ლელო (თავი 13)
- კიდე კაი, უმაკიაჟოდ ხარ. - ჩაიღიმა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა. - რატომ ვითომ? - სულ გავგიჟდებოდი. - ხო არა? - ხო. ხო. და ნუ სწერვობ შენი ჭირიმე. - უაზროდ გამიღიმა და გიორგი გადაკოცნა. - წამოდი. - ეშმაკურად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მეც ჩემი ხელი შევახვედრე მისას და კიბეებისკენ გავიქეცით. - საით? - აქ. - კიბეებზე გამაჩერა. მე მის უკან, ერთი საფეხურით ზემოთ ვიდექი. შემობრუნდა და ხელები წელზე ძალიან, ძალიან მჭიდროდ შემომხვია. მიუხედავად იმისა, რომ მე ზემოთ ვიყავი, მაინც ჩემზე მაღალი იყო, მაგრამ სულ ცოტათი. ძალიან ახლოს იდგა და მეც საშინლად დავიბენი. მისი სუნთქვა მთელს სახეზე მეფინებოდა და მათბობდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელს სახეზე მეფერებოდა, არადა არც მეხებოდა. უფრო და უფრო ვიბნეოდი და არ ვიცოდი რა მექნა. თვალები დავხუჭე და უბრალოდ მომენტით დატკბობა გადავწყვიტე. მივხვდი, როგორ შეეცვალა გამომეტყველება და გაეღიმა. უფრო შემრცხვა. მთელს სახეზე საშინლად დამცხა. - გაწითლდი? - ირონიულად მკითხა. ცოტათი გამეღიმა და ამის დასამალად სახე მთლიანად ჩავრგე მის კისერში. - ნუ იმალები. - აქ უკეთესია. - რატომ? - ტუჩები ყურზე მომადო და ისე ჩამჩურჩულა. - აქ არც დროა და არც არაფერი… აქ უბრალოდ… უბრალოდ ვარ. - ერთი ამოსუნთქვით ვთქვი და გავიტრუნე. ასე ჩუმად ვიდექით და ნეტავ არც გავნძრეულიყავით. ნეტავ მისთვის არ დაერეკათ. ნეტავ არაფერი შეცვლილიყო. ნეტავ… ნეტავ… ნეტავ… ნეტავ, დრო არ გასულიყო. იქ გაჩერებულიყო. რა არის დრო? ეს ჩვენვე, ადამიანებმა შევქმენით და ახლა ვწუწუნებთ. ხო, ხო ჩვენ შევქმენით! აბა, თავიდან მზე ამოდიოდა და ჩადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდნენ, თვეები - თვეებს, კვირები - კვირებს, დღეები - ღამეებს, ღამეები - დღეებს და არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ადამიანებს ეს უბრალოდ არ ადარდებდათ. “დრო გადიოდა”, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვაქცევდით ყურადღებას. მერე, გადავწყვიტეთ, რომ ყველაფრის მართვა შეგვეძლო და დროის მართვა მოვინდომეთ. ახლაც ამას ვცდილობთ, უბრალოდ უკეთესად გამოგვდის. “დროის დაზოგვა” რა გგონიათ? ან ყოველ წამს და წუთს რომ გათვლი, დაგეგმავ? ჩვენ ვცდილობთ ვმართოთ უმართავი. დრო. ხოდა ნეტავ ეს არ მოგვდომებოდა… არაფერი შეიცვლებოდა. მე და ალე ასე დავრჩებოდით. ამაზე მაშინაც ვფიქრობიდ და ახლაც ვფიქრობ. ხოდა დედამიწაზე ბედნიერებას ხომ არავინ დაგაცდის? თითქოს, როცა ამოიხვნეშებ, მას ამოაყოლებ ყველა ძველ დარდს და იტყვი, რომ როგორც იქნა ბედნიერი ხარ, დედამიწა ხელებს აიკაპიწებს და ჩაიცინებ: “აბა მოიცადე და ეგ მერე გაიმეორეო…”, თითქოს გვცდის… რას გვერჩის? სანდროს ტელეფონის ხმამ გამოგვაფხიზლა ორივე. არაფერი მეტის გახსენება არ მინდა. საერთოდ არაფრის. ის წავიდა. *** 3 წლის შემდეგ. დღეს 31 მარტია. მე 20 წლის ვხდები. ჩემი დაბადების დღის გადახდა უბრალოდ ბარში გადავწყვიტე. ბევრნი არ ვიყავით. მე ქეთო, მარო, გიორგი, თორნიკე, საბა, მახო, ნიკუშა, ანანო და ბუკა. ანანო ჩემი კურსელია ფსიქოლოგიურზე. ბუკა კიდე ჩემი… არ ვიცი რა. რაღაც. მიყვარხარო არც ერთს გვითქვამს, მაგრამ რა ვიცი. ამ ბიჭთან თავს განსაკუთრებით კარგად ვგრძნობდი. კარგად და დაცულად. პირველ კურსზე ვიყავი, მე და ანანომ გასეირნება გადავწყვიტეთ. ოპერის უკან ჩასახვევში ვიყავით მას თავისმა ძმამ დაურეკა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. მე ასახვევს ავუყევი, რათა გაჩერებაზე მოვხვედრილიყავი. იქვე ხესთან ფიცრებით შეკოწიაწებული ძალით ხის სკამია. სამი ბიჭი იდგა. მათთვის არ შემიხედავს. ტელეფონში ვიყავი ჩაფლული და მომავალი შუალედურების თარიღებზე გაცხარებულ ბჭობაში ვიყავი კურსელებთან. რომელიღაცასთან შემთხვევით ძალიან ახლის გავიარე და ამოვიხედე, რომ არ დავჯახებოდი. ნეტავ არ ამომეხედა. საშინლად შემეშინდა. ორი დიდი, მრგვალი ცისფერი თვალი მომჩერებოდა, საშინელი სითავხედით და დაკვირვებით. დავიბენი, მაგრამ არ შევიმჩნიე და გზა გავაგრძელე. ჯერ მაღაზიაში შევედი, შემდეგ კი გაჩერებაზე დავდექი. 88 ნომერს ზუსტად ათი წუთი ველოდე. მანამდე არც ერთი მაწყობდა. ხო მართლა, მე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. ჩემი და უკვე გათხოვილი იყო, მამა უცხოეთში წავიდა, ხშირად დადიოდა აქეთ-იქით. ხოდა მე და ნიკუშა საცხოვრებლად მრგვალ ბაღთან გადავედით. ავტობუსი მოვიდა და მეც ავედი. უკანა რიგებში პატარა, ასე 11-12 წლის ბიჭს მივუჯექი და გამახსენდა, რომ ნიკუშა სახლში მალე მივიდოდა და საშინლად ავნერვიულდი. ორი-სამი გაჩერების შემდეგ მოხუცი ქალბატონი ამოვიდა და მეც დაუყონებლივ წამოვხტი და დავდექი. ბევრი კამათისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ ქალი მაინც დაჯდა. ყურსასმენები მეკეთა და საერთოდ არაფერს ვუსმენდი გარე სამყაროდან. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვაცნობიერებდი, რომ მეკო გოგოლიძე სხვა დამიანად იქცა. მან წარსული დაივიწყა და ახლა ახალი, ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა. თქვენც გქონიათ ალბათ ასეთი შეგრძნება. რაღაც შიზოფრენიული. როცა დარწმუნებული ხარ, რომ ვიღაც გაშტერდება. ყურადღებას არ ვაქცევდი ამ უაზრო გრძნობას და ხეების მოძრაობას ვაკვირდებოდი. მალე მივედი. უკანა კარისკენ გავიხედე, ბევრი ხალხი თუ იქნებოდა, შუა კარიდან ჩავიდოდი. გავიხედე და კარზე აკრული ბიჭი დავინახე. ორი დიდი ცისფერი თვალი თავხედურად მომშტერებოდა. აშკარად ასე მიყურებს მთელი გზაა. როცა გავხედე, რეაქციაც კი არ ჰქონია, იგივენაირად მიყურებდა. მეც თავხედურად გავუყარე თვალი თვალში და არ შევიმჩნიე არც შიში და არც დაბნევა. მიუხედავად იმისა, რომ მაქეთ ცოტა ხალხი იყო, მაინც შუა კარიდან ჩავედი. გაჩერებიდან ავტობუსი დაიძრა თუ არა, თვალი გამეპარა და ბიჭს გავხედე. ფანჯრიდან მიყურებდა და ჩემი შეშინებული სახის დანახვისას ტუჩის მარჯვენა მხარე ირონიულად ჩატეხა და გაიხედა. რამოდენიმე დღის განმავლობაში ვერ ვივიწყებდი ორ დიდ ცისფერ თვალს. ყველგან ვეძებდი და იმედი მქონდა, რომ სადმე გადავეყრებოდი. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ შევხედე და საშინლად დაკვირვებული ადამიანი ვარ, მისი სახე საერთოდ არ მახსოვდა. მხოლოდ ორი დიდი ცისფერი თვალი, ნაცრისფერი “კაპიუშონი” და მანდედან გადმოყრილი აჩეჩილი, მუქი ქერა, ყავისფერში გარდამავალი თმა მახსოვდა. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ეს ბიჭიც, როგორც ჩემი ყველა აკვიატება დავივიწყე, მე და ანანო ბარში ვიდექით წინ რომ დიდი სილუეტი აღმემართა, მთვრალმა ძლივს ვიცანი თვალები და საშინლად შემრცხვა. თავიდან დავმეგობრდისავით, უკვეორი წელია ვიცნობ. ხოდა მეგობრებზე ბევრად მეტი ვართ. ყველაფერი იცის ჩემზე. რაღაც წარმოუდგენელი გულახდილობით ველაპარაკები ყოველთვის და ყველაფერზე. იცის დედაჩემზე, ნიკუშაზე, ჩემზე, მასზე… ალექსანდრეზე. მან 2017 წლის მარტში, ჩემს დაბადების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე დატოვა საქრთველო და რამდენადაც ვიცი აღარ ჩამოსულა. დედამისი გარაიცვალა და იქ მამიდამისთან გაუშვა მამამისმა, მერე თვითონაც წავიდა. თავიდან სულ ვწერდით ერთმანეთს, ველაპარაკებოდით. მერე მითხრა არ მინდა შეგბოჭო, მანდ შენი ცხოვრება გაქვს და იცოდე პასუხისმგებლობებიდან გათავისუფლებო, ეს დაკარგვის შეგუებად ჩავთვალე და ნელ-ნელა ყველაფერი დამთავრდა. ბარში დავბრუნდეთ. 2020 წელი იყო ხო? 20-ის ვხდებოდი რა… უკვე 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბატონი ალექსანდრე აორთქლდა ჩემი ცხოვრებიდან და მიუხედავად ამისა, მისი სახელის გაგონებაზე ყელში ბურთი მეჩხირებოდა, საშინელ ტკივილსა და სიბრაზეს ვგრძნობდი. ახლა აქ რომ გამჩნდარიყო, მთელი ძალით გავულაწუნებდი სახეში. მთელი ძალით. უკვე 21 წლის იყო ვაჟბატონი და რა, მამა არ უშვებდა? არ ვიცი. მას რომ ჩამოსვლა და ჩემთან ყოფნა ნდომებოდა, ჩამოვიდოდა. მას რომ ჩემი სიახლოვე ნდომებოდა, მომეკრობოდა მაგრამ ფაქტია, 3 წლის განმავლობაში თვალით არ მენახა. ბუკა კი სულ სხვა იყო. არ გვქონდა გადატვირთული ურთიერთობა. არასდროს გვიჩხუბია თემაზე: “არ უნდა გაგახსენდე?!”. ერთმანეთი როა გვახსენდებოდა ვწერდით და ეს საკმარისი იყო, სრულყოფილი ურთიერთობის შესაქმნელად. უკვე თერთმეტი საათი იყო. ბუკას ვთხოვე ნიკუშა სახლში წაეყვანა. მე უკვე საკმაოდ მთვრალი ვიყავი. ახლა ყველა ძველები დავრჩით, ანანოს გარდა. ანუ ბუკა წავიდა რა. ძველ დროს ვიხსენებდით და ამ დროს მახოს ტელეფონმა დარეკა. - რა იყო შე*ემა, დღეს არ მელაპარაკე? ხო ხო… კი. არა შანსი არაა ბიჭო. არა! - მახო უკვე ნერვებ მოშლილი დუდღუნებდა. ყელის ძარღვები ბოლომდე დაჭიმვოდა. ქეთო გაოცებული უყურებდა ბიჭს, რომელსაც უკვე ერთი თვეა “დაშორდა”. მაინც ერთმანეთზე ჩამოკიდებულები დადიან, უბრალოდ არ აღიარებენ და ეგაა. მახომ თვალები გადაატრიალა და ტელეფონი გამომიწოდა. - შენთან არიან. - ვინაა? - ალკოჰოლით გაბრუებულმა ძლივს ამოვიბურდღუნე და ტელეფონი გამოვართვი. - მეკო… - ნაცნობი დუდღუნა ხმა გავიგე. ვერ დავიჯერე ის, რაც მესმოდა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ამ ერთ ჩასუნთქვაში ბოლომდე გამოვფხიზლდი. ვიფიქრე, რომ ისევ მეჩვენებოდა მისი ხმა. ისევ… - გისმენთ. - მეკო… - თვალებზე სიბრაზით, მონატრებით, სიყვარულითა და ზიზღით გაჟღენთილი ცრემლი მომადგა. ტელეფონი მოვიშორე, მახოსთვის გადაგდება დავაპირე, მაგრამ მონატრებამ და ინტერესმა მძლია, რას მეტყოდა? ტელეფონი ყურზე დავიბრუნე. - შენ? - ხო. მე. - ჩუმად. და სევდიანად ამოიდუდღუნა, როგორც ადრე ჩვეოდა. სასწრაფოდ საპირფარეშოში გავვარდი. აქ კარგად არ ისმოდა. - რა გინდა, სანდრო? - საშინელი სიცივით მივახალე. უცებ მისი ძალიან, ძალიან ღრმა ამოხვნეშა გავიგე. - მე რაც მინდა, ის ძალიან შორსაა. - ორაზროვანი და დაბურული პასუხები არ გინდა სანდრო რა. ისედაც არ ვარ ფხიზელი და… - რა და მომენატრე! - კარგი ერთი სანდრიკ. - ვიცოდი, როგორ ტკიოდა ყოველ ჯერზე ამ სახელის გაგონება, რადგან ის ჩემთვის სანდრო არასდროს ყოფილა. ის იყო ალე...გადავიხარხარე. ჩემი თავის გარდა ყველა ირონიულად აღიქვამდა ამ სიცილს. აი მე კი ვიცოდი, რომ ეს სიცილი ტიროდა. - უბრალოდ… უბრალოდ მინდოდა, დაბადების დღე მომელოცა. - და რა გიშლის ხელს? - გილოცავ მეკო. ყველაფერი საუკეთესო მინდა შენთვის. მინდა, რომ ბედნიერი იყო. - ეგ როდის მოგინდა? - გთხოვ… - კარგი. - და… მართლა მინდა რომ ბედნიერი იყო. - მეც მინდა ალე… მეც. - ამოვიხვნეშე და ღმერთმა იცის, რამდენი ცრემლი ამოვაყოლე. უკვე ეს ხმაზეც შემეტყო. - ტირი? - რა საჭიროა მოტყუება? ალბათ ვერც ვერასდროს გნახავ. ხოდა კი ალე ვტირი! - ჩემს გამო? - საშინლად განადგურებული ხმა ჩამდუდღუნებდა ყურში. - დამცინი კიდეც? არც გიფიქრია ალბათ… რამდენჯერ ვიტირებდი აბა? რამდენი ღამე დაველოდებოდი შენს ზარს, შენს სახეს. რამდენჯერ დამიდგებოდა შენი თვალები თვალწინ. რამდენი ხნის განმავლობაში შევეცდებოდი შენი სახის ქუჩაში პოვნას? მახოსთვის არასდროს მიკითხავს, მაგრამ ერთ სიტყვას ველოდი სულ. მხოლოდ ერთს. “ჩამოდის”. - არ ვიმსახურებ შენს ხმას და შენს სიტყვებს. - ამოიხავლა და გათიშა. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და სახეზე წყალი შევისხი. მაკიაჟს ისევ არ ვაყარებდი. კარეთ განადგურებული სახით გავვარდი. ტელეფონი მახოს შევაჩეჩე და სხვებს მივუბრუნდი. - წავედი მე. კარგად იყავით. - მოსასხამს ხელი დავავლე და კარი გავიჯახუნე. არ მინდოდა წერეთლის დანახვა. მაგრამ ხშირად მიწევდა გავლას. დიდი ხანია აღარ მახსენებს დინამო ალეს და არც სხვა ბევრი რამ. მას მხოლოდ მისი სახელიღა მახსენებდა. ის მართლა წავიდა. *** იგივე წლის ახალი წელი იყო. მე, მახო, ქეთო და ბუკა ერთად შევხვდით. ანანოს არ ეცალა და ბიჭები ბაკურიანში იყვნენ. მეორე დღეს მეც უნდა წავსულიყავი. ყოველგვარი გაწელვის გარეშე დავიწყებ. მახოს დაურეკეს. ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან არცერთის ტელეფონი ჩერდებოდა. მახოს არაფერი უთქვამს და სადღაც ორისკენ მეც დამირეკეს. ტელეფონზე უცხო ქვეყნის კოდი რომ დავინახე გავშეშდი. მე და ბუკა აივანზე ვიჯექით და შემამჩნია. ნიკუშა მამასთან ერთად საფრანგეთში იყო. მე არ გავყევი. გავვიყინე და ტელეფონი ავიღე. მუცელში საშინელი გრძნობა მქონდა. მტკიოდა. გული კი ლოცულობდა, ოღონდ ახლა სუფთა, დუდღუნა ხმა არ გამეგო და სხვა არ მინდოდა არაფერი. - გილოცავ ახალ წელს, პატარავ. - და მაინც. - მეც გილოცავ… - ამოვიბურდღუნე. - ვინ არის? - გაოცებულმა მკითხა ბუკამ. - შეგიძლია, ცოტა ხნით დამტოვო? - აივნიდან უნამუსოდ გავაგდე. - რაღა გინდა? გადაწყვიტე ყველა კარგი დღე ჩამაშხამო? - იცი, ახლახანს ჩემს შეყვარებულს ვეჩხუბე. - რატომ? - უცებ გადაიხარხარა. - იცი როგორი მთვრალი ვიყავი? ვუბღაოდი მაპატიე მეკო-თქო. ხოდა მერე მივხვდი რო მაგრა დარხ*ული მქონდა და წავედი ცოტა გამოვფხიზლდი, ხოდა გარეთ შევხვდი კაპოდანნოს (ახალი წელი იტალიურად). შენსკენ რა ხდება? გთხოვ, მელაპარაკე, როგორც ძველ მეგობარს. ძალიან გთხოვს. - აივნის კარი გადავკეტე. სავარძელში ჩავესვენე და გასული 3 წლის განმავლობაში რაც კი მომხდარა ყველაფერი მოვუყევი. ბოლოს თავისუფლად ვლაპარაკობდით და მართლა ძველ მეგობრად მივიღე. - მომნატრებია. - რა? - შენთან ლაპარაკი. - მეც ჩემო… უფროსწორად მეკო. უბრალოდ მეკო. - გამეღიმა. - უნდა წავიდე, თორემ ბუკა მალე კარს გამოანგრევს. საყვარელია, მაგრამ მისი ატანა აღარ მაქვს. სულ ეჭვიანობს. - ხო? - წარსული ხო მოვყევით. ახლა მომავალი. - რა? - 15 წუთში ეს ბიჭი ჩემი აღარავინ იქნება. - ტელეფონი გავთიშე და კარი გავაღე. - ბატონო ბუკა! გშორდებით. ყველაფრის გარეშე. უმიზეზოდ და ეს თემა არ განიხილება. - ხელი ავაფარე და გვერდი ავუარე. - ჩამოვდივარო და დამშორდი ხო? განანებ იცოდე. მოგკ...- დასრულება ვერ მოასწრო მახომ სახეში რომ უთავაზა. ბუკა გარეთ ამწვანებული გავარდა. არაფრის გამკეთებელი არ იყო და არც შემშინებია. - ჩამოდის? - ახლა მახომ დაიწყო. - არა. - აბა? - რა აბა? უბრალოდ ვილაპარაკეთ. - და ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? - უბრალოდ განვთავისუფლდი. ხომ იცი როგორი ვარ? არ მიყვარს ვინმეზე გაბრაზებული რომ ვარ. ყველაფერი ვაპატიე და ახლა ყველაფერი მორჩა. - უდარდელად ვთქვი და შამპანურის ჭიქა ჰაერში ავწიე. - თავისუფლებას! - თავისუფლებას! - თავისუფლებას! - თქვენ კიდე ახალი წელი რომ შემოვიდა თავი ძლივს შეიკავეთ და… ახლა შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს! - გავიცინე. - მეკო!- ამოიბუზღუნა აწითლებულმა ქეთომ, მაგრამ ვინ აცადა? მახო გიჟივით ეცა და ძალიან ძლიერად აკოცა. მე უკვე ბედნიერი ვიყავი. და თავისუფალი. თავისუფლებას! *** კიდევ 3 წლის მერე. ანუ სულ 6 გამოვიდა. მოკლედ 23 წლის ვიყავი უკვე. მაგისტრატურის მეორე კურსს ვამთავრებდი სულ მალე. მაისის თბილი საღამო იყო. მე და ქეთუსიმ ბარში წასვლა გადავწყვიტეთ. სახელები გეცოტავათ? არ ინერვიულოთ. ბიჭები ბარში მელოდნენ. მახო კიდე ერთი კვირაა გადაიკარგა. მუხლამდე მოტკეცილი, უმხრო ნაწრისფერი კაბა მაცვია და ბარში მაკიაჟით შევდივარ. ახლა უკვე სხვა ვარ. დიდი. შესვლამდე ტელეფონი ამოვიღე. - პაწუ, ძაან ნუ დააგვიანებ კაი? დღეს მასწავლებელთან ხო იყავი? მიყვარხარ ნიკუ… კარგად. - ტელეფონს ბედნიერი ვთიშავ და შევდივარ. ვგრძნობ, როგორ გვაშტედება ატობით წყვილი თვალი მე და ქეთოს. ხელს ვკიდებ და ბიჭებისკენ მივდივარ. თორნიკე წამოხტა და პირი დააღო. - ჩემი თხაჯანა სად წაიღეთ, მილედი? - ხელს მიწვდის და საცეკვაოდ მპატიჟებს. - მოვისვენო ორი წამი მაცადე შე ხამო! - აქ ყოფილა. - თვალები გადაატრიალა. მე და ქეთუშა გადაგვკოცნა და დაჯდა. ქეთო თვალებით თავის მაჩოს ეძებდა, მაგრამ რას ვიზამთ? … უკვე ცხრა საათი იყო. მე საკმაოდ მთვრალი ვიყავი. ბართან დავჯექი და ის იყო შეკვეთა უნდა მიმეცა, გვერდით მაღალი სილუეტი გამოჩნდა და ნაცნობი, სუფთა და ჩახლეჩილი ხმით მკითხა. - მხოლოდ იმას გთხოვ, გამაბედნიერო და მეცეკვო. - მთელ ტანში დამბურძგლა და ნელა ავიხედე. მისი სახის დანახვისას კინაღამ გადავყირავდი. - ასე მოგეწონე? - არა მე… მე უბრალოდ ვიღაც მეგონე. - ხელზე ხელი ჩავკიდე და წამოვდექი. რა სულელი ვარ. მხოლოდ 17 წლის ვიყავი. მე ისევ ის მეკო ვარ. სიყვარულის მაინც არ მჯერა, იმიტომ რომ როცა მჯეროდა გაქრა. ხოდა მორჩა! არ არსებობს. ეგრე უსიყვარულოდ გავთხოვდები და ვიცოცხლებ! ილუზიებს მაინც სჯობს! შუა ოთახში ნელა მივაბიჯებთ. ხელი წელზე შემომხვია და მთელი ტანით ამიკრო, თავი დაღლილმა მხარზე ჩამოვადე. ძალიან დიდ ხნიანი დამქანცველი ცეკვის შემდეგ, ჩემსკენ საკოცნელად გადმოიწია. მე უკან დაგავდგი ნაბიჯი და თავში გამიელვა “და რას დავკარგავ?”. მეც გავიწიე და ვაკოცე. ცოტა ხანში თორნიკეს ირონიულმა სიცილმა გამომაფხიზლა. - ცოტა დათვერი, ხო? - აუ წამიყვანე რა. - მუდარით აღსავსე თვალებით ვუყურებ. - ჯერ მოიცადე. აქედან გამო. - ხელი ჩამკიდა და გამომიყვანა. ის ვიღაც გახევებული მიყურებდა. - რას ეცი გოგო? - თვითონ მეცა? რა ხდება? - შუქები ჩქვრა, და ცენტრისკენ მიემართა ხველა პროჟექტორი. გიორგიმ ქეთო მიათრია. როცა გოგონა შებრუნდა, მის უკან ჩამუხლული მახო აღმოჩნდა. - კითხვას არ დაგისვამ. არა-ს არ მივიღებ და აზრი არ აქვს რა. - მარჯვენა ხელს ნაზად იღებს და არა თითზე ბრილიანტიან ბეჭედს აცურებს. მთელი ბარი ქუხს. ქეთო ტირის და მახოს ეხუტება. ცოტა ხანს თვალები დახუჭული აქვს, შემდეგ კი მახოს ზურგიდან მე მიყურებს. მე კი ცრემლებში ვიხრჩობი და თავი თორნიკეს მხარზე მიდევს. - ნუ კვდები ტირილით ქალო! - მეუბნება ღიმილით და ცრემლებს ჩვეული ზრუნვით მწმენდს. - ეჰ, თორნიკე… გაგვიფრინდა დაიკო. - ამოვიხვნეშე. ვგრძნბდი, რომ ვიღაც თავხედურად მიყურებდა. მაშტერდებოდა. - თორნიკე, ვინმე მიყურებს? - ვეკითხები და აქეთ-იქით ვიყურები. - არა. - მეუბნება ანერვულებული. ცოტა ხანში ქეთო შემომახტა და კიოდა. - მეკო! მეკო! ვაიმე ვთხოვდები! - ეგ მე 6 წლის წინვე ვიცოდი! - ვეხვევი და მახოს ვუყურებ. ის ბიჭების ბრბომ გადაყლაპა. ქეთო როგორც იქნა მომშორდა. ვიღაცას ვეძებდი. არ ვიცი ვის. თვალებს ვაცეცებდი. მახოს ბიჭები ახტებოდნენ და ნაცნობი თაფლისფერი თვალები დავინახე. - ვაიმე, ქეთო. - ამოვიხავლე და ჩემს უკან, ბარს ჩამოვეყრდენი. არ ვიცი ის იყო თუ არა… მე მხოლოდ თაფლისფერ თვალებს ვხედვდი, რომლებიც მიყურებდნენ და რომლებსაც ვუყურებდი. სახეზე დაკვირვება არ მინდოდა. რადგან ვიცოდი, ის არ იქნებოდა. მისი ხმა ადრეც გამიგია, მისი ტანი დამინახავს, სახეც… მაგრამ ის არ ყოფილა. ხოდა იქნებ ესეც არაა ის? მაგრამ თვალები ხომ არ მატყუებენ? ორი ერთნაირი არ არსებობს. ჩემს თავს ვამხნევებ და ადგილს ვწყდები. იმ თვალებისკენ მივფრინავ, რომლების მე მიურებენ და აშკარად ცრემლებით ივსებიან. ის უცებ ბრბომ ჩაყლაპა. დავინახე როგორ წავიდა მაღალი სილუეტი გასასვლელისკენ და მეც გავეკიდე. ბიჭების ბრბომ ახლა მე ჩამყლაპა. ვიბრძოდი, ვფართხალებდი, გავრბოდი და როგორც იქნა გავედი. ბარის წინ “მერსედესი” ტყვიასავით მოსწყდა ადგილს და გაფრინდა. მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და თორნიკეს მივუბრუნდი. არაფერს ამბობდა. - კარგად ხარ? - თავი დავუქნიე, თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ ვტყუოდი. - რა გითხრა? - ის იყო? - ამოვიხავლე და ძალიან ბევრი ცრემლი გადავყლაპე. სახე ზუსტად ვიცი რომ ცივი იყო, მაგრამ ამ ბიჭს უკვე 17 წელია ვიცნობ და იცის რასაც ვგრძნობ. ბარში შევედი. ისიც შემომყვა. საერთოდ არ გაკვირვებია, როდესაც მახოს ღიმილით გადავეხვიე. დაღლისას ქეთო მთელი ძალით გადამეხვია და ტაქსში ჩაჯდომამდე გამაჩერა. - შეიძლება არ მეცალა, მაგრამ არ გეგონოს, რომ ვერ შეგამჩნიე. რა გჭირს? - მე? - გაოცებული ვიდებ საჩვენებელ თითს გულზე. ის სწერვად მიქნევს თავს. მივხვდი, ტყუილს აზრი არ ჰქონდა და ბოლო ძალით გავიბრძოლე. - არაფერი. - ჰე ეხლა… მალე! - ალე დავინახე. კი არ ვნახე. მხოლოდ დავინახე. - ტაქსში ჩავხტი და ახლა მე მოვწყდი იქაურობას. რა იქნებოდა მერე? 6 წელი გავიდა. იმ ახალი წლის მერე არც კი გვილაპარაკია. 3 წელია მისი ხმა არ გამიგია და დიდად არც გამხსენებია ამ დროის განმავლობაში, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. უბრალოდ აღარ ვუკვირდებოდი ამ გრძნობას, რადგან შევეჩვიე და უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. თავით მინას ჩამოვეყრდენი, თვალები დავხუჭე და მისი თაფლისფერი თვალები გავიხსენე, რომლებმაც ჩემი დანახვისას ცრემლების ზღვაში იწყეს ხრჩობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.