შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (1)


24-03-2017, 20:07
ავტორი MariamG
ნანახია 5 960

***

ბნელ დარბაზში, სადაც რძისფერი შუქი მხოლოდ კედელზე ჩამოკიდებული თეთრი, პრიალა აბრიდან ეცემოდა, შავი როიალის ზედაპირი ირეკლავდა მოძრაობებს. დარბაზი დამშვიდებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ნივთი მის სივრცეში დაუკითხავად დაასრიალებდა ბგერებს. ეს უკანასკნეკლიც დადუმებულიყო, მოთმინებით ელოდა ვინმეს.
შემოსასვლელი კარი შემოგლიჯა, ხელში სასმელის ბოთლს აქეთ-იქით ატრიალებდა, მეორე ხელი გულ-მკერდზე დაისრიალა, კარი ზურგსუკან დახურა და არეული ნაბიჯებით გამოემართა შუაგულისკენ. გზაში, ჩამრთველი გაახსენდა, კედელთან დაბრუნდა, ხელი გადაასრიალა და პაწაწინა ღილაკს ოდნავ დააწვა. სიგიჟის ფერი გამეფდა. დარბაზი გადათეთრდა, ირგვლივ წერტილებად ირეკლებოდა სიშავე, სამაგიეროდ, შუაში, მედიდურად მდგომი, გამეფებული შავი როიალი მთლიანად ებრძოდა თეთრს და პრიალა ზედაპირზე ხარბად ირეკლავდა.
მამაკაცი როიალისკენ დაიძრა, ხელის გული გადაასრიალა მის ზედაპირზე, სიამოვნებისგან თვალები დახუჭა, თავი ოდნავ გვერდზე გადააქნია, მწარე სითხით სავსე ბოთლი იქვე დააგდო, წკრიალით გაგორდა სადღაც. მამაკაცი თეთრ სკამზე ჩამოჯდა, პიჯაკის სახელოები აიწია, თითის ბალიშებით კლავიშებს შეეხო და ხმამაღლა ამოისუნთქა. რა ხანია არ შეხებია, არ უგრძვნია, არ მოუსმენია. სწორედ, ამიტომ სვამდა. ამიტომ ეძალებოდა მწარე, აყროლებულ სითხეებს. ბრაზსა და ბოღმას აგორებდა, საყვარელ საქმიანობას ივიწყებდა, ცოტა ხნით მაინც. მხოლოდ ერთს შეეხო, მხოლოდ ერთი წამით. არასასურველმა ბგერამ წარბებს შორის ნაოჭი გაუჩინა, სიმწრისა და ბრაზის. იმ წამსვე მოშორდა დიდებულ როიალს, სკამს ფეხი ჰკრა და ისიც, საცოდავად გადაგორდა, მერე საყრდენგამოცლილივით იქანავა, ბოლოს დანებდა და დაეცა.
-ჯანდაბა! -დაიღრიალა, ორივე ხელი თავზე შემოიდო და ნელ-ნელა უკან დაიძრა. ხმაურზე ვიღაც შემოვიდა, ვიღაც ძალიან მაღალი, განიერი მხრებით, სწრაფი მოძრაობებით. ვიღაც, მასსავით წარმოსადეგი მამაკაცი მხრებში ჩააფრინდა, დაცემული წამოაყენა, ერთი-ორჯერ გამოსაფხიზებელი სილა გააწნა და ხმამაღლა დაუყვირა. არ მოსწონდა დარბაზს ასეთი ხმაური. არ მოსწონდა არეულობა.
-გამოფხიზლდი, ნიკოლა, გამოფხიზლდი! -გრგვინავდა კაცი. -ჯანდაბა! რა გადაყლაპე? უკან ამოიღე. -ორი თითი ნახევრად გაღებულ პირში ჩაუსრიალა, ძლიერად ცდილობდა ნიკოლას ენის დაჭერას, ყბების განზე გაწევას და გულის ასარევად, ბიძგის მიცემას. თეთრი შუქები, შესანიშნავი სიგიჟე ბრუნავდა, არ ჩერდებოდა, თავბრუს ახვევდა საკუთარ მარწუხებში მოქცეულ არსებობას. ნიკოლაც იქ იყო, ისიც ირწეოდა შავი როიალის თეთრ კალთებში.

II.
-რა დაგემართა ბიჭო, სულ გამო*ირდი? -იყვირა კაცმა. ნიკოლა კლინიკის მისაღებში, ერთ-ერთ ბინძურ სკამზე იჯდა, ცალ ხელში ცივი წყლით სავსე პლასტმასის ჭიქა ეჭირა, მეორე ხელით სკამის სახელურს ძლიერად ეყრდნობოდა.
-სიგარეტი მინდა. -ამოილუღლუღა ბოლოს და თავი ასწია, მზერა გაუსწორა მეგობარს.
-შენი მარტო დატოვება აღარ შეიძლება, ჭკუიდან გადასული ხარ! *ირობებს აკეთებ, ვერ ხვდები თან ისე!
-მათე, ძმურად, სიგარეტი. -მათემ ერთხანს უყურა, მერე ამოიხვნეშა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და ერთი ღერი გაუწოდა ნიკოლას. დერეფნის ბოლოდან ექთანი გამოვარდა ხმამაღალი წივილით, კაცები ბავშვებივით გარეთ გაყარა, ხმამაღალ პრეტენზიებს გამოთქვამდა სიგარეტზე დამოკიდებულების მიმართ, ერთიანად ლაფში სვრიდა ორი წარმოსადეგი, წარჩინებული პიროვნების არსებობას. თითქოს, მხოლოდ იმიტომ რომ იმ დღეს, ნიკოლა და მათე არაფერს წარმოადგენდნენ ქალისთვის, ცხოვრებაშიც არ ჰქონდათ ადგილი.
-გვაპატიეთ -პირში სიგარეტგაჩრილმა ნიკოლამ, ერთი მზერის შეპარვით მიაძახა გაკაპასებულ ექთანს და ხმადაბალი სიცილით დაეშვა საავადმყოფოს ეზოს დაღმართზე. უკმაყოფილიყო მათე გვერდით მოჰყვებოდა, სიგარეტი საცოდავად მოეღუნა ორ თითს შორის და ღია სივრცეს მიშტერებული ფიქრობდა.
-ყველაფერს სერიოზულად იღებ, ერთ დღეს მაგრად გაიჭედები ბიჭო -მოაჯირს დაეყრდნო ნიკოლა, ჯერ კიდევ ისევ ისე შემორჩენოდა მის პიჯაკს მტვერი.
-არ გავიჭედებოდი, მთელი ცხოვრება შენს უკან სირბილი რომ არ მჭირდებოდეს, გაიგე? შენი თავის მიხედვა უნდა ისწავლო. -აგრესია შეერია კაცს ხმაში. თითქოს, მეგობარს განგებ აღიზიანებდა, თუმცა ნიკოლას რეაქცია არ ჰქონია, წარბიც არ შეურხევია, ნახევრად გაღიმებული, ოდნავ ჩატეხილი ტუჩით შეჰყურებდა ნახევრად ჩასული მზის შუქზე დაჩრდილულ მეგობრის პროფილს.
-მთელს ცხოვრებას იმ როიალთან ვერ გაატარებ. ყოველ დათრობას მას ვერ მიუძღვნი. გაიგე, ნიკო? ხომ ყველაფერი გააშავე, საკუთარ თავსაც წამლავ. დაიშლები ნიკო, აღარ დარჩები. გამოიფიტები და მოკვდები. -ხმაში ფარული ნაღველი შეერია მათეს. ნიკოლამ დანანებით დააქნია თავი, გულზე მძიმედ დააწვა ნაღველი, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, თითქმის გაყინული, ადგილს მიქვავებული იდგა.
-გამოფიტვამდე და სიკვდილამდე რამდენი ნაბიჯია, მათე? -იკითხა ცას მიშტერებულმა მამაკაცმა. მათეს თვალი არ მოუშორებია ცაზე მოსრიალე ღრუბლისთვის, ჩასული მზის დანატოვარი წითელი ლაქა რომ მიჰყვებოდა.
-არ ვიცი. შეირგე ყოველი წვეთი, ძმაო. სიკვდილი ისედაც ყველას უსაფრდება. ყოველ დილით, პირველი ჩრდილი სწორედ მისგან ეცემა, მაგრამ მის ლოდინსა და შიშში კი არა, გაუჩერებელ ბრძოლაში უნდა გაატარო ცხოვრება. -მონოლოგი დაასრულა მათემ და მხოლოდ მაშინღა გახედა მომღიმარ ნიკოლას. აშკარად კმაყოფილიყო იყო, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავდა იმას, რომ ესმოდა. არა, ნიკოლას მათესი ოდნავადაც არ ესმოდა, არც ერთი წამით. ალბათ, ამიტომ მეგობრობდნენ. ყველაფრით განსხვავდებოდნენ და თითქმის, არაფრით ჰგავდნენ.
ნიკოლამ ბოლო ნაფაზი დაარტყა, იქვე აყუდებულ სანაგვეში მოისროლა ნამწვავი და პიჯაკის სახელოები შეისწორა. ისევ ისე, აკეცილი დარჩენოდა. ღრმად ამოიხვნეშა, ჰორიზონტს თვალი გაუსწორა.
-რას აპირებ? -მომლოდინედ იკითხა მათემ. ნიკოლამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა, მზე ჩასულიყო, მაგრამ ციდან გადმოვარდნილი სინათლე თვალს სჭრიდა ნიკოლას.
-არ ვიცი. ალბათ, წავალ და დავუკრავ, ან წავალ და კონცერტს დავესწრები. ან დავლევ, ან სახლში ვიჯდები და მოვწევ. -ნერვიულად გაეცინა ნიკოს. მათემ თავი გადააქნია.
-რას დალევ? ახლახანს გამოგირეცხეს მთელი საწამლავი. ფეხზე რომ დგახარ, არ გიკვირს? სახლში წადი, დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ. -მათე წასასვლელად მოემზადა, პიჯაკი მანაც შეისწორა, ზედ დაყრილი ნამწვავები ბუტბუტით ჩამოიწმინდა და ხელები ერთმანეთს გაუსვა, ხელისგულები დაყნოსა, ეზიზღებოდა სიგარეტის სუნი და მაინც და მაინც, სწორედ მას ასდიოდა. თავი გააქნია, რას იზამდა, ბევრჯერ უცრუებდა საკუთარ თავს იმედებს, ასეთი მხოლოდ ნიკოლა არ იყო, მათეც გვარიანად ცურავდა თავისივე ამოვსებულ ტალახში. ნიკოლას რამდენიმე ნაბიჯით იყო მოშორებული, მამაკაცის ხმა დაეწია.
-ხვალ ვერ ვისაუბრებთ, მათე. -ჩაფიქრებული იდგა ნიკოლა. თვალების გარშემო ნაოჭები გასჩენოდა, ლოყებზე ულამაზოდ ამოსვლოდა წვერი, ალბათ მოწესრიგებას აღარც აპირებდა. მათემ თავი გადააქნია, ჩაფიქრდა. გაახსენდა, გამოვლილი ნაბიჯები უკან აიარა, ნიკოლას პირისპირ გაუსწორდა.
-ხვალ ერთი წლის თავია, არა? -მამაკაცმა საპასუხოდ მხოლოდ თავი დააქნია. მერე, ცალი ხელი წვერზე გადაისვა, უხეშად მოხვდა და ხელები დაისრისა. გულ-მკერდზე ძლიერად დააწვა ნაღველი, ხმის ამოღება ვეღარ გაბედა, შიგნეულობა აემღვრა.
-რას აპირებ, მიხვალ ოჯახთან? -ნიკოლამ თავი უარის ნიშნად გააქნია. მათეს არც გაჰკვირვებია, ის უფრო საოცარი იქნებოდა, ნიკოლა თუ დასთანხმდებოდა. ვერ იტანდა დაკრძალვებს, სასაფლაოზე ასვლას, ოჯახის თანდასწრებით მწუხარების გამოხატვას, ვერ იტანდა ხალხში ტირილს, თავისას კი არა, სხვისიც სძულდა. ყველა იმ ყვავილის ამოსვლას სწყევლიდა, რომელიც შემდეგ უდანაშაულო ადამიანების კუბოსთან იდებოდა. სძულდა,რომ სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის დასაწყისია.
-და რას იზამ, არც სასაფლაოზე ახვალ? ნიკო, ცუდად იქცევი. მის ხსოვნას ეცი პატივი.
-არ ვაპირებ. -ნიკოლას გაყინული, ბგერებშემხმარი ტონი გაისმა. მათე დანებდა. იცოდა, აზრი მაინც არ ჰქონდა. ვერც იმას ხვდებოდა, წასულიყო თუ დარჩენილიყო, ნიკოს მეგობარი ყოფილიყო თუ შესძულებოდა, რომ ასე მარტივად გაქვავდა, ასე მარტივად დაივიწყა და ერთადერთი რაც ახსოვდა, არყისა და ვისკის მწარე გემო იყო. გვარიანად გამოსწყევლიდა, უცხო რომ ყოფილიყო, შორიდან, ქვებითაც ჩაქოლავდა. მაგრამ ნიკო იყო. რა ექნა, რომ მხოლოდ ისღა შეეძლო, გვერდით დასდგომოდა და ასეთიც აეტანა, ასეთი სხვანაირი და ერთბაშად დანაწევრებული. გაბრუნდა. თუ დასჭირდებოდა, არ დაურეკავდა. თუ ძალიან გაუჭირდებოდა, შველას არასდროს სთხოვდა, მაგრამ რამდენჯერაც დარჩა, მაშინაც ინანა. მიდიოდა მათე, გზებზე უკვე ლამპიონები აენთოთ, ერთბაშად ეცემოდა შემზარავი სიყვითლე ცარიელ ქუჩებს. ასეც იყო საჭირო. იმ შენობისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ცარიელი უნდა ყოფილიყო. მათემ შორიდან გამოხედა მოაჯირს, ნიკოლა წერტილად ჩანდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ადგილზე გაქვავებული, იგივე, ტკივილშეპარული, ცივი მზერით იდგა და ჯიუტად აშტერდებოდა ჰორიზონტს.

ნიკოლამ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, მაგრად შეკრა მუშტები. მაჯაზე ჩამოკიდებული საათი ცხრას უჩვენებდა. პირი მუდამ მოკუმული ჰქონდა, წარბებს შორის უძრავად გასჩენოდა ნაოჭი. თან გახსენება უნდოდა, თან მძიმედ აწვებოდა გულზე. რამდენჯერაც ნიავი შეეხებოდა, ქალის თმის თავხედურ სრიალს გრძნობდა სახეზე და დაფეთებული აქნევდა თავს. სიგიჟის ზღვარი სად გადის, სადაც მოთმინება აღარ გვყოფნის, თუ ფანტაზია?
ნიკოლამ ხელები ჯიბეებიდან ამოწყო. მოაჯირს მაგრად ჩაეკიდა.

***
ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდა დაკვრა. გაღიმებული, ბედნიერი იჯდა როიალთან და თითებს აქეთ-იქით დაასრიალებდა. მუსიკოსის გაუჩერებელ კომლიპმენტებს ისმენდა, საოცარი ბგერათა ჰარმონია ტრიალებდა დარბაზში. ცხრამეტი წლის ბიჭი, სიამაყითა და სიდიადით სავსე უკრავდა. ხარბად ეწვეთებოდნენ ჰაერში მომაჯადოებელი ბგერები, ყოველი გაჟღერება სულისშემხუთავად ლამაზი იყო. ნიკოლა იჯდა, უკრავდა, თვალები მიელულა და საკუთარ აჟღერებულს ტანით ჰყვებოდა. მერე, თვალები გაახილა. ვიღაც დაინახა, ცარიელი საკონცერტო დარბაზის წითელ სკამზე, ვიღაც ძალიან ლამაზი, ისეთივე, როგორიც ნიკოლას შესრულებული მუსიკა იყო. ბიჭმა დაკვრა შეწყვიტა, ყრუდ ჩაესმოდა როგორ ეკითხებოდნენ რა სჭირდა, რატომ გაჩერდა, რომ უნდა ემეცადინა, რომ მომდევნო დღეს კონცერტი ჰქონდა და ეს საქმე მეტად საპასუხისმგებლო იყო. არაჩვეულებრივად არჩევდა შორ მოძახილებს, შეწუხებული მუსიკოსის შეხებას მკლავზე, მაგრამ ნიკოლას მზერა გაშტერებოდა. მესამე რიგში, გოგონა იჯდა. ხელებზე გადაეკიდა წითელი პალტო, თავზე ბერეტი ეხურა, იქიდან გადმოყრილი ღია ყავისფერი თმა თხელ მხრებზე ეფინებოდა. შეპარვით იღიმოდა, დაცემულ შუქს ირეკლავდა მისი ღია თაფლისფერი თვალები. თვალის ჭრილს შორიდანვე არჩევდა ნიკოლა. ისეთი, ისეთი ირმისებური, თითქოს საგანგებოდ გამოჭრილი იყო გოგონასთვის. სიცივისგან პატარა ცხვირის წვერზე, მრგვალი სიწითლე გასჩენოდა, უპეები დაღლილობისგან ოდნავ შესიებოდა, თუმცა მაინც ლამაზი იყო. ვარდისფერ, სქელ ტუჩებზე ზამთრის კვალი შემორჩენოდა - დახეთქილი, ან „დაჭმული“ ჰქონდა, ნიკოლამ ასე დაასკვნა. მერე, წამიერად გოგონას მხიარული კისკისი მისწვდა მის ყურს. დაეფიცებოდა, ნებისმიერ დაკრულ მუსიკაზე, ნებისმიერ ბგერაზე ლამაზი იყო. სიცილის დაკვრა რომ შესძლებოდა, სწორედ მისას დაუკრავდა.
ნიკოლას არაჩვეულებრივად ახსოვდა. ცამეტი დეკემბერი იყო. პირველად მაშინ შეამჩნია მომღიმარი გოგონა მესამე რიგში და იმ დღეს, საერთოდ ვეღარ დაუკრა. არადა, უნდოდა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ კარგად აკეთებდა ამ საქმეს, რომ ძალიან ნიჭიერი იყო. წლების შემდეგ, თავს არწმუნებდა, გოგონამ ისედაც არაჩვეულებრივად მოისმინა მისი შესრულება და ალბათ, პირველ დღეს, ისიც მოხიბლული დარჩა.
მერე, მუსიკოსი სცენის ბოლოში გავიდა, იქიდან ანიშნა გოგონას, დამსწრეები არ დაიშვებიანო და ნაგავივით მოისროლა. მაშინ პირველად გაუჩნდა ნიკოლას პროტესტის გრძნობა, პირველად არ ესიამოვნა, რომ აღარ უსმენდნენ, აღარ უყურებდნენ. არადა, თითქოს ადრე კომპლექსები ჰქონდა. თითქოს კონცერტებიც სძულდა.

***
ნიკოლამ ხელები დაუშვა მოაჯირიდან. პიჯაკის საყელოები გაისწორა და დაღმართს დაუყვა. ორ დღეში კონცერტი იყო. ის კი თვეების შემდეგაც, როიალს ვერ უახლოვდებოდა. იცოდა, ამ ერთი წლის განმავლობაში, მას ელოდნენ. სხვებს არასდროს ადარდებთ პრობლემები, ისინი მხოლოდ სასურველს ითხოვენ და მიღებისთანავე, ინტერესი უქრებათ. მთავარიც სწორედ ისაა, საწადელს მიაღწიო, ეს სურდა ნიკოლასაც და ვინ იცის, მიაღწევდა.
საკუთარი მანქანა საკონცერტო დარბაზთან დატოვა. ამოიხვნეშა. ხალხმრავალ ქუჩაზე გადაუხვია, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მიწურულიყო პიკის საათი, თუმცა ბრბოს ბოლო არ უჩანდა. ტროტუარზე რიგებად ჩამწრკივებულიყვნენ და ისე მიზოზინებდნენ. ნიკოლა კი ვერ იტანდა ნელ მოძრაობებს. ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ ადამიანებს არასდროს არსად ეჩქარებოდათ, მაგრამ თუკი კითხვას დასვამდა, აუცილებლად უპასუხებდნენ, რომ მათაც მიეჩქარებოდათ და ის ერთადერთი არ იყო. ბოლოს, დანებდა. სახეზე კვლავ დაბრუნებოდა ცივი გამომეტყველება. ნაკვთები ძველებურად დასჭიმვოდა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა დაუყვა დაღმართებს. ხალხს ათვალიერებდა, ქუჩებში ულამაზოდ გამოტანილ სხვადასხვა ფერ ხილსა და სხვა ნივთებს. აჭრელებულიყო ქუჩა მთელი რიგი უაზრობით.
ადამიანების შესწავლა უყვარდა. თითქმის არასდროს ტყუვდებოდა და არასდროს იტყუებოდა, თითქმის ყოველთვის სწორ ადამიანებს ირჩევდა და მერე რაც ხდებოდა, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ შემთხვევითობას მოჰქონდა. სახელგანთქმული იყო ნიკოლა. რა თქმა უნდა, მხოლოდ კონცერტების, წვეულებებისა და მუსიკის მოყვარული ხალხისთვის, თუმცა გამოჩნდებოდა ერთი-ორი ღვთისნიერი, რომელიც ქუჩაში დანახულს იცნობდა, თავაზიანად მიესალმებოდა და ეტყოდა, რომ მისი მუსიკა არაჩვეულებრივი იყო. ასეთებიც ხდებოდა, ძირითადად მზის შუქზე, საღამოს არავინ უყურებდა, არავინ აკვირდებოდა.
ინტერესით ჩაუარა კაფე-ბარს. მინის იქით, დახლზე შემოწყობილი არყისა და ვისკის ბოთლების დანახვამ გრძნობები გაუმძაფრა. იცოდა, არ შეიძლებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ არ შეეძლო. უმიზეზოდ შესვლა არ შეიძლებოდა, უმიზეზოდ არც უნდა ემოქმედა. დარწმუნებულიც კი იყო, რომ ვერავინ იცნობდა, ვერავინ გაიგებდა რა აწუხებდა და ვერავინ გაბედავდა თქმას, რომ უმიზეზოდ დალევა არ შეიძლება, მაგრამ მაინც სურდა მიზეზი ჰქონოდა. სურდა, რომ შესულისთვის თვალი სხვანაირად აეყოლებინათ. ინტერესის ობიექტი კი არ ყოფილიყო, არამედ უბრალო კლიენტი, ერთი კაცი ვისკისთვის.
-უკაცრავად. -მოესმა ხმა და შებრუნდა. ოდნავ დაბალ გოგონას დახედა. თითქოს ახლაღა გამოერკვაო, წარბები შეჭმუხნა, მზერა შეეცვალა. წარმოდგენა არ ჰქონდა რისთვის გააწყვეტინეს ფიქრი. გოგონამ კარისკენ მიუთითა. ნიკოლამ გოგოს თხელ თითებს თვალი გააყოლა. ჩაეცინა. შესასვლელ კართან იდგა და გზას კეტავდა. ხელები ჯიბიდან ამოაწყო, დანებების ნიშნად ასწია.
-მაპატიეთ. -სიცილით გააქნია თავი. გოგონა დაახლოებით ოცი წლის იქნებოდა, დარწმუნებული იყო, გასართობად არ მოვიდოდა. ერთხელ შეხედა მხოლოდ და ვერც მოასწრო თვალებში ჩაეხედა, გოგონამ თავი დახარა, ძლივსშესამჩნევად დაუქნია და კარის სახელურს მიაწვა. ნიკოლამ ინტერესის ნიშნად შეავლო თვალი კარს იქით გასულს. რა უცნაური იყო, არც კი მოისურვა შეხედვა. მხრები აიჩეჩა და დაღმართს ბოლომდე დაუყვა, ქუჩის ბოლოს, ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა და მთელი გზა თვალდახუჭულმა იმგზავრა.

***
ნიკოლას შუადღემდე ეძინა. ან წინა საღამოს ბრალი იყო, ან იმ დღის. ხსოვნის დღის. უფრო სწორად კი, გარდაცვალების ერთი წლის თავის.
ნიკოლამ ტუმბოდან ტელეფონი გადმოასრიალა, ეკრანს დახედა, ამოიხვნეშა და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოტოვებული ზარი ჰქონდა, იქვე მიაგდო. თავქვეშ მკლავი ამოიდო, ჭერს მიაშტერდა და ერთხანს, თითქოს მკვდარივით გაშეშდა.

**
სხვანაირი საღამოები იყო მაშინ. დილაც თითქოს სხვანაირად იწყებოდა. მაშინ ნიკოლა სულ რაღაც ცხრამეტი წლისა იყო. იკვეხნიდა, ცხოვრების გამოცდილება მხოლოდ როიალთან ჯდომით კი არა, ისედაც ბევრი მიმიღიაო, თუმცა გულის სიღრმეში, დაასკვნა, რომ არაფერი სცოდნია. განსაკუთრებით, ცხრამეტი წლისას თავგზა მაშინ აერია, როცა კონცერტის წინა დღეს ნანახი გოგონა ვეღარ იპოვა. ხან ვის ეკითხებოდან, ხან - ვის. ზოგი სიცილით უყურებდა მეგობარს, ზოგი მხრებს იჩეჩდა და თან ურცხვად ამატებდა, ეგეთი რომ ვინმე ვიცოდე, შენთან მაინც არ მოვუშვებდიო. ყოველი პასუხი იმედგაცრუებულს ტოვებდა და მათი მოსმენა ბოლომდე არც სურდა.
ნიკოლამ არაერთი კონცერტი დაუკრა, მაშინ. თითქოს მისთვის ბგერები გაყინულიყვნენ. ისე ძალიან აღარ ელამაზებოდა. მხოლოდ ერთხელ, როცა ნაწვიმარ საღამოს, დარბაზიდან გადიოდა, ყური მოჰკრა კომპოზიტორის საუბარს ვიღაც მაღალ მამაკაცთან.
-მაშ, როდის დაიწყებს თათა?
-კვირის ბოლოს, პირველ მეცადინეობაზე მოვა. -შეუთვალა მამაკაცმა. ნიკოლამ რამდენჯერმე აატრიალა სახელი. ხან იქით მიახეთქა, ხან - აქეთ. თათა. არავინ იყო მისთვის, სახელიც არაფერს ეუბნებოდა, თუმცა ისე უცნაურად გაიჟღერა, ნიკოლამ თავი გააქნია და მუსიკალურის კიბეზე დაეშვა.

**
როგორც იქნა, ნიკოლამ თავქვეშ შეცურებული ხელი აიღო და საწოლიდან წამოდგა. სააბაზანოს კარი შეაღო, დიდი სარკის წინ გადებულ, პირსახოცის დასაკიდებელ ძელს ჩამოეყრდნო და ერთხანს საკუთარ ანარეკლს უყურა. იმედგამაცრუებელი იყო ყოველივე. შხაპი სწრაფად მიიღო, იქიდან გამოვიდა, თეთრი პერანგი და შავი, ძვირფასი კოსტიუმი გადმოაწყო. საწოლზე გადაფინა, თავი მოიწესრიგა, იდეალური ფორმებით, თითქოს საგანგებოდ გამოჭრილ, ამოქარგულ სხეულზე მოირგო თეთრი პერანგი და სიზუსტით, აუჩქარებლად, შესაშური მოხერხებულობით შეიკრა ყველა ღილი. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა, უგულოდ დახედა გადავსებულ ეკრანს და კოსტიუმის ჯიბეში ჩააცურა. ხელში მანქანის გასაღების ათამაშება უნდოდა, მერე მწარედ ახარხარდა. რა თქმა უნდა, მანქანა დარბაზთან დატოვა, როცა ისეთი მთვრალი იყო, წამოსაყენებლად ძლივს ივარგებდა. საათს დახედა. მაინცდამაინც, ბევრი დრო არ რჩებოდა, თუმცა ალბათ, მოასწრებდა. გზაჯვარედინამდე ხუთი წუთი იარა, მერე კიდევ ორ წუთს ელოდა ტაქსის და გამოჩენისთანავე, უყოყმანოდ ჩაჯდა.

შენობა ოპერას ჰგავდა. თეთრი, ჩუქურთმიანი და თვალისმომჭრელი იყო. ნიკოლამ ფული გადააწოდა, არც კი დაელოდა როდის დაუბრუნებდნენ ხურდას, ნელი ნაბიჯით გასწია შენობისკენ. შესასვლელიდანვე იგრძნო დაძაბულობა. თითქოს, ერთიანად ჩახუთულ, აყროლებულ სივრცეში აბიჯებდა. არადა, სწორედ მუსიკალური შენობა იყო ის უკანასკნელი, სადაც არც სასმლის, არც იაფფასიანი სიგარეტის სუნი არ ტრიალებდა. დარბაზი სტუმრების დასახვედრად მოერთოთ, ნიკოლა მსუბუქი თავის დაკვრით ესალმებოდა შეკრებილ, მომლოდინე კომპოზიტორებს, მუსიკოსებსა და სხვა საქმით დაკავებულ ადამიანებს. ისინი იცნობდნენ, თვითონ - არა. თვლიდა, რომ მისალმება არაფერს ნიშნავდა. ის უბრალოდ გამოხატავდა სიყალბეს, რომ მათი ნახვით ბედნიერი იყო.
ნაცნობ კართან გაჩერდა. წინა საღამოს ჩადენილი გაახსენდა და თავი გააქნია. საერთოდ არ სურდა იქ შესვლა, იმ დიდებული, შავი როიალის დანახვა და მერე, მასთან საათობით ჯდომა, თუმცა არც სხვანაირად შეეძლო. კარის სახელური ჩამოსწია, შიგნით შევიდა. ჩამრთველისკენ გადააცურა ხელი და როგორც ყოველთვის, დარბაზი სიგიჟის ფრად გაფერადდა, შუაში შავი როიალი ანათებდა, თითქოს ამოდენა სითეთრე, შავი წერტილის დანახვაზე შემზარავ კივილს უშვებდა. ნიკოლას გარდა, ყველას ტანში სცრიდა, როცა ამ ყოველივეს თვალს უსწორებდნენ. ერთი სიტყვით, აქ შემოსვლაც რთული საქმე იყო. მხოლოდ ნიკოლას ჰყოფნიდა გამბედაობა, როიალს მიჰკარებოდა და მასზე დაეკრა. მხოლოდ მას შეეძლო სიმთვრალეც და სიფხიზლეც, ერთნაირად, მთელი არსებობით მისთვის მიეძღვნა. სხვებს ეშინოდათ. რა აშინებდათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუმცა ნიკოლა თვლიდა, რომ შიში ნამდვილად სიყვარულის საწყისია და ცინიკოსი ახალგაზრდა კაცი, ყოველთვის ირონიულად ათვალიერებდა ხალხით გადაჭედილ დარბაზს, როცა თითქოს აქაურობით შეშინებულები, აღმერთებდნენ ჰაერში მოსრიალე მუსიკას.

-მგონი, ბაბუაშენიც კი მეცადინეობაზეა გადართული. შენს გარდა ყველა დღევანდელ საღამოზე დარდობს. -დარბაზში მათემ შემოაბიჯა. ნიკოლა არ განძრეულა. შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და წარბშეკრული უმზერდა მასსავით მოქუფრულ როიალს.
-რისი უნდა მეშინოდეს? -სასხვათასორისოდ იკითხა, ამ ტონით დასმულ კითხვებს, ყოველთვის მათეს სიცილი და დეტალური ახსნა მოჰყვებოდა.
-ეს ის დღეა, როცა საკუთარმა თავმა იმედი არ უნდა გაგიცრუოს. შენი დღეა, ნიკო. ჩემი აზრით, აქ დამარცხება ბოლო დამარცხებაა.
-დამარცხებაში ჩამეთვლება ერთი ნოტის შეშლა? -ირონიულად ჩაეკითხა ნიკოლა და ნელ-ნელა მიუახლოვდა როიალს. საოცარ, დიდებულ ზედაპირს ხელისგულით შეეხო და თვალები დახუჭა. როგორ ხდებოდა, რომ მთელი სხეულითა და შინაგანი სამყაროთი გრძნობდა ამ უკანასკნელს, თავადაც ვერ ხვდებოდა.
-როდის აქეთ აიღე ხელი იდეალურობაზე? -ირონია არ დააკლო მათემ. ნიკოლამ თვალის კუთხიდან შეხედა, ოდნავ გაეღიმა.
-ჩემს საქმეში, ყველაფერი იდეალურად მაქვს. მოსაბეზრებლადაც კი. -მათემ შეპასუხება სცადა, თუმცა დაბნეული მისჩერებოდა. ყველანაირ პასუხს ელოდა ნიკოლასგან, თუმცა ასეთს არა. მამაკაცს მართლაც ყველაფერი მიჰყავდა იდეალურობამდე, თითქმის მოსაბეზრებელიც კი იყო უნაკლოდ შესრულებული ამოსუნთქვაც კი, თუმცა მის გარშემო ადამიანები შეგუებულები იყვნენ ნიკოლას გამორჩეულობას, მის სულიერ სილაღეს და ამავდროულად, ფიზიკურად აუტანელ მდგომარეობას. ნიკოლა ღიმილით დაჰყურებდა როიალს, რაღაცაზე ფიქრობდა, რასაც თვალი აღიქვამდა, მისი გონებისთვის უცხო იყო. შორს, უსასრულო სივრცეში დაცურავდა. დღეს ერთი წლის თავი იყო. დღეს იყო ის პატარა მონაკვეთი, დღეს სრულდებოდა თამაში, დღეს ჩამოაფარებდნენ სქელ ფარდას, სადაც ვერასდროს შეაღწევდა სინათლე.
დიდ ხანს იდგა უძრავად, მათესაც ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მეგობრის ზურგს მიშტერებოდა. ყველანაირს იცნობდა. ფხიზელს, ნასვამს, ბედნიერს, უბედურს, მომღიმარსა და ტკივილამდე მისულს, თუმცა პირველი იყო შემთხვევა, როცა ნიკო იდეალურობას ეზიარებოდა, მწვერვალზე იდგა, მხრებში გამართული გადაჰყურებდა მის ფეხებთან გაშლილ მუსიკალურ სამყაროს და მაინც, თითქოს მათე ვერ ისვენებდა, თითქოს უფრო მეტი იყო, ვიდრე კონცერტი, თითქოს ნიკოსთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე კიდევ ერთი საღამო. ჩაფიქრებული იდგა მათე. წარბებს შორის ნაოჭი გასჩენოდა, ნაკვთები დასჭიმვოდა და მოთმინებით ელოდა, როდის უღალატებდა ნიკოლას სიჩუმე და დაილაპარაკებდა.
კარზე ჯერ კაკუნი გაისმა, მერე ხმადაბალი ღრჭიალით შემოაცურეს უზარმაზარი, მძიმე კარი და ნახევარი ტანით შემოძვრა დაბალი მამაკაცი.
-ბატონებო, საღამო დასაწყისს უახლოვდება. დარბაზში მოუთმენლად გელოდებიან. -მათემ ნიკოს გადახედა. ახალგაზრდა კაცი ნახევრად მობრუნდა, პროფილიდან გადმოხედა კარში გაჩხერილ ჩია კაცს და თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია. მათემ თვალი გააპარა ნიკოლას ხელისკენ. მაგრად უჭერდა რაღაცას, თითებზე კანი გადათეთრებოდა, ლამის ძვლებზე ასკდებოდა. მათემ ეჭვისთვალით აათვალიერა, მეგობრის მზერას შეეგება და დანებებულმა, სხვა მხარეს გაიხედა. იცოდა რასაც იფიქრებდა ნიკოლა ახლა და ძალიან კარგად ხვდებოდა, თითქმის ბოლომდე იაზრებდა თუ რას ნიშნავდა დღევანდელი საღამო.

***
ნიკოლა ერთ-ერთ კედელთან ჩამომდგარიყო. ზემოდან შიშველი ქალის ფიგურა დასცქეროდა, მარჯვენა ხელში ვისკით სავსე ჭიქა მოექცია და წრიულად არხევდა, სითხე აქეთ-იქით ეჯახებოდა ჭიქის სქელ, გამჭვირვალე კედლებს. დრო და დრო, ნიკოლა მოიყუდებდა და ბოლომდე ცლიდა, სხვადასხვა მხარეს მორბენალ მიმტანებს კიდევ თითოს აცლიდა ლანგრიდან და ხარბად უშვებდა ორგანიზმში.
მათე იქვე, კოსტიუმებში გამოწყობილ მამაკაცებთან და ძვირფას, საღამოს კაბებში გამოპრანჭულ ქალებთან იდგა, რაღაცაზე საუბრობდნენ, იცინოდნენ და თითქმის ორ-ორი წუთის ინტერვალში, ნიკოლასკენ აპარებდნენ თვალს. ნიკო მტრული მზერით მიშტერებოდა მათეს. სძულდა, როცა ყურადღების ცენტრში იყო, განსაკუთრებით, ამ დღეს. მწარედ გამოცდილი ყურადღება სძულდა, ყოველი უჯრედითა და ნაწილით შეიგრძნობდა ზიზღს, როცა ხელს მისკენ იშვერდნენ, მიუთითებდნენ და ყალბი თაყვანისცემით აცილებდნენ. ნიკოლამ კიდევ ერთხელ ასწია ჭიქა მოსაყუდებლად, მხარზე შეხებამ კი შეაჩერა, ოდნავ დახარა თავი და გვერდულად გადახედა მის მხარზე შემოდებულ ქალის ხელთათმანიან ხელს. მამაკაცს გაეღიმა. ხელზე ხელი დაადო და მთელი ტანით მიბრუნდა. საშუალოდ, ორმოც წლამდე ქალი ღიმილით შესცქეროდა, თვალებში უზომო სიყვარული არეკვლოდა, საუცხოო ღიმილი უმშვენებდა სახეს.
-ბელა! -შესძახა ნიკოლოზმა და ხელები გაშალა, ქალის ნაზი სხეული მკლავებში მოიქცია და ძლიერად მოეხვია.
-წარმოიდგინე, ერთ მშვიდ საღამოს, ტერასაზე ზიხარ, ცალ ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალი გაქვს, მეორე ხელში - წიგნი, მზე კაშკაშებს, ყველაფერი სიმწვანეშია ჩაძირული. უცებ, შემოდის მოახლე, მოაქვს ფოსტიდან გამოგზავნილი მოსაწვევი, სადაც გარკვევით იკითხება, რომ გიწვევენ მუსიკალურ საღამოზე, სადაც ქვეყნის და არა მარტო ქვეყნის,საუკეთესო მუსიკოსები ჩამოდიან, სადაც მუდამ სინათლე, სიკეთე და ბევრი ღვინოა, მერე, თვალი გაგირბის ირიბი, ლამაზი ასოებით მოხაზული წარწერისკენ და ხმამაღლა კითხულობ „საღამოს ვარსკვლავი - ნიკოლა მახარაზე“. -ქალმა ხელი ღიმილით დაატრიალა ჰაერში, თვალები დახუჭა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და საოცარი სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულმა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს სამყაროს შვიდივე საოცრება მის წინ გადაშლილიყო. ნიკოლამ ერთ ხანს უყურა, მერე მასთან ერთად გაეცინა, ხელი მოხვია და კიდევ ერთხელ აკოცა.
-ძალიან მომენატრე! -ჩაიჩურჩულა ქალმა. ნიკოლას ნაღველით სავსე თვალებში ჩააშტერდა, ერთ ხანს უყურა, მერე ოდნავ მოშორდა, გადამღები ჯგუფისა და მიმოფანტული ჟურნალისტების წინაშე არც ისე სახარბიელო იქნებოდა ნიკოლას მსგავს ვარსკვლავთან ზედმეტი სიახლოვე. ნიკო ჩანაფიქრს მიუხვდა, პატივისცემით აუციმციმდა თვალები და როგორც იქნა, კმაყოფილი გაიმართა, გასწორდა, ვისკის ჭიქა გადადო, მიმტანს უხმო და ძვირფასი წითელი ღვინო შეუკვეთა, ორისთვის.

***
დარბაზი სისხლისფერში ჩაძირულიყო. შუაში, გრანდიოზულ სცენაზე, სადაც თეთრი შუქი ერთ რგოლად ეფინებოდა, ის საუცხოო, შავი როიალი იდგა და სიდიადით, ყოველივე ფასეულს აკნინებდა. ბრწყინავდა, ემოციას აფრქვევდა, მიზიდულობის ძალას ასხივებდა. დარბაზი გავსებულიყო. ნიკოლა მახარაძე კულისებში იდგა. ხელები გადაეჯვარედინებინა, ცალი ხელით ნიკაპს აწვალებდა და ჩაფიქრებული მიშტერებოდა როიალს. როგორც წესი, ასეთი საღამოები, თითოეული შემსრულებლისთვის, საყვარელ ადამიანებს ეძღვნებათ. ნიკოლას კი რახანია, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვისთვის მიეძღვნა. ფიქრობდა კიდეც, ასე სჯობდა, როცა წინასწარ ჩასაფიქრებელი არავინ გყავს და რასაც აკეთებ, საზიანოც და სასარგებლოც, შენივე თავისთვისაა. ფეხსაცმლის რიტმული კაკუნით მიხვდა, ბელა უახლოვდებოდა. ქალმა ჩვეულებისამებრ, ცალი ხელი მხარზე დაადო და ნიკოლას ძლიერ მკლავს მიეყრდნო.
-არ მითხრა, რომ ნერვიულობ. -ირონია ამოიცნო მის ხმაში ნიკოლამ. თავი გააქნია.
-სანერვიულო არაფერია.
-ოჰ, ძვირფასო! შენს ასაკში, შენს ადგილას, ყველაზე მეტი სანერვიულოა. წარმოიდგინე, სტატუსსა და დიდებას რომ ვერ გაუფრთხილდე... -ქალმა ტუჩზე იკბინა, ჩაიკისკისა და მუხტი ნიკოლას გაუნაწილა. მამაკაციც აჰყვა, ბელას ხელი მოჰხვია და ძლიერად მიიკრა გულზე.
-ღმერთო ჩემო, რა სითბო იღვრება. -უკნიდან შემოესმა მათეს ხმა. მოუსვენარი ბელა პირდაპირ მისკენ გაიქცა, კისერზე ჩამოეკიდა და ამის მეტი, ნიკოლას საჭიროდ არც ჩაუთვლია. ისევ როიალზე მიშტერებული იდგა, ფიქრობდა. ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, რაც მის გრძნობებსა და ფიქრებს შლიდა, ატრიალებდა. სულ ცოტა ხანში დაიწყებოდა საღამო, სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი მუსიკალურ აფეთქებამდე. საღამო, რომლისთვისაც ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, ნიკოლას არაფრად ჩაუგდია. ერთი წლის მანძილზე, არც ერთხელ არ დამჯდარა, არ დაუკრავს. და წელიწადი შესრულდა, მიილია, მიიწურა. ყველაფერთან ერთად.

საოცარი სიმსუბუქით დაცურავდნენ ბგერები ჰაერში. მსმენელებს სუნთქვაც კი აშინებდათ, თითქოს სხეულიც მუსიკის ენას აჰყოლოდა, არავინ მოძრაობდა, მონუსხული უსმენდა თითოეული მათგანი. ადგილზე მიყინული მამაკაცები ჩაფიქრებულები, წარსულის ან მომავლის ძიებაში გახვეულიყვნენ. ქალბატონები წინასწარ გამზადებულ თეთრ ცხვირსახოცებს ცრემლებით ასველებდნენ. ზოგიერთს სიამოვნებისგან, აშლილი ტკივილისგან გამოცოცხლებული იარები ეწვოდა, ამიტომ ცალი ხელი გულზე მაგრად მიეჭირათ და ადგილზე კანკალებდნენ.
დარბაზის სიღრმეში, სადაც წითელსა და შავს შორის, უხერხული სითეთრე ეცემოდა, ნიკოლა მახარაძე როიალთან იჯდა, სხვა სამყაროში გადასული უსმენდა საკუთარ შემოქმედებას, თითებს ასრიალებდა, ტანით ჰყვებოდა, წარბებს შორის გასჩენოდა ნაოჭი,ოღონდ ბრაზის კი არა, საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზების.
მწარე იყო ყოველი ბგერა, ყოველი ნოტი, რომელიც წარსულის ტალღებში ხლართავდა. საოცარი იყო, იდეალური, კიდევ უფრო მაღალი, ცამდე, ან უფრო მაღლა ასული. ახსენდებოდა ნიკოლას გოგონა, რომელიც წლების წინ, ამავე დარბაზის რიგებში იჯდა, მონუსხული უსმენდა ბიჭის შესრულებას.
ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა იმ საღამოს, ნიკოლა მახარაზე შვიდი წლის წინ დაწერილ მუსიკას უკრავდა, ფარული დარდი შეპარვოდა მის მზერას, გულზე მაგრად დააწვა ნაღველი, თითქოს მკერდის ძვალი გულს აწვებოდა, სისხლის გადატუმბვას არ აცდიდა. ყურებში ზუზუნი ისმოდა, შესუნთქული ჰაერი აღარ იყო საკმარისი. იცოდა, ყველა ტკბებოდა, ყველას სტკიოდა მგლოვიარე მუსიკა, ყველას გულს კაწრავდა ცრემლებად დაღვრილი მუსიკოსი. თუმცა ნიკოლას ცრემლი არ ეკარებოდა, მისი გული მხოლოდ ფარულ, შორიახლოს ჩამომდგარ, ჩამომდნარ და გაცრეცილ მოგონებებს სცნობდა.

დრო წაგვართმევს იმას, ვინც გვიყვარდა - იცოდა ნიკოლამ და უკრავდა, გაუჩერებლად, შემორჩენილი ძალით, სხეულითა და სულით, რომ დაემტკიცებინა, იმ საღამოს, როიალის სიდიადეზე ამაღლდა.


***
ქალმა სიგარეტს მოუკიდა, კაბის ბოლო აიკეცა და ნიკოლას მიაშტერდა.
-არ მესმის, როგორ შეგიძლია ადგე და დაჯილდოება გამოტოვო.
-ჩვეულებრივად. -მხრები აიჩეჩა ნიკოლამ. ბელა ერთხანს მიშტერებოდა, სიგარეტს უაზროდ აბოლებდა და სიტყვებს ეძებდა, თუმცა სახეზე ემოცია არ ეხატა. უტყვი და უგრძნობი იყო ეს ქალი, რომელიც სინამდვილეში, ათას გრძნობად იშლებოდა.
-რამდენი ხანია, არაფერი გამხარებია. მხოლოდ ის, რომ რაღაც მზადდება, რასაც მოველი. ზოგჯერ. -ჩაილაპარაკა ქალმა. ნიკოლამ სასმელი მოსვა. დაღლილი თითები მაგიდაზე აახმაურა. მძიმედ ჩაახველა.
-სიყვარულის ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია.
-ჰერმან ჰესე. -ბოლო ნაფასი დაარტყა ბელამ. ოდნავ გახელილი თვალებით მიაშტერდა ახალგაზრდა კაცის კმაყოფილ თვალებს, უძრავ ნაკვთებსა და ყინულზე ცივ გამომეტყველებას. სიმპათიური იყო ნიკოლა მახარაძე. ზღაპრული მამაკაცი. ნიკომ მიმტანს ხელი დაუქნია, საგანგებოდ გადანახული წითელი ღვინო შეუკვეთა და ის-ის იყო სიტყვა უნდა დაესრულებინა, ბარის კუთხეში სილუეტი დალანდა. ოდნავ ნაცნობი, გონებაში კარგად დალექილი, თუმცა მაინც სადღაც შემჩნეული. მიმტანმა ღვინო მოიტანა, ორ ადამიანზე გადაანაწილა, ნიკოლამ ხელი სტაცა, ხარბად გადაასრიალა ყელში და გაეღიმა. ის პატარა გოგონა იყო, ამავე ბარის შემოსასვლელში რომ შეეჯახა.



№1  offline მოდერი bibo

❤️❤️❤️❤️❤️❤️ ვაიმე ისე გამიხარიდ რო ეკვა დავიწყე ბედნიერებისგან ❤️❤️❤️❤️❤️❤️ თეთრო შოკოლადო საოცრება ხარ სასწაული ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მძიმე თავი იყო შავი თავი რომელიც სევდას მიმძაფრებს რომელიც ბურუსში მხვევს და მარტო შავ ფერს აღიქვამს გული უბრალოდ სევდა რომელიც აქრობს გრძნობებს ფიაქრებს მივყავარ უსასრულოდ სადაც ქრება და წყდება ოცნებები უფერულდებიან და უბრალოდ შავდებიან sob sob სევდა მოვიდა ვერ უშვებ გულს მიღნის უბრალოდ ბუდობს და გულში შEმოდის თეთრო შოოლადო სასწუალი ხარ სულამდე მოვიდა ვგრძნობ თითოეულ ასოს თუ ბგერას თითოეულ გულის ცემას გრძნობს გული❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ თეთრო შოკოლადო წინსვლა ისეთი გაქ რო რავი მოვითხოვ ახალბედნბაში იყო და დაფასდე ჩემო პაწაწო საოცრებავ სასწაული ხარ დამამუნჯე და ენა ჩამაგდებინე ცრემლებს ვგრძნობ თვალებზე რომელიც წყვილად ასველებს ღაწვებს ვგრძნობ გულს რომელიც გულისცემას აჩერებს და სულს რომელიც ჰაერში იკარგება ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ პაწაწო ვგიჟდები შენი პაწაწო თითებით დაწერილ ისტორიებზე რომელიც გულ და სულს მიფეთქებს და ამქვეყანას მწყვეტს ❤️❤️❤️❤️❤️❤️ აი სიტყვებიც არ მაქ ვერ ვხდები რა დაგიწერო რით გაგახარო რა არი ისეთი რო გეკუთვნის ვგიჟდები მე შენზე მარწყვის ქულავ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ჩემო საორებავ ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ მაგიჟებ პაწაწო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ჩემი გემრილი თეთრი ჩოკოლადი ხარ შენ პაწაწო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤
️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ჩემი ფერადი მარიამო ხარ თბილი ტკბილი და უბრალოდ საოცარი ხარ მარიამო უფ კიდე ვერ ვგფრძნობ ვერაფერს ვერ ვაზროვნებ ემოციების მოზღვავება მაქ კი არა გადაზღვავება მაქ ემო ჩემო გემრილეო გყვარობ დაგაყარე ლავები და ქისები მარწყვი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი sopiko

დაგვიბრუნდა მარიალა!
კვლავ ფორმაში ხარ, მარმელადო!
კვლავ შენი ორიგინალურობით, წვრილმანებით, დეტალების აღწერით, როიალისებური ნოტებით შემოგვიერთდი...
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მიყვარს პატარა გოგონები. ჩემნაირები :დდ აი, თათა კი ალბათ წარსულის სიყვარულია, ხო? დაუვიწყარი მოგონება! ასე იქნება სავარაუდოდ... ბელა დროებითი საყვარელი? ტკივილის დავიწყების გზა? არ ვიცი :/
დაკვრის პროცესი იყო საოცარი. თავში ჩამრჩა თითოეული აკორდი. არ მესმოდა, მაგრამ მელოდიამ თითქოს მეც დამკაწრა, ჭრილობები დამიტოვა.
მეგობრობა. რამდენ რამეს იტევს ეს ერთი სიტყვა. მათეს მხარდაჭერას დიდი ფასი აქვს ნიკოლასთვის, მიუხედავად იმისა ბრაზობს თუ რას შვრება.
არა უშავს, თანახმა ვარ ლოდინზეც, მთავარია დაიწყე!

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

bibo
❤️❤️❤️❤️❤️❤️ ვაიმე ისე გამიხარიდ რო ეკვა დავიწყე ბედნიერებისგან ❤️❤️❤️❤️❤️❤️ თეთრო შოკოლადო საოცრება ხარ სასწაული ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მძიმე თავი იყო შავი თავი რომელიც სევდას მიმძაფრებს რომელიც ბურუსში მხვევს და მარტო შავ ფერს აღიქვამს გული უბრალოდ სევდა რომელიც აქრობს გრძნობებს ფიაქრებს მივყავარ უსასრულოდ სადაც ქრება და წყდება ოცნებები უფერულდებიან და უბრალოდ შავდებიან sob sob სევდა მოვიდა ვერ უშვებ გულს მიღნის უბრალოდ ბუდობს და გულში შEმოდის თეთრო შოოლადო სასწუალი ხარ სულამდე მოვიდა ვგრძნობ თითოეულ ასოს თუ ბგერას თითოეულ გულის ცემას გრძნობს გული❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ თეთრო შოკოლადო წინსვლა ისეთი გაქ რო რავი მოვითხოვ ახალბედნბაში იყო და დაფასდე ჩემო პაწაწო საოცრებავ სასწაული ხარ დამამუნჯე და ენა ჩამაგდებინე ცრემლებს ვგრძნობ თვალებზე რომელიც წყვილად ასველებს ღაწვებს ვგრძნობ გულს რომელიც გულისცემას აჩერებს და სულს რომელიც ჰაერში იკარგება ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ პაწაწო ვგიჟდები შენი პაწაწო თითებით დაწერილ ისტორიებზე რომელიც გულ და სულს მიფეთქებს და ამქვეყანას მწყვეტს ❤️❤️❤️❤️❤️❤️ აი სიტყვებიც არ მაქ ვერ ვხდები რა დაგიწერო რით გაგახარო რა არი ისეთი რო გეკუთვნის ვგიჟდები მე შენზე მარწყვის ქულავ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ჩემო საორებავ ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ მაგიჟებ პაწაწო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ჩემი გემრილი თეთრი ჩოკოლადი ხარ შენ პაწაწო ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤
️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ჩემი ფერადი მარიამო ხარ თბილი ტკბილი და უბრალოდ საოცარი ხარ მარიამო უფ კიდე ვერ ვგფრძნობ ვერაფერს ვერ ვაზროვნებ ემოციების მოზღვავება მაქ კი არა გადაზღვავება მაქ ემო ჩემო გემრილეო გყვარობ დაგაყარე ლავები და ქისები მარწყვი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ვაიმე, ჩემო უსაყვარლესო, უთბილესო, უტკბილესო! აი, ამხელა კომენტარი რომ დავინახე, სანამ ბოლომდე ჩავიდოდი და შენს ნიკს ვნახავდი, მივხვდი კიდეც, რომ შენ იყავი!
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ!
ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, რომ ამხელა ემოცია გამოიწვია. ცოტა მტკივნეულია, ოდნავ ბედნიერებაც იპარება.
ვერ აგიღწერ როგორი მუხტი აქვს შენს კომენტარს, საოცარი პოზიტივის და სითბოს მატარებელი ხარ! heart_eyes heart_eyes heart_eyes ძაალიან დიდი მადლობა ბიბოო! მიყვარხარ.

sopiko
დაგვიბრუნდა მარიალა!
კვლავ ფორმაში ხარ, მარმელადო!
კვლავ შენი ორიგინალურობით, წვრილმანებით, დეტალების აღწერით, როიალისებური ნოტებით შემოგვიერთდი...
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მიყვარს პატარა გოგონები. ჩემნაირები :დდ აი, თათა კი ალბათ წარსულის სიყვარულია, ხო? დაუვიწყარი მოგონება! ასე იქნება სავარაუდოდ... ბელა დროებითი საყვარელი? ტკივილის დავიწყების გზა? არ ვიცი :/
დაკვრის პროცესი იყო საოცარი. თავში ჩამრჩა თითოეული აკორდი. არ მესმოდა, მაგრამ მელოდიამ თითქოს მეც დამკაწრა, ჭრილობები დამიტოვა.
მეგობრობა. რამდენ რამეს იტევს ეს ერთი სიტყვა. მათეს მხარდაჭერას დიდი ფასი აქვს ნიკოლასთვის, მიუხედავად იმისა ბრაზობს თუ რას შვრება.
არა უშავს, თანახმა ვარ ლოდინზეც, მთავარია დაიწყე!

sopiko
დაგვიბრუნდა მარიალა!
კვლავ ფორმაში ხარ, მარმელადო!
კვლავ შენი ორიგინალურობით, წვრილმანებით, დეტალების აღწერით, როიალისებური ნოტებით შემოგვიერთდი...
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მიყვარს პატარა გოგონები. ჩემნაირები :დდ აი, თათა კი ალბათ წარსულის სიყვარულია, ხო? დაუვიწყარი მოგონება! ასე იქნება სავარაუდოდ... ბელა დროებითი საყვარელი? ტკივილის დავიწყების გზა? არ ვიცი :/
დაკვრის პროცესი იყო საოცარი. თავში ჩამრჩა თითოეული აკორდი. არ მესმოდა, მაგრამ მელოდიამ თითქოს მეც დამკაწრა, ჭრილობები დამიტოვა.
მეგობრობა. რამდენ რამეს იტევს ეს ერთი სიტყვა. მათეს მხარდაჭერას დიდი ფასი აქვს ნიკოლასთვის, მიუხედავად იმისა ბრაზობს თუ რას შვრება.
არა უშავს, თანახმა ვარ ლოდინზეც, მთავარია დაიწყე!

ჩემი სოფიკო!
ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, რომ მოგეწონა! მეც ისე სიფრთხილით ვწერ, ისე ვარჩევ თითოეულ სიტყვას, ლამის თან გადამიყოლოს.
თათა ყველაფერია. ახლაც არის, თუ მაშინ იყო არ ვიცი. როგორც ვხედავთ, ნიკოლას თავისი გზა აქვს ტკივილის შესანახად და ზოგჯერ მეც კი ვერ ვხვდები, სად შეიძლება დავტიო თათას გრძნობა და რა დავარქვა, ისეთი მსუბუქი, რომ ტკივილით შექმნილი პერსონაჟი მთლიანად არ "შემიჭამოს."
არც მე მესმოდა, თუმცა მერწმუნეთ, ის მუსიკა საოცარი იქნებოდა. თათასთვის დაწერილი, შვიდი წლის წინანდელი, პირველი დანახვით შეყვარების, პირველი ემოციის და - დასასრულის.
მიხარია რომ მოგწონს და კიდევ უფრო მეტად მიხარია, რომ სულ ჩემთან ხარ.
მიყვარხარ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ოჰ მარ, ჩემთვის მეტისმეტად დიდი თავი იყო, მაგრამ როგორ გავედი ბოლოში ვერც კი მივხვდი...
მიყვარს უკვე ეს ისტორია, მიყვარს მუსიკა და ეს დამოკიდებულება როიალთან, კლავიშები და მათზე შეხება მიყვარს... ნიკოლასავით ვერ ვუკრავ, მაგრამ ნიკოლასავით მიყვარს და ყველა ის გრძნობა მესმის, რომელსაც ის განიცდის როიალთან დამოკიდებულებაში...
ეს ფერები მომეწონა, შავი, სისხლისფერი და უხერხული თეთრი, რომელიც ცოტა ზედმეტიც კია ამ ორ ფერს შორის...
შენი წყლიანი ენა და შენი ფანტაზია მიყვარს...
ნიკოლასთან საერთო ვიპოვე თან არაერთი...
არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც იდეალურობისკენ მიისწრაფვიან, რადგან არ არსებობს არაფერი იდეალური, მაგრამ მუსიკა? ხო, ალბათ ეს ერთადერთო გამონაკლისი შეიძლება, რომ იყოს და ნიკოლას ამ ერთ ნაკლს ვაპატიებ :დ ^_^
მომწონს მათე, მომეწონა ბელაც
და ველი გაგრძელებას <3

პ.ს. დროდადრო ერთად იწერება ;) <3 <3

 


№5  offline წევრი ფრთაგაშლილი

უბრალოდ გეტყი რომ ძაან მაგარი ხარ.. ესე მეგონა ერთერთი კუთხიდან ვუყურებდი ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

ფრთაგაშლილი
უბრალოდ გეტყი რომ ძაან მაგარი ხარ.. ესე მეგონა ერთერთი კუთხიდან ვუყურებდი ❤

უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent