შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების მორევში (2)


11-04-2017, 23:34
ავტორი lola
ნანახია 1 661

დილა ყოველგვარი ნათელისა და კეთილის სიმბოლოდ ითვლება....ჩემთვის კი მხოლოდ ახალი დღის დასაწყისია,კიდევ ერთი რუტინული დღე,მოსაბეზრებელი და აუტანელი.
მძიმედ წამოვწიე თავი ბალიშიდან, ჯერ ისევ ბნელოდა,ამიტო ძლივს მოვახერხე ტუმბოზე დადებული მობილურის პოვნა,საათი 4:00 უჩვენებდა, გამოძინებისთვის კიდე მქონდა დრო, მაგრამ ამის სანაცვლოდ ავდექი,თაბრუსხვევამ შემაწუხა ამიტომ წავიბორძიკე და ისევ ლოგინზე ჩამოვჯექი
-რა გჭირს ნანიკო?! საკუთარ თავს შევუღრინე და ისევ წამოვდექი.ახლა უკვე შემეძლო წონასწორობის დაცვა,ფანჯარასთან აუღელვებლად მივედი და გავიხედე,ვეცადე უკუნით სიბნელეში საგნების გამერჩია,მაგრამ ამაოდ.ფანჯარის რაფაზე მოვკალათდი, შემდეგ გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე,შემოდგომის სიო მესიამოვნა,სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა და სულელი ბავშვივით გამეცინა კიდეც. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი ასე,ალბათ ერთი საათი, გაშეშებული გავყურებდი ქუჩას და ფიქრებით სადღაც შორს... ძალიან შორს ვიყავი.
დილით ფანჯარის რაფაზე მჯდომს გამომეღვიძა,მზეს უკვე მოესწრო ამოსვლა და ჩემს ფანჯარაშიც ცდილობდა შემოპარვას.
-სინათლისა და სილამაზის დასაბამი ხარ მზეო, ნეტავ მეც შენსავით სანუკვარი ვიყო.
საუზმეზე დედას არ გამოპარვია ჩემი ჩაშავებული უპეები,მიხვდა რომ არ მეძინა, თავი გააქნია,მე კი უხერხულად გავუღიმე.
-დღეს რა გეგმები გაქვს? ლენამ საუბრის წამოწყება სცადა
-სკოლა,შემდეგ მეცადინეობა მაქვს,იქიდან დრამ წრეზე ვაპირებ გავლას.
-კარგი იდეაა. სიხარული გამოესახა სახეზე
-ახლა კი მეჩქარება დე, წავალ ,ფეხზე წამოვდექი,ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გამოვიქეცი.... მეჩქარება?!კი მაგრამ სად?! ნუთუ სკოლაში?!..... არა, გარეთ გასვლა და თავისუფლება მეჩქარება.
სკოლაში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ახალი ბიჭი რატომღაც არ იყო,გამიკვირდა მაგრამ არ მიკითხავს მისი ამბავი.სკოლიდან ქიმიაზე წავედი, იქიდან კი დრამ წრეზე შევიარე
-ნანუკაც გვეახლა. სიხარულით წარმოთქვა ლია მასწავლებელმა
-გამარჯობა ქალბატონო ლია. ღიმილით მივესალმე და ზრდილობიანი ჟესტით თავი დავუკარი. ნიჭიერი და მზრუნველი ქალია "ლიაკო"(მოფერებით ვეძახი),სასიამოვნოდ საუბრობს,არ მახსოვს ერთ ტონალობაში ესაუბროს, ყოველთვის გამოხატავს ემოციას, რაც მასთან ურთიერთობას უფრო მიადვილებს. საუკეთესო მასწავლებელია, ცდილობს ჩვენში გააღვიძოს ყველა ის დამალული გრძნობა და ნიჭი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გვაქვს .მსიამოვნებს მასთან ყოფნა, სცენასზე დგომა, თითქოს საკუთარ სახლში ვარ .დრამ წრიდან გამოსვლისას მობილურზე შეტყობინება მივიღე, ისევ იმ უცხო ნიომრისგან:
"-სამსახიობო?".დაბნეულმა აქეთ-იქით მივიხედე, მაგრამ არავინ ჩანდა,დაეჭვებულმა მობილური გავთიშე და მოსაცმელის ჯიბეში ჩავიდე, მაგრამ იმ წუთშივე ახალი შეტყობინება მივიღე "-პასუხს არ გამცემ?".ეს უკვე ზედმეტი იყო!
-ვალდებული არ ვარ უცხო ადამიანის შეკითხვებს ვუპასუხო! სწრაფად მივწერე და ფეხს ავუჩქარე
-მოვა დრო და გავიცნობთ ერთმანეთს,თან ძალიან მალე. პასუხმაც არ დააყოვნა
-ჩემი უარის მიუხედავადაც?
-როგორი დავდაჯერებული ხარ.მის ბოლო მონაწერზე გამეცინა, "იდიოტი". აღარც მიმიწერია.
რამდენიმე კვირამაც უცებ გაირბინა,სკოლაშიც სიმშვიდე იყო,მე და ანაც ვცდილობდით თავისუფალ დროს ერთმანეთს შევხვედროდით, ყველაფერი თავის რიტმში ჩადგა, მაგრამ მაინც რაღაც მაწუხებდა,რაღაც მაკლდა.... მაგრამ რა? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
სამშაბათ საღამოს უკვე დაწოლას ვაპირებდი როდესაც მობილურზე ისევ იმ უცხო ნომერმა დამირეკა.
-ოუ..გაოცებულმა შევიცხადე,რამდენიმე წამი გაუნძრევლად მივჩერებოდი მობილურის ეკრანს,გონებაში თავს ვერ ვუყრიდი აზრებს.იმის მაგივრად რომ გამეთიშა ვუპასუხე
-აღარც მეგონა თუ მიპასუხებდი. სიცილით მითხრა უცნობმა
დავიბენი..... საშინლად დავიბენი, ვენებში სიხლი გამეყინა,სუნთქვა შემეკრა,გული ამიჩქარდა, სახეზე ღიმილი გადამეკრა და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ყვრიმალები.
-პასუხის გაცემას არც ახლა არ აპირებ? სასიამოვნო ხმა ჰქონდა,მშვიდი, დამცინავი ტონი, რომელიც რატომღაც მომწონდა
-და ვი ბბბენი... დავიბენი უბრალოდ. ენის ბორძიკით წარმოვთქვი
-სასიამოვნო ხმა გაქვს, ისეთი სასიამოვნო როგორც გარეგნობა
-კომპლიმენტების გარეშე შეიძლება? აი ეს უკვე გამართულად ვუთხარი
-კარგი სახელიც გქვია ნანიკო .რაღაც უცხოდ წარმოთქვა ჩემი სახელი,თითქოს სახელზე მეტი იყო, მომნუსხველად ჟღერდა
-შეგაშინე? ისევ მან დაარღვია დუმილი
-არა,უფრო დამაბნიე და გამაკვირვე
-არ მინდოდა, უბრალოდ შენი გაცნობის სურვილი გამიჩნდა
-შეიძლება ვიკითხო რატომ?
-უპასუხოდ ვტოვებ კითხვას. მოკლედ მომიჭრა და ისევ თვითონ გააგრძელა შეკითხვების დასმა
-სამსახიობო?
-არა და საიდან იცი?
-სანდო წყაროებიდან. კმაყოფილი ხმით მიპასუხა. ისევ უხერხული დუმილი ჩამოვარდა, რომლის დარღვევაც მე გადავწყვიტე
-უკვე ვიძინებდი და ამიტომ უნდა დაგემშვიდობო
-ასე მალე? მაგრამ მე ხომ მომწ....... თუმცა კარგი, შენი გადასაწყვეტია
-მშვიდობით. ჩუმად ვუთხარი და მობილური გავთიშე
და აი მხოლოდ ახლა გამახსენდა,რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი
-ყოჩაღ ნანიკო! საუკეთესო ხარ, ბიჭს ესაუბრე და სახელიც კი არ ჰკითხე? საკუთარ თავს დავუწყე დატუქსვა
-ხო მაგრამ დავიბენი...... ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა. საკუარ თავი გავიმართლე კიდეც
ახლა შევხედე საათს რომელიც უკვე 01:36 უჩვენებდა, მე კიდე არ მეძინებოდა.... რატო? ალბათ იმიტო რო სიამოვნების ჟრუანტელი ისევ ტანში მივლიდა. სამ საათამდე წიგნის კითხვით ვცდილობდი დრო გამეყვანა, მაგრამ 10 გვერდის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ მეძინებოდა და შევეშვი.
მეორე დღეს დილით უკეთ ვგრძნობდი თავს, კარგი ამინდიც იყო, რამაც უფრო გამახალისა, სასაუზმოდ დედამაც შენიშნა ჩემი კარგი განწყობა
-რამე მოხდა ნანიკო? ინტერესიანი თვალები მომაპყრო
-რა?.... რამე მოხდა?.... არა... არა, ყველაფერი რიგზეა დე
-დაბნეულიც ხარ, რას მიმალავ? სიცილით მკითხა
-არაფერს, უბრალოდ დღეს დრამ წრეზე დამიბარა ლიამ დამატებით,რაღაც სინჯებიაო და...
-ხო?
-ხო დე, თან შეიძლება ცოტა შემაგვიანდეს, ამიტომ არ იდარდო.
-დღეს რაღაც უფრო ენერგიული მეჩვენები
-იმიტო რომ გამოვიძინე. კმაყოფილმა ვუპასუხე და სწრაფად წამოვდექი,რათა დედას მორიგი შეკითხვისთვის თავი ამერიდებინა. ვიცნობ და ვიცი სანამ არ გაიგებს ჩემი ხასიათის ასე გამოკეთების მიზეზს არ შემეშვება.
სკოლის სიახლოვის გამო გვიან გავედი სახლიდან, გზაში კი ჩემი ახალი კლასელი შემხვდა, რომელიც ჩემსკენ ფართოდ გაღიმებული სახით მოიწევდა,პირის მოძრაობით მივხვდი რომ ჩემთან ცდილობდა საუბრის წამოწყებას, ყურსასმენები მოვიხსენი და ეჭვის თვალით შევხედე
-რამე მითხარი?
-როგორ ხარ მეთქი გკითხე.
-მშვენივრად,შენზე უკეთაც კი.მოკლედ მოვუჭერი და გვერდი ავუარე
-რამე დავაშავე?გაოცებულმა მკითხა
-მოიცა დავფიქრდე.... ჩაფიქრებული სახე მივიღე,.....მგონი რო არა
-აბა რით დავიმსახურე სიუხეშე
-უხეში ვარ ზოგადად
-ხო ეგ შეგამჩნიე,უხეში,უკარება და საზიზღარი ხასიათის მქონე ბავშვი ხარ
-ოუ.. დღეს ვიღაცა კომპლიმენტებს არ იშურებს ჩემთვის... დიდად მადლობელი ვარ. ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე.
რამდენიმე წამი პირისპირ ვიდექით, ორივე მოჭუტული თვალებითა და ირონიული ღიმილით,მხოლოდ ახლა შევნიშნე როგორი ლამაზი თვალები ჰქონდა, მწვანე ცისფერში, ლამაზი მრგვალი თვალის ჭრილი, ხშირი წამწამებით,მიხვდა რომ ვაკვირდებოდი, კმაყოფილმა კი წარბები შეათამაშა, რაზეც გამეცინა და ავბუზღუნდი
-იდიოტი არსება ხარ. სიცილით ძლივს ვუთხარი
-შენ კიდე ნერვოზა ხარ.
-ვინ მე? უკვე ისტერიკული სიცილი ამივარდა და სულ დამავიწყდა, რომ გზაზე გადავდიოდი, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა მანქანის გამაყრუებელი სიგნალი ჩემს ყურთასმენას მისწვდა ,მოულოდნელად უხეში ხელიც ვიგრძენი მკლავში,რომელიც გააფთრებული ჩამაფრინდა.
-გაახილე გოგო თვალები! დამიყვირა დავითმა
-არ მინდა შენი სიკვდილის მოწმე გავხდე, ესეთი ახალგაზრდა, მომავალი წინ მაქვს და არ მინდა გონებაში შენი სახით საშინელი მოგონებები დამრჩეს. ისეთი სერიოზული სახით მითხრა, სიცილი ვერ შევიკავე, რაზეც წარბები შეკრა და თავი გააქნია,ისე როგორც დედაჩემს სჩვეოდა ხოლმე.
-გადარეული გოგო ხარ. გაბრაზებით ჩაილაპარაკა და წინ წავიდა, მე კიდე კარგა ხანს ვიცინოდი და წინ მიმავალს გავყურებდი
მობილურზე შეტყობინება მომივიდა
"-გზაზე გადასვლა უნდა იცოდე".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent