შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 3)


11-04-2017, 18:41
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 588

/გარშემო ვერაფერს ხედავდა. მზერა ერთ წერტიზე ჰქონდა მიყინული. უცებ თავი გვერდით მიატრიალა და ირაკლის თბილი, ჭაობისფერი თვალები დაინახა. მისი პირის მოძრაობაც შენიშნა, მაგრამ არაფერი ესმოდა. ისაც იგრძნო, ხელი რომ შეახო კაცმა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. თითონ გახსნა ბაგე და 3 სიტყვა თქვა; „შვილი მიკვდება, ირაკლი!“/

მერე გაშტერებული უყურებდა ირაკლის, ცრემლების ნაკადი უფრო და უფრო იმატებდა, ბაგეებიც აუთრთოლდა და უკვე ხმამაღლა დაიწყო ტირილი. ხელებჩამოშვებული იდგა და ტიროდა. ირაკლი გაშრა, დაიბნა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. საყვარელ ქალს ასეთს ხედავდა და ვერ ინძრეოდა. მოვიდა გონს, ლიპტის გაჩერების ღილაკს მიაჭირა და მიუახლოვდა ლილეს, თავისკენ მიიზიდა და ხელები მაგრად შემოხვია. მხარს უსველებდა ლილეს ცრემლები, გულს უკლავდა მისი ტირილი. გრძნობდა რომ გოგონას ნელ-ნელა ეცლებოდა ძალა. ჩახუტებულები ლიფტის იატაკზე დასხდნენ. რამდენიმე წუთი ასე გაატარეს. მერე ცოტა დამშვიდდა ლილე და ცრემლები შეიმშრალა. ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე წამოდგა.
-ბოდიში ბატონო ირაკლი, უბრალოდ მე....-თვალებში ძლივს უყურებდა ირაკლის
-ლილე, გაჩუმდი. ყველაფერი მესმის, საბოდიშო არაფერია-მსუბუქად გაუღიმა ირაკლიმ დარცხვენილ ლილეს.
-მატათა კიდევ ტომოგრაფიაზე მელოდება, უნდა წამოვიყვანო...
-ასე ხომ არ დაენახები ბავშვს. მოდი მე მატათასთან შევალ და კაფეტერიაში ტორტზე დავპატიჟებ. შენ წადი, ცოტა მოწესრიგდი და შემოგვიერთდი-წყნარად, თბილი ტონით შესთავაზა ირაკლიმ
-არ მინდა, რომ ასე შეგაწუხოთ...
-ლილე, წადი ახლა და ნუ იმეორებ სულ ამ ფრაზას. მიდი, იცოდე ნამცხვარს შენთვისაც ავიღებთ!-თავი დაუკრა ლილემაც და ლიფტიდან გავიდა.
მალე მოწესრიგდა და შეუერთდა ირაკლის და მათეს. მათე გემრიელად ილუკმებოდა და ირაკლის შოკოლადით მოთხვრილ პირზეც გულიანად იღინოდა. უყურებდა თავის შვილს ლილე და გულში ტიროდა. რამდენი წამი აქვთ ერთად გატარებული. გაახსენდა როგორ წამოიყვანა მატათა სახლში სამშობიაროდან. როგორ უთენებდა ღამეებს, როგორ აღზარდა 8 წლის ბიჭი მამის გარეშე. იმხელა ტკივილი იყო მამა მატათასთვის...მათე უკვე ხვდება, რომ მამამისი არ არის „კარგი“, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში მაინც ძალიან ენატრება. იცის მატათამ, როგორ მიატოვა ის და დედა დიმიტრიმ, როცა ის 3 თვის იყო. თავიდან სულ კითხულობდა ხოლმე სად იყო მამა, რატომ არ მოდიოდა და არ ასეირნებდა, როგორც სხვებს ასეირნებენ მამები, მაგრამ მერე ლილესგან სრული სიმართლე მოისმინა და საკმაოდ გმირულად შეხვდა. ლილეც ხედავდა, როგორი მაგარი ბიჭი გაუზრდია. თავიდან თავს იკავებდა და არ უყვებოდა მათეს ნამდვილ ამბავს, შელამაზებების გარეშე, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ვეღარ დაუმალავდა და უთხრა, როგორ მიატოვა დიმიტრიმ ის, 3 თვის ბიჭით ხელში.
-მატათა, იცი ბავშვთა ოთახში ახალი კალათბურთის ფარი დავაყენეთ, არ გინდა ნახო?-შესთავაზა იკამ მათეს, როცა ჭამა დაამთავრა ბავშმა. მატათამაც თავი დაუქნია და სიხარულით გაიქცა. სიყვარულით გააყოლა ლილემ თვალი და მერე ირაკლის ინტერესით სავსე თვალებსაც შეეჩეხა.
-ლილ, არ მომიყვები რა ხდება?
-ბატონო ირაკლი, მინდა ჯერ ბოდიშ...
-ლილე, ამაზე ხომ ვისაუბრეთ, არანაირი ბოდიში. ახლა მითხარი რა ხდება-შეაწყვეტინა ლილეს და მშვიდი ტონით დაუსვა შეკითხვა
- მწვავე მიელოიდური ლეიკემია აქვს-პაუზის მერე თქვა ლილემ და თავი დაბლა დახარა, რომ ცრემლები ირაკლის არ შეემჩნია-როგორ ვერ შევამჩნიე, როგორ ვერ მივხვდი. მალე იღლებოდა და ერთი-ორი სილურჯეც შევნიშნე, მაგრამ დაეცა და მეგონა ამის შედეგად ჰქონდა. თან ოდნავ პუტკუნაა და სწრაფად დაღლას ამასაც ვაბრალდებდი. წონაშიც დაიკლო ცოტა, მაგრამ ცურვაზე დადის და ამას მივაწერე. როგორ ვერ მივხვდი, რანაირი დედა ვარ!-ხმააკანკალებული ლილე ჩურჩულით ლაპარაკობდა.
-ლილე, ლილე, შენი ბრალი არ არის, ხომ იცი. განსაკუთრებული სიმპტომები არ ჰქონია, რომ ეჭვი მაინც მიგეტანა. როგორც კი შენიშნე რაღაც, მაშინვე წამოიყვანე. დამშვიდდი, გამოვიკვლევთ და ვუმკურნალებთ ლილ, ხომ იცი რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!-თავაწეულ ლილეს თავისი თბილი თვალები შეანათა და ოდნავ გაუღიმა-მიდი, ახლა სახლში წადით და დაისვენეთ, ხვალ დამშვიდებულები მოდით და მივხედოთ საქმეს!
სახლში მიდიოდნენ მატათა და ლილე, როცა ლილემ უცებ სკვერისკენ გაუხვია. თავისუფალი სკამი უცებ მოძებნა და მათე გვერდით დაისვა.
-მათ, დე, შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ! რაღაც უნდა გითხრა...-თვალებში ჩახედა მატათას და დასტური რომ მიიღო გააგრძელა-შენ ერთი ბოროტი დაავადება გაქვს, რომელსაც ერთად უნდა მოვერიოთ. დე, ის ფილმი ხომ გვაქვს ნაყურები, ერთი ძალიან ლამაზი გოგო რომ გამოდის, თმებს რომ გადაიპარსავს და ყველას რომ მოსწონს. ის გოგო ბევრს იბრძოლებს, მოერევა ამ ავადმყოფობას და მერე ძალიან ლამაზი თმები რომ ამოსდის. ჩვენც ეგრე უნდა გავაკეთოთ.
-კარგი, მაგრამ ხომ ჩემთან იქნები?-შეშინებული ტონით თქვა მატათამ
-მე შენ არასდროს დაგტოვებ დე, ხომ იცი? გინდა იმ გოგოსავით ჩვენც გადავიპარსოთ თმა?
-შენ რომ ძალიან ლამაზი თმა გაქვს დე?-აუფახურა ლილეს მატათამ თვალები, თან თმაზე თავისი ფუმფულა ხელები ჩამოუსვა.
-ხომ გითხარი, მერე უფრო ლამაზი მექნება.თან ზაფხული მოდის და ისედაც შეჭრას ვაპირებდი. უფრო გრილად ვიქნებით-თვალი ჩაუკრა ლილემ
-კარგი, მაშინ გადავიპარსოთ-თავი დაუქნია გაღიმებულმა მათემ
-არა, არა! ერთი ძალიან გიჟური იდეა მაქვს! ახლა მე და შენ წავალთ სალონში და თმას მწვანეთ შევიღებავთ!
-აუ მე წითლად მინდა, შენ მწვანედ შეიღებე!-აკისკისდა მათე. წავიდნენ სალონში, შეიღებეს თმა და სახლში მისულები მედეამ რომ დაინახა, კინაღამ გული გაუსკდა
-სურპრიზი ბებოო! -შესძახა მატათამ სიხარულით
-რა ქენით, ლილე შენ კარგი შეიღებე, მაგრამ ამ ბავშვს რაღას ერჩოდი!-გაოგნებული იყო მედეა-ღმერთო!
-დამშვიდდი დედა, ბუნებრივი საღებავით შევიღებეთ!-სიცილით უთხრა ლილემ
-კი მაგრამ, ხვალ სკოლაში ასე წავიდეს მათე? საერთოდ, შეუშვებენ კი?-ჯერ კიდევ ვერ წყნარდებოდა მედეა, თან ხან ლილეს თმებს შეხედავდა, ხან მათესას და სიცილის შეკავებას ცდილობდა. ამ დროს მათეს დაუძახეს ეზოდან, დედიკოს სთხოვა ნებართვა ბიჭმა და დასტურის მიღების შემდეგ ეზოსკენ ბურთით გაემართა. თან ლილემ დაუძახა-ფრთხილად იყავი, ხომ იცი მალე იღლები და ბევრი არ ირბინოო. მერე ღრმად ამოისუნთქა და მედეასთვის ყველაფრის სათქმელად მოემზადა.
მეორე დილას ლილე ცოტა ადრე წავიდა სამსახურში და ჯერჯერობით ერთ კვირიანი შვებულება აიღო. მერე მათე და მედეაც მოვიდნენ ექიმთან შესასვლელად. სხვადასხვა პროცედურების ჩატარება დაავალა ექიმთან და ისინიც შეუდგნენ ყველაფრის გაკეთებას. მომდევნო პროცედურის ექიმს ელოდნენ, როცა დერეფანში ირაკლი და რატი გამოჩნდნენ. ირაკლის ყველაფერი ეთქვა რატისთვის.გაკვირვებულები უყურებდნენ ლილეს და მატათას თმებს.
-ოხხ, ფერადი ხალხი მოსულა. ღმერთო როგორ გიხდებათ!-ფართედ გაიღიმა რატიმ და მათეს თავზე ხელი გადაუსვა-გამარჯობა ქ-ნო მედეა, როგორ ბრძანდებით?-მოიკითხა მედეა და ლაპარაკიც გაუბა, ირაკლიმ კი ლილე გვერდით გაიყვანა.
-ლილე როგორ ხართ?-ჰკითხა იკამ და თვალებში ჩახედა. ლილემაც შეანათა წყლიანი თაფლისფერი თვალები და ოდნავ გაუღიმა
-გმადლობთ, ბატონო ირაკლი, კარგათ. რამდენიმე გამკვლევის გაკეთებაა საჭირო და ველოდებით. სულ დამავიწყდა, რომ მადლობა გადამეხადა, მატათას ხარჯების დაფარვისთვის, ძალიან ვწუხვარ რომ ასე შეგაწუხეთ!
-ლილე, სისულელეებს ნუ ამბობ! ამდენი წელია ერთად ვმუშაობთ და აქ ყველას ძალიან უყვარხარ. ხო და კიდევ, ერთხელაც იტყვი ბატონოს და მერე მართლა შევწუხდები-ღიმილით უთხრა იკამ და თვალი ჩაუკრა- აუცილებლად გამაგებინე რამე თუ დაგჭირდათ და რამდენ ხანსაც გინდა არ გამოხვიდე სამსახურში, არ იქნება პრობლემა!
-დიდი მადლობა...
-კარგი, ახლა გავიქეცი და წარმატებები!-თავი დაუქნია ლილეს, გაუღიმა და შებრუნდა. მერე მოტრიალდა და დაამატა-ლილ, ძალიან გიხდება მწვანე და არ ინერვიულო, რა!
ისეთი თბილი ხმით უთხრა და ისე ნაზად, ლილე უცებ დამშვიდდა. თითქოს დიდხანს ნაძებნი სიტყვები, და რაც მთავარია ხმა იპოვნა, რომლის იმედიც ჰქონდა. თვალებზე ცრემლი მოადგა და თვალი გააყოლა სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ირაკლის. განა ვერ ამჩნევს, როგორი კარგი ადამიანია და როგორ უდგას ყოველთვის გვერდით ცქიტიშვილი. რა კარგ ადამაინობაზე ვლაპარაკობ,ხომ ეტყობათ როგორ უყურებენ თვალებში ერთმანეთს. ლილე კარგით, არ იმჩნევს, მაგრამ იკა? უკვე თითონაც ამჩნევს თავს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ისაც იცის, რომ რატი ყოველთვის მართალს ეუბნება, მაგრამ ეშინია ნაბიჯის გადადგმის. 37 წლის კაცია, ზრდასრული ადამიანი. ბევრი რთული პერიოდი გადაიტანა, მაგრამ ასეთი დაბნეული და არეული მგონი არც არასდროს ყოფილა. ბოლო პერიოდი მართლაც ფიქრობდა რატის სიტყვებზე და იმაზე, რომ ასე გაგრძელება, ჩუმად ყოფნა და თავის შეკავება მართლაც აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ლილეს ვერაფერს ეტყვის, ახლა არ შეუძლია კიდევ უფრო ააფორიაქოს და დაამძიმოს ლილე. ისღა დარჩენია გვერდით დაუდგეს და მაქსიმალური გააკეთოს. სიყვარულიც ხომ ეგაა-მოთმინება, თანადგომა და კიდევ ბევრი ძალიან რთული და თან მარტივი რაღაც.. ლილემ უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია დაეყრდნოს, ენდოს და ვინმეს იმედი ჰქონდეს. ეს თუ აგრძნობინა ლილეს, მაშინ სიტყვები შეიძლება ზედმეტიც კი მოეჩვენოთ, ყველაფერი ისედაც ნათელი გახდეს. (ღმერთო, რა არის ეს სიყვარული, რა!)
-დილამშვიდობის, ლილე, როგორ ხარ?-მიესალმა ნინია დილას, კაფეტერიაში მჯდომ ლილეს-გამოხვედი სამსახურში?
-კარგად ნინ, მადლობა-გაუღიმა ლილემ და ყავა მოსვა-ხო, გადავწყვიტე გამოვსულიყავი.მათეს პასუხებს ველოდები მაინც და სახლშიც ვერ ვჩერდები, მირჩევნია სამსახურში ვიყო
-ხო, გულს გადააყოლებ, თან ხომ იცი, შენ რომ არ ხარ კლინიკაში ბატონი ლევანი საზიზღარ ხასიათზეა-გაეცინა ნინიას-გუშინ კითხულობდა, აბა რომელი შემოხვალთ ჩემს ოპერაციაზე, ლილეს მაგივრად რომელი დამიდგებითო. ვერავინ ბედავდა შესვლას, ხომ იცი როგორაა მიჩვეული შენ რომ იქ ხარ და...
- ბატონ ლევანს ძალიან დიდი პატივს ვცემ, ბოლო-ბოლო 15 წელია ერთად ვმუშაობთ. სანამ მეტყვის იქამდე ვხვდები, რა სჭირდება-გაიღიმა ლილემაც და ისევ ყავა მოსვა
-რაზე ფიქრობ?-ჩაეკითხა ჩაფირებულ ლილეს ნინია
-რაზე და...არ ვიცი რა ვქნა. მატათა...მოკლედ არ ვიცი მამამისს ვუთხრა თუ არა...3 თვის იყო მატათა, რომ დაგვტოვა და წავიდა. იმის მერე ერთხელ ვნახე, ისაც შემთხვევით. მატათა მყავდა დასასვენებლად ბაკურიანში და ხომ იცი, იქ სასტუმრო აქვს...წელიწადში 3-4ჯერ თუ დარეკავს, ისაც ალბათ მოვალეობის მოხდის მიზნით. არ ვიცი რა ვქნა...
-საშინელი ადამიანია, თან მატათა რა სასწაული ბაავშვია, არ მესმის როგორ უნდა დატოვო და....
-სხასთან გაიქცე-ცინიკური ღიმილით დაამთავრა ლილემ ნინიას დაწყებული წინადადება-არ ვიცი რა. არ იმსახურებს მატათასთან ყოფნას, მაგრამ ისეთი სიტუაციაა. მინდა, რომ მათეს გვერდით ედგეს. ხომ იცი, როგორ სჭირდება ახლა გამხნევება. თან იმისიც მეშინია, რომ არ ჩამოვიდეს და უარესაც გამიცრუვდეს იმედი? იმაზეც ვფირობ მატათამ არ მთხოვოს დარეკვა...-თავი ხელებში ჩარგო ლილემ
-ხოდა სანამ მათე გეტყვის, ჯობია შენით დაურეკო, გაიგებ მაინც წინასწარ რას აპირებს და მატათასაც აუხსნი მერე, თუ არ ჩამოვა.
-ხო,ეგრე ჯობია-თავი დაუქნია ლილემ-უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო...
-ისე ეს შენი მწვანე თავი, ძალიანაც მომწონს-გაუღიმა ნინიამ და ლოყაზე აკოცა.

ოპერაციებს შორის დრო იხელთა ლილემ და აივანზე გავიდა, დასარეკად. ძლივს იპოვნა ტელეფონიში დიმიტრის ნომერი, კი გაიფიქრა ალბათ ეს ნომერი აღარც აქვსო, მაგრამ მაინც დიდი დრო დასჭირდა გამბედაობის მოსაკრებად და დასარეკად. ბოლოდ დარეკა და ანერვიულებული დაელოდა, როდის გაიგებდა დიმიტრის ხმას.
-დიახ, გისმენთ-მოისმა საკმაოდ მხიარული, ნაცნობი ხმა მეორე მხრიდან, რომელმაც ლილეში მხოლოდ ზიზღის გრძნობა აღძრა.
-გამარჯობა დიმიტრი, ლილე ვარ-უთხრა მკაცრი ტონით ლილემ
-ლილე? დიახ ლილე, გისმენ!
-ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, თბილისში ხარ?-ისევ არ იცილებდა ცივ ტონს ქალი
-არა, არ ვარ თბილისში, შეგიძლია ტელეფონით მითხრა-უთხრა მობეზრებული ტონით დიმამ
-კარგი, როგორც ვხვდები არ გსიამოვნებს ჩემი მოსმენა, ამიტომ პირდაპირ გეტყვი - მატათა ავადაა. ლეიკემია აქვს...ვიფიქრე ამის ცოდნა მაინც გენდომებოდა, იმის მიუხედვად, რომ წლებია შვილი არ გინახავს!-ჰორიზონტს გაუსწორა ლილემ თვალი და მეორე მხრიდან პასუხს დაელოდა
-იცი, აქ სამი შვილი მყავს და სამწუხაროდ არ მცალია მანდ ჩამოსასვლელად. ჯანმრთელობას ვუსურვებ მატათას, მომიკითხე აუცილებლად!
-უკაცრავად?-გაიყინა ლილე, თან სიბრაზე მოაწვა-რას ნიშნავს არ გცალია? მატათა შენი შვილი არ არის? შენ 4 შვილი გყავს და მატათას ახლა ყველაზე მეტად სჭირდები! საერთოდ არ მაინტერესებს შენ რა გინდა, რა გჭირდება და რა გიჭირს! ჩემს შვილს შენ ახლა გვერდით სჭირდები, გაიგე?
-ლილე საყვარელო, მომისმინე! აქ ჩემი ცხოვრება მაქვს და საკმაოდ ბევრი პრობლემაც, ასე რომ მატათასთვის ჯანმრთელობის სურვების გარდა ვერაფერს გავაკეთებ!
-ჯერ ეგ ერთი მე შენი „საყვარელო“ არ ვარ და მერე მეორე, უკვე გაგიზიარე ჩემი პოზიცია. ან ჩამოხვალ და შენს შვილს გვერდით დაუდგები, მინიმუმ ერთი საათით მაინც მიანიჭებ მამის გვერდით ყოლის „ბედნიერებას“, ან შენთვითონვე ინანებ!
-ლილე, დაყრუვდი? უკვე გითხარი, რომ არსადაც არ ვაპირებ ჩამოსვლას! რაც გინდა ის ქენი, ახლა კი შენ დრო ნამდვილად არ მაქვს, ნახვამდის!-ეს თქვა დიმიტრიმ და ტელეფონი გათიშა. ლილე ჯერ შოკში იყო, მერე გონს მოვიდა და ცრემლები წამოუვიდა
-არაკაცია, თავისი შვილი როგორ არ უნდა ღმერთო!-ღრმად სუნთქავდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მოსმენილს-არ სჭირდება ჩემს შვილს ასეთი მამა. არ სჭირდება მამა, რომელიც ძალით ეყოლება გვერდით! -თითქოს თავს იმშვიდებდა, მაგრამ ყოველ წამს მატათას მზერა ედგა თვალწინ, ახსენდებოდა როგორ ეკითხებოდა ბიჭი მამაზე. ასეთ რთულ მომენტში, როცა ასე ძალიან სჭირდებოდა მათეს მამა, დიმამ ისევ დატოვა, ისევ ფეხებზე დაიკიდა და ისევ უარი განაცხადა მასზე. იატაკზე მჯდომი ლილე ცივ კედელს ეყუდებოდა და ხელებში თავჩარგული ცდილობდა გაეანალიზებინა მომხდარი.
-ლილე, კარგად ხარ?-აივანზე გასული ირაკლი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს-მათე ხომ კარგადაა?
ცრემლები შეიმშრალა და თავი ასწია ლილემ. მაშინვე შეხვდა ირაკლის მზერა მისას და ისე ჩაეშვა ლილე ცქიტიშვილის ჭაობისფერ თვალებში, რომ იქიდან კიდევ დიდი ხანი არ დააღწევდა თავს. მალე გონს მოვიდა და აწითლებულმა გვერდით გაიხედა
-კარგადაა მათე, უბრალოდ მამამისს ველაპარაკე-ისევ გაუსწორა მზერა ირაკლის. არ უნდოდა მისი პირადი ცხოვრება და პრობლემები შემოეხვია მისთვის თავს, მაგრამ იმ მომენტში ისე ახლოს ყავდა, ისე უნდოდა ყველაფრისგან დაცლილიყო, რომ გაჩუმება ვეღარ შეძლო-აქაც ბევრი პრობლემა მაქვს. სამი შვილი მყავს და არ მცალია მანდ ჩამოსასვლელად, მატათას გამოჯანმრთელება უსურვეო-ერთხანს უემოციოდ უყურა ირაკლის, მერე ცრემლებით აევსო თვალები. ირაკლიც გაოცებული უყურებდა.
-ლილე, არც ვიცი რა ვთქვა-მის გვერდით დაჯდა და თავზე ხელი გადაისვა დაბნეულმა-მატათა იმდენად კარგია, იმდენად სხვანაირი და უნიკალური, არ მესმის...ვერ ვხვდები როგორ შეიძლება არ გინდოდეს მასთან...
-არც იცნობს, რა იცის მატათა როგორია....-წინ იყურებოდა ჩაფიქრებული ლილე, თან ცინიკურად ეღიმებოდა. დიდი პაუზის შემდეგ ირაკლის გახედა-ის არ არის მათეს ღირსი ირაკლი. სასამართლოში უნდა შევიტანო საბუთები გაყრაზე და ალიმენტის თაობაზე!
-იცი, ძალიან კარგი ადვოკატი მყავს,დავურეკავ და დღესვე დაიწყებს მომზადებას! ეს ადრეც უნდა გექნა ლილე!
-ადრეც უნდა მექნა, ვიცი, ვიცი....ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ აღარ შემიძლია! თქვენი ისე მრცხვენია, ჯერ მომხდარი არ იყო საკმარისი, ახლა ეს!
-ლილე, მისმინე! ახლა მე არც შენი უფროსი ვარ და არც შენი კოლეგა. მე ვარ ადამიანი, რომელიც მზად არის დაგეხმაროს და გვერდით დაგიდგეს რაც არ უნდა მოხდეს, ამიტომ მე არც ბოდიშს და არც მადლობას არ ველი შენგან! მე მარტო ის მინდა, რომ შენც და მათეც იყოთ ძალიან კარგად! შეიძლება ძალიან გაბნევ და არ ვიცი, ალბათ შენთვის უხერხულია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი ხარ და ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან ნორმალურია. მინდა, რომ ცოტა ახლოს მომიშვა ლილე. ვიცი, რომ ახლა ყველაზე მძიმე პერიოდია შენს ცხოვრებაში და არ მინდა აგაფორიაქო, დაგაბნიო და შეგაშინო, რასაც მგონი ახლაც ვაკეთებ. დამიჯერე, არ მინდა, რომ ჩემი სიტყვების გამო უფრო შორს წახვიდე, უბრალოდ ვეღარ ვიტევდი ლილე ამ სიახლოვეს. მინდა იცოდე, რომ შეგიძლია მენდო, იცოდე, რომ შენს გვერდით ვარ და სულ ასე იქნება! გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, შეგიძლია გქონდეს მისი იმედი. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა თანადგომა გჭირდება და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ცოტა ძალას კიდევ შეგმატებს! ძალიან ახლოს ვარ ლილე, თან ძალიან შორს. კიდევ უფრო შორს ნუ წამიყვან, ნუ გამრიყავ, მაგისთვის არც შენი თავი გაიმეტო და არც ჩემი. გელოდები, მიპოვე ლილ!

-------------
ესეც მესამე ♥
შთაბეჭდილებებს, შენიშვნებს და ა.შ თუ გამიზიარებთ, ძააალიან გამიხარდება ♥
მალე დავდებ ახალ თავსაც
პ.ს. მინდა დავამატო ისაც, რომ ისტარია არის ნამდვილ ამბავზე აგებული ♥



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ემოციური თავი იყო ნამდვილად.დიმიტრიზე ისე მომეშალა ნერვები,მეტი რომ არ შეიძლება.საერთოდ არაა მამობის ღირსი ეგ.კარგია ირაკლიმ პირდაპირ არა,მაგრამ მაინც რომ გაუმხილა მისი ფიქრები.ძალიან კარგი ადამიანია
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent