შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(19)


12-04-2017, 16:20
ავტორი lile-eli
ნანახია 2 772

-აუ არა, მადლობა პატარას..
მუცელზე მომეფერა და მუხლებზე დამისვა, როცა ლუდის ბოთლები დავულაგე ბიჭებს..


19.

-ხედავ? მამიკო, როგორ გვიყვარს?
-აბა, როგორ გამიმართლა.
ერთმანეთზე ჩახუტებულები ვისხედით, ბიჭები საკუთარ „სიყვარულებთან“ ერთად.. მუცელზე მოფერება გიგი და მკითხა:
-ნეტა როდის გაიზრდება?..
ასე ძალიან უნდოდა პატარა და რატომ მიმალავდა ვერ ვიგებ, ამიტომ ვკითხე:
- ბავში ასე, რომ გინდოდა რატომ არ მითხარი?
-ადამ მთხოვა და დავპირდი სანამ სწავლას არ დაამთავრებდი, ბავშვზე არ ვიფიქრებდი, ამიტომ მინდოდა გცოდნოდა, რომ ვითომ მე არ მინდოდა.
დიტომ განაგრძო საუბარი თან ადას სიყვები, მისივე ტემბრით წარმოსთქვა:
-აუ ელი, იმ წუთას რომ გენახა გიგის რა ფერმა გადაუარა, შეგეცოდებოდა. ადამ რომ „აჯახა“ როგორც იცის: - ,,თუ ელი თანახმა იქნება, მეც თანახმა ვარ, მაგრამ იცოდე ბავშვზე არც იფიქროთ! სანამ სწავლის საკითხს არ მოაგვარებს, თორემ ვიცი ელი მხოლოდ ბავშვზე იფიქრებს და ეს სწავლაში ხელს შეუშლის!..
-ოხ, ადა! ადა! ამერიკიდანაც მაკონტროლებს და მიგეგმავს ყველაფერს..
-კარგი ნუ ბრაზობ. ხომ იცი, რომ ასეთ მდგომარეობაში ხშირად ვერ ივლიდი სასწავლებელში და წინა წლის გამოცდებსაც ვერ ჩააბარებდი. იცის ადამ რასაც აკეთებს..
ჩახუტებით და ფერებით მიხსნიდა გიგი.
-მაინც მეწყინა.
-ელი გთხოვ, მაშინ ისე მინდოდა თანხმობა ეთქვა ჩვენს ქორწილზე, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, მეც ხომ ვიცოდი სწავლაში ხელს შეგიშლიდი, მაგრამ იმდენად ეგოისტურად მინდოდა ჩემი ყოფილიყავი ვერ მოვიცადე..
-ნუ ამართლებ!
-არ ვამართლებ. მის ადგილას, შენც იგივეს გააკეთებდი, მეც და სხვაც.. მამაშენის და დედაშენის წინაშე მას ვალდებულებები აქვს და ის პირობას ასრულებს.
-მართალს ამბობს ელი ხომ იცი ადა რა ტიპია? რატომ გიკვირს?
დიტოც აჰყვა გიგის და ანამაც მათ მიბაძა:
-ელი ეგ უკვე საწყენი აღარ არის, რომ უყვარხარ ამას მტკიცება არ უნდა, თან უკვე ორსულად ხარ და არ გსაყვედურობს მასაც ისე უხარია, როგორც შენ..
საბა მოგვიჯდა, გიგის მუხლებიდან გადავინაცვლე დივანზე და მათ შუაში ჩავჯექი, ჩემი ბიჭი ჩამეხუტა:
-ნუ ბრაზობ, ხომ ხედავ მარტო გიგიმ მოახერხა და ჩვენს ადას „შეუსრულა“!
სიცილი ვერ შევიკავე..
-ასე გამოდის..
-და თან როგორ?.. (დიტო)
-ჩემ თავს ნუ შეაძულებთ რაა.. (გიგი)
გიგი რაც დრო გადიოდა მეტად მანებივრებდა და ეს ყოველივე უფრო ბედნიერს მხდიდა, მეტად მომწონდა, რომ პატარას ველოდით, მუცელი ჯერ ისევ არ მეტყობოდა..
ერთ კვირაში სალო და ჩემი ბიჭი, პატარასთან ერთად გავაცილეთ, ბევრიც ვიტირე, ვიცი გამიჭირდება მათ გარეშე, მაგრამ გიგი დამპირდა ამერიკაში წასვლას, როცა უკეთ გავხდები და მგზავრობას შევძლებ.. გამოცდებს თითქმის მოვრჩი მხოლოდ მიმდინარე სემესტრის დამრჩა ჩასაბარებელი, რომელიც ძალიან მარტივი მეჩვენებოდა.. ჩემმა სიუმ ის მანქანა მაჩვენა, რომლზეც ჩემი სახელი ლათინურად ეწერა, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ არც იმდენად, რომ იმდენი თანხა გადაეხადა..
-ეს რატომ იყიდე?
-ეს ჩემთვის გავაკეთე, მხოლოდ ერთი ლილე და ისიც ჩემი!..
-რატომ ეს მანქანა? (Lexus IS 350)
-შენ მოგეწონა და იმიტომ, გინდა გაატარო?
-არა ვერ შევძლებ, დაჭიმული მაქვს მუცელი.
-რატომ? თუ ცუდად ხარ ექიმთან წავიდეთ.
-საშიში არაფერია, ღებინებამ იცის მუცლის დაჭიმვა.
-კარგი, მაგრამ ისეთი ფერი გაქვს მეშინია..
-კარგად ვართ მამიკო!.. ბაღისკენ გავისეირნოთ რა.
-თუ არ გცივა წავიდეთ.
მიმიხუტა მის მკერდზე და ისე გავედით ეზოში, ძაღლები დარბოდნენ და გიგის ეთამაშებოდნენ, ესეც სათამაშოს „ფრიზლს“ უგდებდა, რომ მოეტანათ..
ერთ დღეს, ჩემმა სიუმ იმ ოჯაში წამიყვანა, სადაც მე და ანასტასია ვყავდით საჩუქრებით, ამჯერად ბინაში მივედით, რომელიც თურმე მას უქირავებია და წინასწარ ჰქონდა გადახდილი ერთი წლის ფული, სადაც ნამდვილად იყო პირობა იმისა, რომ ბავშვებისთვის მცირედით მაინც ლამაზი ყოფილყო ცხოვრება. ამჯერადაც საჩუქრებითა და წამლებით მივედით, პატარა და დიდი ოჯახისწევრების ღიმილიანი სახეები, ყველაზე სასიამოვნო სანახავი იყო.. შემდეგ „მუხიანში“ წავედით სადაც პატარა ბარბარე და ბექა გველოდებოდნენ, გიგის და ბავშვების შეხვედრა იყო ერთი დიდი სანახაობა, მართლაც მეამაყება მე ის!. მას შეუძლია იყოს წარმატებული, შეძლებული, კეთილი, მოსიყვარულე და არის კიდეც! არასოდეს მიოცნებია მამაკაცზე, რომელსაც გიგის მსგავსი ფინანსური შესაძლებლობა ექნებოდა, მაგრამ მიოცნებია, თუ როგორ დავეხმარებოდი სხვას, როგორ გავახარებდი ბავშვებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ, თუნდაც მცირეხნით!.. სამწუხაროდ ბევრი მინახავს და გული მწყდება, მის და ჩემი თანატოლები, მისნაირ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფნი ახალგაზრდობის უმეტესობა ასეთები არ, ან ვერ არიან.. როგორ გამიმართლა? მე მას შევხვდი და რაც მთავარია ვუყვარვარ! ის ამას ყოველთვის ამბობს, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ კიდევ საქმით..
ეზოში ვიდექი, ცოტა მოშორებით, ვაცდიდი ბავშვებს გიგისთან თამაშს.. ჩემთან მოვიდა, მხრებზე ხელი გადამხვია და მკერდზე მიმიხუტა:
-რაზე ფიქრობ ასე მარტო, რომ დგახარ?
გავუღიმე და ხელები წელზე მოვხვიე.
-შენზე და იმაზე, რომ მიყვარხარ!
შევამჩნიე ოჯახის წევრების მზერა, რომლებიც სევდიანი, მაგრამ მომღიმარი სახეებით გვიყურებდნენ.
-ანუ გამიმართლა!
-ეს მე გამიმართლა შენ რომ ხარ ასეთი!
უფრო მიმიკრა მკერდზე და შევნიშნე ბარბი დოინჯით იდგა ჩვენს წინ, ნაწყენი თვალბით, ისე გვიყურებდა, სიცილი ვერ შევიკავე.
-ნახე, ბარბი ჩემზე ეჭვიანობს!
თავისთან იხმო და ხელში აიყვანა.
-ბარბი როგორ ხარ? (ლილე)
-კაად. (კარგად)
ისევ ნაწყენმა მიპასუხა, ხელები მოხვია მის „კუმირს“ და თავი ისე დაადო ზურგი მაქცია, რაზეც გიგიმ გაიღიმა.
-ბარბი ჩემზე ბრაზობ?
ვკითხე და თმაზე მოვეფერე, თავი გაასწორა და წარბებშეკრულმა შემომხედა:
-ელთად ატო მოხედით? (ერთად რატომ მოხვედით?)
-მეც მომენატრეთ და იმიტომ.
-მათა? მასინ თმა დამიტეთე ლა ისევ.. (მართლა? მაშინ თმა გამიკეთე რა ისევ..)
-ისევ?.. -გაიკვირვა გიგიმ.
-კი ისევ. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ისიც ვიცი, რომ ბარბი „შენი ცოლი უნდა გამოვიდეს“!
-ტი. ტი. მე უთალი. (კი კი მე ვუთხარი).
მაგრად მოხვია ხელები პატარამ და ლოყაზე ისე გემრიელად აკოცა, კოცნის ხმამ ეზოში გაიჟღერა.. ბიჭები, ანა და მარიც შემოგვიერდნენ.. ბექას მადამ, მართლა მომანდომა მესადილა, რამაც გიგი გაახარა:
-აქ უნდა გატარო ხოლმე, ან ცოტა ხნით ჩვენთან წავიყვანოთ.
-ანა, თუ იცი ეს ბავშვი ჩვენც დაგვჭირდება?
დიტომ ამ კითხვის დასმით ყველა, გაგვაჩუმა.. ანას, ჭიქაზე მოჭერილი ხელი გაუშეშდა, ყველა ფერმა ერთდროულად გადაურა, რადგან ის მიხვდა ჩვენ რაც ვიფიქრეთ.
-დიტო! ცოტა დაფიქრდი რას ამბობ! არა მეგობრებო ასე არ არის! (ანა)
-რა ვთქვი ისეთი? (დიტო)
-მაინც ვერ მიხვდა.
მარიმ სიცილი ვერ შეიკავა..
-რა და ამთ ორსულად ვგონივარ!.. (ანა)
დიტოს ხველა აუტყდა, რაზეც ვიხალისეთ..
-რა ორსულად, ხელს ვერ ვკიდებ, თუ არ ვკითხე.
-ამის მერე მე რომ ბოთეს დამიძახებ შეგრცხვეს რა..
მეც გავაჯავრე ვაჟბატონი.. მხიარული დროსტარების შემდეგ, ოჯახს დავემშვიდობეთ, გზაში ცუდად გავხდი, მოვინანე ბექას მიბაძვა.. მცირე მონაკვეთზე იმდენად ხშირად გავაჩერე გიგი, რომ ლამის ფეხით წასვლა გადავწყვიტე. ბოლოს გიგიმ საჭესთან თემო დასვა, თვითონ გვერდზე დამიჯდა, ხელი მომხვია და მის კისერში ჩავრგე ცხვირი, რაც მართლა მესიამოვნა, (ორმაგად შემიყვარდა მისი სუნი და მისი მაისურის ჩაცმა რომ მინდა, რატომ უკვის ვერ ვხვდები..) სამყაროსაც მალე მოვწყდი, ბუნდოვნად, ჯერ გიგის ძლიერი მკლავები ვიგრძენი, შემდეგ ჩემი ფუმფულა საწოლი..
ტოქსიკოზის გადალახვაში ძილი მეხმარებოდა, მეც ჩემს ძილისგუდას დავემსგავსე და ჩვენზე მონატრებულმა „მამიკომ“ დილით (რაღა დილით 11:00) საწოლში მყოფს, მოგვაკითხა და ხელები ძლიერად მომხვია, ხმაურიანად მაკოცა რამდენჯერმე და ძილისგან დასიებულმა, მისი სახე ძლივს დავინახე, როცა მისკენ გადავბრუნდი:
-მმმ..
-ცუღლუტო, ძილისგუდას მე, რომ მეძახი არ გრცხვენია?
-მმ.. პატარას ბრალია, რომელიც მამას ჰგავს!
-პატარას აბრალებ გული, რომ ამიჩუყდეს?
-შენ გული გიჩუყდება?
საბანი გადამხადა, მაისური ამიწია და მუცელზე მკოცნიდა, თან საუბრობდა:
-მჰ.. როცა თქვენ გეხებათ საქმე კი! მამა როდის ნახავს თავის ბას?..
-მამიკო სენტიმენალური გახდა და ახლა ავტირდები..
-ნუ ცუღლუტობ!
ხელები მკერდისკენ წამოიღო და მეფერებოდა, მეც ნებივრობა გავაგრძელე, მაგრამ თითებს ისე აფათურებდა სიცილი ვერ შევიკავე..
-კარგი, კარგი, მეღუტუნება..
-ადექი რა, ცოტა ჭამე ცოდოა პატარა.
-კარგი ავდგები.
-თუ გინდა აქ მოგიტან, შენ უბრალოდ მითხარი რა გინდა?
-არ ვიცი რა მშია, ვნახოთ რა გვაქვს და რამე მომინდება.
-ელი, რამე რომ მოგინება, არ მოგერიდოს მითხარი, კარგი?
ისეთი საყვარელი სახით მკითხა გამეცინა და ვაკოცე.. კიდევ ერთი მისნაირი მეყოლება და ბედნიერმა მისი ყელი დავაგემოვნე, კანი დაეხორკლა, შევამჩნიე როგორ დაუარა ჟრუანტელმა, ღიმილით დამიკოცნა, ჯერ სახე, შემდეგ ყელი..
-გვიყვარხარ მამიკო!
-მამიკოს უფრო მეტად!
ავდექი, თავი მოვიწესრიგე, წელზე მოვეხვიე, მისი სურნელით ფილტვები დავტვირთე და ერთმანეთზე მიხუტებული ჩავედით სამზარეულოში, მაყვალას გამზადებულ საუზმეს გემრიელად შევექცეოდით მე და ჩემი პატარა, ყველა ჩვენ გვიყურებდა გაღიმებული სახეებით ისე უხაროდათ.
გიგის თურქეთიდან დაურეკეს და დაიბარეს, ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობედსა, თან ბიზნესის საქმეც შესამოწმებელი იყო.. იქ ჩასულმა, კარგი ამბავიც გვითხრა ტელეფონით, რომ რამდენიმე დღეში გამოწერენ, ამიტომ ორი დღე კიდევ მოუწევდა დარჩენა, 17 დეკემერი დგებოდა და ამ დღეს მარტო მიწევდა შეხვედრა, ახალი წლისთვის მზადება გადავწყვიტე, სამეგობროს ჩვენთან შეკრება და სახაალწლო განწობის შექმნა მინდოდა. მაყვალა დეიდას ვთხოვე ნაძვიხე, რომელიც ძალიან ძველი იყო ალბათ გიგის ასაკის და ვერაფრით შევძელი მისი აწყობა.. გურამის მივმართე დასახმარებლად კაბინეტის კარზე დავაკაკუნე:
-შემოდი ლილე, თავს როგორ გრძნობ შვილო, ხომ არ მოიწყინე?
-კარგად ვარ მამა.
თვალებში ცრემლები უგროვდება როცა „მამას“ ვეძახი და ღიმილიანი სახით მიყურებს, მეც ამ სიამოვნებას არ ვაკლებ, რადგან როგორც ვთქვი არ ყოფილა რთული..
-გინდოდა რამე?
-დიახ, ნაძვისხის აწყობა ვცადე, მაგრამ ძალიან ძველია და იქნებ დამეხმაროთ..
ისე გაუხარდა, როგორც პატარებს უხარიათ, ახალი წლისთვის მზადება..
-წამო ახალი ვიყიდოთ!
-ახალი ნაძვისხე ნამდვილად აჯობებს.
გამიხარდა შემოთავაზება..
-აბა ის ნაძვისხე 20 წლისა და მაგას არაფერი ეშველება, უბრალოდ დიდი ხანია ამ სახლში ნაძვიხე არავის გახსენებია..
-გავემზადები და მალე ჩამოვალ.
-გარეთ დაგელოდები შვილო.
გავემზადე, თბილად ჩავიცვი, რადგან მაყვალა მამოწმებს, ლერი და გურამი ოთხი საათი მიტანდნენ მაღაზიებში, დიდი მოთმინებით დამყვებოდნენ, ყველაფერი ვიყიდე, დიდი ნაძვისხე, რომელიც მისაღები ოთახის შესაბამისი იყო და კიბით გახდა მოსართავი, მოკლედ სადილის შემდეგ, სახლშიც კაცები დავასაქმე, მაყვალას მეუღლეც კი მათ ეხმარებოდა.. სანამ კაცები აწყობდნენ ნაძვისხეს, მე მუსიკა ჩავრთე ახალიწლის განწობის შესაქმნელი Mariah Carey - All I Want For Christmas Is You, თან ვმღეროდი თან ვაწყობდი მაღლა სათამაშოებს ისევ კაცები კიდებდნენ და ეს ძალიან სიამოვნებდათ, მე წითელი ქუდი მოვირგე და მაყვალასაც ძალით დავახურე, გურამს მოსართავი (წვიმა) მოვხვიე ყელზე, მაყვალას ძველი სათამაშოების ყუთი მოვატანინე, იქედან ვარჩევდი სათამაშოებს, რომლიდანაც ბევრი მომწონდა და ნაძვისხეზე სათამაშოებს შორის იწონებნენ თავს.. ასეთ ეიფორიაში და ხმაურში ვიყავით „საყვარელი სუნი“ ვიგრძენი, მაყვალამ გაოცებულმა შემომხედა, ცეკვას რომ თავი დავანებე და ცხვირის ხელზე გასმა დავიწყე, ქსუტუნით:
-რამე მოხდა?
და სახე შეეცვალა, უცებ გამიღიმა ყურადღების გასაფანტად..
-აუ არ ვიცი, მემგონი გავგიჟდი, გიგის სუნ..
სისიცილის ხმაზე უკან მივიხედე:
-როგორც ვხედავ უჩემოდაც კარგად ერთობით..
სიხარულისგან გავშეშდი, დავიბენი. გულის ცემამ ისე იმატა სუნთქვა გამიჭირდა, ძლივს შევეგუე, რომ ვერ ჩამოვიდოდა, ახლა კი შემოსასვლელში მდგარი მიღიმოდა.. ხელები გამიშალა და მანიშნა, რომ მივსულიყავი..
-პატარა ანგელოზები გვართობენ შვილო, დედაშვილი ისეთ ენერგიაზეა ჩვენთან ახალი წელია უკვე..
გურამმა კაცებს გადახედა, რომლებიც უკვე მორჩნენ ნაძვისხის ზედა ნაწილის მორთვას.. უკვე ჩახუტებულები ერთმანეთს კოცნას ვუცვლიდით და ყელში ვუტოვებდით..
-როგორ მომენატრეთ ორივე.
-ჩვენც მოგვენატრე.
-როგორ ხართ? მამას ბა როგორ არის?
მუცელზე მომეფერა.
-კარგად. შენ როგორ ხარ?..
-გიგი შვილო, ხომ თქვი ორი დღე კიდევ ვერ ჩამოვალო?..
-კი მამა, მაგრამ ვერ გავჩერდი, რადგან რამდენიმე დღე კიდევ დაჭირდებაო ექიმებმა და ემირი მოაგვარებს..
-გეთქვა და დაგხვდებოდით. (ლილე)
-მერე ამ სანახაობას ვინ მოაწყობდა?
ნაძვისხეზე მიგვანიშნა, მომეხვია მაკოცა და მის მკლავებში გარინდულმა ვკითხე..
-მშიერი იქნები, გაგიმზადო?
-კი ძალიან მშია..
-მამა, დაისვენეთ და მოგვიანებით გავაგრძელებ..
მივმართე უფროსებს, რომლებიც ცდილობდნენ „ჩემს ჭკუაზე“ ეარათ.. გიგიმ თავი მოიწესრიგა, მე კი სუფრა გავუშალე და სადილობას შეუდგა, მთხოვა მეც მესადილა, მაგრამ მხოლოდ წვენის დალევა შევძელი.. ვუყურებდი როგორ მიირთმევდა და ვფიქრობდი, რა მცირედი შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის რომ თქვა „მე ბედნიერი ვარ“! რადგან ის ჩემთან არის ეს უკვე ყველაფერია ჩემთვის, გამეღიმა:
-რაზე ფიქრობს, ღიმილიანი სახით, ჩემი მონატრება და ბედნიერება?
-გვიხარია, რომ მამიკო მოგვეფერება.
-ამას ახლავე გავაკეთებ! ძალიან მომენატრე..
ხელი მომკიდა და მუხლებზე დამისვა, მუცელზე მომეფერა, კოცნაც არ დაიშურა.. სამზარეულო მივალაგე და მისაღებში გავედით, გავაგრძელეთ საახალწლო საქმე და გიგიც მეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, ვთხოვე დაესვენა.. პირობა ჩამომართვა რამდენ სათამაშოსაც დაკიდებდა იმდენი კოცნა უნდა მიეღო, ერთეთ-ერთ კოცნაზე ყურის რბილ ნაწილზე ვუკბინე და გავიქეცი, რათქმა უნდა დამიჭირა:
-ახლა „ჯარიმაც“! ორი კბენის! ორიც გაქცევის!
კიდევ გავექეცი და სათამაშოების ყუთი წავუქციე, თავის შეკავება სცადა, მაგრამ უშედეგოდ დაეცა, დაიყვირა, თან ისეთი სახე მიიღო, შემეშინდა. ყველამ ოთახში მოიყარა თავი, ყველა იცინოდა, მხოლოდ მაყვალამ შეჰკივლა:
-დედა მომიკვდეს თავი, ეს რა მოგივიდა? დაღლილი ხარ შვილო და დაგესვენა!
მეც მივუახლოვდი, მემგონი შიშისგან გავფითრდი, ისედაც არ მაქვს მთლად წითელი სახე, ახლა მითუმეტეს..
-როგორ ხარ? გეტკინა რამე?
-არა კარგად ვარ.
მიპასუხა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ ადგა. ხელი გავუწოდე, მანაც მომკიდა ხელი და თავისკენ დამქაჩა, უცებ წელზე ხელი მომხვია ისე, რომ მსუბუქად დავესვი, მის მუხლებზეც აღმოვჩნდი.. მაშინ მართლა გავწითლდი, რადგან ყველა გვიყურებდა და მაყვალამ კიდევ დაიკივლა, ჩვენსკენ გამოიქცა:
-ასე არ შიძლება, გიგი მუცელი არ მოეშალოს!..
-ნუ გეშინია მაყვალა, არაფერს დავუშავებ, ცოტას დავსჯი!
სიცილით უპასუხა გიგიმ.. სახეზე ხელი მაგრად მომიჭირა და თავისკენ მიმაბრნებინა, ცხვირის წვერზე მიკბინა მერე მაკოცა..
-არც ეგ შეიძლება!
წუწუნით ვცადე თავის გათავისუფლება.. გიგიმ მაგრად დამიჭირა.
-აბა აბა.. ეგრე მარტივად არ გამოვა.
-თქვენ საქმეში არ ვერევი, მაგრამ ფრთხილად იყავით ბავშვებო!
ბუზღუნით წავიდა მაყვალა, დანარჩენებიც გაყვნენ.. აი ახლა ვერ გადამირჩები! წამოდგა ხელში ამიყვანა. დასმას ვთხოვდი, მაგრამ არ მისმენდა.. სათამაშოების დალაგების საშუალებაც არ მომცა, ისე ამიყვანა ოთახში.. ჩემი მოფერებით გული იჯერა და პატარას დაუწყო კოცნა, შედეგ ელაპარაკებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა პატარასაც უხაროდა მისი ხმის მომენა, ან მე მეღვრებოდა სითბო სხეულში, მის თბილ ხმასა და კოცნაზე.. ბედნიერებით სავსემ გავატარე მასთან ორი დღე „ბარბარობა“ ავღნიშნეთ ოჯახურ გარემოში დიტო და ანა დავპატიჟეთ „მეკვლედ“. ჩემები მოვიკითხეთ მივულოცეთ, საღამოს კი ბიჭები დავიბარეთ ჩვენთან სრული შემადგენლობით, ჩემი გოგონებიც მოვიდნენ, ლია დეიდაც ჩვენთან იყო და ის მივსებდა ჩემების სიყვარულს, მის ხელში გაზრდილს, მისი სითბო და სიყვარული მახარებდა..
ბევრი ვიხალისეთ, ბიჭებმა ბავშვოვბა გაიხსენეს, გოგონები თამაშში აყვნენ, სმაშიც და სასმელიც მოეკიდათ, ამიტომ მარი და გოგოები გიორგიმ წაიყავანა სახლში, რომელიც არ სვამდა.. ჩემი სიუც არ სვამდა ჩემს გამო და აწვალეს ელის „სოლიდარობას“ უცხადებსო, „ცოლმა მოარჯულაო“.. თემომ კი უხეშად იხუმრა, ჩემი და გიორგის მისამართით:
-გიო შენ რატომ არ სვამ, შენც ელის „პონტში“ აცხადებ უარს?..
ყველა გაჩუმდა, ასეთი კითხვა რატომ უნდა გაგიჩნდეს და თუ მაინც, რატომ უნდა თქვა ხმამაღლა? ეს ხომ თემოა.. შევატყვე ყველა დაიძაბა, ესეიგი გიორგის დამოკიდებულება ჩემს მიმართ, თემომ გაიგო და ახლა ყველას გააგებინა.. მე გიგის გავხედე, რომელიც გიორგის უყურებდა და გაუღიმა.. მის მზერას გავაყოლე თვალი და გიორგის თვალებს შევეჩეხე, უხერხულად გამიღიმა, თავი გააქნია და თემოს შეხედა, თემოს კითხვა მე შევუბრუნე:
-შენ რატომ გაინტერესებს ეს საკითხი თემო?
-არ მაინტერესებს, უბრალოდ ვიკითხე.
-მე ვიცი რატომაც იკითხე, მაგრამ შენ არ იცი, სად რა და როგორ იკითხო..
-რა ვთქვი ისეთი? საწყენად არ მითქვამს..
გიგის გამოსვლა მომეწონა, გიორგის უხერხულ სიტუაციაში ყოფნა, რადგან ჩემი ბრალი იყო ავდექი და ოთახიდან გავდიოდი ხმა, რომ გავიგე გიოსი:
-რატომ არ ვსვამ და შენი მთვრალი ტ*კი, რომ სახლში მშვიდობით მივიტანო!
გაბრაზებული გიორგიც გიგის ემგვანება, ალბათ დემეც და ნიკაც ასეთები არიან, ფიქრებში გართული შევედი ლიასთან და მაყვალასთან სამზარეულოში, მათი მოფერებით ვიჯერე გული, ცოტა ხანში ბიჭებიც დაიშალნენ. გიორგიმ წაიყვანა ყველანი, ლიას მშობიარე ჰყავდა და ისიც წავიდა, დიტო ჩვენთან დავიტოვეთ, ისეთი მთვრალი იყო მალე ჩაეძინა..
ჩვენს ოთახში, საწოლში ჩახუტებულები ვიყავით, როცა ბავშვის ოთახის მოწყობაზე დაიწყო საუბარი სიუმ, დაგეგმა რომელი საძინებელი იქნება ბავშვის და როგორი უნდა იყოს, მის მკერდზე მოკალათებული, ვუსმენდი მის გულისცემას, მის ბედნიერ ხმას.. ჩემს თითებს ეფერებოდა, ხან ერთმანეთში ხლართავდა, ხანაც ცერა თითით მეფერებოდა და ასე ბედნიერს ჩამეძინა..
დილის ხუთი საათი იქნებოდა, სიცარიელის შეგრძნებამ გამაღვიძა, გიგი საწოლში არ იყო, დაბლა ჩავედი, არ დამხვდა.. ის გაუფრთხილებლად არ წავიდოდა, იცის ვინერვიულებ, უფრო ცუდად გავხდი ემოციურად ისე დავიძაბე, შიშმა ამიტანა, კანკალი დამეწყო, ტელეფონზე დავურეკე, არ მიპასუხა... უცებ გონებაში ბუნდოვნად მისი ხმა ჩამესმა, ძილში მყოფს რაღაცას მეუბნებოდა, რომ უნდა წასულიყო, მალე მოვიდოდა, მაკოცა და დამემშვიდობა, მაგრამ ეგ თითქოს სიზმარი იყო.. დიტოს ოთახში შევედი, კარის ხმაზე გაეღვიძა, შეშენებული წამოხტა საწოლზე..
-მოდი ელი, რამე მოხდა?
-დიტო გიგი არ არის სახლში, ტელეფონზე არ მპასუხობს..
-ჩემი გოგო ეჭვიანობს?..
დაცინვა სცადა, საწოლიდან ფეხები გადმოალაგა და მკლავი გადამხვია.
-არა დიტო მეშინია..
ხმა გამიწყდა და თვითონაც ანერვიულდა, ტელეფონი აიღო დარეკა და უპასუხა:
-სად ხარ ტო? ელი ნერ..
......
-რაა?! ახლავე მოვდივარ სად ბრძანდებით?
........
აშკარად სხვამ უპასუხა..
-კარგით.
-რა მოხდა დიტო? ვის ელაპარაკე?
-არ ვიცი რა მოხდა, ჩვენი ადვოკატი იყო დავითი...
-თვითონ გიგი სად არის?
-განყოფილებაში, დაკითხვაზე, არ იცის რატომ, მივალ და გავარკვევთ, დაგირეკავ არ ინერვიულო.
-რა სისულელა! გგონია აქ დაგელოდებით?
უკვე ისტერიკა მემართებოდა, ამიტომ დამთანხმდა წაყვანაზე.. იმდენი კითხვა ამერია გონებაში აზრების დალაგება მიჭირდა, აფორიაქებული ვემზადებოდი, მთავარი აზრი კი გიგი იყო, მისი ნახვა.. დიტომ სასწრაფოდ ჩაიცვა და გავარდა გარეთ რათქმაუნდა არ წამიყვანა, სანამ ჩავიცვი გამეპარა, იცოდა ისე ვერ მომიშორებდა, მე საჭესათან ვერ დავჯქი, მუცელუ უფრო ამტკივდა და დამეჭიმა.. უსასრულოდ ქცეული ყოველი საათი საუკეთესო საწამებელი საშუალებაა ალბათ და მას ჩამონათვალში პირველ ადგილას დავწერდი, დილით შეშინებული სახით, რომ დამინახეს ოჯახის უფროსებმა, ყველაფერი მომაყოლეს, რაც ვიცოდი და გურამმა ლერი წაიყვანა, ყველა მიდიოდა და არავინ ბრუნდებოდა სახლში ბოლო რამდენიმე საათი, მე კი უფრო მეტად ვბრაზობდი საკუთარ თავზე, ასე რამ დამაძინა გიგის საუბარი, რომ ვერ მოვისმინე და არ მახსოვს, ვცდილობდი გახსენებას რა მითხრა და უშედეგოდ, მხოლოდ ორი წინადადება მახსენდებოდა: „არ ინერვიულო“, „მალე მოვალ“..
როგორც იქნა ეზოში შემოვიდნენ ბიჭები და ველოდი გიგიც შემოვიდოდა, მაგრამ დიტოს სახის გამომეტყველებამ იმედი გამიცრუვდა, რადგან არც გურამი ჩანდა სავარძლზე დამსვა, ჩემი ხელები დაიჭირა და ისე მიყურებდა გული მიგრძნობდა რაღაც საშინელებას ველოდი..
-დიტო მითხარი რა მოხდა? სად არს?..
-ელი, გიგი დაიჭირეს, მაგრამ მალე გამოვა ყველაფერს აგვარებს დათო..
-რატომ?
-ვიღაცას დაეჯახა და მძიმედ არის..
ხმა ჩაუწყდა, ამაზე საუბარი უჭირდა, თუმცა ცდილობდა რაღაცის ახსნას, მაგრამ გონება ვერ აღიქვამდა რას..
-ისევ, ისევ ავარია! როდის უნდა დასრულდე?!
ყველას თვალი მოვავლე და რამდენიმე წამში, მათი სახეები ისე აიდღაბნა, რომ ვერაფერს ვხედავდი. ყურებში შრიალის ხმამ უფრო გაართულა, ჩემი მდგომარეობა და გონებაც გამეთიშა, აღარაფერი მახსოვს...
საავადმყოფოდან მალე გამომიშვეს, ბავშვი კარგად იყო და ლიას მოძღვრებამ ძალა შემმატა, დიტო გვერდიდან არ მშორდებოდა, ჩემებმაც გაიგეს და რადგან სალო უკვე ელოდება, ვერ ჩამოვლენ, საბა დამპირდა, როგორც კი პატარა დაიბადება ჩამოვა.. გიგის ნახვის საშუალება არ მომცეს, რადგან წინასწარი დაკავების საკანში იყო, დაშავებული მძიმედ იყო, ოჯახმა საჩივარი დაწერა და ეს ართულებს სიტუაციას, საავადმყოფოში მივედით სანახავად და რა თქმა უნდა საშინლად მოგვექცნენ, ვის სურს „მკვლელის“ ოჯახის ნახვა არავის და არც ვამტყუნებ.. მეკი საშინელი შეგრძნება მიკლავდა გულს ის ბიჭი თუ .. არა! არ მინდა მკვლელის მეუღლე მერქვას, არც ჩემ შვილს ყავდეს... არა! არა! ვცილობ ამაზე არ ვიფიქრო, იმედია გადარჩება...

სასამართლოს პირველი სხდომა ისე ჩაიშალა გიგის თვალიც ვერ მოვკარი,
დაშავებულის ახლობლებმა ყველაფერი გვაკადრეს რისი კადრებაც შეიძლებოდა, მაიტომ ერთ კვირაში დაინიშნა სასამართლო. ამ ხნის მანძილზე ბატონი დავითი, გიორგის და დიტოს უფრო ბევრს ესაუბრებოდა, ვიდრე მე ვატყობდი რაღაცაზე ბრაზობდა ჩვენი ადვოკატი და მიზეზს მიმალავდნენ, ამიტომ მოვითხოვე ყველა საჭირო მასალა გასაცნობად, დავითმა კმაყოფილი ღიმილით შემომხედა და საქაღალდეები მომაწოდა..
ერთი შეხედვით ყველაფერი ისე იყო, რასაც მიყვებოდნენ, ავარიის შესახებ ფაქტები ქრონოლოგიურად დაწყობილი და საეჭვოც არაფერი ჩანდა, მხოლოდ მანქანის ფერმა მიიქცია ყურადღება, ვერცხლისფერი და მოდელსაც დავაკვირდი BMW M3, რომლიც გიგის მანქანა არ იყო, არც „ავტოპარკში“ მინახავს მსგავსი მანქანა, მადლობა მეუღლეს რომ მანქანები მაქვს ნანახი და მადლობა საბას, რომ ამ მანქანის მოდელები მასწავლა გავიფიქრე და გავაგრძელე საქაღალდის თვალიერება ისე, რომ არაფერი შევიმჩნიე, რაღაც კითხვებზე დავითმა მიპასუხა, ზოგჯერ დიტოც მპასუხობდა საქაღალდეს ბოლო ფურცელიც წავიკითხე, როგორც გტავიგე ეგ მანქანა გიგის სახელზეა გაფორმებული, მაგრამი არასოდეს მინახავს. საქაღალდე დავხურე და შევატყვე დიტომ როგორ ამიოხრა, თითქოს გადარჩა.. ამიტომ პირდაპირ დავსვი კითხვა:
-გიგის მანქანა სად არის?
-რაა?
დიტოს სახე დაემანჭა, მას გიორგიც, თემოც და დემეც მიჰყვა, მხოლოდ დათო იყო კმაყოფილი ამ კითხვით, გურამიც თითქოს ახლა ერკვეოდა სიტუაციაში..
-ეჭვი რამ გაგიჩინა ელი?
დაბნეული ხმით მკითხა დემემ.. გამეღიმა და დიტოს თვალებში შევხედე მან ამარიდა მზერა:
-ჯერ თქვენგან მინდა მოვისმინო, რატომ? ან როდემდე აპირებდით ამი დამალვას? სანამ საბუთებს ვნახავდი არ უნდა გეთქვათ?
-ეს... გიგიმ მთხოვა ელი...
დიტო ძლივს აბამდა წინადადებას ერთმანეთს. გურამი დაიძაბა და გაოცებული მიყურებდა ხან მე ხან ბიჭებს..
-რა ხდება ბავშვებო?..
-რომელი მოყვება?
გავხედე ბიჭებს, სიბრაზეს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა, იგის კი როცა ვნახავ ცალკე მოვთხოვ პასუხს..
-გურამ გიგი იმ მანქანის საჭესთან არ იჯდა.
თქვა დავითმა და გურამის გაოცებულმა სახემ მეც დამაბნია, ესეც ახლდა
მათ და როგორ ვერ გაიგო აქამდე? ანუ მანამდე მოაგვარეს სანამ მივიდოდა..
-ამას ახლა რატომ ვიგებ?! მე თქვენ გენდობით და ამით სარგებლობთ?!
-ვინ იჯდა საჭესთან?
ჩავერიე საუბარში.. ყველა გაჩუმდა და ეს კიდევ მეტად მაღიზიანებდა, მაგრამ
როცა გავიაზრე ის ფაქტი, რომ გიგი იმ ბიჭის „მკვლელობაში“ არ იქნება გარეული
მაბედნიერებს და ეს სიხარული ყველაფერ ფარავს. ეგოისტობის უმაღლეს მწვერვალს
მივაღწიე..
-დიტო რა ხდება, იტყვი?
გურამის გამოხედვის მეც შემეშინდა, ტუჩები ისე გაულურჯდა ოთახიდან,
გავედი და წამლები მივუტანე, როცა კაბინეტის ოთახში დავბრუნდი, თითქოს
დაწყნარებული მეჩვენა, როგორც ჩანს რაღაც უთხრეს, წამლები გამომართვა
და ჩუმად იჯდა თავის სავარძელში.
-მამა უკეთ ხარ?
-კი შვილო.
თვალები დამიხუჭა მადლობის ნიშნად. ბიჭებს შემოვუბრუნდი და უკვე წყობიდან
გამოსულმა დავიყვირე:
-ვინმე მოყვება, იმ დაწყევლილ ღამეს, რა მოხდა?
დიტო მომიახლოვდა სავარძელზე დამსვა
და მოყოლა დაიწყო:
-იმ ღამეს თემო და დემე იყვნენ მანქანაში, რომლიც ავარიაში მოყვა..
-საჭესთან?
კბილებს ვაჭერდი ერთმანეთს, ისე შევაწყვეტინე საუბარი.
-თემო..
გაოცებულმა თვალები გამიფართოვდა და თემოს შევხედე, რომლიც დასჯილი
ბავშვივით თავდახრილი იდგა, არავის უყურებდა.
-დემე მოყევი!.. ყველაფერი!
ბრძანება გავეცი და თემოს თვალს არ ვაშორებდი, თითქოს მისი მოძრაობის
არცერთი დეტალი მინდოდა გამომპარვოდა, დემემ დაიწყო საუბარი:
-თემომ დამირეკა ბარში მივდივარო და წამოდიო, მარტო არ მინდოდა წასულიყო და
ვთხოვე ჩემთან გამოევლო, ბარში ცოტა დავლიეთ და იქედან გამოსულებს სასმელი
უფრო მოგვეკიდა, მანქანაში ჩამეძინა, თემო მაღვიძებდა ჩემ სახლთან ვიყავით უკვე
მისულები, როცა ასახვევში შემხვედრი გზიდან მანქანამ კოტროლი დაკარგა, თამომ
სცადა გზის ავლა, მაგრამ ის ისევ ჩვენსკენ წამოვიდა, ჩვენც სწრაფად მივდიოდით და
ვერ მოასწრო დამუხრუჭება...
-მერე?!
ცოტახნის სიჩუმის შემდეგ დავუსვი კითხვა..
-მერე.. მე მართვის უფლება ჩამომართვეს ორი კვირის წინ, თემოს გაფრთხილება
აქვს, ამიტომ ნასვამი არ შეიძლებოდა საჭესთან ენახათ და გიგის დაურეკა, ისიც
მოვიდა მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონ მართავდა მანქანას, გამაფრთხილა
შენთვის და გურამისთვის არ გვეთქვა და დანარჩენი იცი..
სავარძლის სახელურს, იდაყვით დავეყრდენი და შუბლი ხელით დავიჭირე, ისეთი
შეგრძნება მქონდა, ვიღაცა თავში მიჩიჩქნიდა, ყველაზე მტკივნეულ ადგილს და
აზროვნების უნარის წართმევას ცდილობდა, ბიჭები კი ჩუმად ისხდნენ ჩემი
რეაქციის მოლოდინში, დიტომ ჩაიჩურჩულა, რომელიც ისევ ჩემ წინ მუხლზე
დაყრდნობილი იყო:
-ბოდიში, მან მთხოვა..
ამღვრეული თვალებით ავხედე დიტოს, სიმწრით გამეღიმა და განაგრძო..
-ასე ნუ მიყურებ გთხოვ, ჩემი ელი მინდა, რომელიც დამეხმარება, ფიქრობს და
აზროვნებს!..
ცოტა ხნის შემდეგ, დავითს შევხედე:
-გიგის სახლზე რატომ არის ეგ მანქანა?
-ჯარიმები გიგის სახელზე მოდის და ის ფარავს.
გურამმა გამცა პასუიხი.
-კიდევ რამდენი მანქა გვაქვს და თან არ გვაქვს?..
-ოთხი.
გაეღიმა გურამს..
-ბატონო დავით, გამართლების იმედი უნდა გვქონდეს?
-კი ლილე, რადგან იმ ბიჭის ბრალეულობაც იკვეთება, მთავარია არ..
ხმა ჩაუწყდა, ვეღარ დაასრულა და მე გავაგრძელე..
-და თუ გარდაიცვალა?
-გაგვიჭირდება, მაგრამ ოჯახთან მოლაპარაკება უნდა ვცადოთ.
დავითი ცდოლობს გამარკვიოს სიტუაციაში..
-მაგრამ „ადამიანურობის“ ფარგლებში! (ლილე)
-რას გულისხმობ ელი? ხარჯების დაფარვა და მოლაპარაკება დაგვეხმარება.
დემეტრემ გაოცება ვერ დამალა..
- ოჯახთან ურთიერთობამ, ვაჭრობის სახე არ უნდა მიიღოს!
-ელი ბოდიში, მაგრამ ვერ გავიგე. (დემეტრე)
დიტოს გაეღიმა, მაგრამ არ ჩარეულა, გიორგიმ პირველად ამოიღო ამ ხნის
მანძილზე ხმა:
-როგორც ვიცი უჭირს იმ ოჯახს და მკურნალობის ხარჯების დაფარვაც
გაუჭირდებათ.
-ცოტახანი დაველოდოთ, ახლა თანხა რომ შევთავაზოთ მაინც უარს იტყვიან, უფრო
გავაბრაზებთ. (ლილე)
-სასამართლოს შემდეგ, ადვოკატის მეშვეობით, ოჯახის აზრს გავიგებ.
თქვა დავითმა და ყმაყოფილი მიღიმოდა. დიტოს ტელეფონმა დაურეკა და
კაბინეტიდან გავიდა..
-გიგის ნივთები სად არის?
-მე... მაქვს.
თემომ ძლივს წარმოსთქვა, თავი არ აუწევია მაღლა, ისე დადო მაგიდაზე:
ტელეფონი, საფულე, საათი, ჯვრისწერის ბეჭედი და გასაღების აცმა, ჩემი ნაჩუქარი
„ბრელოკით“.. მივედი და პირველი საათი ავიღე ხელში, მისი სუნი ჰქონდა ტყავის
სამაჯურს, გავიკეთე ბიჭებს ზურგით დავუდექი და ფანჯარაში ვიხედებოდი, მაჯა
ცხვირთან მქონდა და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე მისი სუნი..
-სამაჯური სად არის?
ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი ისე ვიკითხე..
-არ ვიცი..
თემოს ხმა იყო, უცებ დიტო შემოვარდა ოთახში, გაფითრებული სახით:
-პრობლემა გვაქვს!
-რა მოხდა დიტო?
სავარძლიდან წამოდგა გურამი.
-ბაქოდან დარეკეს, გაუგიათ გიგის ამბავი და ბიზნესის საკითხები თავიდან არის
გადასახედიო!
-რატომ? რა უნდათ? (გურამი)
-გიგის წილიდან გასვლა.
-არა! შეხვედრა მოითხოვე!
ჩემი ხმა მეც ვერ ვიცანი, ისე უხეშად ვთქვი, ყველას წყვილი მზერა ჩემსკენ იყო
მომართული.. მათი, დაბნეულობა მე უნდა, განმემუხტა და დავაგრძელე:
-ემირსაც დაურეკე ისიც წილშია, ბატონო დავით, ყველა დოკუმენტი განვიხილოთ,
კიდევ ვინ არის ამ პროექტში?
-და, ძმა კანდელაკები არიან 20%-ის მფლობელი და იმათი ნამოქმედარია? უკვე
გაკეთებულია ყველაფერი და მიითვისება უნდათ!
ჩაილაპარაკა გურამმა..
-ჩვენ რამდენი პროცენტი გვაქვს?
- ჩემი და გიგი ერთად 40%-ი, ემირის 20%-ი და ბაქოელების 20%-ი, მაგრამ გიგი
საგარანტიო ხელშეკრულება დაუდო და პირობების წამოყენების უფლება არ აქვთ!..
დიტოს ძარღვები დაებერა სიბრაზისგან..
-სად არის საგარანტო? (გურამი)
-გიგის ჰქონდა გადავხედავ და დაგიბრუნებო, მაგრამ არ მოუცია, შენ ხომ არ იცი სად
ექნება?
დავითმა დიტოს გახედა:
-არ ვიცი, მე ასლი მაქვს და გადავხედოთ, თუმცა მაგას ვერ გამოვიყენებთ..
-არაუშავს ემირს ექნება, ამ საქმეს ისე დავტოვებთ როგორც გიგის დაჭერამდე იყო,
შეხვედრა დანიშნეთ!
დიტოს გაეღიმა და ხელები გაშალა, ჩემსკენ წამოვიდა..
-აი ასეთი ელი მიყვარს მე!
ჩამეხუტა და თავზე მაკოცა, გიგის ტელეფონმა დარეკა, ემირი იყო, უკვე ყველაფერი
იცოდა და ისიც ჩამოვა შეხვედრისთვის..
-----------------------------

პ.ს. დიდი ბოდიში ყველას, ვინც ამ ისტორიას კითხულობთ..
არსებობს საკითხები და მიზეზები, როცა რაღაცას ვერ აკეთებ,
ეს ყველამ იცით და იმედია გამიგებთ..
დიდი მადლობა მოთმინებისთვის, ეს ისტორია კი მალე დასრულდება
იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეს თავი მომეწონა ძალიან ბილი და დაძაბული იყო ერთდროულად. ხოლო ის ბოდიშI კი მინაწერში ნამდვილად გვეკუთნის.
როგორც არუნდა იყოს მომენატრე და ველი შენმდეგს!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ მომწონს ეს ისტორია და როგორ ველოდები ხოლმე <3

 


№3  offline წევრი lile-eli

Chikochiko
როგორ მომწონს ეს ისტორია და როგორ ველოდები ხოლმე <3



დიდი მადლობა, მახარებს თქვენი ინტერესი.

nawkas12345
ეს თავი მომეწონა ძალიან ბილი და დაძაბული იყო ერთდროულად. ხოლო ის ბოდიშI კი მინაწერში ნამდვილად გვეკუთნის.
როგორც არუნდა იყოს მომენატრე და ველი შენმდეგს!!!!


მადლობა ჩემო ერთგულო, :) დიახ, ნამდვილად იმსახურებთ "ბოდიშს". blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent