შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება _6_


24-03-2017, 01:32
ავტორი Frigga
ნანახია 1 447

- გაყინული ხარ.
- ვიცი, გზაში ძალიან შემცივდა.
ჯეისი მკლავებს ისე მხვევს ლამის სუნთქვა შემეკრას, მაგრამ ისეთი თბილია არ მინდა გამიშვას.
- მაპატიე
ყურში ნაზად ჩამჩურჩულა ჯეისმა.
- რისთვის?
ხელები გავაშვებინე და ჯეისის მხარეს გადმოვბრუნდი, როცა მისი თვალები დავინახე, მისი ლურჯი თვალები, რატომღაც მომეჩვენა რომ ზღვის ტალღების ხმა მომესმა, მის თვალებში ზღვა ირეკლებოდა.
- რომ წავედი.
არ ვიცი მართლა ნანობდა თუ არა თავის იმ დროინდელ გადაწყვეტილებას ჯეისი, მაგრამ მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და უმეტესწილად ყოველთვის გამართლებულად მომჩვენებია მისი საქციელი.
- არაფერი გაქვს მოსაბოდიშებელი ეს მამაშენის გამო წახვედი რომელიც ძალიან ცუდად იყო და უბრალოდ ეგოიზმი იქნებოდა აქ რომ დარჩენილიყავი, მე მესმის, უბრალოდ თავიდან ვერ გავიაზრე.
- კიდევ გცივა?
- ისე რაა, უფროსწორად გვერდით ცენტრალური გათბობა მყავს და რა შემაციებს.
ბალიშს ვიღებ და ხარხარით ვურტყავ ჯეისს.
- გეყოფა ქაჯო თორემ მეც დავიწყებ და თმიდან ბუმბულების მოშორება მოგიწევს
მე მაინც შეუჩერებლად ვურტყამ, ასე კარგახანია არ მიცინია, ის კი ჩემი საუკკეთესო მეგობარია და ყველაფერი იცის ჩემზე, ასე რომ...
- შენსას არ იშლი ხოო?
- არა.
უბრალოდ ვურტყამდი ჯეისს და სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა.
- ეგრე ხოო? ბოლოჯერ გკითხავ არ მორჩები?
ჯეისი წამოხტა, ხელები მაგრად მომხვია წელზე და საწოლზე დამანარცხა.
- რატომ ხარ ასეთი?
- როგორი?
- აი ასეთი როგორიც ხარ?!
- რავიცი ალბათ ასეთი უნდა ვყოფილიყავი და ვარ კიდეც.
ასე ჩახუტებულები ვლაპარაკობდით ყველაზე და ყველაფერზე სანამ ლაპარაკისგან დაღლილს ისევ მის მკლავზე არ დამეძინა.
- ოუ გამარჯობა.
- რომელი საათია?
- უკვე საღამოს ათის ნახევარი.
ამდენი ხანი მეძინა?
- შენ წარმოიდგინე.
ჯეისს ბუხარი აეგუზგუზებინა, იქვე ჩემს ბალიშების კუთხეში კომფორტულად მოთავსებულიყო და ახლა გაშტერებული ლამაზი ღიმილით მომშტერებოდა.
- შენ რა სულ აქ იყავი?
ვიზმორები და ბალიშს ვიმზადებ რომ მივეყუდო.
- ამ სიამოვნებას ვერ გამოვტოვებდი.
- როდის მერე რამიხდი ასეთი როანტიკოსი?
- სულ რომანტიკოსი ვიყავი.
ბალიში ავაფუმფულე შემდეგ წამოვიწიე და მივეყრდენი.
- მოდი რა, კიდე მეძინება.
- ბარემ ამ სახლშიც ხომ არ გადმოვიდე?
სიცილით წამოდგა ბალიშებიდან ჯეისი და ჩემსკენ ნელა წამოვიდა.
- მოდი.
საწოლზე ბრთხილად დაჯდა და ისევ თვალებში დამიწყო ყურება.
- რა იყო? შენი თვალების ფერია ოღონდ უფრო ღია.
- შენი უფრო ლამაზია.,
- მცივა.
- მოდი.
ალექსი საბანს ისევ წევს და ისევ ცხელია, სასიამოვნოა როცა ის მეხუტება თითქოს სადღაც სხვაგან მივდივარ.
- სხვებთან რატომ ცდილობ ძლიერი გამოჩნდე?
- საკუთარ კითხვაზე თავად დაფიქრდი და იპოვი პასუხს.
- ეს ისედაც გასსაგებია.
- იცი?! ეს ზედმეტად ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის, არც შენ მინდა ზედმეტი წუწუნით თავი მოგგაბეზრო.
ჯეისმა ხელები მომაშორა, საწოლიდან წამოდგა და კარისაკენ წავიდა.
- როცა დარწმუნდები რომ ნამდვილად არასდროს მომბეზრდები მაშინ დამიკავშირდი კარგი?
დაფეთებული ვხტები ლოგინიდან და ჯეისთან მივდივარ.
- არ გინდა.
- კი.
ცივად მპასუხობს ჯეისი და კარს ზურგს უკან იხურავს.
მთელი ღამე ტირილში გავატარე, (( ნუთუ ამისთვის მოვიდა რომ მიეტოვებინე? ქვეცნობიერო შენ ნუღარ მიმატებ გთხოვ, არა სწორედაც მართალი ვარ, არ უნდა გეპატიებინა, რა არ უნდა მეპატიებინა ის რომ ადამიანი საკუთარი მამის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდა? დიახ, შენ მართლა გაგიჟებულხარ,.))
ჯანდაბა დილის შვიდი საათია წავედი მე უნდა ვივარჯიშო.
ვდგები ვიცმევ მოკლე ტოპ ნაცრისფერ ადიდასის ზედას და მოტკეცილ ელასტიკს, ვიღებ ტელეფონს ტუმბოდან ყურსასმენებიანა რომელიც ამავე ტუმბოს უჯრაში დევს და ჩემს შავ ოთახს ვემშვიდობები, გავდივარ კოლიდორში და შემდეგ კიბით დიდ მისაღებში ვხვდები, სწრაფად ვიცვამ ჩემს სტარის ფეხსაცმელს და კარს ვკეტავ, ეზოში სასიამოვნო ჰაერი მხვდება თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, ეს ხომ დიდი ქალაქია, ქალაქი რომელსაც არასდროს ძინავს, რა გასაკვირია ამდენი სიბინძურე?!
ტაქსს ვაჩერებ და ფიტნეს კლუბში მივდივარ.
ვარჯიშისგან დაღლილსა და ძალაგამოცლილს აღარაფრის თავი მაქვს, ფიტნეს კლუბიდან მომავალი ისევ ამ წყეული სახლის კარს ვაღებ და ისევ იგივე ხდება როგორც ყოველთვის.
ისე მეძინება თვალს ძლივს ვახელ.
საძინებელში ავდივარ, კარს ვაღებ ყურსასმენებს ვიხსნი, ტელეფონს იქვე ჩემს შავ_თეთრ საწლზე ვაგდებ, ოთახი ჩაბნელებულია, მეც მეტი რამინდა?! ვზივარ და ვტირი, საკუთარ თავს მაინც ვერ დავინახავ სარკეში და.
- სად ხარ ჯეის?! ნეტავ ახლა აქ იყო, არ მინდოდა ასე, მართლა მაგრამ ასეთი ვარ, რა მექნა მართლა არ მინდოდა შენთვის თავის მობეზრება, ნამდვილად არ მინდოდა დამეწყო იმის მოყოლა რისი მოყოლისასაც ყველა გარბის ჩემგან, ნუთუ ეს ასეთი რთული გასაგები იყო? მაგრამ ოღონდ ახლა გამოჩნდი და ჩამეხუტე, მეტი არაფერი მინდა.
თვალებ ჩასიებული საწოლზე მოკუნტული და ტირილით შეციებული ვწევარ, მუხლები ლამის ცხვირთან მაქვს და საშიინლად ვტირი, ლამის გული ამომვარდეს, სუნთქვაც მიჭირს.
- გეგონა მართლა მიგატოვებდი?
- ჯეის, ჯეის აქ ხარ?
საწოლიდან სწრაფათ ვხტები და უმისამართოდ ვაცეცებ თვალებს.
- დიახ.
ჯეისის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს სხეულთან ძალიან ახლოს.
ვბრუნდები მის მხარეს და მისი სხეულის სიმხურვალე ახლავე მათბობს.
უბრალოდ ვეხუტები, ეს მართლა მჭირდება, მის გულისცემას ვუსმენ.
- ისევ შეგცივდა? მშიშარა, მცივანა და ბოთე ხარ, ნაღდი ბოთე, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ გარეთ გასვლისას თბილად უნდა ჩაიცვა?
ჯეისს ხელში ავყავარ, სხვა გზა არც ააქვს იმიტომ რომ მუხლები მეკვეთება და ლამისაა დავეცე, საწოლზე მაწვენს და საბანს მაფარებს.
- მადლობა ჯეის, ყველაფრისთვის.
- რატომ?
- რა რატომ?
- მადლობას რატომ მიხდი?
- იმიტომ რომ მაპატიე?
- ხუმრობ ხო?
- არა.
- ბოდიში არა იხვისტოლმა.
ხარხარებს ჯეისი და ბუხრისკენ მიდის, შეშას ალაგებს სანთებელას აგდებს ბუხარში და ისიც უკვე ანთია.
- ტყუილად არ გეძახი გათბობას, მე ის ვერ მიშველის.
ალექსი ნელა მოდის და საწოლში წვება, ის ისე ძლიერ მეხუტება რომ მის ყველა მოძრაობას ვგრძნობ, ვმშვიდდები და ისევ უმწეო კნუტი(ვით) მეძინება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent