შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეცამეტე თავი)


12-04-2017, 20:13
ავტორი murachashvili
ნანახია 3 433

მეცამეტე თავი
- სად ხართ, შე ჩემა?... - დათა რეკავდა.
- მოვდივართ უკვე, ნახევარ საათში მანდ ვართ! - ხმამაღლა ორ ხმაში ჩასძახეს მიკროფონში.
- ფული გაჩითეთ?
- თეკლემ ასი ლარი დაგვიმატა. მგონი გვეყოფა...
- კვანტო უცხო ხომ არაა? თუ რამე მერეც გავისტუმრებთ!- მხიარულად ჩასძახა იკამ.
- ღადაობთ? როგორ არ გვეყოფა. გიორგიმაც მომცა. შევალ მაშინ მე...
- მიდი, მიდი, არ შეგჭამენ უჩვენოდ, ჩვენც მალე მოვალთ. - სიცილით გაუთიშეს ტელეფონი.
ირაკლის სწრაფი სიჩქარით მიიკვლევდა გზას სანაპიროზე. მიუხედავად გადატვირთული მოძრაობისა მოხერხებულად გაძვრა ავტომობილებს შორის. არც ორმაგი ღერძულად ხაზის გადაკვეთას მოერიდა და შესახვევად გამზადებულ კოლონას წინ მოექცა.
- ეეე. მაგარი ბიჭები ხართ?! - უკან მდგომი ტაქსიდან მძღოლმა ხელებიც გაუშალა, თუმცა შუქნიშანზე მწვანე აენთო თუ არა, პასუხად მათი აწეული შუა თითი და ირაკლის სწრაფად მოსხლეტილი ავტომობილების საბურავების ღრჭიალი მიიღო.
- ნაბიჭვრები!... - მარტო რომ ყოფილიყო, ალბათ უწმაწური სიტყვებითაც შეამკობდა, თუმცა უკან მჯდომი მგზავრები გაახსენდა და სათქმელი სიტყვებიც შეცვალა - ამისთანებს რათ უნდათ მართვის მოწმობა?!...
- რას ვიზავთ?! მოზარდები არიან, უქრით...
- კი ბატონო, უქროდეთ ვინ უშლით, მაგრამ მე რას მერჩიან?! რატომ მამტვრევენ? რომ ვერ გავჩერდე, რომ ვერ მოვასწრო, ხომ დავიღუპე კაცი?! ან საიდან ყიდულობენ ამისთანა მანქანებს? თავისი შრომით? მეტი არაა ჩემი მტერი. მთელი ცხოვრება საჭეს ვატრილებ და ამ საცოდავ გოლფს ვერ გავცდი...
- ალბათ, მშობლები ყიდულობენ! - ბავშვური მიამიტობით ჩაერთო საუბარში ცამეტი -თოთხმეტი წლის გოგონაც, თუმცა გვერდით მჯდომმა ქალმა ანიშნა თუ არა, მაშინვე გაჩუმდა.
- აი, მანდ ვარ მეც, მშობლები, ისინი რყვნიან და აზულუქებენ. დამნაშავენი ეგენი კი არა, მათი ფუქსავატი მშობლები არიან!. - კიდევ დიდხანს საუბრობდა მამაკაცი, კიდევ დიდხანს განიხილავდა მისთვის უცნობი ხალხის ცხოვრებას, თუმცა მგზავრები ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ გვერდით მჯდომ გოგონას გადახვია ხელი ქალმა და ჩუმად უჩურჩულა:
- ელენე, გადასასვლელზე წითელი რომც აენთოს, დაელოდე, დარწმუნდი, რომ ნამდვილად გაჩერდნენ ავტომობილები და მხოლოდ შემდეგ გადადი!
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თავადაც ჩაეხუტა დედას.

სწრაფი მოძრაობით შარლდენისკენ გადაუხვია და ერთ-ერთი ღამის ბარის ეზოში შეაჭრა ირაკლიმ. ავტოსადგომზე გაჩერდა და თორნიკესთან ერთად შენობაში შევიდა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დარბაზი ხალხით იყო გაჭედილი. სიგარეტისა და ალკოჰოლის მძაფრი სუნისგან სუნთქვა ჭირდა, თუმცა ბიჭები ამას სულაც არ შეუწუხებია. მოციმციმე განათების ფონზე, ხალხით სავსე დარბაზს მოავლეს თვალი. დარბაზის შუაგულში დაწყვილებული ახალგაზრდები ცეკვავდნენ, თუმცა რთული იყო ამ მოძრაობისთვის ცეკვის დარქმევაც.
- თორნიკე, იკა!... - ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე გეზი მარჯვენა კუთხისკენ აიღეს. ახალგაზრდებს ორი მაგიდა გაეერთიანებინათ, დათა სუფრის თავში კვანტალიანის გვერდით წამოსკუპებულიყო. ვაჟს სახე ასწითლებოდა, სავარაუდოდ ალკოჰოლისგან და ბედნიერი მეგობრებს უქნევდა ხელს.
- დათუნამ გვითხრა, არ მოდიანო! - კეკლუცითა და ტუჩების ბერვით შეეგებნენ გოგონები.
- მერე, დაიჯერეთ?! - სიცილით დახედა იკამ იქვე მჯდომ მწითურ გოგონას, ხელოვნურ წამწამებს მიამიტად რომ აფახუნებდა.
- დავიჯერე, ქოო... - ენას მოუჩლიფა პრანჭვით.
- ასე როგორ დაგტოვებდით?! - ტუჩებში მოწყვეტით აკოცა ქალიშვილს და გვერდით დაუჯდა, მისივე სასმლით სავსე ჭიქას სტაცა ხელი და ერთი მოსმით გადაჰკრა.
- მე არც არავის მოვნატრებივარ, არც არავის ვუკითხივარ?!... - თითქოს გაიბუტა ისე გადახედა გვერდი-გვერდ მჯდომ გოგონებს თორნიკემ, მართალია მათ მიმართავდა, მაგრამ მაინც მიხვდნენ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული კითხვა.
იქვე მდგომ თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა და დაჟინებული მზერით წინ მჯდომ ლამაზმანს დააკვირდა. გოგონა დაიბნა, უხერხულად შეიშმუშნა, გაწითლდა. მამაკაცის მწველ მზერას ვეღარ გაუძლო და თვალი აარიდა. რაღაც ჩაილაპარაკა, თუმცა თორნიკე მისი სიტყვებით დიდად არც დაინტერესებულა, ქალის რეაქციით ზედმეტად კმაყოფილს ირონიულად გაეცინა და უდარდელი სახით საუბრი გაუბა გვერდით მჯდომ გოგონებს. რამდენიმე რეპლიკით დიალოგში ჩართვა სცადა ლამაზმანმაც, მაგრამ მისი ნათქვამი რატომღაც ისევ არ შეიმჩნია ვაჟმა, საკმაოდ უხეშად დააიგნორა. აშკარად ბიჭის გულის მოსაგებად, დანარჩენმა გოგოებმაც ირონიულად გამოხედეს და ისევ ქართველიშვილს მიუბრუნდნენ.
აშკარად არ ელოდა მსგავს მოპყრობას, შეურაცყოფისგან მოწოლილი ცრემლების დასამალად თავი დახარა და ნერვიულად აცახცახებულ თითებს დააკვირდა.
- განანებ ქართველიშვილო, ქალი არ ვიყო თუ არ განანო! - ვინ იცის მერამდენედ ემუქრებოდა გულში.
ალბათ, დიდხანს გააგრძელებდა ბღვერასა სუფრის ბოლოში მჯდომი დათას დაძაბული მზერა რომ არ დაეფიქსირებინა. მიმიკა მაშინვე გაასწორა და ნაძალადევად გაუღიმა.
თორნიკეს აშკარად არ აინტერესებდა რას ფიქრობდა გოგონა, მალევე მობეზრდა სუფრის მანდილოსან წევრებთან არაფრის მომცემი საუბარი, კვალტალიანმა შორიდანვე დაანახა თუ არა მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტაბლეტები, თავადაც ბიჭებისკენ გადაინაცვლა.
- ვაა... საღოლ ძმა. აი ეს მესმის! - აღტაცების ნიშნად მხარზე ხელს უტყაპუნებდა კვანტალიანს იკა.
უმზერდა მეგობარს და თეკლეს მუდარით სავსე თვალები ახსენდებოდა, მათი დაპირება, რომ ახლოს არ გაეკარებოდნენ ნარკოტიკს. როგორ სწრაფად დაივიწყეს სულ რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი სიტყვები.
უმზერდა მომღიმარ მეგობრებს, უდარდელი სახით რომ გადაყლაპეს ტაბლეტები და ზედ წყლის ნაცვლად ლუდიც დააყოლეს. თვითონაც ასეთი იყო, ასეთი ფლიდი, მის სიტყვასაც არ ჰქონდა ფასი?! უნებურად ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ, თუმცა მისთვის განკუთვნილი შეკვრა მაინც გამოართვა და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო.
- არ სვამ?! - ეჭვით გამოხედა კვანტალიანმა.
- არა! - ისე შეუღრინა კვანტალიანს თითქოს მისი ბრალი იყო ყველაფერი.
ნერვიულად გააკანკალა, შუბლი ოფლით დაეცვარა იმდენად ძლიერი იყო მიღების სურვილი. ხელი მისით გაექცა ჯიბეში მოთავსებული შეკვრისკენ, თუმცა შეჩერება მოახერხა. დროულად რომ არ გასცლოდა, თავის შეკავებას ვეღარ შეძლებდა, საკუთარი უსუსურობით გაღიზიანებული გარეთ გავარდა.
გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო. ოდნავ ცრიდა, როგორც წესი ვერ იტანდა წვიმას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად შვება მოჰგვარა. გრილი, ნოტიო ჰაერი ფილტვებში ღრმად ჩაუშვა და გაეღიმა.
ლამაზი იყო ღამის თბილისი, მერედა როგორი ლამაზი. ამაყად გადმოჰყურებდა ნარიყალა დედაქალაქს. ზარების ხმა მწუხრის ლოცვის დასასრულს ამცნობდა. თავი ბარის ეზოში მოწყობილ საზაფხულო ვერანდას შეაფარა და ისევ ქალაქის ხედებით ტკბობა გააგრძელა. ცალი თვალით გახედა იქვე მდგომი სიონის, ტაძრიდან გამოსული მოძღვრის დანახვაზე ისევ თეკლეს სიტყვები ამოუტივტივდა. ისევ სინდისის ქენჯნა იგრძნო. ისევ შერცხვა და ორმაგად შეზიზღდა საკუთარი თავი.
- კარგად ხარ? - ფიქრებიდან ქალიშვილის ხმამ გამოიყვანა. წინ მჯდომი ქალიშვილი უკან გამოჰყოლოდა.
- იმაზე უკეთ ვიდრე შენ გგონია... -მისთვის არც კი შეიხედავს ღრენით უპასუხა ვაჟმა.
- რავიცი, დენდარტყმულივით კი გამოვარდი! - თორნიკეს უხეშობა არ შეიმჩნია, უდარდელი სახით ხარბად მოქაჩა სიგარეტი და ნატიფი თითებით იქვე დააფერფლა.
- შიგნით უჰაერობაა და...
- ისეთ სახეს მივიღებ, ვითომ დავიჯერე... - ირონიულად გაეცინა ქალს - დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?
- ასე როგორ?! - გაზიანებულმა ჩამოხედა მასზე ბევრად დაბალ ქალიშვილს.
- მომენატრეეე! - უკანასკნელი მარცვალი განსაკუთრებით გამოკვეთა და გაწელა.
- დაასრულე?! - ზიზღით სცადა მისი მოიშორება, მაგრა თითქოს განზრახ, ტკიპასავით უფრო მიეწება მკლავზე გოგონა.
- დამივიწყე? - მიამიტი სახით ააფახუნა თვალები - არადა, მე... - თითის წვერებზეც კი აიწია, ვაჟის ტუჩებზე მისაწვდომად, მაგრამ ქართველიშვილმა ზიზღით სახე აარიდა.
- არ მითქვამს, კახპები რომ არ მიყვარს?!
- კარგად დაფიქრდი, თორნიკე, ასე იოლად ვერ მომიშორებ. გგონია დამცირებას გაპატიებ?! იცოდე, სანანებელი გაგიხდება! - მიამიტი სახე მყისვე შეეცვალა. სიბრაზისგან თვალები დაქაჩა ქალმა.
- მემუქრები კიდეც?! - ხარხარი აუტყდა თორნიკეს.
- კი არ გემუქრები, გაფრთხილებ! - საჩვენებელი თითი სახესთან დაუტრიალა ვაჟს.
- მდგომარეობიდან ნუ გამომიყვან. - სახესთან მიტანილ ხელში უხეშად სწვდა მამაკაცი - არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო, მაგრამ მაიძულებ სათქმელი პირში გითხრა. აქამდე თუ არავის უთქვამს, მე გეტყვი, ქალი რომ შეყვარებულის ძმაკაცს გაეპრანჭება, მხოლოდ ფლირტს არ იკმარებს და ჩაუწვება კიდეც კახპაა. კარგი იყო კვანტალიანთან? გეგონა ვერ გავიგებდი?! ჩემთან რაღა გინდა?! სხვის ნახმარი ნივთები არ მიყვარს, მით უმეტეს ძმაკაცის ქალები...
- შენ მაიძულე, შენი ბრალია... - ცრემლები ვერ შეიკავა გოგონამ.
- მე?! - ალბათ ყველაფერს ელოდა, ოღონდ მსგავს ბრალდებას ნამდვილად არა - იქნებ ამიხსნა?!
- თვეობით მიდიოდი, მე კი სექსი მინდოდა... - ისევ მიამიტად ააფახუნა თვალები ქალმა.
- აი, ეს მესმის! - მოულოდნელობისგან ახარხარდა ქართველიშვილი - რადგან ისევ მე ამეტორღიალე, ეტყობა კარგად ვერ გასიამოვნა!.
ვაჟის სახეზე ღიმილის დანახვამ აშკარად იმედი მისცა: -თორნიკე, გთხოვ, ასე ნუ მექცევი. უშენოდ არ შემიძლია. შენს გარეშე ვერ ვძლებ...
ისევ ჩასახუტებლად მიიწია. თუმცა ვაჟის ყურადრება ტელეფონზე შემოსულმა გზავნილმა მიიპყრო:
- ამის დედაც... - ერთი კი შეიგინა უწმაწურად და ქალისთვის არც კი შეუხედავს ისე შევარდა ბარში.



№1  offline წევრი iry

Kargi iyo.magram.zaan patara tavebia ar, myofnis

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ket-kat
Yvela tavze ragac makldeba, mgonia rom ganvitarebaa aucilebeli da ufro mozrdili tavebi)))

iry
Kargi iyo.magram.zaan patara tavebia ar, myofnis

თავის სიდიდეზე ვერ შეჰედავებით, მართლები ხართ, თუმცა ფიზიკურად ამაზე მეტი ვერ დავწერე, არც ის მინდა, დიდხანს გალოდინოთ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა თორნიკემ რომ არ დალია ის ტაბლეტი.იმედია იკას არაფერი მოუვიდა ბარში რომ შევარდა გიჟივით.აქ ნახსენები ელენე ალბათ ჩვენი ელენეს ხომ?
--------------------
ლანა

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
გამიხარდა თორნიკემ რომ არ დალია ის ტაბლეტი.იმედია იკას არაფერი მოუვიდა ბარში რომ შევარდა გიჟივით.აქ ნახსენები ელენე ალბათ ჩვენი ელენეს ხომ?

აქ ნახსენები ელენე ნამდვილად ჩვენი ელეა, აი რა მოხდა ბარში კი შემდეგ თავში გავიგებთ

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momwons. Sainteresod vitardeba movlenebi. Dzalian shecvlilebi arian dzalian. Imedia cudi araferi momxdara barshi. Albat narkotiki da rame magram vimedovneb vcdebi

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Momwons. Sainteresod vitardeba movlenebi. Dzalian shecvlilebi arian dzalian. Imedia cudi araferi momxdara barshi. Albat narkotiki da rame magram vimedovneb vcdebi


ბარში რა მოხდა ამას შემდეგ თავში გავიგებთ, გეთანხმებით, შეცვლილები ნამდვილად არიან, სამწუხაროდ რეგრესისკენ. მგონი საინტერესო ახალი თავი გველის kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორ არ მყოფნიიის და როგორ მენანება როცა სრულდება ხოლმე ეხლა ერთი სული მაქვს როდის დადებ..ისეთი რეალურიაა ისეთი ცხოვრებისეულიიი რომ არ ვიცი სასწაული ხარ მიყვარს უზომოდ ეს ისტორიაა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
როგორ არ მყოფნიიის და როგორ მენანება როცა სრულდება ხოლმე ეხლა ერთი სული მაქვს როდის დადებ..ისეთი რეალურიაა ისეთი ცხოვრებისეულიიი რომ არ ვიცი სასწაული ხარ მიყვარს უზომოდ ეს ისტორიაა

ეს ერთად-ერტი ისტორიაა სადაც რეალური ფაქტები არ გამომიყენებია, ძალიან მიხარია თუ ცხოვრებუსეულს გავს, ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. რაც შეეხება მომავლა ტავს, მგონი დიდხანს ცდა არ მოგიწევთ smile kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent