შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი9)


8-04-2017, 22:08
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 573

-კარგი ნია, გთხოვ ასე შეშინებული, მოწყენილი და დაძაბული ნუ იქნები... გათავისუფლდი, აქ შეგიძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩე... - ირგვლივ მიმოვიხედე, ოთახში ისეთი მშვიდი აურა იყო, ისეთი სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ როცა ლალის კრიალა ხმა მესმოდა...
-ჩაი, ყავა თუ წყალი?
-ყავა თუ შეიძლება - მისი ღიმილიანი საშუალება და თბილი გამოხედვა თავისუფლად ყოფნის უფლებას მაძლევდა, ღიმილის დროს ლოყა სასიამოვნოდ ეჩხვლიტება, მის მოთეთრო კანს "ჟღალი" თმა შერწყმია და ძალიან უხდება, გაშლილი თმა წამოდგომისას ნაზად ირხევა, ოთახის კუთხეში ყავის მადუღარასთან მივიდა. მაშინ როცა არ მიყურებდა მისი დათვალიერება უფრო დაწვრილებით დავიწყე... ჩამოშლილი თმა მხრებს უფარავს, თხელი წელი, შევსებული თეძოები, გრძელი ფეხები...
-გამეცნობი, რამდენიმე სიტყვით? - პირველ სიანსზე მხოლოდ გაცნობით და ზოგადი საუბრით დაკმაყოფილდა, დრო მალე გავიდა... კიბეები ჩამოვირბინე, ბავშვივით ვუხტოდი... სანდრო ზუსტად კორპუსის შესასვლელთან მანქანას მიყრდნობილი ტელეფონში იცქირებოდა... არ ველოდი... თავი ვერ შევიკავე და მივეჯახე... ტელეფონი ძირს დავარდა,
-ასე მოგენატრე?
-შეენ?
-ნუ ღელავ სულ რაღაც ერთი საათი გავიდა, ახლა ჩემთან ხარ... -უაზროდ იღმოდა
-რეებს ბოდიალებ... - გადავიკისკისე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-ტელეფონი მომაწოდე
-ვერ გავიგე?
-ტელეფონი მო-მა-წო-დე -დამმარცვლა
-სულ გადაირიე? შანსი არაა - ხელი ვკარი, გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ იდაყვში მწვდა...
-ხელი გამიშვი, თავი ვინ გგო...-ხელის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ხელზე მომქაჩა... ზურგით მინას დავეყრდენი, მერე ხელი გამიშვა და ორივე ხელით გზა გადამიღობა...
-ვინ ვარ? ვინ მგონია ჩემი თავი? - სახე ისე გაუმკაცრდა, მის თვალებში ცეცხლს ვხედავდი რომელიც თვალს მჭრიდა... მწვავდა...
-დიახ... შენ ამის უფლება არ გაქვს, თავს ძალიან დიდის უფ...
-გაჩერდი...- გამაწყვეტინა
-და თუ არ გავჩერდი? რას იზამ როგორ გამაჩერებ? -გავმწარდი და სიტყვებს ვერ ვარჩევდი, წინადადების დასრულება და სანდრო გიჟივით მწვდა ტუჩებში... მისი ბაგეები ჩემსას ეხებოდა და სამყარო ნელ-ნელა ქრებოდა, და მის სამყაროში ვიძირებოდი... ამ ქვეყნიდან თითქმის გავქრი როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, და სანდროს მოშორებ ვცადე, გამიძალიანდა, ქვედა ტუჩზე ვუკბინე, ტელეფონს დავხედე- ლუკა- ახლა ამის დრო არ მაქვს, გავუთიშე და მოკლე შეტყობინება -მალე მოვალთ - გავუგზავნე. სანდროს თვალს ვეღარ გავუსწორებდი, მაგრამ შევნიშნე ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა...
-მაჩვენე... -ახსნას ვერ ვპოულობდი რატომ, მაგრამ მის ტკივილს, ოდნავ ტკივილსაც კი ვერ ვიტანდი
-არა... -მანქანას მოუარა და ჩაჯდა. გაძალიანებას აღარ ვაპირებდი მალე ჩავჯექი...
-გაიბუტე?
-ნწწ...
მის ნათქვამზე ხმამაღლა გამეცინა, მაგრამ როგორც კი შემომხედა თავი უხერხულად ვიგრძენი, თვალს ვერ ვუსწორებდი... რატომ?
-თუ შეიძლება მანდ გააჩერე, აფთიაქში წამალი უნდა ვიყიდო...
-აქ არ შეიძლება
-კი,მაგრამ...
-სახლში დაგტოვებ და მე გიყიდი, სახელი გამომიგზავნე...
სახლში მივედით, ჩამოვედი თუ არა მანქანა მოატრიალა და წავიდა... კარი თამუნამ გააღო,
-სად იყავი ამდენ ხანს?
-მოიცა შემოვიდე და მოგიყვები...
-დერეფნის ბოლოს სანდრომ თავი გამოყო და მაჯავრებს
-მალე მოვალთ... ასე არასდროს მოქცეულხარ...
-შემეშვი რა...
-სანდრო?
-რა, სანდრო?
-სად არის?
-წამალს იყიდის და მოვა... - მისაღებ ოთახში შევედი... სამზარეულოში წყალი დავლიე, შემდეგ კიბეებს ავუყევი, გამოვიცვალე... შორტები და მოკლე მკლავიანი მაისური ჩავიცვი, ცოტა ხანი საწოლზე დავწექი და დავისვენე... თამუნა შემოვიდა ხტუნვა-ხტუნვით და საწოლზე დაჯდა...
-აბა დაიწყე...
-კარგი რაა...- წამოვდექი და სავარძელში დავჯექი
-ჰეეე... მოვკვდიი...
ყველაფრი დაწვრილებით მოვუყევი
-აააა... რა მაგარიააა.....
-დამშვიდდი... რა არის მაგარი?
-თქვენ...
-რა ჩვენ?
-ერთად ხართ... არა?
-სულ გაგიჟდი?.. ჩუმად ლუკამ არ გაიგოს
-მერე რაა... ხომ იცი მასაც გაუხარდება...
-რა გაუხარდება? თამუნა დამშვიდდი გთხოვ ლუკას არაფერი უთხრა.. და ჰო რაც მთავარია ჩვენ... რა ჩვენ არანაირი ჩვენ არ არსებობს... გაიგე?
-კარგი, ჰო გპირდები ლუკას არაფერს ვეტყვი... -მოღუშული სახით შემომხედა...
-გოგოებოო - ისმის ქვემოდან ლუკას ხმა
-რა გინდა? - კარი გააღო თამუნამ
-ჩამოდი რაღაც უნდა გითხრა...
-კარგიი... -გამოიხედა - არაფერს ვეტყვი,ახლავე მოვალ - კარი დახუურა და გავიდა... ვეღარ მოვითმინე, მაინტერესებდა რას ეტყოდა ლუკა თამუნას, და ჩემდა უნებურად მივაყურადე,
-თამუ ნია სად არის?
-ოთახში რა ხდება? რაღაც აღელვებული ჩანხარ...
-არ გაიგოს, არ უთხრა რა
-კარგი, მაგრამ რა ხდება, ახლა გული გამისკდება
-სანდროო...
-რა, რა სანდრო?
-პატარა ავარია მოუვიდა, და საავადმყოფოშია
-რა? -ხმამაღლა მოუვიდა თამუნას...
-ჩუმად - საჩვენებელ თითს ტუჩებზე ადებს...



ვაიმეეე... ესეც არ უნდა დამედო ისეთი გაბრაზებული ვიყავი... მინდოდა დიდი თავი დამედო, მაგრამ ჯანდაბა წამეშალა... ისე გავბრაზდი დაწერას საერთოდ აღარ ვაპირებდი

იმედია მოგეწონებათ heart_eyes



№1  offline მოდერი bla.ell

ჰააჰჰ გამეცინა შენს პოსკრიპტუმზეjoy მომეწონა საყვარელო კარგი თავი იყო და ველი შემდეგ თავსheart_eyes

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
ჰააჰჰ გამეცინა შენს პოსკრიპტუმზეjoy მომეწონა საყვარელო კარგი თავი იყო და ველი შემდეგ თავსheart_eyes

შენ გაგეცინა მაგრამ მე მკითხე რამდენი ვიტირე disappointed მადლობა heart_eyes

 


№3  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
bla.ell
ჰააჰჰ გამეცინა შენს პოსკრიპტუმზეjoy მომეწონა საყვარელო კარგი თავი იყო და ველი შემდეგ თავსheart_eyes

შენ გაგეცინა მაგრამ მე მკითხე რამდენი ვიტირე disappointed მადლობა heart_eyes

ვიცი როგორიცა როცა ასე ფემართება...მაგრამ იმაზე გამეცინა რომ შენ ხშირად გემართება ეს:დდდ ❤

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
s.a-cicinatela-m.m
bla.ell
ჰააჰჰ გამეცინა შენს პოსკრიპტუმზეjoy მომეწონა საყვარელო კარგი თავი იყო და ველი შემდეგ თავსheart_eyes

შენ გაგეცინა მაგრამ მე მკითხე რამდენი ვიტირე disappointed მადლობა heart_eyes

ვიცი როგორიცა როცა ასე ფემართება...მაგრამ იმაზე გამეცინა რომ შენ ხშირად გემართება ეს:დდდ ❤

Ho "mouxerxebeli" var magram ar vnebdebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent