მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...12...
აბა გაიღიმე ჩემო ლამაზთვალებავ-სასწავლებლის კართან მისულს ნინიმ მიუგო-ამ დღეებში მემგონი 20 წლია სიცოცხლე მოგაკლდა.ხომ უნდა ავინაზღაურო...აბა გაიცინე მიდი ჰა... ხედავ ლაშიკო გვიახლოვდება,ნეტავ ახლა რით ვასიამოვნო?-სასაცილოდ გაფშიკა ტუჩები,ცალი მუხლი ჩატეხა და წარბი აწია,ქეთამაც ვეღარ მოითმინა და გაიცინა. -პრივეტები გოგოებოოო... აბააა სად დაიკარგეთ რომ აღარ ჩანხართ ტო? დაგვაკლდით.-მრავლობითში ლაპარაკობდა მაგრამ ისევ ქეთას უყურებდა მხოლოდ -შენ ეი,აქეთ ვარ,მხედავ?-ხელების ფართხალი დაიწყო ნინიმ- ახლა აქედან გაქრი რა თორემ...-ვეღარ დაამთავრა სათქმელი, რადგან კარებში გეგა და ირაკლი დაინახა,თავი უცბადვე შემოაბრუნა და ლაშას კისერზე ჩამოეკიდა,ერთდროულად ორი წყვილი თვალის მზერა და გეგას გაფართოებული თვალები მიიღო, რომელიც კიდევ ორ წყვილ თვალს უდრიდა. -ნიინ? რამე ხდება და არ ვიცი?-ძლივს მოახერხა ლაშამ კითხვის დასმა -ხო ნიინ,რამე გამოგვრჩა?-ახლა უკვე გეგამ გაიმეორა კითხვა. ირაკლიმ ჩუმად გახედა ქეთას, შეუმჩნევლად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ნინიმ კი ისე შეხედა ბიჭებს თითქოს მხოლოდ ახლა დაენახოს ისინი. -ვაა გეგა?! უი იკა... პრივეტები ბიჭებო როგორ ხართ?- კიდევ არ ეშვებოდა ბიჭის კისერს-გაიცანით ეს ლაშიკოა,ეს კი- მიუტრიალდა ლაშას- ჩვენი ბიჭები არიან,უფრო სწორად იყვნენ- მოღუშულმა გახედა ისევ ირაკლის და ქეთას.-ეს ირაკლია სიხარულო,ეს უცნაური შესახედაობის,ადამიანის პროტოტიპი კი გეგა,ასე უწოდებენ-მხრები აიჩეჩა და ბიჭებს გაუცინა. გეგამ კი თვალები გადაატრიალა და ახლა ლაშას მიუტრიალდა -ვინ ხარ და გოგოებთან რა ურთიერთობა გაქვს?-დაჟინებიით ჩააშტერდა გეგა. ის იყო ქეთამ პირი გააღო რომ ეთქვა ჯგუფელიაო, როცა ნინიმ დაასწრო -აუუუუუ-მოჩვენებით გაიბუსხა ნინი და ფეხები სასაცილოდ ააბაკუნა-გვინდოდა შენთვის გვეთქვა, მაგრამ შეგვეშინდა,ჩვენ მოკლედ.... ანუ... -ხელოვნურად დაებნა ენა გოგონას- ერთად ვართ რა-დაამთავრა სათქმელი და ლეკვის თვალებით შეხედა გეგას,გულში კი ლამის ფეიერვერკები გაუშვა,ისე უნდოდა გადაეხარხარა რომ გრძნობდა მალე თავს ვეღარ შეიკავებდა.გეგა? გეგა გაწითლდა,გაფითრდა, თვალები დაუმრგვალდა,ხელები მომუშტა. -შენ გოგო სულ შეიშალე?-ისე იღრიალა,ეზოში შეკრებილი ბავშვების ზუზუნიც კი ჩაახშო. ირაკლი გვერდით დაუდგა გეგას და მხარზე ხელი მსუბუქად დაკრა. ლაშას ლამის თავის ნერწყვი გადაცდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა, როდის მოასწრეს ნინიმ და მან ჯერ დამეგობრება და მერე შეყვარება. რაც ბიჭს თავი ახსოვს ნინი სულ თავიდან იშორებდა და თუ გამონაკლისი მოხდებოდა და დაელაპარაკებოდა, ისიც ძაან აგდებულად. პირი გააღო და ძლივს ამოუშვა ასოები -ნინი.. ეს... როგორ მოხდა? -მე რას მეკითხები თავად არ იცი?-მიუგო გოგონამ და თან გულში ფიქრობდა ამას ხომ ვერასროს ვერაფერში გამოვიყენებო.-შენი დუმილი მაოცებს,შენი ღიმილი კი...- დაამატა ნინიმ, ქვედა ყბაზე ხელი მოკიდა და ლოყაზე აკოცა. -აუ გავაფრენ ახლა-უკან დაიხია გეგამ და თმებში ხელი შეიცურა. -კაი გეგა დამშვიდდი ბიჭო,გავარკვიოთ.-უთხრა ირაკლიმ შემდეგ კი ლაშას მოუბრუნდა-წამო ერთი წუთი რა,დავილაპარაკოთ. -ნინ გეყოფა რა-გადაულაპარაკა ქეთამ -ოო კარგი რა, ამ ბოლო დღეებში იმდენი ნეგატივით დავიტვირთე, ახლა თუ ბევრი არ ვიცინე და ისევ არ გავიხანგრძლივე ჩემი შემოკლებული სიცოცხლე...- სათქმელი ისევ გაუწყდა რადგან ამჯერად თორნიკე შეეამჩნია. -გამარჯობათ ხალხნო როგორ ხართ? -კარგააად-გაეწელა ნინი -რაზე მოხვედი?უშენოდ კარგად ვართ,როდიდან ზრუნავ ბიძაშვილზე? -მიაყარა და ზურგი აქცია -შენთან არც მოვსულვარ კუწკუწა-თმები აუჩეჩა ბიჭმა და ლაშას გახედა. -ლაშიკოო მოიფიქრე? -რა უნდა მოიფიქროს? -დაინტერესდა გეგა -იცი რა მაინტერესებს, ეს გენეტიკურია?-ვეღარ მოითმინა საწყალმა ლაშამ-ჯერ იყო და შენ გამომეცხადე შენი არაორდინალური იდეით,ახლაა და ამ შენ ბიძაშვილს ისე ამოსსის მზე და მთვარე ჩემზე,თავი პოლივუდის სცენაზე მეგონა-მიაყარა ნერვებმოშლილმა-ვინმე გამაგებინებს რა ჯანდაბა ხდება? -დაამატა ბოლოს. ყველა გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს. ირაკლის,გეგას და ლაშას ვერ გაეგოთ რა ხდებოდა,ნინი და ქეთა მოსალოდნელი რეაქციის შიშით იყვნენ აწურულები, თორნიკემ კი ყველაფერი გაიაზრა და ისტერიული სიცილი ატეხა. -შენ არ თქვი მაგარი გოგოაო?-მიუტრიალდა გეგას,როცა სიცილს მორჩა- მიდი აბა და გაიგე ახლა რა უნდა.- თქვა და ხელახლა გადაბჟირდა. -აუ ჩემიი- გაეცინა ირაკლის და თმებზე გადაისვა ხელი -ნინიიიიი!- დაიყვირა გეგამ -აუ რას ყვირი ერთი გამაგებინე რა. რა შენი საქმეა მე ვის რას ვეტყვი. შენ სულელი იყო და ყველაფრის გჯეროდეს პატარა ბავშვივით,ჩემი ბრალია?-ელვის სისწრაფით ჩაარაკრაკა ნინიმ და ისე,რომ ერთიც არ ამოუსუნთქია ლაშასკენ მიბრუნდა-შენ კიდე ვერავინ გამოგიყენებს მართლა,რა იყო ბიჭო გოგო ვარ,კატა ხომ არა,არ შეგეძლო უბრალოდ თავი დაგექნია? ნურაფერს იტყოდი უბრალოდ თავი ხო გიმოძრავებს მაგ კისერზე? აუ მართალი ვიყავი რომ გიშორებდი რა.-მიალანძღა ლაშა და ახლა თორნიკეზე გადავიდა- შენ კიდე,შენნაირი ნათესავი უნდა ინატროს ადამიანმა,მეორედ არ გავიგონო რამე მთხოვო,გეფიცები...- სათქმელი ვეღარ დაამთავრა, როცა მისკენ წასული გეგა დაინახა.-გეგა! გეგა! არ მომეკარო. იკაკოოოოო შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია,მომაშორე ეს ვირთხა რა. -უნდა დაისაჯო-კბილებში გამოსცრა გეგამ,გოგონას ხელი მოკიდა,ზურგზე გადაიდო და მანქანისკენ დაიძრა. -დეგენერატო,იდიოტო,როგორ ბედავ? ქეეეთუსაა-ახლა დაქალს თხოვა-ქეეთ ამ ცხოველს უთხარი გაჩერდეს თორემ მოვკლავ. -კიდევ რომ იმუქრება-მოჩვენებითი სიბრაზით დაიყვირა იკრაკლიმ და სიცილი აუტყდა,თორნიკე და ქეთაც აყვნენ. ლაშამ კი გიჟები ხართო,ხელი ჩაიქნია და იქაურობას გაცილდა. ლექციებზე მოწყენილი იჯდა ქეთა,ფიქრობდა მშობლებზე,მამა მისთვის ყველაფერი იყო,ცდილობდა ყველაფერში დამსგავსებოდა,ბაძავდა. მუდამ იმას აკეთებდა რასაც მშობლები ეტყოდნენ,რადგან არ უნდოდა მათი ჯერ კიდევ გატეხილი გული უფრო ეტკინა. ცდილობდა სამაგალითო ბავშვი ყოფილიყო, სკოლაც წარჩინებით დაამთავრა,უნივერსიტეტშიც მაღალი ქულებით ჩაირიცხა,პროფესიის არჩევაშიც მშობლებს დაუჯერა, მიუხევად იმისა,რომ თავად არ სურდა,მაგრამ ახლა? ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო,ირაკლი არ ეთმობოდა,რატომ უნდა დაეტოვებინა მარტო, როცა თავის სულს ხედავდა მასში. ღრმად ამოისუნთქა,დარდი და ტკივილი ამოაყოლა თან,აუდიტორიას თვალი მოავლო და ფანჯრისკენ მჯდარი ანდრია შენიშნა. უცნაურია, მაგრამ ადრე მის გარეშე ვერ შეეძლო,მისა და ნინის გარეშე,ახლა კი უყურებდა და მასში ძველ ანდრიას ეძებდა,თითქოს სულ შეიცვალა,მის ნაცვლად სხვა ადამიანი იჯდა,ადამიანი რომელიც თავისი სურვილის მისაღწევად ყველაფერს იზავდა. იმ წამს უარყოფითი გრძნობა იგრძნო ანდრიას მიმართ,ცოტა ეგოიზმიც რადგან ვახტანს ის მოწონდა და არა იკა. ლექციის დამთავრებისთანავე გარეთ გამოიქცა. არ იცოდა სად წასულიყო,ნეტავ შეიძლებოდეს,არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც გრძნობებიც დაგტოვებს,ემოციებიც და საერთოდ ყველაფერი,ფიქრობდა თავისთვის,თან გარემოს ათვალერებდა. ტელეფონი მოიმარჯვა და ნინისთან დარეკა -ალო,გეგა ნინი დამალაპარაკე რა -არ შემიძლია ქეთ,დასჯილია. ოთახშია და ვერ გამოდის. -კი მაგრამ ჩაკეტე? -არა. საიდან მოიტანე? უბრალოდ ტანსაცმელი არ აქვს,ვეუბნევი ჩემიც გიხდებათქო მაგრამ არ ესმის,არ მოწონს. -გეგა ტანსაცმელი სად აქვს,არ გადამრიო ახლა!-შეშფოთება დაეტყო ხმაში გოგონას -კარგი რა რძალო,მასეთი არაკაცი გგონივარ? სულ შემთხვევით გადაექცა წვენი-ტელეფონშიც კი ისმოდა ჩაცინების და ნინის ყვირილის ხმა -შემთხვევით? კარგი კარგი..დღეს მაგასთან ვრჩებოდი და... მოიცა თათიას რას ეუბნევი მერე? -ამასთან ვერ გეტყვი,გამითამამდება...კარგად ქეთ -კარგად.-ტელეფონი გათიშა და კიდევ ერთხელ გადახედა გარემოს. -წამოდი ქეთი სახლში გაგიყვან-ვერც გაიგო ისე მიახლოებოდა ანდრია -რა??-დიდი ხნის სიჩუმის და დაკვირვების მერე უთხრა ქეთამ-შენ კარგად ხარ?ახლა თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია ეგ შენი ღირსება,თუ თუ საერთოდ შეიძლ3ბა ვუწოდოთ, წადი თავი დამანებე. როგორმე მე გადავწვყვიტავ ვისთან როდის უნდა ვიყო.-ნერვები მოეშალა ქეთას და წასვლა დააპირა, მაგრამ ანდრიას მკლავმა შეაჩერა -ყველასთვის ასე აჯობებს და ნუ ჯიუტობ,მაინც არაფერი გამოგივა. ქეთა მიხვდა რომ ჯიუტი ლაპარაკით მხოლოდ საკუთარ თავს მოუშიდა უფრო ნერვებს. ამიტომ სხვა ტაქტიკას მიმართა -ხოო?და რატო ვითომ ანდრი?-ირონიულად გადახედა გვერდით მდგომს -იმიტომ, რომ მიყვარხარ და არ დავუშვებ იმ ახვართან იყო.-მშვიდად მიუგო ბიჭმა -რას მელაპარაკები,მართლა? ირაკლიზე ამბობ მაგას? და შენ ვინ ხარ? ამიხსენი ვი ხარ??-წარბის აწევით აღნიშნა -ქეთა ნუ მეთამაშები. წააგებ იცოდე-კბილებში გამოსცრა ანდრიამ -ხოო? რას იზავ? წახვალ და მამაჩემს მიურბენინებ ახალ ამბებს ანდრი? მამაჩემი შოკოლადებს გაძლევს მერე? -კი,დიდ ლამაზ მოსიარულე თოჯინას, რომელსაც შოკოლადის სუნი აქვს და ქეთა ქვია-ახლოს მიიწია და თვალებში ჩააშტერდა. გოგონას ნერვები უკვე ძაფზე ეკოდა,წამით გაიხედა გასასვლელისკენ,ირაკლი და თოკო დაინახა მისკენ მიემართებოდნენ,გვერდულად ჩაიცინა და ისევ ანდრიას გაუსწორა მზერა -შორიდან დატკბობა მოგიწევს ძვირფასო ეგ შოკოლადის თოჯინა,როგორც უწოდე სხვისია. აი სხვისი კი შენი ვერასოდეს გახდება.-მოჩვენებით გაბუსხა ტუჩები,შემდეგ კი ფართოდ გაუღიმა -არც სხვისი არაა,ამიტომ ჩემი გახდება. მასე გააგრძელე და ვერც მიხვდები ისე აღმოჩნდები ჩემი, ჩემთან.-ირონიულობა არ დააკლო ბიჭმაც. გოგონამაც ვეღარ მოითმინა უკვე ვეღარ ჩერდებოდა. ბიჭებიც უახლოვდებოდნენ უკვე -გინდა რაღაც გაჩუქო?-მხიარულად მიმართა,ცოტა დაიცადა და მარჯვენა ხელის ხუთივე თითი, მთელი ძალით დაატყო ბიჭის ლოყას-აი ესეც შეგიძლია უთხრა მამაჩემს-დაამთავრა,მიტრიალდა და ირაკლისკენ გაემართა. -განანებ-მიაძახა ბიჭმა თუმცა ქეთა აღარ უსმენდა. ხელები გაშალა გოგონამ და მთელი ძალით ჩაეხუტა ირაკლის,ამ უკანასკნელმა კი გაკვირვების გამო ძლივს მოახერხა ხელები მოეხვია -ქეეთ,მგონი დაგავიწყდა რომ საჯაროდ აღარ ხართ ერთად-ჩაახველა თორნიკემ და ცინიკურად გაიღიმა -არ დამვიწყებია, ძალით დავივიწყე. არავის აზრი აღარ მაინტერესებს -იმაზე საშიში ხარ ვიდრე მე მეგონა,უნდა გიფრთხილდე-მოჩვენებითი სინანულით გადააქნია თავი და შენობისკენ დაიძრა,ლანა უნდა ვნახოო. ირაკლიმ მაღლიდან ჩამოხედა,კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში -იმას რა უნდა?-ზიზღით ჩაილაპარაკა ბიჭმა -არაფერიიკა,გთხოვ-თვალებით შეევედრა ქეთა -ჰმ...გცალია ხომ?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა ბიჭს -კიი,რამე ხდება?-ინტერესიანი თვალები შეანათა გოგონამ. ირაკლის აღარაფერი უპასუხია ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. მანქანაში ჩასვა,ღვედიც თავად შეუკრა შემდეგ კი მანქანა ადგილიდან დაძრა. -სად მივდივართ?-ვეღარ მოითმინა თვაურმა -ნახავ-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ. მამქანა ქალაქს გაცდა,გვერდით ხეები მიცურავდნენ,თავბრუ დაეხვა ქეთას ფანჯარაში ყურებით,წინ გაიხედა,ვერც ასე მოისვენა. ირაკლის გახედა,მისი პროფილის შესწავლას შეუდგა,სახეზე ღიმილი გადაკვროდა,ახლა უფრო კომფორტულად იგრძნო თავი,სავარძელში მოკალათდა და უფრო უკეთესად მიაპყრო მისი თაფლისფერი თვალები ბიჭს -დიდხანს უნდა მათვალიერო?-არ შეტრიალებულა ისე კითხა ბიჭმა. ცოტა უხერხულობა იგრძნო ქეთამ,უკმაყოფილოდ ამოისუნთქა -არ მოგწონს?-თვალების ციმციმით კითხა -კი,ძალიან.. მაგრამ მე რომ გიყურებ ეგ უფრო მომწონს-სახე შეატრიალა თვალი ჩაუკრა და ხელზე აკოცა გოგონას,ქეთამ კიდევ შეხედა,ცოტა ხანი უყურა, წამოიწია ლოყაზე მიადო ნაზად ლოყები და სუფთად,ფაფუკად აკოცა. -მიყვარხარ-პასუხად მიიღო მონატრებული სიტყვები,სხეულში სითბო ჩაეღვარა,ემოციები მოაწვა,სახე გაებადრა. უნდოდა ის დღე აღარ დამთავრებულიყო,უნდოდა ასე დაუსრულებლად მჯდარიყო,ეყურებია საყვარელი ადამიანისთვის და მოესმინა მისთვის საყვარელი სიტყვა მხოლოდ მისგან. თვალები ცრემლებით აევსო,თვალები მაგრად დახუჭა,თავი გააქნია -თუ მომავალშიც გეყვარები, როცა გეყვარები,გთხოვ არასოდეს დამტოვო,არ მიმატოვო,რაც არ უნდა მოხდეს,თუ გეყვარები არ მიმატოვო-ცრემლები წამოუვიდა გოგონას,ბიჭს მიეხუტა ძლიერად,მისთვისაც უნდოდა გარზიარებინა გულში ბობოქარი გრძნობები -ადრე გითხარი და ახლაც გეტყვი ჩემო თოჯინა,სანამ შენ არ გენდომება,არ გაგიშვებ-ქეთას სახე მის დიდ ხელებში მოიქცია და თვალებზე მიაკრო ცხელი ტუჩები,ძლიერად ჩაეხუტა და ყურში ჩაჩურჩულა -მიყვარხარ -ახლა რომ მეც გითხრა,მომენტს გავაფუჭებ?-ბიჭის ხელებში განაბულმა კითხა -ახლა ხვდები მე რატომ არ გეუბნეოდი?-გაუცინა ირაკლიმ,ცხვირზე ხელი დაკრა,ოდნავ შეახო გოგონას ტუჩებს თავისი -არ გადავიდეთ? ახლაღა შენიშნა ქეთამ რომ მანქანა უკვე გაეჩერებია,ჩამკეტი გამოსწია და გადმოვიდა -სად ვართ იკა?- აღფრთოვანებულმა კითხა,როცა გარემო მოათვალიერა. მარტო სიმწვანე და არაფერი სხვა,მწვანე ხასხასა ბალახი, შემდეგ სისხლისფერი წითელი ყაყაჩოები, რომლებიც ულამაზესად ერწყმოდა მწვანეს. საამო,სუფთა ჰაერი. საიდანღაც მოჩუხჩუხე წყარო და შუაგულ მწვანეში ხის ქოხი. -არ მოგწონს?-უკნიდან ჩაეხუტა ირაკლი -არ მომწონს? როგორ შეიძლება ეს ადგილი არ მომეწონოს ეს ხომ... ულამაზესია -წამოდი ბილიკს გავყვეთ,იქნებ სად მიგვიყვანოს-გაუღიმა და მანქანიდან ღვინის ბოთლი და ჭიქები ამოიღო -ოჰ,ვატყობ ერთი ბიჭი მომზადებულა-სიცილით აღნიშნა გოგონამ -ქეთ,ჯერ ისედაც დიდად არ გამომდის მსგავსი რაღაცეები და რასაც ძლივს მოვაბი თავი იმასაც ფუჭად ნუ გადაყრი კარგი?-ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა. ბალახი ცოტა ნამიანი იყო,დილის წვიმის შემდეგ, თუმცა ამავდროულად საშინლად სასიამოვნო. სევდიანი, სიცოცხლით სავსე წითელი ყაყაჩო. ისე მიბიჯებდა წყვილი, თითქოს მიწაზე ფეხის დაკარების ეშინიათო. ქოხამდეც მიაღწიეს, შიგნითაც შე იდნენ. ერთ კედელთა დივანი, ბოლოს,გვერდით ბუხარი, პატარა მაგიდა და სკამები,დივნისა და მაგიდის შუა,სქელი ფუმფულა ხალიჩა იყო დაგებული. -ვსო მე აქ ვრჩები-განაცხადა ქეთამ, რაზეც ბიჭმა მხოლოდ გაუღიმა. საიდანღაც შეშა მოიტანა და ბუხარი შეანთო. ქურთუკები გაიხადეს,იქვე დივანზე გადაკიდეს. ბუხრის წინ დაბლა დაჯდა ქეთა,მუხლები მოხარა და ხელები შემოხვია ზედ. ირაკლიმ ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და გოგონას გვერდით დაიკავა ადგილი. რამდენიმე წუთი უსიტყვოდ უყუებდნენ ცეცხლის ენებს, ისევ უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. -ირაკლი რა ვქნათ?-დუმილი დაარღვია გოგონამ -არვიცი ქეთ,მაგრამ არ დაგთმობ არაფრით,თუ შენ არ გენდომება-სევდიანად გადახედა გვერდით ჯდომს -მაშინ ჩვენ გაგვიმარჯოს-ჭიქა აწია და ირაკლის ჭიქას მიადო. -ჩემო გადარეულო გოგო-გაუღიმა და ღვინო მოსვა -იცი პატარა რომ ვიყავი-დაიწყო ქეთამ- ჩემს ნივთებს როგორ ვიცავდი? მახსოვს ერთი თოჯინა მყავდა,განსაკუთრებით მიყვარდა -ჭიქას ჩააშტერდა გოგონა და მოსვა- ლიზამ გამიფუჭა... მთელი დღე მივტიროდი. მამაჩემმა მომიტანა მეორე დღეს ზუსტად ისეთი თოჯინა,მაგრამ ხელი მოვკიდე თუ არა კარს ვესროლე, მე ჩემს თოჯინას არ მივატოვებთქო. ახლაც სახლში მაქვს-ფართოდ გაიღიმა შემდეგ კი გადაიკისკისა - ეე იციი? შენ ჩემი პირველი და ბოლო ბიჭი თოჯინა იქნები...ტაში შემოკრა თავის იდეით კმაყოფილმა და ირაკლის გახედა -რა ვიქნები?-წარბის აწევით კითხა ბიჭმა. -ბუზღუნი არ გამაგონო იცოდე-თითი სასაცილოდ გაიშვირა და კიდევ გადაიკიკისა -დღეს უბრალოდ დავრჩეთ,რომ გათენდეს ღამე... და ასე უბრალოდ ველოდოთ მზეს, დილამდე- ხელი აწია და ქეთას ლოყას მიადო,რამდენიმე წუთი ასე უსიტყვოდ შეჰყურებდნენ ერთანეთს თვალებში. -მე,უბრალოდ შენს მხარზე დაბხუჭავ თვალებს... ოღონდ შენ, უბრალოდ გიყვარდე-მკრთალად გაუღიმა გოგონამ შემდეგ კი დაამატა-ხანდახან ადამიანი ისე უბრალოდ გიყვარდება, ყოველგვარი საერთო ინტერესისა და ბევრი გაცნობა გამოცნობის გარეშე, უბრალოდ ძალიან გიყვარდება და მორჩა. ეს სიყვარული არ საჭიროებს არაფერს, არც განვითარებას, არც არგანვითარებას, ის მზა მზარეული პროდუქტია, რომელიც ჰო, აი ასე, შემთხვევით მოგართვა ცხოვრებამ, ყოველგვარი საფასურის გარეშე და მორჩა. -ხოდა მადლობა, რომ გიპოვე-მიუმატა ბიჭმაც,გოგონა ახლოს მიწია,გულზე აიკრა და მაგრად ჩაეხუტა. -ჩემი თოჯინა-მაღლა აიწია და ცხვირზე აკოცა -ქეთ კარგი რა-გაეცინა ირაკლის და თმები აუჩეჩა... მთელი ღამე ასე ჩახუტებულები გაყურებდნენ სივრცეს,ბევრი ილაპარაკეს,იცინეს, მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ თუმცა მალე ტელეფონის ხმა გაისმა და ირაკლიც იძულებული გახდა ეპასუხა ___________ მიყვარხართ და მიხარიხართ მე თქვენ! მოკლედ ზუსტად ვერ გეტყვით,ჩემო ტკბილებო, მაგრამ ხვალე მემგონი,რომ ვერ დავდებ. . . თუ მოვახერხე აუცილებლად დაგახვედრებთ :დდდდ ერთი დღის ჩავარდნა მექნება ისევ. დიდი ხნით, ვცდილობ არ დავაგვიანო, რადგან მეც ვკითხულობ ხოლმე და მეც ვიცი რა ხილია ლოდინი :დდდ პ.ს. იმედია მოგეწონებათ. შეიძლება ცოტა მშრალი თავია,თუმცა საჭირო იყო. ბევრი მადლობა და უფრო ბევრი ბოდიშიიიი ❤❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.