შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი8)


2-04-2017, 19:14
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 629

ვივახშმეთ... ყველაფერი მივალაგეთ... სანდრო როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზეა, ლუკა და მე მოწყენილები ვსხედვართ და ველოდებით... დრო უსაშველოდ გაიწელა, იმედის გადაწურვამდე რამდენიმე წამამდე კარზე ზარია... უცებ ლუკას და ჩემი თვალები ერთმანეთს ხვდება, ლუკა წამოხტა, მეც გავყევი, სანდრო გაკვირვებული იყურებოდა მის თვალებში ერთდროულად გაოცებას და გაკვირვებას ვხედავ, ალბათ ფიქრობს როგორ შეიძლება ეს და-ძმა ასეთი მხიარული იყოსო, რაღაცის კითხვას აპირებს, მაგრამ დერეფანში გავდივარ და კარებში ჩახუტებულ ლუკას და თამუნას ვხედავ, ხელებს ვშლი, როგორც კი თამუნამ დამინახა, მაშინვე გამოიქცა... გულში ჩავიკარი, სიმართლე გითხრათ ზოგჯერ თამუნას როგორც შვილს ისე ვუყურებ და ისე ჩავიკრავ გულში...
-როგორ მომნატრებიხარ, თამუუუ
-შენ მე მკითხე, სულ თქვენზე ვფიქრობდი, და თავს დამნაშავედ ვგრძნობ რომ ისეთ დროს არ ვიყავი თქვენთან როცა ძალიან გჭირდებოდით - თვალები ცრემლით ევსება - იმედია გამოვასწორებ.
-აბა კარგად შემომხედე, შენ რა დაგავიწყდა...
-კარგი, კარგი - გაეღიმა
-წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო... - თამუნას ხელი მხარზე გადავდე და ოთახში დავბრუნდით, ლუკაც გამოგვყვა ხელში თამუნას ჩანთა ეჭირა...
-გამარჯობა?! - სანდროს გამომეტყველება არ შეცვლილა ისევ გაკვირვებულია
-გამარჯობა
-თამუ გაიცანი ეს სანდროა, ჩვენთან ცხოვრობს
-სასიამოვნოა...
-სანდრო ეს თამუნაა, ბავშვობის მეგობარი, ჩვენი, - ყელში მომდგარ ბურთულა გადავყლაპე და ხრიწიანი ხმით გავაგრძელე - ჩვენი მშობლები თამუნას მშობლებს კარგად იცნობდნენ, მეგობრობდენ... ხო ლუკას კლასელია...
-ჩემთვისაც სასიამოვნოა, მოდი რამეს ვუყუროთ - სანდროსთვის თითქოს თამუნაც არ იყო უცხო
-კარგი აზრია - თამუნაც არ არის ჩაკეტილი პიროვნება
-ლუკა ჩანთა ჩემს ოთახში აიტანე, თამუ მოდი თქვენ ფილმი შეარჩიეთ, მე "სასუსნავებს" მოვიტან...
ლუკა ჩამოვიდა თუ არა სანდროს დაუძახა, გვერდით გავიდნენ. თამუნას დავუძახე და დახმარება ვთხოვე, მაგიდაზე დავალაგეთ კოკა-კოლა, ჩიფსები, მზესუმზირა, შოკოლადები.... მე და თამუნა მოვკალათდით,- ლუკაა, სანდრო, ფილმი იწყება, ცოტა ჩქარა... - ფილმი დაიწყო, ბიჭები მალე მოვიდნენ, ლუკა თამუნას გვერდით დაჯდა, სანდრო კი ჩემს გვერდით, ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე ფილმი ძალიან საინტერესო იყო, ბიჭი ყელს ქვევით პარალიზებული იყო და ეტლში იჯდა, ერთი მხიარული გოგო კი სამსახურს ეძებდა, ბიჭის მომვლელი გახდა... - მხარზე რაღაც ცივს ვგრძნობ, მივიხედე, სანდროს ხელი ჩემს მხარზე გადაუდია და ვითომც არაფერი ყურებას აგრძელებს
-უკაცრავად?!
-მაცადე რა, ვუყურებ... - არც კი შემომხედა
გავბრაზდი და წამოვდექი...
-აუ ნია მაინციქით მიდიხარ და ლუდი წამოიღე რა, მაცივარში დევს... -იცის რომ ვბრაზდები, და სპეციალურად აკეთებს ამ ყველაფერს...
-არ მივდივარ - დავჯექი, ისევ ისე აქვს ხელი გაშლილი - მაცადე რა ფილმის ყურება ...
-ნია ლუდი კარგია, ცოტას ჩვენც დავლევთ - იღიმება სანდრო
-ჰო, სულ ცოტა
-კარგი, სანდრო მიდი რა მოიტანე მაინც არ გაინტერესებს - გამეცინა
-ვერ გავიგე?
-მთელი 20 წუთი მე მიყურებ - ჩემთან ერთად ლუკაც და თამუნაც იცინოდა, სანდრო კი დარცხვენილი მიყურებდა...
-კარგი... - არ მეგონა ასე ადვილად თუ დანებდებოდა, ვფიქრობ სამაგიეროს გადახდას აპირებს...
ლუდი მოიტანა... ფილმში მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდა - ბიჭი უხეში და უხასიათო იყო, მაგრამ გოგონამ სცადა მისი ცხოვრების გამრავალფეროვნება, თუმცა ბიჭი მაინც დანებდა და ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა... - მე და თამუნას გული ამოვარდნას გვქონდა, გაუჩერებლად ვტიროდით, მოულოდნელად სანდრომ ხელები მომხვია და ჩამეხუტა... მისი სურნელი ისეთი თავბრუდამხვევი იყო, ყველაფერი დამავიწყდა, მერე თავი ხელებით წამომაწევინა - შენი ცრემლები, მკლავს, გთხოვ არ იტირო - ცრემლები მომაშორა... უხერხული სიტუაცია ლუკას სიცილმა განმუხტა...
-მოიცა შენ რა ტირი? თამუ ეს შენ ხარ?
-დიახ... მე ვარ ვერ მიცანი?, დიახ ვტირი არ შეიძლება? - ცრემლები მოიწმინდა და ხელები გადააჯვარედინა.
-ვაიმეე, ჩემი ბუტია გოგო, კარგი რა გაბრაზდი? -ხელები მოხვია თამუნას...
მალე გავეშურეთ ოთახებისკენ.
დილით მუსიკების ხმა მაღვიძებს, -დილით ადრე ადგომა ყოველთვის მიჭირდა - უცებ წამოვხტი საწოლიდან ღამის პერანგით, ჩავედი პირველ სართულზე... თამუნა სამზარეულოში, მუსიკის რითმას აყოლებს ტანის მოძრაობებს, ლუკა მაგიდას ალაგებს,
-აქ რა ხდება? - ჩემი ხმა მეც კი არ მესმის
-რაა?
მუსიკა გამოვრთე - სანდრო სად არის?
-სანდრო? რატო მეკითხები? არ გაგაფრთხილა? - ღიმილის შეკავებას ცდილობს ლუკა
-სულ არ მაინტერესებს, რატო უნდა გავეფრთხილებინე
-არ გით...
-დილით გავიდა, არ გავუფრთხილებივართ სად გავიდა - აწყვეტინებს თამუნა
-კარგი, მე ავალ მოვემზადები სანამ ნიტა დამირეკავს... - მოვემზადე, დახეული ჯინსის შარვალი და "მიკიმაუსიანი" მაისური ჩავიცვი, "კოსა" გავიკეთე, ჩანთა და სათვალე ავიღე
-მე წავედიი
-არ გინდა გამოგყვე?
-არა იყავი, ლუკას მიმიხედე
გავედი თუ არა ეზოში მანქანა გაჩერდა,
-ნია, სად მიდიხარ?
-ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?
-როცა საჭიროა კი - სერიოზული სანდრო არასდროს მინახავს
-ნიტამ დამირეკა, საავადმყოფოში მივდივარ
-ჩაჯექი მე წაგიყვან
-არ არის საჭირო, მე თვითონ წავალ
-გეუბნები ჩაჯექი თქო
-ფეხით გავივლი
-არა, ჩემთან ერთად წამოხვალ, მანქანით, მორჩა...
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა, წავედით, პალატაშიც კი ჩემთან ერთად იყო, ნიტა აღარ გამოგვყოლია, ექიმმა ფსიგოლოგთან მირჩია მისვლა, სანდრო რათქმაუნდა გამომყვა, ფსიქოლოგს რამდენიმე წუთი დაველოდეთ და პაციენტის გამოსვლის შემდეგ ოთახში შევედით...
-გამარჯობა - ქალბატონი ძალიან თბილად გვიმზერდა რამდენჯერმე ჩაიღიმა, ლოყები სასიამოვნოდ ეჩხვლიტება, "ჟღალი" თმები მის კანს სასიამოვნოდ უხდება, მწვანე თბილ თვალებში შეგიძლია სინათლის დანახვა...
-გამარჯობა
-მე ლალი გახლავართ
-სასიამოვნოა, მე ნია ვარ, ეს სანდრო
-თქვენი შეყვარებულია?
-ა,არა, შეყვარებული არაა - ლოყებზე სიმხურვალე ვიგრძენი
-ჯერ-ჯერობით არა - გაიღიმა და თვალი ჩაუკრა ლალის სანდრომ
-აჰა, გასაგებია, სანდრო თუ შეიძლება მარტო დაგვტოვე, შენს პრინცესას არაფერს დავუშავებ
თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, ცოტაც და ავდგებოდი და წამოვიდოდი
-კარგი, ნია მე ქვევით დაგელოდები...



№1  offline წევრი HappyForever

dzaan momwons ❤❤

 


№2  offline წევრი DarkRoses

თურმე როგორ ჩამოვრჩი მოვლენებს, აქ კი რეები ხდება ;დდ
ჩვეულ ფორმაში ხარ, ძალიან მაგარია blush
შემდეგი მალე დაგვიდე smile heart_eyes

 


№3  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

HappyForever
dzaan momwons ❤❤

ძალიან კარგი heart_eyes

DarkRoses
თურმე როგორ ჩამოვრჩი მოვლენებს, აქ კი რეები ხდება ;დდ
ჩვეულ ფორმაში ხარ, ძალიან მაგარია blush
შემდეგი მალე დაგვიდე smile heart_eyes

მადლობა სიხარულო kissing_heart
ვეცდები მალე დავდო heart_eyes

 


№4  offline მოდერი bla.ell

Es tavi axla wavikitxe...ra magari gogo xar ar ici shenheart_eyes

 


№5  offline წევრი ანა ბალზაკი

შენ რა კარგი ვიღაც ხარ <3 წარმატებები <3

 


№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
Es tavi axla wavikitxe...ra magari gogo xar ar ici shenheart_eyes

მადლობა heart_eyes როგორ მიყვარს შენი კომენტარები kissing_heart

ანა ბალზაკი
შენ რა კარგი ვიღაც ხარ <3 წარმატებები <3

მადლობაა<3 საყვარელო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent