ჩვენ დღეს სიკვდილთან ბრძოლა წავაგეთ (I ნაწილი) (II თავი)
სახლამდე მიმიყვანა და მანქანა კორპუსთან გააჩერა. რატომღაც მეგონა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. ნახვამდის.. დავემშვიდობე და სახელურს მოვკიდე ხელი, უკვე გადასვლას ვაპირებდი. შოკ, ხოო.- თავი მოვაბრუნე-გისმენ, არაფერს იტყვი? არაფერი, ძილინებისა. შუბლზე მაკოცა და ისევ ჩვეულ პოზას დაუბრუნდა. ძილინებისა.. გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.-არ ამოხვალ? არა, დაღლილი ვარ წასვლა მირჩევნია, ხვალ გნახავ. გთხოვ რაა, ნინოც არ მოსულა მარტო ვარ. შოკ... გთხოვ..საწყალი თვალებით შევხედე და მანქანაში შევყავი თავი. კაი ცოტა ხნით ამოვალ... მთავარია ამოხვიდე და ეგ ცოტა ხანი რამდენ ხანს მოიცავს მე გადავწყვეტ... ენა გამოვუყავი, ხელი ჩავავლე და სახლისკენ წავიყვანე. მაიმუნი შოკი ხარ რაა შენ. გამიღიმა და გამომყვა. ხო ვიცი.. შემო.ხელი ავიქნიე უდარდელად, კარი გავაღე და სახლში შევიყვანე. კაი ახლა რა ვქნათ? ინტერესით მიყურებს. ვჭამოთ. გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ და სამზარეულოსკენ მივათრევ. შენ ამ ქვეყნად ორი რამ გიყვარს როგორც ვიცი.. ჭამა და ძილი. არა კიდე მიყვარს რაღაცეები.. თან მაცივარი გამოვაღე და პროდუქტის დათვალიერება დავიწყე, მაგრამ თავიდანვე ზუტად ვიცოდი რაც მინდოდა. მართლა? მაინც რა გიყვარს კიდე? რა კი არა ვინ! აჰამ, კაი ვინ მაშინ? მაგიდაზე შემოჯდა და ვაშლი აიღო. როგორც ამბობენ თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში. შენ.. გიო და ნინუცა. დავინახე როგორ გაუბრწყინდა სახე როცა მასზე მივუთითე. მაგრამ მოულოდნელად სახე ისევ მოექუფრა და მიზეზს ვერ მივხვდი. მხოლოდ მეგობრები გიყვარს? უცნაური ხმით მითხრა. ხო, სხვა ვინ უნდა მიყვარდეს? მაცივირდან ლუდის ბოთლები და ჩიფსები გამოვიღე, რომელიც დილით ვიყიდე. ჩიფსები პლასტმასის თასში ჩავყარე, ლუდის ბოთლი კი მას ვესროლე. არა, არავინ ისე გკითხე. მაგიდიდან ჩამოვიდა და ჩვეულებრივი სახე მიიღო. კაი, წამო რამეს ვუყუროთ? ხო თქვი ცოტა ხნით ამოდიო. აუ კაი რა წამო. ისევ ჩავავლე ხელი და მისაღებში გავიყვანე. ის კარადასთან მივიდა და ფილმის არჩევა დაიწყო. აბა, რომელი გამოვიღო? ტომი-ჯერი. დავეჭყანე და დივანზე მოვთავსდი, მართალია კაბა დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ საერთოდ არ მადარდებდა. რა ტომი-ჯერი გოგო, ბავშვი ხარ? ოოო, მე ეგ მინდა. შენ არაფერი გეშველება. ხელი ჩაიქნია და ტომი-ჯერი გამოიღო. მოიცა, მართლა ეგ მოგაქვს? ხო, ეგ არ თქვი? გეხუმრე.. სიცილი დავიწყე. რა ვქნა მე.. უკან აღარ ვიბრუნებთ.მანაც გაიცინა. საყვარელი იყო ძაან ყველა სურვილს მისრულებდა და ჩემნაირად ყველა სიგიჟეს აკეთებდა. მიწი გვერდი. გაიცინა და გვერდით ჩამომიჯდა, დისკი ამოიღო და მულტფილმი ჩართო. მოდი.. გავუღიმე და ადგილზე მივანიშნე. დიდი ხანია ამ მულტფილმისთვის არ მიყურებია, ფაქტიურად დროც არ მქონდა, ახლა კი მასთან ერთად ყურება ძალიან მინდოდა. ჩვენ გაგვიმარჯოს.. გავუწოდე ბოთლი მოსარტყმელად. ჩვენ გაგვიმარჯოს! მომირტყა ბოთლი და ჩემთან ერთად დალია. მულტფილმს ვუყურეთ და ბევრიც ვიცინეთ, ჯერი ძალიან მიყვარდა, ჩემნაირი იყო ნერვებს უშლიდა არაჩვეულებრივად ჯერის, მაგრამ ჯერიც მეცოდებოდა ხოლმე. კაი უნდა წავიდე მე, დათო წასვლას აპირებდა, მაგრამ ახალი ფილმი გამოვაძვრინე და ახლა ის ჩავრთე. შორე, უნდა წავიდე. კაი რა, ეს ერთიც და მერე წადი. გვიანია უკვე. გთხოოოვ..ისევ საწყალი თვალებით შევხედე. როგორ მომწონდა უარს როცა ვერ მეუბნებოდა. ისევ დავასკუპე დივანზე და ახალი ფილმის საყურებლად მოვემზადეთ. კაი ხოო, მერე წავალ იცოდე და ეგ შრეკის კატის თვალები ვეღარ გიშველის იცოდე. კაი.. მხიარულად წამოვსკუპდი მის გვერდით და კვლავ ყურება განვაგრძეთ. ჩიფსები და ლუდი აღარ იყო ამიტომ სამზარეულოდან კიდევ მოვიტანე. ფილმი ერთ საათიანი იყო დაახლოებით. *** კაი, შოკ, დამთავრდა მე წავალ. დათომ შოკას შეხედა, რომელსაც მის მკერდზე ჩასძინებოდა. ძალიან ლამაზი იყო მძინარე და თვალს ვერ წყვეტდა. უყურებდა გოგონას და უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს ბავშვური, შერეკილი ქალატონი ძალიან უყვარდა, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა, ალბათ იმიტომ რომ მისი პასუხის ეშინოდა. ეგონა იგივე გრძნობით არ უპასუხებდნენ და ერთადერთი სიყვარულისგან უარს მიიღებდა, რაც ყელაზე მეტად ატკენდა გულს. რადგან მაგ პასუხზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, მათი მეგობრობაც და სიყვარულიც.გოგონა ფრთხილად აიყვანა ხელში და საძინებელში შეიყვანა. საბანი დააფარა და გამოსვლა დააპირა, მაგრამ გოგონა ხელზე ჩაეჭიდა. დათოს მის ამ საქციელზე გაეღიმა და ფრთხილად გაინთავისუფლა ხელი. ოთახის კარი ფრთხილად დახურა და კვლავ მისაღებში გავიდა. ამ დროს დაიანხა ნინუცა და გიო მოადგნენ სახლს და სიცილ-ხარახით შემოვიდნენ შიგნით. ჩუმად, ბიჭო რა გაღრიალებთ. პირზე ხელი ააფარა დათომ. რა იყო ტო, მიტაცებ? ისევ სიცილი დაიწყო გიომ. აუ ჩემი, რამდენი დალიე ტო რა არი ეს?! დათო,შორე სადაა? იკითხა ნინუცამ, რომელზეც გიო იყო ჩამოკონწიალებული. დაეძინა ნინუც, თქვენ სად ხართ ამდენი ხანი. რავი, ვერთობოდით, თქვენგან განსხვავებით. რა იყო ეს ასე მალე რომ გამოიძურწეთ ბარიდან... რა იყო ძმა, რამე ამოღერღეთ რომელიმემ მაინც თუ ისევ სიტყვების ეკონომიას აკეთებთ? ისევ ახარხარდა გიო. გამოადგი ფეხი სახლში მიგიყვან, თორე შენ ეგრე ვერ მიაღწევ სახლამდე. ხელი ჩაავლო გიოს და წაყვანა დაუპირა. მოიცა, მოიცა რას გულისხმობ გიო? ამჯერად ნინუცა ჩაერთო საუბარში. რას და ამათ ხო... თქმა დააპირა გიომ, მაგრამ დათომ განაგრძო. არაფერს ნინუც, მთვრალია და ბოდიალობს რაღაცას, მიდი დაიძინე და კარი ჩაკეტე ჩვენ წავედით. ნინუცა გადაკოცნა და გავიდნენ ორივე. ნინუცამ შხაპი მიიღო და დასაძინებლად წავიდა, ბიჭებიც სახლში დაბრუნდნენ. გიოს მშვენივრად დაეძინა რასაც დათოზე ვერ ვიტყვით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.