გრძნობების მორევში
ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე,ისეთ დროს გეწვევა ბედნიერება როდესაც არ ელი, ნათქვამია განსაცდელი წავა და დიდი ბედნიერება მოვაო, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა....... ბაბუას გარდაცვალების შემდეგ თითქოს ცხოვრება ჩემთვის უხალისო და უინტერესო გახდა, რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მარტო გაუმკლავდე, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ყურადღებას არ მაკლებდნენ,თან სკოლაც იწყებოდა და შესაბამისად ახალი შემართებით უნდა შევხვედროდი ახალ სასწავლო წელს. სკოლის პირველი დღეც საინტერესო გამოდგა, იმ მხრივ რო ახალი კლასელების კორიანტელი იყო, ამდენი უცხო სახე თითქოს დისკომფორტს მიქმნიდა, თვალშისაცემი მაინც ახალი სიმპატიური ბიჭი იყო, რომლის დანახვაცეზეც კლასის გოგოების უმეტესობა უკვე სიყვარულით ითუთქებოდა. -ვიმედოვნებ ერთ-ერთი მაინც მოეწონებით. სიცილით მივაძახე გოგონებს, რომლებსაც გეზი ახალი ბიჭისკენ აეღოთ, შემდეგ კი კლასიდან გამოვედი. გაკვეთილებზე დარჩენის მაგივრად სახლში წამოვედი,რადგან სკოლის პირველი დღე ნაკლებად მომწონდა,მით უმეტეს ახლა როცა ჩემი დაქალი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ამ აუტანელ ქალაქში მარტო დამტოვა. წვიმდა.... თითქოს ამინდიც მოწყენილიყო, ჩემსავით დანაღვლიანებულიყო. წვიმის წვეთები ურცხვად მასველებდა, მე კი შეუპოვრად მივიწევდი წინ რათა მალე მივსულიყავი სახლში. -სკოლის პირველმა დღემ როგორ ჩაიარა? დედამ ინტერესით მკითხა. -სადილად რა გვაქვს? ჩუმად ვიკითხე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი,რათა გავმშრალებულიყავი და გამომეცვალა ტანსაცმელი ალბათ კითხვა გაგიჩნდათ თუ რატომ არ ვუპასუხე დედას.მარტივი პასუხი მაქვს, სახეზე მეწერა ყველაფერი. ერთი კვირა ისე გავიდა, ახალი ბიჭი არ გამიცნია,მეტიც ჩემი კლასელებისგან განსხვავებით სურვილიც არ გამჩენია მისი გაცნობის. ხუთშაბათს გაკვეთილების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა მთხოვა ცოტა ხნით დარჩენა,რათა საორგანიზაციო საკითხები შეგვეთანხმებინა. სკოლის გასასვლელთან წავიბორძიკე და მობილური იატაკზე დამივარა. -ბედნიერების პიკია,ნაწილებად დაშლილი მობილური,მეტი რაღა უნდა ვინატრო?! გაბრაზებულმა ამოვიოხრე და მისი ნაწილების აკრეფა დავიწყე. -მოგეხმარო? ვიღაცის ხმა მომესმა ზურგს უკნიდან -მადლობა თვითონაც შევძლებ. -შენი ნებაა.მხოლოდ ახლა შევტრიალდი, რათა დამენახა მისი სახე. -და აი შენც..... კლასის"ზე სიმპატიურო" ბიჭო. ჩუმად ჩავილაპარაკე -რამე მითხარი? -მე?..... არა! შევიცხადე -დავითი.ხელი გამომიწოდა -ვიცი. მტკიცედ ვუპასუხე -აი მე შენი სახელი არ ვიცი. სიცილით მითხრა -უფრო მეტად რო გამოგეჩინა ინტერესი კლასელების მიმართ გეცოდინებოდა.უხეშად ვუპასუხე და სკოლიდან გამოვედი -პირველ დღესვე შეგამჩნიე.არც ის ჩამომრჩენია გვერდით მომიდგა -ხო არა? ცინიკურად ვკითხე -დიახ. -და კიდევ რა შენიშნე? -ის რომ უკარება ხარ. -დიახაც, ახლა კი თუ შენი გზით წახვალ მადლობელი დაგრჩები."სწერვული" ღიმილი ავიკარი სახეზე -კარგი არაა პრობლემა. მშვიდად მიპასუხა და იმის მაგივრად რომ წასულიყო,ჩემთან ერთად გააგრძელა გზა -შენ გგონია ვხუმრობ? გაღიზიანება დამეტყო ხმაში -აქეთ ვცხოვრობ. ნიშნის მოგებით მიპასუხა -რა სასიამოვნო სიახლე.გონებაში გავიფიქრე და თვალები გადავატრიალე -შენს სახელს მაინც არ მეტყვი? ხუთ წუთიანი დუმილის შემდეგ, ისევ დავითმა დაარღვია სიჩუმე -ნანიკო. -დავითი. -უკვე მითხარი. -და კიდევ ერთხელ გეტყვი.... გამიღიმა და კმაყოფილი სახით მითხრა დ ა ვ ი თ ი -იდიოტი უფრო შეგეფერება. -ოუჰ, რაო პატარა ქალბატონო? -ქალბატონო? შევიცხადე, რაზეც პასუხად სიცილი მივიღე -სკოლაში რა გინდოდა ამ დრომდე? ახლა უკვე მე ვკითხე -იგივე შემიძლი გკითხო შენც -საქმე მქონდა -ანალოგიურად მეც. სიცილით მითხრა მისმა პასუხმა დამაეჭვა და უნდობლობით აღსავსე მზერაც ვესროლე -რა? შეიცხადა -არაფერი, უბრალოდ საეჭვო ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებ -არამარტო შენ -ეგ როგორ გავიგო? -ჩვენი დამშვიდობების დროა.კითხვაზე არც მიპასუხა ისე დამემშვიდობა და უკან გაბრუნდა.მე კიდე სახლისკენ წავედი სადაც მომღიმარი დედა მელოდა,ალბათ ეგონა რამეს ვეტყოდი, ბოლოს და ბოლოს ბიჭთან ერთად დამინახა,რაც არაა ხშირი. -არაფერია. მშვიდად ვუპასუხე და სახლში შევედი -და ის ბიჭი ვინ იყო? არც დედა ჩამომრჩენია -არავინ საინტერესო. -ანუ? -ჩემი ახალი კლასელია, უბრალოდ კლასელი. -სასიამოვნო გარეგნობა აქვს.... უნდა ვაღიარო სიმპატიურია - ალბათ, არ ვიცი..... მაგრამ მე არ მომწონს,ახლა კი გთხოვ დავისვენებ რო ბევრი სასწავი მაქვს. -ანამ დარეკა საღამოს ეცლებაო? -კარგი დე მე თვითონ შევეხმიანები, მადლობა რო მითხარი. ანა ჩემი დაქალია, ერთი წლით ჩემზე უფროსი, მოუცლელობის გამო ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს,არადა ერთმანეთზე ვგიჟდებით, არაბიოლოგიური დებივით ვართ, ზოგჯერ კი ვერც ვხვდები რომ ის ჩემი და არაა,უსიტყოდ ესმის ჩემი და მე მისი. გარეგნობითაც ვგავრთ ერთმანეთს, შავგვრემნები თაფლისფერი თვალებითა და მუქი წაბლისფერი თმებით,ხასიათით განვსხვავდებით, მაგრამ საერთო ჯამში ვავსებთ ერთმანეთს. საღამოს ანას გავუარე სახლში,შემდეგ კი "სმარტს" მივაშურეთ.არაფერი განსაკუთებული ადგილი არაა იქაურობა, უბრალოდ მე მიყვარს შოკოლადის ბულკი და ჩემს გამო მოდის ანაც ხოლმე. -დღეს რა მოხდა? ანამ მოულოდნელად მკითხა როდესაც ბულკით პირ-გამოტენილი მობილურს დავჩერებოდი. უარის ნიშნად თავი გავაქნიე -დედაშენმა მითხრა...... -რა? ბიჭმა მოაცილაო? -ჰომ,არ მეტყვი? -ახალი კლასელია,სკოლაში გვიანობამდე დავჩი, ისიც იქ იყო, საქმეები ჰქონია, შემდეგ კი სახლში გამაცილა, ეს იყო და ეს. მშვიდად ვუპასუხე და ჭამა გავაგრძელე -ბულკი მოიცდის შენ კიდე დაწვრილებით მომიყევი. ანამ შემომიტია -ხო კარგი, კარგი. გამეცინა და დეტალებში მოვუყევი ყველაფერი -ახლა კი შემიძლია გავაგრძელო მშვიდად ჭამა? -"შოკოლადის ბულკად" გადაიქცევი მალე. სიცილით მითხრა ანამ -დაე შოკოლადის ბულკად ვქცეულიყავი. ხმამაღლა სიცილით წარმოვთქვი -შეშლილო ხმადაბლა არ შეიძლება,ახლა ყველა ჩვენ გვიყურებს. ანას ბუზღუნზე გამეცინა -დატკბნენ შენი სილამაზით.თვალი ჩავუკარი და სალაროსაკენ ვანიშნე,სადაც თაყვანისმცემლების არმია ელოდა -მოგკლავ! -არც კი გაიფიქრო, ახლა კი ადექი წავიდეთ, თორე დედაშენი სადაცაა გადმომირეკავს. სიცილით ვუთხარი და სალაროსკენ წავედი. როგორც გავიგე ჩვენი უკვე გადახდილი იყო, ანას თაყვანისმცემელი "სმარტის" დირექტორის ბიჭი, ხშირად გვანებივრებდა, მაგრამ ჩემი დაქალის გული მაინც ვერაფრით მოიგო. "სმარტიდან" გამოსვლისას ანას თავის ახლობელი შეხვდა,ამიტომ ცოტახნით შეყოვნდა მე კი გარეთ დავუცადე, დედაჩემმაც არ დააყოვნა, დამირეკა. -მალე მოვალ დე უკვე გზაში ვარ.დავამშვიდე ლენა -წავედით? -კი.ანას ხელკავი გავუკეთე და გზას გავუდექით სახლში მისულს მამამ შენიშვნა მომცა დაგვიანებაზე,არ უყვარდა ჩემი ასეთი ქცევა და სულ იმას მიმეორებდა ლამაზი გოგო ხარ და ერიდე გარეთ გვიან სიარულსო, მე კი ყოველ ჯერზე ვპირდებოდი არ დავიგვიანებ მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი, ვიკამათეთ, გაბრაზებული კი ჩემს ოთახში შევიკეტე.დასაძინებლად ვემზადებოდი, როდესაც შეტყობინება მივიღე უცხო ნომრისგან. "-ტკბილი ძილი" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.