ ფიქროდა როგორი იქნებოდა მისი პირველი კოცნა , თუმცა არასდროს წარმოედგინა ასეთ სიტუაციაში და ასეთ ბიჭთან.
ამბიციები კი ჰქონდა , შორსაც გადიოდა თავისი მონაცემებით თუმცა მიშო კეკელია ... ეს ისეთი ინდივიდი იყო , ათასში ერთი თუ იქნებოდა მიასნაირი იღბლიანი .
თანდათან მოშორდა , თვალებიც გაახილა , ლოყებზე სიწითლეშეპარულს ნაყინი სკამიდან გადაუვარდა და ისეთი სისწრაფით დაავლო ჩანთას ხელი თვითონაც გაუკვირდა.
სწრაფად გაიქცა და მანქანაში წამებში ჩაჯდა.
ახლა , რომ მასთან დარჩენილიყო ვერც ერთ სიტყვას მოუყრიდა თავს და ისე შერცხვებოდა როგორც არასდროს.
- ნატას დაურეკე და მანდ დამხვდით ორივე ! ანას ნომერი აკრიფა და სწრაფად გაუთიშა.
მთელი გზა ტუჩებზე ისვამდა თითებს და ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდა რეალობის აზრს.
ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თავის გოგონებთან ლაპარაკი , ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ის ორი და არავინ სხვა!

^^^
- ღმერთო რა გარყვნილია ? - შეიცხადა სიცილით ნატამ . - აუ მომწონს !
- ხოდა გყავდეს! - დაუბღვირა და წვენი მოსვა . - ღმერთო გული ახლაც ამოვარდნას მაქვს ...
- რა იყო ქალო , გაკოცა თუ შუა ქუჩაში გაგ*მა ? - ჰკითხა სიცილით ანამ .
- ვინ გაკოცა გოგო ? - ოთახში ახალგაღვიძებული თორნიკე შემოვიდა და გარშემო მიმოიხედა. - მოიცადე , დავიჯერო ისევ სიზმარში ვარ ?

- დაიწყო უკვე ! - თვალები გადაატრიალა მიამ.
- არა , მართლა მაინტერესებს ... ვინ გაკოცა ? - სერიოზული გამომეტყველებით მიუჯდა გვერდით და ლოყაზე აკოცა ცოლის დეიდაშვილს და საუკეთესო დაქალს.
- კურსელმა ... - ამოიბურდღუნა და თავი ხელებში ჩაყო.
- რა იყო მერე , დაიქცა ქვეყანა ? - იკითხა გაშტერებულმა და იქვე დადებულ სიგარეტს დაავლო ხელი .
- თორნიკე , არ მოწიო რა აქ ... დამეხრჩობა ბავშვი ! - ამოლაპარაკა გაბრაზებულმა ანამ.
- კაი ჩემო ცხოვრება , დამავიწყდა უცებ ... ისეთი ჩუმია ეს ბავშვი , ზოგჯერ ვფიქრობ ნეტა მართლა არსებობს ? - თვალები მოიფშვნიტა და გოგონების გაოგნებულ სახეებზე სიცილი ატეხა. - კაი , მომიყევი ერთი ვინ არის ეს შენი გარყვნილი კურსელი აბა ?
- ვნებიანი თვალებით ! - დააკონკრეტა ნატამ ისე , რომ დაქალის მუჯლუგუნი არ შეიმჩნია.
- და მწარე ენით ! - დაუმატა მოკისკისე ანამ .
- პიდარას*ტი ხო არაა თუ რატო მიქებთ ეგრე , ასე მოგეზრდი ცოლო ? - ანას ცალი თვალით გადახედა და ისევ ხარხარი ატეხა.
- ოოო ! - გაბრაზებული მია წამოდგა ფეხზე. - მეთქი მანუგეშებთთქო და უარესს მიშვებით !
- აუ ამან პირველ კოცნას რამხელა ამბავი მოაყოლა და წარმომიდგენია ალბათ პირველ ღამეს პირდაპირი ჩართვით მოგვთხოვს დამშვიდებას ! - თავი გადააქნია თორნიკემ და სწრაფად აიფარა ხელები მიას ნასროლი ბალიში , რომ აეცილებინა.
- ვაფშე ამის მშობიარობის წაროდგენაც არ მინდა ! - სიცილი მორთო ნატამ.
- ახლა თქვენ გამშობიარებთ სამივეს თუ არ გაჩუმდებით ! - გაბრაზებულმა დაავლო ხელი ჩანთას და კარისკენ წავიდა.
- მოდი გოგო აქ ! -ხელზე დაექაჩა თორნიკე და გვერდით მიისვა აღრენილი მეგობარი. - კაი სერიოზულად , რატო ხარ ასე ? არ მოგწონს შენ ? ძალით გაკოცა ? - თმაზე ხელი დაუსვა და სერიოზულად გაუღიმა მზრუნველი ღიმილით.
- არა ... მე , იმან ... უცებ , ხო ხვდები ... - ისე სასაცილოდ ბლუყუნებდა ვერც ერთი იკავებდა ღიმილს.
- ანუ ძალით არ უკოცნია ხო ? და მოგწონს ? - ჰკითხა და დაკვირვებით მიაშტერდა სახეზე , რომელზეც უმალვე აწითლდა.
- არა ... - თვალები დახუჭა და სასაცილოდ აატრიალა სახე ჭერისკენ.
- ანუ კი ! - დაასკვნა თორნიკემ და უმალვე ჭყიტა თვალები სოსელიამ .
- არა !
- კი !
- არათქო !
- არათქო ! - გაიმეორა მისი პასუხი თორნიკემ .
- კითქო ! - ჯიქურ შეკრა წარები მიამ და თორნიკეს ირონიულ ღიმილზე მიხვდა რაც წამოროშა.
- კაი , არ გვინდა ეს თავის მართლება !- არ აცადა ხმის ამოღება ნატამ .
- დამშიდდი ! - სიცილით მოუთათუნა ხელი მხარზე დეიდაშვილს ანამ .
- აუუ ! - ამოიზმუვლა მიამ და ფეხზე წამოდგა. - მიგაკლავთ !
^^^
სადარბაზოში ასულმა ძლივს მოარგო საკეტს გასაღები და სწრად გადაკეტა საკეტი შიგნით შესულმა.
ახლა ისე სჭირდება ცხელი აბაზანა და ძალიან მაგარი ძილი , როგორც არაფერი !
იმდენად სტივა თავი , რომ სულ არ აინტერესებს ხვალინდელი ლექციები , ოხ ლექტორ კეკელიას რას უზავს ჯერ თვითონაც არ იცის , მაგრამ რაიმე საძაგლობას რომ მოუფიქრეს ეგ ზუსტად ვიცი !
თხელი პერანგის ამარა შეწვა საწოლში და თავი გემრიელად მოათავსა ბალიშზე .
აი ისეთი შეგრძნება ხომ გქონიათ , რომ გგონია როგორც კი ბალიშზე დადებ თავს წამში ჩაგეძინება , რეალურად კი მთელი ღამე თვალები ჭოტივით , რომ გაქვს დაქაჩულ-დაჭყეტილი ?
ეს დაემართა ჩვენც მიასაც , თვალს როგორც კი ხუჭავდა თვალწინ ისევ ის კოცნის სცენა უტრიალებდა და თავში აზრებს ძლივს ალაგებდა.
"ნეტავ ხომ არ მეთამაშება ,ნეტავ გაბრაზებული დამცირებულად ხომ არ გრძნობს თავს , აბა სად გაქრა უცებ ის ცინიზმი და ირონია ? სად გაქრა ყველაფერი და რატომ გადაიწმინდა მისი სახე ისე როგორც ცა , ნაწვიმრის შემდეგ ? რატომ ვგრძნობ მუცელში გაზაფხულს ... რატომ ვგრძნობ , რომ ჩემში ყვავილები ხარობენ , ბუნება ყვავის ... ყველაფერი იშლება , ფრინველები ... ცხოველები !
ღმერთმანი სრული ზოოპარკია ჩემს შიგნეულობაში ... ვიფერფლები , ვიფერლები!"
^^^
თვალები , რომ გაახილა უკვე შუადღის სამის ნახევარს უჩვენებდა , გაოცებისგან პირი დააღო და მობილურს მთქნარებით გადახედა.
ცივი ყავა და დღე არაჩვეულებრივად დაიწყება , ხო თქვენთვის და ჩემთვისაც გაგრძელდება მაგრამ შუადღეს ამდგარი მია დღეს ამ წამიდან იწყებს.
უცებ გავიდა თმის შეკვრით აივანზე და მზის სხივებს ნეტარეთ შეუშვირა სახე.
ხელები გაშალა და ღრმად და წყნარად ამოისუნთქა.
ბედნიერმა გაიღიმა და ცალთვალმოჭუტულმა გაიხედა გვერდითა აივანზე , შიშიგან შეხტა წელსზემოთ შიშველი კეკელიას დანახვაზე.
- ღმერთო ჩემო ! - გულზე ხელი მიიდო და უცებ დაიხედა სხეულზე , ღმერთო ჩემო ... მართლა ღმერთო ჩემო !
- აქ კედელი უნდა ამოვაშენო , შენი ასე ხილვა ყოველ დღე საერთოდ არ მაწყობს ! - მისკენ გაწვდილი ხელით მიიზიდა თავისკენ და ახლა უკვე ერთი მოაჯირი ყოფდა მხოლოდ მათ სხეულებს.
- ღმერთო ჩემო ... შიშველი კაცი მეხუტება ... - ამოიბლუყუნა გაოგნეულმა.
- ნახევრად შიშველი ! - შეუსწორა ირონიული ღიმილით მიშომ.
- დედა ... - შოკირებული თვალებსაც არ ახამხამებდა .
- ოღონდ დედა არა ! - თვალები გადაატრიალა კეკელიამ . - რატომ კვნესით გოგოები დედას ? - უკმაყოფილოდ ამოთქვა და თითები მის მხრებზე აასრიალა.
- გამიშვი ...
- არც გიჭერ ! - უთხრა სიცილით .
- მაინც გამიშვი ... - კისერი გადააკონწიალა საწყლად სოსელიამ .
- გაგიშვი ! - ხელები არც გაუშვია ისე უთხრა მოფხუკუნე მიშომ .
- არა , არ გამიშვა ... - თვალები დაახამხამა მიამ .
- წყალი ! - წამოიყვირა ჩაიდნის ჭიხვინზე და გველნაკბენივით მოშორდა კეკელიას სხეულს.
- დაღვარე ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა მამაკაცმა.
- ყველაზე გარყვნილი არსება ხარ მთელს გალაქტიკაზე ! - ამოთქვა გაბრაზებულმა.
- შემაკანკალა , ბრაზმორეულიც რა სექსუალური ხარ ! - მის ნერვებზე თამაშს არ ეშვებოდა კეკელია .
- შენ კიდევ ... მაინც ... მაინც , მაინც გარყვნილი ხარ ! - დააბრეხვა და გაბრაზებულმა შეკრა მუშტები .
კეკელიამ ღიმილით გაიხედ - გამოიხედა გარშემო და ისე უცებ აღმოჩნდა მიას აივანზე , გოგონამ თვალიც კი ვერ დაახამხამა.
გაშტერებული და შეშინებული წავიდა უკან ნაბიჯებით , შემდეგ რომ მიხვდა რა ხდებოდა უცებ მოკურცხლა და გაზი გამორთო , იქვე დადებული ტაფა ხელში აიღო და თვალებანთებულმა მოუქნია ირონიულად მომღიმარ კეკელიას .

- არ მომეკარო , არ მომეკარო თორემ გეფიცები ამას ჩაგარტყავ ! - უკან დაიხია და უკვე სამზარეულოს კიდეს აეკრა უკანალით.
- ძალადობა არ მიყვარს ... - ჩაიჩურჩულა და მისკენ ძალიან , ძალიან ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა.
- არ გინდა , არ გინდა ... გაიწიე და დაიხიე უკან ... მიშო არ მომიახლოვდე ! - ხელი ჰაერში ასწია და მაშინვე უღონოდ დაეშვა როგორც კი მხრებზე გახურებული და თლილი თითები აღიქვა.
- რატომ ართულებ ? - თითებიდან ძალიან ნელა გამოაცალა ტაფა და როგორც კი იქვე დადო მაშინვე მოხვია წვრილ წელზე თითები დაბნეულ მიას. - არადა ვგრძნობ , რომ ძალიან გინდა ... - მის ყურთან დახრილმა ნიჟარაზე გახურებული ტუჩები მიაკრა და ხელები მაგრად მოუჭირა წელზე.
- არ ... მიშო , გაიწიე! - კისერში მოძრავი ტუჩები აზროვნების უნარს უქვეითებდა , მის სხეულზე მცოცავი თითები კი მთლიანად თიშავდა სამყაროს ეპიცენტრიდან.
- უბრალოდ გაჩუმდი ... - მისი სახე ხელებში მოიქცია და იმდენად ვნებიანი თვალებით ჩახედა დაბნეულ თვალებში , რომ საწყალი მია რომელ კანალიზაციაში მიედინებოდა დაღვენთილი არც კი ვიცი.
- კი მაგრამ ...
- არადა მინდოდა სიტყვიერად გამეჩუმებინე ! - ამოთქვა დაღლილმა და ისე სწრად დაეტაკა ბაგეებზე , რომ მიამ მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა მოასწრო.
სიტყვის თქმაც ვერ შეძლო , ჰაერში აღმართული ხელები ისევ ჰაერშივე გაუშეშდა , თვალები კი სიამონებისგან გატრუნულს მიებნიდა.
თითები მის კისერზე მოათავსა და ახლა უკვე სიამოვნებით აყვა სასურველს კოცნაში.
როგორც კი კეკელიას ხელი ფეხზე იგრძნო მაშინვე დააჟრიალა და იმდენად შეაკანკალა მიშოს მარჯვენა ტუჩის კუთხე ქვემოთ ჩაუტყდა.
- რა გემრიელი ხარ , როცა ჩუმად ხარ და უბრალოდ კრუტუნებ ! - უთხრა და მის გრძელ თმაში თითები ახლართა.
- მიშო ...
- თუ არ გკოცნი ისე ვერ ჩუმდები ? - ქვემოდან ახედა და მის გულმკერდს ცხელი ტუჩებით ჩამოუყვა.
- ააჰ... ვერა ... - ამოიკვნესა და თმაში ხელი ჩაავლო. -გეყოფა ... ნუ მაფუჭებ !
- ვიცი გინდა ბოლომდე გაგაფუჭო ! - კისერზე მაგრად ჩაარჭო კბილები და ნელ-ნელა დაუწყო კანის წოვა ახურებულს.
- გეყოფა ... - უთხრა და ოდნავ მოიშორა.
- კი , ნამდვილად მეყოფა ! - სიამოვნებისგან მომღიმარმა ჩაიჩურჩულა და ისე გაქრა სახლიდან ხმა არ გაუცია მისთვის.



- კარგი , დავუშვათ არ მივესალმე ... მე გამოვდივარ გოიმი ! - ჩაიფრუტუნა გაბრაზებულმა . - ვაიმე მოდის !
- დამშვიდდი და ისე გაუარე არც შეხედო , ნეტა დამანახა ! - მობილურში აფხუკუნდა ნატა და სიცილისგან გაიჭაჭა.
- ხო , ოღონდ არ შეხედო მია ... შენ რომ იცი ისე არ ქნა , რომ უყურებ და ისე აიგონრებ ! - აკისკისდა ანა.
- ოხ , ოღონდ აქ იყოთ ! - ამოიბურტყუნა და სუნთქვაშეკრულმა აუარა გვერდი მიშოს.
- მიშო ... - მოესმა წრიპინა ხმა და გაოცებულმა გაიხედა უკან .
- ღმერთო არ მითხრა , რომ ვინმემ დაუძახა და შენ უკან მიიხედე ! - აღმოხდა ნატას და დაბნეულმა მიამაც თავი გადააქნია ნელა.
- სად დაიკარგე მიშ ? - ყელზე ჩამოეკიდა გოგონა და ისე ვნებიანად აკოცა ეჭვი მაქვს მიშოს ჰორმონები ყალყზე იდგნენ.
- ღმერთო ჩემო ... - ჩაიფრუტუნა სიჩუმეში და ოდნავ მოფხიზლებულმა მიშომაც მოხედა ერთ ადგილზე გაყინულ სოსელიას.
ნიკაპი აუკანკალდა , გათიშული მობილური ძირს დაუშვა და ისეთი სიმძლავრით მოუჭირა თითები ჩანთას ფრჩხილები სიახლოვისგან კანში შეერსო.
თავი შეყინული და ნერვიული ღიმილით დაუქნია მისკენ მომზირალ გაქვავებულ კეკელიას და ადგილს ჩქარი ნაბიჯებით გასცილდა.
^^^
- კარგი , ყველაფერი რიგზეა ... არაფერი მომხდარა , ყველაფერი რიგზეა ! - არა , რატომ მეგონა რომ მოვწონვარ ? დაინახა ბიჭმა რომ მაბნევს და ერთობა ... ვაიმე , რა სულელი ვარ , რა დონის სულელი ვარ რომ ასე გამოვაყენებინე თავი ? - იკითხა გაცოფეულმა და ბალიშს მთელი ძალით მოუჭირა ხელები .
- კარგი შენც კიდე , მივარდა ის გოგო და ჩაპროშნა ... ამან ხომ მოიცილი , რა გინდა კი მაგრამ ? - თვალები გადაატრიალა ანამ.
- ოხ რას გავპუტავდი ! - ჩაიურდღუნა გაბრაზებულმა ნატამ.
- ნუ ამწვავებ ! - თვალები უბრიალა ანამ და დეიდაშვილს თმაზე ფრჩხილები დაუსვა.
- ჯერ მაცადოს ! - თვალები დააწვრილა და ცივი ყავა მოწრუპა. - ცოტა მაცადოს !
- ახლა იმუქრება , მერე იყუჩებს იმის მკლავებში ! - გადაუჩურჩულა გაყურსულმა თორნიკემ გოგონებს და ძლივს შეიკავა მიას ჩაფიქრებულ სახეზე სიცილი . - შეხედე , ალბათ უკვე ფიქრებით ყავს გატყიპული !
- მესმის! - დაუკივლა მიამ და ბალიში პირდაპირ თავში ესროლა.
- არაუშავს ! - წარბები შეუთამაშა მეგობარმა და ფეხზე წამოდგა. - საწყალი ბიჭი , უკვე მეცოდება ! - ბურდღუნით წავიდა ოთახისკენ და კარი საიმედოდ ჩაკეტა .
"რა იცი რა მოუვლის იმას".
^^^
- ხო ნიკო ... - უპასუხა ნომერს და მთქნარებით წამოდგა ფეხზე.
- რას შვები სიყვარულო ? - მოესმა საყვარელი დეიდაშვილის ხმა და ფრუტუნით გაუყვა სამზარეულოსკენ მიმავალ გზას.
- აბა ნომერს დახედე ... - დაიჩურჩულა ნიკომ .
- მერე ? - მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა . - მოიცა ... ჰაააა? - დაიკივლა ბოლო ხმაზე.
- ჩამოვედი ქალო , ჩამოვედი ! - ახარხარდა ნიკო და მიას სასულეში გადასასვლელი წყალი უკან გადასცდა.
- რამ დაგკრა თავში , ერთი თვის წინ არ წახვედი ? - თვალები დაქაჩა და ოდნავ ჩაეღიმა . - გადაგიარა ბრაზმა და უნდა მოაბრუნო ის გოგო საშენოსკენ? - აკისკისდა მობილურში.
- შენ რაღა იცი მაგ გოგოზე ! - ამოისუნთქა ნიკომ .
- რა რაღა ვიცი , აუ მიდი ეხა მე წავალ უნივერსიტეტში და გამომიარე რაა ... - დაიწუწუნა და ოთახისკენ წავიდა.
- კაი პრუწუნ ! - კოცნა გამოუგზავნა მობილურში და უცებ გაუთიშა ზედმეტსახელის გამო , რომ არ მიეღო რაიმე მწარე.
ისე ტკბილად და სასიამოვნო სიახლით დაიწყო დილა , რომ სულ დაავიწყდა გუშინდელი უნციდენტი ბედნიერ მიას.
უცებ შევიდა გარდერობში და თვალებდაწვრილებულმა მოატარა მზერა ტანსაცმელს.
- უნდა განგაახლო ! - ჩაიბურტყუნა და ბოლოდროინდელი შეძენილი საზაფხულო ნივთებისკენ აიღო გეზი. - შენ გერგება ბედნიერება , აღმოჩნდე დღეს სხეულსა ჩემსაზე !
შავი მაღალწელიანი , ტანზე მომდგარი ტყავის ელასტიკი გადმოიღო და ახლა ზედის ძებნას შეუდგა .
ბოლოს როგორც იქნა , ლურჯი გამჭირვალე პერანგი გადმოიღო და ამჯერად მაკიაჟზე ზრუნვას შეუდგა.
მისაღებში გასულმა ოდნავ მაღალ ქუსლზე შუზებიც მოირგო და გასწორებული ოდნავ ზომაში გაზრდილი თმაც მხრებზე დაიფინა.
კმაყოფილმა მოავლო მზერა საკუთარ თავს სარკეში და ღიმილით გაიხურა კარი.

^^^
შესვენებაზე იჯდა ბუფეტში და ყავასთან ერთად კითხულობდა კონსპექტებს უცებ ნაცნობი და საყვარელი ხმა , რომ გაიგო წამით თვალები ასწია მაგრამ , როგორც კი დაინახა რომ ხმა მიშოს და თიკას მაგიდასთან იყო გაჩერებული გაოგნებულმა დასწია თავი .
რამდენიმე წუთში იგრძნო , როგორ მოუახლოვდა მაგიდას ორივე და როგორ ანიშნეს თვალით გაჩერდიო წამოწეულ მიას.
მხრებისჩეჩვით დაბრუნდა ადგილზე და გაკვირვებული მიაჩერდა თორნიკეს და ნიკოს.
- რას აკეთებთ ... - ჩუმად ამოიჩურჩულა და ნიკომაც ღიმილით გადახედა თორნიკეს.
- შენს მაჩოს კამფეტი ეკუთვნის იმის გამო , რასაც აჩალიჩებს ! - თქვა ნიკომ და ისე გამოსწიეს სკამები და დასხდნენ მონატრებულ მეგობარ/დეიდაშვილსაც კი არ აკოცეს.
- გადაირიეთ ? - იკითხა გაოცებულმა.
- ახლა მისმინე , ისე მოიქეცი თითქოს არ გვიცნობ და გეჩალიჩები ... - ეს ისეთი გამომეტყველებით უთხრა მიამ სიცილი ვერ შეიკავა და იმხელა ხმაზე აკისკისდა ყველამ მას გამოჰხედა.
- გაკლია ნიკო ? - კითხა გაოცებულმა სიცილით .
- მიდი დამიჯერე ! - უთხრა და ჩამოვარდნილი თმის ღერი კაი მოფლირტავე კაცივით გადაუწია ყურსუკან .
- აუ , თქვით რას შვებით ! - დაბნეულმა გასწია თავი მისი თითებისგან და საზურგეს მიეყრდნო ფეხი ფეხზე გადადებული .
- გკერავს ... - მხრები აიჩეჩა თორნიკემ .
- თქვენ თავი ხო არ წყვიტეთ რამეს ? - თვალები დაქაჩა მიამ .
- დამწვრის სუნი არ გცემს ? - გამოჰხედა ნიკომ მიას და მანაც ნესტოებით ერთი ხოშიანათ "შეიყნოსა" .
- არა ? ... - თქვა და გამომეტყველებით შეეკითხა რას ბოდავო .
- აუვიდა ერთ სულიერს ბოლი ... - თვალებით უკან მჯდომ მიშოზე მიანიშნა მიას , რომელიც არცერთს აშორებდა თვალს .
- მოიცა ... რა ქენით ? - თვალები დააკვესა მიამ .
- ვიცი ჩემი დისგან ყველაფერი , სიძეც რომ მაგარი მყავს ? არა ერთი ეს შენი დაქალი ვერ ჩავიგდე ხელში თორე ასე ვივლიდი აქამდე ? - თვალები აატრიალა ჰაერში ნიკომ.
- ვაიმე , ნატას კი არა მონიკა ბელუჩის დაგიკერავ ოღონდ მითხარი რა ქენი ! - თქვა მობეზრებით სოსელიამ.
- რავი , ხმები მომივიდა ვიღაც აბრაზებსო და ხო იცი ფიზიკურად ვერ შევეხებოდი ჯერ და მორალურად ხო მაინც უნდა დამეგრუზა ... - მხრები აიჩეჩა სიცილით ნიკომ.
- თორნიკე , ამოაშაქრე რა გააკეთა ! - თვალები აატრიალა მიამ .
- კარგი ხო , რომ გამოვიარეთ იმათ მაგიდასთან ვუთხარი თორნიკეს ნახე რა ნაშაა უნდა დავკეროთქო ... - ამოიჩურჩულა სიცილით ნიკომ.
- ეე ვისზე ? - დებილის ღიმილით მოატარა მზერა მტელ ბუფეტს.
- ეხა მოვკვდები ! - ამოიხავლა ნიკომ და თორნიკემაც სიცილით დაჰკრა თავი მაგიდას .
- იქ დახლთან ქალი რო დგას იმას ! - თვალების ტრიალით თქვა ნიკოლოზმა.
- აუფ , მერე გეთქვა აქამდე ! - ხელი ჩაიქნია მიამ და გაოცეულმა შეხედა ნიკოს , რომელმაც თავში ხელი მთელი ძალით მიირტყა. - რა ... - გულუბრყვილოდ ააფახულა წამწამები სოსელიამ .
- გოგო , შენზე ვთქვი შენზე! - თქვა რაც შეეძლო ჩუმად.
- რაა ? - გაოგნებულმა დაქაჩა თვალები . - მეღადავები ?
- არა , ვაფშე მიშო კეკელიასთან რო იჭერდი საქმეს რა გეგონა ?
- რას ქვია ...
- რას ქვია და ვიცნობ დიდი ხანია , ეს სულ აქ სწავლობდა ჩემს დროსაც ... მაგისტრატურაზე მეც აქ ვიქნები !
- მოიცა , რას აპირებ ?
- ნახავ !
- რა იგულისხმე რა გეგონაში ... - ჩაეიკითხა წეღანდელზე.
- რა ვიგულისხმე და მაგაზე გაქნილი მექალთანე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს , დაჟე თორნიკეც არ ყოფილა ჩემი დის შერთვამდე ! - სიცილით დაჰკრა ძმაკაცს მხარზე ხელი.
- ჩაი*ვი რა ! - გადაიხარხარა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა . - წავედი მე , ბავშვი უნდა გავასეირნოთ მე და ჩემმა ცოლმა !
- მანქანა დამიტოვე რა სანამ ჩემსას გამოვიყვან ! - ახედა კნუტის თვალებით ნიკომ.
- არა რათ გინდა , მე მანქანით ვარ ! - უთხა მიამ და თორნიკეც მხრებისჩეჩვით გავიდა ბუფეტიდან .
^^^
- წავედით ? - ჰკითხა ნიკომ და მისი ჩანთა თვითონ გადაიკიდა მხარზე .
- წავედით , მოიცა რას შვები ? - წელზე მოხვეულ ხელზე ანიშნა და უხერხული ღიმილით გასცდა თიკას და მიშოს მაგიდას.
- ერთ სულიერს ვუჭეჭყავ კისერს ! - ჩაიღიმა და ისე გაიარა დარბაზი არავისთვის შეუხედავს.
ძალიან ბოროტია ჩვენი ნიკოლოზი , მართლაც შესასური ვიზუალის და იუმორის მქონე ბიჭია , თუმცა მისი გული ბავშვობიდან "ხუმრობით" თუ "სერიოზულად" მაინც ნატას ეკუთვნის.
იყვნენ კიდეც ცოტა ხანი ერთად , თუმცა რა თქმა უნდა ახალგაზრდა სისხლმჩქეფარე ნიკომ ვერ შეინარჩუნა ნატა და ასე ჩამოშორდნენ ერთამენთს.
მას შემდეგ 24 საათიდან 12 საათი კბენის საათებია , დანარჩენი ან ძინავთ ან ერთად არ არიან .

^^^ უნივერსიტეტიდან გამოსულები მიას მანქანისკენ წავიდნენ , უკვე მანქანაში ჯდებოდნენ უნივერსიტეტიდან მიშო , რომ გამოვიდა მიას სახელის ძახილით.
- მია ! - ხელზე დაექაჩა და გოგონამაც შეშინებულმა ამოიკვლა ხმადაბლა.
- რა ხდება მია ? - მანქანიდან გადმოვიდა ნიკო და მიშოს თავი გაუქნია კითხვნისშნებიანი მზერით.
- ყველაფერი რიგზეა , ჩაჯექი და მოვალ მალე ... - უთხრა და მიშომაც მაშინვე გაიყვანა სულ ბოლოში ჩაყენებული თავისი მანქანისკენ , შიგნით მოთავსებულმა მიამ მამაკაცს წარბიასაწევით გადახედა და თავი გაუქნია . - რა გინდა ?
- მისმინე , გუშინდელზე მინდა დაგელაპარაკო ...
- რაზე ? რა მოხდა გუშინ ? - იკითხა ცივი ტონით სოსელიამ .
- მია , არ გინდა ეს თემით არადაინტერესებული ქალის როლის თამაში , რომელიც ცდილობს ცივი იყოს და არ გამოსდის ! - თვალები გადაატრიალა კეკელიამ .
- უკაცრავად ? - ჩაიღიმა ირონიულად და ლაპარაკი განაგრძო . - და რატომ გგონია , რომ საინტერესოა ის , რომ ვიღაც ერთჯერადი მოგვარდა და კისერზე ჩამოგეკიდა , ჩამოგეკიდა და გაკოცა იქ სადაც სულ რაღაც წინა დღეს მე მკოცნიდი ? რატომ გგონია , რომ მახსოვს ? - თვალები დაქაჩა სოსელიამ.
- იმიტომ , რომ გახსოვს ! - ტუჩის კუთხე ჩატეხა მიშომ . - არადა რამდენიმე წამის წინ არ გახსოვდა ... - თავი გვერდით გადასწია და ისე ახედა სოსელიას სუნთქვა შეეკვრა.
- რა გინდა მიშო , რა გინდა იტყვი ? - დაღლილმა ამოთქვა და მობილუს ხელი მოუჭირა.
- ისეთი თვალებდაქაჩული იყურებოდი დაინახავდი , რომ ვიშორებდი !
- და რატომ გგონია , რომ უნდა ამიხსნა ? შენი აზრით ვალდებული ხარ რაიმე ამიხსნა ? რატომ გგონია , რომ მანაღლებს ?
- ვგავარ ისეთ ბიჭს , რომელიც ასე გექცევა და ცალკე ვიღაცეებს კერავს ? - გაბრაზებული გადაიწია მისკენ . -მიპასუხე ვგავარ ? - თითქოს თვალებში ცეცხლი აენთოო.
- არ ვიცი ... არ ვიცი საერთოდ რას გავხარ , არ ვიცი ! - მისი სიახლოვით დაბნეული თვალების ცეცებას მოჰყვა და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
- შემომხედე ... შემომხედე და მიპასუხე , გგონია გეთამაშები ? - თითები კისერში უხეშად შეუცურა და ძალით გაასწორებინა მზერა თვალებზე.
- რომ გიყურებ საერთოდ არ შემიძლია მაგაზე ფიქრი ! - ამოთქვა საწყალი გამომეტყველებით და თავს ძალა დაატანა , თუმცა მაინც ვერ დაიძვრინა მისი ხელებიდან თავი . - რომ გიყურებ , რომ გიყურებ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ ...
- ხო ? და რა არის ეგ ერთი რაღაც ? - ჰკითხა და მისკენ დახრილმა თვალი თვალში გაუსწორა - ნუ მარიდებ თვალს ! - ხმადაბოხებულმა უთხრა და მისკენ დაწეული ოდნავ გაეხახუნა ტკბილ ბაგეებზე.
- გამიშვი ! - მისგან თავი დაიხსნა და მანქანის კარისკენ დაიხარა , თუმცა გაბრაზებული მობრუნდა და წარბებშეკრულმა დასძინა. - კარი გააღე !
- ასე ადვილად გინდა თავის დაძვრენა ? - ისევ იგივე პოზიციაში მოიმწყვდია და მეორე ხელი წელზე შეუცურა. - მე კი მეგონა საინტერესო რაღაცას მეტყოდი ...
- მიშო შემეშვი ... - ამოიდუდღუნა და თვალები ისევ მისი ტუჩებისკენ გაექცა.
- რა არის ის რაღაც ... რაზე გეფიქრება ჩემი ყურების დროს ... ეს მაინც არ გითქვამს , მე კიდე ვერ ვიტან ძალადობას ... ხომ იცი არა? - ჰკითხა და ტუჩებით ძალიან ნელა შეეხო კისერზე .
- მიშო ... - ამოთქვა შეწუხებულმა და თვალებმილულუ მიესვენა მის ხელებს . - გამიშვი ...
- არ მეტყვი ? - ოდნავ მოწოვა კანი და ხმით ჩაიღიმა . - თუ გაწამო ?
- ასე ... ასე უნდა ... უნდა მაწამო ? - ამოთქვა ხრიალით და თითებით მის წვერს წაეპოტინა.
- თუ გინდა სხვანაირადაც გაწამებ ... - ხელი მისი ფეხისკენ ჩააცურა და ძალიან ნელა გაუშალა ორივე . - არ მეტყვი რაზე გეფიქრება ჩემი ყურების დროს ? - ოდნავ მოუჭირა თითები ბარძაყზე და სოსელიამაც ვეღარ შეიკავა კვნესა. - ამაზე ხო არა ? - ოდნავ შეეხო მის ტუჩებს და ქვედა ისეთი სინაზით დაუკოცნა უკვე თვალებს ვეღარ ახელდა ახურებული მია . - თუ ამაზე ? - ზედას გადაწვდა და ისიც ისეთი სინაზით დაუკოცნა სოსელიამ თითები ვეღარ დაიმორჩილა და მის თმას მთელი ძალით მოეჭიდა.
უსიტყვოდ მიაჯახა ხელით საზურგეს და მისკენ ოდნავ გადაიწია ამღვრეული თვალებით.
რაიმე სექსუალურის მოლოდინში გატრუნული მიშო ვერც კი მიხვდა , როგორ გააღო მისი მხრიდან კარი მიამ და როგორ გადაიპარა მანქანიდან .
- როცა ჩემთან თამაშს დააპირებ განზაზღვრე ვის ეთამაშები ... - თვალი ჩაუკრა კარი მიუჯახუნა . - უი ... - უკან გამოაღო და გაოგნებულს ირონიული ღიმილით გაუსწორა მზერა. - შენი დანახვის დროს რაზე მეფიქრება ? - ჩაეკითხა და ღიმილით გასწორდა წელში . - ვცდილობ თავი შევიკავო , რომ ისედაც ეგ ძალიან მახინჯი სახე უფრო არ დაგიმახინჯო ! - კბილებში გამოსცრა და საჯდომის ქნევით გაემართა თავის მანქანისკენ .

^^^
- რას შვები ? - აივანზე გაშხლართულ ნახევრად შიშველ დეიდაშვილთან გავიდა მია და უკნიდან ჩაეხუტა.
- რავი , "ბალკონის ზაგარს" ვიღებ შენ ?-სიცილით აკოცა შუბლზე და ერთიხელის მოსმით ჩაისვა კალთაში.
- ახლა , რომ მიშო გვიყურებდეს ... არ გაიხედო ! - სიცილით ჩასჩურჩულა და მის მკლავებში ჩაიმალა.
- ვაიმე , ყავა დავადგი ! - წამოიყვირა და სიცილით გააყოლა თვალი წამოვარდნილ ნიკოს სოსელიამ.
- გიჟი ხარ ! - მიაძახა და ბედნიერმა გაიხედა გვერდითა აივნისკენ .
- დილას გიჟურად იწყებ ? - ირონიული ღიმილით გადმოსძახა მიშომ და სიგარეტს ღრმა ნაპასი დაარტყა.
- ბატონო კეკელია ... - ცინიკურად ჩაიღიმა მიამ და ხალათი კარგად შეიკრა გულ-მკერდზე .
- არადა , სექსის მერე კომპლექსები ეხსნებათ ხოლმე ! - მის ქცევაზე მიაშნისნა და ცალთვალმოჭუტულმა გამოხედა გვერდიდან .
- ვისთანაც საჭიროა იხსნება ! - თვალი ჩაუკრა და დაუდევრად მიმოყრილი თმა სარჭით აიწია ზემოთ.
- თმაც აგრევია ... - ისევ ისროლა ირონიული რეპლიკა და მიამაც ჰაერში აატრიალა თვალები. - არადა მე სულელი ვიჯექი და გუშინწინდელს მთელი ამბით გიხსიდი ! - ცინიკურად ჩაიღიმა თავისი თავის მიმართულებით .
- დეიდაშვილო , ლამაზო და ტკბილო ! შაქარი სად გიდევს ? - ნიკო აივანზე გამოვარდა და მიასაც რაღაცის სათქმელად დაღებული პირი უკან ინერციითვე დაეხურა .
- მოვალ ნიკო ... - თქვა მიშოსთვის თვალმოუშურებლად.
ნიკო მხრებისჩეჩვით მოშორდა ტერიტორიას , მია კი სირცხვილისგან ბოლომდე აწითლებული სად შემძვრალიყო ვეღარ ხვდებოდა.
- ეჰ ... - თავი ტუჩისკუთხე ჩატეხილმა გააქნია და სახლში შებრუნდა ნახევარი ტანით . - აბა , ამაზე გიჟური ღამეები არ გეღირსოსთქო დაგწყევლო ? - ჰკითხა და ხარხარით შევიდა ოთახში .
- იდიოტოოოოო ! - კივილით შევარდა სამზარეულოში მია .
- რა მოხდა ? - იკითხა გაოგნებულმა ნიკომ.
- იქ იდგა , რა დეიდაშვილო აგიტყდა ?! გუშინ ნაშა ვიყავი !
- ჰაჰაჰაჰჰაჰა ! - ატეხა ხარხარი ნიკომ და სიცილით დაეგდო ტახტზე . - ვახ ჩემი კუჭი მეტკინა!
^^^

- კარგი დავუშვათ დაგიჯერეთ , ვაღიარებ რომ მექალთანეზე დიდი საძაგლობაა , თაღლითი და ჯანდაბა , ისეთი ვნებიანია ! - თავით საწოლზე დაემხო და ერთი მაგრად ამოიღმუვლა.
- მანც როგორი ისეთი ? - ჩაეკითხა სიცილით ნატა.
- აი ანა გამიგებს , ღმერთო რომ მკოცნის ... რომ მეხება ... - ტუჩზე კბილები დაიწირა და თვალები დახუჭა. - ვაიმე , მინდა ...
- რა გინდა ? - აკისკისდა ანა.
- კაცი ! - უპასუხა ნატამ მის მაგივრად და სიცილში აჰყვა დაქალს.
- არა , კაცი კი არა იმენა მიშო მინდა ...
- მია ღადაობ ? - სერიოზულად ასწია ჰაერში წარბები ანამ .
- არა , არ ვღადაობ ... - ცრემლები გადმოყარა სოსელიამ და თავისივე თავზე ნევროზული სიცილი წასკდა. - რა ვქნა , მართლა ძალიან მომწონს ! - ამოიხრიალა და დაქალს მიეხუტა.
- კარგი გოგო , არა არ მჯერა რო სერიოზულად ამბობს ... - ამოიფრუტუნა ნატამ .
- სულ როგორ ღადაობ ქალო ! - მხარზე უჯიკა ანამ ნატას.
- კარგი ეგრე მოგწონს ? - თავი ააწევინა დაქალს ოდნავ აკოცა ცრემლისგან გაწითლებულ ლოყაზე.
- კი ... - ამოიტირა და ოთხად მოიკეცა .
- კარგი , რა გატირებს ხომ ხვდები რო მაგასაც მოსწონხარ ?
- კი მაგრამ , არ მინდა ეს ათ წლიანი კატა-თაგვობანას თამაში და 2 წამიანი შეყვარებულობა ...
- აუ ბარემ სტენკაზე გადაწმინდე მტვერი , დაედებოდა ისე ავეჯიც გადაალაგე ... მოვიდა ქორწინების 10 წლის თავი , შენ კიდე ეს ავეჯი ისევ ასე გიდგას ... - ღლაბუცებდა ნატა.
- ოხ ნეტა ნიკო მალე მოვიდეს , რომ შენ ეგ ენა ჩაგაგედებინოს !
- აუფ , მე ნიკომ ენა ? ნწ , ვერ ეღირსება ეგ ჩემს ენასთან შეხებას ! - გაიჯგიმა ადგილზე და ის ის იყო ბალიშს ადებდა თავს შემოსულმა ნიკომ , რომ გამოაცალა და ირონიული ღიმილით დაუშვა ბალიში პირდაპირ მის თავზე. - საზიზღარო ! - დაიკივლა და რომ არა მიას ხელით გამოგლეჯილი ფუმფულა საგანი , ახლა ძირს ეგდებოდა.
- ისე ამბობ ვერ ეღირსებაო , თითქოს ნაღირსები არ ვიყო რა ! - ცინიკური ღიმილით გაიჯგიმა სავარძელში და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო , პირველი ნაპასის დარტყმა და თორნიკეს ოთახში შემოვარდნა ერთი იყო , შეშინებულს კვამლი გადასცდა და ხველა აუტყდა.
- ხრჩობა , არ გადარჩენა და ადრე-მალე სიკვდილი ! - მიაწია ნატამ და ფეხზე წამოდგა. - გავალ მე ყავას გავიკეთებ !
- ბევრი შაქარი ჩაყარე , იქნებ ცოტა დატკბე თორე რაც მე წავედი საგრძნობლად გამწარდი ! - მიაძახა გაოცებულმა ნიკომ.
- დამატკბობლები არ მაკლია ! - უპასუხა და უკანალის ქნევით გავიდა სამზარეულოში.
- რო გასკდეს კივილით ოთახიდან არც ერთმა არ გამოსუნოთ ! - ბრაზისგან გაწითლებული წამოდგა ფეხზე და კარი გაიჯახუნა.
- ამათ შემთხვევაში უკვე მემილიონეთ მოსვლა იწყება ! - ამოიბურდღუნა ცხვირაწითლებულმა მიამ და ფეხზე წამოდგა. - წავალ გავისერინებ , იმედია რომ მოვალ ესენი შერიგებულები დამხვდებიან ! - გაუღიმა მეგობრებს და კედების ჩაცმით გავიდა გარეთ.
როგორც კი კარი გამოიხურა სპორტული ჟაკეტის კაპიშონი გადმოიფხატა თავზე და ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეებს.
- ქალბატონო მეზობელო , არ დამეწვევით კოფეზე ? - კიბეებზე ამომავალი მიშო წინ აესვეტა და მისი ჩაწითლებული თვალების დანხვაზე წარბები კუშტად შეკრა. - იტირე?
- არა ... - თავი გააქნია და ერთ ადგილზე დაიწყო რწევა.
- წამო ჩემთან ... - წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- საქმ ... - როგორც კი ლაპარაკი დაიწყო მაშინვე გააჩერა კეკელიამ.
- მია , ნუ ართლებ რა ! - დაღლილმა ამოთქვა და გოგონამაც რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ თავის ოდნავი დაკვრით ანიშნა , რომ მიყვებოდა. - ასე არ ჯობს?
- ჩემთან ძაან ხმაურია და ცოტა ხანს მშვიდად ყოფნა მინდოდა ... - უთხრა კარში შესულმა და ოდნავ მოათვალიერა იქაურობა. - შენ ალაგებ თუ ? ...
- სუფთა ბიჭი გყავარ ... - მისკენ გადაწეულმა ოდნავ შეახო ტუჩები ლოყაზე და აფერადებული ღაწვების დანახვაზე ქვედა ტუჩი მომენტალურად ჩაუტყდა.
ქურთუკი გაიხადა და იქვე მიაგდო .
- აბა , რას იტყვი მობილურების გამორთვაზე და კინოს ყურებაზე ? - ჰკითხა და სამზარეულოში შესულმა კარადიდან პოპკორნის შეკვრები გადმოიღო.

- არაფერს იტყვი ? - გამოხედა დაბნეულს ცალწარბაწულმა. - კარგი , ანუ დუმილი თანხმობის ნიშანია არა ? - ჰკითხა და მისკენ დაიძრა , სამზარეულოს მაგიდაზე აკრულს ხელები შემოაწყო გარშემო და ზემოდან იმ ღიმილით დახედა , მხოლოდ მას რომ უყურებს . - რა ფილმს ვუყუროთ ? - ჰკითხა და ოდნავ გაუხახუნა ტუჩები მის ლოყას.
- აუ კონკიას , კონკიას ვუყუროთ რა ... - თქვა თვალებგაბრწყინებულმა და ხელები გამოცოცხლებულმა შემოჰხვია კისერზე კეკელიას.
- რა ? - თვალები გააფართოვა მიშომ და ისეთი სიცილი ატეხა მთელი სახლი შეზანზარდა.
- რა გაცინებს , მე მართლა მინდა კონკიას ნახვა! - წარბები შეკრა სოსელიამ და მისი კისრიდან ხელების მოშორება , როგორც კი იწყო მაშინვე დააბრუნა საწყის მდგომარეობაში მიშომ და ოდნავ მოსდო პატარა ცხვირზე კბილები.
- ვუყუროთ კონკიას ! - გაუღიმა და წელზე ხელ მოხვეული გაიყვანა მისაღებში.
- აუ გამოვიცვლი , სახლის ფორმაში უფრო კომფორტულად ვიქნები და შემოვალ რა ... შენც მოწესრიგდი და დავიწყოთ ... - უთხრა და ხელიდან დაუსხლტა.
- კაი ათ წუთს არ გადააცილო , თორემ შემოვალ და მე გამოგიყვან !
- არა ... - გაუცინა და კარი გაიხურა.
ბ ე დ ნ ი ე რ ი ა !
სახლში შესული სამზარეულოსკენ წავიდა , სადაც ნიკო იდგა და ნატას რაღაცას გაცხარებული უხსნიდა , ნატა კი იდგა და სიცილით იჭაჭებოდა .
- შერიგდით თუ კიდე ხოცავთ ერთმანეთს ? - შეიჭყიტა სიცილით.
- შევრიგდით , წეღან მოთქვამდი და ახლა რა გჭირს ? - თვალები დააწვრილა ნატამ და ნიკოს უკნიდან მოეხვია.
- მე გამოვიცვლი და გავალ , მე და მიშომ ფილმს უნდა ვუყუროთ ... - თქვა ვითომც არაფერიო და ოთახისკენ წავიდა.
- რაო ? - დაიკივლა ოთხივე ხმამ ერთად და მიაც სიცილით შედგა კართან .
- ნუ გეშინიათ , არაფერს ვაწყობთ ... უბრალოდ ვუყურებთ ერთად ფილმს და დავიშლებით მშვიდად ...
- იცოდე მოყვები ყველაფერს ! - შეესივნენ გოგონები.
- კარგით , ოღონდ მაცადეთ ! - გაიცინა და გარდერობში შევიდა.
სპორტულებისკენ წასული შედგა და თაროდან ნაცრისფერი ტანზე მომდგარი სპორტული შარვალი გადმოიღო , ტანზე მოირგო და ზემოდან მიკიმაუსიანი სპორტული ზედაც გადაიცვა , იქვე მიგდეუბულ ბაჩუჩებში ფეხები ჩაჰყო და თმის აწევით გავიდა ოთახიდან.
- გავდივართ , იცოდე მომწერე მერე ! - ნიკომ შუბზე აკოცა დეიდაშვილს და თანმიმდევრობით გალაგდნენ სახლიდან.
ბინის კარი ჩაკეტა და გასაღებით და მობილურით ხელში შევარდა მოპირდაპირე ბინაში , კარი გადაკეტა და მიშოს ძახილით შევარდა მისაღებში .
- დავიწყოთ ? - სპორტულებით გამოეცხადა კეკელია და სუნთქვაშეკრული , თვალებდამრგვალებული მიაც მაშინვე მიუჯდა ორკაციან სავარძელში გაჯგიმულ მიშოს.
- დავიწყოთ ... - ერთი ჯამი პოპკორნი ფეხებზე დაიდო და მშვიდად მოთავსდა ფეხებ აკეცილი მის გვერდით.
- ბიჭები და თიკა , რომ მხედავდნენ მაგათი ყბიდან რაღა ამოვიდოდა ... - თვალები აატრიალა და დაელოდა კონკიას გამოჩენას ეკრანზე.
- ჩვენს შორის დარჩება ... - ჩაიფხუკუნა და ღიმილით გახედა კეკელიას , რომელიც გაშტერებული ღიმილით უყურებდა მიას. - ასე რატომ მიყურებ ... - ამოილუღლუღა და ოდნავ გაჰკრა მხარი მისკენ დაწეულ კეკელიას .
- ვცდილობ რომანტიული გარემო შევქმნა , მაცადე ! - გააჩუმა და უფრო ახლოს მიიწია მისკენ.
- ო ღმერთო , ეს ტექსტი და მომენტი მეცნობა ... - ამოიდუდღუნა და ისევ უკან დაიწია. - უკან კეკელია თორე ამ ჯამს თავზე ჩამოგაცვამ ! - უთხრა "მკაცრი" ტონით.
- კარგი , დღეს კოცნა არ იქნება ! - თქვა თვალების ტრიალით და მხრეში გასწორდა. - არა თუ მოგინდება მანიშნე ან მაგრძნობინე ! - მხრები აიჩეჩა და ცალყბა ღიმილით მოხვია ხელი.
- მიშ ...
- ჩუ ! - გააჩუმა და ხელი წელზე გადააცურა. - ჩემი მოთმინება ამოწურულია , ნუ მთხოვ რომ არ შეგეხო როცა ასე ახლოს ხარ ! - უთხრა და ისეთი ვნებიანი თვალებით დახედა , როგორითაც იცოდა , ზუსტად ისეთით ტვინს , რომ უთიშავდა და აშეშებდა.
- ასე ნუ ლაპარაკობ ... - ამოიხრიალა და კისერი მის მხარზე გადააგდო.
- კონკიას ვუყუროთ ! - ირონიული ღიმილით ანიშნა ტელევიზორზე და მიამაც ძლივს გაუსწორა დიდ ეკრანს თვალი.

^^^
- მია ... გირეკავენ ! - დახედა სიბნელეში ძლივს გამომჩნდარ , მასზე მიხუტებულ სოსელიას , რომელსაც თვალები დახუჭვოდა და თხელი ხელები მიშოს სხეულზე შემოეხვია . - მია ... გძინავს ? - ჩურჩულით აკოცა თმაზე და მისი მობილური მანვე აიღო. - გისმენთ ...
- მია ... მია სად არის ? - წამში აუკანკალდა ხმა ანას.
- მიას ფილმის ყურების დროს ჩაეძინა ...
- აჰ , გული გამისკდა ამდენ ხანს , რომ არ აიღო ... კარგი მადლობა მიშო ... - გოგონასგან საკუთარი სახელის გაგება ისე ესიამოვნა , წამში მოეფინა სახეზე სულელური და კმაყოფილების ღიმილი.
თურმე მხოლოდ მიშოს სამეგობრო არ იცნობს მიას დაუსწრებლად ...
- მიშო ... - თვალების ფშვნეტით წამოჯდა ადგილზე მია . - ჩამეძინა ? - იკითხა გაოცებულმა და ფანჯრებისკენ გაიხედა , ჩამოფარებულ ფარდეშიც კარგად ჩანდაჩამოღამებული ცა. - რა დრო გასულა ... რატომ არ გამაღვიძე?
- ახლა დამთავრდა კონკიაც , ახლა აღმოვაჩინე რომ ჩაგძინებია ... კაი იყო კონკია თუ შენ შენი პრინცი გესიზმრებოდა ? - გაუცინა და ტელევიზორი გამორთო.
- აუ კიდევ მეძინება ... - ფეხზე წამოდგა მთქნარებით მაგრამ წონასწორობა ვერ დაიცვა და მაშინვე კეკელიას კალთაში ჩაიკეცა.
- ფრთხილად ... - ღიმილით მოხვია ხელები წელზე და ახურებული სხეული თავისაზე მიიკრა.
- წავ ...
- ჩშ ! - შუბლზე შუბლი მიადო და ოდნავ შეახო ცხვირზე ტუჩები . - ნუ კანკალებ ! - ცალი ხელი ფეხზე აუსვა და მშვიდად დაიხარა მისი კისრისკენ . - უბრალოდ მოგეფერები !
- თვალები ... ჯანდაბა მიშო , თვალები დახუჭე ! - ამოიხრიალა და თითები მის კისერში შეასრიალა.
- მოდუნდი ... - ჩასჩურჩულა ყურთან და თითები ზედის ქვეშ შეასრიალა.
- მიშო ... -ამოიხრიალა და მისი ტუჩებისკენ წაიწია.
- კოცნა გინდა ? - ჰკითხა და ნელა აუყვა თითებით ზურგს . - არაფერი გაცვია ? - ჰკითხა ანთებული თვალებით და თითებით ოდნავ წინ წამოვიდა.
- მაკოცე ... - ამოიხრიალა და ფრჩხილები საშუალო ზომის წვერში შეუცურა.
- გაკოცო ? - ჩაეკითხა და თითები საჯდომზე მოუჭირა. - გინდა , რომ გაკოცო ?!
- კი ... - ამოიკვნესა და კისერი უკან გადააგდო.
- მითხარი , რომ გინდა ! - ტონს აუწია კეკელიამ .
- მინდა ... - ამოთქვა მოუთმენლად და თვითონ წაეტანა მონატრებულ ბაგებს.
გონებას უბინდავდა მთლიანად კეკელის თითები , მთელ არსებას აყრუებდა მისი შეხება , მისი სიტყვები , მისი სუნთქვა , მისი ტუჩები.
- დარჩი ... - ოდნავ მიიხუტა მოშორებული სხეული და შუბლზე აკოცა. - უბრალოდ დავიძინოთ ! - ისეთი თვალებით ახედა სოსელია ფიზიკურად ვერ ეტყოდა უარს.
- უნდა გავიდე ... - ერთი გაიბრძოლა , თუმცა მიშოს მოჭუტულმა თვალებმა წამში მოალღვო საწყალი მია. - კარგი ... დავრჩები ! - უთხრა და ოდნავ აკოცა ტუჩებზე.
- წამო დავიძინოთ ... - ხელები მოხვია და მანაც ფეხები წელზე შემოჰხვია.
- გაჩერდი ... - ხელით დააბრუნა სავარძელზე და მიშომაც გაოცებულმა ახედა მასზე მოხვეულს. - ახლა აქ რომ არ გაკოცო შეიძლება გავგიჟდე ! - ამოთქვა და წამში დაეტაკა მის კისერს.
- მია ... მია გაჩერდი ! - ხელები მაგრად მოუჭირა თეძოებზე კეკელიამ , თუმცა მია საერთოდ არ აპირებდა გაჩერებას.
- ვგიჟდები ასე , რომ იძაბები ... ერთი ასად გიხდი ჩემი გადებილებისთვის სამაგიეროს ! - უთხრა და ტუჩებით მის კისერს აუყვა . - აქ რა გვაქვს ? - თითები მაისურის ქვეშ შეასრიალა , ტუჩებით კი მის ტუჩებს აუყვა და ნელა დაიწყო მასზე დამჯდარმა მოძრაობა .
- მია , რას აკეთებ ... - ამოიხრიალა კეკელიამ თუმცა საერთოდ არ დასცალდა სიტყვის თქმა , მაშინვე დააცხრა ბაგეებზე გოგონა და მისი ტუჩების დაგემოვნება მხოლოდ იმ წამს დაიწყო.
- ვგიჟდები ასე გაუსაძლისად , რომ გსიამოვნებს ... - ოდნავ მოშორდა და კოცნით დაუყვა მის პრესს.
- აა , მია გაჩერდი რას აკეთებ... სად მიდიხარ ტოო , ამოდი ზემოთ ! - თმაში ახლართული თითები მთელი ძალით მოუჭირა მიამაც მზაკვრული ღიმილით ახედა სიამოვნებისგან დამდნარ კეკელიას.
ეშმაკური ღიმილით დასწვდა თითებით ქამრის შესაკრავს და ის ის იყო უნდა შეეხსნა ხელში ჩაგდებული იქვე მიაწვინა და ზემოდან ანთებული , ამღვრეული თვალებით დახედა გათამამებულ მიას.
- მეთამაშები არა ? გინდა გამაგიჟო ხო ? - უთხრა და ხელები მისი ფეხებისკენ წაიღო . - გინდა გაჩვენო როგორ ხდება ეგ ? - ჰკითხა და წამში მოედო ალისფერი სახეზე მიას. - გინდა ახლა შენ დაგშალო სიამოვნებისგან ? - ჰკითხა და თითები ამჯერად შარვლის შიგნით ჩაასრიალა. - გინდა შენ აკვნესდე ამაღამ მთელ ხმაზე ? - ტუჩებით მის მუცელს ჩაუყვა და ისეთი თვალებით ამოხედა საწყალ გოგოს მზერა გაუშეშდა. - მითხარი , გინდა ერთი ათად ამოვიღო ის რაც წეღან მიქენი ? - შარვალი თითებით ქვემოთ ჩაუწია და ენით მის მუცელს ისევ ზევით აუყვა.
- მიშო ... - თითები მის თმაში ახლართა და ისე მოუჭირა მთელი გაუსაძისობა ამ ერთ მოქმედებაში ჩაატია.
- არადა ძილს ვაპირებდი ... შენ კი გამომიწვიე ! - ამოიხრიალა და მოუთმენლად დაეწაფა გამობუშტულ ტუჩებს , თითები მის შიშველ მუცელზე აასრიალა და რამდენიმეჯერ მკერდზე ისე მოუჭირა ლამის მთელი სახე დაუკბინა სიამოვნებისგან.
- გვეყოფა ... - ამოიხრიალა და მთელი ხმით ამოიკვნესა როგორც კი თითები ფეხებზე იგრძნო , კეკელიამ მისი ფეხი წელზე შემოიხია და ამჯერად მკერდის ტუჩებით შესწავლა დაიწყო. - მიშო ... გთხოვ ! - ამოთქვა და ხრიალით გადასწია თავი უკან.
- 1-1 ფისო ! - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ფეხზე წამოდგა. - ახლა კიდევ მართლა დავიძინოთ !

- გაიღვიძე ? - ეკითხება ღიმილით და ლოყაზე ცერა თითს ძალიან ნაზად უსვამს .
- კი ... შენ დიდი ხანია გღვიძავს? - ჰკითხა და თითზე ნაზად მიაკრა ტუჩები.
- არც ისე , ასე 15 წუთი ... - ღრმად ამოისუნთქა და თმაში ახლართული თითებით სხეულზე აიკრა სოსელია.
- მერე ? - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- რა მერე ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა მიშომ.
- რას აკეთებდი 15 წუთი ? - ღიმილით კითხა და ამჯერად თვითონ აეკრა სხეულზე.
- ბუზებს ვითვლიდი ... - მხრები აიჩეჩა და მუცელში ჩარტყმულ ხელზე სახე დამანჭა.- ჯანზეც ვყოფილვართ !
- ანუ მე მიყურებდი ... - ჩაილაპარაკა თავისთვის და მოკლე წვერზე თითები დაუსვა.
კეკელიას თვალები გაუბრწყინდა და მიბნედილი თვალები ძლივს დაიმორჩილა , რომ არ დახუჭვოდა.
- მია ... - ამოიჩურჩულა მისი სახელი და ხელი მის წელზე ჩააცურა.
- ჰოუ ... - უპასუხა დარეტიანებულმა და შეეცადა თვალები გაეხილა.
- მია ... - ისევ გაიმეორა მისი სახელი და სოსელიამაც ღიმილით გაახილა თვალები.
- გისმენ ! - სიცილით დაჰკრა ცხვირის წვერზე თითი და მიშომაც ისე უცებ მოიქცია ქვეშ , რომ საწყალმა დაკივლებაც ვერ მოასწრო. - მიშო ... მიშო რა გინდა , გაგიჟდი ? - კისკისით მიაბჯინა ხელები მხრებზე.
- მინდა , რომ ეგ კისერი ვაფშე სულ გამოგჭამო ! - თვალები ცეცხლისფერი გაუხდა და მიასაც გუგები გაუფართოვდა . - კოცნისგან !- დააყოლა და ისე უცებ დაეტაკა სოსელიამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო.
- მიშო ! - ამოიკივლა სიცილით და თითებით ზეწარს ჩაეჭიდა . - მიშ ... მიშო გეყოფა ! - ამოიკნავლა და თავი უკან გადასწია. - აღ ... აღარ არის ... სას ... ცილო , აააჰ ... - კვნესით ჩაავლო მხრეში ხელები და მიბნედილი თვალებით წამოყო თავი . - გეყოფა !
- უბრალოდ გეფერები ... - გადაწვა და თან გაიყოლა მიაც . - მეზარება ადგომა ... ლექციაც მეზარება ...
- წავიდეთ , ადე ... მიდი და საღამოს ჩემს გაკეთებულ ბლინებს გაჭმევ ... - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და ფეხზე წამოდგა.
- მე გაგიყვან ! - კი არ შეთავაზა უბრძანა და უკნიდან მოეხვია.
- კარგი , ოღონდ იცოდე უკან დამტოვებ ! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და ოდნავ აკოცა ლოყაზე კართან მისულმა.
- კარგი , მთელი დღე ჩემი ხარ იცოდე ! - მისკენ შეაბრუნა წელზე მოხვეული ხელებით და სხეულზე აკრული კარს მიაბჯინა.
- მთელი დღე შენი ? - ჩაეკითხა ღიმილით და ხელები კისერზე მოხვია.
- ღამეც ... - ჩასჩურჩულა და ისე ვნებიანად დაეწაფა სოსელიას სხეული გაეყინა.
კოცნიდა მთელი ვნებით და ხელებს ყველგან დააცოცებდა სადაც კი მიუწვდებოდა , მიაც კრუსუნებდა და კრუტუნებდა ბოლო ხმაზე.
- ხომ არ დავრჩეთ? - ამოიზმუვლა და კისერზე გახურებული ტუჩები მიაკრა.
- მიშო! - გაიცინა სოსელიამ და ისე უცებ გაქრა მიშომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო.
ღიმილით მიარტყა დახურულ კარს შეკრული მუშტი და თავის ქნევით შევიდა სააბაზანოში.
ა გ ი ჟ ე ბ ს !
____________________
^^^
- რატომ ხარ ჩუმად ? - მანქანაში მჯდომს გადახედა და მისი თითები თავისაში მოიქცია.
- ჩავფიქრდი ... - ღიმილით გადმოხედა და გაშტერებულმა გაუსწორა გზას თვალი .
- ბევრს ფიქრობ ... - ჩაიჩურჩულა და იქვე გააჩერა სადგომზე მანქანა. - ვილაპარაკოთ ლექციების მერე , ნუ ცქმუტავ და ნერვიულობ ... ატრაკებ ! - ლოყაზე მიაკრა ტუჩები და მანქანიდან გადასულს ხელი მოხვია მხარზე.
- ქართველმა ვაჟკაცმა შეყვარებული იღლიაში ამოიდო ! - დაასათაურა პოზა და სიცილს მოყვა ბოლო ხმაზე.
- არააა ?! - გამოვარდა თიკა კივილით . - თქვენ ორნი ერთად , ასე მშვიდად და ასეთ პოზაში ? - თითი აატარ-ჩაატარა მზერასთან ერთად ერთმანეთზე ახურხლულებს და თვალები დაქაჩა. - და პლუს მე არაფერი არ ვიცი ? - დაიკივლა და გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა ხელები.
- ახალგამომცხვარი თემაა კუს ! - მეგობარს ხელი გადახვია და ორივესთან ერთად წავიდა უნივერსიტეტის შესასვლელისკენ.
- აუ , როგორ მიხარია ! - ახტუნავდა მიშოს კისერზე ჩამოეკიდა.
- ეჭვიანი ხო არაა შენი ... - გაიჭედა და გაკრეჭილმა შეხედა წყვილს.
- არა , ეჭვიანი არ არის ჩემი ... - მიას ეშმაკური ღიმილით დახედა და ასეთივე ღიმილით აუწია ერთი წარბი ჰაერში . - შეყვარებული ! - დაამთავრა წინადადება და აფერადებულ ლოყებზე მისკენ დახრილმა აკოცა.
^^^
- გაჩერდი ... - ამოიჩურჩულა და ლექტორ კეკელიას ცალი თვალით გახედა.
- დავიჯერო ამას არ ვჯობივარ ? - ჰკითხა ჩუმად და ღიმილით დაადო ხელი ფეხზე.
- მიშო ... - ამოიკნავლა და ფეხი აამოძრავა , რომ როგორმე მოეშორებინა.
- აბა რა პონტში მოგეწონა ეს ტოოო ... - ხელები გაშალა და საზურგეს მიეყრდნო მოცინარი.
- იმიტომ , რომ შენ არ მყავდი ნანახი ! - ღიმილით გახედა და ადგილზე გახევებული კეკელიაც წამში დაადუმა.
- ჩაგაგდებინეს ენა ძმა ? - გადმოხედა თიკამ და ჩუმ კისკისს მოჰყვა.
მთელი ლექცია გაბადრული იჯდა კეკელია და თვალს წამით არ აშორებდა მის სახეს , ღიმილით უყურებდა ყველა მის ნაკვთს და ცდილობდა ყველა დეტალი გონებაში მაგრად , ძალიან მაგრად ჩაებეჭდა.
შემდეგ იგრძნო , როგორ აუჩქარდა გული და თვალები ძალიან მაგრად დახუჭა , გაახსენდა ყველა ღადაობა ... ყველა დაცინვა , რომელიც რეზისკენ იყო მიმართული როცა თიკაზე ებაასებოდა , ყველა ხუმრობა სათითაოდ ამოუტივტივდა მეხსიერებაში და მიხვდა , რომ ახლა ღირსი იყო თვითონ რეზის დაეცინა და აენაზღაურებინა ყველაფერი.

^^^
- ისევ ჩაფიქრებული ხარ , კარგი რა მია ... - ამოიწუწუნა და სიგარეტი იქვე მიაგდო .
- მიშო , პირველი ხარ ჩემს ცხოვრებაში ... პირველად ხდება ეს ყველაფერი ჩემს თავს , არც კი ვიცი რა მემართება ... ჯანდაბა , ალბათ ისეთი პანიკიორი და პრობლემური ვჩანვარ უკვე გასაქცევ გზებს ეძებ ...
- კი აი , იმ ტიპს ვთხოვ და უკანა კარიდან გამაპარებს ! - სერიოზული სახით გაიშვირა თითი ვიღაცისკენ და მიამაც გაოცებულმა წამოყო თავი.
- ბოროტი ხარ ! - ამოიბურტყუნა და ჭიქას დააჩერდა გაბუტული.
- აბა რა გასაქცევ გზებს , რა გჭირს ტოოო.
- მოკლედ არ ვიცი ... მგონია , რომ რაღაცას ვაშავებ როცა ასეთ თამამ როლს ვთამაშობ ... რეალურად არ ვთამაშობ , ისეთი ვხდები შენთან როგორიც ვარ ... მაგრამ ... ჯანდაბა არც კი ვიცი როგორ გადმოვცე!
- ვიცი , ვხვდები რასაც ამბობ , გგონია რომ ასე უცებ ჩემთან გახსნა და ასე ქცევა დანაშაული და არასწორი ქცევაა არა ? - ჰკითხა და მისი თითები თავისაში მოიქცია.
- ხო , თუმცა არც ერთ წამს არ ვნანობ და არც ვინანებ ...
- არ მევასება ესე რო ვლაპარაკობ რაააა , პრინციპში მართლა არ მილაპარაკია ესე საერთოდ , გაითვალისწინე ისიც რო ფაქტობრივად პირველი ხარ ვისაც " შეყვარებული " ვუწოდე და ესე ახლოს მოვუშვი , მია ვიცი რომ ეჭვი არ გეპარება ჩემში და იცი , რომ გულს არ გატკენ , შენ უბრალოდ გახსნა და გათამამება გიჭირს , პირველი რომ ვარ ესეც გეტყობა და თანდათან უფრო შემეჩვევი , მაგრამ არ მინდა ეს ხასიათის გაფუჭებები , ვერ ვიტან როცა არ იღიმი და არ გიჟობ ! მე შენ გიჟი და გადარეული ჩამივარდი გულში ! - ბოლოს , რომ გაუცინა გაბადრულმა ასწია სოსელიამ თავი და მაგად მოჰხვია ხელები განიერ მხრებზე კეკელიას .
- ძალიან , ძალიან , ძალიან გაფასებ ! - უთხრა და მაგრად აკოცა ლოყაზე.
- ეს ჩიტი ვარ ეხა ? - წარები შეკრა კეკელიამ.
- დანარჩენი სახლში ... - სიცილით აკოცა მეორე ლოყაზე.
- ო , აი ასე პატარავ ... ასეთი თამამი მაგიჟებ ! - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ბარში შემოვარდნილ სამეგობროს გახედა.
- მე რომ არცერთს ვიცნობ ? - გახედა დამფრთხალმა და ნერვიულად მოუჭირა თითები სასურველს.
- ხოდა იმიტომ მოვიყვანე , რომ გაიცნო ... რა გჭირს მია რა განერვიულებს ? - სიცილით გადახედა დამფრთხალს.
- რომ არ მოვეწონო ? - მოჭუტული თვალებით ახედა და ცალი თვალი მათკენ გააპარა.
- გარეკილი გაქვს , ჯერ ერთი რა გაქვს დასაწუნი და მეორეც მე უნდა მოგიყვანო ახლომომავალში ცოლად , ამათმა კი არა ! - ჩაილაპარაკა სერიოზული ტონით და სოსელიამაც ხველა-ხველით ახედა წარბშეკრულს.
- ცოლად ? - ჰკითხა გაოგნებულმა.
- ხო რა იყო , არ გამომყვები ? - ჰკითხა ტუჩჩატეხილი ღიმილით და წელზე ხელი კომფორტულად მოხვია.
- მე ...
- სადაა რძალი , ვინაა დამანახეთ ! - შემოვარდა როხროხით გიგი , მიამ თალები მაგიდაზე დაალაგა , მიშო კი იცინოდა მეტი რა უნდოდა.
- პოტენციური რძალი ! - შეუსწორა თიკამ და წინ გაიჭრა. - რას შვები ქალო , რა დამფრთხალი სახე გაქვს ? რას აკეთებთ მანდ ? გამოწიე ეგ ხელი მანდედან , კარგი ღამით მესმის და ვიგებ როგორღაც და დღისით , მზისით , ასეთ ადგილას ? - აქოთქოთდა თიკა და ისე უცებ აუტყდა ხველა სოსელიას კინაღამ დაიხრჩო.
- ნუ მოკლავთ ამ გოგოს ადრე და მალე ! - შემოვიდა დინჯი ნაბიჯებით რეზი და თვალებჩაწითლებულმა მიამაც ასწია თავი .
- ეს ადრე და მალე თურქულ სერიალებში დაამუღამა , აი თურმე რას აკეთებს მთელი დღე მუდოსავით სახლში რომ ზის და კოტრიალობს ლუარსაბივით დასვენების დღეებში , ახლა იტყვის ბებიაჩემი უყურებს და სად წავიდეო ! - დააწია თიკამ და გვერდით მიუჯდა გიგის.
- მარტო ვცხოვრობ და ბებიაჩემი მკვდარია , სახლიც დიდი მაქვს და საერთოდ რატომ გიხსნი ? - დააჩერდა ყვავივით ზევიდან და თიკასაც სახე გაებადრა.
- ყვავყორანი შენ ხარ თუ მიშო ვეღარ გავიგე , აგერ გიგი კია ფარშევანგივით ბიჭი , შემოგევლოს თინიკო დეიდა შენ ! - ლოყები გაუწელა ბიჭს და გიგიმაც ხარხარით მოხვია ხელი მეგობარს.
- მორჩით ? - იკითხა მშვიდი ხმით მიშომ .
- კი , გაგვაცანი რძალი ! - ამოქოქა გიგიმ.
- პოტენციური რძალი ! - მეორედ შეუსწორა თიკამ და ფეხი ფეხზე გადაიდო უდარდელად. - მე ვიცნობ , თქვენ იკითხეთ თორე უკვე ... შეგუებულიც ვარ , ამაზე გიჟია ... არა გატყუებთ , ბევრად გიჟია ახლა ეჩვევა და ცოტა ჩაწყნარებულია , შეხედე რა დამფრთხალი გვიყურებს ! მია , ჩვენც ცოცხალი არსებები ვართ ... ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს ! - გადაატრიალა თვალები თიკამ . - არა კიდე გატყუებთ , რეზი არაა ჩვენი ჯიშის ... ეგ ნეარდანტელია ... რაღაც უცხო პრიმატი ასე , რომ უნდ ...
- გაჩუმდები ? - თვალები დააბრიალა რეზიმ.
- სვანია და ... - განუმარტა მიას და მასაც სახეზე ღიმილი მოედო.
- მია გაიცანი , ეს რეზია , ეს გიგი ... თიკას იცნობ უკვე , დაჟე აქეთ გამაცნო შენი თავი , ხო მე მიშო ვარ ... ამათ კვალობაზე ძაან ნორმალური და ძალიან გთხოვ ამათ ფონზე ნუ შემაფასებ და ნუ გადაიფიქრებ ჩემთან ყოფნას , შეგიძლია ახლავე თქვა , რომ წასვლა გინდა ... დედას ვფიცავარ გაგიგებ და არ გაგაკრიტიკებ ... იმ ფრაზით არ იმეტყველო "მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო" , ოკელა ? - კითხა და მიამაც ძლივს ამოისუნთქა .
- რამეს შეჭამთ ? - კითხა ყველას და მათაც ყბა დააღეს გაოცებისგან.
- ცოტა შოკშია , ნუ მიაქცევთ ყურადღებას ... - თქვა მიშომ და შეყვარებული მაგრად მიიხუტა.
- უკანა კარიდან გაქცევაზე ამბობდი რაღაცას და გაიქცევი თუ მე გაგაქციო ? - ახედა სიცილით და ბიჭებს გაუღიმა. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა , ვფიქრობ ერთმანეთს გავუგებთ ... ჩემი მეგობრებიც მოგეწონებათ , გიგი და თორნიკე საერთო ენას იპოვნიან , არც ნიკოლოზი ჩამორჩება ... გოგონებიც გაუგებენ ერთმანეთს ... რეზი შენ არ მოიწყინო , თორნიკე ავჩარკის ყიდვას აპირებდა და ... - ჩაიფხუკუნა დაბალ ხმაზე.
- არა დაო , რა მოვიწყინო ... - გაუცინა და მიამაც სიცილით ახედა მიშოს.
- ნერვიულობდა რომ არ მოვეწონო სად გავიქცეო ... - მიანიშნა შეყვარებულზე მეგობრებს.
- უჰ , შენ მაგაზე არ იდარდო ... ჩვენ რომ არ მოგვწონებოდი აქ აღარც იჯდებოდი ! - დაამშვიდა სიცილით გიგიმ.

^^^
- ერთი წუთი მადროვე , ვფიქრობ და მაინც ვერ ვფიქრობ ... ანუ ხელი გთხოვა ? - გახედა ნატას და იქვე ჩამომადგარ ნიკოზე მიანიშნა.
- აღარ იყო ქალო დრო ? - გამოხდა გიგი და ყველამ სიცილი ატეხა . - ჯერ მარტო მე რაც ვიცნობ იმდენი ხანი არიან ერთად და ესენი თუ კიდე მოიცდიან მე გამოვთქვამ სერიოზულ პროტესტს !
- ახლა იცი რაზე ვფიქრობ ? - ჩაფიქრებული ამეტყველდა რეზის მხარს მიყრდნობილი თიკა. -კაი მე და რეზის გვეშველა და აი ამას რა ეშველება ? - გიგისკენ გაიშვირა თითი სასოწარკვეთილი სახით.
- მე და ბაბსიკა ვგულაობთ და შენ რამე პრობი გაქვს ? - დაავლო პატარას ხელი და მუხლებში ჩაისვა.
- ვგუ ... ვგუ რას ვსვებით ბიჯია ? - ახედა ენაგატლეკილმა ბარბარემ გიგის.
- მოაშორეთ ჩემი შვილი ამ არსებას თორე სულ გამიგიჟებს ! - თორნიკემ ცოლს მიკრა ხელი წელზედა ანაც სიცილით ჩამოდგა იქვე.
- შენ ძაან დალაგებული ხარ შეჩ*ემა ? - გახედა წარბშეკრულმა გიგიმ ძმაკაცს.
- შე ... შეცემა ?- გაიმეორა ენის ტეხვით ბარბარემ.
- ბიჭოო !-დაიკივლა ანამ და მოხარხარე გიგის ბავშვი ხელიდან გამოსტაცა.- ჩუ დე ,ეგ ფუფუა სიტყვაა!
- ყველას ცოლი მოგყავთ ტოო, დავრჩი მე ისე!- გაგიჟებული წამოვარდა მიშო.- აი შენ რას ელოდები მაგრად მაინცტერესებს!- სიცილით ესროლა ბალიში იქვე მჯდომ მიას.
- ამას მემგონი ეშინია ...-აფხუკუნდა ნატა და ნიკოს კისერში ცხვირი ჩარგო.
- არაფერი საშიში , მენდე ! - დაუქნია თავი თიკამ და მაშინვე გახედა რეზიმ წარბაწევით.
- ცოლო , გაიტყიპები !
- შეხედე , რა სასიამოვნოდ იმუქრება ! - წამწამები ააფახულა თიკამ.
- ეს სერიოზულ შოკშია ! - თქვა გაშტერებულმა გიგიმ . - ბიჭო ჩამიგორეთ ერთი ნათლული კალთაში !
- მია , გინდა ვითამაშოთ ? - გადმოხედა ნატამ დაქალს.
- კი , რა ? - გაბადრული გაიკრიჭა და ხელები აათამაშა მუხლებზე წამომჯდარმა.
- რომელი უფრო მალე ჩავუგორებთ გიგის ნათლულს კალთაში ... ეგ გინდოდა ხო შენც ნატ ? - გადმოხედა თიკამ და მიშოს თვალი ჩაუკრა.
- მასხარები ხართ ! - გაიბუტა ადგილზე.
მიშომ სიგარეტი ამოიღო და ქურთუკი მოიცვა , მალე მოვალო დაიბარა და წარბებშეკრული გაეშურა კარისკენ.
მიამ თვალები დაქაჩა და ფაჩუჩა ჩუსტებით გაეკიდა შეყვარებულს , ყველა ადგილზე დარჩა მხოლოდ მიშო და მია მიდიოდნენ.
მიშო მიდიოდა , მია მისდევდა ...
- მიშო , მიშო მოიცა ... სად მიდიხარ ? - წინ გადაუდგა და ანერვიულებულმა თმა ყურსუკან გადაიწია.
- მოსაწევად , გინდა რამე ? - ჰკითხა და მანქანისკენ წავიდა.
- მანქანაში უნდა მოწიო ? - გაეკიდა და წინ გადაუდგა ისევ.
- არა , უბრალოდ მინდა გავისერნო ... შეიძლება ?! - ტონს აუწია კეკელიამ.
- ვერ ვიტან , როცა ასე იტოვებ შენთვის ბრაზს და არაფერს მეუბნები , რა ხდება?!
- არაფერი , გაიწიე და გამატარე !
- მიშო , ორი წელია ერთად ვართ ! შენი აზრით შენი არაფერი ჩემთვის დამაკმაყოფილებელია და დამაჯერებლად ჟღერს ?
- ორი წელია ? შენი აზრით ბევრია ? - ჰკითხა მოთმინება ამოწურულმა.
- და შენი აზრით არ არის ბევრი ? ცოტაა ?!
- მია , უკვე დაამთავრე თუმცა შენი პასუხი ცოლობაზე არ იცვლება , ამიხსნი რა ხდება?!
- უკაცრავად და როდის მთხოვე თავიდან ? - ტონს აუწია გაგიჟებულმა.
- მოიცა , ანუ გამომყვები ? - წარბები გახსნა მიშომ.
- მე ... უბრალოდ ...
- საკმარისია , უკვე ძალიან ამოვიდა ყელში ამ თემასთან შეხება და შენი "მე ... უბრალოდ" !
- არ მესმის რას მოითხოვ ... - თავი ჩახარა ნაწყენმა .
- მე ის არ მესმის ეგ როგორ არ გესმის , არც ის არ მესმის როგორ ვერ ხვდები , არც ის რა არის მიზეზი ასეთი პასუხის ! საერთოდ არაფერი მესმის ! არაფერი !
- ნუ ყვირი , სირცხვილია ! - პირზე ააფარა თითები კეკელიას.
- სირცხვილი ? მია ნუ მაგიჟებ ! გაიწიე და მომეცი წასვლის საშუალება !
- ა ბატონო , წადი ! - დაიყვირა ბოლო ხმაზე და დოინჯშემორტყმული წავიდა სადარბაზოსკენ .
- ხო და კარგად ! - მიაძახა და ის ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო ყბები , რომ დაეჭიმა . - ჯანდაბა ! საკმარისია , ახლა ნახავ ! - დაიღრიალა და ისე უცებ ამოსდო მისკენ წასულმა მუხლებქვეშ ხელები და ჩატენა მანქანაში მიამ დაკივლებაც ვეღარ მოასწრო.
- რას აკეთებ , შენ რა გაგიჟდი ?! - გაოცებულმა ამოიხავლა . - მიშო კარი გამიღე ! - გადასულმა , როგორც კი კარი ჩაუკეტა კივილი დაიწყო.-მიშო!
5 წუთიანი კივილის შემდეგ მიხვდა ,რომ აზრი არ ჰქონდა და დაელოდა როდის ჩაჯდებოდა კეკელია თავის ადგილზე.
სადარბაზოს კარში ყველა ერთად გამოჩნდა , მიას თვალში მისი პატარა ჩემოდანი მოხვდა , რომელიც ნიკოს მიჰქონდა.
მიშო რაღაცას ელაპარაკებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში ,შემდეგ მხოლოდ ის დაინახა და გააცნობიერა,რომ მეგობრებმა მისი კივილი დააიგნორეს და უკან შებრუნდნენ.
მიშომ ჩანთა უკანა სავარძელზე ჩადო ,თვითონ კი საჭესთან დაჯდა და მანქანა დაძრა.
- მიშო ,გააჩერე,კარი გამიღე და გადამიშვი!- დაიკივლა სოსელიამ ბოლო ხმაზე.
-
Nuca
- მია , გაჩერდი და ნუ ყვირი!- თქვა მშვიდი ტონით და სიჩქარეს მოუმატა.
- რას აკეთებ ,სად მიგყავარ ...- ამოიხავლა დანებებულმა.
- მოგიტაცე , შენ რომ დაგელოდოს კაცი გაჭაღარავდება ! - თქვა ბრაზმორეულმა და გზას თვალი გაუსწორა.
- კეკელია , არც კი იცი რამხელა შარში ყოფ თავს ! - გააფრთხილა გაბრაზებულმა და ხელები გაბუტულმა გადაიჯვარედინა. - ჯანდაბა !
^^^
დანიშნულების ადგილს , რომ მიაღწია კარგად შეღამებული იყო უკვე.
მანქანა სახლთან გააჩერა და საყვარელ სხეულს გადახედა , მიშოს მოსაცმელში გახვეულს ეძინა და ტუჩები პატარა ბავშვივით ჰქონდა გახსნილი ოდნავ.
ღაწვები შეწითლებოდა და გრძელი წამწამები ლამაზად დაჰფენოდა თვალებზე , მიშომ ერთი ჩაიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
ჩანთას ხელი დაავლო და ეზოში შეაბიჯა , წვიმას აპირებდა ... ზაფხულის წვიმის წვეთები ეცემოდა ოდნავ სხეულზე და ისე მიაბიჯებდა სახლისკენ , ბსუბუქად , ლაღად და ბედნიერად ...
თითქოს ლოდი მოიხსნა , აქამდეც უნდა გაეკეთებინა და გადაედგა ეს ნაბიჯი !
აბა სოსელიას , რომ დაელოდოს მართლა ისე შეერევა ჭაღარა თმაში თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს.
კარი გააღო და შუქი აანთო , ჩანთა სავარძელზე დადო და თვითონ ისევ მანქანისკენ მიბრუნდა.
იქიდან მძინარე შეყვარებული გადმოიყვანა , სხეულზე მიიხუტა და კარებები დაკეტა , გასაღებით ჩაკეტა და ისევ სახლისკენ წავიდა.
კარში შესულმა ფეხით მიხურა ეს უკანასკნელი და გასაღებით ჩაკეტა , შემდეგ ყველა გასაღები საგულდაგულოდ გადამალა და ჩანთიან-სოსელიანა კიბეზე ავიდა.
ხის კიბის ჭრაჭუნზე ოდნავ შეირხა მია , ტუჩები საყვარელ კისერს მიაკრა და ხელები მაგრად მოჰხვია კეკელიას კისერს.
მიშოს სახეზე ღიმილი მოედო , დავლილი ჟრუანტელი დააიგნორა და იქვე სავარძელში ჩასვა სოსელია.
უცებ გამოცვალა თეთრეული , სუფთა გადააკრა და მისი ტანისსამოსიც შეალაგა კარადაში , შემდეგ ისევ მიას მიუბრუნდა , ზედმეტი ნაჭრებისგან გაანთავისუფლა და თხელი პერანგი გადააცვა სხეულზე.
ღიმილით მიაწვინა საწოლზე და დასაძინებლად გამზადებული მალევე მიუწვა გვერდით.
ის ღამე მშვიდად გაატარეს , თუმცა დილა ნამდვილად არ დაწყებულა მშვიდობიანად!

^^^
- აააა , იდიოტო , დეგენერატო , კრეტინოოოოო .... აააა , აააა ! - აიკლო კივილით მთელი სახლი და უცებ წამომჯდარმა მიშომაც ძლივს გაახილა თვალები .
- სულ გაგიჟდი ?! - ჰკითხა ნერვებმოშლილმა და უცებ დაუჭირა აფართხალებული ხელები.
- ეს სად ვარ ... ღმერთო მომიტაცა ... მომიტაცა და ახლაც შიშველი მეხუტება ... - კნაოდა დაბალ ხმაზე და მიშოც სიცილს ვერ იკავებდა. - იდიოტო , დეგენერატო , ერთუჯრედიანო რა გაცინებს ?! - დაიკივლა და გაბრაზებულმა ახედა ზევიდან მოქცეულ სხეულს. - მძიმე ხარ შე ამოსაწყვეტო , გადადი შე დასაქცევო შენ !
- თუ ჭკვიანად არ იქნები კანონიერად და ღვთის წინაშე არ ვიცი და ახლავე გახდები ჩემი საკუთრება ! - რაც შეეძლო ხმა დაისერიოზულა სახესთან ერთად და მიასაც თვალები გაუშტერდა.
- ჰა ? - ამოიხრიალა დაბალ ხმაზე სოსელიამ.
- მოიცა , მოიცა ... შენ რა ... ვაიმეეე ! - ახარხარებული მოიკეცა ოთხად და მუცელზე გაშლილი ხელის გულები მიიბჯინა გასწორებულმა. - შენ რა , პირველი ღამის გეშინია ? - ახარხარდა თავიდან და მიამაც ხელები გადაიჯვარედინა აწითლებულმა . - კარგად მეთამაშები ხოლმე ? მაგიტო კნავი მიშო გეყო , მიშო გაჩერდიო ? - ხარხარედა ბოლო ხმაზე კეკელია.
- ხო და რომ მორჩები სიცილს მერე ვის დაისაკუთრებ მაგასაც ვნახავთ ! - გაბრაზებულმა დაუყვირა და გაბუტული წამოხტა საწოლიდან .
- მიდი , მიდი ფისო დამემალე ... ვნახოთ სადამდე გაქაჩავ ! - მიაძახა და სიცილით ამოიდო ხელები თავქვეშ.
^^^
- მია , მაგრად მშია გააკეთე რა რამე ... - კიბეზე მისი სახელის ძახილით ჩავიდა მიშო , შემდეგ სამზარეულოსკენ წავიდა სადაც სოსელია დახვდა , პირგამოტენილი და თვალებაციმციმებული.
- გემრიელი იყო ...- მუცელზე ხელი მოისვა და ღიმილით ჩადო თეფში გასარეცხად.
- მე არ დამიტოვე ? - გაოგნებული იდგა მიშო და გაშეშებული უყურებდა მოცინარს.
- შენით გაიკეთე , ხო მართლა ჭურჭელი გარეცხე რა ... საქმროვ ! - დაამატა ბოლოს და ირონიული ღიმილით გაეცალა სამზარეულოს.
- ჩემი გაგიჟება გინდა , დაწყნარდი მიშო ... 1, 2 , 3 ... ჯანდაბა , შემომაკვდება ! - ფეხი მიკრა სკამს და მიას უკან გაეკიდა. - რატო არ დამოტოვე ტოოო , რა ვჭამო ეხა მე ?
- რავი ხეზე ადი და ბუს კვერცხები ექნება დადებული ...-მხრები აიჩეჩა და ტელევიზორს მიუჯდა. - ჩუმად , კაი მულწიკი გადის !

^^^

- მია გამო რა , მეც მინდა წყლის გადავლება ! - დაუბრახუნა კარზე და ზედა გადაიძრო.
- მერე შედი მეორე აბაზანაში ! - გამოსძახა გაბრაზებულმა.
- შენთან მინდა ... - ტუჩის კუთხე ჩატეხა და უცებ გამოიწია , იცოდა ახლა ქარიშხალივით გამოვარდებოდა სოსელია და რაიმეს აუცილებლად მოუქნევდა მიშოს.
- მთვარეზეც ხო მიაფსავ*დი რომელიმე ხეს? - ჰკითხა ირონიული ღიმილით და ფენი მოუქნია. - გაიწიე ,არ მომეკარო ! - თვალებისბრიალით გაეცალა და საწოლში შეწვა.- შებრძანდი და გადაივლე !-მიუგდო და ბალიში კარგად ააფუმფულა.-მადლობა თქვი გევრდით რომ გიწვენ !
- ფრთხილად რამე არ შემოგეპაროს მანდ ფეხებშუა ! - გააფრთხილა ირონიული ღიმილით და პირსახოცი მხარზე გადაიკიდა.-შენ ისე უფრთხილდები მაგ მიდამოს მიკვირს წყალს როგორ იკარებ !
- შენ არ ინერვიულო ! - ენა გამოუყო და თვალები დახუჭა.- შენს სიამაყეს მიხედე , თუ გაქვს კიდევ საკითხავია ეგეც !
- შენს ხელში კიდე კარგად ვართ მე და ჩემი ბიჭი , მე კი გავიგულავებ შენ იკითხე ! - მისკენ დახრილმა დაუყვავა და სწრაფად მოიკეტა კარი .
- რ ა ო ? - დაიკივლა და კარზე ააბრახუნა ხელები.
- გაგიღო ? დარწმუნებული ხარ ? - გამოსძახა და მიამაც პასუხად ბანი მისცა კაკუნის იმიტაციით. - მერე არ გამლანძღო ! - გააფრთხილა და ისე უცებ გამოაღო კარი , რომ სოსელია ინერციით გადავარდა პირსახოც შემოხვეული მიშოსკენ და ხელებში ჩაუვარდა.
- იდიოტო , გამიშვი ხელი ... ვისთან გაიგულავე ჰა ?! გინდა დაგჭრა და დაგანაწევრო?!
- ჩემს ბიჭს არაფერი ავნო , პრინციპში ვიცი რომ მომაჭრა პირველს სადაც გაგზავნი!-ახარხარდა ბოლო ხმაზე მიშო.
- რაც ორი წელი არ გიღადავია ერთად მოგაწვა ? - წარბები შეკრა და ხელიდან დაუსხლტა.
- რა არ მოგწონს ? ასეთი არ შეგიყვარდი ჩემო ვეფხუნია ? - ხელები მოხვია წელზე და მიაც თვალების ცეცებით წავიდა უკან. - სად მიდიხარ მითხარი და დედას ვფიცავარ დაგიჯერებ ... - სიცილით ჰკითხა და ხელები უფრო მაგრად მოჰხვია წელზე.
- გასვლა მინდა ... - ამოიკნავლა და მიშომაც ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- სად ? - ჰკითხა და კარზე ააკრა.
- ბანაობას აპირებდი ... - ჩაიჩურჩულა და მის ტუჩებს გაუსწორა მზერა.
- მერე ? - ჰკითხა ჩურჩულით.
- მერე ... მე ხო უნდა გავიდე და ... შენ ... შენ უნდა იბანავო და ... - გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და მიშოსაც დაეძაბა მის წელზე მოხვეული ხელები.
- მია , გაჩუმდი და მაკოცე ! - თვალები გადაატრიალა და ტუჩებზე დაეტაკა.
მიასაც მოუდუნდა ხელები და ადგილიც მოუძებნა მის კისერზე.
- მიშო ... - ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და კეკელიამაც ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ მოშორდა სასურველ სხეულს მოთმინება დაკარგული.
- ახლა თუ ისევ უნდა მითხრა გაჩერდიო ... იცოდე შემომაკვდები და სამუდამოდ გავჩერდ ...
- თანახმა ვარ ... - ამოიჩურჩულა და ღიმილით ახედა თვალებგაფართოებულს .
- თანახმა ხარ ? - ჰკითხა ეჭვნარევი ტონით .
- პირველი აპრილია ? - იკითხა სასხვათაშორისოდ.
- არა , 12-ტს გადაცდა ...- ამოიკისკისა და მაგრად ჩაეხუტა სასურველ სხეულს.
- ანუ ? -იკითხა ისევ დაუჯერებლად.
- ანუ თანახმა ვარ მეთქი ! - დაიკივლა მოუშორებლად.
- ყრუ ქმარი გინდა ? - კითხა და მაგრად მოჰხვია ხელები წელზე ახუტებულს.
- ქმარი მინდა , ქმარი ! - დაიკივლა ბედნიერმა და კისკისით წავიდა მასთან ერთად დუშკაბინისკენ. - კიდევ ერთი შხაპი არ მაწყენდა , ცოტა ავხურდი ! - ხელით საშხაპეში შეაგო "საქმრო" და მიშომაც ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ასე ნუ მიყურებ !
- როგორ ასე ? - ჰკითხა და ისევ ზუსტად ისე ჩაიღიმა.
- აი ეგრე ... ნუ გგონია , რომ ...
- რომ ისევ მიშო გაჩერდის ამოიკნავლებ ? -დაამთავრა მისი სიტყვა და ისევ სიცილს მოყვა.
- იცოდე გადავიფიქრებ ! - გაბუტულმა გადაატრიალა თვალები.
- ეგ არ გვაყწობს !
Nuca
- მე თუ მკითხავ ... - ამოიხავლა მიამ და მიშოს ხელები უფრო დაიძაბა .
- შენ არაფერს აღარ გკითხავ , შენთვის რომ მეკითხა ახლა აქ კი არ ვიქნებოდით ! - ტუჩები კისერში მიაკრა და მიამაც ბოლო ხმაზე ამოიკვნესა.
- ვიგულისხმე საწოლი ჯობსთქო ... - მისუსტებული თვალები გაახილა და მიშოც მის ცისფერ თვალებში ჩაიძირა.
- ასე კარგია ? - ირონიული ღიმილით დააჩერდა ზემოდან და მიამაც მუჯლუგუნი უთავაზა მუცელში . - პირველი სექციც კი არ გვაქვს ნორმალური ადამიანების შესაფერისი ! - ახარხარდა და თითები ნაზად ააყოლა მის ფეხს.
- აააჰ ... -ამოიკვნესა და ფრჩხილები მაგრად ჩაარჭო ზურგზე. - მიშო ...
- ასე კარგია ? - ჰკითხა ხმადაბოხებულმა და ტუჩებუ უფრო ნაზად აამოძრავა მის მუცელზე .
სოსელიამ თმაში ჩავლებული თითებით ისევ ტუჩებს დუბრუნა საყვარელი ბაგეები და ხელები მისი პრესისკენ წაიღო .
- ვთქვი ეს ჩემი პარტიაა მეთქი ! - ამოიკვნესა და უცებ მოექცა კეკელიას სხეულს ზემოდან.
ფრთხილად გადააჯდა მის სხეულს ზემოდან და მისი ტუჩებისკენ დაიხარა , მოუთმენელი მიშოც წამოიწია , თუმცა სოსელი ისევ უკან აიწია და მიშოც მშრალი დარჩა ჰაერში.
ხელები მაგრად მოჰხვია უკანალზე , თუმცა მიამ ისინიც მოიშორა და თავის თითებში მოქცეული ზევით ააწევინა.
მიშომ ანთებული თვალებით ახედა გათამამებულ გოგონას და ისიც ძალიან ნელა დაიხარა მისკენ.
მის ტუჩებს გვერდი აუარა და წრეზე წასული მისი ყელისკენ დაიხარა.
კეკელიას კისერი გადაუვარდა , მიამ კი ტუჩები ამოწეულ ადგილზე შეახო და თანდათან ჩაუყვა ქვემოთ გზას.
მიშოს მის თითებში მოქცეული მუშტები მოუდუნდა და ხელებიც თანდათან მოადუნა.
მანაც ისარგებლა და მთელი გრძნობით დაუკოცნა მთელი კისერი , შემდეგ ტუჩებით მის მუცელს ჩაუყვა და ანთებული თვალებით ახედა კეკელიას.
მამაკაცს თითები მის თმაში აეხლართა და დროდადრო ადგილზე უჭერდა.
მიშოს რომ მოთმინება ამოეწურა გოგონა ქვემოთ მოიქცია და ხელები ამჯერად მას გაუკავა.
- გეყოფა ჩემს ნერვებზე და ჰორმონებზე დაკვრა , თორემ სასჯელი სასიამოვნოსთან ერთად გაუსაძლისიც იქნება ! - წარბაწეულმა დასჩურჩულა და ძალიან ნაზად წაეტანა მის ბაგეებს.
ზედმეტი ნაჭრებისგან გაანთავისუფლა და როგორც კი მისი სხეული თავისაში დაიგულა , ძალიან ნელა დახედა გოგონას სახეს , რომელიც ანთებული და ამღვრეული თვალებით უმზერდა , ვნებიანად წაეტანა მის ტუჩებს და იგრძნო სიმწრისგან როგორც უკბინა სოსელიამ საყვარელ ტუჩებს.
მიშოც ღიმილით დაიხარა მისი ყელისკენ და შეეცადა ტკივილი სიამოვნებით ჩაენაცვლებინა.
სოსელიამ თითები მაგრად მოუჭირა მხრებზე საყვარელ სხეულს და ზურგი ოდნავ დააშორა საწოლს.
კარგად ჩანდა მიშოს თავშეკავებულობა და მიას სიამოვნებისგან გაგიჟებული გამომეტყველება.
სიყვარულით ჩამოხედა გოგონას კეკელიამ და მისი სახე ხელებში მოიქცია.
- მიყვარხარ !
- მეც მიყვარხარ !



____

მგონი ძალიან დიდი ინტერვალით არ დავკარგულვარ , დიდი გამოხმაურების გამო წინა ისტორიაზე დიდი მადლობა , ძალიან გაფასებთ და ძალიან მიყვარხართ!
ესეც ახალი ისტორია , ზედმეტი დაძაბულობის გარეშე და ბევრი პოზიტივისგან გატენილი.
შევეცადე ისეთი გამომსვლოდა თქვენ რომ გიყვართ , აი ჩემებური ... როგორც თქვენ , ჩემი მკითხველი ეძახით !
ჩემი უდიდესი სტიმული ხართ , რომ იცოდეთ როგორ მენატრება თქვენი სიტყვების მოსმენა და როგორ ველი ხოლმე ახალი ისტორიის დადებას , რომ ისევ გამათბოთ !
უყვარხართ ნუცას და იცოდეთ , რომ როგორც თქვენ გიხარივართ და მელით ისე მიხარიხართ და გელით თქვენ და თქვენს კომენტარებს!



№1 მოდერი sameone crazy girl

აუუ რა კარგი გამოვიდააა heart_eyes ბოლოც ძალიან მაგრობა იყო. smile ორი წელი აწვალა კაცო? გული სულ არ ქონდა მიაკოს თავიდანვე ხო შევატყე არა? smile smile smile
ჩემო ტკბილო და გემრიელოოო გყვარობ მე შენ heart_eyes

 


№2  offline წევრი Kukrali

ყველა შენ ისტორიაზე ვგიჟდები რა წინა ისტორია იმდენად მომეწონა დამაინტერესა სხვებიც თუ გქონდა და რამდენიმე დღეში ყვრლა წავიკითხე ყველა ისტორიას ახასიათებს რაღაც საერთო და შენებური ამ ისტორიის კითხვაც რომ დავიწყე არ დამინახავს ვისი დაწერილი იყო თუმცა მიშოს და მიას კინკლავი როგორცკი დაიწყო მაშინვე მივხვდი შენ რომ იქნებოდი ავტორი ყველა შენი ისტორია ძალიან მომწონს და იმედი მაქვს კიდევ გაგვანებივრებ ახალ ახალი ისტორიებით განსაკუთრებულად წერ იუმორით და გრძნობებით სავსეა რაც მთავარია ყველა ისტორიას კეთილი დასასრული აქვს:დ

 


№3  offline წევრი triniti

Ra kargi xar maocebs sheni pozitiviii dzalian momewonaa

 


№4  offline მოდერი bibo

შე არასწორო შენა შენ ვინ მყოლიხარ და არ მცოდნია :( შე გველაძუა შე შე დამპალო როგორ დადე ისე რო მე არ ვიცოდი ერთი სიტყვა მაინც :( არ მომეწონა მე უჩემოდ რო დადე არ მომეწონა მე რო არ ველოდი და ისე ქენი :( შენ ხარ სასწაული საოცარი შენი პოზიტივი ენი ბედნიერება მავსებს :( შენ ხარ გემრიელი ჩასახრამუნებელი უბრალიდ საოცარი ადამიანი უბრალოდ არ ვიცი რა გითხა მავსებ მატკბობ მათბობ და მაფერადებ:* შენი სილაღე მოცინარი და მოკისკისე თვალები მაფერადებს უბრალოდ ვგიჟდები შენ ჰაეროვან მსუბუქ და მსუყე იუმორზე :* შენ ტკბილ და ფერად სიყვარულზე უბრალოდ ჰაეროვან მეგობრობაზე და უბრალოდ სიყვარულზე რომელიც შენსავით ტკბილი თბილი და ფერადია:* ეს მეგრული ტენდემი და კლანი თუ იყო ჩემა გვარმა რა დაშავა არ გევასა ჩემი მაფიოზური გვარი ხო :დ მაგას არ გაპატიებ არ შეგარჩენ :დ ხო იცი გლაზა ვჩიჩქნუს ჩაგიტარებ შენ ფოი ფოი ხარ და დაბლოკვა არ გეცოდინება :დ ჩემო საოცრება მაყვარებ მაფერადებ და მავსებ გემრიელო საოცრება ხარ სასწაული სიტყვებზე და ემოციაზე მეტი ხაე ჯემო :***** მიყვარხარ ვგიჟდები მე შენზე გემრიელო უბრალოდ საოცრება ხარო პაწაწო :***** ჩემო გემრიელოოო ამითუხთუხე ჰორმონები და ამწიე ჰაერში აგიჯანყდა ჩემი ჰორმონები არ გაპატიებ ამას :დ ოხ კეკელია კეკელია საოცრება იყო სასწაული ეს იმ დიდი სამეგრელოს სიამაყეს ძმა ხოო ჩემი ანოუკის :* :დ ჩემი საოცრება ვგიჟდები ვაფრენ შენ საოცარ სასიყვარულო ტკბილ თბილ ისტირიაზე სიფერადე და სიკაშკაშე რო ერევა შენსავით ჩწმო მარტო ჩემო გემრიელობა ჩემი ჩასახრამუნებელი და ჩასაკბეჩი ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ ჩემი დოხრუკული კარტიოშკა ჯემო მიყვარხარ სიგიჟემდეე გემრიელობა

 


№5  offline წევრი aNuGi

გამიფრინდნენ ბარტყები ბუდიდან :( :დ
უმაგრესი გოგო ხარ, უმაგრესი ისტორიებით!
კი იცი ახლა როგორ მომწონდა და როგორ ველოდებოდი მთლიან ვერსიას, ხოო... მთლიანობაში სასწაული ისტორია გამოგივიდა, თბილი, ტკბილი და გემრიელი <3
სულ ღიმილით ჩავიკითხე და დილიდან პოზიტივით დავიწყე, მადლობა შენ ამისთვის <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

იცი როგორი იყო?? ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ისეთი. ძალიან კარგი გოგო ხარ, შენი ძველი ისტორიებიც ვიცი და ძალიან მიყვარს ❤❤ მიშო მომეწონა ძალიან, საყვარელია. მე ვდნებოდი მიას მაგივრად ❤❤ თბილი, ტკბილი და შოკოლადი ისტორია იყო. დილაც ასეთი უნდა ( კაი შუადღე :დდდდ) ❤❤კაი გოგო ხარ ველოდები ახალ ისტორიას ❤❤
--------------------
M.D

 


№7  offline წევრი ninuca)))

ძალიან მაგარი ისტორია იყო. ველოდები შენს ახალ ისტორიას
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№8  offline მოდერი D-roni

sameone crazy girl
აუუ რა კარგი გამოვიდააა heart_eyes ბოლოც ძალიან მაგრობა იყო. smile ორი წელი აწვალა კაცო? გული სულ არ ქონდა მიაკოს თავიდანვე ხო შევატყე არა? smile smile smile
ჩემო ტკბილო და გემრიელოოო გყვარობ მე შენ heart_eyes


მიყვაზარ მე შენ !! ❤️

Kukrali
ყველა შენ ისტორიაზე ვგიჟდები რა წინა ისტორია იმდენად მომეწონა დამაინტერესა სხვებიც თუ გქონდა და რამდენიმე დღეში ყვრლა წავიკითხე ყველა ისტორიას ახასიათებს რაღაც საერთო და შენებური ამ ისტორიის კითხვაც რომ დავიწყე არ დამინახავს ვისი დაწერილი იყო თუმცა მიშოს და მიას კინკლავი როგორცკი დაიწყო მაშინვე მივხვდი შენ რომ იქნებოდი ავტორი ყველა შენი ისტორია ძალიან მომწონს და იმედი მაქვს კიდევ გაგვანებივრებ ახალ ახალი ისტორიებით განსაკუთრებულად წერ იუმორით და გრძნობებით სავსეა რაც მთავარია ყველა ისტორიას კეთილი დასასრული აქვს:დ

მარტო ამ კომენტარისთვს მიღირს ეს საიტი და ის რასაც ვწერ , უდიდესი მადლობა ! ❤️

triniti
Ra kargi xar maocebs sheni pozitiviii dzalian momewonaa



ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ! heart_eyes

bibo
შე არასწორო შენა შენ ვინ მყოლიხარ და არ მცოდნია :( შე გველაძუა შე შე დამპალო როგორ დადე ისე რო მე არ ვიცოდი ერთი სიტყვა მაინც :( არ მომეწონა მე უჩემოდ რო დადე არ მომეწონა მე რო არ ველოდი და ისე ქენი :( შენ ხარ სასწაული საოცარი შენი პოზიტივი ენი ბედნიერება მავსებს :( შენ ხარ გემრიელი ჩასახრამუნებელი უბრალიდ საოცარი ადამიანი უბრალოდ არ ვიცი რა გითხა მავსებ მატკბობ მათბობ და მაფერადებ:* შენი სილაღე მოცინარი და მოკისკისე თვალები მაფერადებს უბრალოდ ვგიჟდები შენ ჰაეროვან მსუბუქ და მსუყე იუმორზე :* შენ ტკბილ და ფერად სიყვარულზე უბრალოდ ჰაეროვან მეგობრობაზე და უბრალოდ სიყვარულზე რომელიც შენსავით ტკბილი თბილი და ფერადია:* ეს მეგრული ტენდემი და კლანი თუ იყო ჩემა გვარმა რა დაშავა არ გევასა ჩემი მაფიოზური გვარი ხო :დ მაგას არ გაპატიებ არ შეგარჩენ :დ ხო იცი გლაზა ვჩიჩქნუს ჩაგიტარებ შენ ფოი ფოი ხარ და დაბლოკვა არ გეცოდინება :დ ჩემო საოცრება მაყვარებ მაფერადებ და მავსებ გემრიელო საოცრება ხარ სასწაული სიტყვებზე და ემოციაზე მეტი ხაე ჯემო :***** მიყვარხარ ვგიჟდები მე შენზე გემრიელო უბრალოდ საოცრება ხარო პაწაწო :***** ჩემო გემრიელოოო ამითუხთუხე ჰორმონები და ამწიე ჰაერში აგიჯანყდა ჩემი ჰორმონები არ გაპატიებ ამას :დ ოხ კეკელია კეკელია საოცრება იყო სასწაული ეს იმ დიდი სამეგრელოს სიამაყეს ძმა ხოო ჩემი ანოუკის :* :დ ჩემი საოცრება ვგიჟდები ვაფრენ შენ საოცარ სასიყვარულო ტკბილ თბილ ისტირიაზე სიფერადე და სიკაშკაშე რო ერევა შენსავით ჩწმო მარტო ჩემო გემრიელობა ჩემი ჩასახრამუნებელი და ჩასაკბეჩი ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ ჩემი დოხრუკული კარტიოშკა ჯემო მიყვარხარ სიგიჟემდეე გემრიელობა



ჩემო ტკბილო უდიდესი მადლობა და ნუ ხარ ბოროტი , დაგილინკე და გაგაფრთხილე მალე იქნებათქო ! laughing heart_eyes

aNuGi
გამიფრინდნენ ბარტყები ბუდიდან :( :დ
უმაგრესი გოგო ხარ, უმაგრესი ისტორიებით!
კი იცი ახლა როგორ მომწონდა და როგორ ველოდებოდი მთლიან ვერსიას, ხოო... მთლიანობაში სასწაული ისტორია გამოგივიდა, თბილი, ტკბილი და გემრიელი <3
სულ ღიმილით ჩავიკითხე და დილიდან პოზიტივით დავიწყე, მადლობა შენ ამისთვის <3


ჩემო ლამაზო უდიდესი მადლობა გვერდში დგომისთვის , იცი რასაც ვგულისხმობ ! heart_eyes

La Llorona
იცი როგორი იყო?? ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ისეთი. ძალიან კარგი გოგო ხარ, შენი ძველი ისტორიებიც ვიცი და ძალიან მიყვარს ❤❤ მიშო მომეწონა ძალიან, საყვარელია. მე ვდნებოდი მიას მაგივრად ❤❤ თბილი, ტკბილი და შოკოლადი ისტორია იყო. დილაც ასეთი უნდა ( კაი შუადღე :დდდდ) ❤❤კაი გოგო ხარ ველოდები ახალ ისტორიას ❤❤


ვაიმე როგორ მაბედნიერებთ ხალხნო , მთელი დილაა ვიცინი ,უდიდესი მადლობაა ძალიან გამახარე! heart_eyes

ninuca)))
ძალიან მაგარი ისტორია იყო. ველოდები შენს ახალ ისტორიას


უდიდესი მადლობაა საყვარელო ! heart_eyes

 


№9  offline წევრი Ana Imnadze

მართლაც ზედმეტად ვნებიანი მოთხრობა იყო, თან ძალიან კარგი წასაკითხი <3

 


№10  offline მოდერი D-roni

Ana Imnadze
მართლაც ზედმეტად ვნებიანი მოთხრობა იყო, თან ძალიან კარგი წასაკითხი <3

დიდი დიდი მადლობა ❤️

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ოჰოო ძაან მაგარიი იყო ვაიმეე რა საყვარლები არიააან <3 წარმატეებებიი და ველი შემდეგ ისტორიაას <3

 


№12  offline მოდერი D-roni

Mariiiiami
ხოო აი ზუსტად შენებური ისტორია იყოო თბილი,ტკბილი,პატარა და აი ნუცა რო ეტყობა ისეთი :დდდდ მიყვარს შენი ისტორიები ძაან. სამწუხაროდ ამ ისტორიის წაკითხვა ცოტა გვიან მომიწია მიუხედავად იმისა რომ მოუთმენლად ველოდი თუმცა არაუშავს ხო :დდდ
მომწონს მე ასეთი "გარყვნილი" ბიჭები :დდ ასეთი სამეგობრო წრე,ჯიუტი გოგონები და მარტივი სიყვარული.აი ისეთი შენს ისტორიებში როა სულ.მიყვარს რომ არ ართულებ სიტუაციებს და ქმნი უბრალოდ პატარა სასიამვნოდ წასაკითხ ისტორიებს <3 <3 <3

მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, გთხოვცოტა უფრო მეტად მიაქციე ყურადღება გრამატიკას <3 ზოგადად არ ვაქცევ ყურადღებას მაგრამ ასეთ ისტორიებში სულ ღიმილით რ ვკითხულობ თვალშიმხდება :დდ ალბათ სხვა მინუსებს რო ვერ ვპოულობ მაგიტომ satisfied satisfied
მოკლედ ველი შენს ახალ ისტრიებს საყვარელო...


უდიდესი მადლობა , გამიხარდა რასაც ფიქრობდი ზუსტად რომ მოთხარი !
ძალიან გამაბედნიერე , ავივსე დწ გავიბერე !
გავითვალისწინებ , გრამატიკა ჩემი სუსტი წერტილი და დიდი ტკივილია :დ
უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

uchveulo
ოჰოო ძაან მაგარიი იყო ვაიმეე რა საყვარლები არიააან <3 წარმატეებებიი და ველი შემდეგ ისტორიაას <3


ჩემი უჩვეულო ❤️ ისტორია შენი პაწაწუნა კომენტარის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია , შენ ხარ ის ვინც პირველივე ისტორიიდან ჩემთანაა ❤️ გაფასებ ! ❤️

 


№13  offline წევრი mimimimo

ნუც, მომენატრე.
ძალიან შენებური იყო.
დადებითად დავიმუხტე.
საწყალი კეკელია
როგორ აწვალა მიამ
კიდევ კარგი მიხვდა
და
მოიტაცა.
მომეწონა
და
შემიყვარდა.

 


№14  offline წევრი მეDina

ვეღირსე, წავიკითხე :) რამდენჯერ დავიწყე და შემაწყვეტინეს. რა კარგი იყო ❤ გაიხარე ნუცა ასეთი დადებითი განწყობისთვის.
--------------------
☆NaT☆

 


№15  offline მოდერი D-roni

mimimimo
ნუც, მომენატრე.
ძალიან შენებური იყო.
დადებითად დავიმუხტე.
საწყალი კეკელია
როგორ აწვალა მიამ
კიდევ კარგი მიხვდა
და
მოიტაცა.
მომეწონა
და
შემიყვარდა.


ჩემი მიმინო ❤️
უმადლობესი მადლობა ❤️

მეDina
ვეღირსე, წავიკითხე :) რამდენჯერ დავიწყე და შემაწყვეტინეს. რა კარგი იყო ❤ გაიხარე ნუცა ასეთი დადებითი განწყობისთვის.


დიდი მადლობა ასეთი შეფასებითვის გამიარდი ❤️

 


№16 სტუმარი მე

რატომ დაიკარგეე? ახალი ისტორია მწყურია :))) გელი როგორც მგელი:)

 


№17  offline წევრი Kukrali

სად დაიკარგეე მომენატრა შენი ისტორიებიი:(

 


№18 სტუმარი Iloveu

Sad daikarrgeee???

 


№19  offline მოდერი D-roni

მე
რატომ დაიკარგეე? ახალი ისტორია მწყურია :))) გელი როგორც მგელი:)


გამოცდებს როგორც კი მოვრჩები მაშინვე დაგიბრუბდებით ❤️

Kukrali
სად დაიკარგეე მომენატრა შენი ისტორიებიი:(


მალე , მალე გამოვჩნდები ❤️ ფრომიის :დ

Iloveu
Sad daikarrgeee???


მალე დავდებ ახალსაც ❤️ ცოტაც და დავდებ ❤️ შენც ფრომისს :ფ

 


№20  offline წევრი jina

esec wavikitxe da dzalian visiamovne ♡♡ exla sxvas wavikitxav ♡♡♡

 


№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

D-roni
Mariiiiami
ხოო აი ზუსტად შენებური ისტორია იყოო თბილი,ტკბილი,პატარა და აი ნუცა რო ეტყობა ისეთი :დდდდ მიყვარს შენი ისტორიები ძაან. სამწუხაროდ ამ ისტორიის წაკითხვა ცოტა გვიან მომიწია მიუხედავად იმისა რომ მოუთმენლად ველოდი თუმცა არაუშავს ხო :დდდ
მომწონს მე ასეთი "გარყვნილი" ბიჭები :დდ ასეთი სამეგობრო წრე,ჯიუტი გოგონები და მარტივი სიყვარული.აი ისეთი შენს ისტორიებში როა სულ.მიყვარს რომ არ ართულებ სიტუაციებს და ქმნი უბრალოდ პატარა სასიამვნოდ წასაკითხ ისტორიებს <3 <3 <3

მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, გთხოვცოტა უფრო მეტად მიაქციე ყურადღება გრამატიკას <3 ზოგადად არ ვაქცევ ყურადღებას მაგრამ ასეთ ისტორიებში სულ ღიმილით რ ვკითხულობ თვალშიმხდება :დდ ალბათ სხვა მინუსებს რო ვერ ვპოულობ მაგიტომ satisfied satisfied
მოკლედ ველი შენს ახალ ისტრიებს საყვარელო...


უდიდესი მადლობა , გამიხარდა რასაც ფიქრობდი ზუსტად რომ მოთხარი !
ძალიან გამაბედნიერე , ავივსე დწ გავიბერე !
გავითვალისწინებ , გრამატიკა ჩემი სუსტი წერტილი და დიდი ტკივილია :დ
უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

uchveulo
ოჰოო ძაან მაგარიი იყო ვაიმეე რა საყვარლები არიააან <3 წარმატეებებიი და ველი შემდეგ ისტორიაას <3


ჩემი უჩვეულო ❤️ ისტორია შენი პაწაწუნა კომენტარის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია , შენ ხარ ის ვინც პირველივე ისტორიიდან ჩემთანაა ❤️ გაფასებ ! ❤️

Chemo sayvarelo shen aricii rogor vgijdebi shens istoriebzee ❤️❤️❤️

 


№22  offline წევრი მ-მერმე

ძალიან მომეწონააააააააა! რა კარგი იყო!!!!

 


№23 სტუმარი სტუმარი onlygirl

ძედაა ესს რაა იყოო :დდ
დამცხაა :დდდ
ძალიან კარგად წერ და მომწონს შენი ისტორიებიი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent