შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...9...


5-04-2017, 23:53
ავტორი kethrine
ნანახია 2 163

ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, როგორც გოგონას უნდოდა თუმცა ის შიში რომელიც თავს დროდადრო ახსენებდა და არ ანებებდა,შიგნიდან ჭამდა. არ იცოდა რატომ ან რისი ეშინოდა. როცა კონკრეტულად, რაღაცის გეშინია,ერიდები და ფრთხილობ მასთან ურთიერთობას მაგრამ როცა არ იცი,მაგრამ მაინც გეშინია ეს უარესია... ეშინოდა მომავლის. ეშინოდა რომ ეს მომავალი ირაკლის გარეშე ეხატებოდა.
დილით თავის ტკივილთან ერთად გაიგვიძა,ნელა ადგა,უხალისოდ ჩაიცვა ღია ჯინსი და შავი მაისური. გაშლილი თმების ნერვები არ ქონდა, მაგრამ თავი ისე ტკიოდა არც აწევა უნდოდა ამიტომ მხოლოდ დაივარცხნა და მისაღებში გავარდა.
-დე წავედი რა
-მოიცადე არაფერს შეჭამ? მოკლედ სულ აღარაფერს ჭამ. დაიცადე აბა შემოგხედო-ქალს თვალები ჯერ გაუფართოვდა შენდეგ კი გადაიკისკისა-გოგო ნუ გადამრიე ახლა მასეთი მოდაა??
-რა მჭირს დედაა?-თავის თავი ფეხებიდან თავამდე აათვალიერა,თავიდან ქვემოთ ცაყვა და ფეხებთან შეჩერდა, გაწითლდა. უცბად ახედა ნინელის და თავის ოთახში გავარდა.უკან წამებში დაბრუნდა და დედის წინ დატრიალდა
-იცი მე მამაშენი რომ შემიყვარდა,მაშინ დავიწყე ჩუსტებით სიარული-უცინოდა ნინელი- შვილო დარწმუნებული ხარ არაფრის თქმა არ გინდა?-თმაზე ხელი გადაუსვა შვილს
-ახლა არა დე. მოვალ და გეტყვი.მიყვარხარ-მოწყვეტით აკოცა და სახლიდან გავარდა. ნინიც შეხვდა გზაში,ერთმანეთს წინა დღის ამბები გააცნეს და აუდიტორიაშიც შეაბიჯეს
-გოგო გეგა მესიმპატიურება და რა ვუყო?
-რა უნდა უყო და ამ საღამოს უნდა წამოხვიდე. გეგასაც ნახავ-თვალის ჩაკვრით მიუგო მეგობარს
-ხოდა მერე შენსავით ჩუსტებით ვიხეტიალო არა? ვერ მივართვი იმ ვაჟბატონს.
-აუ კაი რა გთხოვ... ნიიინ გეხვეწებიიი. აუ ამ ერთხელ გავდივარ გარეთ საღამოს. შენ გარდა არავინ მყავს და არავისთან მიშვებენ ნორმალურად,თუ შენ არ წამოხვალ მეც ვერ წავალ და გთხოოვ...
****
-ნიინ გეხვეწები წამოდი გთხოვ აგიხსნი თან ყველაფერს. რა სილულელეზე გამიბრაზდი ატყობ?-ეზოში ერთმანეთის პირისპირ მდგარი საუბრობდა წყვილი
-ადამიანო რამდენჯერ აგიხსნა რომ არა! საერთოდ ამდენს რატო მთხოვ?-კარგად დაფარული ინტერესით კითხა გოგომ
-რატომ და...-დაიბნა გეგა...-რატომ და არც ქეთა წამოვა და იკას გაუტყდება-არეულად უპასუხა ბიჭმა
-აუ აბა შენ რა გელაპარაკო? შენთვის აზრი სულ არ ქონია იქ ვიქნები მე თუ არა, და ვერ ვხვდები რა ჯანდაბა გინდა... ვაფშე კარგად რა-შემობრუნდა ეშმაკურად ჩაუცინა და დატოვა.
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა გეგა! რა ვერ უთხარი რა.. თავის თავზე ბრაზიბდა ბიჭი.ტელეფონი მოიმარჯვა და ირაკლის დაურეკა
-აუ ბიჯო ვერ დავიყოლიე ეს ქაჯი რა-იმ სივრცეს გახედა ბიჭმა სადაც წუთის წინ ნინი გაუჩინარდა
-კაი გეგა, იქნებ ქეთამ ქნას რაიმე თუმცა იმდენჯერ უთხრა უარი მეეჭვება კიდევ თხოვოს.
****
მანქანასთან იდგა ირაკლი და ქეთას ელოდებოდა... ელოდებოდა გოგონას რომელმაც შეძლო და თავი ისე შეაყვარა რომ სხვა ადამიანად აქცია. მასთან ერთად არ ფიქრობდა არც წარსულზე, არც მომავალზე, არც ტკივილზე... სურდა მხოლოდ აწმყოთი დამტკბარიყო. მაგრამ ის ჩრდილი რომელიც მათ ურთიერთობას ნელ ნელა ადგებოდა ირაკლის უნდა გაეფანტა,გრძნობდა და იცოდა რომ ადრე თუ გვიან ლაპარაკი მოუწევდა, ილაპარაკებდა,იტყოდა,გადმოსცემდა,იბრძოლებდა მაგრამ იმ პატარა გოგოს რომელიც უკვე სადარბაზოდან გამოდიოდა არავის დაუთმობდა... გოგონას დანახვისას სუნთქვა შეეკრა,სიამაყე იგრძნო რომ მხოლოდ მას ქონდა უფლება ასე ეყურებინა გოგონასთვის ყოველი შეხვედრისას. მოკლე მაღალწელიანი შავი ქვედაბოლო და თეთრი მაიკა, თმები ცალ მხარეს გადაწეული რომლის სურნელიც აცოცხლებდა და აბრუებდა მამაკაცს.
-ჩემი თოჯინა- ჩაჩურჩულა უკვე მასთან მყოფს და წელზე ხელები შემოხვია.
-ჩემი მაჩო-ბიჭმა წარბებ აწეულმა გახედა,ქეთამ კი ნინის ნათქვამი, ამ სიტყვების ტონი გაიხსენა და ერთი გადაიკისკისა.
-წავედით-უთხრა იკამ და მანქანის კარი გაუღო
-არა ცოტა ხანს დაიცადე! -თვალები აუციმციმდა გოგონას
-ვის ველოდებით? მემგონი...-წინადადება შუაზე გაუწყდა როცა სადარბაზოსთან ნინი დაინახა.
სწრაფად შემოუერთდა წყვილს.
-პრივეტ სასიძო,გეგონა იმ გადარეულებთან მარტო დავტოვებდი ჩემ დას შენ იმედზე? შენ ყველაზე დიდი გადარეული რომ ხარ მაგას რა ვუყო? ამიტომ ჰოოოპ! სისხლი უნდა გაგიშროთ,ლევანჩო არ ითვლება რათქმა უნდა-უცბად,როგორც ჩვევია მიაყარა, ირაკლის მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და მანქანაში შეხტა. ქეთიმ გადაიკისკისა,იკამ თავი გადააქნია ღიმილით და დასძინა
-გეგა გეგეჭკორო, ამას მარტო შენ თუ მოარჯულებ. მანამდე თუ თავად არ ქნა- თქვა უკვე საჭესთან მჯდარმა და გზას გაყვა.
აგარაკზე ასულებს ყველა შეკრებილები დახვდათ,მანქანიდანვე მიესალმა ნინი ახალგაზრდებს, ხოლო ლევანი განსაკუთრებულად მოიკითხა
-ჩემო ჭკვიანო აბა რავა ხარ ძმის გულო?-ხელი "გადახვია" ბიჭს და თვალი ჩაუკრა
-აუ დაიკო,ერთი გოგო უნდა დამაკერინო და ხო?
-და ხო ხო? კაი -ისევ თვალი ჩაუკრა ლევანს და შეკრებილებს გადახედა.
-აუ ლევან შენი ჭკუის იპოვე და ჩვენ ვეღარ გვამჩნევ ტო? რა ხო ხო და ხბოები აგიტყდათ?-ირონიულად იკითხა თორნიკემ და მის გვერდით მდგარ გოგონას ხელი შემოხვია-გაიცანით ეს ლანაა, ეს კი ჩემი გადარეული დები, ნინი და ქეთა არიან.
-ვაიმე ლანაააააა-არაფერი თქმა არ აცადა ნინიმ,თორნიკე გვერდით გაწია და გოგონას ისე ჩაეხუტა, თითქოს მის გარდა სხვას არავის იცნობდა იქ.
-ნიიიინ გავიჭყლიტებიიიი-სიცილით უთხრა ლანამ და ისიც მოეხვია
-მე რა დავაშავე?-ჩაიბურდღუნა ქეთამ და ახლა ის ჩაეხუტა გოგონებს. ბიჭები კი სიცილს ვეღარ იკაცებდნენ, პატარა ბავშვები ხართო.
-აბა სასმელიც მოვიდააა- წამოიძახა ოთახში შემოსულმა გეგამ და ადგილზე გაშეშდა როგორც კი ნინი დაინახა -შენ აქ სიდან? -არც დაფიქრებულა ისე დასვა "აზრიანი" კითხვა
-რაღაც უცნაური შემთხვევით-დაეჭვებით უთხრა გოგონამ
-რაა?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს, ვერ გაიგო რას გულისხმობდა
-ხოოო- დაიწყო ნინიმ- აი ასე, ჩემთვის ვიჯექი ღრუბლებში, ხოდა მერე ვიფიქრე ჩავალ ახლოდან გავიცნობ ხალხსთქო და მაინცდამაინც ამ ოთახში მოვხვდი. -გადაიკისკისა გოგომ და დაამატა-წეროს ჩემი წამოყვანა თავის დროზე დაავიწყდა და მე თავად ვიზრუნე ჩემზე გეგაკო.
-რაოოოო?! გეგაკოოო??- უკვე სიცილით მუცელი ტკიოდა ლევანს
-აუ შენ მთვრალი ხარ-ისევ გეგამ დაასკვნა. მაგიდაზე სასმელი და მისაყოლებელი დაალაგა და დივანზე სხვებთან ერთად ჩამოჯდა
-როგორი ლოგიკური კითხვაც დასვი,პასუხიც შესაფერისი მოგიგე! -დაეჭყანა ნინი და მზერა აარიდა.
-აბაა,ვსვააავთ ბოლომდე??-იკითხა ლანამ და თორნიკეს გადახედა
-აუ გამიგიჟეს უკვე გოგო ტოო-ხელები აიქნია ბიჭმა
-აბა რა ჩემო შავტუხა-ჭიქა აიღო ნინიმ. ლანას,ქეთას და ლევანს მიუჭახუნა დანარჩენები ღირსები არ ხართო, ჩვენ გაგვიმარჯოსო თქვა და დალია.
ქეთა ირაკლის გვერდით იჯდა და სასმელს წრუპავდა,ბიჭს ხელი ქონდა გადახვეული გოგონაზე და ცერა თითით მხარზე ეფერებოდა. გოგონა თითქოს კარგად გრძნობდა თავს მაგრამ თითქოს რაღაც ისე ვერ იყო,რაღაც აწუხებდა,გულს უმძიმებდა,ცუდი წინათგრძნობა აწუხებდა,ირაკლის ხელი დაძაბული ეჩვენებოდა თუმცა თავს აიძულა ეს შეგრძნებები ჯანდაბაში მოესროლა და იმ წუთებით დამტკბარიყო. ნინოს გადახედა, ლევანისთან რაღაცას კამათობდა და თან კიკისკისებდა. ლანაც მხარს უბდა შიგადაშიგ. გეგა ვითომ თორნიკეს და ირაკლის ელაპარაკებოდა თუმცა თვალებით ნინოს ჭამდა.
ქეთი ფეხზე წამოდგა ერთი წუთით გავალო და სამზარეულოსაკენ დაიძრა. ირაკლიც უკან აედევნა
-ცუდ ხასიათზე ხარ?- კითხა უკვე ნიჟარასთან მისულს და უკნიდან ჩაეხუტა
-არა,ცოტა მოვიწყინე მაგრამ მალე გადამივლის-გაიღიმა და წყალი მოსვ
-გინდა წაგიყვანო?-სახეზე ხელი დაადო და ნახად მოეფერა
-არა,არა... შენ აქ ხარ,ჩემი პოზიტივი გოგოც.ასე რომ მეც გავერთობი- თვალი ჩაუკრა ქეთამ და ლოყაზე აკოცა. ოთახში შესული ჭიქას დაწვდა და ეგრევე დალია.
-აბააა.... ასე უნდა ისხდეთ? რამე გავაკეთოთ რა. ვითამაშოთ-იდეა წამოაყენა ნინიმ
-კაი მაგრამ რა?-იკითხა ლევანმა
-ჩემი ლევანჩოოოო-გაიწელა გოგონა-რა და ჯოკერი ნიძლავზე,თუმცა...არააა,არ მინდაა....ნარდიიიიიიიი-ახალი იდეა წამოაყენა, თუმცა ისიც მალევე უარყო-არააა. ისაააა.. ამის პატრონმა რა ქნას,ძაან ბავშვურია??-ხელების მტვრევით მიუბრუნდა იქ მყოფთ
-ჩამოყალიბდი?- იკითხა გეგამ- არც შენ ხარ მაინც და მაინც დიდი- დასძინა ბოლოს და ახლა ლუდს დაწვდა.
-ჩემო მჭერმეტყველოოოო- ირონიული ღიმილით მიაჩერდა ნინი- ჯერ ვისკი დალიე,მერე ლუდი,ახლა მარტინი დააყოლე და ბოლოს შამპანური და ვინ იღრიალებს ხვალ ბავშვივით ვნახავ-თვალი ჩაუკრა ნინიმ და ცოტა ხნის შემდეგ მიახალა-სტუმრებს ველოდები და მიდი გარეთ დახვდიო
-რაააააა?- თორნიკეს და გეგას ერთად დაცდათ სიტყვები
-ხო აბა რა გეგონათ? ნინო ქორიძე არავის არაფერს პატიობს ადვილად. ლევანჩო ხო ჩემთან ხარ სიხა? ფუ რა ვთვქვი ეს?-თავის ნათქვი თავად უარყო ისევ - სიხა არა აღმაფრენავ.-თვალები გაუფართოვდა თავის თავით კმაყოფილს
-შენ გოგო ნორმალური მართლა არ ხარ?- უკვე ფეხზე ადგა გეგა- ვინ დამიპატიჟე სახლში?
-ჩემი მეგობრებიიიიიიიიიიიი გეგუნააააააა-გარეთ გავიდა ისე რომ გეგას რეაქციას აღარ დაელოდა და მალე სახლიც გაივსო რაღაც უცნაურად ჩაცმულ-დახურული ხალხით,ბევრი ტატუებით და პირსინგებით. გეგას ჯერ თვალები გაუფართოვდა,შემდეგ ორჯერ დახუჭა იქნებ მელანდებაო მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, ბოლოს იღრიალა გაეთრიეთო. ქეთამ ლანას ყველაფერი უამბო და ახლა გოგონასთვისაც ნათელი გახდა რა შურისძიებაზე ლაპარაკობდა ნინი.
-ქეეთ! მოდი ჩვენც რომ დავეხმაროთ არ გინდა?
-რაა? მომკლავს ნინიიი
-ნინიიისთქოო-თვალები აატრიალა ლანამ. ქეთიმაც ჩაიცინა შენც არანაკლები იქნებიო და უცხო ხალხს ვითომ შემთხვევით ეჯახებოდნენ და ხან ჩიფსებს ისროდნენ აქეთ-იქით და ხან სასმელს ღვრიდნენ. ნინი დივანზე ხტუნაობდა.გეგას სიტყვებს და გაფართოებულ შეშლილ სახეს ყურადღებას არ აქცევდა. ირაკლი ქეთას მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა გეყოფა,თორემ ჩვენ დაგვალაგებინებსო
-მერე ალაგეთ რაა-შეიცხადა ქეთამ
-ქეეეთ,წამო რა გავიპაროთ ცოტახანს ეზოში...-ლეკვის თვალებით შეხედა ბიჭმა
-არაააა- თვალებმოჭუტულმა უპასუხა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია-აქ მინდა.
-ქეთ,იცოდე ვეღარ მოვითმენ და ამდენ ხალხში გაკოცებ!-თვალები დაუბრიალა ბიჭმა
-აბა ერთი გაბედე-მიუტრიალდა გოგონა და თვალებში შეხედა
-ხანდახან რა ჯიუტი ხარ-უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა ბიჭმა. ამასობაში ქეთას ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა და მიესალმა. გოგონამაც თავაზიანად უპასუხა და ირაკლის ახედა რომელიც ბიჭისკენ იყო მიტრიალებული და დაჟინებით უცქერდა.
-აუ შენ მგონი მეცნობი- ქეთის სახე ოდნავ შეატრიალა ახალგაზრდამ და დააკვირდა
-ზედმეტები ხომ არ მოგვდისოოო?- ვითომ სასხვათაშორისოდ იკითხა ირაკლიმ
-შენც მეცნობი თუმცა არ ვიცი საიდან-ახლა ირაკლის მიუტრიალდა უცნობი.
-ახლა რომ ვერცერთი ვეღარ გვიცნო გინდა?- კბილებში გამოცრა ირაკლიმ
-გამახსენდაა-ქეთას მიუტრიალდა ისევ- შენ ანდრიას გოგო არ ხარ? კი,კი ის ხარ-ამის თქმა,ირაკლის მოქნეული მუშტით, გამოწვეული ტკივილის შეძახილი და ქეთას შეკივლება ერთი იყო.
-რა თქვი შე ახვარო? გაიმეორე! საყელოში წვდა ბიჭს.
-რა გინდა?-შეუღრინა ბიჭმა,თან ცხვირიდან სისხლს იწმენდა-შენ დაგავალა დაცვა?
-შენი დედაც ***- კიდევ ერთხელ მოხვდა ირაკლის მუჭი ბიჭს და წაბარბაცდა. ისეთი გაკვირვებულები იყვენ რომ ხმის ამოღება ვერცერთს გაებედა,მოქმედებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ყველაზე ადრე გეგა და თორნიკე მოვიდნენ გონზე და ირაკლის გვერდით ამოუდგნენ.
-შენ! შენ ვიცი ვინც ხარ... მაშინ კიკვიძის ბაღში... -წინადადება ვერ დაამთავრა უცნობმა რომ კიდევ მოხვდა,თუმცა ფეხზე მალე წამოდგა და "ხურდაც" დაუბრუნა. ირაკლი ცოტა წაბარბაცდა,გონს მალე მოვიდა,სისხლი მოიწმინდა და უცნობისკენ უნდა წასულიყო რომ
- ქეთა!- ნაცნობი ხმის ტემბრმა მისი ყურადღება მიიპყრო, ჯერ ქეთის შეხედა რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო, შემდეგ თავი, ხმის მიმართულებით შეატრიალა. ყველას მოელოდა მაგრამ ანდრიას? არა!
-ქეთ, უნდა ვილაპარაკოთ-ისე უყურებდა გოგონას თითქოს მათ გარდა ოთახში სხვა არავინ იყო.
-რაზე?-მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ
-ამაზე!- ხელი გაიშვირა ირაკლისკენ -და ჩვენზე. ირაკლის სიმწრისგან სახე დაემანჭა,ქეთას გახედა. აი შენი ცუდი გრძნობა,გაიფიქრა გოგონამ მაგრად დახუჭა,გაახილა და როცა ირაკლის მზერას წააწყდა შეეშინდა. ისეთი აგრესიას და ბრაზს იტევდა მისი საყვარელი თვალები,რაც აქადე არ ენახა. არასოდეს უფიქრია თუ ოდესმე მისთვის საყვარელი ადამიანი ასეთი თვალებით შეხედავდა და შეაშინებდა. ინსტიქტურად უკან დაიხია და ნინის და ლანას ხელები იგრძნო მკლავზე.რამაც ცოტა გაამხნევა
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს- ჯერ კიდევ შეშინებულმა ნელ-ნელა წარმოთქვა სიტყვები
-გვაქვს! იცოდე თუ არ მომისმენ ცუდად დავამთავრებთ. არ დაგთმობ-ბოლო სიტყვები ისე იღრიალა რომ გოგოები ადგილზე შეხტნენ.
-რა უნდა დათმო როცა შენი არც არის და არც იქნება შენი დედა **** -ანდრიასთან მიიჭრა ირაკლი და სახეში დაარტყა, ანდრიამაც მუშტი მოუქნია,უკვე ერთმანეთის გარჩევაც ჭირდა,გარეთ გავარდნენ,ბიჭებიც მათ გაყვნენ,ზოგი გაიქცა რადგან შარი არ უნდოდათ.გოგოები ლევანმა არ გაუშვა გარეთ
-ქეთ გთხოვ,აქ დარჩით,თქვენ რომ რამე მოგივიდეთ,მერე მე მომკლავენ. მე არ გეცოდები?- საწყალი თვალებით გადახედა გოგოებს,გამამხნევებლად გაიცინა ყველაფერი კარგად იქნებაო და კარებში გაუჩინარდა.
_____
-შენნაირი ახვრები უნდა დადიოდნენ დედამიწაზე და თავინთი ბინძური სულით ამძიმებდნენ აქაურობას? რა გითხარი? გაგაფრთილე ჩამოშორდითქო შენი დედა *** -ზევიდან ურტყავდა მუშტებს ირაკლი თან იგინებოდა,ბიჭების ხელებს ვერ გრძნობდა,არც სიტყვები ესმოდა, სმენაც და გრძნობებიც დახშული ქონდა,მხოლოდ ერთზე იყო კონცენტრირებული,ყველა გრძნობაზე დიდი გრძნობა ყოფილა საყვარელი ადიანის დაცვის სურვილი.
-მოკლავ ირაკლი-შეანჯღრია ლევანმა. გეგაც რაღაცას უყვიროდა,ძლივს აფხიკეს ანდრიას ტანიდან,ერთიც გაიბრძოლა და დანებდა
-იცოდე არ გაეკარო, არც კი დაელაპარაკო თორემ მოგკლავ,მოგკლავ და იცი რომ ამას ვიზავ.-თითის აწევით გამოცრა. ამის გამგონე ანდრიამ ირონოულად ჩაიღიმა,თორნიკეს ხელიდან დაუსხლტა და ახლა ის მოექცა ირაკლის ზემოდან,ახლა ის ურტყავდა გამწარებული
-შენი არასოდეს გახდება დაიმახსოვრე,ვიზრუნებ ამაზე გესმის? სიმართლეს რომ გაიგებს თავად დაგტოვებს.-უკვე მოშორებით უყვიროდა,რადგან ბიჭებს ისევ მოეხერხებინათ გაშველება,თუმცა ახლა გეგამ ვეღარ მოითმინა,ირაკლის ხელი გაუშვა და ანდიას მთელი ძალით მოუქნია მარჯვენა.
-შენ რა იცი,არაფერი იცი შენი კარგი ****. შენი *** . ქეთა ვერ გაიგებს? შენ გაგიგებს შენი ბინძური სულის პატრონს შენი *****
-გაჩერდიიიიიიიიიით-იყვირა უცბად ქეთამ-ერთხელ და სამუდამოდ გეყოფათ. დავიღალე გესმით?დავიღალე. რამდენჯერ გითხარი და აგიხსენი რომ მარტო არ ვართქო.-ანდრიას მიუტრიალდა ქეთა-ხომ გითხარი? რა გინდა,თავს რატომ არ მანებებ? გოგოები დაილია?-ერთი ამოსუნთქვით ამოუშვა მთელი დაგროვილი სათქმელი და ანდრიას მიაშტერდა.
-არ დაგთმობ არავის გულისთვის. და იცი რაა? შენ თავად მოხვალ ჩემთან გესმის?- ირონიულად ჩაიცინა და იქაურობას გაეცალა. ღრმად სუნთქავდა გოგონა,პულსი აჩქარებულიყო,არ იცოდა რა ექნა,ირაკლის თვალების გახსენებაზე სიცივე იგრძნო,ცრემლები მოაწვა თვალებზე,თორნიკესკენ მიტრიალდა
-სახლში წამიყვანე- არც თხოვნას გამოხატავდა მისი ტონი და არც ბრძანებას. თავდაჯერებული გოგოს ხმა იყო რომელიც თითქოს დარწმუნებული იყო რაც უნდოდა,სინამდვილეში კი არაფერიც არ იცოდა.
-მე გაგიყვანთ- უთხრა გეგამ და გოგოებისკენ დაიძრა. ერთხელ გადახედა გოგონამ იქვე სახლთან დამჯდარ ირაკლის,თავი დაბლა ჩაეხარა და არაფერს ამბობდა. გული მოეწურა,ძარღვებში სისხლი გაჩერდა,ცრემლები მოადგა,უნდოდა მოხვეოდა,მოფერებოდა მაგრამ არ შეეძლო. ჯერ უნდა დაფიქრებულიყო. ბიჭებს გახედა,თორნიკე და ლევანი ედგნენ თავზე ძმაკაცს. მოტრიალდა და მანქანისკენ დაიძრა.გზაში სიმშვიდე ნინიმ დაარღვია
-გე რაზე ლაპარაკობდა ანდრია?-კითხა ბიჭს რომელსაც სიმწრისგან საჭეზე ისე ქონდა ხელი მოჭერილი,გეგონებოდათ შემოატყდებაო.
-არაფერზე,ს**** და იმაზე. ლევანი დაეხმარება.-ამ სიტყვებზე ქეთას გადახედა და გააგრძელა-ყველაზე კარგად ლევანმა იცის ასეთ დროს რა უნდა-ასეთ დროს რა უნდა,ფიქრებში გაიმეორა ქეთამ გეგას ნათქვამი,ესეიგი ასეთი შემთხვევა არაერთი ქონია... სიმწრისგან ხელები მაგრად მომუშტა,თავი ფანჯრის მიმართულებით მიატრიალა,რადგან მისი ცრემლები ვერ შეემჩნიათ.


_________________

მიყვარხართ.
ბევრი ბოდიშები და
ბევრი მადლობები :დდდ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო როგორ მაინტერესებს რა ხდება ირაკლის თავს.საინტერესოა ძაან
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი kethrine

La-Na
ოო როგორ მაინტერესებს რა ხდება ირაკლის თავს.საინტერესოა ძაან

მადლობა ლანა რომ კითხულობ. ვნახოთ აბაააა kissing_heart
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი LSD

Vaimee es raikooo shoki piki panika :D❤️❤️Ici rogor mixaria koveldge ro vxedav am istorias? Tab amxela tavebs ? Verc ki warmoidgen ramxela sixaruli shemogalkvs chemshii ❤️❤️ Shen xar chemi shokoladivit gogo ❤️❤️ Icode ar daashoro es osrii raa an kidee aseti rakna iraklim? Chaxlartulia namdvilad rac istorias ufro sainteresos xdis ❤️❤️Xoo isic gavigee chemi mogvare rom kofilxar ( arafershuashi iko es ak magram roar damewera ara :D❤️❤️) velodebi axal tavs warmatebebii tkbiloo❤️❤️

 


№4  offline წევრი kethrine

LSD
Vaimee es raikooo shoki piki panika :D❤️❤️Ici rogor mixaria koveldge ro vxedav am istorias? Tab amxela tavebs ? Verc ki warmoidgen ramxela sixaruli shemogalkvs chemshii ❤️❤️ Shen xar chemi shokoladivit gogo ❤️❤️ Icode ar daashoro es osrii raa an kidee aseti rakna iraklim? Chaxlartulia namdvilad rac istorias ufro sainteresos xdis ❤️❤️Xoo isic gavigee chemi mogvare rom kofilxar ( arafershuashi iko es ak magram roar damewera ara :D❤️❤️) velodebi axal tavs warmatebebii tkbiloo❤️❤️

არა რააა... ხომ ვამბობ ჩემიანი ხართქოო? აგერ მოგვარეც ყოფილხარ ❤️❤️ჩემო ტკბილო მარწყვო, როგორ მიხარიხარ ყოველი თავის დადებისას შენ არიცი, შენი შეფასება რომ მხვდება ❤️❤️ვერ წარმოიდგენ როგორი ღიმილით ვკითხულობ ხოლმე ჩემო გოგო... თავად სიყვარული ხარ შენ ჩემო გემრიელო... მადლობა ბევრიიი :დდდ კარამელი ხარ შენ :*:*:*:*
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent