შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომიცანი(თავი მეორე)


10-04-2017, 00:28
ავტორი Sunny-Sunny
ნანახია 1 468

"როგორ ვპოვო ნუგეში,როცა ტანჯვა-ვაების
გულში ცეცხლი მინთია,ცეცხლის ალი დამწველი..
ახლა რა გზას დავადგე,შეგეყარო სასწრაფოდ,
სულსაც განაცვალებდი,შვილო,რომ მიიღებდნენ." ათას ერთი ღამე

სადარბაზოდან გამომავალმა ნუკრიმ, მუხლებზე დამხობილი ვაჟი რომ დაინახა, ელდანაცემი მივარდა. შიშიმა მუხლი მოჰკვეთა ლამის.
-დაჩი რა გჭირს?ადექი შვილო,რა დაგემართა?_ შეშინებული ხმით ჰკითხა.-ადექი.
მკლავებში ჩაერგო თავი დაჩის, საცოდავად იყურებოდა გაურკვეველი მიმართულებით. ნუკრიმ ააყენა, შემომხედეო ეუბნებოდა და სახეზე უსვამდა ხელებს. ერთიანად გაოფლილი, მხარზე მიყრდნობილი, აიყვანა სახლში.
-დაჩი? რა მოხდა? რა მოუვიდა? _შეშინებული მაიკო მივარდა ვაჟს. ისევ ბოდავდა დაჩი და ცრემლიან წამწამებს აფახულებდა.
_მისი წამალი მომეცი მაიკო,_მიმართა ნუკრიმ და სველი ხელი მოუტყაპუნა სახეზე შვილს.
_აი, გამომართვი,_გამალებით უძგერდა გული ბნედადაცემულ ქალს.
_დაჩი, გადაყლაპე შვილო._ენის წვერზე დაუდო დამაწყნარებელი.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ფრთხილად აახილა თვალი, გონს მოვიდა. გაბრუებული იყო. საწოლზე ჩამომსხდარი მშობლები დაინახა. შეცბა, წამოხტა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. არც იცოდა, როგორ აეხსნა მშობლებისთვის ეს მომხდარი.
-რა მოგივიდა? ვინმე ნახე? როცა დაგინახე დაბლა იყავი ჩაკეცილი და რაღაცას ამბობდი.
-არა, უბრალოდ თავბრუ დამეხვა. ეტყობა ზედმეტი მომივიდა მეცადინეობისას და დავიღალე,შედეგად კი წავიქეცი. ყველაფერი რიგზე მაქვს. _გაფითრებულ ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა.
-გთხოვ... თავს გაუფრთხილდი!შენს მეტი ვინ გვყავს შვილო? ახლა კი წამოწექი და დაისვენე ჩვენ გავალთ._უთხრა მაიკომ და ოთახი დატოვა.
-დაისვენე._ამ სიტყვების შემდგომ ნუკრიც გავიდა ცოლთან, მისაღებ ოთახში და გვერდით ჩამოუჯდა. ტიროდა მაიკო, ამდენ მდუმარე წუხილსა და ვაებას ვეღარ უძლებდა, ერთიანად ამოეხეთქა ფერწასული ძის დანახვაზე ყველა იმ ტკივილს, რასაც გულში მარხავდა. შეებრალა ცოლი ნუკრის, ჰალსტუხი მოუშვა, ცოლს გვერდით მიუჯდა და მიიხუტა.
-გჯერა?_ეჭვნარევი ხმით კითხა ქმარს _გჯერა, რომ უბრალოდ გადაღლილობისგან არის გამოწვეული მისი ეს საქციელი?
-კი,მჯერა. მჯერა რომ დაიღალა,მაგრამ არა სწავლისგან. ლოდინმა დაღალა. ეს ყველაფერი მის თვალწინ მოხდა მაია, ამიტომ ასეთი რეაქცია არ მაკვირვებს.
ცოლს ცრემლები მოწმინდა და გულზე მიიხუტა.
დაჩის თვალი არ მოუხუჭავს. შუადღის სამი საათი სრულდებოდა, როდესაც საწოლიდან წამოდგა. სამეცადინო მაგიდას მიუჯდა და დღიური გამოიღო.დღიური შავი ფერის იყო,ტყავის ყდით. გადაშალა და ჩანაწერების კითხვა დაიწყო.შემდგომ თავი მაღლა ასწია და იქვე ჩარჩოში ჩადებულ ნიკას სურათს შეხედა.
-უკვე ორი წელია,მალე ორი წელი შესრულდება. ძმაო... თითქოს, ყელში ბუშტი გაეჭედა, სიტყვა ვეღარ თქვა .
-დაჩი.რას აკეთებს?_ჰკითხა კართან ჩუმად მდგარმა მაიამ.
იმწამსვე დახურა დღიური და დედას გახედა.
-ვფიქრობ.
-რაზე ?
-დედა, უკვე ორი წელი სრულდება. ორი წელი და სიახლე არაფერია._ ეს თქვა და მუჭი შეკრა.
- ჰო, სიახლე არაფერია. არც პოლიციიდან გვირეკავენ. უკვე აღარაფერს არ ველოდები. რამდენჯერ მივედით, რამდენჯერ მაგრამ პასუხი ერთი და იგივეა._შვილს ხელები შემოხვია მხრებზე და ჩაეხუტა._ ხვალ ნიკას წლისთავია. უნივერსიტეტიდან რომ მოხვალ მის საფლავზე გავალთ.შეეცადე ადრე განთავისუფლდე და არ დაგავიწყდეს.ვიცი რომ გახსოვს მაგრამ მაინც შეგახსენე.ახლა კი გამოდი ,დილიდან არაფერი გიჭამია. წამოდი.
შვილს მკლავზე მოქაჩა და ოთახიდან გავიდა.
-არ დამავიწყდება დედა. მათ ჩემი სული წამართვეს, ამას არასოდეს დავივიწყებ. _ გამჭოლი მზერა ფანჯარას მიაპყრო. გარეთ საშინლად წვიმდა, მზიანი დღე საშინელი ღრუბლებით დაფარულიყო. ასეთი ამინდი უყვარდა,საშინლად უყვარდა. წვიმისას ფანჯარასთან ჯდებოდა და გარეთ იყურებოდა. მაგრამ ხალხს კი არა,წვიმის წვეთებს უმზერდა. უყვარდა ის მოქუფრული ცა,რომელიც მის მაგივრად ტიროდა.
სამზარეულოში გავიდა. სადილით გაეწყო სუფრა მაიას. სიჩუმე ნუკრიმ დაარღვია.
-დილით ისეთი კარგი ამინდი იყო, მეგონა ერთად გავიდოდით სადმე და გავისეირნებდით, კვირა დღე ხომ ყველას თავისუფალი გვაქვს, მაგრამ უცებ ისე მოიღრუბლა... იმედია ქალაქი არ დაიტბორება.
-არადა, დღეს მზე იყო გამოცხადებული_მწუხარე ხმით თქვა მაიკომ. დაჩის გაეღიმა.
-ხომ იცით, რომ ამინდის პროგნოზი არასოდეს არის სწორი. მაგათ მარტო ილაპარაკონ და ეგაა.
- ჰო მართლა, პური აღარ გვაქვს,გაგვთავებია. ჭამას რომ მოვრჩებით ჩადი ნუკრი და ამოიტანე.
-მე ჩავალ, თან ცოტას გავივლი სუფთა ჰაერზე.არ მინდა სახლში ჯდომა.უკვე მოვრჩი _თქვა დაჩიმ და უცებ წამოხტა.
-აქ დაეტიე,სად უნდა გახვიდე ამ თავსხმაში,თან წეღან ცუდად იყავი. მოდი დაჯექი.
-არა დედა, კარგად ვარ._ კურტკა შემოიცვა და გავიდა.
-თავი გაანებე, გარეთ გავა სუფთა ჰაერზე,ასე ჯობს.
საწვიმარი პლაში მოიცვა და გავიდა დაჩი. წვიმაში ნელი ნაბიჯებით მიდიოდა.ქუჩაში არავინ იყო. ნაცრისფერი დღე ეწყობოდა მის განწყობას. წყლის დაბალ გუბეებში ამღვრეულ ნაკვალევს დაჰყურებდა. უახლოეს მაღაზიაში, პური იყიდა და უკან ბრუნდებოდა, როდესაც რკინის ბოძზე გაკრული ფურცელი შენიშნა ბიჭის სურათით. დაინტერესდა, ახლოს მივიდა.
" დაიკარგა დავით ვაშაყმაძე,გთხოვთ, თუ სადმე შეამჩნევთ დაგვიკავშირდით ამ ნომერზე..."
-ამ ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დაიკარგა._ჩაილაპარაკა თავისთვის და გზა გააგრძელა. არაბულები ზემო სამგორში ცხოვრობდნენ, თექვსმეტ სართულიან შენობაში,რომლის შესასვლელშიც ქარი, ხშირად ისეთი სიმძლავრით უბერავს, მანქანის გაჩერებაც უჭირთ. პური თხელ პარკში ეწყო.სადარბაზოს რომ მიუახლოვდა ქარმა ისე ძლიერ დაუბერა,რომ პარკი გაწყდა და ერთი პური ტალახში ჩავარდა,დანარჩენი ორის დაჭერა კი მოასწრო.
-ჰაჰ,მადლობა._ჩაილაპარაკა და ტალახიანი პური აიღო. უმნიშვნელოდ იყო კიდეში დათხვრილი. იქვე ძაღლები მიმალულიყვნენ გადაფარებულ ჟესტთან. დათხვრილი პური მათ დაუდო,გადაგდება დაენანა.
-პური პარკში არ ჩაგიდეს?
_ჩამიდეს,მაგრამ ქარმა გაწყვიტა. ერთი ტალახში ჩამიგდო.
მაიას სიცილი აუტყდა.
- კარგია რომ ქარმა შენც არ გადაგისროლა, მე ერთხელ სადარბაზოში ძლივს შემოვედი.
-ჰა, ჰა. შარვალს გამოვიცვლი და მოვალ, ტალახით დამეთხვარა.
სასტუმრო ოთახში დივანზე მჯდარი, გაზეთს ჩაჰკირკიტებდა ნუკრი, დაჩი ტელევიზორის წინ მოკალათდა და პულს დასტაცა ხელი. მაიას ყავა გაემზადებინა. ჰარმონია სუფევდა, არავინ ცდილობდა იმ ტკივილის გამოხატვას, რომელიც გულს უღრღნიდათ. ტელევიზორი ჩართული იყო,მაგრამ დაჩი ისევ ფანჯარაში იყურებოდა.
იმ დღეს ნახევარი ღამე თეთრად გაათენა. დაახლოებით, გამთენიის ოთხი საათი იქნებოდა,როდესაც ჩაეძინა. დილით 9 საათზე გაიღვიძა და სასწავლებელში წასასვლელად გაემზადა. თავისთვის ყავა გაიმზადა და პატარა თერმოსში ჩაასხა წასაღებად.მაიაც და ნუკრი უკვე წასულიყვნენ. დედის გამზადებული საუზმე გემრიელად მიირთვა და სახლიდან გავიდა. გაჩერებაზე ისევ ის განცხადება შეამჩნია და ჩაფიქრებული მეტროსკენ გაემართა.
-დაჩიი! დღესაც შეგხვდი. _ მხარზე ხელი წამოარტყა გიორგიმ.
-სალამი გიო. საით გაგიწევია?
-უნივერსიტეტში. ვამთავრებ წელს და მიხარია, ასე ადრე აღარ მომიწევს ადგომა,დავისვენებ ხოლმე _გაღიმებული სახით უთხრა მეგობარს._შენც უნიში მიდიხარ ხომ? ერთი გზა გვაქვს წამოდი,რუსთაველამდე ერთად ვართ.
დაჩის ისევ გაეღიმა. ზოგადად,მარტო ყოფნა უყვარდა, მაგრამ ძველ მეგობარს პირს ვერ აუკრავდა და ვერც უხეშად მოიშორებდა,ამიტომ მდუმარედ მიჰყვებოდა. გიორგი კი შეუჩერებლად ლაპარაკობდა.
-რაზე სწავლობ?
-იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ხომ იცი იმდენს ვლაპარაკობ ხსხვა პროფესიას ვერც კი ავირჩევდი.
რუსთაველის გაჩერებას რომ მიუახლოვდნენ,გიორგიმ დაჩის ხელი დაუქნია,დაგირეკავო უთხრა და წავიდა.
კრიმინალური ფსიქოლოგიის ლექციაზე, მერხზე დადებულ, სქელყდიან წიგნში, მისი ყურადღება ერთმა ნაწილმა მიიპყრო: "არსებობს დანაშაულებრივი ქცევის პროგნოზები, რომელთა მიხედვითაც ადამიანებს ჰყოფენ ოთხ ჯგუფად:
1.პირები რომელიც დადებითად ეკიდებიან ქცევის წესებს.
2.პირები, რომლებიც კანონებს პასუხისმგებლობის შიშის გამო არ არღვევენ.
3.რთულ სიტუაციებში არღვევენ კანონს, მაგრამ ცდილობენ აარიდონ თავი პასუხისმგებლობას.
4.პირები რომლებიც საერთოდ არ აცნობიერებენ დანაშაულის ჩადენის შემდგომ შედეგებს.
-შენ რომელი ხარ? მესამე თუ მეოთხე?მაინც გიპოვნი.ჯერ ყველაფერი წინაა._ფიქრობდა თავისთვის.
ლექციის შემდეგ საათიანი შესვენება ჰქონდა,ამიტომ გადაწყვიდა გადაშლილ წიგნს "დამნაშავეთა ფსიქიკა" კიდევ ჩაღრმავებოდა. თერმოსი ამოიღო და ქაღალდის ჭიქაში ჩამოასხა ყავა. აუდიტორიას რომ მოავლო თვალი, მის წინ მდგარი გოგონა შენიშნა. გაურკვევლად გახედა, გოგომ ჩაუარა და მიესალმა. დაჩიმაც გაუღიმა და გამარჯობაო უთხრა. ეს ანა იყო,ადრე რამდენჯერმე დაეხმარა დაჩი და გაურკვეველი თემები აუხსნა. მას მერე ანა ყოვეთვის თბილად უღიმოდა. შესვენებამაც და ლექციამაც უსწრაფესად ჩაიარა. საათს რომ დახედა თორმეტი სრულდებოდა. სახლში უნდა წასულიყო. ორზე სასაფლაოზე უნდა გასულიყვნენ.
სახლში მისულს შავ სამოსში გამოწყობილნი დაუხვდნენ მშობლები.საჭმელიც გაემზადებინათ და მანქანაში ჩაედოთ. ნიკა კუკიას სასაფლაოზე იყო დამარხული. საშინელი დღე იყო. მიუხედავად იმისა,რომ მზე ანათებდა და ბუნებაც ნელ-ნელა მწვანდებოდა ,რადგან გაზაფხული დაწყებულიყო,მაინც უღიმღამო დღე იყო.სასაფლაო_გაყუჩებული ადგილი.ადგილი,სადაც აცნობიერებ,რომ შენი ოცნებები დაიმსხვრა,სადაც ცივ სამარეში,შენთვის ძვირფას ადამიანს ასვენებ და მიწას აბარებ. როგორ ძლიერადაც არ უნდა კაშკაშებდეს მზე, იქ მაინც სიცივეა,რადგან აღარავინ სუნთქავს. სწორედ ამას გრძნობდნენ არაბულები,როდესაც გარდაცვლილი შვილის ქვას დახედეს.
-ჩემო პატარავ._მაიკომ ქვას აკოცა და ხელით გაწმინდა. _ნეტავ, ნეტავ შემძლებოდა შენი დაცვა. _თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.
-კარგი,დაწყნარდი._ თვითონაც ცრემლი შეიმშრალა ნუკრიმ. გრძნობების გამოხატვა უჭირდა,ამ წუთში კი მხოლოდ ცრემლი სდიოდა. დაჩი მათ უკან იდგა,გაფითრებული.ცრემლებით სავსე თვალებით ძმის მომღიმარ გამოსახულებას უცქერდა. გამოსახულებას სამარის ქვაზე.თან სიმწრისგან კბილს კბილზე აჭერდა. ყველაფერი ბნელი ეჩვენებოდა, დამალული ემოციები, მიჩქმალული ტკივილი, ცრემლიანი სუფრა. მათ აქ ჯოჯოეხუთი ტკივილი კლავდათ, ნიკას მკვლელი კი სუფთა ჰაერს სუნთქავდა. საღამოს ჟამს აიშალნენ.
-თქვენ წადით,მე დაგეწევით.
-კარგი,მაგრამ დიდხანს არ გაჩედრე._უთხრა ნუკრიმ შვილს.
მიმავალნი რომ თვალს მიეფარნენ, ძმის საფლავთან დაიხარა.სურათს ხელით მიეალერსა და თავი მიადო. ცოტახანი უხმოთ იჯდა,მუხლებზე დამხობილი. შემდეგ კი ძლივს მოახერხა თქმა:
-ნიკა... მაპატიე.. მარტო დაგტოვე._ლაპარაკი უჭირდა._ არ ვაპატიებ, ვანანებ. ჩვენი სულების დამსხვრევას არავის შევარჩენ. გუშინ,როდესაც დასახმარებლად გეძახდი,შენ კი არ მიპასუხე გული გამეყინა.ყოველ დღე,როცა თვალს ვახელ შენ გხედავ…პირობას გაძლევ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.ვერავინ დაიმალება....ვერავინ. _ ამას ამბობდა გამწარებული,კბილს კბილზე აჭერდა და თავი მიწაზე დაედო,როდესაც ზურგზე ვიღაც შეეხო და დაუძახა.
-კარგად ხართ?
შემკრთალმა ზემოთ აიხედა,მაგრამ მის წინ უცნობი კაცის სახე იყო.
-დიახ.
-ბოდიშით, უბრალოდ მომეჩვენა თითქოს ცუდად გახდით.
-არ ვარ ცუდად, მადლობა._ უცნობის ხელი მოიშორა და ფეხზე წამოდგა. კაცი დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა ,საკმაოდ სიმპათიური.
-ეს ბიჭი ძალიან გგავთ.თქვენი ძმა იყო?_უცნობის თვალებში ინტერესი ჩანდა.
-დიახ. კარგად ბრძანდებოდეთ.ჩანს აქ უბრალოდ თქვენც არ მოსულხართ,ამიტომ ნახვამდის. _ის-ის იყო დაჩის გზა უნდა გაგეგრძელებინა,რომ უცნობა უთხრა:
-დიახ, მე აქ შვილის სანახავად ვარ მოსული. შენზე პატარა იყო..
ამ დროს დაჩის ტელეფონმა დარეკა.კაცმა შეწყვიტა ლაპარაკი. ეკრანზე ნუკრის ნომერი ენთო :
-მოვდივარ უკვე.
-დროზე წამოდი,პოლიციაში უნდა წავიდეთ.
-რა მოხდა?
-ის მანქანა იპოვეს,რომლითაც ნიკა გაიტანეს.დროზე წამოდი.
ამისი თქმა იყო და დაჩი ისე მოწყდა ადგილს რომ უკან არც კი მიუხედავს. უცნობი კი დაინტერესებითა და გამწარებული მზერით უყურებდა ვაჟს , რომელიც გარბოდა უკანმოუხედავად, იმედის ნაპერწკალით გულში.



№1  offline წევრი Violeta_ia

❤ რა საყვარელია დაჩი. იმედია რაღაც გაირკვევა. ამ კაცის გამოჩენამ ჩამაფიქრა სასაფლაოსთან. ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Sunny-Sunny

Violeta_ia
❤ რა საყვარელია დაჩი. იმედია რაღაც გაირკვევა. ამ კაცის გამოჩენამ ჩამაფიქრა სასაფლაოსთან. ველი შემდეგ თავს

კი კი, ეს კაცი ძალიან მნიშვნელოვანია^^ შევეცდები მალე დავდო შემდეგიც blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momewona dzaan. Meore tavi pirvels ashkarad jobdaa.
Veli shemdegs!!!

 


№4  offline წევრი Sunny-Sunny

nawkas12345
Momewona dzaan. Meore tavi pirvels ashkarad jobdaa.
Veli shemdegs!!!

დიდი მადლობა^^შევეცდები შემდეგიც მალე დავდო kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ.დღეს.ტირილის დღეს ვაცხადებ.ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ყველა გრძნობა და ემოცია ისე გადმოეცი,მკითხველს გულს რომ აატკიებს და აგრძნობინებს გმირის ტკივილს.ძალიან მომეწონა და ბოლომდე მოგყვები,რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან,ძალიან მაგარი ისტორია გამოგივა

ბოლო გმირი უბრალოდ არ გამოგიჩენია და გაგიმახვილებია ხომ ყურადღება?ალბათ რაღაც კავშირში იქნება ხომ.
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი Sunny-Sunny

La-Na
მოკლედ.დღეს.ტირილის დღეს ვაცხადებ.ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ ყველა გრძნობა და ემოცია ისე გადმოეცი,მკითხველს გულს რომ აატკიებს და აგრძნობინებს გმირის ტკივილს.ძალიან მომეწონა და ბოლომდე მოგყვები,რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან,ძალიან მაგარი ისტორია გამოგივა

ბოლო გმირი უბრალოდ არ გამოგიჩენია და გაგიმახვილებია ხომ ყურადღება?ალბათ რაღაც კავშირში იქნება ხომ.

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ჩემი მოთხრობა,დიდი მადლობა blush დიახ,ყველა პერსონაჟი ერთმანეთს უკავშირდება და ამას ნელ-ნელა გამოვააშკარავებ relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent