ცხოვრება გრძელდება _7_
((დილის ექვსი საათი და ოცდაათი წუთი გთხოვთ მოემზადოთ სირბილისთვის)) - ჯანდაბა მაღვიძარა, უკვე დილის შვიდისნახევარია, უნდა ვირბინო. ალექსი ცალ თვალს ახელს და იღიმება. - ჰო კაი ვდგები - ადექი, მე მანამდე დაბლა ჩავალ ყავას მოვხარშავ. ჩემი ვარდისფერი ფუმფულა ხალათი მოვიცვი და ოთახის გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი. - რას აკეთებ? - მადუღარას ვდგამდი შენ ასე უცებ როგორ მოემზადე? უფროსწორად მინდოდა მეთქვა როგორ მოხდა მეთქი. ჯეისი ჩემს სამზარეულოში შემოდის და დიდ ბართან მაღალ სკამზე ჯდება. - შენ დიდი ხანია აღარ მიცნობ ანნა. გამომწვევი ღიმილით მიყურებს და ყავისთვის გამზადებულ ჭიქას აქეთ- იქით ატრიალებს. - ოოო ეს უკვე საინტერესოა. - დიახ დიახ. მხოლოდ გამჭირვალე ფუმფულა ქუდიან ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი დავტრიალებ მდუღარე წყალს თავზე. - ადუღდა, გირჩევნია დროზე დალიო, შენს გამო რომ ვეღარ ვირბინო მოგკლავ იცოდე. ალექსი სერიოზული სახით მიყურებს შემდეგ კი როგორც იცის ჯერ იღიმება მერე კი უბრალოდ სიცილისგან ვეღარ სუნთქავს. - სასაცილო ვთქვი რამე? ჯეისი სკამიდან წამოდგა და გაზქურასთან მოვიდა. - ფიქრობ რომ ჩემს მოკვლას შეძლებ? - რატომაც არა. თითთისწვერებზე ავიწიე და ჯეისს თვალებში ჩავხედე, უეცრად ხელი მომხვია და ისე ძლიერად მიმიკრა როომ ვეღარ ვიშორებ. - მიდი გელოდები მომკალი. - ეჭვიც არ შეგეპაროს რომ მოგკლავ, თანაც მტანჯველი სიკვდილით მოკვდები. ნელა ავწიე თავი და ჯეისს ისევ თვალებში ჩავხედე. წამებში ალექსის სუნთქვა ვიგრძენი ჩემს ლოყასთან, შემდეგ ტუჩები ყელზე და მისი მძიმე და ძლიერი მკლავები ჩემს წელზე. - იქნებ ცოტახანს მოიცადო. ხელში ამიტაცა, ფეხები მის წელზე მქონდა მოხვეული თავი კი მის მხარზე მედო, მესმოდა მისი მძიმე სუნთქვა, ვგრძნობდი მის გულისცემას, მისი ძლიერი მკლავები ისევ გამალებით ეხვეოდნენ ჩემს სხეულს. - უნდა ვირბინოთ. ჩუმათ ჩავჩურჩულე ყურში ჯეისს და ვცადე ხელები გამეშვებინებინა მაგრამ უშედეგოდ. კოლიდორის კიბეს ჩქარი ნაბიით აუყვა, იქიდან გამომდინარე რომ ახლა მეც მისი ნაწილი ვიყავი მეშინოდა არ გადავარდნილიყო. საწოლზე ფრთხილად დამსვა და ტუჩები ჩემს ტუჩებს მიაბჯინა. - გახდები ჩემი? - მე? მე ხომ ისედაც მთელი ცხოვრება შენი ვიყავი. სუნთქვა ამიჩქარდა, მუცელში უცნაურმა შეგრძნებებმა დაუბუდეს, სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, მინდოდა შეწინააღმდეგება და თან თქოს არც მინდოდა. ამ დროს კარზე ზარია. - გააღებ კარს? ბიჭის ხმა გაისმა კარიდან. ერთმანეთს დებილი პატარა ბავშვებივით თვალებში დაბეულად ვუყურებთ, თითქოს ახლაღა ვაცნობიერებთ რა სიდებილეს ვაკეთებდით. ჯეისის წელიდან ნელნელა ჩამომაქვს ფეხები და აღარ ვიცი სირცხვილისგან სად წავიდე, ისევ მივუბრუნდი ჩაის და შაქარი ჩავყარე, ჯეისი ამასობაში კართან მივიდა და გამოაღო. - ხომ მშვიდობაა? - დიახ სრულიად - ანნა მგონი შენთან არიან. უცნაურია, ჩემთან ვინ უნდა ყოფილიყო? თანაც ბიჭი. ჯეისი კარს მოშორდა და კიბეზე ავიდა. - მოვალ მალე, შენ სტუმარს გაუმასპინძლდი. ღიმილით ავიდა ბოლო საფეხურიც და ჩემს ოთახში შევიდა. როგა კართან ახლოს მივედი სტუმარმა ხელი ძლიერად მომიჭირა და მისკენ მიმითრია, საშინლად მტკინვეული იყო საშინლად და ამიტომაც მაშინვე ცრემლები წამომცვივვდა თვალებიდან. - ჯეის მიშველე. სარსოწარკვეთილმა მხოლოდ ესღა მოვასწარი და ჩემი სახლის კარი თვალწინ ჩაიკეტა., ვიგრძენი როგორ დაბნელდა და სუნთქვა როგორ მიჭირდა, მხოლოდ ისღა მახსოვს რომ რაღაცა დამაფარეს და საბარგულში ჩამაგდეს. ცოტახანში სრულ სიბნელეში ვახელ თვალებს, სახეზე თმა მაქვს და მინდა მოვიშორო მაგრამ ვერ ვიშორებ რადგან ხელები ბორკილით მაქვს შეკრული რომელიც გრძელი ჯაჭვით იყო უკიდეგანო სიმაღლის მქონე ჭერზე მიმაგრებული ფეხებიც იგივე მდგომარეობაში მქონდა, საშინლად მეშინოდა, ვიცოდი რომ ჯეისი მაინც მოვიდოდა, რაც არ უნდა ყყოფილიყო ეს, მას ჩემს გამო მაინც შეებრძოლებოდა და თუ მან ბრძოლა დაიწყო მანამდე არ ანებებს თავს ვიდრე არ მიაღწევს საწადელს, ამის მაგალითად ბევრი რამის გახსენება შემიძლია, თუმცა ახლა ისე მეშინია ალბათ გახსენებას კი არა მალე სუნთქვასაც კი შევწყვეტ, ვიყინები, საშინლად მეშინია, მელანდება უცნაური არსებები და ვგრძნობ როგორ შემეყინა ყველაფერი ტანზე, ვერ ვსუნთქავ მიუხედავაად იმისა რომ ამხელა ჭერი აქვს ამ შენობას ჰაერი მაინც არარის საკმარისი, ან კი როგორ შემიძლია ფიქრი, არც კი მინდა რომ ჯეისი აქ მოვიდეს, ვიცი რომ საკმარისად ძლიერია, მაგრამ დავიღალე იმით რომ სულ მე ვარ სუსტი, ასე მხოლოდ მასთანაა სხვებთან ყოველთვის მათზე ძლიერი ვარ, ის ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებს, საკმარისია მის ლურჯ თვალებში ჩავიხედო და მაშინვე მეცლლება ძალა. ცოტაც და საბოლოოდ შევწყვეტ ჩემს უბადრუკ სიცოცხლეს, ისე რა გინდა მაინც ვერავი გნახავს, ისე იქნება როგორც გინდოდა რომ შენი სიკვდიი გაეგოთ, ახალგაზრდაც მოკვდები და აღარ დაგჭირდება პროტეზი და ჯოხი და თანაც ვერავინ გაიგებს, არავის დასჭირდება თვალთმაქცობა რომ ძალიან ედარდები და განიცდის შენს გარდაცვალებას, გილოცავ, მაგრამ ჯეისი!? ის როგორ დავტოვო მარტო? ამას არ იმსახურებს. ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ უკუნეთ სიბნელეში რაღაც ოთხკუთხედი სინათლე გამოჩნდა, სავარაუდოდ კარი გააღეს, დიახ, დიახ, კარი გააღეს. ჩემთან მოდის ერთი შავებშუ ჩაცმული, ღიპიანი კაცი და ჯაჭვს უფრო მაღლა სწევს. - ახლა არ მოვა ის შენი პრინცი ვინც ჩემი შვილის წარმატება წაიღო? - რაზე საუბრობთ? რა წარმატება? ვინ ხართ საერთოდ! გაბრაზებული გავჰკივი და ცარიელი სივრცე ექოს აძლევს ჩემს ისედაც წრიპინა ხმას. - რაო პატარავ, რამ გაგაბრაზა? მე ალექსის მამა ვარ, იმ ბიჭის ლიდერი რომაა მთელი ათი წელია, ახლა კი შენ წაართვი მას ის რაც მისი იყო. ამდენს ვეღარ გავუძელი, ისედაც სიბნელეში უფრო მეტად დამიბნელდა და გრძნობელობა დავკარგე, თვალები ღია მქონდა, მაგრამ ვერ ვლაპარაკონდი, ფეხები ძირს მედგამაგრამ ვერ ვგრძნობიდი, ხელებზე ხომ ზედმეტია საუბარი, იმაშიც ეჭვი შემეპარა ადგილზე მქონდა თუ არა. - აბა ერთი კარგად ა,ოღერღე ვინ ვის რა წაართვა ბიძაჩემო? ჯეისის ბოხი და ცივი ხმა მთელს შენობას ყინულივით მოედო, სიხარულისგან ვერც კი გავიღიმე ისეთი პარალიზებული ვიყავი. - აიიი ვისაც ველოდი ისიც მოსულააააა. შე ლაწირაკო მოდი აქ. ალექსის მამა დიდი ნაბიჯებით წავიდა ჯეისიკკენ, მაგრამ როგორც კი ჯეისს მიუახლოვდა მაშინვე კედელზე აღმოჩნდა. ა;ბათ გიკვირთ თუ სიბნელე იყო რანაირად დაინახა ამან ეს ყვეაფერი რა ბანალურობააო, დიახ, შეიძლება ბანალურია მაგრამ ჯეისს თავზე სანათი ეკეთა და ყველაფერს ადვილად ვხედავდი. - მომისმინე ბიძაჩემო, მამაჩემის ტოლი კაცი ხარ, რომელიც უკვე აღარ მყავს და ასაკის გამო არაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემს გოგოს კიდევ ერთხელ, თუმდაც თმისღერიც რომ ჩამოუვარდეს, გეფიცები შენს შვილს კარიერას კი არა სიფათს წავართმევ, ახლა კი წადი და ახლოს აღარ გაგვეკარო. უი ხო შენს შვილს გადაეცი თუ რამე უნდა მე მითხრას და არა მამამისს, ჯეისს სახელოთი ეჭირა ალექსის მამა და ვხედავდი მის შეშინებულ სახეს, თითქოს აიზბერგი მოფრინავს მისკენ და ის ვერ აღწევს თავს ხაფანგს რომ გაიქცესო. ალექსის მამა როგორც იქნა გავიდა, ჯეისი სწრაფად მოვიდა ჩემთან და ჯაჭვების გახსნა დაიწყო, როგორც მჩვევია გონება ისევ პაპასთან წავიდა. გონს რომ მოვედი უკვე მანქანაში ვიყავით, თავი ჯეისის მხარზე მედო და მისი მკლავები მთელს წელზე მჭიდროდ მომკვროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.