შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (2)


3-04-2017, 22:46
ავტორი MariamG
ნანახია 2 465

მოგესალმებით. იმ შემთხვევაში, თუ კომენტარის დატოვებას ვერ ახერხებთ, იქნებ "მოწონების" საშუალებით მაინც მომაწვდინოთ ხმა, რამდენი კითხულობთ, მოტივაციისთვის ^^

--------

***

გვიანობამდე ისხდნენ ბარში ბელა და ნიკოლა. წუთები გასულიყო რაც ხმას არ იღებდნენ, ერთმანეთს აშტერდებოდნენ, ეღიმებოდათ და ძვირფას ღვინოს უსიტყვოდ შეექცეოდნენ. ნიკოლა სრულიად მშვიდი ჩანდა, მაშინ, როცა ბელას მოსვენება დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. ხან ერთ მხარეს მიეხეთქებოდა, ხან - მეორეს.
-უაზროდ ვართ! -წამოიყვირა ბოლოს, კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა და მოუკიდა. ნიკოლას პირდაპირ სახეში შეაბოლა, ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია, კოლოფს დასწვდა და თვითონაც ამოაძრო ერთი ღერი.
-შენ პატარა ქალაქებს მიჩვეული არ ხარ. დიდებული იტალიიდან მესტუმრე! -ხელები გაშალა ნიკოლამ, ბელას გაეღიმა, სიგარეტი თითებს შორის მოიქცია.
-ევროპა მიატოვე! სიმაღლეებიდან თავით ეშვები?!
-ასე გამოდის. -ცალყბად გაეღიმა ნიკოლას. ქალს სახე შეეცვალა, სიგარეტი იქვე მიაგდო და იდაყვებს დაეყრდნო
-ნიკოლა მახარაძე! სამყაროს ცენტრი პირდაპირ შენში ბრუნავს - გრძელი, ნატიფი თითებით შეეხო ნიკოლას მკერდს და ამოიგმინა, თავის ადგილს დაუბრუნდა. -მომისმინე. ვიცი, რომ შენთვის რთულია. ერთი წელი გუშინ შესრულდა, ვხვდები როგორ გტკენს წარსული, მაგრამ ამით ვერ დაასრულებ. შეიძლება ცხოვრების ნახევარს თვითონ გეგმავ, თუმცა არ უნდა იყო დაუნდობელი. გესმის? ნიკოლა! მე მიყურე! -ქალმა თავი შემოაბრუნებინა, ნიკოლამ მობეზრებით შეხედა თვალებში. გაყინული მზერა ჰქონდა, არაფრისმთქმელი, მთლიანად წაშლილი. -მოატყუე შენი კოლეგები, მოატყუე მეგობრები, რავიცი, იქნებ მათეს მოტყუებაც გაბედო, მაგრამ მე? მე რატომ მატყუებ?
-ბელა, ერთი ძალიან ცუდი თვისება გაქვს. -იდაყვებს დაეყრდნო ნიკოლა და სიგარეტი თითებს შორის მოიქცია. -როცა სათქმელი შეგიძლია ერთი წინადადებით თქვა, ყველაფერზე საუბრობ, მნიშვნელოვანის გარდა. რა გაინტერესებს, რატომ გადავუხვიე კონცერტის გეგმას, რატომ არ შევასრულე წინასწარ გათვლილი მუსიკა და რატომ არ დავრჩი დაჯილდოებაზე, რატომ არ შევისხი ხოტბა? -წამიერი დუმილის შემდეგ, ბელამ თავი დააქნია. გაწბილებული ჩანდა ნიკოლას პირდაპირობისა და ცოტა არ იყოს, თავხედური ტონის გამო.
-არაფერ შუაშია წარსული. ადამიანებს ერთი ძალიან კარგი, ერთგული თვისება გვაქვს, რომელიც არ გვტოვებს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ტკივილი გავითანაბროთ ყოველდღიურობასთან. ყველაფერს ვეგუებით. ამაში ბადალი არ გვყავს, ცხოველებზე უკეთ შეგვიძლია შეგუება. გვტკივა, მაგრამ მძაფრად აღარ. კონცერტს რაც შეეხება, დავუკარი, რადგან მას დავპირდი. ვუთხარი, რომ ჩემი ოცდაშვიდ წლიანი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კონცერტზე, მისთვის დაწერილ მუსიკას შევასრულებდი. დაჯილდოება კი ჩემთვის არაფერია. ის, რაც მოხდა, ჩემი პირობა იყო, რასაც დავპირდი, რამაც წლების წინ მის სახეზე ღიმილი გამოიწვია, ის შევასრულე. ამისთვის სახალხო მადლობა არ მჭირდება, ხალხისგან არ მინდა მოსმენა, რომ კარგი იყო. ეს ისედაც ვიცი. ვიცი, რომ მუსიკა, რომელიც შესრულდა, იდეალურია. -მონოლოგი დაასრულა ნიკოლამ. თითქოს, ერთიანად მოეშვა. უკან დაიწია, საზურგეს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა, მაგიდაზე ერთ მუშტად შეკრულ ხელს მოუსვენრად ათამაშებდა, ბარში შემოსულებს ათვალიერებდა და წარმოდგენა არავის ჰქონდა, რაზე ფიქრობდა. ისეთი კაცი იყო, ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა. ათასი ბედნიერება გამოევლო, თუ უბედურება, არავინ იცოდა. კიდევ რამდენიმე ჭიქა გამოცალეს უსიტყვოდ, ბელა შორიდან აკვირდებოდა ნიკოლას უცვლელ სახეს, თითქოს მის ცხოვრებაში გრძნობები არ ყოფილიყო, თითქოს იმდენად შეპყრობილი იყო მარტოსულობით, რომ ყველაზე ნორმალურ მოვლენად ეჩვენებოდა.
-მკვდარია, არა? -ექოდ გაისმა ქალის ხმა. ნიკოლას მისკენ არ გაუხედავს, მხოლოდ ყბები დააჭირა ერთმანეთს მაგრად, მზერა კიდევ უფრო გაეყინა, ნაკვთები ამოებერა და კანქვეშ მოძრავმა სისხლმა ლამის გამოჟონვა დაიწყო. მომწვანო-მონაცრისფრო, რუხი ფერის თვალებით ახედა ბელას. ისეთი ცივი იყო, მის თვალებში თითქოს მუდამ წვიმდა, თუმცა ახლა არა, უყურებდა ქალს, ესმოდა სიტყვები და ერთადერთი, რაც მის მზერაში იკითხებოდა, ტკივილნარევი ზიზღი იყო. ბელას ყელში მყესები დაეჭიმა, ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა, უზარმაზარ ბურთს გრძნობდა და ვერაფერს უხერხებდა. ახალგაზრდა კაცი სიტყვას არ ამბობდა, იჯდა, მტრულად შეჰყურებდა და გულის სიღრმეში, კარგად იცოდა, რომ ტყუოდა. ბელასთან სიყალბე არ იყო საჭირო, თუმცა მაინც ინიღბებოდა.
-გასაგებია. -დანებდა ქალი. ღრმად ამოისუნთქა და საკუთარ ხმას ბზარი შეატყო. -ანუ, კონცერტით ყველაფერი თქვი. ის ერთი წლის წინ კი არა, გუშინ მოკვდა. -ნიკოლას ტანში ჟრუანტელმა დაუარა ქალის სიტყვებზე. იგრძნო, როგორ გამოეცალა ძალა. სურდა დაჩოქილს ეთხოვა, გაჩუმებულიყო, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ბელას სიტყვებს იმსახურებდა. -იცი, ამას ჩემს ენაზე რა ჰქვია? ეგოიზმი! ეგოისტი ხარ, ნიკოლა მახარაძე. ყველას თვალი აუხვიე, თითქოს გუშინდელი კონცერტი მათი სიამოვნებისთვის ჩატარდა. სინამდვილეში, საკუთარი თავი შიგნიდან გჭამდა, სინდისი არ გაძინებდა, არ გასვენებდა. საკუთარ სიყვარულს გუშინ დაკრძალვა მოუწყვე. ის მუსიკა, შენი დაწერილი რექვიემი იყო. შენი ხელებით გააცილე, შენ თვითონ მოკალი შენში. -ბელამ ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ჩანთა მხარზე გადაიკიდა, წამოდგა, დანანებით შეავლო თვალი ერთ ადგილზე გაშეშებულ მამაკაცს, თავი გვერდზე გადააქნია, სწრაფად დატოვა ბარი.

***
აპრილი იწურებოდა. მუსიკალურის დიდ კიბეზე იჯდა ცხრამეტი წლის ნიკოლა, ნოტების რვეულს უაზროდ მისჩერებოდა და შავი ფანქრით ფიგურებს ხაზავდა. გაწბილებული იყო. ბოლო დროს, ხშირად საყვედურობდნენ. მასწავლებელი ბრალს სდებდა, სწავლას თავი დაანებე და სხვა რამეზე ფიქრობო, თუმცა ნიკოლა არასდროს ედავებოდა. იმიტომ კი არა, რომ თავის დაცვა არ შეეძლო, ან ვერ გაბედავდა, უბრალოდ იცოდა, რომ ეთანხმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლიდან მუსიკის სიყვარული მოჰყვებოდა, ბოლო კვირების განმავლობაში, ერთიანად ამოირეცხა გულიდან. წარმოდგენა არავის ჰქონდა, რატომ. კურსელებთან მხოლოდ ხმები დადიოდა, ბოლო დროს მახარაძე ერთ გოგონას დასდევს და ყველაფერზე ხელი ჩაიქნიაო. მუდამ პასუხის გასაცემად მზადყოფნაში მყოფი ნიკოლა, შეხედვის ღირსადაც არავის თვლიდა, ჩაივლიდა, ყურადღებას მიიპყრობდა და უჩინარდებოდა. იმ დღეს, როცა კიბეზე იჯდა და ისე, უბრალოდ ერთობოდა, ფეხებთან დაბალი ჩრდილი დაეცა. ზანტად აიხედა, მზის სინათლე პირდაპირ თვალებს სჭრიდა, მარჯვენა ხელი აიფარა და გაკვირვებისგან, წონასწორობის შეკავება ძლივს მოახერხა.
-გამარჯობა. -ღიმილით მიესალმა ნაცნობი სახე და მის გვერდით ჩამოჯდა. ნიკოლამ ხელი დასწია, გაოგნებულმა აათვალიერა და გული უცნაურად გაუთბა, მთელს სხეულში გაფანტულმა დაბნეულობამ თავი ერთად მოიყარა, მუხტად იქცა და პირდაპირ ტვინამდე გაითავისუფლა გზა.
-მე თათა ვარ. -თხელი, ნატიფი თითები პირდაპირ მის მკერდთან აფრიალდა. ნიკოლამ ძლივს მოახერხა დაბნეულობის დაფარვა, გოგონას ხელს საკუთარი შეაგება.
-ნიკოლა. ნიკოლა მახარაძე.
-ანუ, შენ ხარ ჩვენი ვარსკვლავი?! -ნიკოლას გულზე მოხვდა თათას სიტყვები. ნერვიულად ჩაიცინა.
-ასე ამბობენ?
-ჭორებს თუ დავუჯერებთ, კი.
-ჭორებს.
-ჭორებს არ ვუსმენ, ნუ ღელავ. -მხიარულად ჩაიცინა თათამ, მერე წამოდგა, ნიკოლას დახედა და გაუღიმა. -ათი წუთის წინ უნდა ყოფილიყავი სცენაზე.

***
-ბატონო -ნიკოლა მკლავზე შეხებამ გამოაფხიზლა. მაგიდას მოავლო თვალი. ბელას წასვლის შემდეგ, კიდევ ორი ბოთლი ღვინო და ძალიან, ძალიან ბევრი ვისკი ჰქონდა გამოცლილი. თავზე ახალგაზრდა გოგონა წამოსდგომოდა, დაღლილი სახითა და შეშინებული მზერით. ნიკოლამ წარბები აზიდა, გოგონას თვალი გაუსწორა. ნასვამ მდგომარეობაში, საოცრად ლამაზი ეჩვენებოდა, თუმცა ფხიზელი რას იფიქრებდა, არ იცოდა. ძლივს შესამჩნევად გაუღიმა.
-მგონი, საკმაოდ ბევრი დალიეთ. არავინ გახლავთ?
-არა. -მოკლედ მოუჭრა ნიკოლამ.
-თუ გნებავთ, დავურეკავ ვინმეს, ვინც მოგაკითხავთ. -მახარაძეს გაეცინა, ჯიბიდან ფულის კუპიურები ამოასრიალა და გოგონას გაუწოდა.
-მხოლოდ ის მინდა, რომ კიდევ ერთი ბოთლი ვისკი მომიტანო. -გოგონა თითქოს წამით შეყოვნდაო, ნიკოლა აათვალიერა, საკმაოდ დიდ თანხას დახედა და დიდი თვალები დაახამხამა.
-უკაცრავად, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ... -გოგონა შეჩერდა. თითქოს, სიტყვებს ეძებდა, ან, კარგ ტყუილს. -სტუმრებს ველოდებით. თქვენ კი, საკმარისად ნასვამი ხართ. -ნიკოლამ მკაცრად ახედა, გოგონას თავი წამში დაიხარა, სირცხვილისგან წამოწითლდა და ხელები აუკანკალდა.
-ვსვამ და ფულს არ ვიხდი?
-რა თქმა უნდა, იხდით.
-ერთი პატარა, მრგვალი მაგიდა სტუმრებს შეაწუხებს?
-არა.
-უფროსმა რომ არ გაგიგოს, ისე გინდა ფული? -გოგონამ თავი ასწია. მეამიტი, მორცხვი მზერა სახიდან გადაეწმინდა. ბრაზისგან ლამის კაპილარები დაუსკდა, დიდი თვალები წყენით აემღვრა. ქვედა ტუჩი აუკანკალდა. ეტყობოდა, დამცირებას ხშირად იღებდა, თუმცა მიჩვეული მაინც არ იყო. ასეც ხდება, ღირსეული ადამიანები არასდროს ეგუებიან, თუნდაც დღიურ ნორმად იქცეს.
-ვფიქრობ, ერთ ბოთლს კიდევ ინებებთ. -გამწარებულმა მიაძახა ნიკოლას, ფული ხელიდან გამოსტაცა და დახლისკენ დაიძრა. გოგონას დამფრთხალ სხეულს მიშტერებოდა მახარაძე და წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ აწყენინა, საკუთარი თავის მიმართ ბრაზი ერთიანად ულპობდა სულსა და სხეულს, ან მართლაც თვლიდა, რომ გოგონას ღირსება არ გააჩნდა.
კიდევ რამდენიმე საათი დაჰყო ნიკოლამ ბარში. გოგონას თვალს არ აშორებდა, აქეთ-იქით, მაგიდებს შორის ტრიალებდა და შეკვეთებს თანმიმდევრულად, სწრაფად აგროვებდა.
-ერთი გამაგებინე, რას ნიშნავს ზარი შენი სიმთვრალის თაობაზე? -მათეს ხმამ გაიჟღერა. ნიკოლამ თავი ავტომატურად მიაბრუნა, არეული მზერით მეგობრის მაღალი ფიგურა გაარჩია და გაეცინა, თავი უკან გადააგდო. მერე, გასწორდა, ხელი გაიშვირა გოგონასკენ და გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა.
-იმ პატარა გოგომ დაგირეკა?
-შენი აზრით , კამერა ჩამირთო?
-სახელი გითხრა?
-გვარიც, ასაკიც, მისამართიც და ისიც, რომ მისთვის კარგ სასიძოს ეძებენ. -თვალები გადაატრიალა მათემ და ხელები შარვალ-კოსტიუმის ჯიბეებში ჩაიწყო. დიდ ხანს უყურა სიმთვრალით გაბრუებულ მახარაძეს, მერე ხელი ასწია, გოგონას თავისკენ უხმო და ანგარიშის მოტანა სთხოვა. ნიკოლას აღარ დალოდებია, საფულე გახსნა, მომლოდინე მიმტანს კუპიურები გაუწოდა და ცალი თვალი თავბრუდახვეულ ნიკოს შეავლო.
-დამელოდეთ, ხურდას მოგიტანთ.
-დაიტოვე... -მათემ თავი გადასწია, გოგონას ფორმაზე ჩამოკიდებულ პატარა ფირფიტას მიაშტერდა.
-ევა! -დაასწრო ნიკომ და ისეთი ძალით წამოიწია, უძრავად მდგომი მათეც კი დააფრთხო.
-წასვლის დროა, ადექი ნიკო. -მკლავზე ძლიერად მოხვია ხელი მათემ, ბარბაცით გავიდნენ ბარიდან, ნიკოლა მზერას აპარებდა მიმტანისკენ, თუმცა მათე უფრო ძლიერად ექაჩებოდა. ტროტუარზე გაჩერებულ მანქანაში ჩასვა, ღვედი შეუკრა, თვითონ მძღოლის მხარეს მოთავსდა, თავი გააქნია.
-გამაგებინე, როდის დასრულდება შენი სპექტაკლი?
-რას გულისხმობ? -თავი მისკენ მიაბრუნა ნიკოლამ. მანქანის მინაზე წვიმის წვეთები ზანტად ეცემოდნენ.
-ადამიანურად იწყებ და ცხოველივით ამთავრებ. რამდენჯერ გითხარი, სასმელს შეეშვი, სხვა გზა იპოვნე-თქო?
-გამახსენე, პიჯაკის ჯიბიდან შენი საკონტაქტო ბარათი ამოვიღო. -თითი დაუქნია ნიკოლამ და დაღლილი თვალები დახუჭა, სახლამდე თავიც არ აუწევია.

***
გვიანობამდე ეძინა მახარაძეს. შუადღე იწყებოდა, როცა თვალები გაახილა, წამოდგა, შხაპი მიიღო, ისაუზმა და სრულიად შემთხვევით გაახსენდა, რომ მანქანა უკვე მესამე დღე იყო, სამსახურში გაეჩერებინა და საფულეც, სადღაც გამქრალიყო. დამჯდარ ტელეფონს დახედა, დენის წყაროსთან შეაერთა და საძინებელში დაუწყო ძებნა დაკარგულ ნივთებს. წარმოდგენა არ ჰქონდა სად დატოვა, იქნებ ბარში ამოაცალეს? ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვდა რომ ანგარიში მათემ გაასწორა. სუფთა ტანსაცმელი გადმოაწყო, კმაყოფილებით ივსებოდა, როცა ოფიციალური ტანსაცმლის ტარება არ უწევდა. ნიკოლას ტელეფონი უსიამოვნოდ აწკრიალდა. ახალგაზრდა კაცი დაიხარა, მხოლოდ მაშინღა გაახსენდა წინა ღამის საუბარი, როცა ეკრანზე ბელას ნომერი შეამჩნია. საკუთარი თავი კარგად გამოსწყევლა, ყოყმანით მიაჩერდა ტელეფონის ეკრანს და მერე, სენსორს ხელი გადაუსვა, უიმედოდ უპასუხა.
-როგორც იქნა! -შესძახა ქალმა. წარმოიდგინა, როგორ გააგდო ხელიდან ბოკალი და როგორ წამოხტა, გრძელი, აბრეშუმის ხალათის ფრიალით. გაეღიმა.
-ბელა, ვიცი რომ გუშინ ზედმეტი მომივიდა. ჩემგან ამის ღირსი არ იყავი.
-ნიკოლა, ვფიქრობ, უნდა შევხვდეთ. -მახარაძე დაიბნა. წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა, საკუთარ ანარეკლს სარკეში გაუსწორა თვალი.
-კარგი. დაახლოებით ერთ საათში მოდი იმ ბარში, გუშინ რომ ვიყავით. გახსოვს?
-კარგი. -ბელას უემოციობამ მახარაძე დააბნია. ტელეფონი გაკვირვებულმა დაუშვა, ერთხანს იჯდა და ფიქრობდა. მერე სახლიდან გავიდა, მთავარ ქუჩაზე გადაუხვია და პირველივე შემხვედრ ტაქსიში ჩაჯდა. მხოლოდ მაშინღა გაახსენდა საფულის უქონლობა, როცა თითქმის დანიშნულების ადგილზე მივიდა.
-ფული დამრჩა. -ჩაილაპარაკა სათავისოდ და წამში მიიპყრო მძღოლის ყურადღება.
-მეხუმრებით, ბატონო? ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გამომიყვანეთ! -გაცხარდა მძღოლი და ერთი-ორჯერ შეიკურთხა. ნახევრამდე ჩამოწეულ ფანჯარაში ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, მკლავით ჩამოეკიდა ჩაწეულ მინას და მძღოლს კუპიურა გაუწოდა.
-ეს ამ ბატონის მგზავრობისთვის. -მათეს ხმის ამოცნობამ, ნიკო მხრებში გამართა. მძღოლს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან.
-გადამარჩინე! -ხელები მეგობრულად გაშალა ნიკომ, ირონია არ დაჰკლებოდა მის ტონს.
-როგორც ყოველთვის -უემოციოდ ჩაილაპარაკა მათემ და თავით ბარისკენ ანიშნა.
-დღეს რა გჭირთ ადამიანებო, გალიაში დამწყვდეული ლომებივით იქცევით. შენ პირადად, იცი ვის ჰგავხარ?
-ნიკო, გაჩუმდი! -წარბშეკრული მობრუნდა მათე. ცალი ხელით შეაღო ბარის მძიმე კარი. მახარაძე წამის მეასედში დასერიოზულდა, ასეთი მეგობარი ხშირად არ ენახა. მათე ყოველთვის ჭკუის დარიგების, მორალის კითხვის, იუმორის და ირონიის უაზროდ ფრქვევის ხასიათზე იყო. არ ეჩვენებოდა ნიკოს, ეს დღე მართლაც უცნაური იყო მის ნაცნობ და უცნობ ადამიანებს შორის. წარბებს შორის ისევ გაუჩნდა ნაოჭი, ეჭვისა და უნდობლობის. შიგნიდან ღრღნიდა, არ ასვენებდა, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა და თვითონ - არაფერი. მიჩვეული იყო, ცენტრში მუდამ ის იდგა, გარშემო მუდამ სიახლეების კორიანტელი ტრიალებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ადარდებდა მახარაძეს,მთავარი ის იყო, რომ მისგან დაფარული არაფერი იყო. ბარში სიმშვიდე გამეფებულიყო. ბელა არსად ჩანდა. მხოლოდ ორი მამაკაცი იჯდა იქვე, ერთ-ერთ მაგიდასთან და სვამდნენ. ნიკოლა იქაურობის თვალიერებით შევიდა, კუთხეში მდგომ მაგიდასთან დაიკავა ადგილი. მის წინ დაჯდა პირდაპირ მათე. ასეთი დაძაბული თითქმის არასდროს ენახა.
-იტყვი რა ხდება? -შეუღრინა მეგობარს, აშკარად სიჩუმით გაღიზიანებულმა. მათეს კვლავ არაფერი უთქვამს. გამაღიზიანებელი სიჩუმე ნაბიჯების ხმამ დაარღვია.
-გამარჯობა. -გოგონა თავის აწევისთანავე დამფრთხალი მიაჩერდა მახარაძეს. ნიკოლას თვალი მისი სახელისკენ გაექცა, კადრებივით წინ გადაეშალა წინა ღამის მოგონებები და ტუჩის კუთხე აუთამაშდა.
-მინერალური წყალი ჯერჯერობით. -თვალი ჩაუკრა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-დიახ.
-სხვათაშორის, გუშინ აქ საფულე დამრჩა. -გოგონა შეძრწუნებული მიბრუნდა. ჯერ ნიკოს შეხედა, შემდეგ მეგობრის საქციელით უკმაყოფილიყო უცნობ კაცს.
-უკაცრავად?
-საფულე დამრჩა. -ცინიზმით სავსე მზერა ესროლა ნიკომ. მათემ ხელი ჰკრა, გამოსაფხიზლებლად, თუმცა ნიკოლაზე არც ამას ჰქონია გავლენა. ჯიუტად აგრძელებდა.
-მე უბრალოდ მიმტანი ვარ, თუ რაიმე დაკარგეთ, საჭირო ადამიანს მიმართეთ. -გოგონა მიბრუნდა, დახლისკენ წავიდა, მაღალ ჭიქაში მინერალურ წყალს ასხამდა.
-გაგიჟდი, ნიკო? -კბილებში გამოსცრა გამწარებულმა მათემ. -ავადმყოფურად იქცევი. იმ კონცერტის შემდეგ ვერ გცნობ. შენი გასაჭირი, შენი სადარდებელია. ამაში მე, ბელას და ერთ უბრალოდ მიმტანს ნუ გაგვხვევ. საწყალი გოგო შიშით გიყურებს. მსოფლიო დონის მუსიკოსი ხარ, ახლა კი ბარში ზიხარ და ქუჩის მაწანწალასავით ახალგაზრდა გოგონას აშინებ. -მათეს სიტყვა გაუწყდა, მაგიდაზე ჯერ უხმოდ დადო გოგონამ ჭიქა, შემდეგ ხმაურით დაახეთქა მახარაძის საფულე. სახეზე საცოდავად გაწითლებულიყო, დიდ თვალებში ნაღველი ჩასდგომოდა.
-ინებეთ, თქვენი სქელი საფულე! მთელი საღამო სვამდით, გათიშვამდე. ყოველ დეტალს ეკიდებოდით და გარშემომყოფებს აწუხებდით, სწორედ ამიტომ უნებართვოდ ჩავძვერი თქვენს ნივთებში და მეგობარს დავურეკე. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, მანამ გაგიშვით, სანამ აქაური ლოთები შემოიკრიბებოდნენ. -ხელი შეუმჩნევლად გაიშვირა მოპირდაპირე მაგიდასთან მსხდომი კაცებისკენ. ნიკოლამ თვალი გააყოლა, თითქოს ენა გადაყლაპარაო, გამშრალი უყურებდა. -არ ვიცი ყოველთვის ასეთი „ჯენტლმენი“ ხართ, თუ უბრალოდ ჩემთან გამოიჩინეთ, თუმცა აღარასდროს გაბედოთ, თუნდაც ირონიით, ჩემთვის ფულის აღების, ან მისი მოპარვის დაბრალება! -ნიკოლამ თავი დაუქნია. ერთ წამში ფერი ეცვალა. შემოფარებული ნიღაბი სახეზე შემოელეწა და მათეს წინ, ძველი ნიკო გაჩნდა. დარცხვენილი, შეძრწუნებული, თუმცა უმეტყველო.
-ბოდიშს გიხდით, ვიცი, რომ ამას აზრი არ აქვს, თუმცა უნდა გაუგოთ. მძიმე დღეები ჰქონდა. თავის თავს არ ჰგავს. ბოლოს და ბოლოს, ნიკოლა მახარაძეა! მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი! -ღიმილით, სიტუაციის გამოსასწორებლად დაიწყო მათემ. გოგონამ ცრემლებით სავსე თვალებით გახედა.
-ვიცი, ვინც არის, თუმცა არ მადარდებს. -გოგონამ წამში დაიბრუნა საკუთარი სიმაღლე, ზურგი აქცია ორივეს და საქმეს ისე დაუბრუნდა, თითქოს წუთის წინ ნიკოლა მახარაძისთვის საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენები არ ჩამოეშალა.
-გასაგებია, რატომ იქცევი მასთან უკანასკნელი ნაბი*ვარივით! -ირონიით ჩაილაპარაკა მათემ, საზურგეს მიეყრდნო და ოდნავ გახელილი თვალებით მიაშტერდა მეგობარს, რომელიც უდანაშაულოსავით უყურებდა, თუმცა შიგნით მთლიანად ბრუნავდა.
-ის მას ჰგავს. თითქოს მისი ასლია. მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ უკეთესია. გამოგიჭირე, ნიკო.
-რას ბოდავ? არაფრით ჰგავს.
-არაფრით. განსაკუთრებით, თმა, თვალები, ტუჩები - სრულიად სხვაა.
-ნუ ადარებ. -მაგიდას ძლიერად დაარტყა ხელი ნიკოლამ, თვალებში უსაზღვრო ზიზღი უგიზგიზებდა. -ის ერთი იყო. ერთადერთი ცხოვრობდა და ერთადერთი მოკვდა! გასაგებია? მას ნუ ადარებ! -მათე უდარდელად მიშტერებოდა. რაც მეტს ყვიროდა ნიკო, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რასაც გრძნობდა. საკუთარ თავს ადანაშაულებდა ყველაფერში და ბრაზს იმ გოგონაზე იღებდა, რომელიც ძალიან ჰგავდა წარსულს, უკეთესი მომავლით.
-თქვენი ყვირილი ქუჩის მეორე მხარეს ისმის. -ქუსლების ხმაურით მიუახლოვდა მათ მაგიდას ბელა. პირდაპირ ნიკოს წინ, მათეს გვერდით დაიკავა ადგილი და აშკარად შეცვლილი მზერა ესროლა ნიკოლას.
-გილოცავთ, თქვენ ოფიციალურად შერწყმულები ხართ -ხელები გადააჯვარედინა ნიკომ და საზიზღად გაუღიმა.
-შენი საოცარი არტისტიზმი და სარკაზმი სხვა დროისთვის შემოინახე. აქ შენთან საჭორაოდ არ მოვსულვარ. -ბელამ მათეს გადახედა, რომელიც წამში დასერიოზულდა, ხელები ჩამოუშვა, მიმოიხედა და ხმადაბლა, მკაცრი ტონით ჩაიალაპარაკა.
-გუშინ, სახლში რომ მიგიყვანე, შესახვევთან თითქმის ნაცნობი ტიპი ვნახე. სიგარეტს ეწეოდა, რაღაც ძველი მოდელის მანქანით იყო, კორპუსებს ათვალიერებდა და ხმამაღლა იგინებოდა. დიდი დრო არ დამჭირდა მასში ლევანის ამოსაცნობად. -ნიკოლამ ლამის ზედ გადაისხა მინერალური წყალი. ყელში მყესები ისე ძლიერად დაეჭიმა, შიგნიდან ყველა კაპილარის სკდომას გრძნობდა. ხელი ძლიერად დაარტყა მაგიდის ზედაპირს, ხმადაბლა შეიგინა.
-ეგ სი*ი! ცოცხალია?
-ხმას დაუწიე! -შეჰკივლა ქალმა და ნიკოლას ხელზე ხელი დაადო. -ჩემთან დაკავშირება სცადა. ჰგონია, რომ ვენეციაში ვარ. შენი ამბავი მკითხა. თუ სულელი არ ხარ, აშკარად მიხვდები, რომ აქედან რაც შეიძლება სწრაფად უნდა წახვიდე.
-ასეა ნიკო, შემთხვევით არ გამოჩენილა მაინც და მაინც გუშინ, მისი დის გარდაცვალების ერთი წლის თავზე. მგონი, ეგ სი*რი მაგრად გააბრაზე. გაიგე?
-ორივე გაგიჟდით? -იყვირა ნიკოლამ. -კარზე თავისი ფეხით მომადგა, მე ავდგე და გავიქცე? როგორ გადარჩა?
-აშკარაა, გადარჩა. შენს ხალხს ტ*აკი არ ჰქონდა, რომ წესიერად მიეხედა. ან გაასწრებ, ან დაასწრებ. -მხრები აიჩეჩა მათემ, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა, ბელას და ნიკოს გაუწოდა. სამივე ერთად, ნერვიულად ეწეოდა ყოველ ღერს.
-რა გეგონა, მის დას სათამაშოსავით ექცეოდი, გოგომ თავი მოიკლა. როგორ ფიქრობ, ვის მიაწერდნენ, მეზობელს თუ კაცს, რომელმაც თვრამეტი წლის გოგო ჯერ საწოლში ჩაიგორა, შემდეგ ცოლობას დაპირდა და მხოლოდ სიკვდილი მიაღებინა. -ნერვიულად გააბოლა ბელამ სიგარეტი, ქვემოდან ახედა ნიკოლამ. მუდამ უძრავი ნაკვთები ნერვიულად შეუთამაშდა.
-რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ, რომ მე ის არ გამომიყენებია? მიყვარდა! ყველაფერი, რაც მოხდა, მოვლენების არასწორი წყობით იყო გამოწვეული.
-გიყვარდა. ცხოვრება შემოგწირა, შენ კი დაკრძალვაზეც არ მიხვედი, მეტიც, ერთი წლის შემდეგ საკუთარი გლოვა მოუწყვე, მისი ბედნიერებისთვის დაწერილი მუსიკა მისსავე გამოსატირებლად შეასრულე, ბოლო წვეთამდე ამოწურე მისი საცოდავი არსებობა, როცა ბრალი დაგდეს, თავიც არ დახარე, მის ძმას კაცი მიუგზავნე. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ მარტოს ვერ გტოვებთ, შენთან ერთად ვგორაობთ ტალახში. -სახეში შეაბოლა ბელამ და ჩაფიქრებულ მათეს გახედა, რომელსაც სიგარეტი ხელში ისე ეფერფლებოდა, ყურადღებასაც არ აქცევდა. ბოლოს, ერთი ნაფაზი დაარტყა, მეგობრებს გადახედა და ძლიერად ამოისუნთქა.
-ასე არ არის, ბელა. ნიკოს ბრალი არ არის. ხო, ესეც *ლეა. იმას აკეთებდა, რაც მაშინ მოუნდებოდა, მაგრამ ესეც ბავშვი იყო. უტვინო, ვარსკვლავებზე მოჯირითე ბავშვი. რაც გოგოს დაემართა, ორივეს სურვილი იყო. ნიკოს უყვარდა, იმას არ გაუკეთებდა, რაზეც უარს მიიღებდა. საქმე ის იყო, რომ დაავადებული იყო. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, ამას კი მხოლოდ ნიკო ხედავდა. მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, მათ შორის რა ხდებოდა. დიდი ხიდი იყო, სიყვარულის ხიდი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვენახა და დაგვეწვა. ამ *ლის გაფუჭებული, ჩვენ უნდა გამოგვესწორებინა, მაგრამ არ შევწუხდით. რაც მას დაემართა, ნიკოს ბრალი არ არის. ჩვენ ყველა ვატარებთ საკუთარ სიგიჟეს, მაგრამ საზღვრები სხვადასხვა გვაქვს. ის, რაც ერთს აგიჟებს, მეორესთვის ტკივილგამაყუჩებელია. -მათემ ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი მიაგდო, მიმტანს სამი ჭიქა და ვისკი შეუკვეთა. არაჩვეულებრივი საღამო იყო კიდევ ერთი დათრობისთვის.
წვიმდა.



№1  offline წევრი An_Gel

"ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ტკივილი გავითანაბროთ ყოველდღიურობასთან"
ნიკოლა მახარაძის ჭაობიდან ამოყვანა როგორც ჩანს ძალიან რთული საქმე იქნება,მაგრამ "წარსული უკეთესი მომავლით" ძალიან ოპტიმისტურად ჟღერდა პირადად ჩემთვის.
იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ისტორიამ ჩემში,ახლა არც კი ვიცი როგორ გავჩერდე მომავალ თავამდე.
ძალიან მიყვარს,როცა ისტორია წარსულსა და ახლანდელ დროს შორის "დახტის" და შენ ამას იმდენად საინტერესოდ აკეთებ,უფრო მიმძაფრებ მოლოდინსა და ცნობისმოყვარეობას.
ამ ისტორიით გაგიცანი და ძალიან ბედნიერი ვარ,რომ გადავწყვიტე წამეკითხა. იმედი მაქვს ყველაფერი ისევე საინტერესოდ და დაძაბულად განვითარდება,როგორც დაიწყო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ოჰ, მძიმეა, ძალიან მძიმე. წარსულიც და მომავალიც... აწმყოზე აღარაფერს ვამბობ.
სევდიან მელოდიას ჰგავს ეს ისტორია. არ ვიცი, რაც ახლა ბოლოსკენ წავიკითხე ალბათ მომავალს უფრო მძაფრსიუჟეტიანს გახდის...
თუმცა ვიცი, რომ როიალები არ დაიკარგება, აბა რისთვის ჰქვია ისტორიას ასე...
მელოდიები მინდა...
საოცარი გოგო ხარ მარიამ. საოცარი ლექსიკით და საოცარი სიუჟეტით...

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

papastatekulosi
"ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ტკივილი გავითანაბროთ ყოველდღიურობასთან"
ნიკოლა მახარაძის ჭაობიდან ამოყვანა როგორც ჩანს ძალიან რთული საქმე იქნება,მაგრამ "წარსული უკეთესი მომავლით" ძალიან ოპტიმისტურად ჟღერდა პირადად ჩემთვის.
იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ისტორიამ ჩემში,ახლა არც კი ვიცი როგორ გავჩერდე მომავალ თავამდე.
ძალიან მიყვარს,როცა ისტორია წარსულსა და ახლანდელ დროს შორის "დახტის" და შენ ამას იმდენად საინტერესოდ აკეთებ,უფრო მიმძაფრებ მოლოდინსა და ცნობისმოყვარეობას.
ამ ისტორიით გაგიცანი და ძალიან ბედნიერი ვარ,რომ გადავწყვიტე წამეკითხა. იმედი მაქვს ყველაფერი ისევე საინტერესოდ და დაძაბულად განვითარდება,როგორც დაიწყო.

ნიკოს ამოყვანა მართლაც ძალიან რთული იქნება, თუმცა შეუძლებელი არასდროს არაფერია. მიხარია, თუ ამ ისტორიაში რაიმე მაინც ჩანს ოპტიმისტურად ამ ეტაპზე ;დ ყველანაირად ვცდილობ ისევე გავითარდეს, როგორც დაიწყო და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე დაინტერესდი.
მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მკითხველი გახდი heart_eyes

lullaby
ოჰ, მძიმეა, ძალიან მძიმე. წარსულიც და მომავალიც... აწმყოზე აღარაფერს ვამბობ.
სევდიან მელოდიას ჰგავს ეს ისტორია. არ ვიცი, რაც ახლა ბოლოსკენ წავიკითხე ალბათ მომავალს უფრო მძაფრსიუჟეტიანს გახდის...
თუმცა ვიცი, რომ როიალები არ დაიკარგება, აბა რისთვის ჰქვია ისტორიას ასე...
მელოდიები მინდა...
საოცარი გოგო ხარ მარიამ. საოცარი ლექსიკით და საოცარი სიუჟეტით...

ასსეა. რომ ვწერდი, მეგონა შორიდან გაბმული რექვიემი ჩამესმოდა, ნიკოლას ხელებით დაწერილი. ერთი წამით შიგნით ჩახედვა რომ შემეძლოს, მათი ნამდვილ ადამიანებად წარმოდგენა რომ შემეძლოს, ალბათ შემეშინდებოდა მათ რეალობაში ცხოვრების და უკანვე გამოვძრებოდი.
როიალები არასდროს დაიკარგება. მელოდია დამძიმებულს ამსუბუქებს.
ძალიან დიდი მადლობა, მარ! ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ heart_eyes

 


№4  offline მოდერი bibo

გრრძნობების კორიანტელი ქაოსი და სადღაც ვარ როგორც ნოტები გრძნობენ თითების შეხებას ასე ვგრძნობ ნიკოლის სევდას და ტკივილს:* სევდა ბობოქროს წარსულის ტკივილი და მომავლის შიში :( შენ ხარ საოცრება ასეთი პაწაწო გოგო დახეწილი თითოელი წინადადება თუ ასო საოცრება შედევრი :* სიხარულისგან დავხტოდი რო ვნახე სევდას იწვევს ფერებს მუქს ვხედავ ბობოქარს რომლებიც სულამდე მოდიან გულს ფარავენ და უჩინარდებიან :* ჩემი თეთლი ჩოკოლადი ხარ შენ გემრიელო სიტყვებზე და ემოციაზე მეტო :* ჯერ თავს შევიკავებ ზედმეტი აღწერისგან პერსონაჟებზე :* უბრალოდ საოცრებას ქმნი რომელიც დროს და სივრცეს გაუძლებს.თითოელი წინადადება დიდი სიფაქიზით დაწერილი თუ შერჩეული :* იცი როცა ვნახე წავიკითხე ვერ დავწერე კომენტარი ეიფორია სევდა გულის ძგერამ და უბრალოდ უჰაერობამ შემაჩერა იმდენად ემოციური იმდენად სხვა განზომილება ემოცისგან ვიცლები და ჰაერში ვარ :* საოცრება ხარ გემრიელო სასწაული ვგიჟდები მე შენზე ჩემო ტკბილო გოგო :* სახეზე ფერები მოქმედების და ემოცის მიხედვით გადამდიოდა უბრალოდ ვერ აღგიწერ ისეთ დღეში ვიყავი ისე ვკითხულობდი .მომწონს ნიკოლი სევდიანი დატანჯული დაბნეული განადგურებული უხეში მაგრამ მაინც ადამიანად დარჩენილი მაინც როიალზე მოთამაშე თითებით და თავისი სამყაროთი :* თამთა ბევრ რაღაცას მალავს რასაც ვატყობ მალე გავიგებ და მგონია რო არც შეფერებოდა ნიკოლს ^_^ მათე ოოო უბრალოდ მათე ნიკოლისთვის ყველაფრის მთქმელი მათე ^_^ მათეს გარეშე ნიკოლი ისეთივეა როორც შენ ამ საიტის გარეშე ვერ წარმომიდგენიხარ :* ბელა ალბათ მარტო ბელა ან სულაც არა ბელა .შენ ჩემი მზე ხარ რომელიც უნდა მანათებდეს მთვარე რომელიც უნდა მინათებდეს ღამეს და უბრალოდ ვარსკვლავი რომელიც მისრულებდეს სურვილს უბრალოდ საოცრებახარ პაწაწინავ საოცრებაზე მეტი ულს საშინლად უყვარს შენი ისტორიები :*** დახვეწილი კი არა გადახვეწილი ხარ გემრილოობა ^_^ ჩემი ტკბილი თბილი და უბალოდ საოარი გოგო რომელიც ამ გულს საშინლად უყვარს ^_^ ვგრძნობ კლავიებს სადაც შავი ფარავს თეთრს უბრალოდ ბურუსში იკარგება ნოტების ხმა და ჰაერი ფანტავს განცდებს უბრალოდ სადღაც ვიღაცისთვის უკრავს ვიღაც :* საოცრება ხარ მჯერა ნიკოლის რო შეძლებს გაუძლოს დროს და გახდეს ისევ ის ნიკოლი რა დრომ წართვა დაუბრუნოს ისევ ის რაც მოპარა დრომ ^_^ შენზე ვგიჟდები მე ვაფრენ ჩემო გემრიელობა მარწყვისქულავ და უბრალოდ ჩოკოლატო

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

bibo
გრრძნობების კორიანტელი ქაოსი და სადღაც ვარ როგორც ნოტები გრძნობენ თითების შეხებას ასე ვგრძნობ ნიკოლის სევდას და ტკივილს:* სევდა ბობოქროს წარსულის ტკივილი და მომავლის შიში :( შენ ხარ საოცრება ასეთი პაწაწო გოგო დახეწილი თითოელი წინადადება თუ ასო საოცრება შედევრი :* სიხარულისგან დავხტოდი რო ვნახე სევდას იწვევს ფერებს მუქს ვხედავ ბობოქარს რომლებიც სულამდე მოდიან გულს ფარავენ და უჩინარდებიან :* ჩემი თეთლი ჩოკოლადი ხარ შენ გემრიელო სიტყვებზე და ემოციაზე მეტო :* ჯერ თავს შევიკავებ ზედმეტი აღწერისგან პერსონაჟებზე :* უბრალოდ საოცრებას ქმნი რომელიც დროს და სივრცეს გაუძლებს.თითოელი წინადადება დიდი სიფაქიზით დაწერილი თუ შერჩეული :* იცი როცა ვნახე წავიკითხე ვერ დავწერე კომენტარი ეიფორია სევდა გულის ძგერამ და უბრალოდ უჰაერობამ შემაჩერა იმდენად ემოციური იმდენად სხვა განზომილება ემოცისგან ვიცლები და ჰაერში ვარ :* საოცრება ხარ გემრიელო სასწაული ვგიჟდები მე შენზე ჩემო ტკბილო გოგო :* სახეზე ფერები მოქმედების და ემოცის მიხედვით გადამდიოდა უბრალოდ ვერ აღგიწერ ისეთ დღეში ვიყავი ისე ვკითხულობდი .მომწონს ნიკოლი სევდიანი დატანჯული დაბნეული განადგურებული უხეში მაგრამ მაინც ადამიანად დარჩენილი მაინც როიალზე მოთამაშე თითებით და თავისი სამყაროთი :* თამთა ბევრ რაღაცას მალავს რასაც ვატყობ მალე გავიგებ და მგონია რო არც შეფერებოდა ნიკოლს ^_^ მათე ოოო უბრალოდ მათე ნიკოლისთვის ყველაფრის მთქმელი მათე ^_^ მათეს გარეშე ნიკოლი ისეთივეა როორც შენ ამ საიტის გარეშე ვერ წარმომიდგენიხარ :* ბელა ალბათ მარტო ბელა ან სულაც არა ბელა .შენ ჩემი მზე ხარ რომელიც უნდა მანათებდეს მთვარე რომელიც უნდა მინათებდეს ღამეს და უბრალოდ ვარსკვლავი რომელიც მისრულებდეს სურვილს უბრალოდ საოცრებახარ პაწაწინავ საოცრებაზე მეტი ულს საშინლად უყვარს შენი ისტორიები :*** დახვეწილი კი არა გადახვეწილი ხარ გემრილოობა ^_^ ჩემი ტკბილი თბილი და უბალოდ საოარი გოგო რომელიც ამ გულს საშინლად უყვარს ^_^ ვგრძნობ კლავიებს სადაც შავი ფარავს თეთრს უბრალოდ ბურუსში იკარგება ნოტების ხმა და ჰაერი ფანტავს განცდებს უბრალოდ სადღაც ვიღაცისთვის უკრავს ვიღაც :* საოცრება ხარ მჯერა ნიკოლის რო შეძლებს გაუძლოს დროს და გახდეს ისევ ის ნიკოლი რა დრომ წართვა დაუბრუნოს ისევ ის რაც მოპარა დრომ ^_^ შენზე ვგიჟდები მე ვაფრენ ჩემო გემრიელობა მარწყვისქულავ და უბრალოდ ჩოკოლატო

ვაიმე, თამო, რა უნდა გითხრა, რა გიპასუხო, დამამუნჯე.
რა თქმა უნდა, ყველას კომენტარი მახარებს, საოცრად მაბედნიერებს და ცრემლებამდე მივყავარ, მაგრამ შენ კიდევ უფრო დიდ სასწაულს მმართებ. წარმოდგენა არ მაქვს სად იტევ ამდენ სითბოს, როგორ ხარ ასეთი კარგი.
ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს, როცა ადამიანი შენს ნაწერს ისე გრძნობს, თითქოს მის გვერდით ისხდნენ პერსონაჟები და ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდეს.
შენი კომენტარის კითხვისას, ერთი წამით შემეშინდა კიდეც, იმდენად დიდი გული გაქვს ვიფიქრე ისეთი ხომ არაფერი დავწერე, გული რომ ეტკინოს-თქო. ჩემთვისაც ასეთივე საოცარია მუსიკა, ასევე ბევრი შეუძლია და მეც შენსავით მჯერა, რომ როიალი, მასთან დაკავშირებული ყოველი ბგერა ნიკოლას გამოაფხიზლებს!
აი, მათე კი ჩემი "გასაღებია". მხოლოდ მისით შემიძლია ვენდო ნიკოლას და ვუბიძგო, რომ გადარჩეს.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის!!!
უბედნიერესი ვარ, რომ შენნაირი მკითხველი მყავს. მიყვარხარ heart_eyes

 


№6  offline მოდერი chica sol

მარ...
ვითომ ხომ ყველაფერი ითქვა იმ სამს შორის და მეც უნდა მივმხვდარიყავი რა მოხდა წარსულში, თითქოს მივხვდი კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჯერ დასაწყისია, ვიცი, რომ ჯერ მთავარ კვანძთან არ მივსულვართ...
მესმის ნიკოს ტკივილის
საშინელებაა დაკარგო ძვირფასი ადამიანი, დაკარგო და უდარდებად გაუშვა? წარმოუდგენელია...
ახალი პერსონაჟი მაფრთხობს...ლევანი...
ახალ თავს ველი სულმოუთქმელად.
პ.ს.მიხარია, რომ აგრძელებ ❤

 


№7  offline წევრი An-El

აი ძალიან მაგარია მარ :) აუცილებლად გააგრძელე :* მაინტერესებს ძალიან თუ რა მოხდა სინამდვილეში,ასეთი რა დაემართა ნიკოლას გოგოს რო თავი გაიმეტა. . .ერთი სიტყვით გელოდებით,ერთგულ მკითხველს ნუ დააღალატეეებ გოგოშკა :D

 


№8  offline წევრი კირა

აუ ახლა წავაწყდი ამ არც თუ ისე ახალ ისტორიას და როგორ ძალიან მომწონს:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent