შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონტე-კარლო (2თავი)


9-04-2017, 19:46
ავტორი Tuska
ნანახია 1 356

სიბნელეში იდგნენ დემიენი და ელინი.ღამის არ ეშინოდა გოგონას,პირიქით,დღის ნათელს ასეთ სიბნელე ერჩივნა.პატარაობაში ყოველ საღამოს,ის და მამამისი სასეირნოდ გამოდიოდნენ.იხსენებდა ელინი იმ დროს,როცა შეშინებული თავის პაწაწინა ხელებს მამას შემოხვევდა,იმას როცა ცაზე ანთებულ ვარსკვლავებს ითვლიდნენ.
-ფრენა დღეს საღამოსაა.-თქვა დემიენმა და სიბნელეში ნაცნობ გზას ელინთან ერთად გაუყვა.არაფერი უთქვამს გოგონას,მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი და სიარული განაგრძო.
თანდათან ფიგურების გარჩევა შესაძლებელი ხდებოდა.მათ წინ ბნელი დერეფანი გამოჩნდა.მთვარის შუქი ღრიჭოებს შორის ნაპრალებში აღწევდა და ყველაფერს მოვერცხლისფრო ელფერს სძენდა.ნათებას გააყოლეს თვალი ასასინებმა და მათ წინ აღმართულ,უზარმაზარ რკინის კარზე დამაგრებულ სენსორზე ბარათები გადაუსვეს.წითელი შუქი უმალ გამწვანდა და კარები გაიღო.დიდ ოთახში შესულებმა სითბო იგრძნეს,სულ მალე კი იქაურობა განათდა.
ოთახის შესასვლელში დიდი შინდისფერი ხალიჩა იყო დაგებული.ცეცხლის ტკაცუნი და მისგან გამომავალი სითბო სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა.ბუხრის თავზე კი ერთი დიდი ვერცხლის შანდალი იდო.ოთხივე მხარეს,კედლებზე უამრავი იარაღი იყო ჩამოკიდებული.ხმლები,ხანჯლები,დანები,ისრები იქვე მდგომ მაგიდაზე კი სხვადასხვა ზომის და ფორმის უამრავი ცეცხლსასროლი იარაღები იდო.ყველა იარაღი უზადო იყო და მეტალის გამოკვეთილი ნაჭრები შუქზე ლაპლაპებდნენ.ელინი რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია და თითები ბასრ პირებს შეახო.კედლიდან მბზინავი ხმალი ჩამოხსნა და კმაყოფილმა ხელში სხარტად აათამაშა.
-კატანა?-იკითხა დემიანმა.
-ასეა.ჩემი ფავორიტია.-ჩაიცინა ელინმა და ისევ ხმალს დახედა.
-საინტერესო იარაღია,მხოლოდ ერთი მოქნევაც საკმარისია მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.
-ძველი წყაროების თანახმად სამურაები კატანის გამოცდას იაპონიის დაბალი ფენის მოსახლეობაზე ატარებდნენ , ხმალი შემდგარი და დასრულებული მაშინ იქნებოდა თუ კი ერთი მოქნევით ადამიანს შუაზე გააპობდა.
დემიენმა სწრაფად დაავლო ხმალს ხელი და ელინს მოუქნია.გოგონა მოხერხებულად გახტა გვერდზე და იარაღი მოამხადა.მათი ბრძოლა ცეკვას გავდა,ყოველი ნაბიჯი განსაკუთრებულად იყო გათვლილი.მეტალისს მეტალზე შეჯახებამ უცნაური ხმა გამოსცა.
-ყოჩაღ-თქვა დემიენმა და ხმალი ისევ მოიქნია.ხმალს მისი იარაღი დაუხვედრა ელინმა და ახლა თვითონ შეუტია მოწინააღმდეგეს.უდაო იყო ორივე უნაკლოდ იბრძოდა.ჰაერი ელინის მიერ მოქნეულმა ლითონმა შხუილით გააპო.დემიენმა მოახერხა და გოგონას უკანა მხრიდან მოექცა.უმალ მოტრიალდა გოგონა და ხმლის ვადა მაგრად ჩაბღუჯა.
-გავიმარჯვე-მხიარულად წამოიძახა დემიენმა და ელინს ყელზე მიბჯენილ ხმალზე ანიშნა.
-ასე არ ვიტყოდი-ჩაეღიმა გოგონას და მის იარაღს დახედა,რომელიც დემიენის ფეხს ეხებოდა.
-კარგად იბრძვი.
-შენც.ბრაულო კარგი მასწავლებელია.-ელინმა დემიენს მიბაძა და ხმალი თავის ადგილას დააბრუნა.
-ეს რატომ გააკეთე?-იკითხა უეცრად ახალგაზრდა ასასინმა და გოგონას გადახედა.
-რა გავაკეთე?-დაიბნა ელინი.
-რატომ გახდი ასეთი.ვგულისხმობ რატომ გახდი ასასინი.
ელინს ზღვისფერი თვალები თითქოს ნაცრისფერი გაუხდა.თავი ოდნავ ჩაღუნა.
-ახლა ამის დრო არ არის.სხვა დროს მოგიყვები.
-მაინტერესებს გქონდა თუ...
-მქონდა თუ არა არჩევანი? არა არ მქონია.ახლა კი წავიდეთ.
*****
თვითმფრინავში ავიდნენ და თავიანთი ადგილები დაიკავეს.გვერდიგვერდ ისხდნენ.გაკვირვებული უყურებდა ელინი სტიუარდესას რომელმაც უკვე მეოთხეჯერ მიუტანა წყალი დემიენს.დემიენიც ფართო ღიმილით შეჰყურებდა ქალს.
-რა არ გასვენებს?-სიცილით ჰკითხა ელინმა და დემიენს წყლის ბოთლი ააცალა.
-ნახე რა გოგოა-ჩაიქირქილა დემიენმა და მზერა მიმავალ ქალს გააყოლა.
სიცილით გააქნია თავი ელინმა და სავარძელზე კარგად მოკალათდა.რამდენიმე საათში თვითმფრინავი დაეშვა.
-მონაკოში აქამდე ყოფილხარ ნამყოფი?-იკითხა დემიენმა და შვიდი ცარიელი წყლის ბოთლი სიცილით ჩაყარა ნაგვის ურნაში.
-არა,პირველად ვარ.ახლა მონტე-კარლოში ვართ არა?
-ასეა.მონტე-კარლოში ხშირად იმართება რბოლები.-კმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა დემიენმა.
-და შენ რათქმაუნდა არ აპირებ მათში მონაწილეობას.
-რათქმაუნდა ვაპირებ.ახლა კი ჩემო ძვირფასო ასასინო,ჩვენი ქურდის ადგილსამყოფელი დაფიქსირდა აქვე ახლოს.სასტუმროში წავიდეთ და მოვემზადოთ.დღეს ნამდვილად კარგად გავერთობით.
-სად მივდივართ?
-კაზინოში.-თქვა დემიენმა და ტაქსი გააჩერა.



№1  offline წევრი talia

ძალიან მომეწონა, დიდი ხანია ვეძებ ასასინებზე რამეს და ნორმალური ძლივს ვიპოვე. მადლობელი ვიქნები თუ განაგრძებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent