სამი გზა (თავი 3)
ოთხშაბათი 14:00 აუდიტორიიდან გამოსულ თეკლეს ტატა შეეჩეხა წინ, ტრადიციულად გაბადრული სახით და ცხვირწინ ორი წითელი კონვერტი აუფრიალა. -შაბათს საღამოს, პირველკურსელების საპატივცემულოდ, წვეულება იმართება. ძაან „ძერსკ“ კლუბს ქირაობენ ჩვენთვის, დიჯეი, ტანცები რამე... რა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს, შენ რას ჩაიცმევ? -ისე სწრაფად საუბრობდა ტატა, რომ თეკლეს სუნთქვაც კი შეეკრა. -მოიცა, მოიცა... მშვიდად ამიხსენი. მხოლოდ პირველკურსელები ვიქნებით? -ნუ... იმედია არა. -რას ნიშნავს იმედია არა? -იმას, რომ იმედია დათაც იქნება. საღამო პირველკურსელთა საპატივცემულოდ კი არის, მაგრამ მაღალ კურსელებსაც შეუძლიათ მოსვლა, თუ ფულს გადაიხდიან. ღრმად ამოიხვნეშა თეკლემ და ტატას მომაბეზრებლად გადახედა. -მოსაწვევები სად იშოვე? -ჰკითხა ბოლოს. -თვითმმართველობაში შევედი, უნდა გავწევრიანდე ისედაც იქ. ჰოდა, თან მომცეს. ორი გამოვართვი, ერთი შენთვის. -გაბადრული შეჰყურებდა ტატა თეკლეს და სულმოუთქმელად, ატრიალებდა ხელებში მოსაწვევებს. -ერთი კიდევ დაგვჭირდება. -მშვიდად მიუგო თეკლემ. ტატამ წარბები ასწია და გაკვირვებული მიაშტერდა თეკლეს. -ვისთვის? -ჩემი დაქალი ჩამოდის ხვალ ესპანეთიდან, ისიც პირველკურსელია. აქ ისწავლის. -ოლიკოს გახსენებაზე თეკლეს ყოველთვის თვალები უბრწყინავდა. -მართლა? ჩვენს ფაკულტეტზეა? ძალიან კარგი, სამნი ვიქნებით. -ხმამაღლა წამოიძახა ტატამ, თეკლეს მხარში ხელი წაავლო და შხუილით გააქანა თვითმმართველობის კაბინეტისაკენ. *** ხუთშაბათი 17:30 აეროპორტის შესასვლელში ბოლთას სცემდა თეკლე ოლიკოს მოლოდინში. რაც აქ მოვიდნენ ტატამ ოთხჯერ მოახერხა საპირფარეშოში შესვლა და მაკიაჟის შესწორება, თან რამდენიმე სელფიც მიაყოლა. იმის მიუხედავად, რომ თეკლეს აზრით საერთოდ არ იყო აუცილებელი ტატას წაეყვანა აეროპორტში თავისი მანქანით, გოგონამ მაინც გაიტანა თავისი, რადგან ოლიკოსთან დამეგობრება გადაწყეტილი ჰქონდა. -ასეა... -მდუმარედ ვერ გაჩერდა ტატა. -მამაჩემიც რომ ჩამოდის ხოლმე ერთი საათი მაინც აგვიანდება, ამიტომ ვერ ვიტან დახვედრას. -ხომ გითხარი დარჩი მეთქი? -ამზერით გახედა თეკლემ. -არა, მაგიტომ არ მითქვამს. -უდარდელად ჩაიქნია ხელი გოგონამ. -კისერი მომექცა, არადა არც კი ვიცი როგორია. ლამაზია? -ძალიან საყვარელია. -სასიამოვნოდ გაეღიმა თეკლეს. წუთები საუკუნეებად ეჩვენებოდა გოგონას, ოლიკოს მოლოდინში. ზოგადად ლოდინი მისთვის არ იყო პრობლემა, საკმარისი ნებისყოფა და სიმშვიდე ჰქონდა ამისთვის, მაგრამ ეს მოლოდინი სულ სხვა იყო. ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, გული საგულეს აღარ ჰქონდა. თვალს არ აშორებდა მათ წინ მდებარე სენსორულ კარს, რომლის ყოველ გახსნაზე თეკლეს თვალები უფართოვდებოდა და ჰორიზონტს თვალებმოჭუტული გადახედავდა, იქნებ ოლიკოსთვის მოეკრა თვალი?! კიდევ რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, სენსორული კარიდან შხუილით გამოვარდნენ ტ*უპები. ოლიკო ოდნავ წინ უსწრებდა თავის ძმას და თეკლესკენ გაეშვირა ხელები, გოგონაც მისკენ გაექანა და ერთმანეთს კივილით გადაეხვივდნენ. ოლიკოს მაშინვე აუჩუყდა გული და ტირილი დაიწყო. რამდენიმეწუთიანი ხვევნა-კოცნისა და მხურვალე ცრემლების შემდეგ, გოგონებმა პირი დააღეს, როცა ილიკოსა და ტატას ხმამაღალ სიცილს გადააწყდნენ. გეგონებოდათ, დიდი ხანი იცნობენ ერთმანეთს ისე გულიანად იცინოდნენ. გამალებით უყვებოდა ილიკო რაღაცას, დროდადრო ტატაც ერთვებოდა საუბარში და შემდეგ ისევ იწყებდნენ ომახიან სიცილს. გოგონებმა გაკვირვებით, სიცილნარევად გადახედეს ერთმანეთს და ოლიკომ თვალებით ანიშნა ტატასკენ „ვინ არისო?!“, რაზეც თეკლემ პირის მუნჯი მოძრაობით „ტატა“ წამოიძახა. ხმაურიანად ჩაახველა თეკლემ, რომ ტატასა და ილიკოს ყურადღება მიექცია. -ვააა, როგორა ხარ თეკლე? -თეკლესკენ წაიწია ილიკო, როცა გამოერკვა და გადაეხვია. -რა იყო საჭმელს არ გაჭმევენ? -გულდასმით შეათვალიერა გოგონა და სანამ თეკლე პასუხს გასცემდა, ოლიკო ჩაერთო. -მშვენივრადაა, შენ სქელტ*აკა ესპანელ გოგოებზე გაქვს თვალი შეჩვეული და მაგიტომ. -დამცინავად მოუჭრა დამ. -რატო გაუტ*აკე საქმე ნილდას? სულ რატო კბენ? შენს გასიებულ ტ*აკს მიხედე რა, არც შენ გაქვს ნაკლები. -სახედამანჭულმა დაუსისინა ილიკომ. -ჰააააა? -შეშფოთდა ოლიკო. -მე რა, დიდი ტ*აკი მაქვს? თეკლეე. -მიუბრუნდა თავის დაქალს. -კარგად შემომხედე, არ დამიმალო, დიდი ტ*აკი მაქვს? -თვალებგაფართოვებული მიშტერებოდა ოლიკო თეკლეს და გოგონამ სიცილისგან ძლივს ამოისუნთქა. -არა, ახლა მივხვდი, რომ თქვენი ჩხუბი ყველაზე მეტად მენატრებოდა. -ისევ ატეხა კისკისი თეკლემ. -თქვენი ჩხუბი აეროპორტის ბოლოშიც კი ისმის. რა დღეში ხართ გამაგებინეთ. -შეწუხებული მოემართებოდა ოლიკოს დედა , შემდეგ კი თეკლესკენ დაიძრა. -თეკლე შვილო, როგორ ხარ? როგორ გაზრდილა ნახე, გელა. -სასიამოვნოდ გაოცებული მიუბრუნდა ქმარს, რომელსაც ნატალია ზურგზე მოესვა და ისე მოემართებოდა მათკენ. თავის ნელი მოძრაობით დაეთანხმა მეუღლეს და თავზე გადაუსვა თეკლეს ხელი. ყველანი მანქანებში განაწილდნენ. ოლიკო, ილიკო და თეკლე ტატას მანქანაში ჩასხდნენ. ნატალია, გელა და ნინო კი ტაქსში. მხოლოდ გზაში მოახერხეს ტატამ და ოლიკომ ერთმანეთის გაცნობა და თავიდანვე დადებითად განეწყვნენ ერთმანეთისადმი, ტატას კომუნიკაბელურობისა და ოლიკოს თავმდაბლობის, უკონფლიქტობისა და თბილი ხასიათის ხარჯზე. დარჩენილი გზა კი ხმამაღლა მღეროდნენ, ილიკო მძღოლის გვერდით სავარძელში იჯდა, ფანჯარა ჩამოეწია და ბოლო ხმაზე გაყვიროდა მაქანიდან, ამაზე ტატა ისტერიკულად იცინოდა და ცდილობდა ილიკოს სიგიჟეში აჰყოლოდა. -მადრიდში აღარ ხარ, იდიოტო. -ოდნავ წინ გადაიხარა ოლიკო და ძმა შეანჯღრია. -დავაი რა... -მოესმა ხმა წინიდან. -როდის უნდა გაიზარდო?! -არ ეშვებოდა ოლიკო. -აუუუ... საცოდავი ზურა შენს ხელში. თუ მაგრად არ მეცოდებოდეს ბო*იშვილი ვიყო. -მობეზრებულად წამოიძახა ილიკომ და თვალები აატრიალა. -თქვენ რანაირი ტ*უპები ხართ? -კისკისით ჩაერთო ლაპარაკში ტატა. ამაზე ყველას გაეცინა, ტ*უპებსაც კი, რომლებმაც ერთდროულად გადააქნიეს თავი. ოლიკოს მშობლებისა და თავად ოლიკოს თხოვნის მიუხედავად, ტატამ და თეკლემ სახლებში დაბრუნება გადაწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ნამგზავრებს დასვენება სჭირდებოდათ. გოგონებმა კი საღამოს შეკრება გადაწყვიტეს ტატას შერჩეულ ერთ-ერთ მდიდრულ კაფეში. საღამოს 9 საათზე, უკვე სამივე ლამაზმანი ფეხი-ფეხ გადადებული ისხდნენ კაფე „ელიტის“ ჩუქურთმებიანი მაგიდის ირგვლივ და ყავას წრუპავდნენ. -მოკლედ, თეკლე იმდენს ყვებოდა შენზე, რომ სანამ გაგიცნობდი, მანამდეც შემიყვარდი. -წამოიწყო საუბარი ტატამ, თან ტელეფონიდან თავი არ აუწევია. სანამ ოლიკო იღიმებოდა, თეკლეს მოთმინების ფიალა ამოეწურა და ტატას შეუსისინა. -დადე ეხლა ეგ ტელეფონი, სულ როგორ უნდა იყო ჩაჩერებული?! -მოიცა, დავჩექინდე. „კაფე „ელიტში“ თეკლე ბარათელთან და ოლიკო ბოლქვაძესთან ერთად, დრინქინგ ქოფიი.“ -გამალებით უკაკუნებდა ტატა ტელეფონის სენსორულ ეკრანს და როცა მორჩა, კმაყოფილად ამოიხვნეშა. ტელეფონი დადო და ყავა მოსვა. -ისე მომნატრებია აქაურობა, ჰაერსაც კი სხვანაირი სუნი აქვს თითქოს. -მშვიდი, მონოტონური ხმით წამოიკნავლა ოლიკომ და მოიკნუტა. -უფ, კარგი ერთი. -უდარდელად ჩაიქნია ხელი ტატამ. -მე მადრიდის სუნი მირჩევნია, ჩემი მიზანია საზღვარგარეთ წავიდე და იქ ვიცხოვრო ჩემს დ... -სახელის თქმა ვერ მოასწრო, როცა თეკლემ ნერვიულად წამოიყვირა. -აუ დავლიოთ რა. -ოლიკომ და ტატამ პირდაღებულებმა გახედეს თეკლეს, რადგან მსგავსი წამოყვირება და მითუმეტეს დალევის სურვილი, მისგან მოულოდნელი იყო. ტატაც კი იცნობდა იმდენად, რომ ეს დეტალი ცოდნოდა თეკლეს შესახებ. -კარგი, დავლიოთ. თან ჩემი ამბავი აღნიშვნად ნამდვილად ღირს. -ტუჩებს თავს ვერ უყრიდა ოლიკო და სიხარულით ხან თეკლეს გადახედავდა, ხან ტატას. -რაა? -ერთხმად ჰკითხეს გოგონებმა. -დავინიშნე. -ჩუმად წამოიყვირფა გოგონამ, თან მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმული ბრილიანტის ბეჭედი აუთამაშა გოგონებს ცხვირწინ. -არ არსებოოობს. -დაეტაკა თითზე თეკლე. -შენი საქმრო ფულში იხრჩობა? -მოიცა, რაა? -ოდნავ სერიოზულად ჩააშტერდა თეკლე. -ოლიკო... -კარგი ეხლა, არ დაიწყო შენებურები რა თეკლე. ბიჭი მოვიდა, მთელი რესტორანი დახურული ქონდა, ჯაზ ბენდი ჩვენთვის უკრავდა, ისეთი სიტყვებით მთხოვა ხელი, უარი როგორ უნდა მეთქვა?! თანაც, მიყვარს. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან, ძალიან... -გულზე ბეჭდიანი ხელი მიიდო ოლიკომ, თვალები მინაბა და ქვედა ტუჩზე იკბინა. თეკლე მაინც უკმაყოფილო ჩანდა, ტატა კი ოლიკოს მარჯვენა ხელის მოძრაობას აყოლებდა თვალებს, თავს, პირს, ლამის ფეხებსაც. დალიეს გოგონებმა, ტატამ უამრავი სასიყვარულო ისტორია მოყვა, რომელიც თავს გადახდა და ყოველ წამოწყებაზე, თეკლეს გული უსკდებოდა, რომ დათა არ ეხსენებინა. მზადყოფნაში იყო, რომ როგორც კი რაიმეს შეატყობდა, უცებ სხვა თემაზე გადაეტანა ყურადღება. ბოლოს კი, ტატამ ისევ მოკიდა ტელეფონს ხელი და აქ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა თეკლეს მთელი საღამოს განმავლობაში. -არ არსებოოოობს... არა, არ მჯერა.... -წამოიკივლა ტატამ. -რა ხდება? ერთხმად შესძახეს გოგონებმა. -დათამ ჩექინი დამილაიქა. -კიდევ უფრო ხმამაღლა წამოიკივლა გოგონამ და ოლიკოს მიუბრუნდა. თეკლე მიხვდა რომ ვეღარ შეძლებდა ტატას შეჩერებას და არყის ჭიქა ბოლომდე ჩაცალა გულშეწუხებულმა. -მოკლედ, ერთი ბიჭია ჩვენს უნიში. დათა ჯიშკარიანი, უუუუსიმპათიურესი, უუუსაყვარლესი, აი ვგიჟდები, ჭკუას ვკარგავ იმ ბიჭზე. რა არ გავაკეთე ყურადღება რომ მოექცია, რა არ ვქენი, მაგრამ არაფერი. საერთოდ ტიპი ყურადღებას არ მაქცევდა და ახლა ჩექინი დამილაიქა, აზრზე ხარ? -საფეთქელზე საჩვენებელ თითს არ იშორებდა ტატა მთელი თხრობის განმავლობაში. -ვსო, აწი ზუსტად ვიცი რომ რაღაც შანსები მაქვს. ტიპი სადაც ჩექინებს ნახულობს და მილაიქებს, ფოტოები სულ გადაქექილი ექნება. გამოგიჭირე ჩემო პრინცო! -დაეტაკა ტატა ტელეფონის ეკრანზე დათას ფოტოს და გემრიელად აკოცა. თეკლე უკვე მესამე არყის ჭიქას ცლიდა და სიკვდილზე მეტად ეშინოდა იმ მომენტში ოლიკოს სახის დანახვის, ბოლო მაინც გაუსწორა თვალი და როცა გოგონას წაშლილ, მიყინულ სახეს გადააწყდა პირთან მიტანილი მეოთხე არყის ჭიქა ფრთხილად გაუწოდა, ოლიკომაც არ დააყოვნა და ყლუპუნით გადაუშვა ყელში. *** პარასკევი 08:30 -ოლი... რამე მაინც თქვი, გუშინს მერე ხმა არ გაგიღია. -ვედრებით ანჯღრევდა თეკლე მის გვერდით მწოლიარე მეგობარს. ოლიკო ზურგშექცევით იწვა თეკლესკენ და გაშტერებული დასქცეროდა მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ ბეჭედს, ცერა თითით ატრიალებდა და დროდადრო ამოიხვნეშებდა. ვერ გაეგო რა აწუხებდა, ის რომ დათას შეხვდებოდა, თუ ის რომ მას მისი ახალგაცნობილი მეგობრის გვერდით ნახავდა?! მთელს ტანში მტკივნეულად სერავდა რაღაც გრძნობა და ვერ გაერკვია რა გრძნობა იყო ეს, ზურასთან ლაპარაკი მოუნდა. მოუნდა მისთვის შეუჩერებლად ეძახებინა „მიყვარხარ“ და ამით საკუთარი სული დაემშვიდებინა, უნდოდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ბედნიერი იყო, ზურა რომ ჰყავდა. ცდილობდა მასზე ეფიქრა, მასთან გატარებული მომენტები გაეხსენებინა, მაგრამ მისდაუნებურად დათას სახე იხატებოდა მის წარმოსახვაში და გულის მიმდებარე ტერიტორია უხურდა. ბოლოს ლოგინზე წამოჯდა, თვალები მოისრისა, სქელ თმაში შეიცურა თითები და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიგდო, შემდეგ ფრთხილად გახედა უკვე წამომჯდარ თეკლეს, რომელიც გაფაციცებით შესჩერებოდა თვალებში და ერთ სულზე იყო, როდის გაიგონებდა სიტყვას მისგან. ოლიკომ ზედა ტუჩს უკბინა, ენით ტუჩები გაისველა და შეშინებული თვალებით ჩააშტერდა თეკლეს. -გამივლის ხო? ეს რასაც ახლა ვგრძნობ, ეს შიში თუ რაც არის, ეს წვა გულზე რომ მაქვს.... -ბეჭდიანი ხელი გულთან მიიდო და ნიკაპის კანკალით გააგრძელა. -ხომ გამივლის? მითხარი, რომ დათას მიმართ არაფერს ვგრძნობ... -თვალები შუშისებრი გაუხდა ოლიკოს და წყლით გაევსო. თეკლე ერთხანს ხმას ვერ იღებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. ასეთი რამ წესით არასდროს ემართებოდა, მას ყოველთვის ჰქონდა ზუსტი, სიტუაციას მორგებული სიტყვები, მაგრამ ახლა რატომღაც ხმა ვერ ამოიღო. ოლიკოს თეკლეს მდუმარებაზე უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლებით და უზარმაზარი წყლის ბურთები გადმოუგორდა თავისი დიდრონი თვალებიდან. თეკლემ ოლიკოს თავი გულში ჩაიკრა და ცდილობდა უსიტყვოდ დაემშვიდებინა. ერთხანს ასე იყვნენ, ხოლო ბოლოს როცა ოლიკოს სუნთქვა და თვალები დაუმშვიდდა, თეკლემ გაბედა მისთვის სიტყვის თქმა. -მომისმინე, თავი ხელში უნდა აიყვანო. დათა არავინ არ არის, ეგ უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო ოლი, მეტი არაფერი... აი ნახავ, შეხვდები, თვალი მიეჩვევა და საერთოდ გაგეცინება შენს დღევანდელ შიშზე. შენნაირ საქმროზე გოგონები ოცნებობენ, ხელის გულზე გატარებს, ყველაფერს გისრულებს. ჭკუას კარგავს შენს გამო და მასთან ნამდვილ დედოფლად იგრძნობ თავს, ვინ არის დათა ზურასთან?! მაგათი შედარებაც კი არ შეიძლება, ზურა ეგეთ არაკაცულ საქციელს არასოდეს ჩაიდენს, რაც დათამ გააკეთა. ჩამოყალიბებული, სერიოზული მამაკაცია, დათას კი შორიდანაც ეტყობა რომ პროგრესის ნაცვლად, რეგრესი განიცადა. ზუსტად ისეთივე რეგვენია, როგორიც მაშინ იყო. -რომ გამომელაპარაკოს, იქვე მოვკვდები. გული დამარტყამს, ვგრძნობ... -ღრმად ამოიხვნეშა ოლიკომ და თავისი საფირმო მოძრაობით, გულზე ხელის მიდებით, გამოხატა თავისი დამოკიდებულება აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. -არ მოვუშვებ შენთან, გპირდები. -თეკლემ საჩვენებელი თითი მიუტანა ცხვირთან ოლიკოს და შემდეგ ალმაცერად შესძახა. -პირველკურსელებისთვის ხვალ წვეულება იმართება ერთ-ერთ კლუბში, მოსაწვევები მაქვს. წავიდეთ, შენც გამხიარულდები, თან გაიცნობ ხალხს, ვისთანაც მოგიწევს ურთიერთობა. ჰაა? -თვალი ჩაუკრა თეკლემ და წარბები აუთამაშა. -ისიც იქნება? -ქვედა ტუჩის მარჯვენა მხარეს უკბინა ოლიკომ და ოდნავ დამფრთხალი მზერით გადახედა თეკლეს. -არამგონია, რავი. ტატამ კი თქვა იმედია იქნებაო. -ტატას ხმით წამოიძახა თეკლემ და თვალები აატრიალა. -მაგრამ არამგონია... ნუ რომც იყოს მერე რა?! იქ იმდენი ხალხი იქნება, შეიძლება ვერც შეხვდეთ. -თეთრი კაბა მაქვს, ძალიან სექსუალურია, მოიცა უნდა გაჩვენო. -წამოხტა ფეხზე ოლიკო, ჩემოდანი გადმოაპირქვავა და იატაკზე გადმოყრილ ტანსაცმელში ქექვა დაიწყო. ბოლოს, თეთრი, მოკლე ერთიანი კაბა ამოაცოცა, ყელზე შუა წელამდე მჭიდროდ გამოყვანილი, ქვევით ბარბის კაბასავით გაშლილი და ფრიალა. -აი ამას ჩავიცვამ და ფეხზე კედებს. ჰა? ხო კაია? -მოუთმენლად დაიწყო კაბის ტრიალი ოლიკომ და ცნობისმოყვარედ შესჩერებოდა თეკლეს თვალებგაფართოვებული. -ოჰოოო. -გულდასმით აათვალიერ-ჩაათვალიერა თეკლემ კაბა და ცერა თითის აწევით ანიშნა გოგონას, მაგარიაო. -მე იმ წითელ კომბინიზონს ჩავიცვამ შენ რო ჩამომიტანე. -საჩვენებელი თითი ნიშნისმოგებით აუქნია ოლიკოს და ლოგინიდან ჩამოხტა. *** შაბათი 20:30 ოლიკო და თეკლე სარკესთან იდგნენ და მაკიაჟს იკეთებდნენ, თან ილიკოს წუწუნის მოსმენა უხდებოდათ, რომელსაც მეგობრებთან ეჩქარებოდა, მაგრამ სანამ გოგონებს კლუბში არ დატოვებდა, ფეხსაც ვერ მოიცვლიდა ადგილიდან. -შენ ბევრი არ იცეკვო, თორე ეგ შპაკლი მაშინვე ჩამოგერეცხება სახიდან. -წაგესლა თავისი და ილიკომ. -მოკეტე რა. -არ ჩამორჩა გესვლაში ოლიკო. -ჰე ეხლა დროზე, როდემდე გელოდოთ? -ხმას აუწია უკვე ილიკომ, თან ტელეფონი ამოაცოცა ჯიბიდან, რომ ეპასუხა. -აი ახლა ლაპარაკს მოვრჩები და მზად თუ არ იქნებით ბო*იშვილი ვიყო თუ დაგელოდოთ. -თითის ქნევით გავიდა ოთახიდან. გზად ტატას გაუარეს და კლუბთან რომ გაჩერდა ილიკოს მანქანა, უკვე 10 სრულდებოდა. გოგონები გადმოვიდნენ და ბიჭმა ხმაურით მოწყვიტა მანქანა ადგილს. ოლიკომ მაგრად მოუჭირა თეკლეს ხელი, ღრმად ამოისუნთქა და შესანიშნავი სამეული კლუბის შესასვლელისკენ დაიძრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.