შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეთორმეტე თავი)


8-04-2017, 21:39
ავტორი murachashvili
ნანახია 3 640

დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თვრამეტი-ჩვიდმეტი წლის თორნიკე, დათა და ირაკლი მის თანატოლებისგან ფიზიკურად საკმაოდ გამორჩეულები სკოლაში ყველაზე პოპულარულ სამეულად ითვლებოდა, როგორც რალის სამყაროში ჩახედულები უწინასწარმეტყველებდნენ, ბიჭებს, განსაკუთრებით კი თორნიკეს, დიდი მომავალი ელოდათ.
მათი ავტომობილებით გატაცება უფრო გოგას და გიორგის დამსახურება გახლდათ, თუმცა აშკარად არც აკა უშლიდა ხელს შვილობილს. არ აკლდათ თაყვანისმცემლები, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მანდილოსნები უმეტესად თავადვე იჩენდნენ ინიციატივას, ეპატიჟებოდნენ პაემნებზე, ანებივრებდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით. სასაცილოდ არ ჰქოფნიდათ თაყვანისმცემლების მიერ სოციალურ ქსელში მოწერილი წერილები, განსაკუთრებით თინეიჯერთა მიერ, მათივე გვერდებზე გამოქვეყნებული მხურვალე პოსტები. გზავნილებში, მთელი მონდოებით რომ ცდილობდნენ თავი იმაზე დიდებად მოეჩვენებინათ ვიდრე იყვნენ. ვიღაცას ხვდებოდნენ, ვიღაცას დასცინოდნენ, ვიღაცას კი საერთოდ ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.
უცნაური ის იყო, რომ ბიჭებთან ურთიერთობის ინიციატივას საკმაოდ ზრდასრული ქალბატონებიც იჩენდნენ.
ამჯერადაც თეკლემ დაურეკა ირაკლის და თორნიკეს და მასთან, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის კერძო ცენტრში“ მისვლა სთვხოვა, თუმცა მისი ხმის ტემბრით რომ გემსჯელათ მის ტონს, ბრძანება უფრო ერქვა.
- მეორედ არ დაგინახოთ ჩემთან მოსული! - მკაცრი სახით, გამაფრთხილებლად დაუქნია თითი თეკლემ მის კაბინეტში შესულ თორნიკესა და ირაკლის, როცა შენიშნა ლამის ოცდაათ წელს გადაცილებული მისივე მდივანი როგორ გაეპრანჭა ბიჭებს და მათაც წუწკი თვალები გააყოლეს ოთახიდან გასულს.
- რატომ, გეშინია თანამშრომელი არ შეგიცდინოთ?! - მხიარულად გაეკრიჭა იკა მამიდას და ჩაეხუტა.
- თავად სულაც არაა წინააღმდეგი! - ანგლობაში აჰყვა თორნიკეც, ვიდრე თეკლე მონატრებული ძმიშვილის მოკითხვით იყო დაკავებული, უცერემონიოდ მოთავსდა დედობილის სავარძელში და მისთვისვე შემოტანილი ყავაც მოსვა - თან მშვენიერი ყავის მოდუღებაც სცოდნია!...ისიც გაითვალისწინე ჩვენით კი არა, შენი თხოვნით მოვედით! - თეკლეს გაღიზიანებული სახის დანახვაზე კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი იკას.
- მართლა? უთხარი მეც შემომიტანოს რა! - მუდარით გამოხედა მამიდას იკამ.
- წიწაკას ჩაგიყრით ფინჯანში, ენას თუ არ გააჩუმებთ! - ადექი, დამსვი! - თავში მსუბუქად წამოარტყა და სკამიდან წამოაგდო ვაჟი - ქალებთან მაიმუნობას თუ არ მოეშვებით, აკას ვეტყვი იცოდე!... - დაემუქრა თეკლე მის წინ მდგომ სავარძელში კომფორტულად მოჭყობილ ბიჭებს.
- ეტყვი, აბა რა! - ისევ იკრიჭებოდა იკა.
- უკვე შეგვეშინდა, ისიც მოგვიყვება ლეგენდას, როგორ არ დანებდა ალას სექსუალურ დაქალს! - თვალი ჩაუკრა თორნიკემ.
- თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას კი არ იმახსოვრებთ, ისრუტავთ. ნეტა ასეთი წარმატებით გაკვეთილებს სწავლობდეთ.
- ჩვენ გაკვეთილების ნაცვლად ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვეცნობით! - იკრიჭებოდა იკა.
- ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება?! დედის ტოლ ქალზე ასე როგორ საუბრობთ?!
- რა მოხდა მერე?! - მიამიტი სახით გახედა ბიჭმა თორნიკეს.
- არც არაფერი, გაჭირვებულისთვის დახმარება ყოველთვის მისასალმებელია! - ლოზუნგივით წარმოსთქვა ბიჭმა.
- საზიზღარი, აუტანელი ბავშვები ხართ!
- ეგ შენთვის, თორემ შენი თანამშრომელი სულაც არ ფიქრობს ასე! - აშკარად ზედმეტად ართობდათ თეკლეს ნერვებზე თამაში.
- არ გაპატიებთ იცოდეთ, დედას გეფიცებით, არ გაპატიებთ! - ადგილზე ვეღარ მოისვენა, ბრაზის დასამალად ფანჯარას მიადგა თეკლე - ამდენ მაიმუნობას, სწავლაზე იფიქროთ ჯობია!
- კარგი, რა თეკლე! დაიწყე ისევ... - აბუზღუნდა ირაკლი - რამდენჯერ შეიძლება?!
- კვირის ბოლოს თქვენი ნიშნები თუ არ მომეწონა, თეკლე იქნება მერე!...- თითის ქნევით დაემუქრა ქალი.
- კარგი, ჰო... გეხუმრებით. - უკნიდან მოეხვია თორნიკე დედობილს.
- ჩვენი ბუზღუნა ვინარიო?!... - აფერისტულად დაუტკბა იკაც.
- თქვენ გეცინებათ და მშობელთა კრებაზე სალაპარაკო თემა სხვა არაფერი აქვთ, დათა, იკა, თორნიკე, ან პირიქით, თორნიკე, იკა, დათა. ვდგავართ სამი ქალი და ვისმენთ მასწავლებლების საყვედურებს. თავმოყვარეობა არ გაქვთ? რამდენჯერ შეიძლება თქვენს გამო გაწითლება?
- ჩვენ რომ არა, მოკვდებოდნენ მოწყენილობით, ვიღაცამ ხომ უნდა გაახალისოს?! - იკას ჩაუკრა თვალი თორნიკემ.
- ოდესმე დასერიოზულდებით?! - საბოლოოდ გამოვიდა თეკლე მდგომარებიდან - წიგნის კითხვა თქვენ არ გინდათ, მხოლოდ ავტომობილი, გოგოები, კლუბები.
- ამ ყველაფერს სახლში ვერ გვეტყოდი? აქ რატომ დაგვიბარე? - გაღიზიანდა თორნიკე.
- გავიგე ახალი გასართობიც გაგჩენიათ. ტაბლეტების ყლაპვა რომლის იდეა იყო?!
- რა ტაბლეტები? - ბიჭებმა უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს.
- გგონიათ ვერ ვხედავ, ვერაფერს ვხვდები? ჩვენც ვიყავით თქვენს ასაკში. წამალს კარგი არავისთვის მოაქვს!..
- მანჩოს უნდა ამოაცალო კაცმა ის გრძელი ენა! - ღრენით დაემუქრა ირაკლი დას.
- მანჩოც იქ იყო?! გოგოების თანდასწრებით ეწეოდით?! ზრდასრული კაცები მგონიხართ, შენი დის გვერდით როგორ კაიფობდი?! მანჩო ბედის ანაბარა იყო? შემთხვევით მასაც ხომ არ გაასინჯეთ?
- კარგი რა თეკლე, რატომ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება? რა ბედის ანაბარა, რა კაიფი, რა გასინჯება?! თავი კრიმინალი მგონია. ჩვეულებრივი ტაბლეტებია, ბევრ ქვეყანაში აფთიაქებშიც იყიდება. სულ ოდნავ ბრუვდები და ეგაა... ალკოჰოლშიც შეიძლება გაურიო, ჩვეულებრივ აზროვნებ, დედას გეფიცები, წამალია, ნარკოტიკს არც კი ვეკარებით. უბრალოდ... - ვერც კი მიხვდა ისე გადავიდა თავის მართლებაზე ირაკლი.
- სად გაურიო?! უბრალოდ ბრუვდები და მეტი არაფერი? ასე როგორ იქცევი? მანჩოზე არ უნდა გეფიქრა? გვერდით და გყავდა საკუთარი და, ვინმეს შეურაცყოფა რომ მიეყენებინა? შეიძლება ასეთ ადგილებში გოგო წაიყვანოთ?
- ჩვეულებრივ ბარში ვიყავით. - ირაკლის დაცვა სცადა თორნიკემ.
- არც კი გაბედო, შენ ცალკე დაგელეპარაკები! - უხეშად შეაწყვეტინა ვაჟს - უსინდისო, გარყვილი და მაიმუნი ბავშვები ხართ! სად იყო ამ დროს ადმინისტრაცია? იმის შემდეგ რაც ჩვენ გიამბეთ, კარგი თათიას და გოგას თვალში ნაცარს აყრი. ნიკოლოზის მაინც არ გრცხვენიათ? აღსარებას როგორ ეუბნებით, თუ ცოდვად არც თვლით, თვენ ხომ უბრალოდ ერთობით, არადა ნარკომანები ხართ, გულისამრევი ნარკომანები! - სასოწარკვეთა გაერია ხმაში, სულ ცოტაც ატირდებოდა.
- რითი ვერ გაიგეთ, ნარკომანები არ ვართ!. - გაღიზიანებულმა ტონს აუწია ირაკლიმ.
- ქალებში არაო, გარყვნილება ყოფილა, სასმელი არაო, კაიფი არაო. დაგიჯდებით მაშინ ქალიშვილი გოგოებივით სახლში და... - სიტუაციის განსამუხტად ისევ ხუმრობა სცადა თორნიკემ, მაგრამ დედობილის კუშტი სახის დანახვისთანავე გაჩუმდა.
- მართლა არ გესმით, თუ ძალით იშტერებთ თავს?! - უკვე ყვიროდა ქალი.
- ეეე, კარგი რა თეკლე. სახლში დედაჩემი არ მყოფნის ახლა შენ დაემატე! ნუ გადაგვაყოლებთ ამ თქვენს ლიკას! ხომ გეუბნებოდი ასვლას აზრი არ აქვს მეთქი? ეს გინდოდა?! დებილი ბავშვებივით ვზივართ და ვისმენთ ლექციებს! - ამჯერად თორნიკეს შეუღრინა ირაკლიმ.
- ჩემი ლაპარაკი ლეციებიც გახდა?! - ძმისშვილისგან აგდებული ტონი ეწყინა - უკაცრავად, თუ ზედმეტად შეგაწუხეთ, ჭკუის დარიგებით!
- არ არის ასე, დედას გეფიცები, აბუქებ! დიდი რამე, ერთხელ თუ ჩავყლაპეთ, ყველას გაუსინჯავს..
- ჩემ თავს გაფიცებთ, თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ, არ გაეკაროთ, არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას, არაფერს რაც ხრჩოლავს, ბოლავს..- ცრემლნარევი ხმით ევედრებოდა თეკლე.
- ანუ მანაგუა მოსულა?! არც ნემსი ჭირდება და არც ხრჩოლავს... - მიამიტი სახით დააფახუნა თვალები იკამ.
- ჩემს ნერვებზე თამაშობ? ჩემი გამწარება გინდა?! -ძლივს დამშვიდებული ისევ აფეთქა.
- ვხუმრობ თეკლე, ვხუმრობ. რა დღეში გაქვს ნერვები, ტო... უკვე ხუმრობასაც ვეღარ ხვდები?
- ხუმრობ? ნარკოტიკები სახუმარო გგონია? - ისევ ცრემლები მოადგა თეკლეს - იცით მაინც აქ რამდენი თქვენი ასაკის ბიჭი მოჰყავთ? ისინიც ასე ხუმრობდნენ. ეს ცენტრი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გავხსენით. ამ მავნე სენისგან ხალხის გადასარჩენად... ეს ცენტრი ლიკას გამოა, ნიკოლოზის გამოა, აქ ჩვენი ტკივილია, აქ დანგრეული ოცნებების სანაგვეა. წამოდით, თქვენი თვალით ნახეთ, იქნებ ჰკითხოთ იმ ბიჭებს? იქნებ აუხსნათ ახლა გაუსაძლისი ტკივილისგან რომ იტანჯებიან, რომ სინამდვილეში მხოლოდ ერთობიან?!
- კარგი რა მამიდ... - როგორც წესი მამიდას იშვიათად უწოდებდა ირაკლი, თუმცა როგორც წესი თეკლეზე ნამდვილად დამამშვიდებლად მოქმედებდა - ხომ იცი რომ ჩემი სიცოცხლე ხარ? ოღონდ დამშვიდდი და გპირდებით ახლოსაც არ გავეკარებით...
- არც ტაბლეტებს! - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი.
- არც ტაბლეტებს! - ძლიერად მოეხვია მასზე ბევრად დაბალ თეკლეს და ლოყები ისე დაუკოცნა, როგორც თეკლე კოცნიდა ბავშვობაში - ჩემი ავი, ბუზღუნა მამიდა!
- არც შენ... - როგორც იქნა დაიხსნა თავი ირაკლის მკლავებიდან, ამჯერად თორნიკეს დაუქნია თითი.
- არც მე!... - თითქოს ფიცს დებსო, მკერდზე მიირტყა ხელი ბიჭმა და სიცილით ჩაჯდა სავარძელში.
- ჰე, შეგვირიგდით?! - თავადაც კმაყოფილი იკრიჭებოდა ირაკლი.
- არ მომატყუოთ იცოდეთ! ეს საკითხი ჩემთვის ზედმეტად მტკივნეულია, დღემდე ვიმკით იმ ერთი შეცდომის კვალს. ვერ გადავიტან, რომელიმე თქვენგანი ამ წუმპეში რომ აღმოჩნდეს, ვერ გადავიტან...
- არც ვაპირებთ. - დედობილისთვის არც კი შეუხედავს, ცალი თვალით მობილურში მოსულ გზავნილს ნახულობდა - შეგვიძლია წავიდეთ?!
- სად მიდიხართ?
- რავი, დღეს კვანტალიანი დაბადების დღეა და კლუბში ვიკრიბებითო მოიწერა... - მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენიმე წამის წინ მიღებული გზავნილი დაანახა თეკლეს.
- ისევ მოსაწევი და ქალები? - ცოტაც და ძლივს დამშვიდებული ქალი ხელახლა იფეთქებდა.
- კარგი რა, პირველზე ხომ დაგპირდით. აი, რაც შეეხება ქალებს, იმედია მართლა იქნებიან... - თვალები აუციმციმდა მდედრობითი სქესის ხსენებაზე.
- შეაყარე კედელს ცერცვი. ამდენი რისთვის ვილაპარაკე?!
- იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დედა იყო! - სიტყვა დედის ხსენებაზე ჟრუანტელმა დაუარა თეკლეს - ყველაფერს დაგიჯერებთ, ყველაფერს შეგისრულებთ, ოღონდ, ფულს ხომ მომცემ?!
- ვერ გავიგე? - წარბები აწკიპა თეკლემ - გუშინ აკამ არ მოგცა?
- მომცა, მაგრამ შენც ხომ უნდა გაიღო ხარკი ოჯახის ბიუჯეტიდან?
- რასაც შენ აკეთებ აფერისტობა ჰქვია! - ღიმილი გაეპარა ხმაში ქალს. თუმცა საფულეს მაინც დასწვდა და ას ლარიანი მიაწოდა ბიჭს - საკმარისია?
- ჯიგარი ხარ! - ორივემ რიგ-რიგობით დაუკოცნეს ლოყები და ვიდრე თეკლე მორიგ დარიგებას მოაყოლებდა მისი კაბინეტი სწრაფად გაცვივდნენ, კიდევ ერთხელ გახედეს ტელეფონზე მოსაუბრე კეკლუც მდივანს და ცენტრიც დატოვეს.
- ისე მართლა არ გრცხვენია, ასე „ნაგლად“ რომ ატყუებ? - უკვე ავტომობილში მჯდომი ჩაეკითხა თორნიკე იკას.
- კარგი რა. ახლა შენ არ დამიწყო. ვინ მოტყუვდა? თეკლე? „იმენნა“ შტირლიცია, ტო... ყოველთვის ყველაფერი იცის?
- იკა. ეს ამბავი გაბაზრდება. გაიგებენ შენებიც და ტეხავს შენს ძმობას ვფიცავარ...
- მორჩი რა! ახლა შენი დამოძღვრა ღა მაკლდა. წამოსვლა თუ არ გინდა პირდაპირ თქვი... - მისკენ არც კი გამოუხედავს, ავტომობილი დაქოქა და ადგილიდან სწრაფი სიჩქარით მოწყვიტა.
- გაგიჟდი? მარტოს არ დაგტოვებ, სადაც შენ, იქ მე...
- ძიძა არ მჭირდება. მომეცი ეგ ფული და...
- ძიძა არა, ძმა ვარ!... - ხმა გაუმკაცრდა თორნიკეს.
- მაშინ მოიქეცი ისე, როგორც ძმას შეეფერება. მორჩი დემაგოგობას, მოეშვი რა, დატკბი ცხოვრებით, გაერთე, ისიამოვნე და სხვასაც მიეცი ამის საშუალება... - ღრენით გამოხედა ვაჟმა.
- კარგი, იყოს შენებურად. თუ გართობაა, გართობა იყოს! სად მივდივართ?
- ჯერ კლუბში და შემდეგ მუხიანისკენ ბინა აუღია. ხატის პონტში რა...
- იდეაში კარგად ჟღერს! - წამის წინანდელი კამათი აღარც ახსოვდა მთელი არსებით გართობაზე ფიქრობდა თორნიკეც.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მიყვარს შენი სიტროიები რაღაცნაირად დაძაბული,სევდანარევი და ბევრი ემოციის მატარებელი. ვფიქრობდი დავაგროვებ თავებს და მერე დავწიყებ კითხვასთქო ,მაგრამ ვერ გავუძელი და ახლა უნდა მქონდეს"ლომკა" ვერ ვძღები ვერასდროს რა ვქნა ველი მოუთმენლად შემდგე თავს

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
ძალიან მიყვარს შენი სიტროიები რაღაცნაირად დაძაბული,სევდანარევი და ბევრი ემოციის მატარებელი. ვფიქრობდი დავაგროვებ თავებს და მერე დავწიყებ კითხვასთქო ,მაგრამ ვერ გავუძელი და ახლა უნდა მქონდეს"ლომკა" ვერ ვძღები ვერასდროს რა ვქნა ველი მოუთმენლად შემდგე თავს

უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეფასება kissing_heart ვაღიარებ, მე ისტორიებს თავებად ვერ ვკითხულობ, თუმცა არა იმიტომ, რომ ლოდინი არ შემიძლია, რამდენიმე ისტორიის კითხვა დავიწყე და შემდეგ ავტორებმა უბრალოდ შეწყვიტეს, აღარ გაგრძელეს. ამის შემდეგ ვიდრე სრულ ვერსიას არ ვნახავ, აღარც კითხვას ვიწყებ smile თუმცა ამ შემთხვევაში დაგაიმედებთ, ეს ისტორა დასრულდება, თუმცა არ ვიცი როდის, იმედია გეყოფათ ნებისყოფა და მიუხედავად ჩემი არასტაბილურობისა გამოგვყვები ბოლომდე და ისიამოვნებ ისტორიით kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემო ტკბილო გოგო , ყოველთვი საოცრებას ქმნი, უდიდესი ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით სავსეა შენი ისტორიები.
რაც შეეხება ისტორიას ძალიან არ მომეწონა ბიჭების საქციელი.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ჩემო ტკბილო გოგო , ყოველთვი საოცრებას ქმნი, უდიდესი ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით სავსეა შენი ისტორიები.
რაც შეეხება ისტორიას ძალიან არ მომეწონა ბიჭების საქციელი.

kissing_heart ძალია დიდი მადლობა, თქვენი სიტყვები ჩემთვის სტიმულია. რაც შეეხება ბიჭებს, მგონი ტიპიური მოზარდები გამოვიდნენ, ვნახოთ სადამდე მიიყვანთ მათი თვითდაჯერებულობა

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია სერიოზულში არ გადაეზრდებათ ეს გართობები.გამიხარდი ანა.კარგი თავი იყო
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
იმედია სერიოზულში არ გადაეზრდებათ ეს გართობები.გამიხარდი ანა.კარგი თავი იყო

იმედია smile მოდი ერთად ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლეები kissing_heart

 


№7  offline წევრი Mariamch

მინდა შემდეგი თავი სასწრაფოოდდ❤❤ არმყოფნის იმდენად კარგია

 


№8  offline წევრი karma

რა საინტერესოდ მიმდინარეობს ყველაფერი და განსაკუთრებით მაინტერესებს ელენეს და თორნიკეს შეხვედრა ამდენი ხნის მერე. იმედია მალე გამოჩნდება ელენე... kissing_heart

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
მინდა შემდეგი თავი სასწრაფოოდდ❤❤ არმყოფნის იმდენად კარგია

sweat_smile ძალიან მიყვარხარ, გმადლობ kissing_heart

karma
რა საინტერესოდ მიმდინარეობს ყველაფერი და განსაკუთრებით მაინტერესებს ელენეს და თორნიკეს შეხვედრა ამდენი ხნის მერე. იმედია მალე გამოჩნდება ელენე... kissing_heart

დიდი მადლობა kissing_heart მათ შეხვედრამდე საკმაოდ რთულ გზაა გასავლელი kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
იმედია სერიოზულში არ გადაეზრდებათ ეს გართობები.გამიხარდი ანა.კარგი თავი იყო

იმედია smile მოდი ერთად ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლეები kissing_heart

ველოდები სიხარულო kissing_heart
--------------------
ლანა

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
La-Na
იმედია სერიოზულში არ გადაეზრდებათ ეს გართობები.გამიხარდი ანა.კარგი თავი იყო

იმედია smile მოდი ერთად ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლეები kissing_heart

ველოდები სიხარულო kissing_heart

heart_eyes kissing_heart

 


№12  offline წევრი iry

ვაიმე ეს რა იყოო მალე დადე შემდეგი რა <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

iry
ვაიმე ეს რა იყოო მალე დადე შემდეგი რა <3


ცოტა რთული, დასაფიქრებელი თავები იწყება, შესაბამისად წერასაც დრო უნდა. ვეცდები არ გავაჯანჯლო, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დავდო. kissing_heart

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ისეთი ინტერესით ვკითხულობდი აღარ მინდოდა დამთავრებულიყო ..რაღაცნაირად დავიძაბეე კიდეც არ მინდა თორნიკე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს ერთი სული მაქვს როდის შეხვდება ელენეს .ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა უზომოდ მახარებს და.მაბედნიერებს შენი ნაწერი საოცრად წერ ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ისეთი ინტერესით ვკითხულობდი აღარ მინდოდა დამთავრებულიყო ..რაღაცნაირად დავიძაბეე კიდეც არ მინდა თორნიკე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს ერთი სული მაქვს როდის შეხვდება ელენეს .ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა უზომოდ მახარებს და.მაბედნიერებს შენი ნაწერი საოცრად წერ ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის

როგორ გამახარე kissing_heart ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ელენესთან სეხვედრა ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იქნება, რომლის დადგომამდეც ჯერ კიდევ ბევრი რამ გველის, იმედია ისიამოვნებ ისტორიის კითხვით და კიდევ ბევრჯერ გამახარებ შენი კომენტარით kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent