თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი8-9)
„დელტა პი“ -ს წვეულებისთვის ვემზადებოდი. სახლის წვეულებისთვის ზედმეტად არ უნდა გამოეწყო, მაგრამ ამ წვეულებაზე ბევრი სტუდენტის გაცნობის შანსი მქონდა ,ამიტომ შთაბეჭდილების მოხდენისთვის ოქროს შუალედი უნდა მეპოვნა ყოველდღიურ და გამოსასვლელ სტილს შორის. მამიდას ნაჩუქარი ვალენტინოს მოკლე, კრემისფერი,სადა კაბა ჩავიცვი და ასევე ვალენტინოს მოკრემისფრო-მოვარდისფრო ფეხსაცმელი მეტალის დეტალებით . თმა ავიწიე ,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე -საფირმო ჭაობისფერი თვალის ჩრდილებით და მზად ვიყავი. ჯეიკს დავურეკე: -ჯეიკ როგორ ხარ? ხომ არ ნერვიულობ? -ძალიან ვნერვიულობ და შეიძლება ვერც მოვახერხო ხელის თხოვნა . თან უარი რომ მითხრას იმდენ ხალხში რა გავაკეთო? - შენ არ მეუბნებოდი ძალიან აღფრთოვანებული ლაპარაკობდა ქორწილზე მონიკასთანო? -კიი ,მაგრამ იქნებ უბრალოდ ეს ცერემონიალი მოსწონს და უშუალოდ მზად არ არის ჯერ. -ესეთ დეტალებზე ცოტა ადრეუნდა გეფიქრა , მაგრამ ნუ ნერვიულობ . მე მჯერა რომ დაგთანხმდება,თან მინიმუმ 10 თვეში გვექნება ქორწილიო, საკმაოდ დიდი დრო ექნება ყველაფრის კარგად გააზრებისთვის :დ - ეგეც მართალია, თუ რამე არ მოგვეწონება , უკან დასახევ გზას ვიტოვებთ ამ 10 თვის დახმარებით. -ხოდა ნუ ნერვიულობ და განწყობა აიმაღლე ! დღეს შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმაგრესი დღე უნდა იყოს . პირობას გაძლევ ხელის თხოვნის პროცესში კარგ ვიდეოს გადაგიღებთ :დ - დიდი მადლობა ! გაეცინა ( გამეხარდა ხასიათი რომ გამოუკეთდა ) - გოგოებს შევეხმიანები და გავიდეთ უკვე ხო? - ხო რა. მე ვერ ვურეკავ ვერცერთს, მეშინია რამე არ შემეტყოს ხმაზე -ხმაზე რა უნდა შეგეტოს? ( სიცილი ამიტყდა) -არ ვიცი. -კარგი , შევეხმიანები ორივეს და დაგირეკავ. -გელოდები. ჯეიკს გავუთიშე მობილური და სანამ სარასთან დავრეკავდი მონიკას მესიჯი მომივიდა -„ოთახში ხარ?“ ვუპასუხე და მალევე გავიგე კარზე კაკუნი. -შემოდი ! - შევიპატიჟე . -რა კარგად გამოიყურები ! ნეტა მეც შენსავით შემეძლოს ტანსაცმელების და მაკიაჟის ერთმანეთთან შეხამება. -მშვენივრად შეგიძლია, უბრალოდ მაკიაჟს იკეთებ საჭიროზე მკვეთრს, ეხლავე გამოვასწორებთ მაგას-სველი სალფეთქის ძებნა დავიწყე ჩანთაში. -იცი რაღაც საქმე მქონდა ( ხასიათი შეეცვალა ცოტა) -რა საქმე? - დღეს კაფეში დაგინახეთ შენ და ჯეიკი.თუმცა ამან იმდენად არ გამაკვირვა ,რამდენადაც რომ დაგირეკე და მითხარი მარტო ვარო. ხომ იცი სარას და ჯეიკს ერთმანეთი რომ უყვართ? - ვიცი მონიკა, ეხლა ვერ აგიხსნი,მაგრამ იმ მომენტში სხვანაირად ვერც გიპასუხებდი. ორ ადამიანს შორის არასდროს ჩავმდგარვარ და არც არასდროს ჩავდგები... ეხლა შენს მაკიაჟს მივხედოთ (სიტუაციის განეიტრალება ვცადე. ცოტა დაბნეული იყო ,მაგრამ მეტს ვერაფერს ვეტყოდი) მაკიაჟი მოვაშორე და ყველაფერი თავიდან წავუსვი . საკუთარი შემოქმედებით კმაყოფილი ვიყავი , როგორც ჩანს მონიკაც, საკუთარ თავს თვალს ვერ წყვეტდა :დ სარას დავურეკეთ, მზად იყო წვეულებისთვის. „დელტა პი“-ში ლუკასს უნდა წავეყვანეთ , ჯეიკმა მომწერა -მე ჩემით მოვალ, ოღონდ ცოტა დავიგვიანებო . ჩვენ წავედით . დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ დიდი შენობის წინ ვიყავით . მუსიკის ხმა ისმოდა, თუმცა წინ არავინ ჩანდა (ესეიგი დიდი უკანა ეზო აქვს- გავიფიქრე). - მზად ხარ გართობისთვის? -მკითხა მონიკამ - კიი, ოღონდ წინასწარ გეუბნებით,მე დღეს არ ვსვამ ! - და გჯერა შენ შენივე სიტყვების? ღიმილით მკითხა ლუკასმა - რა თქმა უნდა! ხვალ პირველი ლექცია მაქვს და ნაბახუსევზე ნამდვილად ვერ მივალ. - კარგი როგორც გინდა , შევიდეთ, რაღას ვდგავართ?! კარი შევაღეთ თუ არა წინ ტიპური ამერიკული წვეულების სურათი გადამეშალა: დიდ თასებში ხილი და ალკოჰოლი არეული , გვერდით ფერადი პლასტმასის ჭიქები , ყველა სვამდა, რამდენიმე უკვე საკმაოდ ‘გასული’ იყო :დ ( ლიკუნა ხმარობს ამ სიტყვას ხშირად და ბოლო დროს მეც ავიკვიატე) . აუზის გასაბერი კამერები სახლში აქვთ შემოტანილი, უკანა ეზოში დიჯეი ყავთ , აუზი სავსეა გოგონებით , ფერადი ბუშტები მიმოფანტულია, მეორე სართულზე დიდ ეკრანზე იქს-ბოქსს -Just Dance- ს თამაშობენ, მესამეზე კი საძინებლებია ‘ვნებააშლილი ‘ წყვილებისთვის. -იქს-ბოქსი ვის უნდა? იკითხა მონიკამ -მე ვითომ არ გამიგია- სასაცლოდ შეტრიალდა ლუკასი უკან და სასმლის თასთან მივიდა . -ხო იცი რომ სულ ვაგებ და არ მიღირს - სასაცილოდ თქვა სარამ -ხოდა მოემზადე პროფესიონალთან შესარკინებლად ! მოვკიდე მონიკას ხელი და მეორე სართულზე ავედით. ვიღაც ორი ბიჭი თამაშობდა უკვე , თუმცა უკვე იმდენი ჰქონდათ დალეული , რომ ძლივს მოძრაობდნენ. -აბა სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ადგილი !-დაიყვირა მონიკამ -პროფესიონალები მოდიან. არ ვიცი მონიკას სიტყვებმა იმოქმედა, თუ ისედაც აპირებდნენ ბიჭები წასვლას, მაგრამ ფაქტია , რამდენიმე წამში დიდი ეკრანის წინ მე და მონიკა ვიდექით. - რომელს გიგულშემატკივროთ? -ვითომ შეწუხებით იკითხა სარამ - ჰმმ, მოდი ლილეს უგულშემატკივრე, განადგურების შემდეგ გამხნევება არ აწყენდა - მზად ხარ მარცხისთვის? – ვცდილობდით სერიოზული მეტოქეების სახეები დაგვეყენებინა, მაგრამ ამის ნაცვლად სამივეს გვეცინებოდა. - მაშ ასე! რინგზე არიან მონიკა და ლილე . პირველი რაუნდი - დიქტორის ხმით წამოიძახა სარამ. დაიწყო მუსიკა – Rihanna-ს Where Have You Been შევარჩიეთ. უნდა ვაღიარო ,საკმაოდ კარგად იმეორებდა მონიკა მოძრაობებს, თუმცა ქულების მცირე სხვაობით მე ვლიდერობდი. ნელ -ნელა ემატებოდნენ მაყურებლები :დ ჩვენც უფრო მონდომებით ვცეკვავდით . ლუკასსაც მოვკარი თვალი , დრო და დრო გამამხნევებელი შეძახილებით გვაჯილდოვებდა. ცოტა ხნით მონიკამ გამასწრო, მაგრამ მალევე დავუბრუნდი საწყის პოზიციას. თვალი თომას ჰარინგტონს მოვკარი, თომცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ რომ ის იყო - მესამე სართულიდან ჩამოვიდა და სწრაფადვე ჩაირბინა პირველი სართულის კიბეებზე. მუსიკა დამთავრდა. - ვაუუ! სასწაულებიც ხდება, თუმცა სხვა დროს ელოდე მარცხს - სიცილით მითხრა ვერონიკამ . - რა მაგრები იყავით! დღეს მაგრად გავერთობით გული მიგრძნობს . მოდი უკანა ეზოში გავიდეთ - სარამ ხელი ჩაგვკიდა და ქვევით ჩაგვიყვანა. სანამ გავიდოდით ვიღაცამ გასაბერი ჟირაფი ისროლა ჩვენსკენ ,ხელი დავავლე და ჟირაფჩახუტებული გავედი გარეთ. დიჯეი გემოვნებიან სიმღერებს ატრიალებდა . მწყუროდა, თუმცა წყალს პუნში ვამჯობინე- ერთი ჭიქა დიდად არ იმოქმედებდა. აუზის წინ ცეკვა დავიწყეთ . უცბათ ლუკასმა მონიკას წელზე მოხვია ხელი და აუზში ჩააგდო. თავიდან გაბრაზდა მონიკა, მაგრამ მალევე გადაუარა და აუზში გააგრძელეს ცეკვა . ჩემი , ჯირაფის და სარას ტრიო ჯეიკის წერილმა დაშალა. - ეხლავე მოვალ სარა კავალერ ჟირფთან ერთად სახლში შევედი . ფანჯრიდან გავიხედე, მანქანიდან არც იყო გადმოსული , ეტყობოდა ,რომ ძალიან ნერვიულობდა. მივუახლოვდი მანქანას და გადმოვიდა. - მგონი მომავალი სიძე ძალიან ნერვიულობს -ცოტა რომ გამემხიარულებინა ‘კავალერს’ დავუწყე ლაპარაკი. - ყოჩაღ! უკვე გაგიცნია ხალხი, ვერაფერს იტყვი -გაეცინა ჯეიკს . - მოკლედ, სარა აუზთან არის ეხლა ,თან მარტო ფაქტობრივად, მივალთ , შენ ცალ მუხლზე დაუჩოქებ და ხელს სთხოვ ,წავედით - ხელი ჩავავლე და შენობისკენ წავიყვანე. ფეხს ითრევდა: - და უარი რომ მითხრას? - ხომ განვიხილეთ ეგ საკითხი უკვე? - კარგი , შევიდეთ. ნელ-ნელა გავედით უკანა ეზოში - ერთი იდეა მაქვს! - რა იდეა? - საყვარელი სიმღერა არ გაქვთ რაიმე? - კიი ბევრი, რატომ მეკითხები? - რომანტიკული მითხარი რომელიმე - ესე არ მახსენდება ,რა ხდება? - არაფერი, უბრალოდ რაც პირველი მოგივა თავში მითხარი - Ed Sheeran - Shape of You - კარგიი, წავედით ეხლა სარასთან , ოღონდ პირდაპირ არ მიახალო ცოლად გამომყევიო :დ - არც ვაპირებდი,მართალია ვნერვიულობ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოუმზადებელი ვარ :დ - პარდონ! მიდი და მოვალ ეხლავე ,დაპირებულ ვიდეოსაც გადაგიღებთ :დ არ ინერვიულო! ჯეიკი დავტოვე და დიჯეისთან მივედი ,ვთხოვე რომ როდესაც ვანიშნებდი Shape of You ჩაერთო , საბედნიეროდ უარი არ მითხრა. მე ნელ-ნელა ჯეიკს და სარას მივუახლოვდი -უკვე ელაპარაკებოდა ,სარას გაოცება ეტყობოდა სახეზე . მობილური ამოვიღე და გადაღება დავიწყე , ჯერ წინა კამერა ჩავრთე და მცირე შესავალი გავუკეთე ვიდეოს - მეც რომ გავხსენებოდი ამ ისტორიული ვიდეოს ნახვის შემდეგ მომავალ ცოლ-ქმარს :დ მუხლზე დადგომა რომ დააპირა დიჯეის ვანიშნე და მათი საყვარელი სიმღერა ჩავრთე , ჯეიკს გაეღიმა და ხალხში თვალებით ძებნა დამიწყო , რომ დამინახა ხელი დავუქნიე , თვითონ თვალი ჩამიკრა და გააგრძელა თავისი საქმე :დ სარას ნათქვამი „თანახმა ვარ“ უკვე ახლო ხედით გადავიღე და მოვეხვიე ორივეს . ძალიან ბედნიერები იყვნენ და ჩვენც გადაგვდეს ბედნიერება .მონიკამ ხელზე მიჩქმიტა ხუმრობით -ეს როგორ არ მითხარიო :დდ ერთი სიტყვით group hug- ი გვქონდა მე, მონიკას, სარას, ჯეიკს, ლუკასს და ჟირაფს .უამრავი სამახსოვრო სელფი გადავიღეთ , ბრილიანტის ბეჭედი ყველგად მთავარ პოზიციაზე იყო რა თქმა უნდა ... ბედნიერი დღის ბედნიერი დასასრული -გავიფიქრე . ღამის პირველი საათი იყო დაწყებული ,დილით ლექციები მქონდა ,ამიტომ უნდა წავსულიყავი. ჯეიკი და სარა ცეკვავდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით . მონიკა და ლუკასი აუზთან ისხდნენ და ლაპარაკობდნენ . მეც მათ მივუჯექი. - ხომ არ წავსულიყავით უკვე? - რა დროს წასვლაა , ეხლა იწყება გართობა ! - ხო, თან ხვალ ლექციები საღამოს გვაქვს და გამოძინებასაც მოვასწრებთ - მითხრა მონიკამ და პუნში მოსვა. - თქვენ საღამოს გაქვთ მე კიდე დილით -ამოვიოხრე და ჟირაფს ჩავეხუტე . - წაგიყვან და დავბრუნდები-ლუკასი წამოდგა. - არა იყოს, ტაქსით წავალ, გაერთეთ თქვენ ! - თავისუფალი ტაქსის შოვნა გაგიჭირდება ამ დროს . - არაუშავს მოვახერხებ რამეს , ხვალ გნახავთ . ლუკასი კიდევ აპირებდა წაყვანის შემოთავაზებას ,მაგრამ აღარ დავაცადე, გადავკოცნე ორივე და სახლში შევედი. ტაქსის შოვნა მართლა გამიჭირდებოდა ,მაგრამ ლუკასის წვალება არ მინდოდა , მამაჩემი სულ იმას მეუბნება - როცა სხვისი შეწუხების გარეშე შეგიძლია რამის გაკეთება ,დახმარება არ უნდა ითხოვოო. მთავარი გზა სახლისგან მოშორებით იყო. რამდენიმე ტაქსმა ჩამოიარა, ზოგი დაკავებული იყო , ზოგიც უბრალოდ არ მიჩერებდა-სავარაუდოდ სახლში მიდიოდნენ უკვე. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ნაცნობმა მანქანამ გამიჩერა წინ, ფანჯარა ჩამოიწია . - უნივერიტეტის შენობამდე თუ მიდიხარ წაგიყვან...დიახ, თომას ჰარინგტონი იყო. დიდი ხნის შემდეგ გავაგრძელე მოთხრობის გაგრძელება. ველოდები თქვენს კომენტარებს, შენიშვნებს პირველ რიგში. შემდეგ თავებს გავაგრძელებ ცოტა შეცვლილი სახელით- "ჩემი მანჰეტენური ცხოვრება". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.