მორჩილება 20
შემდეგ დღეს ზურა შეუთანხმდა,რომ საღამოს თავის დის სახლში დაელოდებოდა მარიამს. საღამოს ჯერ თვითონ მივიდა სახლში და შემდეგ მარიამს დაელოდა.სახლში ბნელოდა და სინათლე არც აუნთია.გუშინდელი ღამე გაახსენდა ქეთასთან და ცოტა არ იყოს,სინდისი ქენჯნიდა,მიუხედავად იმისა,რომ ეს უბრალოდ ვნება იყო.მაინც აწუხებდა სინდისი,რადგან ახლა მარიამი უნდა ენახა და ალბათ მისთვის თვალებში ჩახედვა გაუჭირდებოდა.ბევრი იფიქრა,თუმცა ბოლოს თავი დაარწმუნა,რომ ეს უბრალო ვნება იყო და შემდეგში მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. ამასობაში მარიამიც მივიდა.რათქმაუნდა არ აპირებდა ამაღამ მასთან დარჩენას. -რატო ხარ სიბნელეში? - კითხა მარიამმა -რავი,მოვიწყინე - უპასუხა და მარიამისკენ მიიწია საკოცნელად -რატო? -ისე - უპასუხა და აკოცა -გაერთე გუშინ? -სად? -სადაც იყავი -უფ,ვერა -არ მოგეწონა? -რა უნდა მომწონებოდა? მარიამმა აკოცა,სანამ პასუხს გასცემდა.უნდოდა ბოლოჯერ მაინც ეკოცნა მისთვის,ბოლოჯერ შეეგრძნო მისი ტუჩების გემო,რადგან ღალატის პატიებას არ აპირებდა.შემდეგ კი წყნარად უპასუხა -ქეთასთან -რაა? - დაიბნა ზურა -ხო,რა იყო - აუღელვებლად უპასუა მარიამმა ზურა ერთ ადგილას იდგა გაქვავებული და ხმას ვეღარ იღებდა.მარიამიც ჩუმად იყო,შემდეგ ისევ ზურამ განაგრძო ლაპარაკი -რაზე მელაპარაკები,ვერ ვხვდები - კითა დაბნეულმა ზურამ -თავს რატო იკატუნებ?ქეთასთან რომ იყავი გუშინ,იმაზე გელაპარაკები.ვითომ ძმაკაცთან რომ მიდიოდი -საიდან გაიგე? - რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კითხა ზურამ -საიდან გავიგე და - ზურას მკლავებს მოშორდა მარიამი - თქვენს კაბინეტში რომ ლაპარაკობდით,მაშინ -ვერ გავიგე -მოკლედ,გუშინ გაკვეთილიდან იმის სათქმელად წამოვედი შენთან,რომ ის წერილი მამაჩემის დადებული იყო და კარს რომ მივუახლოვდი მაშინ გავიგე ზურამ თავი ჩაღუნა და ხმა აღარ ამოუღია.საუბარი ისევ მარიამმა განაგრძო -ყოჩაღ,ზურა -აგიხსნი -რა არის ასახსნელი? -არც კი ვიცი როგორ ვიმართლო თავი.მომისმინე -არ მაინტერესებს შენი ახსნა განმარტებები.კარგად იყავი - დაავლო ჩანთას ხელი -მოიცადე - დაიჭირა ზურამ - აგიხსნი -რა უნდა ამიხსნა,როგორ გქონდათ სექსი?არ მაინტერესებს.მთავარია,ერთად იყავით -მომისმინე,უბრალოდ ერთი ღამის ამბავი იყო.ვიცი,არ ვარ მართალი,მაგრამ არ მინდა წახვიდე.მაშინ დამიწყო ფლირტაობა და მაშინ გვქონდა პირველად ეგეთი საუბარი.მარტო ეგ მაკავშირებს მაგ ქალთან,სხვა არაფერი.დამიჯერე -რომც დაგიჯერო,არაფერი შეიცვლება -ვიცი,მაგრამ არც კი ვიცი რა გითხრა.არც კი მომწონს ეგ ქალი -არ მაინტერესებს - უთხრა მარიამმა და წასასვლელად გაიწია -არ წახვიდე რა - უთხრა ზურამ და უკნიდან,ზურგზე მიეკრო და ჩაეხუტა - იცი,როგორ მიყვარხარ? - ქვითინი აუტყდა ზურას -არ ვიცი.გამიშვი - ტირილნარევი ხმით უპასუხა მარიამმა -არ წახვიდე.მართლა არაფერი მაკავშირებს მაგ ქალთან იმ ღამის გარდა.შენ მიყვარხარ - ცრემლები სდიოდა ზურას. -აღარ დამირეკო - უპასუხა მარიამმა და თავი გაინთავისუფლა.სახლიდან ტირილით გავიდა.თავიდან გადაწყვიტა მანქანით ევლო,შემდეგ გაახსენდა,რომ სახლში მარტო იყო რამდენიმე დღე და სახლში დაბრუნდა. ზურა თავის დის სახლში დარჩა.განადგურებული იყო იმის გამო,რაც მოხდა.არც მეორე დღეს უნდოდა სახლში მისვლა და ცოლის ლექციების კითხვა,თუმცა დის სახლში დიდხანს ვერ დარჩებოდა. მეორე დღეს სახლში წასვლამდე რეზოსთან ავიდა,თუმცა სასწრაფოდ მოუხდა მარიამთან გაქცევა.თეკლა ზურას და რეზოს წინ ბოლთას სცემდა და აშკარად ნერვიულობდა.რეზომ შენიშნა,რომ შვილმა ტელეფონზე რამდენჯერმე დარეკა და კითხა: -რა გჭირს? -არაფერი -ვის ურეკავ? -მარიამს -რა განერვიულებს მერე? -არ იღებს ტელეფონს -იქნება არ სცალია -არა,ამ დროს სადღაც უნდა წავსულიყავით და იცოდა -დედამისს დაუკერე -არაა სახლში დედამისი,მარტოა მარიამი ცოტა ხანს ისაუბრეს და ზურამ მალევე მოინდომა წასვლა.ეჭვმა შეაწუხა მარიამის გამო,რადგან გუშინ მისი სახლიდან განერვიულებული წავიდა.გადაწყვიტა მის სახლში მისულიყო.ცოტა ხანში მის კორპუსთან დააყენა მანქანა და რახანც მარიამი მარტო იყო,მასთან ასვლა გადაწყვიტა. მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოში შევიდა.კიბეებს აუყვა და მარიამის კარსაც მიადგა.დააკაკუნა კარზე,მიუხედავად იმისა,რომ ეშინოდა.არავინ არ გააღო.კიდევ დააკაკუნა და ისევ არავინ ჩანდა.რამდენჯერმე დააკაკუნა და კიდევ არავინ ჩანდა.კარი შეაღო და ღია აღმოჩნდა.გაუკვირდა,თუმცა სახლში მაინც შევიდა.სახლში არავინ ჩანდა,არც არავის ხმა არ გაუგია.მიათვალიერა იქაურობა,თუმცა მარიამი არსად იყო.შემდეგ ოთახის კარს მოკრა თვალი,რომელიც სავარაუდოდ მარიამის უნდა ყოფილიყო და მისკენ გაემართა.კარი შეაღო და ოთახს ვალი მოავლო.ლოგინს შეხედა,რომელზეც მარიამი უგონოდ იწვა.ფრთხილად მიუახლოვდა და უფრო კარგად დააკვირდა.მარიამი აშკარად გათიშული იყო.საბანი ასწია და ნევსი და გაურკვეველი,თეთრი ფერის ფხვნილი აღმოაჩინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.