კომა საცდელი თავი
ქუჩებში უაზროდ დავეხეტები,ვუყურებ მოსიარულთა გაცრეცილ არაფრის მთქმელ სახეებს,აი,წყვილმაც ჩამიარა ...როგორი სიყვარულით უმზერენ ერთმანეთს,იქვე კუთხეში თმაგაბურძგნული ,მტვრიანი ბერიკაცი ფეხმორთხით ზის ჭუჭყიან ქვაფენილზე,დაღლილი სახით იმზირება და დახმარების სათხოვნელი ძალაც არა აქვს...უცებ გვერდით პატარა ანცმა გოგონამ გაირბინა ,რომელიც გაბრაზებულ დედის მოთაფვლას პატარა ლურჯი თვალებით ცდილობს.მალე ბედნიერებისაგან იბადრება და გემრიელად ბაბმის ნაყინს შეექცევა..მათ სიყვარულნარევი მზერა მოვაცილე... ვხედავ საეჭვო მამაკაცს, თუ როგორ ცდილობს ხანში შესული ქალის ჩანთაში შეუმჩნევლად ხელის ჩაყოფას,ხალხი ირგვლივ ბუზებივით ირევა, ისინი კი ვერ ამჩნევენ მათ...ქალთან მივდივარ ,მაგრამ უმწეოდ ვცდილობ გავაგებინო კაცის შესახებ..მას ხომ ჩემი არ ემის,არავის ესმის ჩემი უმწეო ძახილი,უცებ მახსენდება ,რომ ისინი ვერ მხედავენ,ვერ მამჩნევენ,ვერ შემიგრძნობენ.გული მტკივა,მარტოსული ვარ ,განადგურებული,ამქვეყნად გაჭედილი,თვალზე ცრემლი მერევა ,თვალის ბუდიდან ცხელი ბურთულები ხტებიან და უგზოუკლოდ ბაგეების გავლით ნიკაპისკენ მიიწევენ,მაგრამ ისინი ამასაც ვერ ამჩნევენ,ვერ გრძნობენ ჩემს შეხებას,ჩემს ტკივილიან გამოხედვას ვერ აღიქვამენ....გზას დაღონებული ემოციებიდაგან დაცლილი ვაგრძელებ .მზე "ჩაედინება"და მალე თანდათან წყვდიადი ისადგურებს ირგვივ და ჩემს სულის ტკივილსა და სევდას უერთდებიან.მბჟუტავი ლამპიონები ანათებენ არემარეს ,მე კი კანტიკუნტად მოსეირნე ხალხს აღარ ვუმზერ...ერთ_ერთ ქუჩაზე შევუხვიე,ახალგაზრდა ქალის სხეულში უპრობლემოდ ვაღწევ,ვგრძნობ მის გულისცემას,ის კი უდარდელად მიკაკუნებს და წითელ ტუჩებს აცმაცუნებს...მარჯვნივ გადავიტანე მზერა.ოოო,რა მხელა სახლია და რა ლამაზია?მიკვირს ასე ლამაზად ვინ მოხატა,აბსტრაქტული ნახატები ერთმანეთში ირევა,ფერთა გამა და ნახაზები შესანიშნავადაა შეხამებული,ირგვლივ მოყვითალო განათებაა,რომელიც ფერებს აბრჭყვიალებს .მონუსხული შევცქერი ამ სილამაზეს და შიგნით შესვლის სურვილი მიპყრობს.მალე უცნაური ფორმის შავ კარებში გავიარე და დიდ დერეფანში აღმოვჩნდი.კედლის სიგრძეზე ნახატებია ჩამწკრივებული,ზოგი აბსტრაქტული და გაუგებარია,ზოგიც პორტრეტებია...ყველაფერი ისეთი უცხოა და დაუჯერებელი.რაღაც ხმაური აღწევს .აი,თურმე რა. დიდ ოთახში უაზროდ ჩართული ტელევიზორის ზუზუნი ისმის...ალბათ,სახლის პატრონი აქვეა,ჟრუანტელი მივლის სხეულში ,სურვილი მაქვს უცნობის ნახვის.ნეტავ გოგონას ნამოქმედარია?იქნებ მამაკაცის ?...მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ამის მომფიქრებელი ,ან გამკეთებელი უთუოდ გემოვნებიანი ხელოვნების მოტრფიალეა.გრძელ დაკლაკნილ კიბეებს აჟიტირებული მივუყვები და პირველივე ოთახში შევდივარ.ვაუ,აუ მესმის საწოლი.სწრაფად გავიშოტე და ჭერისაკენ ავიხედე ...მოულოდნელად სააბაზანოს კარები იღება.დაპროგრამებული თავს იქით ვატრიალებ და პირსახოც შემოხვეული მამაკაცის სილუეტს დაკვირვებით ვუცქერ.ექვსი კუბიკი?ნერწყვი კინაღამ გადამცდა ,კიდეკაი ცოცხალი არ ვარ თორემ უთუოდ დავიხრჩობოდი.სექსუალ მამაკაცს ტუჩებ გალოკილი ვბურღავ,რომელსაც გრძელი თმებიდან წყლის წვეთები ცვივა ...რა მადის აღმძვრელია.რა კარგია რომ ვერ მხედავს,ამიტომ რამდენსაც მინდა იმდენხანს ვუცქერ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.