შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (სრულად)


7-04-2017, 01:18
ავტორი nina.d.
ნანახია 14 347

დილით ავთოს ოთახში შემოვარდნამ და ყვირილმა გამომაფხიზლა, ბუზღუნით წამოვიწიე საწოლზე და მკვლელი თვალებით შევხედე.
-რა ჯანდაბა გინდა?
-თოვლი მოვიდა.
-მართლა?
-კიი._საწოლიდან წამოვფრინდი და ფანჯარასთან მივედი, ყველაფერი გადათეთრებულია, მაგრამ ეზოში მოუსწრიათ უკვე ბავშვებს მაიმუნობა. მიყვარს ზამთარი, სიცივით, სითეთრით და ყველაფრით. სიცივისგან, რომ გაიყინები, შემდეგ თბილ სახლში მიხვალ, დალევ ყავას ან ჩაის, ცხელი სითხისგან მოგვრილი სითბო სასიამოვნოდ დაივლის მთელ სხეულში და ეს სიცივეც უცებ გაივლის.
მე ნინი დემეტრაძე ვარ, 19 წლის, საშუალო სიმაღლის, წაბლისფერი გრძელი თმით, ყავისფერი თვალებით და შეყვარებული არ მყავს. ვარ სტუდენტი პირველი კურსის, ვმუშაობ ბარში. მშობლები არ მყავს, ამის გახსენება არ მსურს. ვცხოვრობ ბიძასთან, მის მეუღლესთან და ბიძაშვილებთან ერთად. ბიძამ საკუთარ თავზე აიღო ჩემი აღზრდა, ისინი ჩემი მეორე მშობლები არიან. ავთო ჩემი ბიძაშვილია, 20 წლის, ცუდი ბიჭი არაა უბრალოდ აუტანელია. მყავს პატარა ბიძაშვილებიც: სესილი, პატარა ფერია, 6 წლის და ბატონი გიორგი 14 წლის. ბიძას დავითი ქვია, საკუთარი ბიზნესი აქვს და მას უძღვება, ავთოც ეხმარება და თან სწავლობს, მესამე კურსის სტუდენტია უკვე. ალბათ იფიქრებთ ბიზნესმენი ბიძა თუ ყავს მუშაობა რა საჭიროაო. ჩემთვის საჭიროა, საკმარისად დამეხმარნენ უკვე და მინდა ჩემი ფული მქონდეს, ხო მართალია ბევრი არაფერი არაა მაგრამ მაინც ჩემი შრომითაა ნაშოვნი.
-დღეს მე წაგიყვან უნივერსიტეტში.
-კაი._აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, გავემზადე და სამზარეულოში გავედი, ყველანი იქ იყვნენ. მივესალმე და მაგიდას მივუჯექი, ვისაუზმეთ და ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. მე და ავთო უნივერსიტეტში, სესილი და გიორგი სკოლაში, დავითი სამსახურში და ბიცოლა სახლში. უნივერსიტეტში მივედით, ქუჩაში ავთოს ძმაკაცები იდგნენ და საუბრობდნენ. მათთან მივედით, ბიჭებს მივესალმე, აკომ ხელი გადამხვია და მიმიხუტა. აკო ჩემი მეგობარია სულ ასე ვართ ერთმანეთთან, თან ავთოს ძმაკაცია. ვინმე სხვას, რომ გაეკეთებინა ეს ალბათ კარგად იჩხუბებდა, ალბათ კი არა იჩხუბებდა.
-დღეს ჩემთან ავალ.
-რატომ?
-სამსახურიდან პირდაპირ იქ წავალ თან ნახატი მაქვს დასამთავრებელი.
-თუ გვიან მორჩები დამირეკე და მოვალ.
-იქ დავრჩები.
-კარგი რა.
-ხო იცი, რომ აზრი არ აქვს მაგ თემაზე საუბარს. წავედი ბიჭებო მე, ჭკვიანად იყავით._ავთოს ვაკოცე და შენობისკენ წავედი, თოვლის გუნდა გავაკეთე და მათეს ვესროლე, გაკვირვებულმა შემომხედა, სიცილი ამიტყდა და შენობისკენ გავიქეცი. უკან კი მისი ხმა მომეწია.
-გამოხვალ შენ აქ და მერე ნახე რა მოგივა.
აუდიტორიაში სიცილით შევირბინე, სალომეს გვერდით მივუსკუპდი და ამოვისუნთქე. სალო ჩემი მეგობარია, გიჟი, გადარეული, რავი ყველაზე კარგი მყავს.
-რა იყო გოგო?
-მათეს გუნდა გავარტყი და გამოვექეცი._გამეცინა და აუდიტორიას თვალი მოვავლე. ერთი უცხო გოგო მომხვდა თვალში და მაშინვე სალოს მივუბრუნდი.
-გიჟი ხარ რა.
-ის გოგო ვინაა?
-ჩვენი ახალი ჯგუფელი.
-წამო გავიცნოთ.
-წამო.
იმ გოგოსთან მივედით.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-მე ნინი ვარ, ეს სალომეა ჩემი მეგობარი. შენ რა გქვია?
-მე მარი მქვია. როგორც ჩანს ჩემი ჯგუფელები ხართ.
-კი ნამდვილად ეგრეა._გავუცინე, მანაც გამიღიმა.
-ჩვენთან გადმოჯექი.(სალო)
-კარგი._ჩვენს ადგილს დავუბრუნდით, მარი შუაში დავსვით. ლექცია დაიწყო, როგორც სკოლაში ფურცელზე რაღაცეებს ვწერდით და ერთმანეთს ვაძლევდით. მთელი ლექცია სიცილში გავატარეთ.
ლექციები, რომ დამთავრდა უნივერსიტეტის შენობიდან ერთად გავედით. თვალი მოვკარი თოვლის გუნდით მდგარ მათეს და გავიქეცი, უკან ვიხედებოდი როცა ვიღაცას დავეჯახე და ძირს დავეცით ორივე ერთად. თვალები გავახილე და სიმპათიური ბიჭი შემრჩა ხელში, რომელსაც ზემოდან ვეგდე ასე, რომ ვთქვათ. თვალებში ვუყურდბდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.
-ტუჩიდან სისხლი მოგდის._მისმა ბარიტონმა სასიამოვნოდ გაიელვა ყურებში, ჟრუანტელმა დამიარა, ასეთი არასდროს არაფერი მომსვლია. მათე ჩვენთან გიჟივით მოვარდა, ფეხზე წამომაყენა და ჩამეხუტა.
-კარგათ ხარ?
-კი.
-ბიჭო წინ არ უნდა იყურო?
-ჩემი ბრალია მე არ ვიყურებოდი წინ._გამოვესარჩლე იმ ბიჭს. გოგოებიც მოვიდნენ.
-დამიანე._თქვა მარიმ და ჩაეხუტა.
-ხო მე დამიანე ვარ, მარის ძმა.
-ძმაო, ეს ნინია თოვლში, რომ ამოგაყირავა, ჩემი ჯგუფელი._თვალებზე ხელი ავიფარე, დანარჩენებს გაეცინათ.
-სასიამოვნოა._ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც._ხელი ჩამოვართვი, ისევ ჟრუანტელი და აჩქარებული გული.
-მათე, ნინის ძმაკაცი._ხელი ჩამოართვა მათემ.
-ეს სალომეა, ასევე ჯგუფელი.
-ძალიან კარგი._გამიღიმა.
-ბოდიში, უბრალოდ ამ იდიოტს გავურბოდი.
-არა რა ბოდიში, შენ დაშავდი ისევ, აშკარაა, რომ ტუჩი გაგიხეთქე.
-ეს შემთხვევით მოხდა.
-შენც შემთხვევით დამეჯახე._ისევ გამიღიმა, რა საყვარელია ისე. ტანსაცმლიდან თოვლი დაიფერთხა, შემომხედა და თვალს არ მაცილებდა. გამოკვეთილი ნაკვთები, წაბლისფერი თმა და ყავისფერი თმა, ფერმკრთალი ტუჩები, ჩემზე ცოტა მაღალი და კარგი ტანით. მისი მეტყველი თვალები მითრევდა ყველაზე მეტად და ამხელა გოგო შტერივით ვუყურებდი. მხოლოდ ავთოს ხმის გაგონებისას მოვედი გონს.
-რა ხდება ჩემო გოგო?
-არაფერი.
-მოიცა ტუჩზე რა გჭირს?
-უბედური შემთხვევა მოვახდინე._გავუცინე.
-აბა მოყევი...
-მათე მომდევდა გუნდით ხელში, მე გავიქეცი. უკან, რომ ვიყურებოდი ამ ბიჭს დავეჯახე და ტუჩი გამისკდა. ეს დამიანეა, მარის ძმა. მარი ჩემი ჯგუფელია.
-მოიცა გავაანალიზო... ხო სასიამოვნოა, მე ამ ქალბატონის ბიძაშვილი ვარ, ნუ ფაქტობრივად ძმა._ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
-შენთან ბარში წავიდეთ რა.(სალო)
-წამოდით მერე ისედაც სულ იქ არ ხართ?
-მარი თქვენც ხო წამოხვალთ?
-ძამიკო ხო წამოხვალ?_კატის თვალებით ახედა მარიმ ძმას, გამეცინა და ავთოს მივუბრუნდი.
-შენც მოდიხარ ხო?
-კომენტარის გარეშე.
-ნეტა რატომ არ მიკვირს._მხარზე ხელი მივარტყი, ისედაც სულ ბარშია ვინმემ, რომ არ შემაწუხოს, თვითონ თუ არაა თავისი საძმაკაცოს, რომელიმე წევრს ტოვებს. მაგრამ უფრო მათე, ალექსანდრე, თოკო და აკო არიან ხოლმე იქ. დანარჩენებსაც ვიცნობ მაგრამ ვისთანაც კარგად ვარ ისინი რჩებიან ხოლმე. მე და სალო ავთოსთან ჩავსხედით, დამიანე და მარიც წამოვიდნენ. ბარში მივედით, გოგოებს მივესალმე, სანამ ჩემი სამუშაო საათი დაიწყებოდა მაგიდას მივუსხედით, ნახევარი საათი ასე საუბარში და ხუმრობაში გავატარეთ, დამიანე თვალს არ მაშორებდა.
-წავალ გამოვიცვლი.
-ვერ მივხვდი?_გაიკვირვა მარიმ.
-მე აქ ვმუშაობ მარუსი.
-რატომ მუშაობ?_მკითხა დამიანემ. გამიკვირდა მაგრამ თან გამიხარდა.
-ვერც მე ვიგებ._ჩაერთო ავთო.
-ავთო გთხოვ ეხლა არ დაიწყო._წავედი და ბარის წარწერიანი მაისური გადავიცვი. ისე ბარის ლოგო და სახელწოდება ჩემი დახატულია. სამუშაო დღეც დაიწყო, ხალხმა იმატა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი დამიანეს მზერას. შეკვეთები მიმქონდა მაგიდებთან და სულ ასე დავდიოდი ღამის 12-მდე. იმ დღისით რაღაც სასწაული მოხდა, არც ავთო იყო იქ და არც რომელიმე ბიჭი. ბარი დაიცალა, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და ბარიდან გავედი, ფეხით გავუყევი თბილისის თოვლიან ქუჩებს. ტელეფონი მირეკავს და ვპასუხობ:
-გისმენთ.
-დამელოდე._გავიგე ის ხმა, რომელმაც ასე მიმიზიდა.
-დამიანე?
-კი. უბრალოდ დამელოდე სადაც ხარ.
-კარგი._ყურმილი დავკიდე და დაველოდე როდის გამოჩნდებოდა. მაგრამ ტყუილად, გზა განვაგრძე, გულში ჩემ თავს ვლანძღავდი.-ვის უჯერებდი, ვის? ერთხელ ნახე და გადაირიე მოკლედ. ვიღაც ტიპს დაუწყე ლოდინი ან რისთვის. ამ დროს კორპუსამდეც მივედი, ჩემ ბინაში ავედი.
ჩემი მშობლების სახლი, სახლი სადაც 10 წლამდე მხიარულება და ჟრიამული იყო, მის შემდეგ კი არაფერი, მხოლოდ მშობლების ოთახია ისევ ისეთი როგორიც იყო, ყველა ნივთი ისე დევს, როგორც დედამ და მამამ დატოვეს. 15-ის, რომ გავხდი ეს სახლი ჩემ შემოქმედებად ვაქციე. ყველა კუთხეში, კედელზე, ჭერსა თუ იატაკზე შეამჩნევდით ნახატს. დაინახავდით გამათბობელთან დაგდებულ ლეიბს, მის გარშემო კი ფუნჯებს, საღებავებს, მისასხურებელ საღებავებს, მოლბერტს, ფანქრებს, ფლომასტერებს, ფურცლებს და ყველაფერს რაც ხატვისთვისაა საჭირო. მშობლების ოთახის ჭერზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მთვარე მქონდა დახატული, ეს მხოლოდ მე ვიცოდი და იქ შესვლის უფლებას არავის ვაძლევდი. ახლა კი ავთოს პორტრეტი უნდა დამემთავრებინა, რადგან მისი დაბადებისდღე გათენდებოდა ერთი დღის შემდეგ. ხატვას შევუდექი, ტელეფონის ხმა გავიგე, ისევ უცხო ნომერი იყო, ვუპასუხე:
-გისმენთ.
-მარი ვარ.
-ხო მარი გისმენ.
-სად ხარ?
-სახლში. რა ხდება?
-არა არაფერი. შენი ფბ-ზე დამატება მინდა და.
-დარწმუნებული ვარ სალომე დაგამატებდა უკვე. ველოდები მეგობრობის მოთხოვნას._გავიცინე.
-მეგობრობის თხოვნა ადგილზეა.
-თანხმობაც ადგილზეა._რამდენიმე წამში კი დამიანესგან მოვიდა მეგობრობის თხოვნა, დავამატე ჩემი რაღა მიდიოდა. სულმა წამძლია და მის გვერდზე შევედი, ძალიან სიმპატიურია ვაღიარებ. ვგიჟდები მგონი უკვე, მისი გვერდიდან სასწრაფოდ გამოვედი.
-გოგო, რას აკეთებ?_გავიგე ისევ მარის ხმა, სულ დამავიწყდა, რომ ველაპარაკებოდი საერთოდ.
-ვხატავ, შენ რას აკეთებ?
-დამიანესთან ერთად ფილმს ვუყურებ._მისი სახელის გაგონებაზე გული ამიჩქარდა და მისმა სახემ გამიელვა თვალწინ.
-კარგია. უნდა გავთიშო ნახატი მაქვს დასამთავრებელი.
-შენი ნახატები ერთხელ აუცილებლად უნდა ვნახო.
-ხვალ გამომიარე და გაჩვენებ.
-მისამართი მომწერე უეჭველი.
-კაი მოგწერ._ყურმილი დავკიდე და მარის ჩემი ბინის მისამართი მივწერე, შემდეგ კი ხატვა გავაგრძელე. 4 საათი ხდებოდა საბოლოოდ, რომ მოვრჩი ხატვას. ნახატი ჩარჩოში ჩავსვი და შევფუთე. დავწექი, ვერ ვიძინებდი, სულ დამიანე მიტრიალებდა თავში და ეს უკვე მაღიზიანებდა. როგორც იქნა ჩამეძინა.
დილით ზარის რეკვამ გამაღვიძა, ძლივს ავდექი და კართან მივედი, გავაღე, იქ კი მარი და დამიანე დამხვდნენ. მარი ჩამეხუტა, დამიანეს კი უბრალოდ მივესალმე და სახლში შევიპატიჟე. გაოცებულებმა მოათვალიერეს მისაღები ოთახი, ღიმილით ვუყურებდი მათ სახეებს და თან ზეპირად ვიმახსოვრებდი, რომ არ დამვიწყებოდა და დამეხატა. ყველა ოთახი, რომ მოათვალიერეს მხოლოდ ერთი ოთახი იყო დარჩენილი.
-ეს რატომაა ჩაკეტილი?
-მანდ შესვლა აკრძალულია.
-რატომ?
-ჩემი მშობლების ოთახია.
-მშობლები სად არიან?
-აღარ არიან._თავჩაღუნულმა ვუთხარი და გამათბობელს მივეყრდენი ზურგით. მარი გვერდით მომიჯდა, დამიანე კი სავარძელში ჩაჯდა და თვალს არ მაშორებდა.
-რამდენი ხანია?
-9 წელი.
-მე ვერც კი წარმოვიდგენდი მაგას, გუშინ ისეთი მხიარული იყავი.
-უბრალოდ არ ვსაუბრობ მაგ თემაზე და სხვას არ ვახვევ თავს ჩემ პრობლემებს._მარი ჩამეხუტა.
-ჩემი თბილი გოგო._ჩემმა ტელეფონმა დარეკა, მათე იყო.
-გისმენ მისტერ სიმპატიურო.
-სად ხარ ჩემო ალქაჯო?
-ჩემთან, რა ხდება?
-ხვალინდელზე მინდა დალაპარაკება.
-კაი, მოდი აქ ვარ._ყურმილი დავკიდე.
-ყავას დალევთ?
-მე კი, ოღონდ უშაქრო.
-არ თქვა, რომ დიეტაზე ხარ თორემ დაგახრჩობ._გაბრაზებულმა შევხედე.
-არა არ ვარ, უბრალოდ ტკბილი არ მიყვარს.
-ჰა?_გაოცებულმა გავხედე.
-ხო ტკბილეულს არ ვჭამ.
-დამიანე შენი და მეღადავება?
-არა, ეგრეა.
-და რატომ?
-დიეტაზეა.
-ხო გითხარი დაგახრჩობ-მეთქი.
-კაი რა, ნახე როგორი მსუქანი ვარ.
-რაო? როგორც მე არ მჭირდება ბარში მუშაობა, ისე შენ არ გჭირდება დიეტა.
-კაი ხო არ მცემო.
-სიამოვნებით ვიზავდი მაგას._სამზარეულოში გავედი, ყავაში შაქარი ჩავუყარე, მხოლოდ ერთი კოვზი, შოკოლადის ნამცხვარი დავჭერი და თეფშებზე დავაწყე. მისაღებში გავედი და ყველაფერი მაგიდაზე დავდე. მარიმ ნერწყვი გადაყლაპა ნამცხვრის დანახვისას და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე.
-ვითამაშოთ ეხლა მატარებელი და თვითმფრინავი თუ თავად მიირთმევ?_გავუცინე მარის, დამიანეს გაეცინა და ყავა მოსვა. იდიოტი ამ ყინვაში, რომ გარეთ მალოდინა არ სცხვენია მაინც?
-ჩემით ვიზამ._თეფში აიღო და ნამცხვარი დააგემოვნა.
-მე გამოვაცხე._დამიანეს ხველება აუტყდა და მითხრა:
-იმედია არ მოვიწამლები.
-საავადმყოფოში მოგინახულებ არაუშავს._თვალი ჩავუკარი და ყავა მოვსვი.
-აუ ძალიან გემრიელია.(მარი)_დამიანემაც გასინჯა და ჩუმად იჯდა.
-აბა მოიწამლე? სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო?_სიცილით ვუთხარი.
-არა, მართლა ძალიან გემრიელია.
-მადლობა._კარზე დააკაკუნეს.
-მათე ღიაა შემოდი._გავძახე, ისიც უცებ გაჩნდა მისაღებში, უკან სალომე მოჰყვა და შემდეგ აკო.
-აუ ნიინ მეც მინდა ნამცხვარი._კატის თვალებით შემომხედა სალომ.
-მოგიტან ჩემო სიხარულო._ფეხზე წამოვდექი.
-ჯერ მოდი ჩემთან._მითხრა აკომ და ხელები მომხვია.
-მომენატრე._ყურთან ვუჩურჩულე და უფრო მაგრად ჩავეხუტე.
-მეც ჩემო ციცქნა. ეს ბიჭი ესე რატომ მიყურებს?
-ესე როგორ?
-მტრულად._ჩამეცინა.
-მარის ძმაა, რამე არ მიქარო იცოდე._ამ საუბარში ვიყავით მათეს ხმა, რომ გავიგეთ.
-ცალკე მაინც გადით ეეე._აკოს მოვშორდი და მათეს მივუბრუნდი.
-შენ ერთი გუნდა არ გეყო მგონი._ენა გამოვუყავი და აკოს ჩავეხუტე.
-ყავას გამიკეთებ?
-კი, მაგას რათ უნდა კითხვა.
-ჩემი გოგო, მეც მოგეხმარები._თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და სამზარეულოში გავედით. შევედით თუ არა, აკომ ხელი მომხვია და თავისკენ მიმაბრუნა.
-აბა პატარა ქალბატონო მომიყევი.
-რა მოგიყვე?
-იმ ბიჭზე.
-და რა მოგიყვე, რა გინდა?_გავიოცე ვითომ ვერ ვხვდებოდი რაზე მეკითხებოდა.
-ხო იცი ვერ მომატყუებ.
-მართლა, ჯერ არაფერი არ ხდება. უბრალოდ ახლოს როა გული მიჩქარდება.
-ჩემი გოგო, დამშვიდდი გულის შეტევა არაა საჭირო._გამიცინა და ლოყაზე მაკოცა. მისაღებში ყავით და ნამცხვრით დავბრუნდით. აკო გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია, მათე ხან მე შემომხედავდა და ხან დამიანეს. დამიანეს იმიტომ, რომ თვალს არ მაშორებდა, მე კი უხერხულად ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ეს სიტუაცია ისევ მათემ გამოასწორა.
-აბა ხვალ რას ვაკეთებთ?
-არავინ არ უნდა მიულოცოს ხვალ, ეგ იცოდეთ.
-და რა ხდება ხვალ?_(მარი).
-ავთოს დაბადების დღეა და სიურპრიზს ვუწყობთ.
-აჰა გასაგებია.(მარი)
-ხვალ დაპატიჟებული ხარ და დამიანე შენც თუ გინდა მოდი.
-თუ მეცლება მოვალ._ნეტავ ვერ მოიცალოს, გულში გავიფიქრე და ისევ ბავშვებს მივუბრუნდი.
-მოკლედ, ბიჭებო თქვენ ავთოს გაიტყუებთ სახლიდან, ბიჭებსაც ეტყვით, რომ არ მიულოცონ. სახლში ჩვენ მოვაგვარებთ, მოვრთავთ და რაღაც ეგეთები.
-რაღა დარჩა?_გამიცინა აკომ.
-ალექსანდრე და თოკო ჩემთან იქნებიან, რომ მომეხმარონ. სახლში, რომ მოვა და ერთი ჭიქა მაინც ჰქონდეს დალეული თქვენ ვერ გადამირჩებით, გასაგებია?!
-დიახ უფროსო._ჩაიხითხითა მათემ.
-ჯერ არაფერს გეუბნები._თვალი ჩავუკარი და მარის მივუბრუნდი.
-მარუს ხო დაგვეხმარები?
-მაგას კითხვა რათ უნდა ნიინ?
-რავი, ჩემთან გამოიპრანჭე მერე მაკიაჟი ჩემზე იყვეს.
-ხელოვანის ხელით გაკეთებული მაკიაჟი, უკვე საინტერესოა._გამიღიმა.
-არ მივხედოთ საქმეებს?(აკო)
-კი, კი წავიდეთ.(მათე)
-აუ მარი...
-ხო..
-ეს შენ წაიღე რა.
-რა არის?
-ავთოს საჩუქარი და ეხლა, რომ მივიტანო სახლში მიხვდება. ხვალ, რომ წამოხვალ წამოიღე და არ დაგრჩეს.
-კარგი.
დავიშალეთ, აკომ სახლში წამიყვანა და სალოც ჩემთან წამოვიდა. ავთოს უჩუმრად გავაკეთეთ ყველაფერი, დავითი და მარინა ბიცოლაც დავითანხმეთ, რომ არ მიელოცათ. სესილი და გიო ეგრევე დაგვთანხმდნენ ჩემთან წაყვანა, რომ ვუხსენე. ჩანთა ავიღე და სამსახურში წავედი. ფორმა ჩავიცვი და ჩვეულ გარემოში დავიწყე ტრიალი, ერთ-ერთ მაგიდასთან შეკვეთის ასაღებად მივედი, არც შემიხედავს პირდაპირ ვკითხე:
-რას ინებებთ?
-შენთან საუბარს._მომესმა სასიამოვნო ბარიტონი, გაეგნებულმა შევხედე დამიანეს, მას კი გაეცინა.
-რას ინებებთ?_გაბრაზებულმა გავუმეორე კითხვა.
-გუშინდელი უნდა აგიხსნა.
-ასახსნელი არაფერია, უბრალოდ არ მოხვედი.
-მიზეზი მქონდა და დამაცადე აგიხსნა.
-მერე ამიხსენი, ვმუშაობ ეხლა.
-კარგი, დაგელოდები და სახლში წაგიყვან.
-კარგი.
სამუშაო დრო დასრულდა, გამოვიცვალე და ბარიდან გავედი. დამიანე მანქანასთან იდგა და მელოდებოდა, რომ დამინახა მანქანის კარი გააღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი. მის სურვილს დავემორჩილე, საჭესთან თავისი ადგილი დაიკავა და მანქანა დაძრა.
-ასე ჩუმად მიხსნი შენ საქციელს?_ვუთხარი მისი სიჩუმით გაღიზიანებულმა.
-მისმინე, მოვდიოდი. მართლა მოვდიოდი, მაგრამ გზაში გამაგებინეს, რომ ჩემი ძმაკაცი დაჭრეს და იქ წავედი.
-ხო შეგეძლო დაგერეკა მერე?
-მართალი ხარ და არც ვიმართლებ თავს. უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადო.
-კარგი არაუშავს._ჩემი ხელი თავისაში მოიქცია, გული ამიჩქარდა და სახე ამიხურდა.
-რატომ დამელოდე?
-არ ვიცი, უბრალოდ ასე მინდოდა.
-ცივი ხელები გაქვს._ხელზე მაკოცა.
-როცა ვნერვიულობ ასე მემართება.
-და რატომ ნერვიულობ?_მზერა გამისწორა.
-ჯობია გზას უყურო._მზერა ავარიდე, ხელი კი ვერ გავითავისუფლე. მაგრამ საშინლად მსიამოვნებდა მისი შეხება და მასთან ყოფნა. მაინც მიყურებდა და თან იღიმოდა.
-აი მოვედით._მანქანა სახლთან გააჩერა.
-მადლობა._გადასვლა დავაპირე მაგრამ მას ისევ ჩემი ხელი ეჭირა თავისაში.
-იქნებ ხელი გამიშვა?
-აუ ბოდიში._ხელზე მაკოცა და გამიშვა.
-კარგად.
-ძილინებისა.
-შენც ასევე._სანამ სახლში არ შევედი იქ იდგა. პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე მივეგდე, ყველანაირად დაღლილი ვიყავი, პირველ რიგში კი ემოციურად. მე ის მომწონს, რთულია არ მოგეწონოს ასეთი კარგი ტიპი, მხოლოდ გარეგნობას არ ვგულისხმობ. განსხვავებულია ამას ვგრძნობ და თვითონაც მაგრძნობინებს. მასზე ფიქრში ჩამეძინა.
დილით ხვრინვა მომესმა რატომღაც, საწოლიდან წამოვიწიე და ჩემ გვერდით მწოლიარე ავთოს შევხედე. ხელი ვკარი და შევაფხიზლე.
-ეე აქ რას აკეთებ? ავთოო, გაიღვიძე._მოვუღიტინე, ამან გაჭრა და საწოლიდან წამოხტა.
-აუ ნინი რა გრძელი ხელები გაქვს რაა._მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით.
-ჩემ საწოლში რა გინდოდა ჩემი ძმა?
-რავი მთვრალი ვიყავი და შენთან დაძინება მომინდა.
-აბა ეხლა დაახვიე აქედან._ხელი ვკარი და გავუცინე.
-არაფრის თქმას არ აპირებ?_წარბაწეულმა შემომხედა.
-რავი რა უნდა გითხრა._მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებულმა შევხედე.
-კაი._ნაწყენი გავიდა ოთახიდან, რა იცოდა საღამოს რა ელოდა. აკოს დავურეკე.
-აკუშ, მომაშორე ეს ბიჭი სახლიდან დროზე.
-ეხლავე ჩემო გოგო.
-საღამოს 8-ზე სახლში მოდით.
-დაახლოებით 10 კაცი ვიქნებით.
-რა მნიშვნელობა აქვს, დათო და მარინა სავახშმოდ მიდიან.
-ესეიგი ვგულაობთ?
-ოო საქმეს მიხედე ჯერ და გულაობა მერე იყოს.
-კაი, კაი._ყურმილი დავკიდე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში ჩავედი. ყველა მხიარულობდა და თან ჩუმ-ჩუმად საღამოსთვის ამზადებდნენ რაღაცეებს. აკომ და მათემ, ავთო პერიმეტრიდან გაგვარიდეს.
ჩვენც სრული შემადგენლობით შევუდექით საღამოსთვის მზადებას. ისე გამოგვივიდა, რომ საახალწლოდაც დავტოვებდით კიბეს, რომელიც ნათურებით მოვრთეთ. ალექსანდრეს დავურეკე.
-სად ხარ აქამდე?_მივაყარე პირდაპირ, როდესაც მიპასუხა.
-ენერგეტიკულებს და ბიჭურ რაღაცეებს ვყიდულობ.
-მაგ ბიჭურ რადაცეებში გოგოებიც გაითვალისწინე.
-შენ და სალო?
-ჩვენ და მარი.
-მარი?
-კი ჩვენი მეგობარია.
-კარგი. რა წამოგიღოთ?
-ლუდი წამოიყოლე და არაყი.
-არაყი რათ გინდა?
-კოქტეილები უნდა გავაკეთო.
-ოო ეგ უკვე მომწონს.
-ხოდა მალე მოდი, რომ მოვასწრო.
-კარგი, მოვფრინდები ცოტახანში.
-გელი მოუთმენლად._ყურმილი დავკიდე და გოგოებს მივუბრუნდი.
-რა დაგვრჩა გასაკეთებელი?
-ტორტი.(მარი)
-ტორტს თოკო მოიტანს.
-მაშინ აღარაფერი.
-ბიცოლა მყავს გამოსაპრანჭი.
-ხოდა წავედით.
ბიცოს ოთახში ავედით, საწოლზე კაბები ეყარა და არ იცოდა, რომელი ჩაეცვა. დაგვინახა თუ არა ამოისუნთაა და გაიცინა.
-ჩემი მაშველები მოვიდნენ.
-აბა გოგოებო საქმეს შევუდგეთ.
მარინა სკამზე ჩამოვსვი და კაბების არჩევა დავიწყეთ, ბოლოს შავი, ტანზე მომდგარი კაბა ავირჩიეთ. ბიცოლამაც ჩაიცვა და ჩვენთან გამოვიდა, ისეთი ლამაზი იყო, თან მომდგარ კაბაში, ბატონ დავითს გააგიჟებდა. ახლა კი მაკიაჟის ჯერი დადგა, ყველაფერი მოვიმარაგე და დავიწყე. მე, რომ დავასრულე მაკიაჟი, მარიმ თმის გაკეთება ითავა საკუთარ თავზე. მანაც, რომ დაასრულა მარინამ სარკეში ჩაიხედა და თვალებს არ უჯერებდა.
-აბა ქალბატონო მარინა, მზად ხართ შეხვდეთ თქვენს მეუღლეს?
-კი მზად ვარ.
-ჩათვალე, რომ თავიდან გათხოვებთ._გავეკრიჭე და ოთახიდან გამოვედით. დათო მისაღებში იჯდა, კიბეებზე ჯერ ჩვენ ჩავედით, შემდეგ კი ბიცოლა ჩამოვიდა. მაშინვე მიიპყრო ბიძაჩემის ყურადღება, ფეხზე წამოდგა, დაბნეული და გაოცებული უყურებდა მეუღლეს, ჩვენ ღიმილით ვუყურებდით. ვარდები მივაწოდე დავითს, მან კი მეუღლეს მიაწოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა.
-ცოტახანი დარჩით, ავთოს მიულოცეთ და მერე წადით, მოსულა?
-ოხ ნინი რა მაიმუნი ხარ, მოსულა._გამიცინა დავითმა. სალო ჩემ ოთახში ავიდა გამოსაცვლელად. კარზე ზარმა დარეკა, გავაღე იქ კი დამიანე იდგა, ვითომ არ მინდოდა, რომ მოსულიყო, მაგრამ გამიხარდა, თან ძალიან გამიხარდა. ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცი იმ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი.
-გამარჯობა ნინი._ისე ნაზად და რბილად წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ გული გამითბა და ყველა ნერვში დამიარა მისმა ხმამ.
-გამარჯობა დამიანე._ღიმილით მივესალმე.
-შეიძლება შემოვიდე?_გამიცინა.
-უი ბოდიში, შემოდი._გავუღიმე და სახლში შევატარე, კარი მივხურე და მეც უკან მივყევი. მარისთან მივედით.
-მარუს აი კაბა მოგიტანე, რომ მითხარი._შუბლზე აკოცა მარის და კაბა მისცა.
-მადლობა ძამიკო.
-ნინი, ეს შენი ბიძაშვილის საჩუქარია და სად წავიღო?
-მომეცი მე შევინახავ._კოლოფი მომაწოდა, მეც გამოვართვი.
-ნინი, არ გაგვაცნობ ამ ახალგაზრდას?_მომიბრუნდა დავითი.
-ეს მარის ძმაა, დამიანე.
-სასიამოვნოა შვილო, მე დავითი ვარ ნინის ბიძა, ეს კი ჩემი მეუღლეა მარინა.
-სასიამოვნოა, ძალიან ლამაზი მეუღლე გყავთ და ასევე უმშვენიერესი ძმისშვილი._შემომხედა და გამიღიმა.
-მადლობა. ავალ მე ზემოთ.
-დამელოდე, მეც მოვდივარ.
კიბეებზე ავედით და ავთოს ოთახში შევედით. ფანჯარასთან მივედი კოლოფის დასადებად, მაგრამ სახელი არ ეწერა.
-მაგიდაზე, რომ ფლომასტერი დევს მომაწოდე რა._უსიტყვოდ შეასრულა დამიანემ და ფლომასტერი მომაწოდა. ყუთს მისი სახელი დავაწერე, ამ დროს კი კისერზე სუნთქვა ვიგრძენი.
ზურგს უკან დამიანე მედგა, მუცელზე ხელები შემომხვია და სხეულზე მიმიხუტა.
-დამიანე რას აკეთებ?_ვუთხარი გულაჩქარებულმა, ვერაფერს ვაკეთებდი ან უბრალოდ არ მინდოდა, რომ რამე გამეკეთებინა. მსიამოვნებდა მისი შეხება და მისი სიახლოვე.
-არაფერი მკითხო, იმას ვაკეთებ რასაც გული მკარნახობს._უფრო ძლიერად მიმიხუტა და თავი მხარზე დამადო.
-დამიანე...
-გისმენ...
-გოგოებს მაკიაჟი უნდა გავუკეთო._გაეცინა და კისერში მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა და გული უარესად ამიჩქარდა.
-კარგი, დღეისთვის საკმარისია._ყურთან მიჩურჩულა, გაიღიმა და გამიშვა. ეს დღეისთვის საკმარისია რაღას ნიშნავს ეხლა, ვერ ვხვდები.
-ისე რამდენი წლის ხარ?
-23-ის.
-სწავლობ?
-არა.
-მუშაობ?
-კი, საკუთარ კომპანიას ვმართავ, მამასთან ერთად.
-გასაგებია.
ამ საუბარში ჩემ ოთახამდე მივედით, გოგოები ისხდნენ და მელოდებოდნენ. დამიანე სავარძელში ჩაჯდა, მე კი გოგოებს მაკიაჟი გავუკეთე, მარის მაკიაჟი, რომ დავასრულე ოთახში ალექსანდრე შემოვარდა და გაშეშდა, მარისაც იგივე დაემართა მისი დანახვისას. საეჭვო რეაქციაა ნამდვილად, ალექსთან მივედი.
-რა გჭირს?_მხარზე ნელა მივკარი ხელი.
-მარი...
-ალექსანდრე._ცრემლ მორეულმა თქვა მარიმ და მისკენ წავიდა.
-მოიცა ეს ის მარია?_გაოცებულმა წამოვიყვირე.
-კი ისაა.
გამოდის, რომ მარი ალექსანდრეს შეყვარებული იყო მანამ, სანამ საქართველოდან არ წავიდა გერმანიაში, სასწავლებლად. ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მე კი დამიანეს გვერდით მივუჯექი.
-არც გაბედო ხმის ამოღება, მშვენიერი წყვილია.
-კი ასეა.
-თან ჩემ ალექსანდრეს ვერაფერს დაუწუნებ.
-შენი მეგობარია თან და დასაწუნი არაფერია.
-ოჰ კაი ერთი._გავუცინე.
-ლამაზი სიცილი გაქვს.
-მადლობა.
-ვაიმე ნინი ადექი ჩაიცვი._სალომ სავარძლიდან წამომაგდო, კაბა ხელში მომაჩეჩა და აბაზანაში ჩამკეტა.
კაბა ჩავიცვი, სალომ გამომიშვა და გამიცინა. სარკეს მივუჯექი და მაკიაჟის გაკეთება დავიწყე, რომ მოვრჩი კეტები ჩავიცვი. ყველანი ქვემოთ ჩავედით, დამიანე როგორც ყოველთვის თვალს არ მაშორებდა, ყველაფერი გავამზადეთ და ავთოს დასალოდებად მისაღებში დავსხედით. ავთოს მოსვლამდე მისი ძმაკაცები მოვიდნენ, თოკომაც მოაღწია და ტორტი მოიტანა. და აი, მოვიდა ჩვენი იუბილარიც, სახლში შემოსული ჩვენმა მილოცვამ და სიმრავლემ გააოგნა. პირველი მე გავიქეცი მასთან და ჩავეხუტე.
-გილოცავ ჩემო ბიჭო._ხელები მომხვია და ჰაერში დამატრიალა.
-ვიცოდი, რომ არ დაგვიწყებია._შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
დათომ და მარინამ მიულოცეს შვილს დაბადებისდღე და სავახშმოდ წავიდნენ, მე დამპირდნენ, რომ სახლში არ მოვიდოდნენ დღეს. სუფრას მივუსხედით და დაიწყეს ბიჭებმა ტრადიციული სადღეგრძელოები, განსხვავებულები და ერთმანეთის გადაკოცნები. ცოტა, რომ მოერიათ სასმელი საცეკვაოთ ადგნენ. მე და დამიანე ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, მაგიდასთან მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. მის მზერას ტელეფონის ზარმა მომაწყვეტინა თვალი. უცხო ნომრიდან მომწერა ვიღაცამ.
-გამარჯობა ლამაზო._რომ წავიკითხე კინაღამ გულმა დამარტყა, ასე მხოლოდ ერთი ბიჭი მწერდა, რომელიც ადრე გადამეკიდა და სანამ ავთო და ბიჭები არ დაელაპარაკნენ თავი არ დამანება. შიშის ოფლმა დამასხა და ავნერვიულდი, არ ვიცი დამიანემ იგრძნო თუ რა მოხდა მაგრამ ჩემთან მოვიდა, ხელზე ხელი დამადო და მითხრა:
-რა გჭირს?_ტელეფონი მივაწოდე, რომ შეტყობინება წაეკითხა.
-ის ისევ დაბრუნდა.
-ვინ ის, ვინ მოგწერა?
-ადრე მწერდა და მაწუხებდა, მე არ ვწერდი მაგრამ მაინც თავს არ მანებებდა. მერე ბიჭები დაელაპარაკნენ და ცოტახნით გაქრა, ახლა კი ისევ დაბრუნდა.
-რატომ გეშინია?
-მანიაკია, ისეთ რაღაცეებს მწერდა რასაც მხოლოდ მანიაკი დაწერს.
-კარგი, კარგი ნუ გეშინია. დამშვიდდი კარგი? მოვაგვარებთ მაგ პრობლემას, გპირდები._შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-ასე რატომ ზრუნავ ჩემზე?
-ჯერ ჯერობით არ ვიცი._ეშმაკურად გამიცინა და ისევ შუბლზე მაკოცა.
-ვინმე რამეს იფიქრებს._ხელის გათავისუფლება ვცადე.
-სიმართლე, რომ გითხრა ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს._ხელი უფრო მომიჭირა. გავუღიმე, ხელზე მაკოცა და მანაც გამიღიმა.
-დავლიოთ?
-რატომაც არა._კოქტეილი მომაწოდა და თავისთვისაც აიღო. სანამ ისინი ცეკვავდნენ ჩვენ რამდენიმე ჭიქის დალევა მოვასწარით, მე მომეკიდა ცოტა, დამიანეს კი არაფერი ეტყობოდა. ფეხზე წამოვდექი, ბავშვებს მუსიკა გამოვურთე და კიბეზე დავდექი, რომ ყველას კარგად დავენახე.
-მოკლედ, საახალწლოდ იცით, რომ მოდაშია თამაშები და ამბები. მოდით ჩვენც ვითამაშოთ, ამ ყუთში ყველას სახელი წერია ვინც აქ ვართ, ამოიღებთ თითო ფურცელს და ვინც შეგხვდებათ საახალწლოდ უყიდით საჩუქარს, ოღონდ ისე, რომ ვერ გაიგონ ვისგან? როგორ? და რანაირადაა? თანახმა ხართ?
-კიი._ყველამ ერთად იყვირა. ამოიღეს ფურცლები ყუთიდან, დამიანემ ეშმაკურად გამიღიმა ფურცელის ნახვის შემდეგ. მე, რომ ვნახე დამიანე შემხვდა და გამიხარდა თან ძალიან, საიდუმლო სანტას წინა პირობა შევასრულეთ.
-კიდევ, საჩუქრებს ვგზავნით ფოსტით და არანაირი სახელი და გვარი ყუთებზე. რამის საკითხავად ხვალ მომაკითხეთ საღგონებაზე, რომ ვიქნები.
-ნინი რა სულელი ხარ._ენა გამომიყო მათემ.
-საჩუქრის ყიდვა, რომ დაგჭირდება ვნახავთ მერე ვინ იქნება სულელი._მეც ენა გამოვუყავი და მაგიდასთან დავჯექი, დამიანე ისევ გვერდით მომიჯდა. ჩემი ხელი თავის ნაზ ხელებში მოიქცია და გამიღიმა.
-ეს ღიმილი ძალიან მომწონს._ლოყაზე ხელი მივადე და ნელა შევახე ტუჩები ლოყაზე.
-და მე, რომ შენ მომწონხარ._საყვარლად გამიღიმა. მესიამოვნა ეს სიტყვები, გული ამიჩქარა და გამაბედნიერა.
-წამო დავლიოთ.
-წამო._სამზარეულოში გავედით, დახლთან ჩამოჯდა დამიანე, მე ლიმონი დავჭერი, მაცივრიდან არაყი გამოვიღე და დახლზე დავდე, ჭიქებიც მივიტანე და დალევა დავიწყეთ. ერთი ბოთლი დავცალეთ, მე და დამიანეს ჩემ საწოლზე მიგვეძინა, ეს იყო ბოლო რაც მახსოვს.
დილით თვალები ნელა გავახილე, ვიღაც ზურგიდან მეკვროდა და მისკენ გადავბრუნდი. ეს დამიანე იყო, ახალ ამოსულ წვერზე ხელი ჩამოვუსვი და ლოყაზე ვაკოცე.
-დამიანე გაიღვიძე._სახეზე მივეფერე, შეიშმუშნა და თვალები გაახილა. გაეღიმა ჩემი დანახვისას.
-ეს ყველაზე სასიამოვნო დილაა ჩემ ცხოვრებაში._ლოყაზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა.
-თავი მისკდება.
-გაზიანები გინდა.
-შენ არა?
-არა მე ნაბახუსევი არ მახასიათებს.
-აუ მეც მინდა.
-შესაძლებელი, რომ იყვეს გაჩუქებდი.
-რა სიკეთეა._გავუცინე და საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმელი გამოვიცვალე.
-ჰეი, მიდი ადექი ჩავიდეთ ქვემოთ._საწოლიდან უხმოდ წამოდგა, ჩემთან მოირბინა და ჩამეხუტა.
-ასეთი თბილი ბიჭი ვარ და რა ვქნა._კისერში მაკოცა, მუხლები მომეკვეთა.
-დამიჭირე თორე წავიქცევი._ამოვილუღლუღე და მისი წელზე მოხვეული ხელები, რომ არა ალბათ მართლა წავიქცეოდი. გაეღიმა და კიდევ მაკოცა.
-ეხლა უკვე სპეციალურად აკეთებ მაგას დამპალო._მკლავზე ვუჩქმიტე.
-მიეჩვევი ნელ-ნელა._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-მოგხვდება._გაიცინა და ხელები გამიშვა.
-წამო._ქვემოთ ჩავედით, როგორც ჩანს პირველებმა ჩვენ გავიღვიძეთ. პირველრიგში გაზიანი სასმელი დავლიე, ცოტა მოვსულიერდი და მაგიდის ალაგება დავიწყე, დამიანეც დამეხმარა. საუზმე გავამზადეთ, ისეთი მხიარული იყო ეს ყველაფერი, რომ ვერც შევამჩნიეთ ბავშვები როდის ჩამოვიდნენ. კართან იდგნენ და იღიმოდნენ. ერთ-ერთმა ჩაახველა და ეს ავთო იყო.
-დილამშვიდობისა, აი გაზიანი სასმელი ვისაც თავი სტკივა._დახლზე სასმელი დავდე, სიხარულით მოირბინეს და წამებში დალიეს.
-ვაიმე ნინი რა კარგი გოგო ხარ._მითხრა სალომ.
-ხო, ეგ უკვე ბევრმა მითხრა._დამიანეს შევხედე, მან კი გამიღიმა. დილა მხიარულობაში გავატარეთ, ხან რა ვაკეთეთ ხან რა.-ავთო დღეს ჩემთან უნდა გავიდე.
-კარგი, შენი საჩუქარი ვნახე.
-მერე?
-ჩემი ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ.
-რა თქმა უნდა.
-სამსახურში არ მიდიხარ?
-არა.
-რატომ?
-აღარ ვიმუშავებ.
-ვაიმე მივიდა შენ გონებამდე, როგორც იქნა.
-ხატვა მირჩევნია.
-ისე მე მჭირდება სამსახურში დიზაინერი და არ დამეხმარები?(დამიანე)
-სერიოზულად?
-კი.
-და რა არის გასაკეთებელი?
-შენ ხომ ყველაზე უკეთ იცი, რომელ ფერს რა უხდება და ეგეთი რაღაცეები. შეგიძლია კედელი მოხატო, ისე დახატო არანაირი შეზღუდვა.
-კარგი._ავთომ თავი დამიქნია და გამიცინა.
-ახალ სამსახურს გილოცავ.(სალო)
-მადლობა. კარგი წავალ ეხლა მე._სავარძლიდან წამოვდექი და კიბისკენ წავედი.
-მე წაგიყვან, მარიც უნდა მივიყვანო სახლში.
-მარის მე წავიყვან.(ალექსანდრე)
-კარგი.
ოთახიდან ქურთუკი და ზურგჩანთა ჩამოვიტანე, ბავშვებს დავემშვიდობეთ და წავედით. მანქანაში ჩავსხედით, დამიანემ წყნარი მუსიკა ჩართო.
-დღეს სულ სახლში უნდა იყვე?
-კი, რა იყო?
-არაფერი, იქნებ გაგვესეირნა სადმე.
-რავი, კარგი აზრია.
-ძალიან კარგი._მანქანა გააჩერა, გადასვლას ვაპირებდი, რომ გამაჩერა.
-ყავას არ დამალევინებ?_გამიღიმა. ეს ბიჭი აშკარად ჩემს აზრებს კითხულობს.
-რა თქმა უნდა._გავუღიმე მეც. ჩემთან ავედით, მან სავარძელში დაიკავა ადგილი, სამზარეულოში გავედი და ყავა გავაკეთე. დამიანეს გვერდით მივუჯექი და ფინჯანი მივაწოდე.
-რაღაც უნდა გკითხო._ჩემკენ მობრუნდა და ყავა მოსვა.
-გისმენ, მკითხე._დავინტერესდი და მეც მისკენ მივბრუნდი.
-ვინმე გყვარებია?
-კონკრეტულად?
-ბიჭი.
-სიყვარული მაშინაა ნამდვილი ერთმანეთისთვის სიცოცხლესაც კი, რომ არ დაიშურებენ და ერთურთის ბედნიერებაზე იზრუნებენ.
-ანუ მასე არ გყვარებია?
-გიორგი მიყვარს მასე._გავუცინე, სერიოზული სახე მიიღო და წარბები შეკრა.
-გიორგი?
-კი ჩემი ბიძაშვილია და მიყვარს თან ძალიან._ამოისუნთქა და გაბრაზებულმა შემომხედა.
-სამი დღეა გიცნობ და ნერვებს მიშლი უკვე და მერე რაღას მიზავ?!_გამეცინა, მაგრამ ვერ მივხვდი რა იგულისხმა ''მერე რას მიზავში''.
-რას გულისხმობ?
-მერე გაიგებ._თვალი ჩამიკრა და ცხვირზე თითი მომარტყა პატარა ბავშვივით.
-დამპალო._გავებუტე, ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ზურგი შევაქციე.
-ოო ნუ მებუტები ეხლა._ხმა არ გავეცი, ფინჯანი მაგიდაზე დადო, ჩემთან ახლოს მოიწია და ხელები მომხვია. თავი ჩემ კისერში ჩარგო და ოდნავ შემახო ტუჩები კანზე.
-მაგას ნუ აკეთებ._ძლივს გასაგონად ვთქვი.
-აღიარე, რომ გიზიდავ და გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა.
-არაფერს არ ვაღიარებ.
-მაშინ მე ვაღიარებ ერთ რაღაცას.
-გისმენ.
-მიზიდავ, მსიამოვნებს შენთან ყოფნა, შენი შეხება, სურნელი, ეს დაბუსუსებული კანი ჩემ შეხებაზე, რომ აქვს რეაქცია._გაიღიმა და კიდევ მაკოცა. ასეთი სასიამოვნო არაფერი მომისმენია, დაახლოებით ასეთი სიტყვები კი მაგრამ ინტონაციით და გრძნობით წარმოთქმული არა, ეს ბიჭი არა ამქვეყნიურია, ჩვეულებრივად შეუძლია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა და მე მას ვეჩვევი.
-აფერისტო._გავიცინე და ხელზე ვუჩქმიტე.
-ეხლა არ გამაბრაზო, ხომ იცი, რომ არ ვარ ვიღაც მატყუარა ......... ტიპი.
-კი ვიცი, მაგრამ ეგ სიტყვები არაა საჭირო.
-ანუ შემირიგდი?
-კი._ჩამეხუტა და კისერში მაკოცა.
-არ გინდა სახლი საახალწლოდ მოვრთოთ?
-კი, რატომაც არა.
-მაშინ წამოდი რაღაცეები ვიყიდოთ.
-კარგი წავიდეთ._ფეხზე წამოვდექი, მობილურზე შეტყობინება მომივიდა, გავხსენი და წავიკითხე.
-პატარა ქალბატონო, იმედია მალე წავა ეგ ტიპი არ მინდა, რომ რამე დაგიშავოთ._სავარძელზე დავვარდი, მობილური ხელიდან გამივარდა, დამიანემ მობილური აიღო და წაიკითხა, შემდეგ მაგიდაზე დადო და მე მომიბრუნდა. უსულოდ ვიჯექი და ერთ ადგილს ვიყავი მიშტერებული, არანაირი ემოცია, არც ტირილი, არც შიში იმის, რომ თურმე მითვალთვალებს და იცის დამიანესთან ერთად, რომ ვარ. იმ წამს მხოლოდ იმის შიში მქონდა, რომ შეიძლებოდა დამიანესთვის დაეშავებინა რამე.
გვერდით მომიჯდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა.
-რამე თქვიი გთხოვ, ასე ნუ ხარ.
-იცის ჩემთან, რომ ხარ.
-ხოდა მეც გავარკვევ ვინ არის, ოღონდ გთხოვ შენ არ ინერვიულო.
-მან შეიძლება რამე დაგიშავოს, გიჟი და ავადმყოფია.
-ჩემზე ნერვიულობ?
-კი._ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია და თვალი გამისწორა.
-მოვაგვარებ და არ მოგცემ ნერვიულობის საშუალებას.
-კარგი, ოღონდ ეხლა წავიდეთ იქ სადაც მივდიოდით.
-მართლა?
-კი მართლა.
-კარგი წავიდეთ, ერთი პირობით.
-რა პირობით? -გვერდიდან არ მომშორდები.
-კარგი გპირდები._ქურთუკები ჩავიცვით და ბინიდან გავედით, კორპუსიდან გასვლისას დამიანემ ჰორიზონტი მოათვალიერა, წელზე ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-რას აკეთებ?_ვკითხე გაოცებულმა.
-ვცდილობ ვიღაც გავაგიჟო._გამიცინა და თვალი ჩამიკრა. მეც ავყევი, ხელი მოვხვიე დამიანეს და უფრო მაგრად ჩავეხუტე. მანქანაში ჩავსხედით და საახალწლო რაღაცეების საყიდლად წავედით. მანქანა სადგომზე გააჩერა, გადავედით და შენობაში შევედით. ხელი ჩამჭიდა და არც ფიქრობდა გაშვებას, მეც ჩავჭიდე ხელი და აღარ მიფიქრია არაფერზე. ვიყიდეთ ნაძვის ხე, სათამაშოები, ნათურები, წვიმები და ათასი გასართობი რაღაც.
-დამეხმარე რა?
-რაში?
-სეკრეტ სანტას პირობა უნდა შევასრულო და ვფიქრობ რა ვიყიდო.
-ბიჭია?
-კი.
-მაშინ საათი უყიდე.
-ამარჩევინე.
-კარგი წამო._საათების მაღაზიაში შევედით, რამდენიმე საათი მოეწონა, გემოვნებაც მშვენიერი აქვს აშკარად.
-დამიანე...
-გისმენ.
-საახალწლოდ რა საჩუქარი გინდა?
-რატომ მეკითხები?
-ისე უბრალოდ.
-რავი არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, არავის ნაჩუქარს არ ვიყენებ.
-და რატომ?
-სულ ისეთ რაღაცეებს მჩუქნიან, რომ არ მომწონს და ყუთებით მიწყია ოთახში.
-მაშინ მითხარი როგორი საჩუქრები მოგწონს.
-უბრალო და აზრიანი.
-აქსესუარები და ეგეთები?
-სამაჯურები და საათები მომწონს და ყელსაბამები როცა ოფიციალურად არ მაცვია.
-მაშინ ერთი ეგეთი საჩუქარი ჩემზე იყოს, საახალწლოდ.
-კარგი. მაშინ მეც გიყიდი საჩუქარს.
-არაა საჭირო.
-კი საჭიროა.
-მაშინ შენ აარჩიე არ მინდა ვიცოდე წინასწარ.
-ანუ სიურპრიზები გიყვარს?
-კი.
-კარგი მაშინ ჩემით ავარჩევ.
-ძალიანაც კარგი.
-ვისი სანტა ხარ?
-არ გეტყვი ეგ საიდუმლოა._ენა გამოვუყავი და მაღაზიიდან გავედი. ბოდიალს, რომ მოვრჩით მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით. ყველაფერი ჩემ ბინაში ავიტანეთ, დასასვენებლად, რომ დავსხედით შეტყობინება მომივიდა, აღარ მინდოდა ნახვა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
გავხსენი, იქ კი ჩემი და დამიანეს ფოტო იყო ხელჩაკიდულები, რომ დავდიოთ.
-ის იქ იყო._სურათი ვაჩვენე დამიანეს, ფეხზე გაბრაზებული წამოხტა და მობილური აიღო. ვიღაცას დაურეკა და სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა.
-უნდა წავიდე.
-რატომ?
-ის ტიპი უნდა ვნახო.
-საშიშია.
-ნუ ნერვიულობ, იმისთვის მე უფრო საშიში ვარ შენ, რომ გაშინებს.
-არ წახვიდე რა.
-უნდა წავიდე.
-მაშინ ჩამეხუტე._გაეღიმა, მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. თითის წვერებზე ავიწიე და ყელში ვაკოცე, ღრმად ჩაისუნთქა და უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები.
-არ ინერვიულო კარგი?
-კარგი.
-კარი ჩაკეტე იცოდე, რომ წავალ და მალე მოვალ.
-კარგი, სანამ მოხვალ მე დავხატავ.
-კარგი ჩემო გოგო._გამეღიმა მის ნათქვამზე თან მესიამოვნა.
-შენო?
-ეხლა არ გვინდა მაგის განხილვა.
-კარგი ჩემო._გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე. ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. კარი ჩავკეტე და მოლბერტს მივუჯექი, თვალწინ სულ ჩვენი ჩახუტება მედგა ამიტომ ჩვენი დახატვა გადავწყვიტე. ნახატში მხოლოდ დამიანეს სახე გამოჩნდებოდა, ასე გადავწყვიტე მე და ხატვა დავიწყე. დიდი სიფრთხილით დავხატე მისი ნაკვთები, დახუჭული თვალები, პატარა ცხვირი, ტუჩები და წვერი. ისე გავერთე მის ხატვაში, რომ ვერც მივხვდი დრო რანაირად გავიდა. ყავის გამო მოვშორდი მოლბერტს, უცნაური ხმა მომესმა კარზე.
ვიღაც კარის გაღებას ცდილობდა, ჩუმად მივედი და მივაყურადე. ცოტახანში კი ხმა გავიგე:
-პატარავ გამიღე კარი, სანამ გავბრაზდი._კარს მოვშორდი და დამიანეს დავურეკე. -ნინი.
-დამიანე, ის აქ არის._ვუთხარი აკანკალებული ხმით.
-დამშვიდდი, მელაპარაკე, მოვდივარ უკვე.
-მეშინია.
-ნუ გეშინია მე აქ ვარ._ვიღაცას რაღაც უთხრა, შემდეგ კი მანქანის ხმა გავიგე.
-დამიანე მეშინია.
-აქ ვარ ჩემო გოგო, ნუ გეშინია. მოვალ და ჩაგეხუტები ჩემო გოგო, დამელოდე კაი?
-კაი დაგელოდები.
-ბიჭები მოვლენ ეხლა, სამნი არიან: გოგა, დემეტრე და ანდრია.
-კარგი.
-დაგიძახებენ როცა იმ ტიპს მოაშორებენ.
-კარგი, კარგი._გარედან ჩხუბის ხმა გავიგე და კართან მივედი.
-ნინი გოგა ვარ, დამიანეს ძმაკაცი._კარი შეშინებულმა გავაღე, უცხო ბიჭი იდგა და დაძაბული სახით მიყურებდა. რამდენიმე წამში დამიანეც გამოჩნდა, ისე გამიხარდა მისი დანახვა, გავიქეცი და მოვეხვიე. ჩამეხუტა, ძალიან მაგრად ჩამეხუტა და კისერში მაკოცა.
-წამოდი შევიდეთ._სახლში შევედით, სავარძელში ჩავსხედით, ხელი მომხვია და ისევ ჩამეხუტა.
-შენ ხომ მის სანახავად წახვედი?
-კი წავედი მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვისი ნომრიდან მოგწერა და ჩვენ ის ვიპოვეთ.
-და ეხლა სად არის?
-ბიჭები მიხედავენ, შენ არ იდარდო. უკვე დამთავრდა. -მადლობა.
-არანაირი მადლობა._მზერა ნახატზე გადაიტანა, ფეხზე წამოვხტი და ნახატი ავიღე.
-ჯერ არ დამისრულებია.
-ჩემ სახეს მოვკარი თვალი.
-მოგეჩვენა ალბათ._გავუღიმე და ნახატი ჩემების ოთახში შევიტანე. სავარძელში ჩავჯექი და სათამაშოების ამოლაგება დავიწყე ყუთიდან.
-ანუ მოვრთოთ სახლი?
-კიი. საახალწლო მუსიკა ჩავრთე და დავიწყეთ მორთვა, ორივემ სანტას ქუდი დავიფარეთ, მე ჩემი ნებით და დამიანეს ძალით დავაფარე.
ნაძვისხე დავდგით, კედელზე ნათურები დავკიდეთ და რაზეც გვეყო ყველაფერი მოვრთეთ. გავერთეთ და დაღლილები დავსხედით სავარძელზე. ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ კი სახლში წამიყვანა, სანამ მანქანიდან გადავიდოდი ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. ტკბილი ძილი მისურვა და წავიდა. ბედნიერი სახით შევირბინე სახლში, ყველანი მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. მარინა და დავითი არა, ავთოს ბიჭები და ჩემი ორი გოგო. სალო ავთოს გვერდით იჯდა, დამინახა თუ არა წამოდგა და გვერდით გადაჯდა, ოპაა აქ რაღაც ხდება, გავიფიქრე და მათთან მივედი.
-აბა თქვენ ორნი სამზარეულოში გამობრძანდით თუ შეიძლება?!
-ნინი მგონი ხედავ, რომ ტელევიზორს ვუყურებ.
-არ მაინტერესებს, ადექი._სამზარეულოში გავედით, ორივე ჩუმად იყო.
-არ იტყვით არაფერს?
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს._როგორც იქნა ამოღერღა ავთომ.
-მერე მე მიმალავდით მაგას?_ვუთხარი ნაწყენმა და ფეხზე წამოვდექი.
-კი.
-კაი. მიხარია ერთად, რომ ხართ._სამზარეულოდან გამოვედი, ჩანთა ავიღე და ჩემ ოთახში ავედი. კარი ჩავკეტე, ყურსასმენები გავიკეთე და საწოლზე წამოვწექი. გონებაში გიჟურმა აზრმა დამკრა, ჩანთა და ქურთუკი ავიღე. ჩემი ოთახის ერთი პლიუსი ის იყო, რომ აივნიდან ჩასასვლელი კიბე ჰქონდა. აივანზე გავედი, კიბე ჩავირბინე და ეზოდან გავედი, დაცვის ბიჭებიც გავაფრთხილე, რომ არაფერი არ ეთქვათ. ტაქსი გავაჩერე, მძღოლს მისამართი ვუკარნახე და წავედით. რამდენიმე წუთში მივედით, თანხა გადავიხადე და მანქანიდან გადავედი. კორპუსში შევედი, ლიფტით ბოლო სართულზე ავედი და კარზე ზარი დავრეკე...
რამდენიმე წამში კარი დამიანემ გააღო, გაოცებული მიყურებდა თან უხარიდა თვალებზე შევატყე.
-აქ რას აკეთებ ნინი?
-გამაბრაზეს და სახლიდან გამოვიპარე.
-მოდი შემოდი._მისაღებში შევედით, დივანზე ქერა გოგო იჯდა, მოკლე კაბით და ამბებით.
-იქნებ არ უნდა მოვსულიყავი._ჩემთვის ჩავიბუტბუტე მაგრამ დამიანემ გაიგო. ცოტახანი ასე ვისხედით ჩუმად, სანამ მათემ ჩემი დავალება არ შასრულა, რომელიც მივწერე. მის ზარს ვუპასუხე:
-გისმენ.
-აბა რა გინდოდა?
-წამოვიდე?
-სად უნდა წამოხვიდე?
-რატომ?
-რამე ხო არ მოწიე გოგო?!_მითხრა გაბრაზებული ხმით.
-კაი, კაი მოვდივარ._ყურმილი დავკიდე, ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე.
-მიდიხარ?
-კი, მათმ დამირეკა. მერე გნახავ სხვა დროს.
-გაგაცილებ._დივნიდან წამოდგა მაგრამ გავაჩერე, მარტოც გავაგნებდი მშვენივრად!
-არ მინდა, მადლობა._მისი ბინიდან სასწრაფოდ გამოვედი, გაბრაზებულმა დავტოვე შენობა და ქუჩას გავუყევი, რომელზეც თოვლის ნასახიც კი აღარ იყო. ყურსასმენები მოვირგე და ჩემ საყვარელ მუსიკასტან ერთად გავაგრდზელე გზა. ჩემ გვერდით მანქანა გაჩერდა, არ გამიხედავს მაგრამ მუსიკა გამოვრთე, რომ ყველაფერი გამეგო. მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა და დამიძახა.
-ნინი..._ადგილზე გავშეშდი, ეს ის იყო, მის ხმას ათას კაცში ვიცნობდი. უკან ნელა მივბრუნდი და მის ამღვრეულ თვალებს შევეჩეხე. მისი სახელი ხმამაღლა ვიყვირე და მისკენ გავიქეცი.
-ბაჩოო...._ჩავეხუტე, ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
ეს ხომ ის ბიჭი იყო, რომელიც სულ ნერვებს მიშლიდა და მაწამებდა 5 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან, რომ იყო და არავის აძლევდა ჩემი წყენინების უფლებას. მაგრამ გაიზარდა, დავაჟკაცდა, სასწავლებლად წავიდა, საკუთარი საქმე ააწყო და ახლა წარმატებული ბიჭია. 6 წელი მხოლოდ შეტყობინებები და ვიდეო ზარები გვაკავშირებდა. ახლა კი ის ჩემთან იყო, ჩემ წინ და შემეძლო მისი ჩახუტება.
-ვაიმეე, როგორ მომენატრე._თქვა ჩახლეჩილი ხმით.
-მეც მომენატრე ბაჩუკი._გავიცინე.
-მოგხვდება.
-უჰ, კაი ერთი. როდის ჩამოხვედი?
-ეხლა, სახლში მივდიოდი.
-რანაირად მიცანი?
-ჩემი გამოგზავნილი ზურგჩანთით._გამიღიმა და კიდევ ჩამეხუტა.
-რა კარგია, რომ გარეთ ვიყავი.
-და ამ დროს გარეთ რა გინდოდა, აბა ამიხსენი ქაჯანა?!_ვითომ მკაცრად მითხრა.
-ერთ ბიჭთან ვიყავი, გავბრაზდი და წამოვედი.
-ეხლა მე გაგიბრაზდები.
-არ დამიშავებია არაფერი._დამნაშავე ბავშვივით ავხედე.
-წამოდი გოგო, გაიყინები აქ. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ._მანქანაში ჩავსხედით.
-სახლში არ წამიყვანო.
-რატომ?
-ავთოზე ვარ გაბრაზებული და არ მინდა მისი ნახვა.
-კაი, მაშინ ჩემთან წავიდეთ.
-კაი.
ბაჩოსთან მივედით, მისაღებში დავსხედით, მაგიდაზე ტეკილის ბოთლი და ორი ჭიქა დადო.
-თან დავლიოთ და თან ვილაპარაკოთ.
დავიწყეთ დალევა, ყველაფერი მოვუყევი რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა. ისიც მომიყვა ყველაფერს, მისი შეყვარებულის და საქმის შესახებ. ორი ბოთლი ტეკილა დავლიეთ, რის შედეგადაც მე დივანზე, მას კი სავარძელში ჩაეძინა.
დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა, დავითი რეკავდა.
-ძია სად ხარ ვნერვიულობთ შენზე?_მაშინვე მითხრა როცა ყურმილი ავიღე.
-ბაჩოსთან ვარ, ოღონდ არავის უთხრა სიურპრიზია.
-კარგი შვილო._ყურმილი დავკიდე თუ არა დამიანეს ზარი შემოვიდა და და ვუპასუხე:
-გისმენ.
-სად ხარ გოგო?
-მეგობართან, რა იყო?
-ერთხელ, რომ გაგეცა პასუხი შეტყობინებაზე რა იქნებოდა?
-აუ რა გინდა? ისედაც გასკდომაზე მაქვს თავი.
-შენ რა დალიე?
-კი, მეგობართან ერთად, რომელიც 6 წელი არ მყავდა ნანახი._ამ დროს ბაჩოს შეეღვიძა და მითხრა:
-აუ ნინი ამ დილა უთენია ვის ელაპარაკები?_დამიანემ გაიგო მისი ხმა და გაბრაზებულმა მითხრა:
-ბიჭია?
-კი.
-აბა მათემ დამირეკაო?
-მათეც ბიჭია, კი დამირეკა. მერე?
-მაგ ბიჭთან საიდან აღმოჩნდი? თან ღამეც დარჩენილხარ.
-იცი რას გეტყვი? ჩემი მეგობარი კი არა ძმაა, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა თან ერთად გავიზარდეთ.
-ნუ მეუხეშები.
-არ გეუხეშები, იმას ლაპარაკობ რაც არ იცი.
-გასაგებია, ბოდიში. ხვალ სამსახურში უნდა მოხვიდე დილით.
-კარგი, მერე ლექციაზე უნდა წავიდე.
-თავისუფალი გრაფიკი გექნება.
-კარგი, მადლობა და ბოდიში, ზედმეტი მომივიდა.
-არა, ბოდიში არაა საჭირო, მართალი ხარ.
-კაი._მეგონა გათიშავდა, მაგრამ ტყუილად ველოდებოდი ამას.
-დღეს გნახავ?
-არ ვიცი შეიძლება.
-როგორმე მოვახერხებთ.
-იქნებ არ მინდა შენი ნახვა?_გავისუსე პასუხის მოლოდინში.
-ეგ გამორიცხულია.
-რატომ?
-იმიტომ, რომ საკმარისზე მეტად გიზიდავ._გაეღიმა, ვიგრძენი ეს.
-მე არ გიზიდავ როგორც ჩანს. კაი მერე დავილაპარაკოთ, თუ მნახავ._არაფრის თქმა აღარ დავაცადე და გავუთიშე. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ისევ წამოვწექი. ბაჩო წამოჯდა, ისეთი სახე ჰქონდა შეგეშინდებოდა. გავიცინე, მაგრამ ტკივილისგან თავზე მივიდე ხელები.
-ეს რა უბედურებაა ამის .... მომეღრიცა კისერი._ხელი კისერზე მოისვა და ფეხზე წამოდგა.
-ოჰ ეგ არაფერი გადაიტან ჩემო ძმაო.
-ხო და ვჭამოთ რა რამე.
-მე არაფრის თავი არ მაქვს, ოკუპანტები მებრძვიან.
-ჩემი გოგო.
-წამო სახლში წავიდეთ და იქ მოგხედავენ ბიჭები კარგად.
-წამო ხო წავიდეთ.
მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით. ყველას გაუხარდა ბაჩოს დანახვა, განსაკუთრებით ავთოს. მე მივესალმე ყველას და ჩემ ოთახში ავედი. საწოლში ტანსაცმლით შევწექი და თვალები დავხუჭე, მაგრამ ვინ გაცდის ამ ბედნიერ წუთებს, მობილურზე შეტყობინება მომივიდა. ვინ იყო თქვენც მიხვდებით, რა თქმა უნდა დამიანე.
-თავი კიდე გტკივა?_გამეღიმა მის მზრუნველობაზე.
-კი._ჩემი უსაზღვრო ნაგლობა, მის გასაბრაზებლად.
-წამო ვისაუზმოთ.
-ცუდად ვარ რა, მეზარება.
-მიდი, მიდი არანაირი დაზარება, აქ ვარ გელოდები.
-არაა რააა.
-მიდი გელოდები, თუ არ გამოხვალ შემოვალ და წამოგიყვან ძალით.
-დამპალო.
-ნუ ხანდახან კი.
-ნუ იცინი თორემ მოგხვდება.
-შენ რა იცი, რომ ვიცინი?
-ვგრძნობ.
-ხოდა გამო მიდი, გელოდები.
-კაი, 10 წუთში გამოვალ.
საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. ზურგჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ავთომ დამინახა და დამიძახა:
-სად მიდიხარ?
-ბიცო, მეგობართან ერთად მივდივარ და მოვალ მალე._დავუძახე მარინას და სახლიდან გამოვედი. მართლაც, დამიანე ჭიშკართან მელოდა, მანქანაზე იყო მიყრდნობილი და მე მიყურებდა. გამეღიმა მისი დანახვისას, მანაც გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მასთან მივედი, ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა. ახლა მივხვდი, რომ ჭკუიდან გადავყავარ ამ ბიჭს, არა და გუშინ მინდოდა რაღაც ჩამერტყა იმ ქერა გოგოს გამო.
ვიეჭვიანე? კი ვიეჭვიანე მაგრამ ეს ხომ სისულელეა, ჯერ არც კი ვიცნობ წესივრად. მიზიდავს და რა ვუყო, ასეა. უხმოდ ჩავსხედით მანქანაში, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ისიც ჯიბრზე არ ამბობდა არაფერს. მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა, გადავედით და შევედით შგნით, შენობაში. მყუდრო გარემო და წყნარი მუსიკა ტრიალებდა ჩვენს ირგვლივ. ფანჯარასთან დავსხედით, შემდეგ მიმტანი მოვიდა და დამიანემ მკითხა:
-შენ რას შეუკვეთავ?
-არ აქვს მნიშვნელობა, ჩემ მაგივრადაც შენ შეუკვეთე._გამიღიმა, შეკვეთა მისცა და მე მომიბრუნდა.
-ასე რატომ მიყურებ?
-ასე როგორ?
-თითქოს რამეს ეძებ, ჩემში.
-უბრალოდ გაკვირდები._გაეღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-რატომ გამიბრაზდი დღეს?
-არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე.
-მე კი ვიცი.
-განმანთლე მიდი._ჩემი ხელი, მისი ხელიდან გავათავისუფლე, შემდეგ კი გულზე გადავიჯვარედინე და საზურგეს მივეყრდენი.
-იეჭვიანე.
-რაზე ან ვიზე?_გაკვირვებულმა ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა.
-იმ გოგოზე ჩემთან, რომ ნახე.
-შენ არც გინახავს ისე იეჭვიანე._თვალი ჩავუკარი.
-კი ეგ მართალია.
-რაა? ჩემზე რატომ ეჭვიანობ?
-მეეჭვიანება._საყვარლად გამიღიმა.
-რა კარგი პასუხია._გავუღიმე მეც, ამ დროს შეკვეთა მოიტანა მიმტანმა. ვისაუზმეთ, ბარში ერთი ბიჭი შემოვიდა, ერთი რა ჩემი ყოფილი შეყვარებული. სახეზე ხელი ავიფარე, დამიანემ შემომხედა და წარბები ამიწია.
-რა ხდება?
-ის ბიჭი ჩემი ყოფილი შეყვარებულია და არ მინდა, რომ მნახოს.
-წავიდეთ?
-კი._ავდექით, რომ უნდა გამოვსულიყავით დამინახა და დამიძახა იმ ბიჭმა. ოღონდ ეს არა, გავიფიქრე და შუბლზე მივირტყი ხელი.
მე და დამიანე მისკენ მივბრუნდით, მან ხელი წელზე მომხვია და თვალი ჩამიკრა.
-გამარჯობა ნინი.
-გამარჯობა ჯონი._გაბრაზებული სახით გვიყურებდა თან დამიანეს წელზე მოხვეულ ხელს უყურებდა.
-გამარჯობა, მე დამიანე ვარ ნინის შეყვარებული._გაშტერებულმა ავხედე დამიანეს, მან კი გამიღიმა და ჯონის გახედა. მაგრამ სასიამოვნი იყო ეს სიტყვები.
-კარგია გილოცავ.
-მადლობა, გვეჩქარება ჩვენ კარგად._დამიანეს ხელი ჩავავლე და გარეთ გავიყვანე, ისე, რომ ჯონის პასუხს არ დავლოდებივარ. მანქანაში ჩავსხედით, ხმას არცერთი არ ვიღებდით. ბოლოს დამიანემ დაარღვია სიჩუმე.
-გაბრაზდი?
-დიახ.
-და რატომ არ გინდა, რომ ჩემი შეყვარებული იყო?
-ეგ რა შუაშია?
-დავიჯერო არ მოგწონვარ მაინც?_ნაღვლიანი თვალებით გამომხედა.
-დამიანე მოკეტე.
-მოგწონვარ, ვიცი და თქმა გიტყდება.
-და შენ მოგწონვარ?_კითხვა შევუბრუნე და დაველოდე როდის გამცემდა პასუხს.
-კი მომწომხარ, აქამდე როგორ ვერ მიხვდი მაგას ნინი? რომ არ მომწონდე შენი აზრით ასე ახლოს ვიქნებოდი შენთან?
-არ ვიცი.
-კი მომწონხარ, თან ძალიან._გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-გავიგე და მეც მომწონხარ._თვალები გაუნათდა, გაიღიმა და ხელზე მაკოცა.
-მაგრამ ნაწყენი ხარ გუშინდელზე._ეშმაკურად ჩაიცინა და შემომხედა.
-რაზე?_გაკვირვებულმა ვკითხე, თითქოს ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
-იმ გოგოზე ჩემთან, რომ ნახე.
-მერე რა?
-იეჭვიანე, დამალვას არ აქვს აზრი.
-კარგი ხო ვიეჭვიანე, რა მოხდა მერე?
-არაფერი, მომწონს ეგრე, რომ იქცევი.
-შენ, რომ იეჭვიანე ეგ არაფერი?
-ნუ ეხლა ეგ ბუნებრივია, მომწონხარ და არ უნდა გაგიკვირდეს._ხელზე მაკოცა და გამიღიმა.
მუსიკას ხმა ავუწიე და ასე ხმაურიანად მივედით სახლამდე. დავემშვიდობე, მანქანიდან გადმოსვლას, რომ ვაპირებდი ხელი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.
-რა ხდება?_გაკვირვებულმა ვკითხე.
-არ მინდა შენი გაშვება.
-სხვა გზა არ გაქვს._ლოყაზე ხელი მივადე და გავუღიმე.
-დღეს გნახავ?
-შეიძლება.
-რამე მოვიფიქროთ, დღეს კიდევ უნდა გნახო.
-კარგი კარგი ნუ შემჭამე._გაიცინა და თავისთან ახლოს მიმწია, თვალს არ მაშორებდა, ისე ახლოს იყო მის სუნთქვას კანზე ვგრძნობდი. უფრო ახლოს მოიწია და ლოყაზე მაკოცა. დროებით დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი, ხელი დავუქნიე და ეზოში შევედი. სახლის კარი შევაღე, არავინ იყო ამიტომ სამზარეულოში გავედი.
ბიჭები იქ ისხდნენ და საუბრობდნენ, მივესალმე და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე, ჭიქაში დავასხი და ცოტა მოვსვი. ავთო კატის თვალებით მიყურებდა და თავს მაცოდებდა, გამეღიმა, წარბი ავწიე და უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. ვუჩქმიტე მაგრამ არ მომშორდა, მოვუღიტინე, სიცილი აუტყდა მაგრამ მაინც არ მომშორდა.
-ნინი გეყოფა, კარგი რაა._აგრძელებდა სიცილს. ხელები გამიკავა და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
-გაიწიე აფერისტო.
-შემირიგდი რა.
-ჩემთვის, რომ გეთქვათ რა მოხდებოდა, მეწყინებოდა?
-არ გვინდოდა ჯერ არაფრის თქმა, არავინ არ იცოდა.
-ყველას დასანახად ეხუტებოდით ერთმანეთს და რაღა არ იცოდნენ.
-შენსავით ყველა ყველაფერს კი არ აკვირდება.
-და მათემ და ალექსანდრემ არ იცოდნენ ეხლა? ნუ მეაფერისტები იდიოტო.
-ჩემი ბუტია გოგო, შემირიგდი რა._ისევ კატის თვალები შემომანათა.
-კარგი, კარგი._ჩავეხუტე, მან კი ლოყაზე მაკოცა და გამიშვა.
მაგიდას მივუსხედით, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ და რავი მთელი ამბები. დამიანემ დამირეკა ამიტომ ჩემ ოთახში ავედი, ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და ბიჭებთან ჩავედი. ყველანი სახლში იყვნენ უკვე. სავახშმოდ დავსხედით, სადღაც 11 იქნებოდა ჩემ ოთახში, რომ ავედი.
წავიმეცადინე და საწოლში შევწექი, თვალები დავხუჭე თუ არა დამიანემ მომწერა.
-იძინებ?
-შენ რა ვანგა ხარ?
-რაზე?
-თვალები, რომ დავხუჭე ზუსტად მაშინ მომწერე.
-შეიძლება ეგრე ითქვას.
-რა ხდება?
-მიდი გამო, გარეთ გელოდები.
-ეხლა?
-კი ეხლა.
-მეზარება.
-არანაირი მეზარება, გელოდები ჩემო გოგო.
-კარგი, მოვდივარ._ზლაზვნით წამოვდექი, თბილად ჩავიცვი და სახლიდან ჩუმად გავიპარე, ეზოდან გავედი, დამიანე როგორც ყოველთვ ის მანქანას იყო მიყრდნობილი და მიცინოდა. მასთან მივედი, ჩამეხუტა, მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
-სად მივდივართ?
-ჩემთან._გავუღიმე და მასთან მისვლამდე არაფერი მითქვამს. ბინაში ავედით და მისაღებში დავსხედით. დამიანესგან მოშორებით ვიჯექი, გაეღიმა და გვერდით მომიჯდა.
-შორს რატომ იჯექი ჩემგან?
-სადაც კომფორტულად ვიგრძენი თავი იქ დავჯექი.
-დავიჯერო ჩემ ჩახუტებაზე კომფორტულია?_გამიღიმა და ხელი მომხვია.
-მგონი არა._კარგად მოვთავსდი მის მკლავებში და გავიტრუნე.
-შენი გულის ხმა მესმის, ასე სად მიეჩქარება ხომ არ იცი?_ეშმაკურად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-აქედან გაქცევას ლამობს._ენა გამოვუყავი და მხარზე დავადე თავი.
-მე ვერ გამექცევა დამიჯერე, რომ დავიჭერ ჩემ გულში გამოვკეტავ და აღარ გავუშვებ._ხელის გაშლით გამოხატა ვითომ ემოცია და გაიცინა.
-პოეტობა როდის დაიწყე?_წარბაწეულმა ავხედე.
-ამ წუთას.
-ნუ ეხლა თვით გალაკტიონს ვერა, მაგრამ მათეს შეგადარებ._სერიოზული სახით ვუთხარი, გაეცინა და საფეთქელზე მაკოცა.
-ჩემი პატარა გოგო, რა გავაკეთოთ?
-უნდა დაგეგეგმა ყველაფერი, სანამ წამომიყვანდი.
-დაუგეგმავი ჯობია ყვ ელაფერი, ამიტომ ფილმს ვუყუროთ.
-კარგი ვუყუროთ.
-რომელ ფილმს ვუყუროთ?
-რა მნინშვნელობა აქვს, ოღონდ ძველი არა რა ძალიან გთხოვ. რამე კომედია იყოს.
-კევინი იყოს?_შემომხედა და გამიღიმა.
-კიი, როგორ მიყვარს. ასაკი არ იცის ამ ფილმმა.
-რა ასაკი შენთან ერთად მითუმეტეს, რომ მომინდეს ეხლა ვიცეკვებ კიდეც და შენი არ შემრცხვება. ვგიჟდები ამ ფილმზე და რა ვქნა?_გამეკრიჭა და თავზე ხელი გადაისვა.
-რა უნდა ქნა და ჩემთან ერთად უნდა უყურო._გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-მაშინ წავსლ ჩიფსებს მოვიტან._ფეხზე წამოდგა დაა სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წუთში უკან ჩიფსით სავსე თასით დაბრუნდა. გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. მკერდზე ზურგით მივეყრდენი, მან კი ხელი მუცელზე მომხვია და თავზე მაკოცა. ფილმი ჩართო, ვუყურებდით და ვიცინოდით, ისე კარგად ვიყავით, არაფერზე არ ვფიქრობდით. დამიანეს ისე ვყავდი მიკრული სხეულზე თითქოს სადმე ვაპირებდი გაქცევას. ასეთი არავისთან არაფერი მიგრძვნია, ვგიჟდები მის ღიმილზე, თაფლისფერ თვალებზე და შეხებაზე. მისი შეხება რაღაც არა ამქვეყნიურია. ნაზი, თბილი და სიყვარულით სავსე შეხება იცის. აქამდე არავის გამო არ გავპარულვარ სახლიდან და არც ავთოსთვის დამიმალავს რამე, მაგრამ მასთან არ შემიძლია ამ ყველაფრის მოთოკვა და მოთმენა, ვერ ვეწინააღმდეგები არ შემწევს ამის უნარი. მთავარი იმ მომენტში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ვგრძნობდი მის გულის ცემას. შეიძლება სისულელეა, მაგრამ ორივეს ერთ მხარეს გვიცემდა გული. ყველა გრძნობა გამძაფრებული მქონდა და ყველა ნერვი მოდუნებული. მასთან თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. ისე მომადუნა მისმა სურნელმა და თმაზე ფერებამ, რომ ჩამეძინა.
*დამიანე*
ნინისთან ყოფნისას ემოციებს ვერ ვთოკავ, ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია. ვერ ვძლებ მისი კოცნის გარეშე, როცა ჩემთანაა და როცა არაა ჭკუიდან გადავყავარ იმას, რომ ახლოს არ მყავს. ჩაეძინა, ხელში ავიყვანე და ჩემ საწოლზე დავაწვინე. მისაღებ ოთახში გავედი, ტელევიზორი გამოვრთე და ოთახში დავბრუნდი. ნინის გვერდით მივუწექი, საბანი დავიფარე და მას ჩავეხუტე. ჩემსკენ გადმობრუნდა, წელზე ხელი მომხვია და ჩამეხუტა. მეც იგივე გავაკეთე და შუბლზე ვაკოცე, თმაზე ვეფერებოდი ჩემ პატარა გოგოს და თან ვფიქრობდი. რაზე ვფიქრობდი? იმაზე თუ როგორ გაახალისა ჩემი ცხოვრება ერთი დაჯახებით, როგორ მიისაკუთრა ჩემი გონება და დამავიწყა ყველა გოგო. მხოლოდ ის იყო ჩემში, ვერ ვფიქრობდი ვერავიზე მის გარდა.მეც ჩამეძინა მისი სურნელით გაბრუებულს.

*ნინი*
დილით ადრე გამეღვიძა, დამიანეს გულში ვყავდი ჩაკრული. ისე საყვარლად ეძინა, ლოყაზე ვაკოცე და საწოლიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ ისე ვყავდი ჩახუტებული ვერც გავინძერი. ხელი უფრო მომიჭირა და ამოიხვნეშა.
-ნინი რა არ გასვენებს?_მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით და თვალები ნელა გაახილა.
-უბრალოდ ადგომა მინდოდა._გავებუტე პატარა ბავშვივით და თავი ჩავხარე.
-კაი ნუ მებუტები._ხელი გამიშვა და თავზე მაკოცა.
-რომელი საათია? ავთომ, რომ გაიგოს სახლში არ ვარ მომკლავს._ტელეფონს დავხედე 9 საათი ხდებოდა.
-უთხარი, რომ სამსახურში წაგიყვანე დილით._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-ხო კარგი, ადექი ვისაუზმოთ მაინც.
-სიამოვნებით._საწოლიდან ავდექით, სამზარეულოში გავედით და საუზმის მზადება დავიწყე.
-რას ამზადებ?
-დამაცადე და გაიგებ.
-მე ყავას გავაკეთებ.
-კარგი.
რამდენიმე წუთში საუზმე მზად იყო. ვისაუზმეთ, შემდეგ მოვემზადეთ და სამსახურში წავედით.
ოფისში მივედით, თანამშრომლები დაფუსფუსებდნენ და რაღაცეებს აკეთებდნენ. კაბინეტში შევედით, დამიანე სავარძელში ჩაჯდა მე კი მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
ოთახში მდივანი შემოვიდა, აი გოგოც ასეთი გინდა. დამიანეს მისთვის არც შეუხედავს, მე მიყურებდა თვალებში და მზერას არ მაშორებდა.
-გამარჯობა ბატონო დამიანე.
-გამარჯობა._არც შეუხედავს ისე უთხრა.
-დღეს შეხვედრა გაქვთ.
-კარგი, მამაჩემი მოვიდა?
-კი მოვიდა.
-ძალიან კარგი. წავედით ნინი._ხელი ჩამკიდა და ფეხზე წამომაყენა. მისი კაბინეტიდან გავედით და სხვა კაბინეტში შევედით, ეს მისი მამის კაბინეტი იყო.
დამიანეს მამა, რომ დავინახე მივხვდი ვის დაემსგავსა ვაჟბატონი. მამას მიესალმა და მე მომიბრუნდა.
-ნინი გაიცანი ეს მამაჩემია, ირაკლი.
-სასიამოვნოა._გავუღიმე და დამიანეს შევხედე.
-მამა ეს ნინია ჩვენი ახალი მხატვარი და დიზაინერი._ეჭვის თვალით შემომხედა და შვილს მიუბრუნდა.
-შეიძლება ნახატები ვნახო?
-კი მე მაქვს სურათები._არ დამაცადა არაფრის თქმა და მობილური მიაწოდა ირაკლის.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, შემომხედა და გამიღიმა, დამიანეს რაღაც უთხრა ჩუმად და სავარძელში ჩაჯდა.
დამიანე ჩემთან მოვიდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა:
-გილოცავ ქალბატონო ნინი, ახლა უკვე ჩვენი კომპანიის თანამშრომელი ხარ._თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა და გიჟივით ჩავეხუტე, როცა გავიაზრე რას ვაკეთებდი ნელა მოვშორდი მის სხეულს და დამნაშავე ბავშვივით გავდექი გვერდით.
-ბოდიში არ მინდოდა._დამიანემ თვალები დამიბრიალა და მაშინვე გავჩუმდი.
-მამა, ნინი მარის მეგობარი და კურსელია.
-ე.ი. შენ ხარ ის ნინი?
-კი მე ვარ.
-ჩვენ წავალთ, ნინი უნივერსიტეტშია წასასვლელი და მე საქმეები მაქვს.
-კარგით შვილო, წადით. ხვალიდან დაიწყებ სამსახურში სიარულს.
-კარგით.
-დამიანე საბუთები შენ მოაგვარე.
-კარგი._კაბინეტიდან გამოვედით, დამიანემ გამაჩერა და საუბარი დაიწყო:
-ეს ბოდიში რას ნიშნავდა ნინი?
-უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.
-მერე მაგის გამო ბოდიშის მოხდა ვის გაუგია?
-ხო კარგი._დამნაშავე ბავშვის სახე მივიღე.
-ვაიმე, ნუ შვები მასე თორემ ყველას თვალწინ გაკოცებ._თავდაჯერებულად გამიღიმა და ლოყაზე ხელი მომადო.
-იდიოტო._შევუღრინე და წამოვედი.
-დამელოდე, წაგიყვან.
-არ მინდა ჩემით წავალ.
-კაი როგორც გინდა._მართლაც, რომ იდიოტი. ზურგი შევაქციე და წამოვედი. უნივერსიტეტში მივედი, მთელი ამალა გარეთ იყო და მათთან მივედი. ყველას გადაკოცნა დამეზარა და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე , ავთოც მოვიდა და დაიწყო დაკითხვა.
-სად იყავი?
-სამსახურში
-უკვე?
-კი, ხვალიდან დავიწყებ.
-სახლიდან როდის გახვედი?
-დილით, დამიანემ გამომიარა და.
-გეთქვა მერე.
-ხო არაუშავს, რა იყო ეხლა?
-არაფერი კაი.
-კაი.
გოგოებთან ერთად ლექციაზე შევედი, არცერთს ხმა არ ამოგვიღია და მე არც ლექტორს ვუსმენდი. ველოდებოდი როდის მომწერდა, მაგრამ სულ ტყუილად. ლექციები, რომ დამთავრდა სახლში წავედი, გიოს და სესილის დანაპირები შევუსრულე და ჩემთან წავიყვანე. სესილიმ მაშინვე ხატვა მოინდომა, ყველაფერი მაგიდაზე დავუწყე, რაც სჭირდებოდა და გვერდით მივუჯექი. გიო სავარძელში იჯდა და იქიდან ათვალიერებდა ნახატებს, ერთ-ერთს კარგად დააკვირდა, რომ იცნო ფეხზე წამოდგა.
-ის მე ვარ?
-კი შენ ხარ.
-ასეთი საყვარელი ბავშვი ვიყავი?_გამიღიმა და გვერდით მომიჯდა.
-შენ სულ საყვარელი ხარ._გავუღიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე.
-შეიძლება წავიღო?
-კი, რა თქმა უნდა.
-მადლობა._ჩამეხუტა და გამიღიმა.
-ბავშვებო შეჭამთ რამეს?
-კიი._ორივემ ერთად იყვირა.
-რას შეჭამთ? მითხარით და გავაკეთებ.
-პიცა.
-კარგით, ოღონდ მოითმინეთ ცოტა.
სამზარეულოში გავედი, მაცივრიდან პიცის ცომი გამოვიღე და მზადება დავიწყე. 15 წუთში პიცა მზად იყო, დავჭერი და ბავშვებს გავუტანე.
-ნინი...._კატის თვალებით ამომხედა გიომ.
-გისმენ.
-ნინი, ხომ იცი პიცას რაც უხდება.
-ბიცოლა მომკლავს, გაზიან სასმელებს არ გასმევთ და.
-არ ვეტყვით გპირდები, ხო სესილი?_ისიც თავის დაქნევით დაეთანხმა და მე შემომხედა, დიდი ცისფერი თვალებით.
-კარგით ხო.
სამზარეულოში გავედი, ჭიქები და კოკა-კოლა გამოვიტანე. მაგიდას მივუსხედით და გემრიელად მივირთვით სანამ მეორე ცხვებოდა. კარზე ზარმა დარეკა, გავაღე იქ კი სალო, მარი და ალექსანდრე იყვნენ. სალომე ავთოს გარეშე, რომ დავინახე გამიკვირდა და ღიმილით ვუთხარი:
-ოჰ, რაო თავადმა არ იკადრა წამობრძანება?
-არ ეცალა და.
-ხოო, საქმიანი ბიჭი._გავუცინე და სახლში შევატარე.
-შენს სამსახურს არ აღვნიშნავთ?_მითხრა ალექსანდრემ და სავარძელში ჩაჯდა.
-არ ვარ ხასიათზე.
-რატო, რამე გჭირს?
-უბრალოდ ხალისი არ მაქვს._თავი მოვიმკვდარუნე წამებში.
-ხო კაი, ჩვენც გვინდა პიცა.
-ცხვება ეხლა და მიხედეთ რა გთხოვთ.
-მართლა ცუდად ხომ არ ხარ გოგო, რა გჭირს?
-გავცივდი ალბათ._ნეტა ვის ვატყუებ, ვის? ჩემ თავს, მხოლოდ მე ვიცი, რომ მისი არ ყოფნა მტანჯავს ასე. მას კი იქნებ სულაც არ აინტერსებს ის, რომ მენატრება და მასთან ყოფნა მინდა. მასზე ფიქრებში გართულს ზარის ხმა მომესმა, კარი გავაღე, იქ ბიჭი დამხვდა თაიგულით ხელში.
-ნინი თქვენ ხართ?
-კი მე ვარ.
-ეს თაიგული თქვენთვისაა, თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ აქ._ხელი მოვაწერე და ბიჭს თაიგული გამოვართვი, დავემშვიდობე და სახლში შევედი.
წერილი ამოვიღე თაიგულიდან და წავიკითხე.
-მშვენიერს, მშვენიერი თაიგული._გამომგზავნის რა გითხრათ, მაგრამ თაიგული ნამდვილად მომეწონა. ოთახში, რომ შევედი ალექსანდრემ შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
-ვინ გამოგიგზავნა?_მაშინვე წამოფრინდნენ გოგოები.
-არ ვიცი, ვინაობა უცნობია.
-ვიღაცამ იცის შენი გემოვნება._(სალო), კი მართალია ვარდები ძალიან მიყვარს, მაგრამ მთავარია გულით იყოს ნაჩუქარი და არ აქვს მნიშვნელობა რა ყვავილი იქნება.
-კი ვიღაც მიცნობს, მაგრამ არ მაინტერესებს ვინ არის.
-საერთოდ არა?
-სულაც არა.
-რა უინტერესო და უჟმური ხარ._მომახალა სალომ და ენა გამომიყო.
-მაგ ენას ამოგაძრობ, რძალო._თვალი ჩავუკარი. სამზარეულოში გავედი , ყვავილები ვაზაში ჩავაწყვე, მისაღებში გამოვიტანე და ნაძვის ხისგან ცოტა მოშორებით დავდგი. ასე საუბარში გავატარეთ ცოტახანი, შემდეგ კი დავიშალეთ. ბავშვები ალექსანდრემ წაიყვანა, მე კი დავრჩი ჩემ ხელოვნებასთან მარტო. დაწყებული ნამუშევრის დასრულება გადავწყვიტე და ხატვას შევუდექი. სულ რაღაც 2 საათი მოვანდომე და შედეგით კმაყოფილმა მისი პორტრეტი გასაშრობად დავდე სხვა ნახატებთან ერთად. ტანსაცმელი გავიხადე და გრძელი მაისური გადავიცვი, თმა გავიშალე და ჩემ საყვარელ ლეიბზე წამოვწექი. ცოტახანს ფბ-ში შევედი, რამდენიმე შეტყობინება დამხვდა, ერთ-ერთი მეორე კურსელი ბიჭისგან იყო, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტში სწავლობს და შორიდან ვიცნობ, ათასში ერთხელ თუ მივესალმებით ხოლმე ერთმანეთს. მისი სახელია ჯაბა.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?_არა და საშინლად ვარ, ვიღაც იდიოტის გამო.
-მეც კარგად, რას შვები?
-არაფერს, შენ?
-მეც არაფერს. რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ._ჩვეულებრივი უაზრო საუბარი.
-ხვალ საღამოს გცალია?
-კი მცალია.
-შეიძლება გავისეირნოთ სადმე?
-კი, რა თქმა უნდა.
-ძალიან კარგი.
-ეხლა უნდა გავიდე და ხვალ გნახავ._თავიდან მოშორება.
-კარგი დროებით.
ფბ-დან გამოვედი და ტელეფონი გვერძე გადავდე. თვალები დავხუჭე მაგრამ ვერაფრით ვერ ვიძინებდი, მობილურში სიმღერა ჩავრთე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ოდნავ ჩამთვლიმა, მაგრამ კარზე ზარის გაბმული ხმა გავიგე, წამოვიზლაზნე და კარი გავაღე...
კართან ავთო იდგა, გაბრაზებული ჩანდა. სახლში შემოვიდა და პირდაპირ ლეიბზე დააეცა. გვერდით მივუსკუპდი და დაველოდე საუბარს როდის დაიწყებდა, მაგრამ არაფერს არ ამბობდა. სამზარეულოში გავედი, ყავა გავაკეთე და უკან დავბრუნდი. ფინჯანი გვერდით დავუდგი და მეც იქვე ჩამოვჯექი.
-არ იტყვი რა მოხდა?_ვუთხარი როდესაც ყველა ნერვი დამაწყდა.
-სალომეს ვეჩხუბე.
-როგორ მოახერხე? და რატომ?
-თქვენ ჯგუფელთან ერთად ვნახე და გადამეკეტა.
-რომელთან?
-გიორგისთან.
-მაგას სხვა გოგო უყვარს რამ გაგაგიჟა? თან ჩვენი მეგობარია.
-ხო იცი როგორი მესაკუთრე ვარ?
-ეგ მესაკუთრეობა კი არა ფეოდალობაა._თავში წამოვარტყი და გავუცინე, გამიცინა და ყავა მოსვა.
-სულ ტყუილად ვაწყენინე._ამოიხვნეშა და წამოჯდა.
-ამიტომ, სანამ მე ჩავიცმევ ყავის დალევა დაასრულე და გავდივართ.
-სად?_გაკვირვებულმა ამომხედა.
-მიდი, მიდი მალე._ოთახში შევედი და ტანსაცმელი ჩავიცვი, რომ გამოვედი უკვე ქურთუკმოცმული დამხვდა, გამეღიმა და სახლიდან გავედით. მანქანაში ჩავსხედით, მობილური ავიღე და ბაჩოს დავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა:
-გისმენ ღამურა.
-შენი დახმარება გვჭირდება, სასწრაფოდ ვარდების თაიგული და შოკოლადები გვესაჭიროება.
-რა ხდება?
-სარძლო უნდა შემოვირიგოთ.
-კარგი ეხლავე მოვდივარ._ყურმილი დავკიდე და მათეს ნომერი ავკრიფე, რამდენიმე წამში ბუზღუნით მიპასუხა:
-აუ ნინი....
-არ მაინტერესებს რას აკეთებ, სანთლები გვჭირდება სარძლო უნდა შემოვირიგოთ.
-არ მცალია, ვერ მოვალ.
-კაი, თვითონ მივხედავ._არაფრის თქმა არ ვაცადე და გავუთიშე. მარის დავურეკე, ზარი გასული არ იყო, რომ მიპასუხა.
-ნინი...
-მარი შენი დახმარება მჭირდება.
-რა მოხდა?
-უბრალოდ სანთლები გვჭირდება ბევრი, გთხოვ ავთო და სალო უნდა შევარიგოთ.
-კარგი, მაშველი მოვფრინავ.
-მიდი მიდი მალე._სიცილით გავუთიშე და ავთოს გადავხედე, რომელიც ბედნიერი სახით იჯდა და არაფერს ამბობდა. სალოს კორპუსთან მივედით, სადღაც 5 წუთში ბაჩო მოვიდა, ვარდების დიდი თაიგული და შოკოლადებით სავსე 2 ყუთი მოიტანა. ერთი მე გამომიწოდა და მითხრა:
-ეს შენ, სულ შავი შოკოლადია. თან ტკბილი თან მწარე შენსავით.
-მადლობა, დამპალო._გავუცინე და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა და ასე ვყავდი სანამ მარი და დამიანე არ მოვიდნენ.
მოგვესალმა ვაჟბატონი, ზედაც არ შევხედე პირდაპირ მარიზე გადავერთე. სანთლების ნაწილი გამოვართვი და დაწყობა დავიწყეთ, მე და მარი ვაწყობდით, ბიჭები კი ანთებდნენ. წარწერა კი ასეთი იყო "შემირიგდები? ♡". როდესაც მოვრჩით ნინის დავურეკე, მოწყენილი ხმით მიპასუხა.
-მისმინე, აეთრიე საწოლიდან და ფანჯარიდან გადმოიხედე თორემ ვერ გადამირჩები._ეს იყო რაც ვუთხარი და ტელეფონი ავთოს მივაჩეჩე. ბაჩოს გვერდით დავდექი, ადგილზე ვკანკალებდი და ხელების გათბობას ვცდილობდი.
-ვაიმე ჩემო ქაჯანავ შეგცივდა?
-კი._ამოვიჩურჩულე.
-ნინი გაცივდები, მოდი მანქანაში ჩაჯექი.
-ოღონდ ეხლა არა.
-მაშინ მე ჩამეხუტე._გავუღიმე, ქურთუკის შიგნით მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა და გაყინულ ლოყაზე მაკოცა. ავთოსა და სალომეს ბედნიერ სახეებს ვუყურებდი, მეც მინდოდა ასე ვყვარებოდი და მყვარებოდა ვინმე, მაგრამ ალბათ არ არის ახლა სიყვარულის დრო. ყველაფერი, რომ მორჩა ბაჩომ სახლში წამიყვანა. მივედი თუ არა მაშინვე გავიხადე ტანსაცმელი, ჩაი გავაკეთე, პლედი მოვიხვიე და ლეიბზე ჩამოვჯექი. დამიანეზე ფიქრები არ მასვენებდნენ, დღეს ისეთი გულგრილი იყო, ერთი ნაპერწკალი სითბოც კი ვერ ვიგრძენი მისგან. დამღალა მასზე ფიქრმა და გონება გავთიშე, ტკბილად ჩამეძინა. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, ცოტახანი საწოლში ვინებივრე, შემდეგ ავდექი, გავემზადე, ყავა დავლიე და სამსახურში წავედი. დანიშნულების ადგილას მივედი, ლიფტში შევედი, უკან ერთი ბიჭი მომყვა. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა არაფერს არ ამბობდა, მაგრამ როგორც იქნა ამოღერღა, თორემ მანიაკი მეგონა უკვე.
-გამარჯობა.
-გამარჯობა._შევხედე და გავუღიმე.
-აქ მუშაობ?
-კი ახალი დიზაინერი ვარ.
-მართლა?
-კი.
-კარგია. მე საბა ვარ აქ ვმუშაობ.
-სასიამოვნოა, მე ნინი.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა._ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ისევ დაიწყო საუბარი.
-რამდენი წლის ხარ?
-19-ის, შენ?
-22_ის. სწავლობ?
-კი, პირველ კურსზე ვარ._გამიღიმა, ლიფტი გაიღო და დამიანე შემოვიდა, უბრალოდ მივესალმეთ ერთმანეთს და საბასთან საუბარი გავაგრძელე
-ნინი, დღეს თანამშრომლები ბარში მივდივართ და არ წამოხვალ?_დამიანემ ცერად გამომხედა.
-არა ვერ წამოვალ დღეს, მეგობარს დავპირდი, რომ ერთად გავისეირნებდით.
-შენი მეგობარიც წამოიყვანე.
-ბიჭია და არ მგონია კარგი აზრი იყოს, მაგრამ ვეტყვი და თუ დამთანხმდა მოვალთ.
-შენი ნომერი მითხარი და მისამართს მოგწერ._ნომრები გავცვალეთ, დამიანეს ეგონა, რომ ვიტყუებოდი ალბათ. ნაგლური ღიმილით დამაჯილდოვა და ლიფტიდან გავიდა, მე და საბაც უკან მივყევით. პირდაპირ ჩემ სამუშაო ოთახში შევედი, ყველაფერი ისე დავაწყე როგორც მინდოდა და მაგიდას მივუჯექი. ოთახში ქერა გოგო შემოვიდა, აი ის დამიანესთან, რომ ვნახე. აგდებულად გამიღიმა და საუბარი დაიწყო:
-დამიანე თავის ოთახში გიბარებს._თან მხოლოდ დამიანე, ნაგლი.
-კარგი._ფეხზე წამოვდექი, ოთახი მის შემდეგ დავტოვე. დამიანესთან შევედი, ისიც შემოვიდა და ერთმანეთს ისე უყურებდნენ თავი ზედმეტი მეგონა, ვაჟბატონმა თვალი ჩაუკრა და ისიც ბედნიერი სახით გავიდა კაბინეტიდან. სავარძელში ჩავჯექი და ერთ ადგილს მივაშტერდი ღიმილიანი სახით.
-აი ეს საბუთები, შენი ხელის მოწერაა საჭირო._საბუთები გამოვართვი და ხელი მოვაწერე, შემდეგ კი უკან დავუბრუნე.
-შეიძლება წავიდე?
-სად გეჩქარება?
-ჩემ ოთახში.
-კარგი, ოღონდ რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-სამსახურში ბატონოთი მომმართე._ეს რაღაც სასწაულია, ერთად გვეძინა, ერთ საწოლში და ბატონოთი მომმართეო.
მწარედ გავიღიმე, ნაგლურად გადავხედე და ფეხზე წამოვდექი. -როგორც ინებებთ "ბატონო" დამიანე._მისი კაბინეტიდან გამწარებული გამოვედი, მაგრამ სახეზე არაფერი მემჩნეოდა. თურმე რა იდიოტი ყოფილა, ნეტა რა ჰგონია? ალბათ ფიქრობს, რომ მასზე დარდში ღამეებს ვათენებ. მოდი დაახვიე რა._წამოიძახა მეორე მემ, ღიმილით დავეთანხმე და კაბინეტში შევედი. კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით._ოთახში საბა შემოვიდა დიდი, სქელი ქაღალდებით ხელში. აი დაიწყო ჩემი სამსახური, ყველაფერი მაგიდაზე დადო. სახე დავმანჭე, მას კი გაეღიმა და მითხრა:
-ასეც, რომ საყვარელი ხარ._გავუღიმე, სასიამოვნო ბიჭია რათ უნდა ამას ზედმეტი საუბარი.
-მადლობა, სიმპატიურო._გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ფურცლებს დახედა.
-შენი დავალებაა, რომ კედლებს ფერი შეურჩიო.
-მაშინ შენი დახმარებაც მჭირდება.
-გისმენ, ყველაფერში დაგეხმარები._ქაღალდები ძირს გადავაწყე და ჩავიმუხლე, იგივე გაიმეორა და შემომხედა.
-უნდა მითხრა, რომელი მხრის ოთახებია, რომ მუქი ფერები არ ავიღო. სინათლე ხომ იცი რა მაიმუნია.
-კარგი რა პრობლემაა.
-ბავშვის ოთახიცაა?
-კი.
-ბიჭია თუ გოგო?
-ბიჭი.
-ანუ ცისფერი ან ლურჯი და თუ მოისურვებს ჩემი ხელით მოვუხატავ ჭერს, ფოსფორის ფერებით.
-მაგას მართლა იზამ?
-რატომაც არა? მე თუ მომწონს ბავშვებმა რა დააშავეს._გავუცინე, გაეცინა და მუშაობა დავიწყეთ. 12-მდე ყველა ოთახისთვის მოვასწარით სავარაუდო ფერების შერჩევა, ამ ფერებიდან კი დანარჩენს თვითონ მფლობელი აირჩევდა.
მე, რომ მივდიოდი ზუსტად მაშინ უნდა მოსულიყვნენ, პრეზენტაციებს საბა აკეთებს ამიტომ წამოვედი. უნივერსიტეტში მივედი, ჯაბამ, რომ დამინახა ჩემთან მოვიდა და მომესალმა. ვსაუბრობდით, როდესაც დამიანე და მარი მოვიდნენ.
-მარი გაიცანი ეს ჯაბაა ჩემი მეგობარი, ეს კი მარის ძმაა._უბრალოდ ხელით მივანიშნე დამიანეზე.
-კარგი ნიინ, დღეს საღამოს გამოგივლი და წავიდეთ.
-კარგი._გადამკოცნა და წავიდა. მარი ღიმილით მომიბრუნდა.
-რაო საღამოსო?
-უნდა გავისეირნოთ.
-რატომ არ მითხარი?
-კაი ეხლა არ გაიბუტო, მეცალა? 2 საათში 5 ოთახის ფერი შევარჩიე, ისიც სავარაუდო, მაგრამ ისეთები, რომ არჩევის შემთხვევაში ნებისმიერი მოუხდეს.
-კარგი ხო, ჩემი საქმიანი გოგო. შენ კიდე ბიჭო ამდენს რატომ ამუშავებ?_დამიანეს შევხედე, ძარღვებ დაჭიმული იდგა და ხელებზე ვენები ჰქონდა დაბერილი. არ ვიცი რატომ მაგრამ რაში მაინტერესებს? რა საჭიროა ვიცოდე.
-მე რა შუაში ვარ._ნაგლურად გავუღიმე, მარის ხელი მოვკიდე და შენობაში შევათრიე რასაც ქვია. ერთი სიტყვით ლექციები, რომ დამთავრდა ისევ სამსახურში წავედი, მისვლის თანავე საბა შემომეგება და მითხრა, რომ ფერები მოეწონათ და მათ ვაჟსაც სურდა ჭერის მოხატვა. გამიხარდა, რა თქმა უნდა, ამიტომ უფრო მონდომებით შევუდექი სხვა სახლების გალამაზებას. 6 ხდებოდა, რომ უკვე ორი სახლის ფერები მქონდა შერჩეული. იმდენად ვიყავი ჩაფლული ფერებში, რომ მხოლოდ მობილურის ზარმა მომიყვანა გონს. სახელს დავხედე ავთო რეკავდა, ფეხზე წამოვდექი და ვუპასუხე:
-ხო ავთუკ.
-რას შვები?
-სამსახურში ვარ.
-მალე მორჩები?
-კი, რა ხდება?
-არაფერი უბრალოდ მომენატრე მთელი დღეა არ მინახავხარ.
-მეც მომენატრე, მაგრამ დღეს ჯაბას უნდა შევხვდე და ალბათ მერე სახლში, რომ მოვალ გნახავ.
-ვინ ჯაბას?
-ერთი ბიჭია რა მერე მოგიყვები.
-კარგი ჩემო გოგო, ძალიან არ დააგვიანო კაი?
-კარგი ჩემო ბიჭო._ყურმილი დავკიდე და ისევ ქაღალდებს მივუბრუნდი, ამჯერად კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით._ოთახში მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი შემოვიდა.
-ნინი თქვენ ხართ?_თვალი მოავლო არეულ ფურცლებს, რომლებიც ძირს ეწყო.
-დიახ.
-მე ფერებთან დაკავშირებით მინდა საუბარი, თქვენი კლიენტი ვარ.
-დიახ, დაბრძანდით._სავარძელზე მივუთითე, ჩამოჯდა და გამიღიმა. რა ღიმილი, ვაიჰჰ...
-მაინტერესებს როგორი ტონები შეარჩიეთ.
-უკაცრავად, თქვენი სახელი და გვარი?
-დემე ამაღლობელი.
-ბატონო დემე..._დავიწყე ოფიციალურად საუბარი, მაგრამ გამაჩერა.
-ბატონო არ გინდათ, უბრალოდ დემე. თქვენი სახელი?
-მე ნინი დემეტრაძე, მაშინ თქვენობით არ მომმართო ძალიან ოფიციალურია._გაეღიმა.
-ძალიან სასიამოვნოა.
-იცი? დღეს დავიწყე მუშაობა და ნამდვილად არ ვიცი შენი სახლი თუ შემხვდა სადმე.
-ახალი დიზაინერი ხარ?
-კი.
-არაუშავს, ეგ არაფერი.
-ჯერ მხოლოდ სამი სახლის ფერები მაქვს შერჩეული.
-ერთ დღეში სამი? ყოჩაღი ხარ.
-მადლობა. ეხლავე გავარკვევ შენ სახლზე ყველაფერს._საბას მობილურზე დავურეკე, სახელი და გვარი ვუთხარი, რამდენიმე წუთში ყველაფერი მოიტანა და დაგვტოვა. ისევ ძირს გადავინაცვლე ოთახების ფოტოები გავშალე და ჩავიმუხლე. გაღიმებული მიყურებდა.
-ვიცი გიკვირს, მაგრამ ასე უფრო მარტივია.
-არა არ მიკვირს._ისიც შემომიერთდა.
-ბავშვები გყავს?
-არა. მარტო მე ვცხოვრობ._დაოჯახებული არ არის, გასაგებია.
-კარგი და შენ, რომელი ფერი მოგწონს?
-მუქი ლურჯი.
-აღმოსავლეთის ოთახია?
-კი.
-მაშინ გამოვა ლურჯი კედლები და თეთრი ავეჯი.
-სიმართლე, რომ გითხრა მე მხოლოდ ჩემი ოთახი მაინტერესებდა._გავუღიმე.
-ბავშვობაში გქონდა რამე ოცნება?_გაკვირვებულმა შემომხედა.
-კი, მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
-კარგი ოცნებაა.
-შეგიძლია ისეთი რამ დახატო კედელზე რაც ფეხბურთს და ჩემს ბავშვობას გამახსენებს?
-თუ გინდა კი, შემიძლია.
-ძალიან კარგი, ეხლა მე დაგტოვებ.
-მეც მივდივარ ეხლა, მგონი დამთავრდა სამუშაო დრო.
-კი დამთავრდა. წამოდი წაგიყვან.
-არა, არ არის საჭირო.
-უარი არ მიიღება._სხვა რა გზა მქონდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ყველაფერი ავიღე რაც მჭირდებოდა და წამოვედით.
შენობიდან გამოვედით, დამიანე ელოდა, როდის მოიყვანდა დაცვა მანქანას. ჩვენ, რომ დაგვინახა, გაიღიმა და მოვიდა. დემეს მიესალმა და ღიმილით გამომხედა, მაგრამ სხვა მხარეს გავიხედე და დავაიგნორე.
-გამარჯობა დემე.
-გამარჯობა დამიანე.
-როგორც ჩანს გაიცანი უკვე ახალი დიზაინერი.
-კი გავიცანი და გეტყვი, რომ მასზე უკეთესი დიზაინერი არ არსებობს._შემომხედა და გამიღიმა. ისევ შევამჩნიე დამიანეს ხელებზე დაბერილი ვენები, გამიკვირდა და ისევ დემეს შევხედე.
-კი ნამდვილად საუკეთესოა._წარბაწეულმა გავხედე.
-გმადლობთ ბატონო დამიანე._ირონიულად ვუთხარი და ნაგლური ღიმილი ავიკარი სახეზე. ოო ნერვები მოეშალა, ხელები მომუჭა და უარესად დაებერა ვენები. როგორ გამისწორდა თქვნ ვერ კი წარმოიდგენთ, ნაგლური ღიმილით დავტოვე და დემეს მანქანაში ჩავჯექი. სახლში გახარებული მივედი, როგორც ყოველთვის ყავა გავაკეთე და ლეპტოპი ჩავრთე. ფბ-ში შევედი,საინტერესო არაფერი იყო ამიტომ მალევე გამოვედი. უკვე რვა იყო დაწყებული, ამიტომ ტანსაცმელი გამოვიცვალე- შავი ჯინსი, მუქი ლურჯი ზედა, შავი ქურთუკი და შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი. თმა გავიშალე, ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი წავისვი, სულ ეს იყო ჩემი მაკაიჟი. რვა საათი, რომ გახდა კარზე ზარმა დარეკა, მხიარულად გამოვაღე კარი და მომღიმარ ჯაბას შევეგებე. ხელში ყვავილები ეკავა. თაიგული გამოვართვი და სახლში შევიპატიჟე.
-ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.
-კარგი.
ყვავილები ვაზაში ჩავდე და იმ ვარდების თაიგულს დავუდგი გვერდით, რომელიც ვიღაც უცნობმა გამომიგზავა. ჩანთა ავიღე და წავედით. მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა სადაც მყუდრო გარემო იყო, გარედანვე ეტყობოდა. კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა, ხელზე დავეყრდენი და მანქანიდან გადმოვედი, ხელი არ გაუშვია ასე შევედით ბარში და სცენასთან ახლოს დავსხედით. ბევრი ვისაუბრეთ, ვიცეკვეთ და გავერთეთ.დაახლოებით თერთმეტი საათი ხდებოდა, რომ წამოვედით. ჩემ მეორე სახლში წამიყვანა, მანქანა ჭიშკართან გააჩერა და კარი ისევ გამიღო. დამშვიდობებისას ლოყაზე მაკოცა, გავუღიმე და დავემშვიდობე. ეზოში, რომ შევედი მერე წავიდა.
სახლის კარი შევაღე, მთელი სასტავი იქ დამხვდა მათ შორის დამიანეც. აი რა საჭირო იყო ამ საღამოს ჩაშხამება ვერ გავიგე, მისი დანახვაც ნერვებს მიშლის უკვე. ყველას მივესალმე, მაგრამ მათეს მაგივრად ბაჩოს მივუჯექი გვერდით. დამიანე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, გოგოები მომიცუცქდნენ და ჯაბაზე გამომკითხეს ყველაფერი, მეც მოვუყევი რა და როგორ იყო, თან ვიცინოდით. ჩემი და ჯაბას შეხვედრა მისმა ატვირთულმა ფოტომ და ჩემმა მონიშვნამ დააგვირგვინა :დ. ცეკვის დროს გადაგვიღო ვიღაცამ, ვისაც ჯაბამ სთხოვა. საკმაოდ კარგი ფოტო იყო ვაღიარებ, ბედნიერი ღიმილი ავიკარი სახეზე და დამიანეს გავხედე, გამწარებული მიყურებდა მე კი გულში ვიცინოდი მის ასეთ რეაქციაზე. პირველად ფოტო მარიმ ნახა და მოსდო მთელ სასტავს, მაგრამ გამიხარდა ეს, რომ გააკეთა. პირველი საათი ხდებოდა, რომ დავიშალეთ და მე დავიძინე.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, არც დამიხედავს ისე ვუპასუხე:
-მძინავს._ამოვიბუზღუნე.
-ადექი, ადექი._ოხ ეს ბიჭი ნერვებს მიშლის რა.
-აუ რა გინდა დამაძინე რა.
-არანაირი ძილი.
-კარგით, როგორც იტყვით ბატონო დამიანე._ეგრევე ცუდ ხასიათზე გადავერთე. დილა საშინელი ხასიათით დაიწყო.
-ბატონო რა საჭიროა?
-როგორც ჩანს საჭიროა.
-მზად, რომ იქნები მომწერე და გამოგივლი.
-არ მინდა ჩემითაც მივაგნებ.
-ნერვებს ნუ მომიშლი დილა ადრიან.
-სიმართლე, რომ გითხრა არ მაინტერესებს.
-არც მე მაინტერესებს, რომ გაემზადები მითხარი თორემ ძალით წაგიყვან._ხმა გაუმკაცრდა და მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
-კარგი._მაშინვე გავთიშე და საწოლიდან წამოვიზლაზნე. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე, შემდეგ გავემზადე და სამზარეულოში ჩავედი. როგორც ყოველთვის იქ მხოლოდ ბიძაჩემი მხვდება ხოლმე დილით. მაგიდას მივუსხედით და ვისაუზმეთ, დამემშვიდობა და სამსახურში წავიდა. ჩანთა და ქურთუკი ავიღე, დამიანეს მივწერე და სახლიდან გავედი.
ცოტახანში დამიანეც გამოჩნდა თავისი მანქანით, ჩავჯექი და ღვედი შევიკარი. მივესალმე და თავი მინას მივადე.
-რა გჭირს?_ხელი ხელზე დამადო.
-არაფერი._მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა._არც გავნძრეულვარ.
-ჰეი, შემომხედე._ლოყაზე ხელი მომადო და მისკენ მიმაბრუნა.
-რა გინდა?
-გთხოვ, ნუ მენაგლები. გაბრაზებული ხარ ჩემზე?
-რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული?
-არ ვიცი ეგ შენ უნდა მითხრა.
-არა არ ვარ გაბრაზებული.
-მაშინ ასე რატომ მექცევი?
-დილით, რომ მაღვიძებდი მა რა გეგონა?
-ერთი საათი გვაქვს დრო.
-რისთვის?_გაკვირვებულმა შევხედე.
-მალე გაიგებ._მანქანა დაძრა და სწრაფად მოწყვიტა ადგილს. კორპუსის წინ გააჩერა და გადავიდა, მეც გადავედი და შევედით შენობაში. მის ბინაში შევედით, კარი მიხურა და ზურგიდან მომეკრო, შევხტი ისეთი მოულოდნელი იყო ეს საქციელი. ჩემ თმებში ჩარგო თავი და გაიღიმა, გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა.
-დამიანე რას აკეთებ?
-შენი სურნელით ვტკბები._კისერშივე ამოიჩურჩულა და ნაზად შემახო ტუჩები კანზე, მთელ სხეულში ჟრუნტელმა დამიარა და დამბურძგლა. მოშორება ვცადე მაგრამ უფრო მჭიდროდ მომხვია მუცელზე ხელი.
-ამას ნუ აკეთებ._ამოვიბურტყუნე და მისი ხელების მიშორება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ხელში ამიტაცა, თავის ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა. გვერდით მომიწვა და ისევ ჩამეხუტა.
-რატო მაბრაზებ?_თქვა ჩემი კისრიდან თავის აუწევლად.
-როდის გაგაბრაზე?
-გუშინ, მთელი დღე მაბრაზებდი.
-რითი გაბრაზებდი?
-დემე და ჯაბა.
-მერე შენ რას გიშლიან? ძალიან კარგი ბიჭები არიან._გავაგრძელე მისი გაბრაზება.
-ხოდა ძალიან კარგად გაულამაზდებათ სახეები._გამეცინა, გაუკვირდა და გაშტერებულმა შემომხედა.
-და შენ, რომ გაგილამაზონ ეგ სახე, მერე?_წარბები აწია და კარგად დამაკვირდა.
-ან შენ გამო ვის უნდა ვეჩხუბო?_აინტერესებდა რას ვიზავდი, ისევ გავიცინე და სულ გადაირია. არა და როგორ მომეშალა ნერვები.
-მე რა ვიცი, შენ დაიწყე მაგაზე საუბარი. ისე აღარ მეძინება და აღარც ცუდ ხასიათზე ვარ, შეგიძლია გამიშვა._გავუცინე, ხელები გამიშვა და გვერდით გაიწია.
-ხო მართალი ხარ.
-მე წავალ მაშინ._საწოლიდან წამოვდექი, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. არც გამომყვა იდიოტი, კარი გავიხურე და ბინიდან გავედი. პირდაპირ სამსახურში წავედი, ჩემს ოთახში შევედი, ქურთუკი და ჩანთა საკიდზე დავკიდე და მაგიდას მივუჯექი. ფურცლები გადავათვარიელე და 5 სახლი იყო გასაფერადებელი, საქმეს შევუდექი, საბას მიუწერია, რომელი ოთახი, რომელ მხარესაა ამიტომ უფრო გამიადვილდა საქმე. ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერები ჩავრთე და მუგაობა გავაგრძელე. პირველ სახლს, რომ მოვრჩი კარი საბამ შემოაღო, ხელში ყავის ფინჯნები ეჭირა, ერთ-ერთი მე მომაწოდა და სავარძელში ჩაჯდა.
-ჩემი მშველელი ხარ შენ რა.
-აბა რა, მე თუ არა სხვა ვინ.
-მადლობა._ყავა მოვსვი.
-არაფრის ჩემო გოგო._გამიღიმა და ყავა მოსვა.
-დღეს გაქვს პრეზენტაცია?
-კი, სამი თან._ამოიხვნეშა და თავზე ხელი გადაისვა.
-იმ ბავშვის ოთახი როდის შეიღებება?
-ხვალ უნდა დაიწყონ.
-კედლებს სანამ შეღებავენ მანამდე უნდა მოვხატო ჭერი, თორემ დაისვრება იქაურობა.
-ისე ხოო მართლა, დემეტრემ დარეკა._წარბაწეულმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა. -რა მერე?
-შენთან უნდა შეხვედრა.
-კიდე რა გინდაო ვერ კითხე?_გაეცინა.
-დღეს მოვა.
-მშვენიერია.
-3-ზე.
-მაგ დროს ლექციები მიმთავრდება.
-ხოდა დაურეკე და უთხარი.
-ოხ შენ ვინ ხარ მოკლედ რა. ძალიან გთხოვ ის ქერა მდივანი არ დამანახო გულს მიკლავს._ამოვიოხრე და ნერვიულად გავიღიმე. საბას გულიანად გაეცინა.
-რას გიშლის?
-ეს ამპარტავნული გამოხტომები მკლავს._თვალები გადავატრიალე და საზურგეს მივეყრდენი.
-უფროსთან დაძვრება და იმიტო._ოპაა, გულზე დამკრა ამ სიტყვებმა, რას ველოდი? არაფერს, ამის მეტს რას უნდა ელოდე. სახე ამეწვა და თვალებში დამიბნელდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და საბასთან საუბარი გავაგრძელე.
-ნუ ხარ ჭორიკანა._ენა გამოვუყავი და გავუცინე.
-შენ კიდე ასეთი საყვარელი ნუ ხარ._ფეხზე წამოდგა და ხელი ლოყაზე მომადო.
-კაი, კაი მიდი საქმეს მიხედე ეხლა._გავუცინე,ღიმილით მომშორდა და ოთახიდან გავიდა. მიიხურა თუ არა კარი მაშინვე დამიანე ამომიტივტივდა გონებაში, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მისი სუნამოს სურნელი მეგრძნო. სულ ნუ გამოშტერდები ეხლა, დამგესლა მეორე მემ. ფიქრებიდან გამოვერკვიე და ახლა მეორე საზრუნავი ამოტივტივდა ''ახალ წლამდე დარჩა 10 დღე'' შუბლზე ხელი მივირტყი და ფეხზე წამოვხტი. ოთახიდან გავედი და თვალებით საბა მოვძებმე, ობიექტი, რომ ვიპოვნე მასთან მივედი და გაღიმებულმა ვკითხე:
-აქ ახალი წელი რატომ არ იგრძნობა?
-ვაიმე ახალი წელი._თავში წაიშინა ხელი.
-მეც ეგეთი რეაქცია მქონდა, რომ გამახსენდა._გავუცინე, მასაც გაეცინა.
-ბატონ ირაკლის უნდა დაელაპარაკო.
-მე რატო?
-დიზაინერი ხარ და იმიტომ.
-მაშინ შენც წამოდი. უშენოდ ვერ ვძლებ ხომ იცი._გავეკრიჭე, ლოყებზე მიჩქმიტა და გამიღიმა.
-კარგი, კარგი._საყვარლად მითხრა.
ბატონ ირაკლისთან შევედით, ღიმილით მოგვესალმა და სავარძლებზე მიგვითითა. დავსხედით და საუბარი დავიწყე.
-ბატონო ირაკლი ახალ წელთან დაკავშირებით მინდა საუბარი._გაეღიმა.
-ისევ შენ თუ გაგახსენდებოდა შვილო, აქ ყველა ისეა საქმით გართულო, რომ ავიწყდებათ.
-მეც ზუსტად ამიტომ ვარ აქ. მინდა რამე ისეთი გავაკეთო რაც ყველა თანამშრომელს გაახალისებს.
-ძალიან კარგი შვილო, თანხას გამოგიყოფ და იზრუნე მაგაზე.
-აუცილებლად.
-დღესვე იქნება თანხა.
-მაშინ დღესვე შევუდგები საქმეს._კაბინეტში დამიანე შემოვიდა, რომ დამინახა გაუკვირდა. -კარგი შვილო, წარმატებები.
-ჩვენ დაგტოვებთ._დამიანეს გვერდით ჩავუარე და კაბინეტიდან გავედით. ისევ საქმეს დავუბრუნდი სანამ უნივერსიტეტში წავიდოდი. სულ 4 დავასრულე, მხოლოდ ერთი სახლიღა დამრჩა. ქურთუკი და ჩანთა ავიღე, კაბინეტი დავტოვე. ლიფტთან დამიანე შემეჩეხა, ყურადღება არ მივაქციე გვერდი ავუარე და შიგნით შევედი, ისიც შემოვიდა. ჩემ წინ დადგა და ლიფტის კედელს მიეყრდნო, მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. შევხედე და მზერა გავუსწორე.
-რა გინდა?_ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე, გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. მისკენ მივბრუნდი და ზურგით ლიფტს ავეკარი, წამებში დაფარა მანძილი და სხეულზე ამეკრა. გული ამიჩქარდა და მთელი სხეული ამეწვა, ხელი წელზე მომხვია და ტუჩებთან დაიხარა. მეორე ხელი ლოყაზე ნაზად ჩამოატარა და ყელს ჩაუყვა, დამბურძგლა და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დამეხუჭა, მის სუნთქვას კანზე ვგრძნობდი, ისე ნელა მიკიდებდა ცეცხლს მეგონა ცუდად გავხდებოდი. ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო და ჩამეხუტა.
-რატომ გადაგყევარ ჭკუიდან?_ამოიჩურჩულა და ისევ მაკოცა.
-ამას ნუ მიკეთებ._ამოვიკნავლე და თავი დავხარე. ნიკაპზე თითები მომადო და თავი მაღლა ამაწევინა, გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-არ გამიბრაზდე, უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ, როცა ასე დგახარ და არც კი მიყურებ. -რატომ ვერ იკავებ მერე, გინდა, რომ გული გამისკდეს?_ამოვიკნალე ისე და აცრემლიანებულ თვალებზე გადავისვი ხელი.
-არ იტირო გთხოვ._თვალები დამიკოცნა და შუბლზე მაკოცა, ხმა არ გავეცი. ლიფტი, რომ გაიღო სულ ოდნავ მომშორდა და გამოვედით. გაბუტული მივაბიჯებდი, წელზე ხელი მომხვია და მისი მანქანისკენ მიბიძგა.
-არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა._გაბუტულმა ვუთხარი, ზურგიდან მომიახლოვდა და ყურთან დაიხარა.
-გთხოვ._წელზე შემეხო და ისევ მანქანისკენ მიბიძგა. ჩავჯექი, რადგან სრულიად უძლური ვარ მის წინაშე, არ შემიძლია შევეწინააღმდეგო როცა ასე ახლოსაა. ჩვეულებრივად შეუძლია ერთ წამში ჭკუიდან გადამიყვანოს. საჭესთან დაიკავა ადგილი, გამომხედა და საყვარლად გამიღიმა. უნივერსიტეტში მიმიყვანა, გადმოსვლისას ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ლექციაზე უბრალოდ ვიჯექი, ფიქრებით კი დამიანეს დავტრიალებდი თავს. სანამ სამსახურში დავბრუნდებოდი გოგოებმა ყავა დავლიეთ, სამსახურში წამომყვნენ ეს გადარეულები. მარიამმა „ იქ მაინც ვნახავ მამასო“ მოიმიზეზა და წამოვიდა. ჯერ ჩემი ოთახი ვაჩვენე ორივეს, შემდეგ კი მარი ბატონ ირაკლისთან შევიდა. სალო ჩემთან დარჩა, ცოტახანს ვისაუბრეთ და მერე ავთოს სანახავად წავიდა. ჩემი გვრიტები, როგორ მიყვარს ორივე, ჩემი გიჟები. დემე მოვიდა, ცოტახანი მას ვესაუბრე და შემდეგ წავიდა. 6 საათი ხდებოდა ყველანაირ საქმეს, რომ მოვრჩი. ბატონი ირაკლის მდივანმა შემატყობინა, რომ თანხა ანგარიშზე იყო, ამიტომ მაშინვე დავაპირე საყიდლებზე წასვლა. კაბინეტიდან, რომ გავედი დამიანემ დამინახა და დამიძახა, ჩემთან მოვიდა და გამიღიმა.
-სად მიდიხარ?
-საყიდლებზე.
-მარტო?
-კი, რა იყო?
-მეც წამოვალ.
-არ არის საჭირო.
-კაი რა, წამო.
-ხო, ხო კარგი._ლიფტში შევედით, შენობიდან გამოვედით და მის მანქანაში ჩავსხედით. სავაჭრო ცენტრში მივედით და დაიწყო მხიარულება, ვირბინეთ ვიცინეთ და ყველა მაღაზია შემოვიარეთ. ბოლოს სათამაშოებთან მივედით, დიდი სათამაშო დათვები, რომ დავინახე სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, ეს დამიანემაც შეამჩნია და გაღიმებული მიყურებდა. ყველაფერი ვიყიდეც რაც საჭირო იყო და წამოვედით, სახლში მიმიყვანა, ლოყები დამიკოცნა და წავიდა. მეც გახარებულმა შევირბინე სახლში და ყველას გადავდე ჩემი დადებითი განწყობა. ბოლოს კი მუსიკის თანხლებით გადავინაცვლე მორფეოსის სამყაროში.
დილა გათენდა რაღაც საოცარი. თვალი, რომ გავახილე და ფანჯრიდან დავინახე, როგორ მოფარფატებდნენ ციდან ქათქათა ფიფქები მაშინვე წამოვხტი, პატარა ბავშვივით მიხაროდა და საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი. ტანსაცმელი ჩავიცვი, აივნიდან თოვლი ავიღე და ავთოსთან შევიპარე ოთახში. შიშველ ზურგზე დავაყარე და ყვირილი მოვრთე, საწოლიდან გიჟივით წამოხტა, ისეთი სახე ჰქონდა ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა. სიცილით ვკვდებოდი მისი სახის ყურებისას, ამიტომ ოთახიდან გამოვექეცი, რომ იქვე არ მივეკალი ამ გადარეულს. თოვლი, წვიმისა და მზის შემდეგ ერთადერთი ამინდია, რომელიც ძალიან მიყვარს. ბავშვობაში მაბრუნებს და მახსენებს, როგორი ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ნუ არც ახლა ვარ ნაკლები მაგრამ ის ყველაზე ტკბილი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ტელეფონს ვიღებ და დამიანეს ნომერს ვკრეფ, რამდენიმე ზარის შემდეგ მპასუხობს, კი არ მპასუხობს ღმუის. სერიოზულ ხმას ვიჭერ და საუბარს ვიწყებ.
-ბატონო დამიანე, სამსახურში არ დაგაგვიანდეთ.
-ვაიმე ნინი..._გაბრაზებული მეუბნება.
-კარგით ხელს აღარ შეგიშლით, შეხვედრამდე ბატონო დამიანე._სიცილით გავუთიშე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. უფ აი ასე უნდა დილით გაღვიძება, მაგრამ ვიცი როგორღაც მაინც წამკბენს. ცოტახანს ვფიქრდები, შემდეგ კი იმ ბავშვის მოსახატი ჭერი მახსენდება, აი მიზეზიც, რომ თვით ბატონს ავარიდო თავი. ოთახიდან ბედნიერი ღიმილით გავდივარ და ბავშვების მხიარულებას ვუერთდები. გიჟებივით დარბიან სახლში, მათ შორის ავთოც. გადაირია ეს ბიჭი სულ, გარეთ გუნდაობდნენ და გორაობდნენ თოვლში. მეც გავედი, მაგრამ ფარეხისაკენ ავიღე გეზი.
-ავთო, იცოდე ნაკაწრი, რომ ჰქონდეს მაგ თოვლში ჩაგმალავ.
-არ გავკარებივარ._ხელები ასწია უდანაშაულობის ნიშნად. ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს ისე წკრიალებს, ჩემი ბიბინა მანქანა. ჩავჯექი და დავქოქე, ჯერ ეს ამინდი ხომ საოცარია და ახლა ჩემი ბმვ-ს ხმა ხომ სულ გასაგიჟებელია. მატორი გავახურე და მანქანა ეზოში გავიყვანე. ხო რაც შეეხება მანქანას ბიძამ მაჩუქა 18-ის, რომ გავხდი. ზამთარში, სანამ ბატონი ავთო არ შეამოწმებს საბურავებს და არ გამოცდის მანამ არ მაკარებს მანქანას. ჩემი საწყალი ბმვ ვინ იცის რაებს უკეთებს. გადავედი, გუნდა გავაკეთე და ავთოს პირდაპირ სახეში გავუქანე, შემდეგ გავიქეცი და სახლში შევირბინე. ჩემი ნივთები ავიღე და მანქანაში ჩავჯექი. სწრაფად დავძარი და ეზოდან გავედი, გეზი პირდაპირ სამსახურისაკენ ავიღე, გზაში ყავა ვიყიდე და მივაღწიე როგორც იქნა. მანქანა შენობასთან გავაჩერე, ყველაფერი ავიღე რაც მჭირდებოდა, გადავედი და შევედი შენობაში. ლიფტიდან, რომ გამოვედი დავინახე საბა უკვე თავის მაგიდასთან იჯდა და სლაიდებს აწყობდა, ჩუმად მივეპარე და წინ ყავა დავუდგი, გაეცინა და ჩემკენ მობრუნდა.
-ქალბატონო ნინი, გმადლობთ ყავისთვის.
-მე ხო თქვენი მაცოცხლებელი ვარ ბატონო საბა, ამიტომ არაფრის._გავუღიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე.
-ნიინ, დღეს მოგიწევს ჭერის მოხატვა.
-კი ვიცი, რომ დღეს უნდა მოვხატო._ტუჩები გავბუსხე, გაეღიმა და ახლა მან მიჩქმიტა ლოყაზე. ჩემ ოთახში შევედი, 12-მდე ყველაფერი დავამთავრე ჩანთა ავიღე და უნივერსიტეტში წავედი. დამიანე არ შემხვედრია ჯერ, მაგრამ ჰა ვინ გაცდის მანქანასთან შემეჩეხა, ძილი არეყო აშკარად და უფრო მესიამოვნა, რომ გავაღვიძე. ჩემი სატრფოსკენ მივდიოდი, მანქანას ვგულისხმობ, როცა დამიძახა. გაბადრული სახით მივუბრუნდი და მივაშტერდი.
-წამო გაგიყვან.
-არ მინდა თავად მივხედავ თავს.
-წამო შეგცივდება, თოვს ისევ.
-დამიჯერე არ შემცივდება._გვერდით ჩავუარე, მის დასანახად გავაღე მანქანა, გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე, გაკვირვებული მიყურებდა მე კი ამის გამო უფრო კარგ ხასიათზე ვდგებოდი. ფაქტია, რომ მისი ნერვების მოშლა ძალიან მსიამოვნებს. დავქოქე, კიდევ ერთხელ გავუღიმე და სწრაფად მოვშორდი იქაურობას. გოგოები ვნახე, სანამ ლექცია დაიწყებოდა ვიჭორავეთ შემდეგ კი მთლიანად გადავეშვით ლექციაში და კონსპექტების ფურცვლაში. ლექციები, რომ დაგვიმთავრდა გოგოებს დავემშვიდობე და საღებავების მაღაზიაში წავედი, ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, შემდეგ სახლში გავიარე და სხვა ტანსაცმელი წავიღე გამოსაცვლელად. საბამ მისამართი მომწერა, მეც მივედი, ბიჭის ოთახი მოვძებნე და საქმეს შევუდექი. კიბეზე ავედი და ჭერის შეღებვა დავიწყე, თან ყურსასმენები მეკეთა და სიმღერებს ვუსმენდი. ისე შევყევი ვერც მივხვდი როგორ დაღამდა, სადღაც ნახევარ საათში სულ დავამთავრე. საღებავებით დასვრილ ტანსაცმელზე მოვიცვი ქურთუკი და სახლიდან გავედი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი, ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ პოლიციამ გამაჩერა. არა რა უნდათ? ხო მივდიოდი ჩემთვის მშვიდად სახლში. მინა ჩავწიე, მართვისა და მანქანის მოწმობა გავამზადე, ოფიცერი, რომ გამოჩნდა პირდაპირ მივაწოდე სანამ რამეს მეტყოდა.
-რამე დავარღვიე?_გაბრაზებულმა ავხედე.
-არა გოგონა არაფერი.
-კარგით, შეიძლება წავიდე?
-სად გეჩქარებათ?
-იცით ჯერ სამსახურში ვიყავი, შემდეგ უნივერსიტეტში და მერე ჭერი მოვხატე, რომელსაც 7 საათი მოვანდომე ასე, რომ თუ არაფერი დამირღვევია საბუთები დამიბრუნეთ._იდგა და ჩემი ნერვების მოსაშლელად ამოწმებდა რაღაცას. მობილურმა დარეკა, მარიამის სახელი ამოვიკითხე და ვუპასუხე.
-გისმენ მარიამ.
-სად ხარ?
-სახლში მივდიოდი და ერთ-ერთ ოფიცერს ჩემი გაჩერება მოეხალისა.
-რამე დაარღვიე?
-უბრალოდ ჩემი ნერვების მოშლა უნდა არა და რა კარგ ხასიათზე ვიყავი._ამოვიხვნეშე და იმ ბიჭს გავხედე, მიყურებდა და დებილივით მიღიმოდა.
-ეგენი ჯანნრთელად არიან?
-ვაიმე ბიჭებს არ გააგებინო გოგო, თუ არ გააგებინე უკვე.
-ბოდიში დამიანემ გაიგო.
-საღოლ რა შენი ძმაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის._ვუთხარი ნაწყენი ხმით.
-ჩუმად მისმენდა.
-კაი ხო, მერე დაგირეკავ სახლამდე თუ მივაღწევ.
-კარგი ჭკვიანად. ჩვენ კლუბში მივდივართ და მაგის თქმა მინდოდა.
-არ მაქვს ეხლა თავი, ძაან დავიღალე. სხვა დროს იყოს, ხვალამდე._დავემშვიდობე და გავუთიშე. ის ტიპი ისევ მიღიმოდა, დებილია რა ვქნა? ბოლოს მივხვდი, რომ ჩხუბი არ გაჭრიდა ამიტომ, საზურგეს მივეყრდენი და ღიმილით ავხედე.
-კაი რახან აქ დგომა გეხალისება არაა პრობლება, მე არსად მეჩქარება._მუსიკები ჩავრთე მაღალ ხმაზე და გულზე ხელები გადავიჯვარედინე. ჩემ სტიქიაში ვიყავი და თან ვისვენებდი, მუსიკა განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. მანქანის ხმა მესმის, ჩერდება, ვიღაც გადმოდის და არ ვიცი რა ხდება. მე ყურადღებას არ ვაქცევ, სავარძლიდან მობილურს ვიღებ და ისევ ჩემ ადგილს ვუბრუნდები. დამიანე ჩნდება უცებ და იმ ტიპს ესაუბრება, რამდენიმე წუთში საბუთებს მაწვდის და მიდის. დამიანე სახურავს ეყრდნობა და მიღიმის.
-რისთვის გაგაჩერეს?
-გეკითხა მერე იმათთვის._გაღიზიანებული ვპასუხობ.
-ცუდად ხარ?
-უბრალოდ ძალიან დავიღალე და იმ ტიპის ყურება სულაც არ მსიამოვნებდა.
-სად იყავი დღეს მთელი დღე?
-სხვა დროს ვილაპარაკოთ, მადლობა და უნდა წავიდე თორემ მოვკვდები ეხლა.
-შენთან მიდიხარ?
-კი.
-კაი, არაფრის და კარგად._მინა ავწიე და ადგილს მოვწყდი. სახლის კარი გავაღე თუ არა ფეხსაცმელი იქვე გავიხადე, დანარჩენი ტანსაცმელიც მივაყოლე და აბაზანაში შევედი. თბილმა წყალმა ისევ გამაბედნიერა, ერთი საათის შემდეგ მოთენთილმა დავტოვე აბაზანა და ჩემს ლეიბს დავუბრუნდი. გამახსენდა, რომ მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი, მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი არაფრის თავი არ მქონდა, გვერდი ვიცვალე და დავიძინე.
ტელეფონის ზარმა საშინლად, რომ შემაწუხა წამოვჯექი და ნომერს დავხედე, დამიანე იყო თან ღამის 4 საათზე.
-გისმენ.
-ნინი დამეხმარე.
-რა გჭირს?
-ცუდად ვარ.
-სად ხარ მითხარი._მისამართი მითხრა, განერვიულებული წამოვხტი, კაპიშონიანი ზედა გადავიცვი და შარვალი ამოვიცვი, ნახევრად მშრალი თმა ისევე დავიტოვე როგორც იყო და სახლიდან გავვარდი. მანქანა დავქოქე და დანიშნულების ადგილას მივედი. ჩაბნელებულ ქუჩაში ტროტუარზე იყო ჩამომჯდარი, მასთან მივირბინე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და როცა მისი დასისხლიანებული სახე დავინახე ადგილზე გავქვავდი.
-დამიანე რა მოგივიდა? კარგად ხარ?_ძლივს ვუთხარი.
-რახან შენ აქ ხარ უკვე კარგად ვარ._გამიღიმა.
-მოდი დაგეხმარები._ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე, მანქანაში ჩავსვი და ღვედი შევუკარი, საჭესთან დავიკავე ადგილი და ჩემთან წავედით.
სიარულში ვეხმარებოდი, სახლში შევედით, დივანზე ჩამოვსვი და საჭირო ნივთების მოსატანად გავიქეცი აბაზანაში. უკან დავბრუნდი, მის წინ ჩავიმუხლე და ჭრილობების დამუშავება დავიწყე. რა შარიანია რა, ყველა შარში ამან როგორ უნდა გაყოს თავი?! თან ინტერესით ვკვდები, მაგრამ ეს უფრო შიშია, შემეშინდა იმის გამო, რომ რამე არ მოსვლოდა. გონს მისმა ხმამაღალმა გინებამ მომიყვანა, შევკრთი და ხელი მის სახეს მოვაშორე.
-შეგაშინე?
-არაუშავს._ხელს ლოყაზე მადებს და ცერა თითს ნაზად მისვამს.
-მტკივა.
-მაჩვენე._ხელი პერანგზე მივადე და ღილები გავუხსენი. სხეულიდან ფრთხილად მოვაშორე და ზურგზე არსებულ ჭრილობას დავაკვირდი.
-ვის ეჩხუბე ადამიანო?!_გაბრაზებულმა ვუთხარი.
-ისეთს არავის, ვიღაც გოგოს ეჩხუბებოდნენ.
-ოჰ და შენც გმირი გახდი ხო? რაღაც ვერსად ვერ დავინახე ის გოგო.
-გაბრაზებული ხარ?
-კი თან ძალიან.
-ჩემზე ინერვიულე?
-შენ წარმოიდგინე და კი.
-და რატომ?
-სატანა უფროსი და ჩემი მეგობრის ძმა ხარ, ხო და კიდევ ადამიანი.
-მეტი არაფერი?
-რის მოსმენას ელოდები? პასუხი ხომ ისედაც იცი.
-ვიცი, რომ ხშირად გიშლი ნერვებს.
-კაი, მაცადე ცოტახანს, არ მინდა ჩემი სიმპათიური უფროსი დავკარგო._სიცილით ვუთხარი და ჭრილობის დამუშავება დავიწყე. როდესაც მოვრჩი ყველაფერი ავალაგე და გვერდით მივუჯექი.
-გტკივა?
-კი ცოტა.
-წამალს მოგიტან და გაგივლის.
-არ მინდა წამალი უბრალოდ შენ ჩამეხუტე._გამეღიმა, უფრო მივუახლოვდი და ჩავეხუტე. ხელები ძლიერად მომხვია და თავზე მაკოცა.
-წამოდი დავწვეთ._თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, თავისით წამოდგა ფეხზე, ჩემ სამფლობელომდე მივედით.
-ჭრილობის მხარეს არ დაწვე._გამიღიმა და მეორე მხარეს დაწვა. გვერდით მივუწექი, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა, შუბლზე მაკოცა და ჩემ კიდერში ჩარგო თავი. თმაზე ვეთამაშებოდი, მშვიდად ჩაეძინა და მე მასთან ერთად გადავეშვი სიზმრების სამეფოში. დილით, რომ გავიღვიძე დამიანე იქ არ იყო, მეგონა წავიდა მაგრამ სამზარეულოდან გამოსულ შუქს, რომ მოვკარი თვალი წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.
იქ მოფუსფუსე დამიანე, რომ დავინახე გამეღიმა და გული გამითბა, კარს მივეყრდენი და ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას. მიხვდა იქ, რომ ვიყავი და გაღიმებული მომიბრუნდა.
-ასე ძაან გსიამოვნებს ჩემი ყურება?
-ვფიქრობ, იქნებ უკვე მჭირდება კაცი ოჯახში და გაკვირდები იქნებ შენ გამომადგე.
-ოჰ ქალბატონო ნინი, თქვენ მხოლოდ ისურვეთ.
-თუ მოვინდომე დამიჯერე, რომ ჩემ გარდა ვერავისთან იქნები. ასეთი სატანა ვარ.
-ლამაზი და საყვარელი სატანა.
-ჩემი სიმპათიური უფროსი._ლოყაზე მაკოცა, დილით ვისაუზმეთ, ჭრილობაც არ სტკიოდა ძალიან, მაგრამ თავიდან დავუმუშავე და სახვევი შევუცვალე. მისაღებში ვისხედით და ყავას ვსვამდით თაიგულები, რომ დაინახა.
-ესენი ვისგან?
-ერთი ჯაბამ მომიტანა და მეორე არ ვიცი უცხო ვიღაცისგანაა.
-წერილი?
-კი წერილი თაიგულთან დევს._წერილი ამოიღო, რომ წაიკითხა ფერი შეეცვალა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული. წამოვდექი, ხელი მხარზე მივადე და გავაჩერე. გაცოფებული იყო, რის ან ვის გამო არ ვიცი.
-რა ხდება? იცი ვინ გამომიგზავნა?
-ჩემმა მტერმა._ძარღვები დაეჭიმა კისერზე და ხელები მომხვია.
-მაგრამ, მე რა შუაში ვარ?
-იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. ბოლოს, რომ ვნახე დამემუქრა: „მაშინ დავბრუნდები, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი გამოჩნება შენს ცხოვრებაში, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ!“
-ანუ ის ჩემთვის აპირებს ზიანის მოყენებას, რომ შენ გატკინოს.
-კი, მაგრამ არ შეგეშინდეს. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ დამიჯერე. მენდობი?
-საკუთარ თავზე მეტად.
-მაშინ არ შეგეშინდეს, ოღონთ თუ საჭირო იქნება ყოველ წამს მომწერ სად ხარ და რას აკეთებ? გასაგებია?
-შენ თუ არ მკითხავ არ მოგწერ.
-ჩემი სულელი გოგო._თავზე მაკოცა, გულში ჩამიკრა და ისევ მაკოცა. ამ წამს არაფრის მეშინოდა, რადგან ის მყავდა გვერდით, ვენდობოდი და ვიცოდი, რომ არავის მისცემდა უფლებას ჩემთვის რამე დაეშავებინა. ამ საუბრის შემდეგ დამიანე სახლში წავიყვანე, რომ გამოეცვალა და მერე ერთად წავედით სამსახურში.
სამსახურში მივედით, დამიანე თავის კაბინეტში შეიკეტა როგორც ყოველთვის მე კი ჩემსაში. საბა შემოვიდა, ცოტახანს ვისაუბრეთ, შემდეგ კი საქმეს შევუდექით. ეს ერთი და იგივე სიტუაცია მაგიჟებდა, სამსახურიდან გამოვედი და უნივერსიტეტში წავედი, გოგოები შესასვლელში მელოდნენ და ჭორაობდნენ. მეც შევუერთდი, ვისაუბრეთ, ვიცინეთ და რამდენიმე წუთში სწავლაზე გადავერთეთ. ლექციები, რომ დამთავრდა გოგოებს დავემშვიდობე და ისევ სამსახურში დავბრუნდი. ხანდახან რა აუტანელი და მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივე რაღაცის კეთება. ფერებს ვარჩევდი როდესაც კარზე დააკაკუნეს, ოთახში დემემ შემოაბიჯა და გამიღიმა. მივესალმე, ჩემს წინ ჩამოჯდა და თვალს არ მაშორებდა.
-როგორ ხარ ნინი?
-რავი ნორმალურად. შენ?
-მე კარგად, ერთი შემოთავაზება მაქვს.
-გისმენ.
-მინდა, რომ ვახშამზე დაგპატიჟო.
-ოფიციალურია რამე?
-არა, მხოლოდ მე და შენ.
-კარგი, რატომაც არა.
-გამიხარდა, მაშინ დღეს საღამოს გამოგივლი, კარგი?
-ჩემით, რომ მოვიდე?
-არა, მე მოგაკითხავ._გამიღიმა, მეც დავთანხმდი სხვა რა გზა იყო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წავიდა. საქმეს მივუბრუნდი და როცა დავამთავრე ბედნიერი წამოვხტი სავარძლიდან. ჩემი ნივთები ავკრიფე და სირბილით გავედი ოთახიდან, შემდეგ ოფისიდან. მანქანაში ჩავჯექი და გეზი პირდაპირ სალოს სახლისკენ ავიღე. ორჯერ დავრეკე ზარი და მალევე მისი ფეხის ხმაც გავიგე, კარი გააღო თუ არა მაშინვე შევიჭერი, გაშტერებული მიყურებდა კარებთან მდგომი.
-რა იყო? რას მიყურებ? გახარებული ვარ.
-ასე ძალიან ვინ გაგახარა?_ხელი მკრა და დივანზე მიმაგდო თან იცინოდა.
-ბალიშით არ მაცემინო ახლა შენი თავი, თორემ მერე ავთო გამისწორდება._ბალიში მოვუღერე სიცილით.
-ჰაა მითხარი ნუ მომკალი ინტერესით.
-დემემ დამპატიჟა სავახშმოდ._აჟიტირებულმა წამოვიყვირე.
-ვათ? არაა, რაღაც მოგეჩვენებოდა._გადაიკისკისა და მოხვდა კიდეც თავში ბატის ბუმბულიანი ბალიში.
-ეხლა შენ მოგეჩვენება კიდევ, რომ გავიმეორებ._ხელები ასწია დანებების ნიშნად.
-კაი არ მცემო ახლა.
-აუ რა ჩავიცვა?
-კაბა.
-ამ სიცივეში ეგეთ მსხვერპლს არ გავიღებ, თბილად ყოფნა მირჩევნია აშკარად.
-სპორტულებით წადი ბარემ. -შენ გგონია გამიჭირდება? -ვიცი, რომ არ გაგიჭირდება.
-ოჰ, ოჰ რძალო რა დღეში ხარ?_ენა გამოვუყავი.
-იქნებ არ ვიყო შენი რძალი?
-რატომ არ უნდა იყო?
-იცი მე?...._ვერ ამბობდა და ვერც მახვედრებდა რა ხდებოდა.
-გისმენ სალ მითხარი._გვერდით მივუჯექი და ხელი მოვხვიე.
-იცი მე ორსულად ვარ._რაააა? თვალები შუბლზე ამივიდა ალბათ, სიცილი ამიტყდა და სალოს თავზე ვაკოცე.
-ვახ, ვახ. მერე დებილო ეხლა უფრო არ ხარ ჩემი რძალი?
-არ ვიცი ავთო რას იტყვის.
-ოხ ავთო, როგორ შეაცდინე ჩემი გოგო, მოგკლავ შე ავადმყოფო._ამოვილაპარაკე და სიცილი განვაგრძე.
-ნუ დამცინი გიჟო.
-არ დაგცინი, ვაიმე აქ ჩემი, მამიდას გოგო ან ბიჭია._მუცელზე ხელი მოვუსვი.
-რომელიმე კი.
-ვაიმე რა მაგარია, მამიდას ძალიან უყვარხარ და თუ ტყუპები ხართ ორივე მიყვარხართ.._მუცელთან ამოვიჩურჩულე და კიდევ ერთხელ მივადე ხელი.
-ავთოს არ ვიცი როგორ ვუთხრა._ამოიტირა და ჩამეხუტა.
-ეს ჰორმონების ბრალია ხო? აუ შენ რა გაგიძლებს._სიცილით ვუთხარი და მეც ჩავეხუტე.
-როგორ ვუთხრა?
-ეხლა დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს.
-არა, არა ეხლა ვერა._ისევ ტიროდა.
-მე ვეტყვი იცოდე._დავემუქრე და მაშინვე გაჩერდა.
-სულ გაგიფრენია გოგო შენ. ახალი წლის ღამეს ვეტყვი.
-ოჰ რახან მოიფიქრე არაუშავს კიდე.
-ენას ამოგაძრობ ერთხელაც.
-მიდი აბა სცადე მარტო, ოღონდ მერე ეს პატარა, რომ დაიბადება. ეხლა ვერაფერს დაგიშავებ, გოგოებს არ ვცემ და ორსულებს მითუმეტეს._გავეკრიჭე და შორს გავიწიე, რომ რამე არ ჩაერტყა.
-ოხ შენი._ბალიში გამომიქანა და პირდაპირ სახეში გამარტყა. დივანზე გადავვარდი ბალიშთან ერთად. მისი სიცილი გავიგე და გული გამიბედნიერდა, მის სიცილს კი მალე ავთოს სიცილიც შეუერთდა. თავი წამოვყავი და ბოროტული მზერა ვტყორცნე, უარესად ახარხარდა, ბალიში გავუქანე და თავში გავარტყი. სალომე იცინოდა, ჩვენ კი ვუყურებდით და ხალისით ვუღიმოდით, თვითონ ასხივებდა ბედნიერებას. ავთოს სახე უნდა გენახათ იმ წუთას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ხვდებოდა რაღაც ძალიან კარგი, რომ ხდებოდა მაგრამ მაინც ვერ არკვევდა ეს რა იყო. ამ ორის ბედნიერებით ვიყავი გახარებული, ცოტახანში გვრიტებს დავემშვიდობე და სახლში წავედი. ტანსაცმელი შევარჩიე, რა თქმა უნდა, შავი ჯინსი, წითელი პერანგი და შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სუნამო მივისხურე და უკვე მზად ვიყავი. 9 საათი ხდებოდა დემე, რომ მოვიდა თაიგულით ხელში იდგა კართან და საყვარლად მიღიმოდა. ვარდები და ქრიზანთემები ერთად რაღაც საოცარად ლამაზია. ყვავილები ვაზაში ჩავაწყვე და მაგიდაზე დავდგი. სანამ მე ამას ვაკეთებდი დემე ჩემს ნახატებს ათვალიერებდა. მასთან, რომ მივედი გამიღიმა და მითხრა:
-იცი? ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა._ნაზად გავუღიმე, დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. გაგიკვირდებათ და მისი შეხებისას ვერაფერი ვიგრძენი, ვერ მივიღე ის მუხტი რასაც დამიანესგან ვიღებ. უბრალოდ მისი ახლოს ყოფნაც კი საკმარისია, რომ გული ამიჩქარდეს და დავიბნე. მისსავით ვერავინ მოქმედებს ჩემზე, ბიჭი მითუმეტეს. ბარში მივედით, ჯენტლმენი ბიჭია, მანქანის კარი გამიღო და ღიმილით გამომიწოდა ხელი. შენობაში შევედით, ფანჯარასთან ახლოდ დავსხედით, შეკვეთა მივეცით და დაველოდეთ. ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მაგრამ ფიქრებით მაინც დამიანესთან ვიყავი, რომელიც არ მწერდა. ალბათ ჩემ მიწერას ელოდება, მაგრამ არ მივწერ. კარგად გავერთეთ მე და დემე, უკვე 23:00 საათი იყო სახლში, რომ მიმიყვანა. სასიამოვნოა ბიჭია ვაღიარებ, აი ისეთი წვერი, რომ უხდება განსაკუთრებით. ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა. ბინაში ავედი, შუქი, რომ ავანთე სავარძელში მოკალათებულ დამიანეს მოვკარი თვალი და კინაღამ გული გამისკდა.
-იმ ვიღაცაზე ადრე თუ აპირებ ჩემს იმ ქვეყნად გასტუმრებას თქვი, არ მეწყინება._გაბრაზებულმა ვუთხარი. ისეთი თვალებით მიყურებდა ალბათ მართლა მომკლავდა.
-სად იყავი?_მკაცრი ტონი გაისმა ოთახში.
-ძალიან გაინტერესებს?
-ნაგლობა არ გინდა, არ გირჩევ ჩემს ნერვებზე თამაშს._ისევ ისეთი ტონით გააგრძელა.
-დემესთან ერთად ვივახშმე. რამე პრობლემაა?_ირონიას არ ვაკლებდი.
-არა არ არის პრობლემა, უბრალოდ შენზე ვზრუნავ.
-არ მჭირდება შენი ზრუნვა. მგონი იმ კაცს მისამართი შეეშალა აშკარად.
-ნინი...
-არ მაინტერსებს, ადექი და მიბრძანდი ჩემი სახლიდან. ძალიან მაწუხებ უკვე!_ფეხზე წამოდგა და ჩემ წინ გაჩერდა.
-ვის ატყუებ? ჩემზე მეტად ვისი შეხება გსიამოვნებს? როგორც ვიცი არავისი._ირონიულად ჩაიცინა.
-არც დემეა ცუდი სხვათაშორის._თვალი ჩავუკარი და მოვშორდი. გამწარდა თან როგორ, ვაიი. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ერთი სული ჰქონდა რამე დაემტვრია. ხელები მომუჭა, ყელზე ძარღვები დაეჭიმა, ამ დროს უფრო მიმზიდველია, ფუ ნინი გაჩერდი რაზე ფიქრობ. არაფერი უთქვამს ისე გავიდა სახლიდან, კარი, რომ გაიჯახუნა ლამის მთელი კორპუსი დაინგრა. მასზე გამარჯვებას ვზეიმობდი, სავარძელში მოვკალათდი, განათებვულ ქუჩას გავცქეროდი, სადაც ციდან ნელა მოფარფატებდნენ ქათქათა ფიფქები. ვერ ვისვენებდი, ამიტომ გასაღები ავიღე და სამსახურში წავედი, რათა იქაურობას ახალი წლის მოსვლა შეტყობოდა. დაცვის ბიჭმა მაჩვენა ყველაფერი რაც ვიყიდეთ მე და დამიანემ და საქმეს შევუდექი. მარტო ვერ მოვრჩებოდი ამას ამიტომ საბას დავურეკე.
-სად ხარ?_ვუთხარი, რომ მიპასუხა.
-სახლში, რა იყო?
-სამსახურში მოდი რა, დამეხმარე.
-ამ დროს მანდ რა გინდა?
-საახალწლოდ უნდა მოვრთო და შენი დახმარება მჭირდება.
-კარგი ჩემო გოგო მოვალ ეხლავე.
-კაი გელოდები, მოიცა რამე დასალევი წამოიღე.
-ოო, ეგ უკვე მომწონს. მალე მოვალ.
საბა მოვიდა, რამდენიმე ბოთლი ლუდითა და სასუსნავებით. თან ვსვავდით და თან ოფისს ვალამაზებდით. ყველაფერს, რომ მოვრჩით დაღლილები და ნასვამები მივესვენეთ ერთმანეთს ჩემ კაბინეტში. დილის 9 საათზე ტელეფონის ზარმა დარეკა, ძლივს ავდექით, დაახლოებით 5 საათი გვეძინა. სანამ თანამშრომლები მოვიდოდნენ საახალწლო მუსიკები ჩავრთეთ განწყობისათვის. მე ყავაზე წავედი, რომ დავბრუნდი ოფისში საახალწლო განწყობა სუფევდა და თანამშრომლებიც ბედნიერი სახეებით უყურებდნენ ერთმანეთს. საბა და მე ყავას ვსვავდით, ბატონი ირაკლი, რომ მოვიდა. ჯერ გაოცებულმა მოათვალიერა გარემო, შემდეგ შემომხედა და გამიღიმა. მისი მდივანი მოვიდა და მითხრა, რომ ბატონი ირაკლი კაბინეტში მიბარებდა. მასთან შევედი, გამიღიმა და სავარძელზე მიმითითა, ჩამოვჯექი.
-ყოჩაღი გოგონა ხარ, მიხარია, რომ შენნაირი თანამშრომელი და დიზაინერი ჰყავს ამ კომპანიას.
-ძალიან დიდი მადლობა. მარტო ამას ვერ მოვახერხებდი, საბა დამეხმარა.
-ძალიან კარგი გენაცვალე. ასეთი არასდროს არ ყოფილა ეს ოფისი.
-მიხარია, რომ მოგეწონათ.
-სხვათაშორის შენი შერჩეული ყველა ფერი მოეწონათ კლიენტებს და ბავშვს განსაკუთრებით.
-როცა შენი საქმე გესმის არაა ძნელი მიხვდე რა სურს შენს კლიენტს.
-აი ეს მომწონს, ძალიან კარგი გოგო ხარ.
-მადლობა._გავუღიმე. კაბინეტში დამიანე შემოვიდა, მზერა ავარიდე და ბატონ ირაკლის მივუბრუნდი.
-მამა ეს საახალწლო გარემო ვინ შექმნა?
-ნინიმ და საბამ._ირაკლი.
-ლამაზია, მომეწონა.
-მადლობა._არ შემიხედავს ისე ვუთხარი.
-არაფრის.
-ბატონო ირაკლი მე წავალ საქმეს მივხედავ.
-შვილო დღეს გვესტუმრე, როგორც ვიცი მარისთან არ ყოფილხარ ჯერ სტუმრად. ერთად ვივახშმოთ და იქნებ ჩემი სახლიც ასე გავალამაზოთ.
-კარგით მოვალ.
-ძალიან კარგი, შეგიძლია წახვიდე შვილო._კაბინეტიდან გამოვედი დასაქმეს დავუბრუნდი. დღეს სწავლა არ მქონდა ამიტომ ყველაფერს, რომ მოვრჩი საიდუმლო სანტობა გადავწყვიტე, მე ხომ დამიანეს საიდუმლო სანტა ვარ. რახან მივდიოდი ყველასთვის დავაპირე საჩუქრის ყიდვა. მარის ყელსაბამი ვუყიდე ჩიტის კულონით, სალომესაც ყელსაბამი ვუყიდე პეპელას კულონით. ბავშვის ტანსაცმელი, რომ დავინახე მაშინვე გამახსენდა ჩემი პატარა ავთუკა, რომ ჰყავდა სალოს მუცელში. პატარა ფაჩუჩები დავინახე და მაშინვე ვიყიდე. ავთოსა და დამიანეს საათები ვუყიდე, ერთი ფერის მაგრამ სხვადასხვა დიზაინის. სხვებისთვის ვერაფერი მოვიფიქრე, მხოლოდ სესილის ვუყიდე დიდი სათამაშო დათუნია. გიოს ყურსასმენები ვუყიდე, რომელიც სიმღერების რიტმს ყვებოდა და ციმციმებდა. ბიცოლას რადგან მცენარეები ძალიან უყვარდა, რაიმე განსხვავებული სახეობის მცენარის ყიდვა გადავწყვიტე. დათოს კი ჩემ ნახატს ვაჩუქებ უყვარს ხელოვნება, ოღონდ არ ვეტყვი, რომ ჩემი დახატულია. ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვე, დათვი კი ძლივს შევტიე. მცენარეების მაღაზიაში მივედი. ახალგაზრდა გოგონა მეხმარებოდა შერჩევაში, ბოლოს ორქიდეებზე მივედით და თურმე რამდენი სახეობა ჰქონია. ყველაზე მეტად მტრედის ფორმისა და პეპლის ფორმის მომეწონა. ორივე ვიყიდე და ჩემთან წავედი. ყველაფერი ბინაში ავიტანე და შევინახე, რომ რომელიმეს არ ენახა. სახლში წავედი, ბიჭები ჩვენთნ იყვნენ. ყველას მივესალმე და ავთოს მივუჯექი გვერდით, ხელი მომხვია და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ გადარეულო?
-რავი ნორმალურად, შენ?
-მე კარგად. ცუდ ხასითზე ხარ?
-არა უბრალოდ დავიღალე და ეხლა უფროსს უნდა ვესტუმრო._სახე დავმანჭე, გაეცინა და თავზე მაკოცა.
-მომენატრე და ასე ნუ იკარგები ხოლმე.
-რა იყო ერთი დღე ვერ ძლებ უჩემოდ?
-ვერა ვერ ვძლებ._კიდევ გამიღიმა და თავზე მაკოცა.
-კარგი, ამის მერე თავს მოგაბეზრებ.
-თუ მოახერხებ სცადე._გამიცინა. დროებით დავემშვიდობე და მარისთან წავედი. მანქანა ჭიშკართან მივიყვანე, დაცვა გამოვიდა და მკითხა:
-თქვენი სახელი?
-ნინი დემეტრაძე.
-ქალბატონო ნინი, შეგიძლიათ შებრძანდეთ._ჭიშკარი გაიღო, მანქანა დავძარი და ეზოში შევედი. სახლი ძალიან მომეწონა, ეზო საახალწლოდ იყო მორთული და ხალისი მომემატა. საჩუქარი ავიღე და სახლის კარზე ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში მარი გამოჩნდა და გიჟივით ჩამეხუტა.
-კარგი გოგო რა გეტაკა._სიცილით ვუთხარი და მისი მოშორება ვცადე.
-მწარე.
-ვინმე რამეს იფიქრებს._კიდევ გავიცინე, ამჯერად მომშორდა და სიცილი დაიწყო.
-მოდი შემოდი ჩემო სიხარულო._სახლში შევედი, მისაღებში გავედით. ყველას მივესალმე შემდეგ კი მარიმ დედამისი გამაცნო.
-ნინი ეს დედაჩემია, ეკატერინე.
-სასიამოვნოა ქალბატონო ეკატერინე.
-უბრალოდ ეკა დამიძახე შვილო._ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე.
-ეს საჩუქარი, პირველად ვარ აქ და.
-არ იყო შვილო საჭირო._მითხრა ირაკლიმ.
მარიმ ყუთი გახსნა და ნახატი ამოიღო. გაოცებული სახით მიყურებდა და მიღიმოდა.
-მამა ნახე რა მაგარი გოგო მყავს._ნახატი ირაკლის და ეკას აჩვენა.
-ეჭვიც არ მეპარება შვილო მის ნიჭიერებაში.
-ეს შენი დახატულია?_მითხრა ეკამ და გამიღიმა.
-კი ჩემია._გავუღიმე მეც და მარის მივუჯექი გვერდით.
-ძალიან ლამაზია.
-მადლობა.
-მარიამ დღეს მოვა დამიანე?
-კიი მოვა._ფუ აქ მაინც არ დამასვენებს რა, თუმცა თავის სახლში თუ არ მივა რა უნდა ქნას. ამ დროს მისაღებში ვაჟბატონმა შემოაბიჯა, ნაგლურად გამიღიმა და ეკას მიუჯდა გვერდით.
-ნინი სანამ ვივახშმებთ მინდა სახლის მორთვაზე გესაუბრო._მითხრა ირაკლიმ და გამიღიმა.
-გისმენთ, თქვენი სურვილის მიხედვით შევარჩევ ყველაფერს.
-ჩემი არა შვილო, შენ რაც მოგეწონება იმის მიხედვით გააკეთე.
-თუ ასეა მაშინ მარი დამეხმარება, ხო მარი?_დაჭყანულ მარის შევხედე და გავუცინე. გულში ჩემ მოკვლას ლამობდა ალბათ.
-რა თქმა უნდა, დაგეხმარება._ესეც ასე. სავახშმოდ მაგიდას მივუსხედით. ვივახშმეთ, შემდეგ მარის ოთახში ავედით და ყავას ვსვავდით. ვსაუბრობდით როცა ოთახში დამიანე შემოვიდა და შუაში ჩაგვიჯდა.
-აბა გოგოებო, რას შვებით?_ორივეს ხელი გადაგვხვია, მისი ხელი მხრიდან მოვიშორე და გვერდით გავიწიე. ეს მარიმ შეამჩნია, რა თქმა უნდა, მის თვალს ხომ არაფერი არ გამოეპარება.
-კარგად ძამიკო, შენ?
-რავი ხო იცი ყველა მე მიშლის ნერვებს._ეს ჩემ გასაგონად თქვა. ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ხო აბა სუსტი ნერვები გაქვს და იმიტომ._ჩემი მობილურის ზარი გაისმა ოთახში, მაშინვე ვუპასუხე საბა იყო.
-ნიინ..._გალეშილი მთვრალი იყო აშკარად.
-გისმენ საბუ.
-ძალიან ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდები.
-სად ხარ მითხარი და მოვალ.
-კლუბში ვარ.
-მისამართის დაწერას შეძლებ?
-კი, მოიცა მოგწერ.
-კაი მიდი, მომწერე გამოვდივარ მე. ფეხი არ მოიცვალო არ მოგიტაცონ.
-მოდი შენ მომიტაცე ჩემო გოგო.
-მერე აღარ გაგიშვებ იცოდე._სიცილით ვუთხარი და მისის სიცილის ხმაც გავიგე.
-არ წავალ არსად, თავიდან ვერ მომიშორებ.
-კაი ეხლა მომწერე მისამართი.
-კაი ჩემო გოგო._ყურმილი დავკიდე და დაინტერესებულ სახეებს მოვკარი თვალი.
-ნინი რა ხდება?
-არაფერი, საბა ნასვამია და უნდა მივაკითხო.
-ოჰ შენ გირეკავს უკვე?-ნაგლურად მითხრა დამიანემ.
-რას ვიზავთ, ყველა მისსავით არ ზრუნავს ჩემზე._თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი. ჩანთა ავიღე ყველას დავემშვიდობე და იმ მისამართზე მივედი, რომელიც საბამ მომწერა. დანიშნულების ადგილას, რომ მივედი კლუბში შევედი, ნაცნობ სახეს, რომ მოვკარი თვალი მისკენ ავიღე გეზი და მის წინ ჩამოვსკუპდი.
-აბა ჩემო ლოთო ბიჭო, წავედით?
-კი წავედით._ფეხზე წამოდგა, მაგრამ წაბარბაცდა და ისევ დაეცა სკამზე. ხელი მოვკიდე და სიარულში დავეხმარე. მანქანაში ჩავსვი და ღვედი შევუკარი. საჭესთან დავჯექი და სწრაფად დავძარი მანქანა. საბა სახლში მივიყვანე, საწოლში დავაწვინე და წამოვედი. სახლის გზაზე, სანამ ჩვენ უბანს მივუახლოვდებოდი შევამჩნიე, რომ უკან მანქანა მომყვებოდა, სვლა შევანელე და კარგად დავაკვირდი. უცხო მანქანა იყო და ფაქტია, რომ მე მომყვებოდა. ყურადღება აღარ მივაქციე და მანქანა ეზოში შევიყვანე. დაცვის ბიჭებს ვუთხარი ყურადღება მიექციათ ის ავტომობილი კიდე გამოჩნდებოდა თუ არა. სახლში შევედი, ოთახში ავედი და დავიძინე. ჯერ ეღვიძათ, მაგრამ მე ძალიან დაღლილი ვიყავი და დაძინება ვარჩიე. გვიანი იყო, რომ გამეღვიძა. საათს დავხედე შუა ღამე იყო 04:15, საწოლში ვიტრიალე მაგრამ ვერ მოვისვენე. სპორტული შარვალი ამოვიცვი და ავთოს ოთახში შევიპარე, მხარზე ხელი დავადე და ჩუმად ვუთხარი:
-ავთოო... ავთო...
-მმმმ ნინი რა გინდა?_ამოიბუზღუნა და თვალები ნელა გაახილა.
-შენთან დავიძინებ რა._საწყალი თვალებით ვუთხარი, გამიღიმა და ხელი მომხვია.
-მოდი ჩემო პატარა._გვერდით მივუწექი, ხელი წელზე მომხვია და გულში ჩამიკრა. მისი შემხედვარე მეც მოვითენთე და სიზმრებში ჩავიკარგე.
დილით თმაზე ფერებამ გამაღვიძა, თვალები ძლივს გავახილე და მომღიმარ ავთოს შევხედე.
-ასე ადრიანად ნერვები არ მომიშალო._ღიმილით ვუთხარი, გამიცინა და შუბლზე მაკოცა. საწოლიდან წამოვდექი ლოყაზე ვაკოცე ჩემ ბიჭს და ჩემ ოთახში გავედი. აბაზაბაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და უკან დავბრუნდი. მობილურის ხმა, რომ გავიგე ნომერს დავხედე, დემე გახლდათ:
-გისმენ.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ?
-მეც კარგად. დღეს ჩემი სახლის შეღებვას იწყებენ.
-აჰა, მოიფიქრე რისი დახატვა გინდა?
-ბუნების დახატვა მინდა სადაც ბიჭი ბურთით თამაშობს.
-მაგრამ ერთ დღეში ვერ მოვრჩები, თან ესკიზი უნდა გავაკეთო.
-არაა საჭირო, მირჩევნია შენს ხელებს ვენდო.
-როგორც გინდა, ჩემთვის არაა პრობლემა.
-დღეს მოვალ ოფისში და ერთად მივიდეთ.
-კარგი, დროებით.
-დროებით._ყურმილი დავკიდე. ტანსაცმელი ჩავიცვი, ჩანთა და ქურთუკი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ყველა სასაუზმოდ იჯდა მაგიდასთან, სამზარეულოში შევედი, მაცივრიდან ბროწეულის წვენი გამოვიღე, ჭიქაში დავასხი და ცოტა მოვსვი. ზამთრის ხილიდან ყველაზე მეტად ფორთოხალი და კივი მიყვარს, ბანანი და მოცვი არ ითვლება, დავჭერი ეს ყველაფერი და გემრიელად მივირთვი. ბავშვებს ვაკოცე, ავთოსაც და სახლიდან გავედი, ჭიშკართან, რომ მივედი ბიჭებს ვკითხე:
-ის მანქანა დაინახეთ?
-კი რამდენჯერმე გაიარა.
-კარგი, არავის უთხრათ.
-კარგი._ეზოს გავცდი და სამსახურისკენ ავიღე გეზი. ლიფტთან დამიანეს შევხვდი, ერთმანეთს მივესალმეთ და ლიფტში შევედით. ჩუმად ვიყავით, ერთმანეთისთვის არც კი შეგვიხედავს, ბოლო სართულზე ავედით, ის თავის კაბინეტში შევიდა მე კი საბასთან მივედი და წინ ყავა დავუდგი. თავზე ჰქონდა ხელები შემოწყობილი და მგონი ეძინა, გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. ჩუმად ჩაიღიმა, ფეხზე წამოხტა და ჩამეხუტა, გაოგნებული ვიყურებოდი, საიდან ამ ბიჭს ამდენი ენერგია და არც ნაბახუსევი. ჩემი პოზიტივი ბიჭია, მეც ჩავეხუტე, ლოყაზე მაკოცა და ისევ ჩამოჯდა. -ნინიი...
-ჰო.
-დილით შიშველს რატომ გამეღვიძა?_თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა.
-ალბათ ვინმე შემოიპარა სახლში და ჩემი წასვლის მერე, ნუ ხო ხვდები._სერიოზულად ვუთხარი.
-ხო მაგრამ ვინ, გარშემო სულ მოხუცი ბებოები ცხოვრობენ.
-ფუუ დებილო. იქნებ კლუბიდან აგეკიდა ვინმე? შეგაცდინეს ჩემო ბიჭო.
-კაი ნუ მეღადავები.
-არ გეღადავები, ხო იცი, რომ მე მაგას არ ვიზავდი.
-კი ვიცი.
-ხოდა თავად გაიხდიდი, რა არის გაუგებარი?
-მართალი ხარ.
-კაი წავედი მე, დღეს დემე უნდა მოვიდეს და.
-ოჰ, ოჰ.._დაიკრიჭა და გადმოყარა 32 შეუდარებელი კბილი. სიცილი ამიტყდა, ლოყაზე ვაკოცე და ჩემ კაბინეტში გავიქეცი. სანამ დემე მოვიდოდა ყველაფერი მოვაგვარე, ოთახის კარი გაიღო და დამიანემ შემოაბიჯა, სავარძელში ჩაჯდა და მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. არ მაშორებდა კი არა არც ახამხამებდა. ვუყურებდი მის თვალებს და ვხვდებოდი, რომ მორევში მითრევდა საიდანაც თავის დაღწევა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა. ეს დუმილი იმდენად საშინელი იყო, ბოლოს ისევ მე დავარღვიე.
-რამე გინდა?_მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი და სახე ხელებში მოვიქციე.
-უბრალოდ მინდა, რომ გიყურო._გამიღიმა და ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა თავისკენ მიმაბრუნა და ფეხზე წამომაყენა. წელზე ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა. სასიამოვნო ტალღამ დაიარა მთელს სხეულში, გულისა და სუთქვის სიხშირემ იმატა. მხოლოდ ჩემმა არა მისმა გულის ცემამაც იმატა და ეს მესიამოვნა, რადგან მხოლოდ მე არ ვგრძნობდი ამას. საფეთქელზე თითი მომადო და ნელა ჩაუყვა ქვემოთ, ყელამდე, რომ ჩავიდა დამბურძგლა და ჟრუანტელმა დამიარა ტანში. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, არაფერი არ გვაინტერესებდა იმ წამს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მეტი არავინ. მაკოცა შუბლზე, ლოყაზე, ცხვირზე, ნიკაპზე და ყელში. ტუჩებთან დაიხარა, მოლოდინისგან და მისი სურვილით ვგიჟდებოდი.
აი ვიგრძენი მისი რბილი ტუჩები, ისეთი ნაზი, თბილი და გრძნობებით სავსე იყო. მის სამყაროში დავიკარგე და სულაც არ მინდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ მოგვიწია როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგეთ. ნელა მოვშორდი მის ბაგეებს, შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად სუნთქავდა ჩემსავით. ისევ სავარძელში ჩაჯდა, მეც ჩამოვჯექი.
-მობრძანდით._ძლივს წარმოვთქვი. ოთახში დემე შემოვიდა, გაგვიღიმა არა მე გამიღიმა. დამიანეს შევხედე, რომელიც მიღიმოდა და ისევ მანდომებდა მის კოცნას. ჯერ დამიანეს მიესალმა შემდეგ კი ჩემზე გადმოერთო.
-ნინი კიდევ გაქვს საქმეები?
-არა აღარ.
-მაშინ წავიდეთ.
-კარგი წავიდეთ._ჩანთა ავიღე და კაბინეტიდან გავედით. მობილური დამრჩა ოთახში. დემეს ვუთხარი და უკან მივბრუნდი. კარი მივხურე თუ არა დამიანეს მივეჭერი და მის ბაგეებს დავეწაფე, ხო ეს გაუაზრებელი იყო მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო. გაკვირვებული იყო, მაგრამ მოდუნდა და უფრო მომთხოვნი გახდა მისი კოცნა. ოდნავ მოვშორდი და ამოვისუნთქე.
-უნდა წავიდე._ამოვიჩურჩულე და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
-საღამოს გნახავ კარგი?_კიდევ მაკოცა.
-კი. ახლა წავალ._მივბრუნდი, მაგრამ გამაჩერა და მაკოცა.
-ეხლა შეგიძლია წახვიდე._გამიღიმა. ღიმილით მოვშორდი და სამსახურიდან გავედი. მთელი გზა მის კოცნაზე ვფიქრობდი, არც ვუსმენდი დემე რას მელაპარაკებოდა. უბრალოდ თავს ვუქნევდი, სულელივით ვიღიმოდი და ტუჩებს ვიწვალებდი. ჯერ დემეს სახლში მივედით, გადაწყვიტა, რომ მისაღებში მოეხატა ერთი კედელი. საღებავების საყიდლად წავედით, რა თქმა უნდა ისიც წამომყვა, ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, მასთან დავბრუნდით და საქმეს შევუდექი. მთელი ამ დროის განმავლობაში დემე არ მომშორებია, სულ იქ იყო სანამ ვხატავდი. მესაუბრებოდა და მართობდა, ყავა მომიტანა და ერთად დავლიეთ. ნახევრად, რომ მოვრჩი ხატვას უკვე აღარ შემეძლო, ხელები დამეღალა.
-დღეისთვის საკმარისია._დემეს ვუთხარი და ფუნჯები დავაწყე.
-მართალი ხარ, შენი ყურებით გავერთე, სახლში წაგიყვან._ უხერხულად გადაისვა თავზე ხელი.
-კარგი._გავუღიმე და მხარზე მივარტყი ხელი. მანქანაში ჩავსხედით, ირგვლივ სიწყნარე სუფევდა.
-ნინი._გადმომხედა და გამიღიმა.
-გისმენ.
-მარტო ცხოვრობ?
-ეხლა სადაც მივდივართ იქ კი.
-ორი სახლი გაქვს?
-კი, იქ ბიძაშვილებთან, ბიძასთან და მის მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. ხან იქ ვარ ხან იქ.
-და მშობლები?
-10-ის ვიყავი, რომ გარდაიცვალნენ.
-ბოდიში არ ვიცოდი, ძალიან ვწუხვარ.
-არაუშავს, ხდება ხოლმე._გავუღიმე.
-შენს ბიძაშვილს რა ქვია?
-ავთო დემეტრაძე, სესილი დემეტრაძე და გიორგი დემეტრაძე.
-მართლა?
-კი.
-ავთო ჩემი კლასელია.
-ვახ კაცო ყველგან ავთოს ნაცნობი როგორ უნდა შემხვდეს რა._გავუცინე, მასაც გაეღიმა.
-სკოლის დამთავრების მერე მე წავედი და არ მქონია ურთიერთობა კლასელებთან.
-ეგ ხო არცაა გასაკვირი. არსად არ წავსულვარ მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან მაქვს ურთიერთობა.
-ეგ ხო სულ ეგრეა._ასე საუბარში მივედით სახლამდე, დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. ბინაში ავედი, შუქი ავანთე და გეზი პირდაპირ აბაზანისკენ ავიღე ტანსაცმელი ძირს დავყარე და შხაპი მივიღე. მოვდუნდი და ისევ გამახსენდა დამიანეს ფაფუკი ტუჩები, ჩემდა უნებურად გამეღიმა და ტუჩებზე ხელი გადავიტარე. პირსახოცი შემოვიკარი და აბაზანიდან გამოვედი. სამზარეულოდან რაღაც ხმა გამოდიოდა, კარი ნელა შევაღე და შევედი. თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი ისე სწრაფად ამესვეტა დამიანე წინ და ხელი მომხვია, პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეყვირა,ზემოდან დამყურებდა, მე კი გაოგნებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა.
-გული უნდა გამიხეთქო?_გაბუტულმა ვუთხარი. არც მახსოვდა, რომ ნახევრად შიშველი ვიდექი მის წინ. თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ და ჩაეღიმა.
-დამიანე გამიშვი._ჩავიბუზღუნე, ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია და მაიძულა მისთვის შემეხედა. ნელ-ნელა მოიწევდა ჩემი სახისკენ და თან თმიდან ჩამოსულ წვეთებს მაშორებდა მხრიდან თითით. ნაზად დაატარებდა და ეს ასე, რომ ვთქვათ კაიფში მაგდებდა, ისიც ხვდებოდა და არ ჩერდებოდა. კანი მეწვებოდა, კანი კი არა მთელი ორგანიზმი მეწვოდა, ასეთ რეაქციას იწვევდა ჩემში ეს ვაჟბატონი უბრალო შეხებითაც კი.
-დამიანე._ამოვიჩურჩულე და ვიგრძენი კიდეც მისი რბილი და ნაზი ბაგეები ჩემსაზე, მანამ არ მომშორდა სანამ ჟანგბადი არ გამოგველია, ფრთხილად მომშორდა და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა. ღრმად ამოისუნთქა და ჩამეხუტა, მეც მოვეხვიე ჩემთვის ძვირფას ადამიანს და მის სურნელში ჩავიკარგე. როგორი მამაკაცური მაგრამ ნაზი სურნელი აქვს, ის ხომ ყველასგან განსხვავებული და მხოლოდ ჩემია.
-ნინი გაცივდები._ყურთან მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.
-წავალ ჩავიცვამ._ძლივს მოვშორდი და ისევ პირვანდელ პოზას დავუბრუნდი.
-მე აქ ვიქნები._ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და გაზქურას მიუბრუნდა. ოთახში გავტანტალდი, ჩავიცვი, თმა გავიშრე და სამზარეულოში გავედი. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, მაგიდას მივუჯექი და ფეხები მეორე სკამზე შემოვაწყე, გამახსენდა, რომ ეს ვაჟბატონი დაუკითხავად შემობრძანდა ჩემს სახლში, კინაღამ გული გამიხეთქა და მომკლა ეს 19 წლის გოგო.
-ბატონო დამიანე, სახლის კარი ღია დამრჩა თუ ჯადოქარი ხარ და მყარ საგნებში გასვლა შეგიძლიათ?_ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი. გაეცინა, ქურა გამორთო და ჭიქებში ღვინო დაასხა.
-გასვლა არა მაგრამ გაღება ნამდვილად შემიძლია._ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და ხელში შეათამაშა.
-გასაღები მომპარე შე იდიოტო._სიცილით ვუთხარი.
-ასლი გავაკეთე.
-ისე უკვე სერიოზულად ვფიქრობ შენს ამ სახლში ჩასიძებაზე._სერიოზული სახით ვუთხარი და მაგიდაზე თითები ავაკაკუნე.
-თუ მომიტაცებ კი, ოღონდ იცოდე ქორწინებამდე არაფერი გამოგივა._სიცილით მითხრა და ხორცი თეფშზე გადმოიღო.
-გარყვნილო. სახლიდან ფეხს, რომ ვერ გაადგამ გაიგებ მერე._საჩვენებელი თითის ქნევით ვუთხარი.
-ჩემი დესპოტი ცოლუკა იქნები._ისევ იცინოდა.
-უფრო ქმარუკა._ენა გამოვუყავი და გავეკრიჭე. გულიანად გადაიხარხარა და წინ თეფში დამიდო.
-არ მოიწამლები.
-ეგ ვიცი კაცო, უბრალოდ ზღვის პროდუქტებს ახლოს არ ვეკარები და თევზსაც ათასში ერთხელ.
-რატო არ გიყვარს?
-არა არ მიყვარს, უფრო ალერგია მაქვს.
-კიდე რაზე გაქვს ალერგია?
-ჯერ არ ვიცი, იმედია შენზე არ გამიჩნდება ალერგია._გავუცინე და ღვინო მოვსვი.
-მიგიხვდი._თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
-ჭკვიანი ბრძანდებით ბატონო დამიანე.
-მოეშვი ამ ბატონოს თორემ მოგხვდება.
-სასჯელი რა იქნება?_წარბაწეულმა შევხედე, სახე დაასერიოზულა.
-უჩემობა._სრულებით სერიოზულად მითხრა. გამიკვირდა მაგრამ მაინც არ დავნებდი.
-ბატონო დამიანე, ვთქვათ მე გავძელი უშენოდ, შენ გაძლებ?
-შევეცდები მაინც ყოველ შემთხვევაში._იდიოტი, ფეხზე წამოვდექი, მასთან მივედი, ტუჩებთან დავიხარე და ნელა შევეხე. ოდნავ მოვშორდი და მის ბაგეებთან ამოვიჩურჩულე:
-ამის გარეშეც გაძლებ?_თვალებში ვუყურებდი და ველოდებოდი როდის დაახეთქებდა რაღაც დებილობას, მაგრამ არა, პასუხად მისი ვნებიანი კოცნა მივიღე, ერთი კი არა ბევრი, ძალიან ბევრი. რაღაც ზებუნებრივი ხდებოდა ჩემს სხეულში, ტვინი გათიშული იყო და საერთოდ არც ერთ ნერვს არ ამუშავებდა. გულაჩქარებული მოვწყდი მის ბაგეებს და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, ისიც იგივე მდგომარეობაში იყო. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და წელზე მომეხვია, ამ დროს დედამიწას მოვწყდი და სადღაც შორს გალაქტიკაში დავიკარგე. ამჯერად ყველა ნერვი უფრო იმპულსური იყო, არ დააყოვნა კანისა და ხელების ნერვებმა. ხელები კისერზე მოვხვიე და უფრო ახლოს მივიწიე მასთან. კანი მეწვოდა, მთელ სხეულზე თითქოს ალი მქონდა მოდებული. სკამზე ჩამოჯდა და კალთაში ჩამისვა, არანაირი უხერხულობა არ მიგრძვნია, ტუჩზე ვუკბინე, ბაგეები გააპო და ამოიოხრა. ფრთხილად მოვშორდი, წვერზე ხელი ჩამოვუსვი და ლოყაზე ვაკოცე.
-მაგიჟებ ნინი._ჩურჩულით მითხრა და თავი ჩემ ყელში ჩამალა.
-მე კი არ გაგიჟებ, შენ გადაგყავარ ჭკუიდან._თმაზე მოვეფერე და თვალები დავხუჭე.
-ერთი და იგივეს ვგრძნობთ, შეხებისას, კოცნისას და აქ._გულზე ხელი დამადო და თავი წამოწია, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და თავს საოცრად ვგრძნობდი, მიყვარდა, ასე მალე როგორ არ ვიცი მაგრამ მიყვარდა, ეს ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გრძნობაა რაც კი ოდესმე მიგრძვნია. ცერა თითი ტუჩებზე გადამატარა და შუბლზე მაკოცა, ისევ ყელში ჩამალა თავი და ნაზად შემეხო კანზე ბაგეებით. ჟრუანტელმა დამიარა, თვალები დავხუჭე და მის მკლავებში გავინაბე. ჩამთვლიმა, ღრმად არ მეძინა ყველაფერს ვგრძნობდი, ზურგზე მეფერებოდა და ყელში მკოცნიდა. მის ფეხებს მოვშორდი, ხელში ამიყვანა, არ ვიცი საიდან მაგრამ ვიცი, რომ იღიმოდა. ლეიბზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა, შევფხიზლდი და შევამჩნიე ზედის გარეშე, რომ იწვა. მკერდზე მივადე ხელები და სხეულზე მივეკარი, წელზე მომხვია ხელები, მის ყელში ჩავფალი თავი და მისი სასიამოვნო სურნელით გავიჟღინთე. თავი წამოვწიე და ტუჩები დავუკოცნე, რომ უნდა მოვშორებოდი დამიჭირა და თვითონ დამიწყო კოცნა, მეც ავყევი. ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს და მაისურის ქვეშ, ზურგზე დაატარებდა თითებს, ტუჩზე მიკბინა მაგრად არა სულ ოდნავ, კვნესა ვერ შევიკავე და ამ უკანასკნელმაც გამოაღწია ბაგეებიდან. თეძოზე ხელი მომიჭირა და უფრო მიმიკრა სხეულზე, ძლივს მოვწყდი მის ბაგეებს.
-არ გინდა._ამოვიჩურჩულე, თეძოდან ხელი წელზე გადაიტანა და მაგრად მომხვია.
-მინდა მაგრამ ამას არ ვიზავ._ყურთან ჩუმად მითხრა და შუბლზე მაკოცა. ამის მოსმენაზე სასიამოვნო არაფერი იყო, მის ყელში ჩავმალე ისევ თავი და დავიძინე. დრო და დრო ვგრძნობდი მის თითებს თმაზე, ბოლოს წელზე მჭიდროდ მოხვეული ხელი ვიგრძენი და გავითიშე.
დილით ყვირილმა გამომაღვიძა, წამოვჯექი და ოთახში ნერვიულად მოსიარულე დამიანეს მოვკარი თვალი, ფეხზე წამოვდექი და ზურგიდან მივეხუტე, მობილურზე მოსაუბრეს დაემშვიდობა და გათიშა. თითის წვერებზე ავიწიე და კისერში ვაკოცე, სწრაფად მობრუნდა და თავის მკლავებში მომიქცია. განერვიულებული სახე ჰქონდა, თითქოს არ უნდოდა, რომ შემემჩნია მაგრამ მაინც ვერ დამალა. წვერზე ხელის ზურგი ჩამოვუსვი და თვალებში ჩავხედე.
-რა მოხდა?
-არა არაფერი._თავის არიდება სცადა.
-დამიანე მითხარი._გავუბრაზდი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. გაეღიმა, ჩამეხუტა და ყელში მაკოცა.
-ფრთხილად უნდა იყო.
-რატო?
-შეიძლება რამე დაგიშავოს.
-იმ დღეს მანქანა მომყვებოდა უკან, დაცვას რო ვკითხე დილით რამდენჯერმე გაიარაო.
-აქამდე რქტომ არ მითხარი?
-დამაცადე?_გაეცინა და კიდევ ჩამეხუტა.
-ყველაფერს გამოვასწორებ ჩემო პატარა._შუბლზე მაკოცა. სავარძელში ჩავჯექი, სამზარეულოში გავიდა და უკან ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა, ერთი გამომიწოდა და გვერდით მომიჯდა. ვისაუბრეთ, ვიცინეთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა რამე მოგვსლოდა, ერთმანეთით ვბედნიერობდით. დღეს ვისვენებდით სამსახურიდან ამიტომ შუა დღემდე სახლში ვიყავით, შემდეგ დემემ დამირეკა და შემახსენა, რომ კედელი მქონდა დასამთავრებელი. დამიანემ წარბები შეკრა და გამებუტა, მის ამ საქციელზე გამეღიმა და გულში სითბო ჩამეღვარა. კალთაში ჩავუხტი და კისერზე ჩამოვეკიდე, გაბრაზებული იჯდა და არაფერს ამბობდა. ლოყები დავუკოცნე და ყელში ვუკბინე, ამოიოხრა და წელზე ხელები მომხვია და ბაგეებზე მეძგერა. ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა, ზემოდან მომექცა და ასე გააგრძელა ჩემი ტუჩებით ტკბობა, მე კი მისით. 4 საათი ხდებოდა წასასვლელად, რომ მოვემზადეთ. სახლიდან გასვლამდე ისევ დამიკოცნა ტუჩები და ღიმილით მომშორდა, გათიშული ვიდექი, გონს, რომ მოვეგე კარებდი იდგა და მიღიმოდა. კორპუსიდან გავედით, მანაქანამდე მიმაცილა, კაპიშონი წამოიფარა, ლოყაზე მაკოცა და თავისი მანქანისკენ წავიდა. მე ჩემსაში ჩავჯექი და დემეს სახლისაკენ ავიღე გეზი.
დემეს სახლთან გავაჩერე მანქანა და გადავედი, ეზოში შევედი, იქ დაცვის ბიჭები იდგნენ, სახლში შევედი, ყველაფერი ისე იყო როგორც დავტოვე. ქურთუკი გავიხადე და ფუნჯები მოვიმარჯვე, კიბეებზე დემე გამოჩნდა, ჩემთან ღიმილით მოვიდა და ჩამეხუტა, უხერხულად ვიგრძენი თავი, მოვშორდი და ძალით გავუღიმე. თვალები ისე უბრწყინავდა, რაღაც კარგი ხდებოდა დავინტერესდი და წარბაწეულმა შევხედე. -აბა რა ხდება? ბედნიერებას ასხივებ.
-არა არაფერი.
-ბიჭებს იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე შენ გგონია._თვალი ჩავუკარი, გაეცინა და სკამზე ჩამოჯდა.
-ჩემი მეგობარი ჩამოდის, რომელიც დიდი ხანია უკვე მომწონს._გაცისკროვნებილი სახით ამბობდა, ისეთი საყვარელი იყო.
-ძალიან კარგი, თუ რამეა ხო იცი ჩემი იმედი გქონდეს._თვალი ჩავუკარი და წარბები ავათამაშე.
-ვიცი, როგორ არ ვიცი._გამიცინა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი გოგოა?
-კი. რაღაც უნდა გკითხო.
-გისმენ.
-შენსა და დამიანეს შორის რა ხდება?_ეშმაკურად გამიცინა და პასუხს დაელოდა.
-არაფერი, უბრალოდ მეგობრები ვართ._დაბნეულმა ვუთხარი, "მეგობრები" ვართ ჩვენ? უფრო მეტი ვართ ერთმანეთისთვის. ჩემთვის კი, მაგრამ მისთვის არ ვიცი, ამის გააზრებამ გული დამწყვიტა და სულ წამიხდა ხატვის სურვილი.
-რავი დამიანეს არ ეტყობა, რო. მეგობრულად გიყურებს._ჩაიცინა და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
-ყავს მაგას უკვე, მე რა შუაში ვარ._წავისისინე და ხატვა დავიწყე. ხატვამ ჩამითრია, დემესაც არ შევუწუხებივარ და 4 საათიანი შრომის შემდეგ ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი სკამზე. ისე დავიღალე დემეს დავემშვიდობე და მაშინვე წავედი სახლში. კარის გაღებას ვაპირებდი ზურგიდან ვიღაც, რომ მომეპარა და ცხვირზე ნაჭერი ამაფარა. მხოლოდ ერთხელ წარმოვთქვი დამიანე და გავითიშე.
ნინის ბინასთან, რომ მივიდა კარის გაღებას აპირებდა როდესაც ძირს მისი გასაღებების აცმა და სამაჯური დაინახა, რომელსაც არასოდეს იხსნიდა. მისი ნივთები აიღო და დენდარტყმულივით გამოვარდა იქიდან, მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე და თავის ძმაკაცებს დაურეკა. ავთოს ნომერი აკრიფა და დაურეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ ავთოს ხმა გაიგო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-ავთო, ბიჭები წამოიყვანე და ჩემს კორპუსთან მოდით სასწრაფოდ, ნინი საფრთხეშია._განერვიულებული ეუბნებოდა და ისე სწრაფად მიყავდა მანქანა ლამის ავარიაში მოყვა.
-ნინის რა სჭირს?_აკანკალებული ხმით კითხა და დამიანე სანამ პასუხს გასცემდა, ეს რამდენიმე წამი საუკუნედ მოეჩვენა.
-მოიტაცეს და უნდა დავეხმაროთ სანამ დროა, ნუ მალაპარაკებ დროზე მოდი._ყურმილი დაკიდა და გაზის პედალს ფეხი დაადგა. რამდენიმე წუთში მივიდა კორპუსთან, ბინაში ავიდა, სეიფიდან იარაღი აიღო და ისევ ქვემოთ ჩავიდა. ყველანი იქ იყვნენ და მას ელოდებოდნენ, ნერვიულობდნენ და ქუჩაში ბოლთას სცემდნენ.
დამიანეს დანახვისას გაჩერდნენ, უყურებდნენ და ელოდნენ, როდის ამოიღებდა ხმას და ყველქფერს იტყოდა. მანქანას მიეყრდნო, თავზე ხელი გადაისვა და საუბარი დაიწყო.
-ნინი ჩემმა მტერმა გაიტაცა, არ ვიცი რატომ მაგრამ ის აირჩია, ამის დედა ...... რაღა მაინც და მაინც ის._იყვირა და საბურავს ფეხი მთელი ძალით მიარტყა.
-აი მაგიტომ._უთხრა ანდრიამ, დამიანე დაფიქრდა და მიხვდა როგორ ნერვიუოლობდა მასზე და გიჟდებოდა იმაზე, რომ შეიძლება რამე დაეშავებინათ მისთვის, ეს აცოფეფდა და ჭკუიდან გადადიოდა. მასთან ერთად გიჟდებოდნენ ყველანი, მანქანებში ჩასხდნენ და მის მოსაძებნად წავიდნენ. დამიანეს ტკივილამდე ენატრებოდა ნინის შეხება, არ დაუშვებდა, რომ მის გარდა მას ვინმე შეხებოდა. იმ დღეს არაფერი გამოუვიდათ. მთელი ღამე რაღაცას არკვევდნენ, არცერთს არ სძინებია. გათენებისთანავე კამერის ჩანაწერები ნახეს, მანქანის ნომერი გაარკვიე და ადგილმდებარეობაც გაიგეს. ბნელდებოდა, რომ დაირაზმნენ და ნინისთან წავიდნენ.
გათიშვის შემდეგ მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი, რომ გამოვფხიზლდი სკამზე ვიყავი მიბმული. თოკები ხელებსა და ფეხებზე მაგრად მქონდა მოჭერილი, ხელის გამოძრავებისას კანი მეხეხებოდა და საშინლად მტკიოდა. თავი მისკდებოდა, თვალები დავხუჭე და ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა. ჩემთან მოვიდა და სახეზე ხელი ჩამომისვა, იმდენად ამაზრზენი იყო ლამის იქვე მოვკვდი. თვალები გავახილე, რომ დამინახა სკამი მოიტანა და ჩემს წინ ჩამოჯდა. ცივი მზერით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, იმდენად მაღიზიანებდა თავისუფალი, რომ ვყოფილიყავი რაღაცას ჩავარტყავდი. ჩემს ფიქრზე გამეცინა, გაუკვირდა და წინ გადმოიხარა.
-აბა პატარავ, ელოდები დამიანეს?
-შენ წარმოიდგინე და არა._ღიმილით ვუთხარი, ამაზე გიჟდებოდა ამიტომ კიდე გავაგრძელე მის ნერვებზე თამაში. არა და ყველაზე მეტად დამიანესა და ავთოს ველოდი, შემდეგ კი დანარჩენებს.
-კი შეიძლება გაიქცეს._მანაც დაიწყო ნერვებზე დაკვრა მაგრამ მე ვის რას შევარჩენ.
-იქნებ გაიქცა უკვე, აეროპორტები შეამოწმე ჯობია. თუ წავიდა ჯობს შენც უკან გაყვე, რადგან როდესაც ბიჭები მიპოვიან ჩათვალე, რომ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ._გამწარდა, გაცხარდა, წამოხტა და სახეში გამარტყა, პირში სისხლის გემო ვიგრძენი. გავიცინე და ისევ შევხედე.
-გოგოების ცემაც გვცოდნია, ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად საქართველოს სიამაყე და ვაჟკაცი ხარ._სიცილოთ ვუთხარი და პირში დაგროვილი სისხლი გვერდით გადავაფურთხე. როცა შევხედე მეორე სილა მივიღე სახეში, ამაზეც სიცილით ვუპასუხე. გამწარებულმა სკამი აიღო და კედელს მიანარცხა, დამცინავი სახით ვუყურებდი და უფრო ვამწარებდი. ოთახიდან გიჟივით გავარდა, გამარჯვება ვიზეიმე და დამიანეზე ფიქრებს დავუბრუნდი. მენატრებოდა მისი შეხება, სურნელი, კოცნა, მომღიმარი სახე და ყავისფერი თვალები, რომელიც ასე ძალიან შემიყვარდა. გამეცინა მისი გაბუტული სახე, რომ წარმოვიდგინე. მთელი ღამე ფხიზლად გავატარე, დილით ისევ დაბრუნდა „საქართველოს ვაჟკაცი“, ისევ ნაგლური ღიმილით დავხვდი.
-მგონი მართლა გაიქცა შენი ბიჭი._სიცილით მითხრა და ფოტო მაჩვენა, სადაც დამიანე აეროპორტში შედიოდა. გული დამწყდა მაგრამ მაინც არ მჯეროდა.
-მე ხომ გითხარი მერე არ მოვა-მეთქი._ირონიულად ვუთხარი, ოოო აენთო და ისევ გამარტყა, უსიამოვნო გემო ვიგრძენი, ყბა მტკიოდა უკვე ამხელა ვირი, რომ გაგილაწუნებდა. ადექი ეხლა ჩასცხე რაღაც და მიასიკვდილე ადგილზე, რა დღეში ვარ და რაზე ვფიქრობ, სულ გავაფრინე მგონი. შტერივით მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ფენომენი ვიყავი ასეთი.
-გიჟი ხარ?
-მართლა გაინტერესებს?
-კი.
-10 წლის ასაკიდან გიჟი ვარ ასე, რომ შემეგუე როგორმე.
-10 წლის, რომ იყავი რა მოხდა?
-მეგონა ყველაფერს გამოიძიებდი მაგრამ შევცდი. ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ._აცრემლიანებული თვალებით შევხედე, სითბო გაკრთა მის თვალებში. უსიტყვოდ დატოვა ოთახი. რომ შებნელდა ხმაური მომესმა, შემდეგ იარაღის ხმა და ბოლოს კარი გაიღო.
დანიშნულების ადგილას მივიდნენ, ფეხით გაუყვნენ გზას შენობისკენ, ხელში იარაღები ჰქონდათ მომარჯვებული და მხნედ მიაბიჯებდნენ. დამიანე იმ გოგოსთან მიდიოდა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ავთო დასთან, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. ბაჩო, მათე, ალექსანდრე და აკო იმ გოგოსთან მიდიოდნენ, რომელიც მთელი ბავშვობა მათთან იყო და არც ახლა დაუშვებდნენ, რომ მისთვის ვინმეს რამე დაეშავებინა. გოგა, ანდრია და დემეტრე იმ გოგოსთან, რომელიც მათ ძმაკაცს სიგიჟემდე შეუყვარდა. კედელზე გადაძვრნენ და ეზოში აღმოჩნდნენ, რამდენიმე დაცვის ბიჭი გარეთ იყო, ამ მაფიოზებმაც ისე ჩუმად დასცეს ძირს მუტრუკი ტიპები ვერც გაიაზრეს. დამიანედ ბიჭები მეორე სართულზე აძვრნენ, დანარჩენები სახლის გარშემო განლაგდნენ და სახლი დაზვერეს. სროლის ხმა, რომ გაიგეს მაშინვე სახლში შეცვივდნენ და ერთი ტყვიების ზუზუნი ატყდა. დამიანე გინებით გაიჭრა წინ და ნინის ძებნა დაიწყო, ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და დაინახა სკამზე მიბმული გოგონა, რომელიც შიშისგან კანკალებდა და თვალები ისე მაგრად ჰქონდა დახუჭული, რას უნდა ეიძულებინა, რომ გაეხილა. მასთან მივარდა ხელები და ფეხები გაუხსნა, შემდეგღა შეამჩნია მის ტუჩსა და მაისურზე სისხლი. ლოყაზე შეეხო და ნაზად აკოცა, ნინიმაც იცნო საყვარელი კაცის ტუჩები და თვალი გაახილა, სიხარულით წამოიყვირა მისი სახელი და ჩაეხუტა. შეიგრნო მისი მონატრებული სხეული, სურნელი და შეხება. ოთახიდან გამოდიოდნენ როდესაც სროლის ხმა გაისმა და ნინი მოწყვეტით ჩავარდა დამიანეს მკლავებში.
კარი, რომ გაიღო თვალები მთელი ძალით დავხუჭე, ვიღაც მიახლოვდებოდა, ხელები და ფეხები გამითავისუფლა და ლოყაზე მაკოცა. მაშინვე ვიცანი დამიანეს ბაგეები და თვალები გავახილე, მისი სახელი წამოვიყვირე და მაგრად ჩავეხუტე. ოთახიდან, რომ გამოვდიოდით კიდევ ერთი ტყვიის ხმა გავიგე, მწველი ტკივილი ვიგრძენი და დამიანეს მკლავებში ჩავვარდი. გონს ვიყავი და ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა დამიანეს შიშისგან მთელი სხეული, სახეზე მეფერებოდა.
-ნინი შენ გადარჩები.
-სახალხოდ არ გვინდა ეხლა, თორემ კოცნით გაგგუდავდი._ღიმილით ვუთხარი, გაეღიმა და ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა. ხელში ამაფრიალა და იქაურობას მომაშორა, ჭრილობაზე ხელს მაჭერდა და მანქანა გიჟივით მიჰყავდა. საავადმყოფოში მიმიყვანა და თავის ნაცნობ ექიმს ჩამაბარა. მაშინვე საოპერაციოში შემიყვანეს.
დერეფანში ელოდებოდა ექიმის გამოსვლას ბიჭები, რომ მოცვივდნენ, ყველაფერი აუხსნა და ექიმის ლოდინში დერეფანში დაბოდიალბდნენ. როგორც იქნა ექიმი გამოვიდა და ყველა მასთან მივარდა, ისეთი წაშლილი სახეები ჰქონდათ. ექიმმა დაამშვიდა. -ყველაფერი რიგზეა, ყოჩაღი გოგო გყავთ და ადვილად გადაიტანა._ამოისუნთქეს და ერთმანეთს ეხვეოდნენ.
-როდის შეიძლება ნახვა?_იკითხა დამიანემ, რომელიც ვერ ისვენებდა მის გარეშე.
-დღეს არაფერი გამოვა, ძალიან დაღლილია, ხვალ დილას შეძლებთ ნახვას._მხარზე დაჰკრა ხელი ექიმმა და წავიდა. რა აღარ მოიმიზეზა ყველა სახლში გაუშვა, ავთოც კი დაიყოლია. საავადყომყოფოდან შეუკვეთა შერეული და ვარდების თაიგული, ბუშტები და დიდი სათამაშო დათუნია. შეკვეთა, რომ მოიტანეს ექიმი დაიყოლია და ნინისთან შევიდა, ყველაფერი ლამაზად მოაწყო და საწოლზე ჩამოჯდა. სახეზე ეფერებოდა, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა ქალს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, მის გვერდით სავარძელში ჩაჯდა, ნინის ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა. ასე ჩაეძინა ნინის ხელზე.
დილით თვალები, რომ გავახილე თეთრ ოთახში ვიწექი, აპარატები ნერვების მომშლელად წრიპინებდნენ, მიმოვიხედე და ჩემს ხელზე ჩაძინებულ დამიანეს მოვკარი თვალი. გული სითბოთი ამევსო, არ მინდოდა მისი გაღვიძება მაგრამ იგრძნო ალბათ, რომ გავიღვიძე და თავი წამოწია. მაშინვე გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა, ჩემი ბიჭი როგორ მომენატრა მისი შეხება. წვერზე ხელი ჩამოვუსვი და ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
-იცი როგორ მანერვიულე?_ყელთან ამოიჩურჩულა და სველი კოცნა დამიტოვა. ჩემი გულის აჩქარება არ გამორჩენიათ აპარატებს, დამიანეს ჩაეღიმა და თავი წამოსწია.
-ხედავ? გულმა გამყიდა._ვუთხარი და გავუღიმე, გაიცინა და შუბლზე მაკოცა.
-შენ ჩემი გული უნდა ნახო._გამიღიმა.
-ბიჭები სად არიან?
-სახლებში გავუშვი.
-ავთო როგორ დაითანხმე?_თვალი ჩავუკარი და წარბი ავწიე.
-ძლივს დავითანხმე.
-მოდი აქ._ხელი კისერზე მოვხვიე და ტუჩებზე ვეცი, ჩაეღიმა და ამყვა. მისით ავივსე, ეს დამპალი როგორ მაგიჟებს. ნელა მოვშორდი და ღრმად ამოვისუნთქე.
-ეს, რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი._თავი ვიმართლე და გავუღიმე.
-მე ვაპირებდი მაგრამ დამასწარი._გამეკრიჭა და მოწყვეტით მაკოცა. ამ დროს ექიმი შემოვიდა, ჩემი საწოლიდან ადგა და სავარძელს დაუბრუნდა. ექიმს გაეღიმა და ჩემთან მოვიდა, რაღაცეები მკითხა და ბოლოს მითხრა, რომ ხვალ დილით გამწერდნენ და ოთახი დატოვა. სახე დავმანჭე, დამიანეს გაეცინა და ტუჩებზე გიჟივით მეცა, შემთხვევით ენაზე ვუკბინე, არა ეს შემთხვევითობა არ იყო. მომშორდა და სახე დამანჭა, გავიცინე და კბილები დავკრიჭე.
-დაისჯები პატარავ._ღიმილით მითხრა. ეს თქვა და ოთახში ბიჭები შემოლაგდნენ, ყვავილები, ბუშტები და სათამაშოები მომიტამეს.
-მეტი არ იყო? კიდე წამოგეღოთ._გავიცინე და დამიანეს გადავხედე, ჯერ კიდე ენა სტკიოდა აშკარად.
-გული გაგვიხეთქე გოგო._მომვარდა ავთო და გულში ჩამიკრა.
-გოგოებისთვის არ გითქვიათ იმედია._ავთოს და ალექსანდრეს შევხედე. თავზე გადაისვეს ორივემ ხელი და მაშინვე მივხვდი, რომ უკვე ნათქვამი ჰქონდათ.
-რომ გიკითხეს ვეღარ დავუმალეთ. -აუ რა დებილები ხართ, ტელეფონი მომეცით._ავთომ ჩემი ტელეფონი მომაწოდა, ოჰ წამოუღია ვაჟბატონს იმ საგიჟეთიდან. გამოვართვი და სალოს დავურეკე, დაფეთებულმა მიპასუხა.
-ნინი, როგორ ხარ?
-კარგად ვარ სალო, მისმინე ხომ იცი, რომ არ უნდა ინერვიულო. არ გამაბრაზო იცოდე.
-კარგი მივხვდი, არ ვინერვიულებ.
-კარგი ჩემო გოგო, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ._გავუთიშე და მობილური საწოლზე მივაგდე. ავთო ეჭვის თვალით მიყურებდა, რომ შევხედე მხრები ავივეჩე.
-რა გინდა?
-არაფერი._მხრები აიჩეჩა.
-აბა ბავშვებო ახალ წელს რას ვგეგმავთ?
-1_ში ბაკურიანში მივდივართ.
-ძალიან კარგი._ტაში შემოვკარი და გავიცინე. ყველას გაეღიმა, ავთო კიდევ ჩამეხუტა.
-მოიცა აკო და ბაჩო სად არიან?_ბიჭებს თვალი მოვავლე და ობიექტი, რომ ვერ ვიპოვე ავთოს მივუბრუნდი.
-მალე მოვლენ._გამიცინა ალექსანდრემ და ჩემთან მოვიდა. შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. მათე ჩუმათ იდგა, არც კი მოძრაობდა, არც მიყურებდა. ავთოს ხელი მივკარი მხარზე და თვალებით მათეზე ვანიშნე.
არაფერიო თავი გაიქნია და გამიღიმა. ჩემი მობილური აწკრიალდა, საბა იყო. –
გისმენ საბუ.
-სად ხარ გოგო?_მკითხა გაბრაზებულმა და განერვიულებულმა.
-საავადმყოფოში.
-ჰაა? რა გინდა მანდ რა გჭირს?
-დამჭრეს.
-მოვდივარ, მერე მომიყევი.
-კაი._ყურმილი დავკიდე და დაინტერესებულ სახეებს გადავხედე, პირველი დამიანე იყო, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა გიტარის სიმივით. ხელებს ისე მაგრად უჭერდა ერთმანეთს, ცოტაც და ძვლებს დაიმტვრევდა. გამეღიმა და თვალი ჩავუკარი, ამაზე სულ გადაირია, ფეხზე წამოდგა და გავიდა. ეჭვიანი, რა ეშველება ნეტა. დამიანეს თავისი ძმაკაცები უკან მიყვნენ, მხოლოდ ჩვენ ოთხნი დავრჩით. მათე სავარძელში ჩაჯდა და ისევ ჩუმად იყო.
-რა ჯანდაბა გჭირს?_გაბრაზებულმა ვუთხარი. ნაღვლიანი მზერა შემომანათა და თავი ჩახარა.
-იცი მე..._საუბარი დაიწყო და მე გავაჩერე.
-საწყალი ის გოგო შენ ხელში._ვუთხარი და გავიცინე, მაშინვე ამომხედა და გამიღიმა. -საიდან მიხვდი?
-მაგის მიხვედრას რა უნდოდა, ისე ხარ დაღონებული აშკარად ეგრეა.
-არ ესმის, რომ მიყვარს.
-შევაგნებინოთ რა პრობლემაა._გავუცინე. თვალები გაუნათდა, მომვარდა და ჩამეხუტა. ეს სელფი ვერ მოვაშლევინე ამ ბიჭს, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, რა თქმა უნდა, იმას, რომ რამდენიმე წამში ფეისბუქს აიკლებდა. დამიანეზე ვფიქრობდი, რამ გააგიჟა ეს ბიჭი ნეტა? ფიქრებს საბას ხმამ მომწყვიტა, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მეც ჩავეხუტე, შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. მე ის გოგო ვარ, რომელსაც შუბლზე კოცნა ყველაზე დიდ სიყვარულად მიაჩნია და ეს ასეა. საბას ვესაუბრებოდი ოთახში დემე, რომ შემოვიდა.
ხელში შოკოლადით სავსე კალათი და თაიგული ეკავა. მოვიდა და ისიც ჩამეხუტა, ერთმანეთი ვერ იცნეს აშკარად ავთომ და დემემ.
-დემე ეს შენი კლასელი ავთოა._ავთოზე მივანიშნე, რომელიც მის უკან იდგა.
-ვახ დემექს._ხელი ჩამოართვა და გადაეხვია.
-დემექსაო?_სიცილი ამიტყდა და საბაც ამყვა.
-ბევრი არ იცინო თორე ნაკერები გაგეხსნება._წამკბინა ოთახში შემოსულმა დამიანემ. გველი, როგორ იკბინება, თავი უნდა გაუჩეჩქვო ამ დამპალს.
-ნინი ჩვენ გავალთ და მოვალთ მალე._მითხრა ავთომ და ოთახიდან დემესთან ერთად გავიდა. ალექსი და მათეც გავიდნენ და დავრჩი მე ამ ორი გიჟის ხელში. დამიანე ისე იყო გაბრაზებული ალბათ საბას მიახრჩობდა. საბა კიდე მიცინოდა და თვალს მიკრავდა. კარგა ხანი გავერთეთ დამიანეს ნერვებზე თამაშით, საბას წასვლა მოუწია, ამიტომ ის ბაჩომ და აკომ ჩაანაცვლეს. თავს მევლებოდნენ, ბაჩო ისე არა როგორც აკო სულ მეხუტებოდა და მკოცნიდა, ამაზე დამიანე სულ გიჟდებოდა. მერე გოგოები მოვიდნენ, გამომაშტერეს იმდენი ილაპარაკეს, სალო სახლში ძალით გავაგდე, ალექსანდრემ ჩემი თხოვნის გამო წაიყვანა მარი სახლში. დავრჩით მე, ბაჩო, დამიანე და აკო. ბაჩო წავიდა და ახლა დამიანეს ჯერი დადგა.
-შენ წადი ძმაო დღეს მე დავრჩები._უთხრა აკომ და მე თვალი ჩამიკრა.
-კარგი._ფეხზე წამოდგა, ქურთუკი აიღო და წავიდა. გული დამწყდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. კარგად გავერთეთ მე და აკო, გვერდით მომიწვა და ერთად დავიძინეთ. დილით ბატონი აკო ადგილზე არ დამხვდა, წამოვჯექი და მობილურს დავხედე, 9 საათი იყო უკვე. ექიმი შემოვიდა საბოლოოდ გამსინჯა და გამწერა, ცოტახანში მარი მოვიდა და ტანსაცმელი მომიტანა, საპირფარეშოში შევედი და გამოვიცვალე. ცოტა მიჭირდა სიარული ამიტომ ნელა დავდიოდი, სავარძელში ჩავჯექი და კეტების ჩასაცმელად დავიხარე, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა.
-ნუ დაიხრები, ჭრილობა გეტკინება._გვერდით გავიხედე და კედელზე მიყრდნობილი დამიანე დავინახე. გული გამითბა, სერიოზული სახე ჰქონდა, თვალებიც კი არაფერს მეუბნებოდა. მოვიდა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და კეტები თავისი ხელით ჩამაცვა. რა მოლანდებები აქვს ნეტა ამისთანა, რომ თან ცივია და თან ასეთი თბილი. მაგრამ მე ხომ ვიცი როგორიცაა, უბრალოდ ეჭვიანობს და იმიტომ იქცევა ასე. ზონარი შემიკრა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვდექი და მას მოვშორდი, თვითონ თუ ასე იქცევა მეც ასე მოვიქცევი რა პრობლემაა. ოთახში მარი, ალექსი, აკო, ბაჩო, მათე, ავთო და სალო შემოვიდნენ.
-მეტი არავინ იყო?_სიცილით ვუთხარი და ჩანთის აღება დავაპირე, რომ მათემ გამომაცალა ხელიდან. ნაბიჯის გადადგმა დავაპირე და აკომ ხელში ამაფრიალა, ისევ დავინახე დამიანეს გაბრაზებული სახე და დაჭიმული ძარღვები. რა ჩემი ბრალია თუ ბიჭები ასე ზრუნავენ ჩემზე? აკოს მხარზე ჩამოვადე თავი და ხელები მოვხვიე, შუბლზე მაკოცა და თავი თავზე მომადო. თავის მანქანაში ჩამსვა და სახლში წამიყვანა.
სახლში, რომ შევედი ყველგან ბუშტები ეყარა და ისეთი საზეიმო განწყობა სუფევდა, რომ მეც გავმხიარულდი. აკომ დივანზე ჩამომსვა და გვერდით მომიჯდა, დანარჩენებიც მოვიდნენ, სესილი მეხუტებოდა და არ მშორდებოდა, ჩემი პატარა ქალი. მაგიდას მივუსხედით, მივუსხედით რა აკომ დამაბრძანა მაგიდასთან, ყველა ღიმილით გვიყურებდა დამიანეს გარდა, უჰ როგორ ვმხიარულებდი მის გაბრაზებულ სახეზე. ხო იცის, რომ მეგობრები არიან მაგრამ მაინც ეჭვიანობს. ვიმხიარულეთ და ასე შემოგვაღამდა, ბავშვებს დავემშვიდობე, ავთომ ოთახში ამიყვანა. მთელი ოთახი გადაჭედილი იყო სათამაშოებითა და ყვავილებით. საწოლში შევწექი და დაღლილობისგან მაშინვე ჩამეძინა.
შუა ღამე იყო, რომ გამეღვიძა. მწველ მზერას ვგრძნობდი ზურგზე, საწოლზე წამოვჯექი, ოთახს თვალი მოვავლე და ფანჯარასთან ჩამომჯდარი დამიანე დავინახე. თვალები მოვისრისე, მეგონა მეჩვენებოდა მაგრამ როდესაც დავინახე როგორ წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა მივხვდი, რომ რეალობა იყო. მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა, ვერაა კარგათ აშკარად ამ დროს აქ რას აკეთებს ან აქ როგორ შემოვიდა? მომაძახა მეორე მემ, ბალიში გავასწორე და ისევ წამოვწექი. უხმოდ მომიწვა გვერდით, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და არცერთი არაფერს ვამბობდით. ხელი სახეზე ნაზად ჩამომისვა, ახლოს მოიჩოჩა და შუბლზე მაკოცა, მე არც გავნძრეულვარ. გაუკვირდა ჩემი რეაქცია და კითხვის ნიშნიანი თვალები შემომანათა, საბნის ქვეშ შემოძვრა, მაისურის ქვეშ შემიცურა ხელი და ჭრილობაზე გააჩერა. იცოდა, რომ მისი შეხებისას მთელი კანი დამიბუსუსდებოდა და ეს იმიტომ გააკეთა. წელზე გადაინაცვლეს მისმა თითებმა, ძლიერად მომხვია ხელი და სხეულზე მიმიხუტა. ხერხემალს ხელი ააყოლა, თავი ვეღარ შევიკავე და თვალები დავხუჭე, ჩაეღიმა, ლოყაზე მომეფერა და მაკოცა.
-ხო იცი, რომ გაბრაზებული ვარ?_მითხრა მშვიდი ტონით და ისევ მომეფერა ლოყაზე.
-კი ჩემ მეგობრებზე ხარ გაბრაზებული._მეც მშვიდად ვუთხარი.
-ვიცი, რომ მეგობრები არიან მაგრამ ეს ხვევნა კოცნა რა საჭიროა?
-როგორც შენ გინდა ჩემი კოცნა და ჩახუტება, ისე მათ უნდათ ჩემი მოფერება. მათთან ერთად გავიზარდე და ამაში საეჭვიანო არაფერი არაა.
-მართალი ხარ, მე მინდა._შევხედე თუ არა მისი ბაგეები ვიგრძენი, სითბოთი და სიყვარულით ავივსე. მეც ავყევი მის ტუჩებს, ვხვდებოდი ვნება იმატებდა მაგრამ არ მინდოდა გაჩერება. ზემოდან მომექცა, ხელი ფეხზე ჩაასრიალა, ცოტახანს ბაგეებიდან მომშორდა.
-ასე რატომ იძინებ გინდა, რომ სულ გადამიყვანო ჭკუიდან?_დაბოხებული ხმით მითხრა, მაშინღა მივხვდი, რომ ქვემოთ მხოლოდ საცვალი მეცვა. იფიქრებთ ალბათ, რომ შემრცხვა მაგრამ სულაც არა, მასთან არაფრის არ მრცხვენია. ზემოდან დამყურებდა და დარწმუნებული ვარ თავს ძლივს იკავებდა, რომ იქვე არ გავეხადე მისი. გვერდით გადაწვა და ხელი მომხვია, მეც მივეხუტე და თვალები დავხუჭე.
-იცი როგორ ვეჭვიანობ?
-და რა გაქვს საეჭვიანო ან ჩემზე რატომ ეჭვიანობ?_მშვიდად ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.
-როგორც ჩანს მიზეზი მაქვს._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. როგორ ვერ ვიტან ნამიოკებით საუბარს რა. არაფერი აღარ მითქვამს, გულზე დავადე თავი, მესმოდა მისი აჩქარებული გულის ცემა და მიხაროდა, რომ მე ვიყავი ამის მიზეზი. ჩამეძინა ისე ღრმად, რომ ვერ გავიგე როგორ და როდის წავიდა დამიანე.
დილით მარტო ვიწექი საწოლში, დამიანეს ადგილას კი წითელი ვარდი დამხვდა წერილთან ერთად. რა რომანტიკოსი ბიჭი მყავს, გამეღიმა, ვარდი ავიღე და წერილი გავხსენი. "ჩემ პატარა დედოფალს" მხოლოდ ეს ეწერა, გულში ჩავიკარი ვარდი და წერილი. საწოლიდან წამოვდექი, სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, ტანსაცმელი ჩავიცვი, თმა გავიშრე. სარკის წინ ვიდექი და ნაკერს ვუყურებდი, თანაბრად მტკივნეული და სასიამოვნო იყო ეს ჭრილობა. ტკივილი იმის გამო, რომ ტყვია მომხვდა და მეტკინა, სასიამოვნო იმიტომ, რომ დამიანე იყო ჩემთან იმ მომენტში და ახლაც. ფიქრებიდან ავთოს ხმამ გამომარკვია, მაისური ჩამოვიწიე და სარკეს მოვშორდი.
-ჩემო ქალბატონო, წამო ჩავიდეთ.
-ჯერ სახვევი უნდა დავიდო.
-მოდი მოგეხმარები._სავარძელში ჩავჯექი, ავთომ ბინტი და სამაგრები მოიტანა.
ნაკერიც დაიფარა, ფეხზე წამოვდექი და ავთოსთან ერთად ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში შევედით, ყავისთვის წყალი დავდგი, ფინჯნები გავამზადე და მაგიდაზე დავდგი. ავთომ შოკოლადები გამოაჩინა, რომელიც დემექსამ მომიტანა, მისი სახელის გახსენებაზე სიცილი ამიტყდა, გაშტერებული მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რაზე ვბჟირდებოდი სიცილით.
-ეგ დემექსამ მომიტანა._სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა და შოკოლადები მაგიდაზე დააწყო და ფინჯნებში წყალი დაასხა. ყავას ვსვავდით და თან ვსაუბრობდით.
-ავთო, ქორწილს როდის აპირებთ?_გაკვირვებულმა შემომხედა.
-ჯერ ხელი არც მითხოვია სალომესთვის.
-მე კი ვიცი, რომ მალე იქნება და ჩემი რძალი აქ დასახლდება.
-რაღაც იცი და არ ამბობ?_მომაშტერდა და პასუხს დაელოდა.
-მე ყველაფერი ვიცი ჩემო ბიჭო.
-ყველაფერი?_გაშტერდა.
-ხო რა იყო მერე?
-მოგიყვა ყველაფერი?
-ჩვენ მეგობრები ვართ ავთო.
-კი ვიცი, არ ვიცოდი ამასაც თუ გეტყოდა.
-ოო მე უკეთესი რაღაც ვიცი მაგრამ თვითონ გეტყვის.
-მოიცა რა ხდება?
-არაფერი არა, ახალ წლამდე მოითმინე. იცოდე სალოს თუ რამეს ეტყვი მოგკლავ._ენა გამოვუყავი და ყავა მოვსვი. სამზარეულოდი დემემ შემოყო თავი, მის დანახვაზე ისევ სიცილი ამიტყდა.
დემე გაკვირვებული მიყურებდა, ჩემ მაგივრად ავთომ გასცა პასუხი. რომ მოვსულიერდი დემეს მივესალმე, გაბადრული სახით მიყურებდა, სახე უცინოდა, მაშინვე მივხვდი, რომ იმ გოგოს გამო იყო ეს ყველაფერი.
-ჩამოვიდა?_ღიმილით ვკითხე.
-კი._ღიმილით მითხრა.
-რას ვგეგმავთ აბა?
-უნდა ვაეჭვიანო და მივახვედრო, რომ ვუყვარვარ.
-ყველანი ასეთი ბოროტები როგორ ხართ?_ამოვიბუზღუნე და წარბები შევკარი. ორივეს გაეღიმა.
-ხო სხვათაშორის შენ უნდა დამეხმარო._გამეკრიჭა დემექსა.
-ვიცი, სხვა ვინ გიშველით ჩემს გარდა?
-ვერავინ ჩემო გოგო._ორივემ ერთად თქვა და ჩამეხუტა. ვისაუბრეთ და ვიცინეთ, დემე, რომ წავიდა ავთოს ვთხოვე ჩემთან გავეყვანე. უსიტყვოდ დამეთანხმა, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. ბინაში ავედი, ისეთი სიცარიელე იგრძნობოდა მხოლოდ დამიანე აკლდა ამ გარემოს და სიცარიელე აღარ იარსებებდა. ლეიბზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე. კარის ხმა გავიგე, თავი მოვიმძინარუნე, გვერდით ვიღაც ჩამომიჯდა, როდესაც მისი სუნამო ვიცანი ჩუმად ჩავიღიმე. სახეზე მეფერებოდა, ასე, რომ გაეგრძელებინა ალბათ მართლა ჩამეძინებოდა. ჩემი ხელი მისას შევახე, ხელზე მაკოცა და შემდეგ შუბლზე.
-ასე მარტივად მიხვდი, რომ მე ვარ?_მხიარულად მკითხა.
-კი შენი სუნამოთი მივხვდი._თვალებ დახუჭულმა ვუთხარი.
-როგორც ჩანს ძალიან მოგწონს._გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-არც მძაფრია და არც ძალიან ტკბილი, საშუალოა და მომწონს. საერთოდ ხომ იცი, რომ გოგოებს ბიჭის სუნამოები და პერანგები მოგვწონს.
-შენ ჯობია მხოლოდ ჩემი მოგწონდეს.
-რატო ვითომ?_თვალები ვჭყიტე და წამოვჯექი, გაეღიმა და ხელი მომხვია.
-ოო ეგ საიდუმლოა._თვალი ჩამიკრა და ცხვირზე დამკრა ხელი.
-დამპალო._მხარზე მუშტი მივარტყი. გაეცინა და ჩემ წინ ჩამოჯდა ლეიბზე და ეშმაკუნა თვალებით შემომხედა.
-გინდა ვითამაშოთ_ისეთი სახით მკითხა უნდოდა, რომ დავთანხმებოდი.
-ვითამაშოთ, მაგრამ რა?
-გახდაზე._რა საზიზღარია.
-კარგი._ჯიბრით დავეთანხმე, გაუკვირდა.
-კარტი სად არის?
-იმ უჯრაში დევს._ხელით მივანიშნე, კარტი მოიტანა და თამაში დავიწყეთ. პირველი მე მოვუგე და მისი ზედა მოშორდა სხეულს, რა ბიჭი მყავს მოკლედ რა. ცოტახანს ვუყურებდი და ვიღიმოდი.
-გეყოფა ჩემი თვალებით ჭამა._სიცილით მითხრა.
-რატო ვითომ ისე ვერ გჭამ და თვალებით მაინც შეგჭამ._თვალი ჩავუკარი და ენა გამოვუყავი. გაეცინა და მეორე პარტიის თამაში დავიწყეთ, ამჯერად დამიანემ მოიგო, მე ჟაკეტი მეცვა და ის გავიხადე თან ვიცინოდი. კიდე ვითამაშეთ, ისევ მომიგო, ამ ჯერად მომიხდა გახდა, ჯემპრი გავიხადე. თვალებში ცეცხლი აენთო როდესაც ტანზე მომკრა თვალი. წამოიწია და მაშინვე ტუჩებზე მეცა, თავისი სხეულის ქვეშ მომიქცია, წელქვეშ ხელი შემიცურა და ზედ მიმიკრა. სხეულში ცხელმა ტალღამ დაიარა, ყველა ნერვმა ერთდროულად დაიწყო მუშაობა. კანს მიწვავდა მისი ყოველი შეხება, ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან ლავიწზე და შემდეგ კოცნით ჩაუყვა სხეულს მუცლამდე. ამ დროს რა ხდებოდა ჩემ გულსა და გონებაში ვერ აღგიწერთ, მუცელზე სველ კოცნებს მიტოვებდა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. ტუჩებამდე კოცნით ამოვიდა, ბაგეებთან გაჩერდა და ამოიჩურჩულა:
-ჩემ ტუჩებს ნუ კბენ, მხოლოდ მე მაქვს მაგის უფლება._ეს თქვა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. აღარც მახსოვს ასე რამდენ ხანს ვეფერებოდით ერთმანეთს, ზურგზე ვეფერებოდი, ყელზე ვკოცნიდი და ვკბენდი. ყოველ ჩემ კოცნაზე კანი ეხორკლებოდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. სხეულიდან მომშორდა და ამოისუნთქა, წამოვჯექი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
-გთხოვ ჩაიცვი თორე გავაფრენ ეხლა._თვალებზე ხელი აიფარა, გამეცინა, ჩემი ირმებიანი ჯემპრი გადავიცვი და დამიანეს თვალებზე აფარებულ ხელზე ვაკოცე. თვალები გაახილა და შემომხედა, მოწყვეტით მაკოცა ბაგეებზე და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. საღამომდე ასე ვიყავით, მე სახლში წამოვედი და და დამიანეც წავიდა. სახლში მისულს ყველანი იქ დამხვდნენ, აკო მომმვარდა და ხელში ამაფრიალა, ყელზე მაკოცა წარბები შეჭმუხნა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-სად იყავი?
-ჩემთან, რატომ მეკითხები?
-ბიჭის სუნამოს სუნი გაქვს.
-მართლა?_ჯემპრს დავყნოსე, დამიანეს სურნელით ვიყავი გაჟღენთილი. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში და უნებურად გამეღიმა. აღარაფერი უთქვამს, დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა. გოგოებიც იქ იყვნენ, ორივეს ტელეფონზე მივწერე, რომ ჩემ ოთახში ასულიყვნენ, მე ავედი და რამდენიმე წუთში ისინიც შემოვიდნენ და კარი ჩაკეტეს. საწოლზე ვიჯექი და თითებს ვიმტვრევდი, არ ვიცოდი როგორ მეთქვა ის რასაც დამიანეს მიმართ ვგრძნობდი. კითხვის ნიშნიანი თვალებით მიყურებდნენ, სალო საწოლზე წამოწვა, მარი ჩამოჯდა. როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა.
-გოგოებო რაღაც უნდა გითხრათ.
-ამოღერღე ჰა._მითხრა სალომ და მუჯლუგუნი მკრა.
-მარი, მე... მე... დამიანე მიყვარს._სალომე წამოჯდა და წამოიყვირა.
-როგორც იქნა მოტვინე.
-აქამდე რამე გითხარით და არ ვიცი?_გაკვირვებულმა შევხედე.
-კაი რა, იმ დღიდან ვიცით ყველაფერი აქ რო გეძინათ, მარტო ჩვენ ორმა ოღონთ._მითხრა მარიმ და გამიცინა.
-საიდუმლო აგენტები ხართ მოკლედ.
-ეხლაც შენთან იყო ხო?
-კი. საიდან იცი?
-მისი სუნამო, თან ისეთი ბედნიერი სახე გაქვს პირდაპირ ანათებ. ხო და იცოდე, რომ არც დამიანეა გულგრილი შენს მიმართ.
-მართლა?
-კი მართლა._გამიხარდა თან ძალიან. ასე ჭორაობაში გავატარეთ დრო, პატარა ავთუკასაც მივეფერეთ და ველაპარაკეთ. გვიანი იყო გოგოები, რომ წავიდნენ. დაღლილი მივწექი საწოლზე და ფბ-ში შევედი, დამიანემ მომწერა.
-ჩემო დედოფალო როგორ ხარ?
-კარგად მეფეო, თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მეც კარგად, ჯერ ისევ ჩემი დედოფლის ბაგეების კვალი მემჩნევა ტუჩებზე.
-კბილების არა?
-კიი კბილებისაც, ყელზე განსაკუთრებით და დედოფალო ამისთვის დაისჯები.
-გადი ნუ მებლატავები რამის თავი მაინც გქონდეს._ენა გამოყოფილი სმაილიკებიც მივაყოლე.
-დაიცა შენ ჯერ გაჩვენებ ვინ ბლატაობს._არც მან დაიშურა სმაილები.
-კაი ეგ მერე იყოს, ეხლა დავიძინებ თორემ ტუჩები მტკივა.
-კარგი ჩემო დედოფალო, ძილინებისა.
-ტკბილი ძილი მეფეო._დავემშვიდობე და გამოვედი ფბ-დან. სასიამოვნო მიმოწერის შემდეგ გაღიმებულს ჩამეძინა.
დილით გვიან გამეღვიძა, გამიკვირდა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემმა მეფემ ტკბილი ძილი მისურვა. ჩემ ფიქრებზე გამეღიმა, საწოლში ვინებივრე ცოტახანს, შემდეგ ავდექი თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. ეს ხალხი სულ აქ როგორ უნდა იყოს? ხუმრობით, რა თქმა უნდა. თვალი მოვავლე სიტუაციას, დემე და დამიანეც იქ იყვნენ, სახე გაუნათდა ჩემს მეფეს როდესაც დამინახა. გავუღიმე და გოგოებთან მივედი.
-აბა როგორ ხარ?_მითხრა სალომ.
-კარგად. თქვენ სამნი როგორ ხართ?_სიცილით ვკითხე, სალო, რომ მიხვდა მხარში მუშტი მკრა, მარის კი სიცილი აუტყდა. ბიჭებმა ჩვენ გამოგვხედეს, მხრები ავიჩეჩეთ და ისევ გავაგრძელეთ საუბარი, ზურგზე მწველ მზერას ვგრძნობდი.
-ნეტა იცოდე როგორ გიყურებს._ღიმილით მითხრა მარიმ და თავის ძმას გახედა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დამიანეს მივწერე.
-თვალებით ნუ მჭამ ზურგი მეწვება._სიცილის სმაილები მივაყოლე და მეც გამეღიმა. რამდენიმე წამში პასუხი დამიბრუნა.
-რა ვქნა აბა, აქ ყველას თვალწინ ვერ მოგაჭამ მაგ ვნებიან ტუჩებს._ისევ გამეღიმა, დემემ დამიძახა, მათთან მივედი, ჩემი მეფე მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა. სახელი შევუცვალე და მის ნომერს მეფე დავაწერე, ამაზე კიდევ გამეცინა.
-ნინი, დღეს ჩემი გოგო უნდა გაგაცნო.
-ოჰ უკვე შენი?
-ჯერ არ იცის, რომ ჩემია.
-კარგი და რას ვაპირებთ? ვაეჭვიანოთ?
-კი.
-მშვენიერია._გავიცინე, დამიანემ თვალები დამიბრიალა.
-მეფეო თვალებს ნუ მიბრიალებ._მივწერე და თვალი გავუსწორე. გაეცინა როცა წაიკითხა და მე შემომხედა.
ასე ვწერდით ერთმანეთს სანამ მე და დემექსა მისი გოგოს სანახავად არ წავედით. კაფეში მივედით, ფანჯარასთან დავსხედით, ვემზადებოდი "შეყვარებულის" როლის შესასრულებლად. დემემ ხელი გადამხვია, ფეხზე ხელი დავადე და მოვემზადეთ, ვსაუბრობდით და ვიცინოდით ის გოგო, რომ მოვიდა.
დემე არც კი წამომდგარა ისე მიესალმა, უხეში ესეც რა იდიოტი ყოფილა, რამის ღირსია ეხლა ეს?
-ქეთი გაიცანი ეს ნინია, ჩემი შეყვარებული._მე მის რეაქციებს ვაკვირდებოდი, ხელები აუკანკალდა და თვალები აუცრემლიანდა, ვაიმე საწყალი გოგო რა დღეში ვაგდებთ, ჩემ თავზე გავბრაზდი. ისეთი ლამაზი ზღვისფერი თვალები, ჟღალი თმა, პატარა ცხვირი და ჭორფლები აქვს.
-სასიამოვნოა._ხელი გავუწოდე, მანაც შემომაგება თავისი და ნაძალადევად გამიღიმა. ვსაუბრობდით, მე ქეთის ვუყურებდი და დემეს თვალს არ აშორებდა. რა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ უყვარდა ჩემი დემექსა.
-იცი ქეთი, მინდა, რომ ჩემთან დაგპატიჟო, ჩემ მეგობრებს გაგაცნობ.
-კარგია._სიხარულის ტაში შემოკრა, ამ დროს დემეს სახე უნდა გენახათ, ძლივს იკავებდა თავს, რომ საყვარელ ქალს არ მივარდნოდა და მთელი ძალით არ ჩაეკრა გულში. მე ამ ორის საქციელზე მეცინებოდა. როგორც იქნა დავიშალეთ, მე გოგოებთან წასვლა მოვიმიზეზე და დემე გავუშვი ქეთისთან ერთად. ქუჩაში მივსეირნობდი, სიცივისგან ლოყები გამეყინა და ამიწითლდა, ტროტუართან მანქანა გაჩერდა, ვიღაც გადმოვიდა და ჩემი სახელი დაიძახა. მაშინვე ვიცანი ჩემი მეფე და მისკენ მივბრუნდი, საყვარლად გამიღიმა და ხელები გაშალა, გარეთ, რომ არ ვყოფილიყავით ზედ შევაფრინდებოდი, ნელა დავიძარი მისკენ, ლოყაზე ვაკოცე და ყურთან ვუჩურჩულე:
-ეგ ცოტა მერე იყოს._გაეცინა და შეუმჩნევლად მაკოცა ყელზე, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. წელზე ხელი ნაზად მომადო და მანქანისკენ მიბიძგა, მეც მივყევი მის ხელს და მანქანაში ჩავჯექი. საჭესთან დაიკავა ადგილი და წავედით.
-სად მივდივართ?_ღიმილით შევხედე და ხელი ხელზე დავადე, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად შეახო ბაგეები.
-გავისეირნოთ ცოტა._გამიღიმა და ისევ მაკოცა ხელზე. მთაწმინდაზე ავედით, ვისეირნეთ, შემდეგ კი ბარში დავსხედით. ორივემ ყავა შევუკვეთეთ, ერთი და იგივე რაოდენობის შაქარი ჩავყარეთ და ამაზე გამეცინა.
-რა გაცინებს დედოფალო?
-ერთი და იგივე რაოდენობის შაქარი ჩავყარეთ._მასაც გაეცინა.
-ვისი სანტა ხარ?_შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
-არ გეტყვი._ენა გამოვუყავი და გავუცინე.
-მაშინ არც მე გეტყვი._გამაჯავრა
სიცილი ამიტყდა მის საქციელზე მაგრამ ინტერესით ვკვდებოდი.
-ჩემი ბედი, რომ ვიცი შენ იქნები._გაოცებულმა შემომხედა, მგონი მართლა გავარტყი. ის თუ მართლა ჩემი სეკრეტ სანტაა კარგია.
-და იქნებ მართლა მე ვარ?_ეშმაკურად გამიცინა.
-ძალიან კარგი თუ შენ ხარ.
-შენ ვისი სანტა ხარ, მითხარი რაა._ტუჩები გაბუსხა და საწყალი თვალები შემომანათა. გამეცინა, მისკენ გადავიხარე და ლოყაზე მივეფერე. თვალები დახუჭა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ხელის გულზე მაკოცა. ასე ვსაუბრობდით როდესაც დამიანეს ქერა მდივანი გამოჩნდა, დამიანეს გვერდით მიუჯდა და მოგვესალმა. როგორ მინდოდა იქვე გამეპუტა ეს გოგო, დამიანეს მხარზე ეფერებოდა, ისიც მშვიდად იჯდა და უცინოდა. მის საქციელზე მეშლებოდა ნერვები და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ იქვე არ მიმეხრჩო. ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდი მაგრამ ნერვები ისე მითამაშებდა არ ვიცი, ჩემი კონტროლის უნარი, რომ არა მართლა რამეს მოვახდენდი. საბას მივწერე:
-ჩემო გადამრჩენელო გთხოვ დამეხმარე.
-რა ხდება?
-დამირეკე და მითხარი, რომ წამოვიდე._ამ მიმოწერაზე სიცილი ამივარდა, მართლა სასაცილო არ იყო ეს ნერვების ბრალი იყო. რამდენიმე წამში დამირეკა.
-გისმენ საბუ._ამ სახელის გაგონებისას მაშინვე ჩემზე გადმოერთო ვაჟბატონი.
-აბა მიდი ჩემო გოგო აიღე ჩანთა და წამოდი._სიცილით მითხრა.
-კარგი წამოვალ.
-ჩემთან ამოდი.
-კარგი ჩემო ბიჭო მოვდივარ._ყურმილი დავკიდე და იმ ორს მივუბრუნდი.
-მე უნდა წავიდე, საქმე მაქვს._ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე.
-წაგიყვან._მითხრა და ფეხზე წამოდგომა დააპირა მაგრამ გავაჩერე.
-არ მინდა მადლობა, საბასთან უნდა ავიდე._თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, გაბრაზდა, რაში მაინტერესებს? ჩემ თავს ვკითხე და სიცილით დავტოვე იქაურობა. ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლს საბას მისამართი ვუკარნახე, როგორ მინდოდა მეტირა მაგრამ თავს როგორღაც ვიკავებდი. როგორც იქნა მივედი დანიშნულების ადგილას, ტაქსიდან გადმოვედი და სუპერმარკეტში შევედი, ლუდი და მისაყოლებელი ვიყიდე, ახლა მხოლოდ ეს თუ გამომიყვანდა მდგომარეობიდან. საბასთან ავედი და კარზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წამში გაიღო და წელს ზემოთ შიშველი ბიჭი გამოჩნდა, ეს საბა ნამდვილად არ იყო.
-მე საბასთან მოვედი.
-მოდი ნინი._სხვა ოთახიდან გავიგე საბას ხმა და შიგნით შევედი, იმ ბიჭმა კარი მიხურა და უკან მომყვა. ჩავეხუტე და გვერდით მივუჯექი.
-აბა რა გჭირს?_მკითხა და თავზე მაკოცა.
-მოდი თან დავლიოთ და თან მოგიყვაები.
-კარგი ჩემო გოგო. ეს შაკოა ჩემი ძმაკაცი, შაკო ეს ნინია ჩემი მეგობარი და თანამშრომელი._ერთმანეთი გაგვაცნო. შაკომ ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე და გავუღიმე. საბამ ჭიქები მოიტანა, ჩავუსხედით ჩვენ სამნი, ჯერ კარგად დავთვერით ვიღას ახსოვდა ჭრილობა, ნაკერები და დამიანე თავის ქერა ნაშასთან ერთად. შაკუნია კარგი ტიპი აღმოჩნდა, მთელი დღე სიცილში გავატარეთ, რამდენიმე გამოტოვებული ზარი ვნახე დამიანესგან მაგრამ მაინტერესებს? აი ახლა სულაც არ მაინტერესებს. ავთოს მივწერე, რომ აკოსთან ვრჩებოდი, შემდეგ კი აკოს, რომ ჩემს წასაყვანად მოსულიყო და მისამართიც მივაყოლე. ტელეფონი გავთიშე და მშვიდად დაველოდე აკოს მოსვლას. აკო, რომ მოვიდა კარი საბამ გაუღო, ისეთი სახე მიიღო, რომ დამინახა თითქოს რაღაც საშინელებას უყურებდა. ჩემი სახე, რომ წარმოვიდგინე სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს გოგო?_გაბრაზებულმა მითხრა.
-ჩემი სახე წარმოვიდგინე და._სიცილით ვუთხარი, შაკო და საბაც ამყვნენ და სამ ხმაში ვიცინოდით. ბიჭებს დავემშვიდობე, აკომ ხელი მომხვია და მისი დახმარებით მივაღწიე მანქანამდე, ღვედი შემიკრა და საჭესთან დაჯდა. ფეხები სავარძელზე მოვიკეცე და კარგად მოვთავსდი, მინა ოდნავ ჩავწიე, ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სასმელისგან გახურებულ სახეზე. აკოსთან მივედით, ხელში ამიყვანა და სახლში შევედით, დივანზე ჩამომსვა და გვერდით მომიჯდა.
-ვინ გაგაბრაზა მითხარი._თვალებ ანთებულმა მკითხა. გავუღიმე და ჩავეხუტე.
-არავინ ხო იცი როცა ვიღაც უაზროდ გიყვარდება სულ ასეა._ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-ჩემო გოგო._მაგრად ჩამეხუტა, თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა. ჩავიძირე ამ ფერებაში და გავითიშე.
დილით აკოს ოთახში გამეღვიძა, თავი მისკდებოდა და საწოლზე ძლივს წამოვჯექი, ავდექი, ავაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. აკო სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა, მივესალმე და მაცივრიდან გაზიანი სასმელი გამოვიღე, პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი და სკამზე ჩამოვჯექი. აკო მომიბრუნდა და ჯიბიდან ჩემი მობილური ამოიღო.
-ვიღაც მეფემ აიკლო უკვე შენი ტელეფონი._გაბრაზებული სახით მითხრა.
-მართლა? არაუშავს გადაიტანს._უდარდელად ჩავილაპარაკე და სასმელი მოვსვი.
-ძაან გაუბრაზებიხარ.
-ხო ისე შენ არ გაგიგია? "არა მკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო"._სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა და თავზე მაკოცა. წავიხემსეთ, აკომ სახლში გამიყვანა, დამტოვა და წავიდა. სახლში შევირბინე გეგონება 2 დღის წინ საავადმყოფოდან არ გამომწერეს. სალო იქ იყო, ჩემი ორსული დაქალი ჩავკოცნე და გვერდით მივუსკუპდი.
-ნინი, ზეგ უნივერსიტეტში საახალწლო წვეულებაა.
-ეე რა კარგია._მხიარულად შემოვკარი ტაში.
-რაღაც ძალიან მხიარული ხარ, ვის მოუშალე ნერვები?_სიცილით მითხრა სალომემ.
-თავად იმას._ხელი ზემოთ ავწიე და მეც ავიხედე, სიცილს უმატა სალომემ.
-ამდენს ნუ მაცინებ გეყო._თან იცინოდა და თან მეუბნებოდა.
-ვაიმე ჩემი გოგო როგორ მიყვარხარ._გავუღიმე და ლოყები დავუკოცნე.
-მეც მიყვარხარ გადარეულო._მანაც დამიკოცნა ლოყები და ჩამეხუტა.
-აუ მარის სახლი მაქვს მოსართავი._შუბლზე ხელი მივირტყი და ფეხზე წამოვხტი. ჩანთა ავიღე და სამსახურში წავედი, მანქანა სადგომზე გავაჩერე და შენობაში შევედი. ბოლო სართულზე ავედი, საბა თავის მაგიდასთან იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ყავა დავუდგი წინ, თავი წამოწია და გაიღიმა.
-ისევ შეენ ჩემო გოგო._წამოდგა და ჩამეხუტა.
-ჩემი ბიჭი, მიდი დალიე მე მოვალ ეხლავე._ლოყაზე ვაკოცე და დამიანეს კაბინეტისკენ წავედი, დაუკაკუნებლად შევაღე კარი, ჯობდა ეს არ გამეკეთებინა. არა თავში ოდნავი ტვინი მაინც არ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე ამ დროს კარი ჩაკეტო.
თვალი მოვკარი წელს ზემოთ შიშველ დამიანესა და ქერა მდივანს. თვალები ამემღვრა ვიცი, მაგრამ თავის შეკავება როგორღაც მოვახერხე. დამიანეს მზერამ ჩემამდე მოაღწია, გაშეშდა, არ იცოდა რა ეთქვა ან რა უნდა ეთქვა? იმ გოგოს კი არც შერცხვენია და არც უცდია სხეულის დაფარვა, უნამუსოდ მიყურებდა თვალებში და ჩემი ნერვების მოშლას ცდილობდა. როგორ მინდოდა ეხლა იმ ფანჯრიდან მომესროლა.
-შემდეგში კარები ჩაკეტეთ, ხელს არ შეგიშლით._ღიმილით და თან იმდენი ტკივილით ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ ვერც კი მიხვდებოდა. კარი გამოვხურე და წამოვედი, საბა ლიფტთან შემხვდა, ჩემი თვალები, რომ დაინახა სასწრაფოდ შიგნით შემიყვანა, დამიანე დავლანდე ჩვენკენ მომავალი მაგის მიხვედრას რა უნდოდა, რომ ეს საბამ ჩემ გამო გააკეთა, არ უნდოდა დამიანეს ასეთი განადგურებული ვენახე. კარი სწრაფად დაიხურა და პირველ სართულზე დავეშვით. მანქანამდე მიმიყვანა რასაც ქვია, თავისი სახლის გასაღები მომცა და მითხრა იქ დავლოდებოდი. ლოყაზე მაკოცა და შენობაში შებრუნდა, მანქანაში ჩავჯექი და მის სახლში წავედი. დივანზე მოწყვეტით დავეცი, მისი ყველა კოცნა და ყველა შეხება გამახსენდა ამან უფრო ამიჩუყა გული და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ ეს უკვე ფაქტია, ჩემი გრძნობებით ერთობოდა, რა დებილი ხარ ნინი იმ იდიოტს, რომ ენდე. ვლანძღავდი ჩემ თავს, ამ ორომტრიალში ვერ გავიგე საბა როდის მოვიდა, მხრებზე ხელები მომხვია და მაგრად ჩამეხუტა, უარესად ავტირდი, მეფერებოდა და მამშვიდებდა. გავითიშე. თვალები, რომ გავახილე უცხო ოთახში ვიწექი, გარეთ უკვე ბნელოდა. საწოლიდან წამოვდექი, თვალები საშინლად მტკიოდა, ოთახიდან გავედი და თვალი მოვკარი მარის და სალომეს. მათთან მივედი და შუაში ჩავუჯექი, ორივემ მომხვია ხელი და ჩამეხუტნენ. საბა სამზარეულოში გავიდა, გოგოებმა მაშინვე კითხვები დამაყარეს.
-მოიცათ გაჩერდით მე მოგიყვებით ნუ შემჭამეთ. დღეს სამსახურში ხო წავედი, რომ მივედი ჯერ საბას ველაპარაკე და მერე შენი ძმის კაბინეტისკენ წავედი, კარი დაუკაკუნებლად შევაღე და რას ვხედავ შენი ძმა თავის ქერა მდივანთან ერთად ერთობა თურმე._ეს ვთქვი და ისევ ცრემლები წამომივიდა.
-ვაიმე, ჩემი ხელით დაგახრჩობ ძმაო ჩემო. რა დეგენერატია ეს ბიჭი, პირდაპირ ვგიჟდები._ამოიოხრა მარიმ და ჩამეხუტა.
-კაი დამშვიდდი რა, დაიკიდე. ეხლა ჩვენ გამოვიპრანჭებით და წავალთ კლუბში._მხიარულად მითხრა სალომემ.
-რა თქმა უნდა წავალთ._თავი გამოყო საბამ სამზარეულოდან და გამეკრიჭა. მის სახეზე გამეცინა, ცოტა გავმხიარულდი.
-აბა ადექი ეხლა ჩემთან წავალთ გამოგპრანჭავთ და მერე კლუბში.
-გამომპრანჭავთ?
-დიახ._ფეხზე წამომაგდო მარიმ. მეც დავყევი მათ ნებას და მარისთან წავედით, სახლში შევედით თუ არა მაშინვე მომესმა ბიჭების ხმა, დამიანე და მისი ძმაკაცები.
მარიმ გამამხნევა, მისაღებში შევედით, რომ დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ, ოთხივე მე მიყურებდა მე კი არცერთს არ ვუყურებდი.
-ნინი როგორ ხარ?_მითხრა ანდრიამ და ჩემკენ დაიძრა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ ბიჭებო?_ღიმილით ვუთხარი ყველას. ანდრიამ გადამკოცნა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ჩვენც კარგად ვართ._მითხრა დამიანემ.
-ძალიან კარგი._ღიმილით ვუთხარი.
-ჩვენ წავალთ გავემზადებით._როგორც იქნა ხმა ამოიღო მარიმ.
-და სად მიდიხართ?_დაინტერესებულმა ჰკითხა დამიანემ.
-კლუბში._ისევ ღიმილით ვუთხარი. ძარღვები დაეჭიმა, არაუშავს გაუძლებს.
-ჩვენც წამოვალთ რა._თქვა გოგამ.
-მეწყვილეები გვყავს უკვე._სიცილით ვუთხარი.
-შენც?_მითხრა ანდრიამ.
-ხო რავი იქ იმდენი ბიჭი იქნება დავიჯერო ერთ ნორმალურს ვერ ვიპოვი? თან ჩემიც მიმყავს, რომ თუ ვერ ვიპოვი არც ეგ იქნება პრობლემა._სიცილით ვუთხარი, მათაც გაეცინათ მაგრამ დამიანეს გამწარებული სახე, რომ დაინახეს გაჩერდნენ. გულში სიხარულის ტაში შემოკრა მეორე მემ და ცეკვა დაიწყო. მარის ოთახში ავედით, კაბები გადმოალაგა, არა და შარვლის ჩაცმა მინდოდა, წითელი კაბა ხელში მომაჩეჩა და სააბაზანოში შემაგდო. კაბა ჩავიცვი, მუხლს ცოტა აცდენილი და ტანზე მომდგარი, მშვენივრად კვეთდა ჩემი სხეულის ნაწილებს. გამოვედი, მარი ცოტახანი გაშტერებული მიყურებდა, შემდეგ თვალი ჩამიკრა, ჩემთან მოვიდა და საჯდომზე ხელი წამომარტყა, გიჟი.
-აბა ჩემო ზე სექსუალურო დაქალუშკა, მზად ხარ თვალები დაუბნელო მთელი თბილისის ბიჭებს?_ღიმილით მაგრამ სერიოზული ხმით მითხრა.
-მზად ვარ._სიცილით ვუთხარი.
სარკესთან დამსვა, თმები გამიშალა და ბოლოები დამიხვია. ჩემი თხოვნით სახეზე მხოლოდ ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი გამოიყენა. სუნამოც მივისხურე და ეხლა ფეხსაცმელი, რომ ახსენა და თან მაღალ ქუსლიანი ჩემი კეტები ავიღე და ფეხშიშველი გავიქეცი ბიჭებთან. მისაღებ ოთახში შევდგი თუ არა ფეხი მაშინვე ჩემზე გადმოერთო 8 ცალი თვალი, ვიგრძენი ეს. ანდრიასა და გოგას ჩავუსკუპდი შუაში. გაოგნებულები მიყურებდნენ.
-ბიჭებო._თვალების წინ ხელი დავუტკაცუნე ორივეს, ცოტა გონს მოვიდნენ.
-ხო ნინი, რა ხდება?
-უთხარით მარის, რომ კეტები ჯობია._ფეხი ფეხზე გადავიდე თუ არა მაშინვე ვიგრძენი დამიანეს მწველი მზერა.
-მოდი ჯერ გეტყვი, რომ ძალიან ლამაზი ხარ._მითხრა ანდრიამ და ლოყაზე მაკოცა.
-კიდევ გეტყვი იმას, რომ შპაკლი არ გისვია სახეზე და კარგი გოგო ხარ. ხო და კიდევ კეტები ჯობია._სიცილით მითხრა ანდრიამ.
-ძალიან დიდი მადლობა._გავუღიმე და კეტები ჩავიცვი. ამ დროს მარი გამოჩნდა ხელში მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელით, მომეწონა ლამაზი იყო, ავდექი და ხელიდან გამოვართვი.
-მადლობა მარუს, ამ ფეხსაცმელს სალოს ქორწილში ჩავიცმევ._სიცილით ვუთხარი.
-უხ შენ ვინ ხარ მოკლედ რა._სიცილით მითხრა და მხარზე მუშტი მომარტყა. -ჰა აღარ წავედით?
-მოიცა ქურთუკებს ჩამოვიტან და წავიდეთ.
-კარგი გელი. ჩემი ტანსაცმელიც წამოაყოლე._მარი ზემოთ ავიდა. გოგაა ხელში მობილური შევამჩნიე, რომელიც ჩემკენ იყო მომართული. სურათებს მიღებდა ან ვიდეოს, უფრო სურათებს.
-მოდი სელფი გადავიღოთ._მხიარულად ვუთხარი, ისინიც დამთანხმდნენ. ანდრიას გვერდით მივუჯექი და ტელეფონი მოვიმარჯვე, რამდენიმე გადავიღე და ფეხზე წამოვდექი.
-აუ მოდი რა ასე გადავიღოთ, არ მიყვარს ეს სელფები._გოგა ფეხზე წამოვაგდე. ბიჭებთან ცალ-ცალკე გადავიღე სურათები, მხოლოდ დამიანე არ იძროდა ადგილიდან.
-დამიანე, მე გეახლო თუ თავად მოხვალ?_ღიმილით ვუთხარი, მასაც გაეღიმა, ჩემთან მოვიდა, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა. რამდენიმე წამით დავიბენი როდესაც წელზე შემეხო, მაგრამ გონს მოვეგე და იგნორი ჩავრთე. დარწმუნებული ვარ სამივე ერთდროულად გვიღებდა ფოტოებს და ამას დამატებული კიდე ჩემი ტელეფონი. ისევ მიყურებდა ვგრძნობდი ამას, მოულოდნელად ხელში ამაფრიალა, ერთი ვიყვირე და თავი უკან გადავწიე.
-აუ რა კარგი ფოტო გამოვიდა._წამოიყვირა გოგამ.
-დამსვი._გაბრაზებული სახით ვუთხარი დამიანეს. გამიკვირდა ამ ხისთავიანმა, რომ უსიტყვოდ დამსვა. ვაიმე სად არის ეს გოგო ამდენ ხანს? შემახსენა მეორე მემ.
-მარიამ სად გდიხარ?_ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-აქ ვარ, აქ._ფათი-ფუთით შემოვიდა ოთახში, სულ სხვა კაბა და ფეხსაცმელი ეცვა.
-ჩვენ აქ მთელი ფოტოსესია მოვაწყეთ და ეს თურმე იპრანჭება._სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა. გოგას ჩემი ტელეფონი გამოვართვი, ქურთუკი მოვიცვი და სახლიდან გავედით, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ აუცილებლად მოვიდოდნენ კლუბში. ამიტომ უფრო გავმხიარულდით და სულ სიმღერ სიმღერით მივედით კლუბამდე. შევედით თუ არა მაშინვე ვიგრძენი რამდენიმე ბიჭის მზერა და შურიანი გოგოების თვალები, ნაცნობ სილუეტებს მოვკარი თვალი და მათკენ წავედით. მაგიდასთან ავთო, სალომე, საბა, ალექსანდრე და აკო ისხდნენ. ჩემ დანახვაზე თვალები გაუფართოვდათ, გაშტერებულები მიყურებდნენ, საბა წამოფრინდა და დამატრიალა, მე სიცილი ამიტყდა, აკომ თვალი ჩამიკრა, ავთომ და ალექსანდრემ ჰაეროვანი კოცნები არ დაიშურეს. ბართან მივედით მე და საბა, ტეკილა შევუკვეთეთ, სამი ჭიქა ზედიზედ დავცალეთ, სასმელმა ცოტა გამაბრუა და მაშინვე საცეკვაოდ გავერიე ხალხში, საბა მეცეკვებოდა და არავის აძლევდა უფლებას ჩემთან ახლოს მოსულიყო.
სასმელისგან გაბრუებულები ტანს ვაყოლებდით მუსიკას და გარშემო არაფერი გვაინტრტესებდა. და აი ვიგრძენი მზერა, რომელიც ასე მწვავდა, გავიცინე და საბას ყურში ვუჩურჩულე:
-მოვიდა.
-კარგი, მე გავალ ცოტახანს._გაიცინა და მომშორდა. სულ რაღაც რამდენიმე წამი ვცეკვავდი მარტო, ერთი ბიჭი მოვიდა. გვერძე გადაყრილი თმები, ძალიან უხდებოდა მის წარბებს და ნაკვთებს, დიდი ტუჩები ყველა გოგოს საკოცნელად იწვევდნენ დარწმუნებული ვარ. მაცდურად გამიღიმა, ჩემთან ახლოს მოვიდა და მითხრა:
-გამარჯობა.
-გამარჯობა._ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე და გავუღიმე.
-მე რატი მქვია.
-მე ნინი.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.
-შეიძლება სასმელზე დაგპატიჟო?
-არა საჭესთან უნდა დავჯდე, სამი ჭიქა ტეკილა დავლიე უკვე.
-თუ დალიე როგორ დაჯდები საჭესთან?
-სანამ აქედან წავალ გამოვა სასმელი.
-ამიტომ ცეკვავ?_სიცილით მითხრა.
-კი._მეც სიცილით ვუთხარი.
-ვიცეკვოთ?
-მე არც გავჩერებულვარ._გავუცინე, მასაც გაეცინა და ჩემთან ერთად დაიწყო ცეკვა.
-ერთი ბიჭი თვალს არ გაშორებს._ღიმილით მითხრა.
-ვიცი გრძნობ._მეც გავუღიმე. წელზე ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა. არ შევწინააღმდეგე, ზემოდან დამყურებდა და მის სუნთქვას ვგრძნობდი, მაგრამ ამასთან შედარებით მაინც ის მზერა მაგიჟებდა, რომელიც ასე მწვავდა.
ცეკვისგან ფეხები, რომ ამტკივდა, რატის დროებით დავემშვიდობე და ბავშვებთან მივედი. აკოს გვერდით მივუჯექი და თვალი მოვავლე მაგიდასთან მსხდომ ხალხს. დამიანე მაგიდასთან იჯდა, მე კი მის პორდაპირ და არც კი ვუყურებდი, ის კი მზერით მბურღავდა. დაახლოებით 10 წუთი ვიჯექი, შემდეგ ავდექი და ისევ საცეკვაოს გავედი, ამჯერად ანდრიას ვეცეკვებოდი, აღარ ვგრძნობდი მის მზერას, ალბათ იმიტომ, რომ თავის ძმაკაცთან დამიგულა. მე ჩემებურად გავუბერე და იმდენი ვიცეკვე, რომ ჭრილობა ამტკივდა, დაღლილი ჩამოვჯექი სკამზე, არ შევიმჩნიე ტკივილი.
-ავთო...
-გისმენ ჩემო ცხოვრება.
-გასაღები მომეცი რა წავალ მე.
-აჰა ჩემო გოგო._გასაღები მომაწოდა და გამიღიმა.
-ავთო ილიას გამოვუშვებ, კაი? ნასვამი ხარ ან ჩემთან ერთად წამოდი.
-დღეს ჩემ გოგოსთან დავრჩები.
-კარგი ჩემო ბიჭო._ლოყაზე ვაკოცე და დანარჩენებს მოვავლე თვალი. საბა გათიშული მთვრალი იყო, ალექსანდრე სრულიად ფხიზელი, რადგან მარიც იქ იყო, აკო ცოტა ნასვამი. დანარჩენები დამიანეს საქმეა. საბასთან მივედი, ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა.
-მოდი წაგიყვან სახლში._გამიღიმა და ისევ ლოყაზე მაკოცა.
-კარგი ჩემო გოგო._დედა რა დამყოლია, პირდაპირ სასურველი სასიძოა. კლუბიდან გავედით, მანქანის კარი გავაღე და ჩავსვი, ღვედი შევუკარი და კარი მივუხურე, რომ მოვბრუნდი დამიანე შემეჩეხა.
-მისი ძიძა როდიდან გახდი?_შეძლებისდაგვარად წყნარად მითხრა.
-შენ არავინ გეკითხება._სრული სიმშვიდით ვუთხარი, ჩემ სიწყნარეზე ხომ სულ გიჟდება და ნერვები ეშლება.
-რას ქვია მე ვინ მეკითხება?!_ცოტა ტონს უმატა.
-რასაც ქვია. არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა და ანგარიში ჩაგაბარო._ისევ მშვიდად ვუთხარი. ძარღვები დაეჭიმა და წარბები შეკრა, თვალებში მრისხანება ჩაუდგა ისეთი გაბრაზებული იყო.
-ნინი ჩემს ნერვებს ნუ ეთამაშები._მუჭები მომუშტა.
-შენ კი მე ნუ მეთამაშები.
-რას გულისხმობ?_გაკვირვებულმა მკითხა.
-კაი არ მეცინება, შემეშვი._მობეზრებულად ვუთხარი.
-ვერ შეგეშვები.
-შენ უკვე შემეშვი გუშინდელი დღიდან. ასე, რომ თამაში აღარაა საჭირო ქერასთან წადი ის დაგამშვიდებს._ღიმილით და უშფოთველად ვუთხარი.
-შენ ღამეებს ბიჭებთან ერთად ათენებ._გაბრაზებულმა მითხრა.
-შენგან განსხვავებით, მე არავისთვის მიკოცნია და არც არავის გავკარებივარ. შენ თავში ნუ გერევი._გაბრაზებულმა ვუყვირე, სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, არაფრის თქმა არ დავაცადე ისე გავქრი იქიდან. ისე მქონდა ნერვები მოშლილი საბა, რომ არა ალბათ საერთოდ ქალაქიდან ავორთქლდებოდი.
მანქანა საბას კორპუსთან გავაჩერე, გადავიყვანე და შენობაში შევედით. ბინის კარი შევაღე და შევედით, ისეთი მთვრალი იყო ჩიტო გვრიტოს სიმღერა დაიწყო, სიცილით ვბჟირდებოდი. თავის საწოლზე დავაწვინე, არ ჩერდებოდა ისევ აგრძელებდა სიმღერას. მისი მობილურის ხმა გავიგე, ნომერს დავხედე შაკო ეწერა. ოთახიდან გავედი და ვუპასუხე:
-გისმენთ.
-საბა სად არის?_ცოტა დაბნეულმა მითხრა.
-შაკო ნინი ვარ, საბა გათიშული მთვრალია და წევს.
-საბასთან ხარ?
-კი. მოიცა რაღაცას მოგასმენინებ._სიცილით შევედი ოთახში და საბას სიმღერა მოვასმენინე. სიცილი აუტყდა.
-მაგრად დამთვრალა.
-კი.
-ამოვალ მე და მივხედავ.
-კარგი გელოდები.
ცოტახანში შაკოც მოვიდა, საბას ვაკოცე და წამოვედი. ქვემოთ, რომ ჩავედი შევამჩნიე დამიანეს მანქანა, რა იდიოტია გავიფიქრე და მანქანასთან მივედი. ჩავჯექი და სწრაფად მოვწყდი ადგილს, უკან მომყვებოდა, ამას გონია, რომ ბრმა ვარ და ვერ ვხედავ? ჰაჰ რა ეშველება. მუსიკები ჩავრთე და ხმა ბოლომდე ავუწიე, სანამ სახლამდე მივიდოდი ბენზინ გასამართ სადგურზე გავჩერდი. საწვავი ჩავასხი და სუპერმარკეტში შევედი, რამდენიმე ბოთლი ლუდი ვიყიდე, ჩიფსები და მსგავსი რაღაცეები, ფული გადავიხადე და გამოვედი. მანქანასთან მივედი, დამიანეც იქ იდგა საწვავს ასხავდა, ყურადღება არ მივაქციე, მანქანაში ჩავჯექი და წავედი. სახლში მივედი, ჩემ ოთახში ავედი ამ ყველაფრით, კარი ჩავკეტე და დალევა დავიწყე, მართლა ლოთივით ვიქცევი. ჩემ თავზე გამეცინა, მობილურში დღევანდელ ფოტოებს ვათვალიერებდი, სიმართლეს გეტყვით მე და დამიანე ერთმანეთს ვუხდებით. ვფიქრობდი იმაზე თუ რა უაზრობაა როდესაც ზუსტად ის გიყვარდება ვინც არ უნდა გიყვარდეს ან არ უყვარხარ, მაგრამ მე ის მიყვარდა და ამას საერთოდ არ ვნანობდი. ამ სიცილ-ტირილში ნასვამს გამთენიისას ჩამეძინა.
დილით კარზე ბრახუნის ხმა მაღვიძებს, ბალიშიდან ძლივს ვწევ თავს. ეს თუ ავთოა მივასიკვდილებ, ნერვებ მოშლილი ავდექი და კარი გავაღე, ხელში მართლაც, რომ ავთო შემრჩა. ბუზღუნით მივბრუნდი უკან და საწოლში შევძვერი ისევ. ლუდის ბოთლს და ჩიფსებს, რომ მოკრა თვალი ოთახში შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. საბანი გადამაძრო, თმა სახიდან გადამიწია და ლოყაზე მომეფერა.
-ნინი რა გჭირს?_გვერდით მომიწვა და სახეზე მოფერება განაგრძო.
-არაფერი._ტირილნარევი ხმით ვუთხარი.
-მაშინ რატომ გაქვს ცრემლით სავსე თვალები და ნაღვლიანი ხმა? ხომ იცი, რომ მე ვერ მომატყუებ!_მშვიდი ტონით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-მე უბრალოდ შემიყვარდა._ამოვიტირე და ავთოს ჩავეხუტე, ხელები ძლიერად მომხვია და თავზე მაკოცა.
-ვინ შეგიყვარდა?_ნაღვლიანი ხმით მითხრა.
-დამიანე. არ გამიბრაზდე რა._ამოვისლუკუნე.
-არა ჩემო გოგო, რატომ უნდა გაგიბრაზდე? იმას უყვარხარ? -არ ვიცი, მგონი არა._სხეული დაეჭიმა, წამოჯდა და მეც წამომაყენა.
-ნუ ტირი გთხოოვ. შენ ცრემლებს არავის ვაპატიებ და ტყუილად ნუ მაცემინებ დამიანეს._ღიმილით მითხრა, უნებურად მეც გამეღიმა და ავთოს ლოყაზე ვაკოცე.
-გავუძლებ.
-კი შენ ყველაფერს გაუძლებ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ.
-მიყვარხარ ავთუკ.
-მეც მიყვარხარ ჩემო გოგო._ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. ფეხზე წამომაყენა, აბაზანაში შემიყვანა, ჯაკუზი წყლით გაავსო, კაბის ელვა შემიხსნა, ლოყაზე მაკოცა და გავიდა.
კაბა გავიხადე, საცვლებიც მივაყოლე და წყალში ჩავედი. თბილმა წყალმა მომადუნა, დავმშვიდდი და დამიანეს ნერვების მოსაშლელად ახალი მაიმუნობების მოფიქრება დავიწყე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ამოვედი წყლიდან, პირსახოცი მოვიხვიე, ტანი გავიმშრალე, სპორტულები ჩავიცვი და აბაზანიდან გავედი. თმა შევიკარი და ქვემოთ ჩავედი. ბავშვები როგორც ყოველთვის მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ, მათ შორის დამიანეც. ყველას მივესალმე, გოგოებს შუაში ჩავუსკუპდი და ორივეს მოვეხვიე. სალოს მხარზე ჩამოვადე თავი, ხელი მომხვია და ჩამეხუტა, თვალები დავხუჭე და ვისმენდი ბავშვების უაზრო ხუმრობებს.
-ნინი რა გჭირს?_აკოს ხმამ შემაფხიზლა, თვალები გავახილე, ლოყაზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა.
-არ ვიცი არაფრის ძალა არ მაქვს.
-ნინი გუშინ ჭამე რამე?_გაბრაზებულმა მკითხა.
-მგონი არა._შუბლი მოვისრისე და თავი წამოვწიე სალომეს მხარიდან.
-როგორ მიშლი ნერვებს, ადექი._ძალით წამომაგდო და სამზარეულოში გამიყვანა. მაგიდასთან დამსვა, მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო, ჭიქაში დაასხა და წინ დამიდგა, ცოტა მოვსვი. ხილი დაჭრა, ერთად ჩაყარა თასში და წინ დამიდგა, ყავაც გამიკეთა, შოკოლადის ნამცხვარი მომიჭრა და ესეც მაგიდაზე დადო. სოსისი შეწვა, სალათის ფურცლები და ყველა მწვანილი დაჭრა რაც კი ხელში მოხვდა, ამას დაუმატა ბულგარული წიწაკები, წითელი ყვითელი და მწვანე, სოსისიც დაჭრა და ჯამში ჩაყარა ამ ყველაფერთან ერთად. მარილი მოაყარა და ზეთი მოასხა, მაგიდაზე დადო, თეფში, დანა და ჩანგალი მომიტანა, წინ დამიდგა და თვითონ გვერდით მომიჯდა.
კმაყოფილი სახით მიყურებდა, მე კი მის ამ მზრუნველობაზე მეღიმებოდა. სალათით დავიწყე, ყავითა და ნამცხვრით კი დავამთავრე. მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავაწყე, ჭიქაში ბროწეულის წვენი დავისხი და მისაღებში გავედი, რატომღაც ძალიან მიყვარს ბროწეულის წვენი მაგრამ რატომ არ ვიცი. დამიანეს განერვიულებულ სახეს წავაწყდი, თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ცოტაც და დაიმტვრევდა. სალოს მივუჯექი გვერდით, ჭიქა დაინახა თუ არა ახლოს მოიწია და ყურში მიჩურჩულა:
-მეც მომიტან? მინდა._გამეკრიჭა. -კი მოგიტან._ფეხზე წამოვდექი, სამზარეულოში გავედი და სალოს წვენი გამოვუტანე. რამდენიმე ყლუპი დალია, დაიჯღანა და მაგიდაზე დადო, ვაიმე ამან თუ ასე უნდა მიშალოს ნერვები ამ სახლიდან გავიქცევი მალე. ჩემს ფიქრებზე გამეცინა, თვალი მოვავლე ყველას, რა ბედნიერი ვარ როცა ისინი ჩემთან არიან. მარის მივუბრუნდი, გავუღიმე და ხელი მოვხვიე.
-მარი შენი სახლია მოსართავი.
-არა რაა._სახე დამანჭა და თავი უკან გადააგდო.
-მიდი ადე რა წავიდეთ, ვერ ვიტან დაუსრულებელ საქმეს.
-დამიანე წაიყვანე._თვალი ჩამიკრა, დამიანეს გაბრწყინებულ სახეს მოვკარი თვალი მაგრამ ვერ მოგართვით.
-ალექსანდრე გთხოვ ასეთი ზარმაცი რძალი არ მინდა რა არ მოიყვანო._ყველას გაეცინა მარის გარდა. თვალი ჩავუკარი, მხარში მუშტი დამარტყა. ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე.
ღია ფერის დახეული ჯინსი, შავი მაისური, ტყავის ქურთუკი და დაბალ ყელიანი ჩექმა ჩავიცვი, პერანგიც ავიღე ყოველი შემთხვევის, თმა გავიშალე, სათვალე გავიკეთე და ჩანთა ავიღე. ქვემოთ ჩავედი და ვიგრძენი მწველი მზერა, გავიღიმე.
-წავედი მე, მარტოც მოვაგვარებ._მარის ენა გამოვუყავი.
-დაგეხმარები._გაისმა მისი მშვიდი, ნაზი და მამაკაცური ბარიტონი, რომელიც ასე შემიყვარდა.
-არ მინდა გმადლობ._ძალით გავუღიმე. არაფერი აღარ უთქვამს, ავთოს მომღიმარ სახეს მოვკარი თვალი. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ბავშვებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი, მანქანაში ჩავჯექი და ეზოდან წამებში გავქრი. სავაჭრო ცენტრში მივედი, ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, ნათურებით დაწყებული და ფეიერვერკებით დასრულებული. ამ ყველაფრის მანქანამდე მიტანაში სავაჭრო ცენტრის დაცვის ორი ბიჭი დამეხმარა, ყველაფერი საბარგულში ჩააწყეს, მადლობა გადავუხადე და ღიმილით დავემშვიდობე.
ბატონი ირაკლის სახლში მივედი, მისაღებში დამიანეს მოვკარი თვალი. ფუ ამის გავიფიქრე და ნივთების შემოზიდვა გავაგრძელე. -დაგეხმარები. -როგორც გინდა._მხრები ავიჩეჩე და უემოციო სახით ვუთხარი. ყველაფერი სახლში შევიტანეთ. ყველაფერი მე გავაკეთე, ის იჯდა და მიყურებდა, მაგრამ მის მზერაზე არ დავბნეულვარ, ყოჩაღ ნინი ასე განაგრძე, შემომძახა მეორე მემ. მეც გავმხნევდი, კიბეზე ავედი და კედლებზე ნათურების დამაგრება დავიწყე, რომ მოვრჩი კიბეზე ჩამოსვლისას წონასწორობა დავკარგე და ფეხი ჩამომიცურდა, ერთი შევკივლე და მოვემზადე ძირს დასაცემად. მაგრამ ძირს არ დავეცი, თვალები ნელა გავახილე და დამიანეს მომღიმარ სახეს შევეჩეხე. მეორე მემ განგაშის სიგნალი ჩართო, მაშინვე ავფართხალდი და მის მკლავებს მოვშორდი.
-კარგად ხარ?_მკითხა მზრუნველი ხმით.
-კი კარგად ვარ._უხეშად ვუთხარი და გვერდი ავუარე. ჩემი ნივთები ავიღე, სახლიდან გავდიოდი, როდესაც ბატონი ირაკლი და მისი მეუღლე ეკა მოვიდნენ.
-გამარჯობა ნინი._მომესალმნენ.
-გამარჯობა.
-მიდიხარ?_მკითხა ეკამ.
-კი, ყველაფერს მოვრჩი უკვე.
-დარჩი ცოტახანს ვისაუბროთ.
-კარგით._სხვა რა გზა იყო დავრჩი.
მისაღებში დავსხედით, ცოტახანს ვისაუბრეთ. იმდენად მომაბეზრებელი იყო ეს ყველაფერი, რომ დაღლილობა მოვიმიზეზე და მასპინძლებს დავემშვიდობე და სახლში წავედი. მისვლისთანავე ოთახში ავედი, დასაწოლად მოვემზადე და საწოლში შევწექი. დამიანეს შეტყობინება მოვიდა ტელეფონზე ვნახე.
-როდემდე უნდა იყო გაბრაზებული?
-სამუდამოდ._მივწერე და მობილურს ხმა გავუთიშე. საწოლში გემრიელად მოვკალათდი და ტკბილად დავიძინე.
დილით ადრიანად გამეღვიძა, ცოტახანი ვინებივრე საწოლში შემდეგ კი აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე. წარმოგიდგენიათ? დღეს უკვე 29 დეკემბერია და 2 დღეში ახალი წელი დადგება. როგორ მიყვარს ახალი წელი, სულ სხვა განწყობა და ხალისი მაქვს ამ დროს. ხო მართალია უბრალოდ წლის ბოლო დღეა რის დემდეგაც ახალი წელი ახალი დღით იწყება. ეს იგივეა, რომ ყველაფერი ცუდი უკან მოიტოვო და ახალი ცხოვრება დაიწყო ახალი ფურცლიდან. ჩემთვისაც ასე იქნება ახალი წელი, ყველაფერს ცუდს დავივიწყებ და მხოლოდ, კარგ მოგონებებს გავიხსენებ ამ წლიდან, მაგრამ დამიანეს მაინც არ ვაპატიებ. აუ დღეს უნივერსიტეტის წვეულებაა, რომ გამახსენდა სახე დავმანჭე. როგორ არ მინდა წასვლა, მაგრამ სხვა რა გზაა? სახლში, რომ დავრჩე დამიანე ბიჭებთან ერთად იქნება ალბათ და მის ნახვას იქ გავერთობი მაინც. ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ავთო მისაღებში იჯდა და ლებტოპში რაღაცას ეძებდა. გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე, ისეთი დაძაბული იყო, რომ ჩახუტებაზე რეაქცია არ ჰქონია.
-რას ეძებ?
-მინდა, რომ სალომე დასასვენებლად წავიყვანო.
-სად?
-სადმე კუნძულზე, სადაც სითბო იქნება.
-ჰავაი, ბორა-ბორა, სეიშელი ან თუნდაც ავსტრალია და მისი შემოგარენი.
-არ ვიცი, რომელი მოეწონება.
-ჰავაი.
-დარწმუნებული ხარ?
-კი და როდის უნდა წახვიდეთ?
-პირველში.
-ოო აბა ბაკურიანიო?_გაბუტულმა ვკითხე.
-თქვენ წადით.
-რა საზიზღარი ხარ.
-31_ში ხელი უნდა ვთხოვო._გაბრწყინებული სახით მითხრა, რა კარგია ეს გადარეული, რომ მყავს.
-ურააა, რა მაგარია._წამოვიყვირე და ავთოს ჩავეხუტე. სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და დამიანეს რამდენიმე შეტყობინება დამხვდა:
-ნინი ვიცი დამნაშავე ვარ და ბოდიში._ეს პირველი.
-მართლა არასდროს შემირიგდები?_არა, გავიფიქრე ჩემთვის. ეს მეორე.
-ან მაიგნორებ ან ტელეფონს ხმა გაუთიშე ან კიდე გძინავს._მესამე.
-შენ ტკბილად გძინავს მე კი უშენოდ ვეღარ ვიძინებ._მეოთხე. მობეზრდა ალბათ წერა და მეტი აღარ მოუწერია, კიდევ კარგი ხმა ჰქონდა ტელეფონს გათიშული თორემ შუაზე გავგლეჯდი ამ იდიოტს. მისაღებში გავედი, სავარძელში კარგად მოვკალათდი და ყავის ფინჯანი ხელებში მოვიქციე. ხელები გამითბა თუ არა სხეულში სასიამოვნო ტალღამ დამიარა, თვალები დავხუჭე და უფრო მოვიკუნტე. რამდენი ხანია ასეთი სიმშვიდე არ ყოფილა ჩემ გარშემო. მხოლოდ, რამდენიმე წუთით მამყოფეს მშვიდ გარემოში. მობილურის ზარი გავიგე, გაბრაზებულმა ვუპასუხე მარის:
-აუ მარი კარგით რაა, დამასვენეთ ცოტახანი.
-რა პირდაპირ ჩხუბზე გადადიხარ, მომისმინე მაინც.
-კაი, გისმენ.
-კაფეში ვართ და მოდი რა.
-მეზარება.
-აუ ნინი მოდი რა.
-კარგით ხო. მისამართი მომწერე._ყურმილი დავკიდე და სავარძლიდან ზლაზვნით წამოვდექი.
ფეხსაცმელი ჩავიცვი, ქურთუკი ავიღე და გოგოების სანახავად წავედი. ბარში მისულს დამიანეც იქ დამხვდა, სანამ დამინახავდნენ უკან გავბრუნდი მაგრამ მაინც შემამჩნიეს. რა დავაშავე? გავიფიქრე და მათკენ მივბრუნდი. ამ ორს მერე მივხედავ დამაცადონ ჯერ. დამიანეს გვერდით მომიწია დაჯდომა, მარის მკვლელი თვალებით შევხედე და ღიმილი მაშინვე მოიშორა სახიდან. ვიჯექი და ხმას არც კი ვიღებდი, ყავის ფინჯანს თითებს ვუსვამდი და გარემოს ვათვალიერებდი. ერთი ბიჭი მომხვდა თვალში, რომელიც მე მიყურებდა. რატომღაც მეცნო, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ის ბიჭი იყო კლუბიდან, რატი. წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა, მთელი გზა სანამ ჩვენამდე მოვიდოდა სულ იღიმოდა. თვალი არ მომიშორებია მეც ვუყურებდი და ვუღიმოდი. გვერდით მაგიდიდან სადაც არავინ იჯდა სკამი აიღო და ჩემთან ახლოს დაჯდა.
-აბა ცეკვის მოყვარულო როგორ ხარ?_ღიმილით მითხრა.
-კარგად, თავად?_გავუღიმე.
-კარგად. მიხარია, რომ გნახე.
-მეც მიხარია. რატი გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან მარი და სალომე._გოგოები მიესალმნენ, რატიმ გაუღიმა და მზერა დამიანეზე გადაიტანა. დამიანე ახლოს მოიწია და ხელი მომხვია.
-მე მისი შეყვარებული ვარ._თქვა და ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა.
-გატყუებს ჩემი შეყვარებული არ არის, მარის ძმაა._ავუხსენი რატის და დამიანეს მოვშორდი. რატის გაეღიმა, ვაჟბატონი კი გაბრაზდა, მერე რა გადაიტანს.
-ვერც დავიჯერებდი.
-რატომ?
-შენი შეყვარებული, რომ ყოფილიყო კლუბში ყურების ნაცვლად არავის მოგაკარებდა.
-აა ამაზე მითხარი გიყურებსო?_ნაგლური მზერით გავხედე დამიანეს. ისეთი გამწარებული იყო, მთელი სხეული დაჭიმული და ძარღვები დაჭიმული ჰქონდა. როგორ მიყვარს ბიჭს ხელზე ვენები, რომ ებერება, რა სექსუალურია.
გაბრაზებული, რომ არ ვიყო ვინ იცის ახლა რას ვიზამდი.
-კი._რატის პასუხმა გამომაფხიზლა
-წავალ მე რა, ისედაც არ მინდოდა აქ მოსვლა, ვიჯექი სახლში მშვიდად._ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე.
-წაგიყვან._მითხრა რატიმ.
-კარგი. თქვენ ორს მერე დაგელაპარაკებით. საღამოს უნივერსიტეტში გნახავთ._ვუთხარი, მე და რატი კაფედან გავედით. გეზი მოტოციკლისკენ აიღო, გამიკვირდა და აღარც მიხსენებია, რომ მანქანით მივედი. მოტოზე შემოჯდა და დაქოქა, ჩაფხუტი მომაწოდა, დავიხურე და უკან მივუჯექი.
-გეშინია?
-არა._ხელები მოვხვიე, ჩაეღიმა და ხელზე შემეხო. რამდენი წამი ასე იყო, შემდეგ ხელი გამიშვა და წავედით. კორპუსთან გააჩერა, გადმოვედი და ჩაფხუტი მოვიხსენი. რატის ჩაფხუტი მივაწოდე, გამომართვა და გამიღიმა.
-არ ამოხვალ?
-კი, რატომაც არა. ჩემთან ავედით, ფეხი შემოდგა თუ არა ბინაში, გაოცებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. მე ყავა გავაკეთე, დღეს არ მაცადეს მოკლედ ყავის დალევა, ამიტომ ეხლა მაინც დავლევ და დავისვენებ. რატი ნახატებს ათვალიერებდა, მასთან მივედი და ფინჯანი მივაწოდე.
-ამას მართლა არ ველოდი._მითხრა და გაიღიმა.
-ხდება ხოლმე._გავუღიმე. ასე საუბარში გავატარეთ ერთი საათი, შემდეგ ვიღაცამ დაურეკა და წავიდა. ვიცოდი, რომ დამიანე უეჭველი მოვიდოდა ამიტომ ბინა დავტოვე და ტაქსი გავაჩერე და ჩემ ბმვ-ს დავუბრუნდი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. ჩემ ოთახში ავედი და საღამოსთვის კაბის შერჩევა დავიწყე. ბოლოს არჩევანი შავ კაბაზე შევაჩერე. გვერდზე შეჭრილი იყო ისე, რომ ფეხი კარგად მოჩანდა, იდაყვებამდე მკლავიანი და მხრებ მოშიშვლებული იყო. ჩავიცვი და მაკიაჟის გაკეთება დავიწყე, თვალზე შავი ჩრდილები გავიკეთე, ღია ფერის ტუჩსაცხი წავისვი, სახეც ცოტა შევიფერადე და მოვრჩი. თმა გავიშალე და დავიხვიე, ფეხზე მაღალ ყელიანი შავი კეტები ჩავიცვი, მე მომწონს არ დაიწყოთ ეხლა. სუნამო მივისხურე, შავი ტყავი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. კიბეებზე ჩავდიოდი ავთომ მოწონების ნიშნად სტვენა, რომ დაიწყო და მობილური მოიმარჯვა.
-ლამაზო დღეს საღამოს რას აკეთებ?_ღიმილით მკითხა. უბრალოდ გავუღიმე არაფერი მითქვამს. გიოს მიაჩეჩა მობილური და დაავალა ჩვენთვის ფოტოები გადაეღო, ისიც დაემორჩილა სხვა რა გზა ჰქონდა. ფოტოსესიის შემდეგ ჩანთა ავიღე და უნივერსიტეტში წავედი. ავთო მერე მოვიდოდა და სალომეს მოიყვანდა. უნივერსიტეტის სადგომზე მანქანა გავაჩერე და გადავედი, მაშინვე ვიგრძენი გარეთ მყოფი ბიჭების მზერა, მათ შორის ჯაბაც იყო. ჩემთან მოვიდა და მომესალმა, კომპლიმენტები მითხრა, მაგრამ სულ არ მქონდა მისი დარდი, ღიმილით დავემშვიდობე და შენობაში შევედი. რაღაცნაირად ვიყავი, არ მინდოდა არაფრის კეთება, არც აქ ყოფნა და საერთოდ არც ამ პლანეტაზე მინდოდა ყოფნა. ყველანი შეიკრიბნენ, მაგიდასთან ვისხედით, იდაყვით დავეყრდენი მაგიდას და ნიკაპი ხელზე დავიდე. მეორე ხელით ჩანგალს უაზროდ ვატრიალებდი თეფშზე. არ ვიყავი ამ ქვეყანაზე , დამიანესთან ვიყავი. ამ წამს მის ჩახუტებაზე მეტად არაფერი არ მინდოდა. ჩემი ნივთები ავიღე და ჩემ ბინაში წავედი.
სავარძელში ჩავჯექი და დაველოდე იმ იმედით, რომ მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა მაგრამ სულ ტყუილად. ასე გავიდა 30 და 31 დეკემბერი, არ გამოჩენილა არსად, არც სახლში და არც სადმე სხვაგან. არც მოუწერია. ასე უაზროდ და უფეროდ გავატარე ის ორი დღე, სახლიდან არ გავსულვარ, ვიჯექი და ვხატავდი. ეს იყო მის გარეშე გატარებული დღეები, საღამოს ახალ წელს შევხვდით, ყველა მხიარულობდა ჩემ გარდა. ძალით ვიღიმოდი, რომ ბავშვებს ახალი წლის ღამე არ ჩაშხამებოდათ.
პირველ იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს დილით ჯერ ავთო და სალომე გავაცილეთ ჰავაიზე, შემდეგ ალექსანდრე და მარიამი ბრაზილიაში. ავთო ისეთი ბედნიერი იყო, რომ მალე მამა გახდებოდა და თან ქორწილიც ექნებოდათ. სახლში მისულს საიდუმლო სანტასგან გამოგზავნილი საჩუქარი დამხვდა, ყუთი გავხსენი, შიგ ყელსაბამი და სამაჯური იდო, ორივე ლურჯი თვლით. ძალიან მომეწონა, ამიტომ ორივე გავიკეთე და სარკეში შევათვალიერე. აკომ დამირეკა:
-რას შვები ნინ?
-არაფერს, შენ?
-ბაკურიანში მივდივართ, ჩაალაგე ბარგი და წამოდი. გამოგივლით.
-არ მინდა ჩემით წამოვალ, თან პროდუქტებს ვიყიდი გზაში.
-კარგი, ჩვენ მივალაგებთ იქაურობას და ახლოს, რომ იქნები დაგვირეკე, მწვადებს დაგახვედრებთ.
-ოოო ეგ მომწონს, კარგი დაგირეკავთ._ყურმილი დავკიდე და ნივთები ჩავალაგე, ყველაფერი ავიღე რაც მჭირდებოდა, მანქანაში ჩავაწყე და ბაკურიანის გზას დავადექი. გზაში პროდუქტები ვიყიდე, ლუდიც და ღვინოც მივაყოლე. ხაშურს, რომ გავცდი თოვდა უკვე, ისეთი ლამაზი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ბაკურიანში ჩავედი, აკომ როგორც მითხრა გავაფრთხილე სანამ სახლამდე მივიდოდი. როგორც იქნა მივაღწიე, ისეთი კარგი სუნი ტრიალებდა გარეთ ვიღას ახსოვდა ჩემი ბარგი, პირველი დღე ქეიფიტ დავიწყეთ, მაგრამ მე მაუნც რაღაც მაკლდა, რაღაც არა ვირაც მაკლდა. ბიჭებს საწოლები გავუმზადე, რომ დათვრნენ მაშინვე დასაწოლად წავიდნენ. მესამე სართული მთლიანი ოთახია, სხვენისავითაა. ფინჯანი ყავა მოვიმარჯვე და მესამე სართულზე, ჩემს ოთახში ავედი. პლედი მოვიხურე და აივანზე გავედი, გარემოს ვათვალიერებდი როცა ჩვენს წინ მდებარე სახლთან მანქანა გაჩერდა, ბნელოდა და ვერ დავინახე კარგად. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ოთახში შევედი შუქი ჩავაქრე და ისევ აივანზე გავედი, რადგან არავის დავენახე. ფარების შუქზე ბიჭმა გაიარა, ეს ანდრია იყო დარწმუნებული ვარ ათასი პროცენტით. შემდეგ გოგას და დემეტრეს ხმა გავიგე და გოგოების, მაგრამ მე ვისაც ველოდი ის არ ჩანდა არსად. გულდაწყვეტილი შევბრუნდი სახლში, აივნის კარი დავკეტე და პირდაპირ დასაძინებლად დავწექი. ცოტახანში მართლაც ჩამეძინა.
დილით 7 საათზე გამეღვიძა, ნეტა ვინ მეხვეწებოდა გაიღვიძეო რა? ვიწრიალე საწოლში მაგრამ ვეღარ დავიძინე. გარეთ ისევ ბნელოდა, საწოლიდან წამოვიზლაზნე და შარვალი ამოვიცვი. ქვემოთ ჩავედი, ბიჭებს ეძინათ, აბა დილის 7 საათზე რა გააღვიძებდათ. მანქანის გასაღები ავიღე და გარეთ გავედი, ისევ თოვდა. სასიამოვნო ჰაერი ტრიალებდა, რამდენიმე წუთი ვიდექი ასე და თოვლის ფიფქები ზედ მეცემოდა. მანქანიდან ჩემი ნივთები ამოვიღე, შემდეგ კი ყველაფერი რაც გუშინ ვიყიდე. ჩემი ჩანთა ოთახში ავიტანე, პროდუქტები სამზარეულოში შევიტანე და ამოლაგება დავიწყე. ყველაფერი მივალაგე და საუზმის კეთება დავიწყე, რომ დავამთავრე უკვე 10 საათი ხდებოდა, მხოლოდ ნამცხვარიღა გამოვაცხე და მოვრჩი ყველაფერს. ყავა გავიკეთე და მისაღებში დავჯექი, ლებტოპი ჩავრთე და ფბ-ში შევედი. სალომეს მოუსწვრია უკვე სურათების გადაღება, არც მარი ჩამორჩა, მოცლილები. ფბდან გამოვედი და ოთახში ავედი, აივანზე გავედი და გარემო მოვათვალიერე. იმ სახლის წინ სადაც ბიჭები იყვნენ კიდევ ერთი მანქანა მომატებია, ვერ ვიცანი და გული ისევ დამწყდა, რომ დამიანე არ იყო იქ. პუფში ჩავჯექი და მოაჯირზე ფეხები შემოვაწყე. თვალები დავხუჭე და თავი კედელს მივადე, მობილურზე შეტყობინება მომივიდა:
-ნინი სახლში შედი, არ გაცივდე._ფეხზე წამოვდექი და მოპირდაპირე სახლის აივანზე ანდრია შევამჩნიე. ეს არ გავდა მის მოწერილს, მოწერის გარდა ყველაფერს იზამდა თან იმდენი სითბო ამოვიკითხე ამ ერთი წინადადებიდან, რომ ეს ანდრია ვერ იქნებოდა. ესენი რაღაცას ჩალიჩობენ, გავიფიქრე და ანდრიას ხელი დავუქნიე.
-არ გავცივდები ნუ ნერვიულობ._დავუძახე და გავუღიმე.
-ჩაიცვი მაინც კიდევ რამე.
-ოჰ, ოჰ გაჩერდიიი._სიცილით ვუთხარი.
-ხო რა იყო?
-ზედმეტ და უჩვეულო სითბოს აფრქვევ._ნამიოკი ჩავურტყი, ცოტა დაიბნა. ე.ი. ესე ხომ, რაღაცას მატყუებ ანდრიკო.
-ხო დღეს სითბოს ფრქვევის ხასიათზე ვარ._სიცილით მითხრა. -კაი შევალ მე. დროებით.
-დროებით._ზურგი შევაქციე და ოთახში შევედი, აივნის კარი დავხურე და ფარდები ჩამოვაფარე. ჩუმად და ნელა გავწიე ფარდა ოდნავ, ანდრია ისევ იქ იდგა, ცოტახანი ვუყურე, არაფერი არ ხდებოდა, ფარდას უნდა მოვშორებოდი, აივანზე დამიანე, რომ გამოჩნდა. ნახეთ რა ბოროტია აქ ყოფილა თურმე, ეს საზიზღარი. ქვემოთ ჩავედი, ბიჭებს ისევ ეძინათ, ამიტომ აკოს ოთახში ავედი, მის საწოლზე ჩამოვჯექი ლოყაზე მივეფერე, ოდნავ შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა. ერთი ამოიზმუვლა და გაიზმორა, კარგად, რომ აღმიქვეს მისმა შავმა თვალებმა გაეღიმა.
-თავი მტკივა.
-ხოდა ადექი, ყველაფერი გავამზადე უკვე.
-მართლა?
-კი.
-კარგი ვდგები ჩემო ციცქნა._ლოყაზე მიჩქმიტა და საწოლიდან წამოდგა. აკოს ოთახი დავტოვე, ბაჩოს და მათეს ერთ ოთახში ეძინათ. მათთან შევედი, შუაში ჩავწექი და ორივეს ვაკოცე ლოყაზე. უცბათ წამოხტნენ და ღიტინი დამიწყეს, სიცილისგან მუცელიღა მტკიოდა.
-კარგით რაა, გეყოფათ._სიცილით ვუთხარი და მოვიკუნტე. გაჩერდნენ და ჩამეხუტნენ. ჩემი ორი სიხარული, მეც ჩავეხუტე ორივეს.
-ადექით საუზმე მზადაა, ხოდა ცალცალკე დაიძინეთ დღეს._სიცილით ვუთხარი.
-ნინი მოგხვდება. კარგი, მოვალთ ეხლავე._საწოლიდან წამოვდექი და ოთახიდან გამოვედი. მაგიდა გავშალე, გაზიანი სასმელიც დავდე მაგიდაზე, წვენიც და ყველაფერი რაც კი გავაკეთე. სამზარეულოში გიჟებივით შემოცვივდნენ, მაგიდას მივუსხედით. საუზმეს, რომ მორჩნენ დაიწყეს სასრიალოდ წავიდეთო, შემჭამეს მოკლედ, სხვა გზა არ იყო და მეც წავყევი, არა და სულაც არ მიყვარს თხილამურებზე დგომა. ამიტომ მე კაფეში ვიჯექი და თოვლით დაფარულ მთებს გავყურებდი, მზე ანათებდა მაგრამ მაინც ძალიან ციოდა. ჯდომა, რომ მომბეზრდა გარეთ გავედი, შეყვარებული წყვილები, ბავშვები, ქალები, კაცები ერთმანეთში ირეოდნენ და მხიარულობდნენ. მოულოდნელად მხარზე თოვლიდ გუნდა მომხვდა, მსროლელის მიმართულებით გავიხედე და ხელში გაკრეჭილი გოგა შემრჩა და აი ვიღაცამ ხელში ამიტაცა და ზურგზე მომიგდო, ეს ხომ მათეა. ზურგზე ხელების რტყმა დავუწყე, ვიცოდი რასაც მიზავდა.
-მათე არ გაბედო იცოდე._გაბრაზებულმა ვუთხარი.
-ხო იცი, რომ თოვლში მაინც ამოყოფ თავს და რა აზრი აქვს ჩხუბს._სიცილით მითხრა. ერთი, ორი და უკვე თოვლში ვგდივარ, აუ გვერდი მეტკინა. გუნდა გავაკეთე და მოცინარ მათეს პირდაპირ სახეში გავუქანე, ახლა მე დავიწყე სიცილი, ჩაიმუხლა და სახეზე თოვლი დამაყარა. გვერდით გადავბრუნდი და ფეხზე წამოვხტი, სანამ მათე წამოდგებოდა ხელი ვკარი და თოვლში ჩავაგდე, ორივეს სიცილი აგვიტყდა. ერთი ხელი გვერდზე მქონდა მიდებული, მეორეთი კი სახიდან და თმიდან თოვლს ვიცლიდი. ძალიან შემცივდა, სახე და ხელები გამეყინა.
-რა გჭირს?_მკითხა მათემ და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
-გავიყინე, სახლში წავალ რა.
-კარგი წადი და თბილად იყავი იცოდე, არ გაცივდე._შუბლზე მაკოცა.
ღიმილით დავემშვიდობე, მანქანაში ჩავჯექი, ჯერ ცოტახანი ხელებს ვითბობდი, შემდეგ კი დავძარი და სახლში წავედი. მანქანა ეზოში გავაჩერე, სახლის კარი შევაღე, ფეხსაცმელი იქვე გავიხადე და ოთახში ავირბინე. კარი შევაღე თუ არა მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი, ვითომც არ შემიმჩნევია ისე შევედი ოთახში და კარი მივხურე. კურტკა და ჯემპრი გავიხადე და ძირს დავყარე, შარვალიც გავიხადე, მისი მზერა ვიგრძენი, გამეღიმა.
-დიდხანს უნდა მიყურო?_ურეაქციოდ ვთქვი, არა და გული გასკდომას მქონდა. ხმა არ გაუცია, მისი მოახლოვება ვიგრძენი, ხელი მხარზე შემახო და ზურგიდან მომეკრა.
-ნინი გაყინული ხარ._შეშფოთებულმა მითხრა და თავისკენ მიმაბრუნა, შუბლზე ტუჩები მომაკრო, ოდან მომშორდა და თვალი გამისწორა.
-სიცხე გაქვს, ხომ გითხარი არ გაცივდე-მეთქი?!_გაბრაზებულმა მითხრა.
-ვიცოდი, რომ შენ იყავი. აივანზე დაგინახე.
-ვიცი, რომ დამინახე. მოდი საწოლში ჩაწექი._დავემორჩილე და საწოლში შევწექი. სახეზე მეფერებოდა და შუბლზე მკოცნიდა.
-სად იყავი?_ჩუმად ვკითხე.
-ამერიკაში, საქმეები მქონდა.
-მომენატრე.
-მეც მომენატრე ჩემო დედოფალო. მაპატიებ?_ნაღვლიანი თვალები შემომანათა.
-უკვე გაპატიე.
-უბრალოდ ვერ ვიგებდი რას ვგრძნობდი შენს მიმართ, ახლა კი ვიცი რასაც ვგრძნობ.
-და რას გრძნობ?
-მიყვარხარ._თვალებში მიყურებდა, იქ ვკითხულობდი ყველაფერს, ვგრძნობდი, რომ ეს მართალი იყო. ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი ფრთები, რომ მქონოდა გავფრინდებოდი. ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და მის ტუჩებთან მივიწიე, ოდნავ შევეხე და ვაკოცე. ოდნავ მოვშორდი და მის ბაგეებთან ამოვიჩურჩულე:
-მეც მიყვარხარ._გამიღიმა და ჩემ ბაგეებს დაეწაფა, მეც ავყევი, საბნის ქვეშ შემოძვრა და შიშველ წელზე ხელი მომხვია. კანი დამიბუსუსდა, ზემოდან მომექცა და ხელი ფეხზე აასრიალა. სვიტრის ქვეშ ხელი შევუცურე და გავხადე, რა ტანი აქვს ამ დამპალს, ზურგზე ვეფერებოდი, ჩემ ყოველ შეხებაზე კანი უბუსუსდებოდა, ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ყველაფერი დამავიწყდა, ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს, ყელსა და მთელ სხეულს.
-ნინი გამაჩერე._ვნებისგან დახშული ხმით მითხრა. გავუღიმე და ზემოდან მოვექეცი, თეძოებზე ხელი მომიჭირა, თავი ვეღარ შევიკავე და მის ტუჩებთან ამოვიკვნესე.
-ნინი ნუ მაგიჟებ._ტუჩებზე კოცნით მითხრა. მხარზე ვაკოცე და ყელში ვუკბინე მაგრად, ეტკინა, სიცილით მოვშორდი და გვერდით გადავწექი.
-ბიჭები მოვლენ ეხლა და ასე, რომ გვნახონ რას იტყვიან._ღიმილით ვუთხარი და საწოლიდან ავდექი. გარდერობიდან, ორი ზომით დიდი ჯემპრი გამოვიღე და ჩავიცვი, ქვემოთ მუქი, უბიანი, დახეული ჯინსი ჩავიცვი. დამიანეც ადგა და თავისი ზედა გადაიცვა, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-მიყვარხარ ჩემო დედოფალო.
-მეც მიყვარხარ მეფეო._ღიმილით ვუთხარი და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. ქვემოთ ჩავედით, მისაღებში დავსხედით, ვისაუბრეთ და გავერთეთ. დამიანემ ჩაი გამიკეთა, ისევ მისაღებში ვისხედით ბიჭები, რომ მოვიდნენ. გაუკვირდათ მისი დანახვა, მაგრამ გაუხარდათ. ბიჭები მარტო დავტოვე და სამზარეულოში გავედი, აშკარად გავცივდი, თავი მტკიოდა და მახველებდა. ქათმის ფილე შევწვი, დავჭერი და სალათში ავურიე. მაცივრიდან მზა ცომი გამოვიღე და პიცის კეთება დავიწყე. სამზარეულოში დამიანე შემოვიდა, შუბლზე ხელი მომადო.
-ნინი სიცხე გაქვს და წადი დაისვენე.
-რო დავწვე უარესად გავხდები.
-მაშინ დაგეხმარები.
-თევზი შეწვი მაშინ, ხო იცი მე ვერ გავეკარები.
-კარგი ჩემო სიყვარულო._ლოყაზე მაკოცა და დავალების შესრულება დაიწყო. მე მალევე მოვრჩი და სკამზე ჩამოვჯექი. დამიანეც მორჩა, მაგიდა გავაწყეთ, ბიჭები მოვიდნენ, გოგა, ანდრია და დემეტრეც, გოგოებიც მოყვნენ, სამნი კი არა ოთხნი. ყველა გამაცნეს, ის მეოთხე არ მომეწონა ახალი ჩამოსული, რომ იყო. დამიანეს ისე უყურებდა, რომ ნერვები მეწიწკნებოდა, ჩემი მეფე კი სულ მე მიყურებდა.
-ვაიმე ნინი ყველაფერი ძალიან გემრიელია._მითხრა გოგამ და გამიღიმა.
-მადლობა._მეც გავუღიმე. სამზარეულოდან, მისაღებში გადავინაცვლეთ.
-მოდი სიმართე თუ მოქმედება ვითამაშოთ._აიტეხეს ანდრიამ და გოგამ. ჩვენც დავთანხმდით, წრეზე დავსხედით, წრეში ცარიელი ღვინის ბოთლი ჩადეს, პირველმა იმ გოგომ დაატრიალა მე, რომ არ მომეწონა და თან ბოთლი დამიანეზე გაჩერდა, მობეზრებულად აატრიალა თვალები და მე შემომხედა.
-სიმართლე თუ მოქმედება._კითხა და მაცდურად გაუღიმა.
-სიმართლე._ისეთი სახე მიიღო გოგომ, აშკარად მოქმედება აწყობდა.
-ვინმე გიყვარს?
-კი._გაეღიმა ალბათ ეგონა, რომ ის უყვარდა. დამიანემ დაატრიალა და დემეტრეზე გაჩერდა ბოთლი, მან მოქმედება აირჩია და 30 ბუქნი გააკეთა.
ასე ტრიალებდა წრეზე ბოთლი და ბიჭებზე ვკვდებოდი სიცილით ისეთ რაღაცეებს აკეთებინებდნენ ერთმანეთს. ისევ იმ გოგომ დაატრიალა და ჩემზე გაჩერდა.
-სიმართლე თუ მოქმედება.
-სიმართლე.
-ამდენ ბიჭთან ერთად მარტო ყოფნა არ გიტყდება?_დამცინავად მკითხა, შევატყე ბიჭებს, ლამის იყო იქვე მიეხრჩოთ ის გოგო.
-ჩემ ძმებს თუ გულისხმობ არა არ მიტყდება. რაღაცას გკითხავ, შენ არ გიტყდება იქ, რომ ეტენები სადაც არ გეკითხება?_ნაგლურად გავუცინე, თავჩახრილ და მოცინარ ბიჭებს შევხედე. იმ გოგომ ლამის თმები გაიპუტა ისეთი გამწარებული იყო და დაბღვერილი მიყურებდა. 12 საათი ხდებოდა, რომ დავიშალეთ, ოთახში ავედი, ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და საწოლში შევწექი.
ვერ ვიძინებდი, ნახევარი საათი საწოლში ვიწრიალე, ვერ მოვისვენე და ქვემოთ ჩავედი, ყავა გავიკეთე და ისევ ოთახში დავბრუნდი. საწოლში ვიჯექი და ფბ-ში დავძვრებოდი, მობილურზე შეტყობინება მომივიდა, დამიანეს სახელი, რომ ამოვიკითხე გახარებულმა გავხსენი.
-დედოფალო აივნის კარი გამიღე._ეს რა აქ ამოძვრა? ფეხზე წამოვხტი, ფარდები გადავწიე და მოაჯირზე შემომჯდარი დამიანე დავინახე, რომელიც მიღიმოდა. კარი გავაღე, მოაჯირიდან ჩამოვიდა, ხელი მომხვია და მაკოცა, კოცნით შემიყვანა ოთახში და კარი მიხურა. ცოტახანს მომშორდა და ფარდები ჩამოაფარა, საწოლში შევწექი ისიც გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. თავი გულზე დავადე, შუბლზე მკოცნიდა და თმაზე მეფერებოდა. ზედა გამხადა, შემდეგ შარვალი, წამოდგა და გარდერობიდან თხელი მაისური გამოიღო, მოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-წამოჯექი._მისი ნათქვამი შევასრულე, მაისური ჩამაცვა და ზურგზე ხელი შემიცურა და ლიფის შესაკრავთან გაჩერდა.
-შეიძლება?_მზრუნველი ხმით მკითხა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ლიფი გამიხსნა და ფრთხილად მომაშორა მაისურის შიგნიდან. საბანი მომაფარა და დამაწვინა, თვითონაც გაიხადა ზედა და შარვალი, გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა, მოვდუნდი და მის მკლავებში გავიტრუნე, მალევე ჩაგვეძინა.
ძალიან ადრე გამეღვიძა, საათს, რომ დავხედე დილის 6 უჩვენებდა. სულ ოფლიანი ვიყავი, დამიანე კი ზურგიდან მყავდა მოკრული და ჩემ კისერში ჰქონდა თავი ჩარგული. მისი მკლავებიდან გამოძრომა ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები.
-ნინი რა არ გასვენებს?_ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა და კისერზე ტუჩები მომაკრო.
-მაისური უნდა გამოვიცვალო._მიხვდა, რომ სულ სველი ვიყავი, ხელი გამიშვა, წამოდგა და სხვა მაისური მომიტანა. როგორ დატანტალებდა ჩემ წინ მხოლოდ საცვლით, გაქანებული სიცხე მაქვს და რაზე ვფიქრობ.
-მეფეო, სიცხის გამო მეჩვენები ასეთი სექსუალური თუ მართლა ესეთი ხარ?_წარბები ავუთამაშე, გაეცინა და მაისური მომაწოდა.
-ჯერ გამოკეთდი და გაჩვენებ როგორიც ვარ._ვნებიანად მითხრა, ტუჩზე იკბინა და თითის ბალიშები ნაზად ჩამომისვა ყელზე. ჟრუანტელმა დამიარა, თვალები დავხუჭე და ჩემი ხელი მისაში ავხლართე.
-თვალები დახუჭე, უნდა გამოვიცვალო._გაეცინა, თვალებზე ხელი აიფარა. ზურგი შევაქციე, მაისური გავიხადე და სხვა ჩავიცვი. მისკენ მივბრუნდი და თვალებზე ვაკოცე, ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა, ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა და ტუჩებზე მაკოცა. საწოლზე გადავწექი, გვერდით მომიწვა, მისკენ გადავბრუნდი და სახეზე დავუწყე მოფერება. ჩემი წამალია ეს ბიჭი, ყველაფერს მავიწყებს და მაბედნიერებს.
-დედოფალო._მშვიდად მითხრა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
-გისმენ მეფეო._გავუღიმე.
-უნდა წავიდე.
-აუ რატო არ შეიძლება, რომ ჩუმად არ ვაკეთოთ ეს ყველაფერი?_ნაწყენი ხმით ვუთხარი და ტუჩები გავბუსხე.
-ეგ დღეც მოვა ჩემო დედოფალო, არ მოიწყინო._შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-კარგი და იცოდე იმ გოგოსთან ერთად, რომ დაგინახო ვერ გადამირჩები.
-ვაიმე ჩემი ეჭვიანი, ერთი მამიკოს განებივრებული გოგოა შენ არ ინერვიულო. ხომ იცი მე მარტო შენი ვარ._ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კი მარტო ჩემი ხარ._ბაგეებზე მივეკარი, ამყვა და ბევრი მაკოცა.
-ნინი ნუ მაიმუნობ უნდა წავიდე._მიხვდა, რომ გასაჩერებლად ვკოცნიდი.
-კარგი ხოო._გაბუტული მოვშორდი და გვერდით გავიწიე.
-ასე ნუ მებუტები კარგი რაა._მოწყენილი სახით მითხრა.
-ხო მიდიოდი ეხლა რაღა გინდა._გაბრაზებულმა ვუთხარი.
-არ წავალ და დილით ბიჭები ერთად გვნახავენ, გინდა?_ღიმილით მითხრა.
-წადი, გადი მოშორდი აქედან._მუშტი მივარტყი, ღიმილით წამოდგა, შარვალი აიღო და ნელა დაიწყო ჩაცმა. თვალს არ ვაშორებდი, ისიც ჯიბრით ნელა იცვამდა ტანსაცმელს.
-შემდეგზე იცეკვებ?_სიცილით ვუთხარი.
-შეიძლება._ვნებიანად მითხრა და თვალი ჩამიკრა. მასთან მივედი და ჩავეხუტე, კისრიდან თმები გადამიწია და ნაზად მაკოცა. მისი ძლიერი მკლავები, რომ არა ალბათ იქვე გავითიშებოდი.
-იცი რა მიყვარს?_ყურთან მიჩურჩულა და იქვე სველი კოცნა დამიტოვა.
-რა გიყვარს?_ინტერესით ვკითხე.
-ჩემ ყოველ შეხებაზე ასე, რომ დნები ეგ მიყვარს._ყელში მაკოცა და მაგრად ჩამეხუტა.
-ჩემი მეფე.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ._ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ქურთუკი ჩაიცვა.
-კარიდან გადი ჯერ მაინც ბნელა ვერავინ დაგინახავს.
-რატომ ჩემო ცხოვრება?
-კარგი რა, რამე არ იტკინო თან გაყინული იქნება.
-კარგი ჩემო დედოფალო, ოღონდ შენ არ ინერვიულო და.
-გაგაცილებ._ხალათი მოვიცვი, ქვემოთ ჩუმად ჩავედით, სანამ კარში გავიდოდა მობრუნდა და მაკოცა. სანამ ეზოს არ გაცდა მანამდე იქ ვიდექი, კარი მივხურე და ოთახში ავედი, საწოლში შევწექი და დავიძინე.
დილით აკომ გამაღვიძა, სახეზე მეფერებოდა, საწოლზე წამოვჯექი და გავუღიმე.
-სიცხე გაქვს?
-კი.
-ჩვენ გავდივართ და იმიტომ გაგაღვიძე, მეგონა წამოხვიდოდი.
-არა ვერ წამოვალ.
-კარგი ჩემო გოგო, თუ რამეა ეგრევე დაგვირეკე.
-კარგი.
-თუ გინდა დავრჩები.
-არა არ მინდა წადით თქვენ.
-კარგი._შუბლზე მაკოცა და წავიდა, საწოლიდან წამოვდექი, სპორტული შარვალი ამოვიცვი, ზემოთ ჯემპრი გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ბიჭები უკვე წასულები იყვნენ, სამზარეულოში შევედი, ჩემი საყვარელი ბროწეულის წვენი დავლიე და ოთახში დავბრუნდი. მობილური, ლეპტოპი და თერმომეტრი ავიღე, ქვემოთ ჩავედი მისაღებში დივანზე წამოვწექი და პლედი მივიფარე. ლეპტოპი ჩავრთე, ფბ-ში შევედი სიახლეებს ვათვალიერებდი სალომემ სკაიპში, რომ დამირეკა.
-როგორ ხარ?_მხიარულად მითხრა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ?_ხველებით ვუთხარი.
-კარგად ვართ, შენ რა გაცივდი გოგო? ერთ დღეში როგორ მოასწარი?
-მათეს ჰკითხე ეგ. მამიდას პატარა როგორაა?
-მშვენივრად, არ გვასვენებს.
-ჩემი პაწაწკუნტელა როდის დაიბადება?
-5 თვეში.
-აი 4 თვე როგორ მიმალავდით თქვენ სიყვარულს?
-კაი ეხლა არ დაიწყო. დამიანე სადაა?
-აქაა მოპირდაპირე სახლში ბიჭებთან ერთად.
-ოჰოო გამოგყვა ბიჭი? შეურიგდი უკვე ხომ?
-კი შევურიგდი.
-აეეე რა მაგარია, ყველაზე მაგარი წყვილი ხართ თქვენ._ტაში შემოკრა და სიცილით მითხრა.
-გაგიჟებულხარ შენ. მოგწონს ჰავაი?
-კი ძალიან._გაბრწყინებული სახით მითხრა.
-ისე მე ვუთხარი ჰავაიზე შენ ქმარუკას._თვალი ჩავუკარი.
-მითხრა უკვე._სიცილით მითხრა. კარზე ზარის ხმა გავიგე მაგრამ ადგომის თავი არ მქონდა.
-ღიაა._ხმამაღლა დავიძახე და სალომესთან გავაგრძელე საუბარი. უკან მივიხედე და ხელში ვარდების თაიგულიანი დამიანე შევნიშნე, გავუღიმე და ისევ სალოს მივუბრუნდი, მერე დაგირეკავო მითხრა და გათიშა. ლეპტოპი გვერდით გადავდე და დივანზე წამოვჯექი.
-არ გეწყინოს რა, უბრალოდ ადგომის თავი არ მაქვს._დამიანეს ვუთხარი და გავუღიმე.
-არა ჩემო პატარავ რა უნდა მეწყინოს, ეს ვარდები შენ._ღიმილით მითხრა და თაიგული მომაწოდა. სისხლისფერი ვარდები, როგორი განსხვავებული სურნელი აქვს სხვა ვარდებთან შედარებით. მაგიდაზე გადავდე თაიგული და დამიანეს შევხედე, რომელიც დივანზე ჩემ წინ იჯდა.
-მადლობა._ღიმილით ვუთხარი საყვარელ მამაკაცს და ისევ წამოვწექი.
-წავალ ჩაის გაგიკეთებ, ჟოლო თუ ლიმონი?
-ლიმონი.
-კარგი ეხლავე მოვალ._თაიგულიც წაიღო, უკან კი ვაზაში ჩაწყობილი ვარდებით დაბრუნდა. წიგნების თაროს გვერდით დადო და სამზარეულოში გავიდა, ლიმონის ჩაი მომიტანა და გვერდით მომიჯდა. სიცხე გამიზომა 39 მქონდა, ოთახიდან წამლები ჩამოიტანა, სიცხის დამწევი დამალევინა და შუბლზე მაკოცა. ჩემი მზრუნველი ბიჭი, ღიმილით ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას და მინდოდა სულ ასე ყოფილიყო მთელი ცხოვრება, სულ ასე ეზრუნა ჩემზე და მეც ასე მეზრუნა მასზე. ჩაი დავლიე და ფინჯანი მაგიდაზე დავდგი, ახლა დამიანე მჭირდებოდა.
-გვერდით მომიწექი რა._საწყალი სახით ვუთხარი, უსიტყვოდ დამთანხმდა. გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა, ხელი ზურგზე მოვხვიე, თავი კი მის ყელში ჩავმალე. ცხელმა ჩაიმ, სიცხემ, წამალმა და დამიანეს სურნელმა ერთიანად მომადუნა და ჩამეძინა.
რაღაც ხმაურმა შემაფხიზლა, თვალები ნელა გავახილე, ბიჭები რაღაცაზე საუბრობდნენ და იცინოდნენ, მათ შორის დამიანეც. თვალები მოვიფშვნიტე და წამოვჯექი.
-გაგაღვიძეთ პატარავ?_ღიმილით მითხრა დამიანემ და გვერდით მომიჯდა, გამიკვირდა მისი საქციელი და ბიჭებს გავხედე, რომლებიც იღიმოდნენ.
-ჩვენ ყველაფერი ვიცით უკვე._მითხრა აკომ და თვალი ჩამიკრა.
-როდის მოასწარით?_სიცილით ვუთხარი და დამიანეს ჩავეხუტე. თავზე მაკოცა და სახეზე ჩამოყრილი თმები ყურსუკან გადამიწია.
-სანამ გეძინა მოვუყევი ყველაფერი.
-ჭორიკნებო.
-დღეს არაფერი გიჭამია პატარავ._ღიმილით მითხრა დამიანემ და ფეხზე წამოდგა. წამოვჯექი, ძირს ბალიში დავაგდე და იქ დავჯექი. მათემ პლედი მომახურა და თავზე მაკოცა. დამიანემ და ბაჩომ მაგიდა გაშალეს, მე ლიმონის ჩაი მომიტანესა და მაგიდას გარშემო დასხდნენ, ჩემი ბიჭი ჩემ გვერდით დაჯდა და თეფშზე სპაგეტი გადმომიღო.
-შენ გააკეთე?
-კი._ღიმილით მითხრა დამიანემ და სპაგეტს ყველი მოაყარა.
-უკვე მომწონს._ვუთხარი და გავუღიმე. ბიჭები გვიყურებდნენ და იღიმოდნენ, ამაზე კიდე მათეს გოგო გამახსენდა.
-მათე ის გოგო სად არის?
-არ ვიცი.
-რატომ?
-ჩემგან ვასვენებ, არ ვუყვარვარ.
-რომ ჩავალთ მივხედოთ მაგ საქმეს.
-აზრი არ აქვს.
-რომ ჩავალთ მივხედოთ თქო და შენი გოგო დავიბრუნოთ.
-ვნახოთ._უემოციო სახით მითხრა და ჭამა გააგრძელა. რომ დავამთავრეთ მე დივანზე გადავჯექი, დამიანე გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა.
მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით, მერე ბიჭებიც გადმოვიდნენ და გოგოებიც მოიყოლეს. დამიანემ ეგრევე ჩვენზე ახარა, ბიჭები ისეთი გახარებულები იყვნენ სამივე ერთდროულად ჩამეხუტა. მათ საქციელზე სიცილი ამიტყდა და დამიანემ ჩხუბით მომაშორა ყველა. იმ გოგოს სახე უნდა გენახათ, კრუელასავით ჰქონდა თმები გაწეწილი. ჩემი მეფე სულ თავზე დამტრიალებდა, მეფერებოდა, მკოცნიდა და მეხუტებოდა. მე არაფრის თავი არ მქონდა ამიტომ ოთახში ავედი და აბაზანაში შევედი, თბილ წყალში ჩავწექი. ცოტახანს მარტო ვიყავი მაგრამ დამიანე შემოვიდა და ძირს ჩამოჯდა. მიყურებდა და იღიმოდა თან ვსაუბრობდით, წყლიდან ამოსვლას, რომ ვაპირებდი აბაზანიდან გავიდა, ტანი გავიმშრალე ხალათი შემოვიცვი და მეც გავედი, ოთახში არ დამხვდა, მაისური და საცვალი ჩავიცვი, თმა შევიკარი და საწოლში შევწექი. რამდენიმე წუთში დამიანე შემოვიდა, ხელში სინი ეჭირა, რომელზეც ორი ფინჯანი და ორი თეფში იდო შოკოლადის ნამცხვრით. კალთაზე დამიდო და ჩემ წინ ჩამოჯდა. მე ისევ ჩაი მეგონა და ყავა, რომ დავინახე გამიხარდა. მისკენ ფრთხილად გადავიხარე და ბაგეებზე მოწტყვეტით ვაკოცე. ე.წ რომანტიული ვახშამი გვქონდა, რომ მოვრჩით სინი მაგიდაზე დადო, ტანსაცმელი გაიხადა, გარდერობიდან სპორტული შარვალი გამოიღო და ჩაიცვა. მოიცა ეს სპორტული აქ საიდან გაჩნდა?
-შენი სპორტულია?
-კი, სანამ გეძინა ჩემი ტანსაცმელი გადმოვიტანე.
-ჩაესიძე უკვე?_სიცილით ვუთხარი, გამოიქცა და საწოლზე დახტა, ორივეს სიცილი აგვიტყდა. ლეპტოპი აიღო და "ნერვი" ჩართო, კალთაზე დამადო თავი და გაიტრუნა, რადგან თმაზე ვეფერებოდი.
ფილმი, რომ დამთავრდა ლეპტოპი გამორთო და ტუმბოზე გადადო, წამოწვა და ჩამეხუტა. მაისურის ქვეშ ხელი შემიცურა და წელზე მომეხვია, გულზე მივეკარი და თვალები დავხუჭე.
-მაბედნიერებ._ყურთან მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.
-შენ კი მე მაბედნიერებ._ლოყაზე ვაკოცე და ისევ საწყის პოზას დავუბრუნდი. ცოტახანში ჩაგვეძინა.
დილით დამიანეს კოცნამ გამაღვიძა, ტუჩებზე მაკოცა თუ არა მეც ავყევი, ჩაეღიმა და კოცნა განაგრძო. ასეთი ბევრი დილა მინდა, რომ გვქონდეს, ძალიან ძალიან ბევრი. აშკარად უკეთ ვიყავი, საწოლიდან წამოვხტით და აბაზანისკენ გავიქეცით, ორივე შევედით სხვა გზა არ იყო, თავი მოვიწესრიგეთ და გამოვედით. თეთრი მაისური ჩავიცვი ზედ პერანგი მოვიცვი და სანტას გამოგზავნილი ლურჯ თვლიანი ყელსაბამი გავიკეთე. დამიანემ საათი გაიკეთა, რომ დავაკვირდი ჩემი ნაჩუქარი საათი იყო, ჩემი რა სეკრეტ სანტას გაგზავნილი.
-ახალი ყელსაბამია?_ღიმილით მითხრა და ხელში მოიქცია.
-კი, საიდუმლო სანტასგან.
-იცი ვინ იყო შენი სანტა?
-არა არ ვიცი და შენ იცი?
-არა.
-მე გაჩუქე ეგ საათი.
-ეს ყელსაბამი და სამაჯური მე გაჩუქე._ორივეს გაგვეცინა.
-ძალიან მომწონს.
-ლურჯი ფერი, რომ გიყვარს გავითვალისწინე.
-მე რაც მომეწონა ის გიყიდე._სიცილით ვუთხარი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ._ტუჩებზე ვაკოცე და კისერზე ჩამოვეკიდე.
ქვემოთ ჩავედით, საუზმე მოვამზადეთ, ბიჭებიც ჩამოვიდნენ და ერთად ვისაუზმეთ. ძლივს დავიყოლიე დამინე და სასეირნოდ წავედით მანქანით ოღონდ. სასეირნოდ კი არა ტიმოთეს უბანში მივედით. მანქანა ტაძართან გააჩერა და გადავიდა, მეც გადავედი. ცოტახანი ვიყავით იქ შემდეგ კი სახლში დავბრუნდით. მთელი დღე სახლში ვიყავით, ხან რა ვითამაშეთ, ხან რას ვუყურეთ და რა არ ვიმაიმუნეთ. საღამოს წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი. დამიანეც ამოვიდა, მანაც წყალი გადაივლო და გვერდით მომიწვა, ზურგიდან მომეხუტა და კისერში მაკოცა.
-მიყვარხარ._ვუთხარი და ჩემი ხელი მისაში ავხლართე.
-მეც მიყვარხარ._მიჩურჩულა და ისევ მაკოცა. ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ კი ორივეს ჩაგვეძინა.
ასე გავატარეთ ბაკურიანში ერთი კვირა. თბილისში დავბრუნდით, სახლში მივედი თუ არა ყავა დავლიე და სამეცადინოდ დავჯექი, უკვე გამოცდები იწყებოდა. კონსპექტებში ვიყავი ჩაფლული დამიანე, რომ მოვიდა და პიცა მოიტანა, ფეხზე წამოვხტი და ჩემს მეფეს შევაფრინდი.
-მომენატრე._ყელში ვაკოცე და ისევ ჩავეხუტე.
-მეც მომენატრე დედოფალო._ლოყაზე მაკოცა.
-რაღაც უნდა გაჩვენო._ხელი ჩავკიდე და მშობლების ოთახისკენ წავიყვანე. კარი გავაღე და შიგნით შევედით.
-თვალები დახუჭე და ძირს დაწექი._უსიტყვოდ დამთანხმდა.
ძირს დავწექით, გულზე დავადე თავი და პირაღმა დავწექი.
-გაახილე._თვალები გაახილა და განათებულ ჭერს დააკვირდა, ჩუმად იყო, არ ვიცი ან არ მოეწონა ან ძალიან მოეწონა.
-ეს ძალიან მაგარია._მითხრა და ისევ ზევით აიხედა. წოლით, რომ დავიღალეთ ოთახში შუქი ავანთე, დამიანემ ნახატები მოათვალიერა და თავისი სახე, რომ ამოიცნო ნახატი ხელში აიღო და ჩემკენ მობრუნდა.
-ეს გოგო ვინ არის?
-რავი.
-შენ თმას გავს.
-ანუ მე ვარ._გავუცინე და ჩავეხუტე.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
მთელი ღამე ერთად ვიყავით, შემდეგი 4 დღეც ასე გავატარეთ. ჩვენი გვრიტებიც დაბრუნდნენ, სალოს მუცელი უკვე ეტყობოდა, ყველა თავზე დავტრიალებდით და ვუვლიდით. მეორე დღეს გამოცდები დაიწყო, ყველამ ჩავაბარეთ.
მე სამსახურში დავბრუნდი და პირველივე დღეს მითხრეს, რომ ესპანეთში უნდა წავსულიყავი ბიზნესმენის სახლის მოსაწყობად. არა რაა, მიყვარს ესპანეთი მაგრამ დამიანეს გარეშე არ მინდა.
-დამიანე.
-გისმენ დედოფალო._ღიმილით მითხრა და ჩამეხუტა.
-ესპანეთში მიშვებენ.
-რამდენი ხნით?
-ერთი კვირით.
-ერთი კვირა უშენოდ რა გაძლებს?_მოწყენილმა მითხრა და ჩამეხუტა.
-წამოდი შენც.
-მე თურქეთში მივდივარ რაღაც შეხვედრაა.
-აუ რააა._ამოვიოხრე და დივანზე დავეცი.
სულ ტირილით დავემშვიდობე დამიანეს აეროპორტში და ესპანეთში გავფრინდი, ბარსელონის აეროპორტში მანქანა დამხვდა და ბატონი ირაკლის სახლში წამიყვანა.
იმ დღეს დავისვენე, მეორე დღეს კი საქმეს შევუდექი. 6 დღე გავიდა, დამიანეს წესივრად ვერ ველაპარაკე, დაღლილი მივედი სახლში. კარი, რომ შევაღე სანთლების შუქი მომხვდა თვალში, ძირს ვარდის ფურცლები ეყარა, მაგიდაზე კი პატარა ყუთი იდო. ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ არავინ იყო. პატარა ყუთი ავიღე, რომ გავხსენი იქიდან ლამაზმა ბეჭედმა ამოანათა. პირზე ხელი ავიფარე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები.
-ცოლად გამომყვები?_ზურგს უკან მომესმა ჩემი მეფის ხმა, მისკენ მივბრუნდი, ხელში წითელი ვარდების თაიგული ეკავა. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ისეთი სიმპათიური იყო. მაგრად ჩავეხუტე მონატრებულ სხეულს და ლოყაზე ვაკოცე.
-კი, თანახმა ვარ._ყურში ვუჩურჩულე. სიხარულისგან ჰაერში დამატრიალა, დამსვა, ყუთიდან ბეჭედი ამოიღო და თითზე გამიკეთა, ხელზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-მაბედნიერებ._ტუჩებთან ამოიჩურჩულა და ნაზად შემეხო. ნელი მოძრაობით შემიხსნა პერანგი და სხეულიდან მომაშორა, პიჯაკი გავხადე და ძირს მივაგდე. ნელ-ნელა ძირს დაყრილი ტანსაცმელის რაოდენობა იმატებდა, ხოლო სხეული ყველანაირი მატერიისგან თავისუფლდებოდა. ყველაფერს ისე ნაზად, სითბოთი და სიყვარულით აკეთებდა, რომ სიამოვნების მეტი არაფერი მიგრძვნია. დაღლილები მივესვენეთ ერთმანეთს, დამიანე თმაზე მეფერებოდა მე კი ისე ვეხუტებოდი თითქოს სადმე გამექცეოდა.
-მიყვარხარ._მითხრა და ბაგეებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მეც მიყვარხარ._ვერც კი მივხვდი ისე გავითიშე.
დილით დამიანეს მკლავებში მოქცეულს გამეღვიძა, ძლივს დავუძვერი ხელებიდან. მისი პერანგი ავიღე და ჩავიცვი. სამზარეულოში ჩავედი და საუზმის მომზადება დავიწყე, ბლინებს ვაცხობდი როცა მისი შეხება ვიგრძენი, ზურგიდან მომეკრა და პერანგის ქვეშ ხელი შემიცურა.
-დამიანე ნუ მაიმუნობ._სიცილით ვუთხარი და მისკენ მივბრუნდი.
-ჩემო დედოფალო იცი, რომ შენზე ვგიჟდები?_გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-არა არ ვიცი._ენა გამოვუყავი და ჩავეხუტე.
-აბა რას ფიქრობ, სექსუალური ვარ?
-იმაზე მეტად სექსუალური ვიდრე ბაკურიანში მეგონა._გავუცინე და ტუჩებზე ვაკოცე. გაზქურას მივუბრუნდი, პერანგის შეხსნა დაიწყო, ყელზე მიკბინა, არც ჩემმა კვნესამ დააყოვნა. გაზქურა გამორთო, თავისკენ შემაბრუნა და ხელში ამიყვანა, ფეხები წელზე მოვხვიე და უფრო მივეკარი სხეულზე. სააბაზანოში შევედით, მოუსწრია უკვე ჯაკუზის წყლით გავსება. პერანგი სხეულზე მომეტმასნა, ვნებისგან თვალებში ჭინკები უხტოდნენ, პერამგი ერთი ხელის მოსმით გაგლიჯა და სხეულიდან მომაშორა. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა, შემდეგ ლავიწზე და ბოლოს მკერდზე გაჩერდა. სხეულიდან საცვალიც გაქრა, ჯერ ჩემი შემდეგ კი მისი. მთლიანად შევიგრძენი მისი სხეული, ვნებამორეული ზურგს ვუკაწრავდი და ვკბენდი
სხეულს მთელი ვნებით და სურვილით მიკოცნიდა და ჭკუიდან გადავყავდი. სუნთქვა აჩქარებულმა ჩავრგე მის კისერში თავი და მისი სურნელი ხარბად ჩავისუნთქე. ზურგზე მეფერებოდა, მე კი გატრუნული ვიწექი მის მკლავებში. ჯაკუზის შემდეგ შხაპი მივიღეთ და სამზარეულოში ჩავედით. მაგიდა გავაწყვეთ და სასაუზმოდ დავსხედით.
-ნინი გინდა დავრჩეთ კიდე რამდენიმე დღით?
-დღეს ბოლო დღეა, უბრალოდ სახლს ვნახავ და მერე თავისუფალი ვარ.
-ძალიან კარგი, მერე ვეღარსად გამექცევი._ხელი მომხვია და კალთაში ჩამისვა.
-შენგან გაქცევა, რომ მინდოდეს ეს ბეჭედი არ მეკეთებოდა._ხელი წინ ავუფრიალე და გავიცინე.
-ვერც გამექცეოდი._ნიშნისმოგებით მითხრა და წელზე ხელი ძლიერად მომიჭირა. ვისაუზმეთ, ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და სახლის სანახავად წავედით. ერთი კვირა ბარსელონაში დავრჩით, არავინ იცოდა, რომ დამიანემ ხელი მთხოვა. ამიტომ ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნებოდა.
თბილისის აეროპორტში საღამოს დავფრინდით, ბავშვები იქ დაგვხვდნენ, როგორ მომენატრნენ. ყველას გადავეხვიე და ბარში წავედით, ბეჭედი არავის შეუმჩნევია ჯერ. ბარში დავსხედით, სასმელი და სასუსნავები შევუკვეთეთ. ლუდი, რომ მოიტანეს დამიანემ ჭიქა აიღო და მე გამომხედა.
-რაღაც უნდა გითხრათ._ყველამ ჩვენზე გადმოიტანა ყურადღება.
-მე და ნინიმ დაქორწინება გადავწყვიტეთ._მათი გაოცებული სახეები უნდა გენახათ, განსაკუთრებით ავთო იყო გაშტერებული. გოგოები ფეხზე წამოხტნენ და ჩამეხუტნენ. ბიჭებიც წამოიშალნენ და დამიანეს მოეხვივნენ, ავთო ჩემთან მოვიდა ფეხზე წამომაგდო და გიჟივით მომეხვია.
-გილოცავ ჩემო გოგო. მიყვარხარ ძალიან.
-მეც ძალიან მიყვარხარ._ლოყაზე ვაკოცე და მოვშორდი. ახლა დამიანე მოვიდა და მომეხვია, კინაღამ გამჭყლიტა. ძალიან მაგრად გავერთეთ, მათე მაინც უხასითოდ იყო. გვერდით მივუჯექი და ხელი გადავხვიე.
-აბა მიჯნურობით დამწვარო ბიჭო არ არის დრო, რომ საქმეს მივხედოთ?
-არ ვიცი.
-ეხლა სად არის გაარკვიე მიდი.
-თავის მეგობართან ერთადაა გზის მოპირდაპირე მხარეს ბარში.
-მაშინ წავედით, რაღას ზიხარ?
-და რა უნდა ვუთხრა?
-დაიცა მე მოვიფიქრებ, შენ მანქანის გასაღები მათხოვე._გასაღები მომცა, დამიანე გავაფრთხილე და ბარიდან გავედი. ყვავილები და ბუშტები ვიყიდე, მანქანაში დავტოვე და იმ ბარში შევედი სადაც თათია მეგულებოდა. მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა ორი გოგო და მათთან მივედი.
-თათია, რომელი ხართ?_გაკვირვებულებმა შემომხედეს.
-მე ვარ._მითხრა წითურმა გოგომ. მის პირდაპირ ჩამოვჯექი და თვალიტვალში გავუყარე.
-ჩემ მეგობარს რატომ ტანჯავ?_ვუთხარი პირდაპირ.
-ვინ მეგობარს?
-მათეს._მის ხსენებაზე სახე შეეცვალა და თვალები დაუნაღვლიანდა.
-მე არ ვტანჯავ.
-ეხლა იცი რას აკეთებს? აი იმ ბარში ზის და უემოციო სახით უყურებს ყველას. მართალია არ გიცნობ მაგრამ, შენ გამო ჩემს ძმას და მეგობარს ამ მდგომარეობისთვის ვერ გავიმეტებ. თუ გიყვარს და არ ეუბნები გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ნახვა მოგენატროს._საწყალ გოგოს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მისი დაქალიმკვლელი თვალებით მიყურებდა.
-არ გინდა მასე ნუ მიყურებ, ჩემზე უკეთ იცი, რომ ერთმანეთი უყვართ და მეგობარს ტყუილად მიტანჯავს. მე კი მის წყენინებას არავის ვაპატიებ მიუხედავად იმისა, რომ ბიჭია და ჩემი დაცვა არ ჭირდება._მის მეგობარს გაეცინა.
-თათია დროა აღიარო უკვე._ცრემლები მოიწმინდა და მე შემომხედა, მათეს მივწერე, რომ მანქანიდან ჩემი ნაყიდი ვარდები და ბუშტები ამოეღო. ასეც მოიქცა და ბარში შემოვიდა, ჩვენთან მოვიდა და თათიას ცრემლიანი თვალები, რომ დაინახა დაბღვერილმა შემომხედა.
-ნინი რა უთხარი?
-ჩემი ბრალი არ არის სიმართლე ვუთხარი მეტი არაფერი. აჰა შედეგიც გამოიღო. თათი ბოდიში სხვა გზა არ იყო, ასეთი უხეში არ ვარ._გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. თათიაც ადგა და მათეს ჩაეხუტა, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა მათეს, რომ ის უხეშობა ამად ნამდვილად ღირდა. ისევ ბარში დავბრუნდით ამჯერად ორის მაგივრად ოთხნი, მათემ გოგოები გააცნო ყველას. როგორ მიყვარს ყველა ბედნიერებას, რომ ასხივებს. დამიანე მომიცუცქდა და ჩამეხუტა.
-ქორწილი როდის დავნიშნოთ?
-ჯერ შენ მსობლებს და მერე ჩემებს უნდა ვუთხრათ.
-ხვალ ვუთხრათ მაშინ.
-კარგი, ვახშამი მოვაწყოთ მაშინ და.
-კი ეგრე ჯობია ჩემო დედოფალო.
-მიყვარხარ გადარეულო.
-მეც მიყვარხარ ჩემზე გადარეულო.
-ანუ შენზე ვგიჟდები?
-ზუსტად.
-მართალია._სიცილით ვუთხარი და ჩავეხუტე.
ღამის პირველ საათზე დავიშალეთ, დამიანემ სახლში მიმიყვანა ჩამკოცნა და სახლში წავიდა. ერთი კვირის შემდეგ პირველად უნდა დამეძინა მის გარეშე, მაგრამ სხვა რა გზა იყო სამაგიეროდ ერთ დღესაც ერთმანეთს აღარ მოვშორდებოდით. ემოციებისგან დატვირთული შევწექი საწოლში და მაშინვე ჩამეძინა.
დილით ისეთ კარგ ხასიათზე გამეღვიძა, რომ სიხარულისგან დავფრინავდი. დავითს და მარინას ვუთხარი, რომ დღეს დამიანესა და მარის მშობლები გვესტუმრებოდნენ, ამიტომ ბიცოლამ საღამოსთვის მზადება დაიწყო. ავთომ სალომესთან გაქუსლა, მე სამსახურში წავედი. როგორც ყოველთვის საბას ყავა მივუტანე და გვერდით მივუჯექი.
-შენ კიდე ნაბახუსევზე ხარ?_ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი.
-კი თავი მისკდება._დაბღვერილმა მითხრა.
-გალოთდები შენ მალე._სიცილით ვუთხარი და თმაზე ხელი გადავუსვი.
-ჩემი მზრუნველი გოგო._ლოყაზე მაკოცა და ყავა მოსვა. დამიანე თავისი კაბინეტიდან გამოვიდა, რომ დამინახა ჩვენთან მოვიდა ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა, მეც მოვეხვიე ჩემ ბიჭს და მხარზე თავი დავადე.
-რაზე საუბრობდით?
-ნაბახუსევზეა._სიცილით ვუთხარი დამიანეს და საბას შევხედე.
-კარგით ეხლა ასეც ნუ გამალოთეთ._მანაც სიცილით გვითხრა.
-ისე ნინი ჩემთვის რატომ არ მოგაქვს ყავა?
-აქეთ უნდა მომიტანო ყავა, ამას უყურე ერთი როგორ გაბლატავდა._ვითომ სერიოზულად ვუთხარი მაგრამ ძლივს ვიკავებდი სიცილს.
-ვითომ რატომ უნდა მოგიტანო?
-იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ჩემი ატანა მოგიწევს._ენა გამოვუყავი და ჩავეხუტე.
-უი ხო მართლა ნინი, იმედია შენს ქორწილში მეცეკვები._მითხრა საბამ და გამიცინა.
-თუ გინდა მარტო შენ გეცეკვები, ჩემ უჟმურ საქმროს არ უყვარს ცეკვა._თვალი ჩავუკარი და დამიანეს წარბაწეულმა გავხედე.
-მაგასაც ვნახავთ._სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კარგი წავიდეთ ეხლა დავასვენოთ ეს ბიჭი თავი აქვს გახეთქვაზე._ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე.
-საღამოს ნინისთან ვახშამია და შენც მოდი._უთხრა დამიანემ და მხარზე ხელი დაჰკრა.
-კარგი მოვალ._გვითხრა და გაგვიღიმა.
-ოჰო აღარ ეჭვიანობ?_გაკვირვებულმა შევხედე დამიანეს.
-საეჭვიანო არაფერია, მხოლოდ ჩემი ხარ და მორჩა.
-ძალიან კარგი._ჩემ კაბინეტში შევედით, მე საქმეს შევუდექი ის კი იჯდა და მიყურებდა. ასე იჯდა ერთი საათი გაუნძრევლად, მიყურებდა და იღიმოდა. მისი ქერა მდივანი მოვიდა და უთხრა შეხვედრა გაქვთო, ჩემთან მოვიდა ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ღიმილით დატოვა კაბინეტი. იმ ქერას სახე უნდა გენახათ ისეთი ბოღმა თვალებით მიყურებდა, რომ მეტი არ შეიძლება. სამუშაო დღე, რომ დასრულდა ოთახი დავტოვე, დამიანე ლიფტთან შემხვდა, ხელი მომხვია და ჩამეხუტა. შენობიდან გავედით, მანქანასთან მივედით.
-დღეს 9-ზე მოდით.
-კარგი ჩემო დედოფალო._ამბორით დამემშვიდობა და თავისი მანქანისკენ წავიდა. სახლში მისვლამდე ხილის ტორტი შემდეგ კი ბანანი, შავი შოკოლადი და ქოქოსის ფანტელები ვიყიდე. სახლში მივედი, სამზარეულოში შევედი, ხელები დავიბანე და დესერტის კეთება დავიწყე. ბანანი ორ ნაწილად გავჭერი და ნაყინის ჯოხებზე ჩამოვაცვი, საყინულეში ნახევარი საათით შევდგი. შემდეგ შოკოლადი გავადნე, ბანანი შიგ ამოვავლე, ქოქოსის ფანტელები მოვაყარე და ისევ საყინულეში შევაბრუნე. ჩემ ოთახში ავედი და შეხვედრისთვის დავიწყე მზადება. ვერაფრით გადავწყვიტე რა უნდა ჩამეცვა, შარვალს ვერ ჩავიცმევდი, კაბას ხომ საერთოდ არ მიყვარს ეს პრინცესულკი ამბები. ბოლოს ბორდოსფერი საროჩკა ჩავიცვი, შავი მუხლს ზემოთ ქვედა ბოლო და საროჩკის ფერი ადიდასის კეტები.
თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სუნამო მივისხურე და ქვემოთ ჩავედი. ისე ვნერვიულობდი ცოტაც და გული გამისკდებოდა, სამზარეულოში შევედი და ცოტა ღვინო მოვსვი, სულ ერთი ყლუპი. ცოტა დავმშვიდდი, ნელ-ნელა მეგობრები შეიკრიბნენ, საბაც მოვიდა და ყვავილები მომართვა. ვსაუბრობდით როცა დამიანეს შეტყობინება მომივიდა.
-ეხლა გამოვედით ჩემო დედოფალო.
-კარგი, გელოდები._ისევ დამეწყო კანკალი, ხელები გამიოფლიანდა. საბა, რომ არა ალბთ იქვე მოვკვდებოდი, მაგრად ჩამეხუტა და დამამშვიდა. 15 წუთში დამიანეც გამოჩნდა მშობლებთან ერთად, ხელში ვარდების თაიგული ეკავა, ამჯერად წითელი არა მოვარდისფრო ვარდები იყო. ყვავილები გამოვართვი, ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. სანამ მაგიდასთან დავსხდებოდით, დამიანემ ღვინით სავსე ბოკალი აიღო და ყველას ყურადღება მიიქცია.
-ბატონო დავით, მინდა, რომ ნინის ხელი გთხოვოთ, მართალია ის უკვე დამთანხმდა მაგრამ ეს მაინც უნდა გავაკეთო._წელზე ხელი მომხვია და გვერდულად მიმიხუტა. დავითს ჩაეღიმა, ჩვენთან მოვიდა და თქვა.
-დამიანე შვილო, ხომ იცი, რომ აწყენინო ცუდად წაგივა საქმე.
-არასდროს არ ვაწყენინებ.
-მჯერა შენი ამიტომ ბედნიერებას გისურვებთ._დამიანემ ხელი გამიშვა და ბიძაჩემს გადაეხვია. ბავშვებმა ტაში შემოკრეს, ერთი ჟრიამული იყო. მე და დამიანე გვერდი-გვერდ ვიდექით და მილოცვებს ვიღებდით, მისი მშობლები მოვიდნენ და ჩამეხუტნენ, ისეთი თბილები არიან.
-ვიცოდი, რომ ის ერთადერთი იყავი ვინც ამ გადარეულს მოარჯულებდა._სიცილით მითხრა ეკატერინემ და მომეხვია.
-მართალია, პირველად სამსახურში, რომ მოხვედი ისეთი გაბრწყინებული თვალებით საუბრობდა შენზე, რომ ეტყობოდა უკვე მოჯადოებული გყავდა._მითხრა ირაკლიმ და ისიც ჩამეხუტა.
-კი მომაჯადოვა და მიმისაკუთრა._ღიმილით თქვა და მომეხვია. მარტო, რომ დაგვტოვეს დამიანე ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მითხრა:
-კარგი გოგო ხარ კაბა, რომ არ ჩაიცვი.
-რატომ?_ხელი წელზე მოვხვიე და გაკვირვებულმა შევხედე.
-მიყვარს შენი პერანგების გაფუჭება._თვალებში ჭინკა ათამეშებულმა მითხრა და ლოყაზე მაკოცა. მთელი სხეული ამეწვა და მისი ვნება მეც გადმომედო, ხელი ზურგზე ჩაასრიალა და მალევე პერანგის ქვეშ ვიგრძენი. იდაყვი მივარტყი და სიცილით ვუთხარი:
-მაგის დრო არ არის.
-ხო კარგი._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მაგიდასთან გადავინაცვლეთ, დაიწყო ეს სადღეგრძელოები და ერთი ამბები, დამიანე არ სვამდა, არც საბა რაც ძალიან გამიკვირდა. დაშლა, რომ დააპირეს დამიანემ ხელი ჩამავლო და კარისკენ გამაქანა ისე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. მანქანაში ჩამსვა, საჭესთან ადგილი დაიკავა და დაძრა. გაშტერებული ვიჯექი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მისი ხელი ფეხზე, რომ შემეხო მაშინ გამოვფხიზლდი.
-სად მივდივართ?
-გიტაცებ.
-ჰა?_თვალებ გაფართოებულმა ვკითხე, ჩემ რეაქციაზე გაეცინა და ხელი ლოყაზე ჩამომისვა.
-ხო გიტაცებ.
-და აზრი?_სიცილით ვუთხარი.
-უშენოდ ვეღარ ვძლებ და ქორწილამდე სულ ერთად ვიქნებით.
-მშვენიერია, მაგრამ ტანსაცმელი?
-შენი ტანსაცმელი სალომემ და მარიმ ჩაალაგეს და საბარგულში დევს, თუ კიდე რამე დაგჭირდება ვიყიდით.
-სამსახური მერე.
-მამას ვუთხარი და თავისუფლები ვართ.
-ოჰო მოგიგვარებია ყველაფერი. სად მივდივართ?
-საგურამოში.
-კარგია._გზად სუპერმარკეტში შევიარეთ და ყველაფერი ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა. საგურამოში ავედით, მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა და გადავიდა, ეზოს კარი გააღო, მე საჭესთან გადავძვერი და მანქანა ეზოში შევიყვანე. ყველაფერი ამოვალაგეთ და სახლში შევედით, ძალიან მომეწონამ დამიანე სამზარეულოში ტრიალებდა მე კი ოთახებს ვათვალიერებდი.
ერთ-ერთში დიდი ბიბლიოთეკა იყო, ერთი სააბაზანო, ორი საძინებელი და ჩემდა გასაკვირად ერთი ოთახი დაკეტილი იყო. მეორე სართულს დიდი აივანი ჰქონდა, რომელიც სახურავით იყო დაფარული, საქანელაც იდგა, პატარა მაგიდა გარშემო სავარძლებით. წარმოიდგინეთ რა სილამაზე და სიმყუდროვე იქნება აქ გაზაფხულზე, ყველაფერი, რომ ყვავის და ახალ სიცოცხლეს იძენს. სამზარეულოში ჩავედი, დამიანე სალათს ჭრიდა, ზურგზე მივეკარი და ხელები მუცელზე მოვხვიე. ჩემკენ მობრუნდა და ხელები წელზე მომხვია.
-აუ იცი ის მომეწონა ბანანი, რომ იყო შოკოლადით._მითხრა და ტუჩებზე ენა გადაისვა.
-მე გავაკეთე._კისერზე მოვხვიე ხელები და თითის წვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს მივუახლოვდი. ჰაერში ამწია და დახლზე შემომსვა, მუხლებქვეშ ხელები ამომდო და თავისთან ახლოს მიმწია.
-მიყვარხარ._ყურში ვუჩურჩულე და ყელზე ვაკოცე.
-მიყვარხარ._მანაც იგივე გაიმეორა და ჩამეხუტა.
-მაღლა ერთი ოთახი დაკეტილია.
-იქ სიურპრიზია.
-მართლა?
-კი.
-როდის მაჩვენებ?
-ხვალ.
-კარგი._ტუჩებზე ვაკოცე და ჩავეხუტე.
-დავლიოთ?
-დავლიოთ._კარგი ლოთი კაცივით მივარტყი მხარზე ხელი და დახლიდან ჩამოვხტი. მისაღებში მოვიმარაგეთ სასუსნავები და ლუდი. დამიანემ ფილმი შეარჩია, ამჯერად "სხვა სამყარო 5", რომელიც ვამპირებზე და მაქციებზეა. 2 საათი ხდებოდა ფილმის ყურებას, რომ მოვრჩით. თვალების ფშვნეტით ავედი ოთახში, დამიანე აბაზანაში შევიდა, მეც მინდოდა წყლის გადავლება ამიტომ ტანსაცმელი გავიხადე და მეც შევუერთდი. ჩემ დანახვაზე გაეღიმა, წელზე ხელი მომხვია და წყლის ჭავლის ქვეშ დამაყენა. 1 საათის განმავლობაში ვნების ქარცეცხლში ვტრიალებდით და ამას წყალიც კი ვერ შველოდა. ხელში ამიყვანა და სააბაზანოდან გამომიყვანა, საწოლზე ჩამომსვა თმიდან პირსახოცი მომხსნა და მისი გაშრობა დაიწყო. მაისური და საცვალი ჩავიცვი და საწოლში შევწექი, გვერდით მომიწვა და გულზე მიმიკრა. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ წამებში ჩამეძინა.
დილით საწოლში მარტოს გამეღვიძა, დამიანეს მაისური გადავიცვი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში ჩავედი, ჩემი ბიჭი ბლინებს აცხობდა. ჩუმად მივეპარე და ზურგიდან მივეხუტე, ჩაიცინა ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და უფრო ძლიერად მიმიკრა ზურგზე. ჩემსკენ მობრუნდა, მისი ხელები კი ისევ ჩემსაში იყო ახლართული და დამიანეს მუცლის მაგივრად წელზე იყო შემოხვეული. დაიხარა და ტუჩები შუბლზე მომაკრო, ხელები უფრო მაგრად მოვხვიე და გულზე მივეკარი.
-კარგად გეძინა?_თბილი ხმით მითხრა და ჩამეხუტა.
-კი მშვენივრად.
-მე საუზმე მოვამზადე._გამიღიმა და თავზე მაკოცა.
-ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო დედოფალო._ბაგეებზე მოწყვეტით მაკოცა და ისევ ჩამეხუტა. ვისაუზმეთ, დამიანემ ის ოთახი მაჩვენა, რომელიც დაკეტილი იყო.
იქ თურმე ჩემთვის სახატავი ოთახი მოუწყვია, ზუსტად ისე როგორც ჩემ სახლში. გახარებული შემოვეხვიე საყვარელ მამაკაცს და მთელი სახე დავუკოცნე. ასე გავატარეთ ორი კვირა საგურამოში, არანაირი კონტაქტი, მხოლოდ ჩვენ ორნი ერთმანეთზე გიჟები, სახლში დავრბოდით და დაჭერობანას ვთამაშობდით. ორი კვირის შემდეგ დავბრუნდით და ქორწილისთვის დავიწყეთ მზადება. ყველგან ერთად მივდიოდით, ყველაფერში მეხმარებოდა. არ ყოფილა ის, რომ აი მარტო მე ვარჩევ და არაფერში მეხმარები. ყველაფერი მოვაგვარეთ, მხოლოდ კაბა მქონდა შესარჩევი. ჩემი მეჯვარეები მარი და სალომე იყვნენ, რა თქმა უნდა. დამიანესი გოგა და დემეტრე, მეჯვარეების შერჩევისას მეც იქ ვიყავი და სიცილით ვკვდებოდი ანდრიას გაბრაზებულ სახეზე.
-კარგი შე*ემა, შენ ბავშვის ნათლია იქნები._ღიმილით უთხრა ძმაკაცს და მე მომიბრუნდა.
-მე რატომ მიყურებ?_გაკვირვებულმა ვკითხე.
-აუ ნინი მალე გეყოლებათ პატარა?_ბავშვივით მომიცუცქდა ანდრია და ჩამეხუტა.
-სიტუტუცე უნდა დაანათლო მერე ბავშვს?_ვითომ გაბრაზებულმა ვკითხე.
-მამამისისგანაც ეყოფა ეგ._მაინც წაკბინა დამიანე და მე გამიცინა.
-საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებას ვაპირებ და რავი მეცანცარება ეხლა მე?_მართლა ცანცარაა რა, შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
-დებილო. ყველას, რომ ეყოლება საფეხბურთო გუნდი კი არა ნახევარი საქართველო ჩვენ ვიქნებით._ბიჭებს სიცილი აუტყდათ.
-ბევრი შენნაირი პატარა მინდა ჩემო დედოფალო._მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მე კი შენნაირი სიმპატიური პატარები მინდა._ღიმილით ვუთხარი და მეც ვაკოცე.
ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გოგოებმა მომიტაცეს და დამიანეს ახლოს არ მაკარებდნენ, მაკარებდნენ კი არა ვერც ვხედავდი. წინა დღისით სანამ გოგოებს ეძინათ, სახლიდან ჩუმად გავიპარე და დამიანესთან წავედი. კარზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წუთში დამიანე გამოჩნდა, წელს ზემოთ შიშველი და თმა აბურძგნული. თვალები გაუნათდა როდესაც დამინახა, მივედი და მაგრად ჩავეხუტე. რამდენიმე წუთი ასე ვიდექით ჩახუტებულები.
იმ 6 დღის მონატრებას ვინაზღაურებდი, ასე არასდროს არავინ მომნატრებია, ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ბიჭის გარდა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიყვარს და ვგიჟდები მასზე, მისით ვცოცხლობ და მისით ვსუნთქავ. სახე დამიკოცნა და ისევ ჩამეხუტა, ხარბად ჩავისუნთქე მისი სურნელი და ყელზე ვაკოცე. კანი დაუბუსუსდა, ვგიჟდები როცა ჩემს შეხებაზე ასეთი რეაქცია აქვს.
-გოგოებს როგორ გამოექეცი?_ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-გამოვეპარე._ღიმილითვე ვუპასუხე და ლოყაზე ვაკოცე.
-ძალიან მომენატრე.
-ხვალ ავინაზღაუროთ ეს მონატრება._სიცილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-ეჭვიც არ შეგეპაროს._გამიღიმა და ტუჩებზე მაკოცა.
-სადღაც უნდა წაგიყვანო.
-სად?_ინტერესიანი თვალებით მკითხა.
-ჩემს მშობლებთან, აქამდე არასდროს მიხსენებია.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-კარგი მაშინ ზედას გადავიცმევ და წავიდეთ._ფეხზე წამოდგა, ოთახში შევიდა და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. ნაცრისფერი კაპიშონიანი ზედა, შავი ჯინსი და ფეხზე შავი ბოტასები ეცვა. ახლაც ისეთი სექსუალურია ჭკუიდან გადაგიყვანს და გამოგაშტერებს. თმა გაისწორა, თვალს ვადევნებდი მის ყოველ მოძრაობას, რომ მიხვდა ჩაახველა და მომიბრუნდა.
-ასე რატომ მიყურებ?_წარბი აწია და გაიღიმა.
-მესექსუალურები._ღიმილით ვუთხარი და მასთან მივედი.
-ჩემო ტკბილო._ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. სარკისკენ მიბრუნდა, მეც მიმაბრუნა, მობილური მოიმარჯვა და კამერა ჩართო.
-დაიწყე შენც უკვე?_სიცილით ვუთხარი.
-კი დავიწყე._სიცილითვე მიპასუხა და ტუჩებზე მაკოცა. ეს თურმე მათეზე უარესია, იმდენი ფოტო გადაიღო, რომ კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ნახევარი საათი სარკესთან ვიპოზიორეთ, შემდეგ წავედით. გზაში ფერადი ქრიზანთემები ვიყიდეთ, რადგან დედას ძალიან უყვარდა, ხოლო მამას ნათელი ფერები უყვარდა. დამიანემ მანქანა სასაფლაოსთან გააჩერა, გადავედით და ნელი ნაბიჯებით გავუყევით გზას. დამიანეს ცალი ხელით ჩემი ხელი ეჭირა, მეორეში კი ყვავილები ეკავა. ერთ-ერთ საფლავთან გავჩერდი, დამიანე გვერდში ამომიდგა და ქვებზე ამოკვეთილ მომღიმარ სახეებს დააკვირდა.
-დედა 32 წლის იყო, მამა კი 35-ის როცა ავარიაში მოყვნენ, იმ დღეს ჩემ წაყვანასაც აპირებდნენ მაგრამ ავთომ დაიჟინა არსად გაგიშვებ ჩემთან უნდა დარჩეო, ბავშვობაშიც ასე იყო გვერდიდან არ მიშორებდა. მან გადამარჩინა თორემ ვინ იცის იქნებ მეც აქ ვწოლილიყავი მშობლების გვერდით._თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლებმა ჩემს ლოყებზე გზა გაიკვალეს.
-ავთოს მადლობა უნდა ვუთხრა იმ დღეს სახლში, რომ დაგტოვა._გამიღიმა და ჩამეხუტა. ცოტახანი ასე ვიდექით, როცა იგრძნო, რომ დავმშვიდდი ლოყებიდან ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა. საფლავს მიუახლოვდა და მიწას ხელით შეეხო. ყვავილები საფლავის ქვასთან დადო და მე შემომხედა.
-ქალბატონო ანამარია, ბატონო გაბრიელ თქვენი შვილი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ეს თქვენც იცით დარწმუნებული ვარ. არასდროს ვაწყენინებ და მუდამ გავუფრთხილდები. ვიზრუნებ იმაზე, რომ ბედნიერი იყოს და გპირდებით ეს ასე იქნება._დამიანეს სიტყვებზე უარესად ავტირდი, მასთან მივედი და ჩავეხუტე. ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
-მიყვარხარ ჩემო დედოფალო._შუბლზე მაკოცა.
-იცი შუბლზე კოცნა რატომ მიყვარს?
-რატომ?
-იმიტომ, რომ მამა მკოცნიდა შუბლზე._გავუღიმე და ისევ მივეხუტე.
-მე იცი რატომ მიყვარს შუბლზე კოცნა?
-რატომ?
-იმიტომ, რომ შენ გიყვარს._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. ცოტახანი სასაფლაოზე ვიყავით, შემდეგ წამოვედით სალომესთან მიმიყვანა სახლში.
-არ წახვიდე რა._მოწყენილმა მითხრა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-ხვალამდეც გავძლოთ როგორმე._მეც მოწყენილმა ვუთხარი და ლოყაზე მივეფერე.
-მიყვარხარ ჩემო დედოფალო._ხელზე მაკოცა.
-მეც მიყვარხარ მეფეო._ღიმილით ვუთხარი.
-მიდი გაიქეცი თორემ ხვალამდე ვეღარ მოვითმენ.
-კაი კაი მივდივარ._ღიმილით ვუთხარი, ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და მანქანიდან გადავედი. კიბეები ავირბინე და კარზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წამში დაფეთებულმა მარიმ გააღო და დაიწყო ნერვებზე კაკუნი. მისაღებში დივანზე დავჯექი და საზურგეს მივეყრდენი. მოთმინებით ვისმენდი ამ ორის საუბარს, რომ მორჩნენ თვალები გავახილე და საუბარი დავიწყე.
-სასაფლაოზე ვიყავი._სერიოზული სახით ვუთხარი.
-გეთქვა მერე აქამდე.
-დამაცადეთ, რომ მეთქვა?_გაღიზიანებულმა ვკითხე და სამზარეულოში გავედი. ყავა გავიკეთე და ისევ მისაღებში დავბრუნდი. გაკვირვებულები მიყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა მჭირდა, არც მე ვიცოდი ასე ძალიან რამ გამაღიზიანა.
ახლა ამის დრო არ არის ხვალ ქორწილი მაქვს და იმ ადამიანს მივყვები ცოლად, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. გოგოებს ნაძალადევად გავუღიმე და ყავა მოვსვი. გოგოებს არაფერი აღარ უთქვამთ. ვერ ვისვენებდი და უაზროდ ვწრიალებდი საწოლში. მისაღებ ოთახში გავედი და დამიანეს მივწერე.
-ვერ ვიძინებ._მეგონა უკვე ეძინებოდა მაგრამ სულ ტყუილად.
-ვერც მე ჩემო დედოფალო.
-ძალიან ვნერვიულობ.
-მეც ისე ვნერვიულობ თითქოს პირველად უნდა გნახო.
-როდის გათენდება?
-7 საათში გათენდება.
-მე კიდე ვერ გამოვიძინებ და ცუდ ხასიათზე ვიქნები.
-ერთად დავიძინოთ.
-როგორ?
-დაწექი და წარმოიდგინე, რომ შენთან ვარ._დივანზე წამოვწექი და პლედი მივიფარე.
-ახლა თვალები დახუჭე და წარმოიდგინე, რომ თმაზე გეფერები და გულში მაგრად გიხუტებ.
-მიყვარხარ. ტკბილი ძილი._ეს მივწერე და მალევე ჩამეძინა.
დილით გოგოებმა გამაღვიძეს, საათს, რომ დავხედე 09:00 უჩვენებდა. მობილური შევამოწმე და დამიანეს შეტყობინება ვნახე.
-ჩემო დედოფალო, დღეიდან სამუდამოდ ერთად._გახარებული წამოვფრინდი და დავბზრიალდი. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და ერთი სული მქონდა ჩემ მეფეს როდის ვნახავდი. გოგოებმა ისაუზმეს და ჩემთან წავედით. მისვლისთანავე შემოგვეგებნენ ბიჭები, ნუ საბაც იქ იყო, რა თქმა უნდა, ყველას ჩავეხუტე და ჩემი დადებითი ემოციები გადავდე. ჟრიამულით შევედით სახლში, გოგოები ჩემ ოთახში ავედით, მათ შორის თათიაც ახლა უკვე მათეს შეყვარებული. სანამ მარი და სალომე კაბებს ჩაიცვამდნენ, მე სავარძელში ვიჯექი და თითებს ნერვიულად ვათამაშებდი, ცოტაც და დავიმტვრევდი. ფიქრებში გართული ვერც დავაკვირდი, რომ გოგოებმა ლურჯი კაბები ჩაიცვეს, ორივე გრძელი და თავისუფალი, იდაყვამდე ნაქარგი მკლავებით. ისეთი ლამაზები იყვნენ, მითუმეტეს სალომე თავისი გაბერილი მუცლით, რომელიც კაბაშიც ემჩნეოდა. ჩემი თავი წარმოვიდგინე გაბერილი მუცლით და იქვე დამიანეს გაბრწყინებული სახე, ესაა ბედნიერება გვერდით ყველა ის ადამიანი, რომ გყავს ვინც გიყვარს და უყვარხარ. კაბის ჩაცმაში გოგოები დამეხმარნენ.
ფიფქებივით თეთრი კაბა მახსენებდა, რომ ბედნიერი ვიქნებოდით მე და დამიანე. ნინი და დამიანე, რომლებმაც ერთმანეთი შეჯახებით გაიცნეს და სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდათ.
სალონიდან მოვიდნენ, გამომპრანჭეს, ყველანაირად შევეცადე, რომ ცოტა მაკიაჟი წაესვათ და მოვახერხე კიდეც. თმა დამიხვიეს და ფატა დამიმაგრეს. გოგოებიც მზად იყვნენ. დამიანესგან შეტყობინება მომივიდა.
-5 წუთში შენთან ვარ დედოფალო._აი ახლა მართლა გული გამისკდებოდა. გოგოები მამშვიდებდნენ და თან ვერც მამშვიდებდნენ. ფანჯრიდან დავინახე როგორ შემოვიდა ეზოში დამიანეს მანქანა და უკან კიდევ 3 მანქანა მოყვა. დამიანე გადმოვიდა და ჩემი ოთახისკენ ამოიხედა, მაშინვე დავიმალე, რომ არ დავენახე. ჩემ საქციელზე გამეცინა და გოგოებს მივუბრუნდი. ფანჯრიდან აღარ გამიხედავს, ახლა დავითს ველოდებოდი, რომ ქვემოთ ჩავსულიყავით. რამდენიმე წუთიანი ნერვიულობის და ოთახში ნერვიულად სიარულის შემდეგ, ბიძაჩემი გამოჩნდა და უკან ავთო, მათე, ალექსანდრე და აკო მოყვნენ. გაბრწყინებული თვალებით მიყურებდნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. ავთო ღიმილით მოვიდა ჩემთან და მაგრად ჩამეხუტა, რა ტკბილი და თბილია ეს იდიოტი რა გაძლებს ამის გარეშე. ბიჭები ჩამეხუტნენ, აკომ კინაღამ გამგუდა, მათემ კიდე სელფებით აგვიკლო.
-აბა რძალო, მზად ხარ ჩემი ძმა გამოაშტერო?_სიცილით მითხრა მარიმ.
-მზად ვარ._მეც სიცილითვე ვუპასუხე და დავითს ხელკავი გამოვდე. კიბეებზე ჩასვლისას, პირდაპირ დამიანეს მზერას შევეჩეხე, მის თვალებში ვხედავდი მთელ სამყაროს და მეც ამ სამყაროს ნაწილი ვიყავი. ყველანაირი ნერვიულობა გაქრა მისი დანახსვისას, ერთიანად მოვდუნდი და ბედნიერების ტალღამ დამიარა. ჩემ ბიჭს შავი შარვალ-კოსტუმი და თეთრი პერანგი ეცვა, ყელზე კი ''ბანტიკი'' ეკეთა, ისეთი სიმპატიური იყო, აი პირდაპირ დაგატყვევებდა.
სანამ დამიანესთან მივიდოდით ფოტოგრაფმა სურათები გადაგვიღო, მარტო ფოტოგრაფმა კი არა ყველამ ალბათ ვინც იქ იყო. ბიძიამ ჩემი ხელი დამიანეს გამოწვდილ ხელს შეაგება. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვიშორებია. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და შუბლზე მაკოცა. როგორც ყოველთვის ჯერ დაგვლოცეს, ფოტოებიც გადავიღეთ, სანამ სხვები საუბრობდნენ დამიანე ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მითხრა.
-ჩემო დედოფალო მართლაც, რომ დედოფალი ხარ._ყელზე ხელი მომადო და შუბლზე მაკოცა.
-ძალიან ბედნიერი ვარ.
-მაგრამ ნერვიულობისგან ხელები გაქვს გაყინული.
-ეხლა აღარ ვნერვიულობ._გავუღიმე და ლოყაზე მივეფერე.
-სამუდამოდ ერთად?
-სამუდამოდ ერთად._ღიმილით ვუთხარი და ჩემი ხელი მისაში ავხლართე.
დალოცვებს და ფოტოებს, რომ მოვრჩით სახლიდან გავედით. დამიანემ მანქანის კარი გამიღო, ღიმილით მოვთავსდი უკანა სავარძელზე, ჩემი აწ უკვე თითქმის ქმარი მეორე მხრიდან მომიჯდა გვერდით და გამიღიმა. საჭესთან ანდრია დაჯდა და გვერდით უცხო ბიჭი მიუჯდა. დამიანეს გაკვირვებულმა გავხედე, მაშინვე მიხვდა და ახსნა დაიწყო.
-ეს ჩემი ბიძაშვილია გიორგი._ჩვენკენ მობრუნდა, გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე და გავუღიმე.
-სასიამოვნოა რძალო.
-ჩემთვისაც._გავუღიმე და ისევ დამიანეს მივუბრუნდი.
-ნინი იმდენი ნათესავი მყავს ვერ დაითვლი, მარტო მაგათი გაცნობა ერთ წელს გაგრძელდებოდა._თავის მართლება დაიწყო, რაზეც გამეცინა და ლოყაზე მივეფერე.
-ეხლა გვექნება ბევრი დრო სამაგიეროდ._ღიმილით ვუთხარი.
მცხეთაში წავედით, ფეხით ავუყევით სვეტიცხოვლის გზას, ფოტოგრაფი და ოპერატორი ხან წინ მიდიოდნენ და ისე გვიღებდნენ ხან უკან მოგვდევდნენ. მე და დამიანე ჩვენ სტიქიაში ვიყავით და ყურადღებას არც ვაქცევდით დიდად. ყველაფერი ბუნებრივად გამოგვდიოდა, არ გვკარნახოვდნენ აი ასე დადექით და ასე შემდეგ. ტაძარში ხელჩაკიდულები შევედით, მამაო შემოგვეგება, საკურთხეველთან მივედით და დაიწყო ყველაზე ბედნიერი წუთები. ბიძაჩემს და ბიცოლას თვალები აცრემლიანებული ჰქნდათ, არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში. ყველაფერი, რომ დამთავრდა მამაომ დაგვლოცა. ტაძრიდან ფეხი გამოვდგი თუ არა დამიანემ ხელში ამაფრიალა და დატრიალდა, ორივე ვიცინოდით და არც ვფიქრობდით იმაზე გარშემო რა ხდებოდა. დაახლოებით ორი საათი ფოტოგრაფმა გვტანჯა, მთლად ტანჯვაც არ იყო მაგრამ ფეხები მეტკინა ქუსლებზე დგომით, იმდენად, რომ ვეღარ დავდიოდი, ამიტომ ჩემმა ახლა უკვე მეუღლემ ხელში ამიყვანა და მანქანამდე მიმიყვანა. მცხეთა დავტოვეთ და პირდაპირ რიტუალების სასახლეში წავედით, მე არ შემირჩევია და თუ რამე არ მომეწონა ბიჭებს დავაბრალებ რა პრობლემაა. უკვე ბინდდებოდა დანიშნულების ადგილა, რომ მივედით. ჯერ ხელი მოვაწერეთ და კანონიერი ცოლ-ქმარი გავხდით, მაგრამ უფლის დალოცვის შემდეგ დიდი მნიშვნელობა არც აქვს ამ კანონს. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო არ ვიცოდი რა მეთქვა. ყვავილებით იყო მორთული ყველაფერი, ამ ქრიზანთემებთან უეჭველი დამიანეს ხელი ურევია.
-ეს ყვავილები შენ მოატანინე?_ღიმილით ვუთხარი ქმარუკას.
-კი ჩემო ცოლუკა._ღიმილითვე მიპასუხა და ლოყაზე მაკოცა.
-წავალ ფეხზე გამოვიცვლი თორემ მოვკვდები.
-მოიცა მეც წამოვალ._ჩვენ მაგიდას მოვშორდით, რომელთანაც მე, დამიანე და მეჯვარეები ვისხედით. ისეთ ადგილას გავედით სადაც არავინ იყო, სკამზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმელი გავიხადე. დამიანემ მანქანიდან კედები ამომიტანა და ჩემ წინ ჩაიმუხლა. ისევ ისე ჩამაცვა ფეხზე და ზონარები შეკრა.
დარბაზში დავბრუნდით, ჯერ ვიცეკვეთ, ვიმხიარულეთ, ტორტი გავჭერით და ფეიერვერკებიც გაუშვეს. თაიგული ვისროლე და მარიმ დაიჭირა ალექსანდრეს თვალები გაუნათდა, ზუსტადაც, რომ დრო იყო. დამიანემ თავისი ნათესავების 1/4 გამაცნო, ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, ამიტომ მე და დამიანე ჩუმად გავიპარეთ, ჯერ ჩემთან გავიარეთ, მანქანიდან არც გადავსულვარ, ყველაფერი ჩემმა ქმარუკამ მოაგვარა და სახლიდან ჩემი გამზადებული ჩანთა გამოიტანა. საგურამოში წავედით, ფეხზე ძლივს ვიდექი და სახლში შესვლისთანავე სავარძელში ჩავეხეთქე. კეტებიც გავიხადე და ფეხშიშველი ავედი ოთახში, ვარდის ფურცლები და სანთლები. ეს როდისღა მოასწრო? გავიფიქრე და უკან მივიხედე დასაძახებლად, მაგრამ უკვე იქ იდგა. ზურგიდან მომეკრა და ყელში მაკოცა.
-მოგიწევს კაბის გახდაში დამეხმარო._ღიმილით ვუთხარი. ოთახში შევედით, კაბის ღილების შეხსნა დაიწყო და ბოლოს ეს უკანასკნელი იატაკზე აღმოჩნდა. ისღამე რაღაც სხვა იყო, რაღაც ახლის დასაწყისი, ეს რაღაც ახალი კი ბედნიერება იყო. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დილით ერთმანეთის კოცნით გვეღვიძებოდა და ღამითაც ასე გვეძინებოდა. უკვე ორი კვირა გავიდა რაც ცოლ-ქმარი ვართ, ბედნიერები ვართ თან ძალიან. აი მე კი თავს ცუდად ვგრძნობ, თავბრუ მეხვევა, მალე ვიღლები და ხასითიც უცნაურად მეცვლებ. დღეს სამსახურში წავიდა რაღაც აუცილებელი საქმეაო. ამიტომ მე ექიმთან წავედი, სისხლის ანალიზი ამიღეს და მითხრე, რომ პასუხები ორ საათში იქნებოდა. რატომღაც ვნერვიულობდი, ორი საათი აქეთ-იქით ვიბოდიალე და ისევ საავადმყოფოში დავბრუნდი. ექიმთან შევედი ანალიზის პასუხებით და ფურცელი მივაწოდე. გაეღიმა და საუბარი დაიწყო:
-თქვენ მალე დედა გახდებით._ამ სიტყვების გაგონებისას, თვალები გამიფართოვდა და უნებურად მუცელზე მივიდე ხელი. მეცხრე კი არა ვინ დაითვლის მერამდენე ცაზე ვიყავი ბედნიერებისგან. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ბედნიერების ცრემლები.
-რამდენი თვის ვარ?
-2 თვის, ექოსკოპია გადავიღოთ და ვნახოთ როგორაა პატარა.
-ჯერ დავრეკავ კარგით?
-კარგი._მობილური ამოვიღე და დამიანეს ნომერი ავკრიფე. რამდენიმე წამში მიპასუხა:
-გისმენ დედოფალო.
-გცალია?
-კი.
-საავადმყოფოში მოდი რა.
-რატომ? ხომ კარგად ხარ ნინი?!
-კი კარგად ვარ უბრალოდ მოდი, კარგი ამბავი უნდა გითხრა.
-კარგი სიხარულო მოვდივარ._10 წუთში დამიანეც მოვიდა. ექოსკოპიაზე შევედით, დამიანე გაშტერებული იდგა და თან ჩემი ხელი ეკავა. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
-ნინი._აცრემლიანებული თვალებით სემომხედა.
-მალე პატარა გვეყოლება._ღიმილით ვუთხარი. სახე გაუნათდა და მაშინვე ჩამეხუტა. ბედნიერებით გაჟღენთილები გამოვედით საავადმყოფოდან, დამიანემ ყველას ახარა და გაიმართა ერთი სმა და ქეიფი.
უკვე გავიდა 4 თვე, მე მუცელი ცოტათი მეტყობა, აი სალომე კი სამშობიაროშია. ყველანი იქ ვართ და ველოდებით როდის გამოვა ავთო ბლოკიდან, და აი ისიც სიცილით გამოდის და ყველას გვეხუტება.
-გოგოა._მხიარულად ამბობს და შამპანურის ბოთლს ხსნის. გოგონას ლიზა დაარქვეს.
ახლა ჩემი ჯერი მოვიდა, დამიანეც დაესწრო მშობიარობას, ჩემი ხელი ეკავა და ჩემთან ერთად განიცდიდა ყველაფერს. ტყუპები, ბიჭი და გოგო, ანამარია და გაბრიელი. ტირილი დავიწყე, როდესაც დამიანემ ეს სახელები თქვა.
1 წელი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან, ყველა საგურამოში ვართ და მარის ნოშნობას აღვნიშნავთ. ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთი გვყავს და გვიყვარს ის ყველაფერი რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. გიყვარდეთ ერთმანეთი, მე მხოლოდ ამას გირჩევთ.





***
ესეც სრულად ვისაც გინდოდათ. <3 <3



№1  offline წევრი nina.d.

კუზუნა
რა კაია თან ძალიან

მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა <3
--------------------
ნათია მწითური

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

კარგი იყო მომეწონა

კარგი იყო მომეწონა

 


№3  offline წევრი nina.d.

სტუმარი გვანცა
კარგი იყო მომეწონა

კარგი იყო მომეწონა

მადლობა
--------------------
ნათია მწითური

 


№4 სტუმარი სტუმარი ალექსი

საინტერესოა ❤

 


№5  offline წევრი nina.d.

სტუმარი ალექსი
საინტერესოა ❤

მადლობა heart_eyes
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent