ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (29)
ექიმის სიტყვების გაგონებისთანავე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ურო ჩამარტყეს ტავში, გულში თავში ამივარდა რასაც ქვია, ყურები დამიგუბდა და ენა ვერ მოვიბრუნე პირში, ვერც ვხსნი კარგად რა მდგომარეობაში ვიყავი. ენით აღუწერელი, მოულოდნელი, სასიხარულო, მტკივნეული და საოცარი ამბავი იყო. გაშტერებული ვუყურებდი ექიმს, სიტყვას ვერ ვძრავდი. დაახლოებით იგივე მდგომარეობაში იყვნენ თორკა და ბელაც. ბელას პირზე ხელი ჰქონდა აფარებული გაოცება რომ დაემალა, აი თორნიკე კი მტკივნეული მზერის დაფარვას ცდილობდა. ორივეს გვტკიოდა.. ამ ამბის მიუხედავად დევილი გვტკიოდა ორივეს.როგორ გითხრათ ჩემში არსებული არსების მიმართ სიყვარული ვიგრძენი მეთქი?! ვერ გეტყვით რადგან არ მიგვრძნია, საერთოდ ვერც გავაცნობიერე რომ ამ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში მისი ადგილი შეიძლება ყოფილიყო. გავიმეტებდი კი ამისთვის?! ფეხზე წამოვხტი და გარეთ სირბილით გავიქეცი. გაოცებულ მზერას ვგრძნობდი უკნიდან მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. რეტდასხმული გავრბოდი მაგრამ როგორღაც ვინარჩუნებდი წონასწორობას. საერთოდ მერეოდა აზრები, დავიკარგე.. საკუთარ თავს დავეკარგე... (პალატაში) –რა დაემართა? გაკვირვებულმა ექიმმა ბელას ჰკითხა, ეს უკანასკნელი კი შოკიდან კიდევ ვერ გამოსულიყო და ერთ ადგილას ხელებაფარებული იდგა გაქვავებული –ექიმო მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. სანდომიანად გაუღიმა თოკამ და ხელი ჩამოართვა ექიმს. ბელას ხელი ჩაავლო და დერეფანში გაათრია –გეყოფა აზრზე მოდი! სერიოზულად დაიწყო თოკამ მაგრამ ბელა ისევ ძრავად იდგა–აუცილებელია ფიზიკურად შეგეხო? გაღიაზიანება ეტყობოდა. ბელა ერთ ადგილს იყო, პირი ოდნავ გაეღო და ძირს ერთ წერტილს მიშტერებოდა, არც თოკას ხმა ესმოდა, არც მისი ხელების შეხება, არც სამედიცინო პერსონალის ავლა–ჩავლა. მხოლოდ დევილზე, ლინაზე და იმ პატარა არსებაზე ფიქრობდა. აზრზე მხოლოდ თბილი ტუჩების შეხებამ მოიყვანა, რომელიც ასე სწვავდა, თვალები დახუჭა მომენატლურად და მის წინ მდებარე თორნიკეს რომელიც მთელი გრძნობით კოცნიდა, მკერდზე ხელები მიადო მაგრამ არა ისე რომ მისი მოშორება განეზრახა. როცა ბელა ისევ თავის ტყავში დაბრუნდა, მაშინ აენთო ნათურა და უხეშად მოიშორა თორნიკე, მერე კი იმხელა სილა გააწნა რომ ხელი თვითონაც აეწვა –იდიოტო! აღარ გაბედო კოცნა! გაბრაზებული ეუბნებოდა, გულში კი საპირისპიროს ფიქრობდა, ლოყები ოდნავ ასწითლებოდა. თორნიკემ გაიცინა, აწითლებულ ლოყაზე ხელი მოისვა –არ მითხრა რომ განმეორებაზე უარს იტყოდი. ირონიული იყო მისი სიტყვები –მე გაგაფრთხილე! თითი დაუქნია და გაეცალა იქაურობას, თოკამ ამაზე კიდევ ერთხელ ჩაიცინა და მიმავალს უკან აედევნა... .... გარეთ გავედი, საავადმყოფოს კარები ჩავირბინე და ავტოსადგომს გვერდი ავუარე, მეორე მიმართულებით წავედი. ინსტინქტურად მუცელზე მედო ხელები და ცრემლები მდიოდა, არ ვიცი რას ვგრძნობდი მაგრამ ასე უაზრო ემოციებს გამოვხატავდი. როგორც კი გზაზე გადასვლა დავაპირე ფეხებთან შავი მანქანა გაჩმიჩერდა, მეორე მხარეზე გავიხედე და ზუსტად იგივენაირი მანქანა მედგა, მათ უკან კიდე რამდენიმე მსგავსი ტრანსპორტი იდგა. სავარაუდოდ ალისიას ხალხი იყო, არ შემშინებია, პირიქით ძალა მოვიკრიბე, ახლა მხოლოდ საკუთარი თავის კიარა უკვე ჩემი შვილის გადარჩენაზეც უნდა მეფიქრა, რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი, ეგრევე გამომეკიდნენ, მიუხედავად იმისა რომ მათზე სწრაფი ვიყავი, მაინც ვერ ვიყენებდი ჩემი ძალების მაქსიმუმს რადგან რამდენიმე კვირა წესიერად არც ვიკვებებოდი და არც ვმოძრაობდი. მაღაზიებს ჩავუქროლე იქვე მდებარე ჩიხში შევედი.. რამდენიმე მეტრი გავირბიბინე და მარჯვნივ გავუხვიე, რამდენიმე ბავშვი იდგა და სიგარეტს ეწეოდნენ ჩუმად.. ელვის სისწრაფით ჩავუქროლე მათ და გავიგონე ერთ–ერთმა გაოგნებს ნიშნად როგორ დაუსტვინა. უკან გავიხედე და მთელი ამალა მომდევდა, უფრო მეტად დავიწყე სირბილი, ნაგვის ურნებს სწრაფად ჩავურბინე, რამდენიმე მათგანი ჩიხის შესასვლელში მიმოვფანტე მდევრების შესაფერხებლად. დაღლას ვერ ვგრძნობდი, სამაგიეროდ გულის სწრაფი ფეთქვა ყურებშ მესმოდა, ხელები მთლად გამყინვოდა... არცისე ახლოს იყვნენ ჩემთან როცა უკან გავიხედე. ყველა ჩვენ გვიყურებდა მაგრამ არავინ ერეოდა, შორს იჭერდნენ თავებს, არც დახმარებას არ ცდილობდნენ, სად მივრბოდი არც ვიცოდი... ........ თორნიკე და ბელა გარეთ გავიდნენ ლიანს საძებნელად, მათ წინ კი ასეთი სურათი აღმოჩნდა: შავებშ გამოწყობილი საკმაოდ ბევრი მამაკცი მისდევდა ლინას რომელიც მთელი სისწრაფით გარბოდა, შემდეგ კი სადღაც შეუხვია და მათი თვალთახედვიდან გაუჩინარდა. ორივე ეგრევე მიხვდა სიტუაციას და ლინასკენ გაიქცნენ –შენი ბრალია მალე რომ გამოვსულიყავით მივუსწრებდით! ბელა თოკას გვერძე გარბოდა და თან შხამავდა –მართლა? მგონია რო კმაყოფილი ხარ.. ეშმაკურად გაიცინა თოკამ და ბელას გადაასწრო. –იდიოტო! ჩაიბურტყუნა გოგონამ. როცა იმავე ჩიხში შევიდნენ სადაც წუთის იწნ ლინა იყო, ვერავინ ნახეს, არც მდევრები და არც ლინა. ბელა გაჩერდა და თავზე ხელები მოიჭირა –ჯანდაბა! ჯანდაბა! იღრიალა მთელი ხმით და რაღაც ყუთს ფეხი მთელი ძალით დაჰკრა –ერთი შეხედვით საერთოდ არ გეტყობა რომ ისტერიკებიანი ხარ! სარკასტულად გაუღიმა ტერლეცკმა. –ღმერთო ამაგებინე ამ იდიოტს ჭკუა სად აქვს! ხელები მაღლა აიშვირა გაღიზიანებულმა ბელამ –დამშვიდდი მაინც ვიპოვი.. დააიმედა თოკამ –და როგორმო ახერხებ მაგას? ვერ ხედავ ცხვირწინ გვყავდნენ და წამში გაქრნენ! –რა ცუდად მიცნობ ბელაჩკა.. გაიცინა თოკამ და გოგონას ხელი გადახვია –მომაშორე შენი ტორები! უხეშად გაეცალა ბელა –ნუ შესაძლოა შენ ჩემი ტუჩები გირჩევნია... კმაყოფილმა გაიღიმა თოკამ და როცა ბელას გაცეცხლებულ სახეს წააწყდა მაშინვე მოკეტა–ლინას ჟაკეტზე გადამცემი მივუმაგრე,მეგონა გაქცევას შეეცდებოდა როცა გაიღვიძებდა და ყოველი შემთხვევისთვის... ბელას ამის გაგონებაზე წამიერად გაებადრა სახე მაგრამ წამშივე დასერიოზულდა და თოკას აგდებით უპასუხა –შეგძლებია რაღაც!... .......... უკვე აქოშინებული მივრბოდი, ძალიან დავიღალე, წყალიც მწყუროდა, მაგრამ საკუთარ თავს გაჩერების უფლებას ვერ მივცემდი, უკან გავიხედე და აღარავინ მომდევდა, შვებით ამოვისუნთქე და კუთხესთან მდებარე ძველ ჩიხში შევედი, წელში მოვუხარე და მუხლებს დავეყრდენი, ღრმად ვსუნთქავდი, თვალები დახუჭული მქონდა როცა ხელზე ვიღაცამ ძლიერად დამქაჩა, რომ შევხედე ერთი შავოსანი იყო და მის უკან კიდევ რამდენიმე იდგა, ინერციით მისკენ გადავიხარე და ძირს დავვარდი მაგრამ ბოლომდე არ დავცემულვარ რადგან მისი ხელი მიჭერდა, როგორღაც მოვიკრიბე ძალა და მუშტი პირდაპირ ფეხებშუა ამოვარტყი, რათქმაუნდა ეს ნებისმიერ ნოკაუტს სჯობს, მაშნვე გამიშვა და მეც დრო ვიხელთე გასაქცევად მაგრა ყველა გზა მოჭრილი მქონდა, იქითკენ გავიქეცი საითაც ნაკლები მეტოქე მყავდა. ერთი მაშინვე გამოეყო „საძმოს“ და ჩემკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით, თითქმის მოძუნძულებდა, მეც მისკენ დავიძარი, ერთი მუშტი გაამზადა რომ დაერტყა მაგრამ მის ფეხებთან ჩავიცუცქე და წელზე შემოვეხვიე, მისიანად გადავვარდი და ზემოდ დავაჯექი, ვურტყამდი სანამ სისხლი არ წამოუვიდა, ვიღაც დამეტაკა უკნიდან და თმით ამათრია, მაგრამ ხელზე რომლითაც თმა ეჭირა ჩემი ხელი ჩავკიდე, სწრაფად მივბრუნდი მისკენ და მაჯა გადავუგრიხე მანამდე სანამ ძვლების ხმა არ გავიგე, მერე მეორე მეცა, მეორეს მესამე მოყვა და ასე დაახლოებით ათი ადამიანი მოვიგერიე, საბოლოო ჯამში გარშემო დახოცილი შავოსნები ეყარნენ ძირს, მეკი რამდენიმე ნაკაწრი მქონდა მხოლოდ, ძლივს უნდა ამომესუნთქა შვებით როცა ზურგში ბასრი ნივთის შერჭობა ვიგრძენი, ერთიანად გავშეშდი და მხოლოდ იმას ვიაზრებდი რომ ბავშვს აცდენილიყო ჭრილობა, უკან მკვეთრი მოძრაობით შევბრუნდი და ჩემი თავდამხმელის უკან მომღიმარი ალისია დავინახე –დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს ვიქტორია! კბილებში საზარლად გამოსცრა და ოდნავ შემაკანკალა... –ალისია! არც მე დავაკელი სიმკაცრე –აბა უბრძოლველად ამნებდები თუ? წარბაწევით და კმაყოფილი მზერით მკითხა –არასოდეს! მუშტები შევკარი და ის იყო მისკენ უნდა გავქცეულიყავი როცა მამაკაცის საშინლად ნაცნობი ხმა გავიგე –გამარჯობა ვიქტორია... –ალეექს?! გაშეშებულმა წარმოვთქვი ........... ვიცი ძალიან [ატარა თავია მაგრამ სულ არარაობას სჯობდა თანაც პირობა მოგეცით და ამიტომ დავდე... ხვალ დავდებ აუცილებლად დიდ და საინტერესო თავს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.