შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(9 თავი)


12-04-2017, 21:08
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 2 201

9-----------------------------------------------------------------------------------------------------

ნინიმ გაღიმებულმა,წარბაწევით ჰკითხა
-ჰოო?მაინც რას მიხვდი?
გეგა ადგა და ნინის გვერდით მიუჯდა.ხელი გადახვია და გარეთ სივრცეში დაიწყო ყურება.
-რას ჩემო გოგო და...იმას,რომ მაგარი რამაა ეს სიყვარული.
ნინიმ გაბრწყინებული ღიმილიანი სახით ახედა გეგად და თავი მკერდზე დაადო.გეგამ თავზე აკოცა.
-ჰოდა ახლა ჩვენ იკას უნდა ვათქმევინოთ ვინ ყავს მიზანში.
-თუმცა ორივემ ვიცით არა?-ნინიმ ეშმაკური ღიმილით კითხა გეგას.
-ჰო და რაჩვენი ბრალია თვალებმა გასცა ორივე.
-ორივე?ჩემს გოგოს რა შეატყე ერთი!-ტუჩი აიბზუა ნინიმ.
-აჰ კარგი რა..მაგას მაინც ვერ გამომაპარებთ!-ამაყად წარმოსთქვა გეგამ.
-ჰო აბა რა შენ რა გამოგეპარება!
გეგამ გაიღიმა და ნინის თმაზე ხელი ჩამოუსვა
-არ გშია?
-არა...შენ რამე ჭამე?
-არა არაფერი არცმე მშია.
-აი იკაც მოდის...იცოდე უნდა ვათქმევინოთ.
-ჰო კარგი.
მომღიმარი იკა კაფეში შემოვიდა, გეგასა და ნინის პირდაპირ დაჯდა და გეგას მაგიდაზე მანქანის გასაღები გამოუცურა.
-აჰ მოხვედი იკაკო?
-მოვედი მოვედი..-იკამ გეგას გამოხედა და გაეღიმა-რა გჭირს შენ რა იკაკო?
-მე კიარა შენ რა გჭირს თორე მე რაც მჭირს ახლა გვერდზე მიზის!
-ჰო იკუშ და შენ?
-აყვა ახლა ესეც!რა მე ?
-რა კიარა ვინ იკუშ-ჩააცივდა ნინი
-რატოარ მეშვებით გვრიტებო?
-გვითხარი კაცოდა თურამეა ეხლავე მოვიტაცოთ!-სიცილით შესთავაზა გეგამ.
-მომინდომა ამან!-დაიბღვირა ნინი და შემდეგ იკას მიუყრიალდა-დამალვას რა აზრიაქ ვიცით უკვე და გვითხარი!
იკამ ღრმად ამოისუნთქა, წყვილს შეხედა და გაეღიმა.
-ჰო კარგი...მეც თქვენს დღეში ვარ!
-აჰაამ და ვინაა ისიც გვითხარი.-თავი დაუქნია გეგამ.
-არ მეშვებით ხო?...კარგი...ლილე...ლილე მომწონს-დამარცვლით თქვა იკამ.
იკას მთელ სახეზე ბედნიერება არეკლილიყო და ღიმილს ვერ ილავებდა.ბედნიერებით მოცულნი უცქერდნენ გეგა და ნინიც რომლებიც ჯერ ერთმანეთს ახლაკი ამ ამბავს გაებედნიერებინა.
-ასე არ ჯობია?-გაუღიმა გეგამ და თმები აუჩეჩა იკას.
-შენ გადამადე,სულ დაბნეული და გაღიმებული დავდივარ მეც.
-მერე მაგას რა ჯობია ძმაო?
-არაფერი...საერთოდ არაფერი!-იკამ ჯერ გეგას და მერე ნინის შეხედა.
-ჰომ ეგ კარგი მაგრამ...საქმე ჩემს ლილეს ეხება,ჰოდა ჯერ მე უნდა მომთაფლო-გეგას თვალი ჩაუკრა ნინიმ და იკას წარბაწევით შეხედა.
-ჰო რათქმაუნდა-იკამ ხელები აწია.
-ახლა გამოფხიძლდით ლექციაზე გაგვიანდებათ-ტაში შემოკრა გეგამ.
-ვაიმე სულ დაგვავიწყდა
-წავედით წავედით-წამოდგა იკა.-მე გავალ და დამეწი ნინ ჰო?
ნინიმ თავი დაუქნია და იკა კაფიდან გავიდა.
გეგა და ნინიც წამოდგნენ
-შენ სად მიდიხარ?-ჰკითხა ნინიმ გეგას
-რაღაც საქმე მაქვს და მერე დაგირეკავ და სადმე წავიდეთ.
-მაინც სად?
-შენ სად გინდა?
-იქ სადც იმდღეს წამიყვანე.
-როგორც გინდა!
გეგა ნინის მოეხვია და შუბლზე აკოცა.
ნინი იკას დაეწია,გეგა რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა
-ჩამიბარებია!-იკას თვალი ჩაუკრა და ნინიზე მიანიშნა.
-ჩაბარებულია!-იკამ ხელი თავთან მიიტან ბრძანების შესრულების აღსანიშნავად.გეგას წასვლის შემდეგ სასწავლებელში შევიდნენ.ლექციებმა კარგად ჩაიარა.დღის ბოლოს კი იკა და ნინი ერთად გამოდიოდნენ სასწავლებლიდან,როცა იკას ტელეფონმა დარეკა -ჰო...სად..გამოვდივარ..
-რამოხდა იკა?-დაინტერესდა ნინი.
-არაფერი ნინ წადი შენ მე საქმე მაქ.
-მშვიდობაა?
-კი კი არ ინერვიულო არაფერია.-იკამ გაუღიმა და წავიდა.
ნინი სახლისაკენ გაემართა და გზაში იკას საუბარზე ფიქრობდა.აშკარად რაღაც ხდებოდა.
ნეტავ ვინ იყო?გეგამ ხომარ დარეკა? ნინის თავში კითხვები ერთმანეთსი ირეოდა.სახლში მოვიდა .
-სალ სახლში ხარ?-გასძახა მეგობარს
-კი ნინ აქ ვართ.
ნინიმ ოთახში შეიხედა და სალისთან ერთად ლილეც ოთახში დაუხვდა
-ქალბატონო შენ სახლში არ გაგიშვი?
-ჰო მაგრამ მოვედი ისევ დღეს მცალია და.
-ჰომ ძალიანაც კარგი.გამოვიცვლი და მოვალ
ნინიმ გაპიცვალა,მოწესრიგდა და გოგონებთან დაბრუნდა.
სალი სამზარეულოში გასულიყო,ლილე კი ფანჯარაში იხედებოდა და იღიმოდა.სალი ყავის ფინჯნებით ხელში შემოვიდა ოთახში.ნინიმ სალის ლილეზე ანიშნა.
-ლილეე-ლილე არ განძრეულა.სალიმ ნინის გაკვირვებით შეხედა.
-ლილე!-დაუყვირა სალიმ.
-ჰო..რაიყო?!-შეშინებული და დაბნეული მობრუნდა.
-შენ რა გჭირს გოგო?-სალიმ ყავა მაგიდაზე დადგა.
-აუ არვიცი..
-არა საყვარელო იცი.
-ჰო..მგონი..-თავი დახარა ლილემ.
სალიმ და ნინიმ ერთმანეთს გადახედეს.
-იკა ჰო?-ღიმილით უთხრა სალიმ.
ლილემ შეცბუნებულმა ამოხედა ორივეს და მერე გაიღიმა.
-ჰო...
-რა გეგონა აბა ვერ მივხვდებოდით?
-შენი თავი რომ განახა,თვალები სულ გიბრწყინავს.-ღიმილით უთხრა ნინიმ.
-შენსავით გამოვიყურები დაო?
-ჰო აი ზუსტად.-გაიცინა სალიმ.
სამივეს გაეცინათ.
სალის და ნინის ხვეწნის შედეგად ლილე დაითანხმეს საღამომდე დარჩენაზე.სამივეს უამრავი სამეცადინო ჰქონდათ და ერთად დაიწყეს მეცადინეობა,როცა დროს გამონახავდნენ ასე ერთად მეცადინეობდნენ,მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობდნენ,რისი ცოდნაც ქონდათ ერთმანეთისათვის არ იშურებდნენ.საღამოც მოიწია. გადაღლილები სასტუმრო ოთახში დივანზე მოთავსდენ.ნინი გეგაზე ფიქრობდა მთელი დღე არ დაურეკავს.შემდეგ იკას საუბარი გაახსენდა და ისევ აფორიაქდა.
გარეთ გაიხედა,უკვე დაღამებულიყო.ტელეფონმა დარეკა,ნინი სწაფად მივარდა ტელეფონს.გეგას სახელი რომ წაიკითხა გაეხარდა და სწრაფად უპასუხა.
-გეგა სად ხარ?კარგად ხარ?
-ჰო ნუ ნერვიულობ..მისმინე სახლში მარტო ხარ?
-არა სალი და ლილე არიან.რამოხდა?
-მოკლედ რო ამოვიდეთ ხოარ შევაწუხებთ გოგოებს?
-არა..ვინ ხართ?
-მე,იკა და მეგობარი..არ შეგაწუხებდი მაგრამ უნდა დაგვეხმარო რა.
-ამოდით გელოდებით.
ნინიმ ტელეფონი გათიშა.გოგონებს ყველაფერი უთხრა ისინიც დაეთანხმენ.ცოტახანში კარზე ზარი გაისმა.ნინიმ კარი გააღო.წინ გეგა იდგა ქუდ წამოფარებული და ოდნავ თავდახრილი,უკან იკა ედგა და მათი მესამ მეგობარი,ისიც მაღალი იყო. შავ შარვალში და სპორტულ ზედატანში.სიბნელეში კარგად სახეები არ უჩანდათ.
-შემოდით-კარი ფართოდ გააღო ნინიმ.
ოთახში ჯერ გეგა შემოვიდა კაპიშონი გადაიწია.საფეთქელთან იარა ეტყობოდა და წარბიც გახეთქილი ქონდა.ნინი შეშინდა და პირზე ხელი აიფარა.
-რა დაგემართა?-ნინიმ ჯერ გეგა შეათვალიერა შემდეგ იკას და მის მეგობარს გადახედა,იკას თვალი ჩალურჯებოდა,ცხვირზე და ლოყაზე იარები ჰქონდა.ყველაზე მეტად მათი მეგობარი დაზიანებულიყო.ტუჩი გახეთქვოდა სახეზე იარები და ჩალურჯებები მრავლად ჰქონდა.
-კაი დაწყნარდი მე არაფერი მჭირს ამათ მივხედოთ რა..-გეგამ ნინის თავზე ხელი დაადო.
-ჰო რათქმაუნდა.
-ჰო მართლა სანდრო გაიცანი ჩემი ძმაკაცია.
-სასიამოვნოა...სხვანაირად რო გამეცანი მთლად უკეთესი.-გაიღიმა სანდრომ.
ნინისაც გაეღიმა
-მაინც სასიამოვნოა.
ნინი სასტუმრო ოთახში შეუძღვა ბიჭებს.გაოცებული ლილე ფეხზე წამოდგა.
-არ შეგეშინდეთ ოღონდ-დაიწყო იკამ.
-სალი სადაა?
-სამზარეულოშია
-მიდი პირველად დახმარების ყუთი მომიტანეთ და დამეხმარეთ ხო?
ლილე სამზარეულოში გავიდა და ცოტახანში უკან ყუთით დაბრუნდა.
-აი მოვიტანე სალიც მოვა.
ოთახში სალი შემოვიდა და თვალებგაფართოვებული უყურებდა ბიჭებს.სანდრო სავარძელში თავჩაღუნული იჯდა.თავი აწია და სალის და მისი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
-სანდრო?-გაკვირვებისგან წამოიყვირა სალიმ
-სალი შენ ხარ?
გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს.
-მოიცა მოიცა..თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-გაოცდა ნინი,ყველა მათ პასუხს ელოდებოდა.
-ჩვენ ერთ სასწავლებელში ვსწავლობთ.-აუხსნა სალიმ.
-ასეთი რა საძმაკაცო გაქვთ ყოველდღე რო მაოცებთ?-უთხრა ნინიმ გეგას.
-არნახული ნინ..
-ჩვენ თავებსაც ვაოცებთ თორემ სხვას ვინ ჩივის-ჩაეცინა იკას
-კარგი სალ შენ სანდროს მიხედე,ლილე შენ იკას მიგვიხედე ჰო?-ოდნავ გაეღიმა ნინის და გეგას გადახედა-შენ დაჯექი მე მოგხედავ!
-აბა შენს გარდა ვინ მომხედავს მე.-გეგა დივანზე დაჯდა და ნინიმ ბამბა სპირტით დაასველა.
-ასე სად გალამაზდით არ მეუბნევი?...აგეწვება ცოტა.
-არაუშავს ...სანდრექსას მოუხდა რაღაც და-გეგამ სანდროს და სალის გახედა-ჰოდა ეხლათუ ეს რაღაც მერაც მგონია მაგიტო მოხდა გავგიჟდები!
-რატო რა გგონია?
-არვიცი გავარკვევ-გეგას სიცილი აუვარდა
-იმათ შეხედე რა საყვარლები არიან.-ნინიმ იკაზე და ლილეზე ანიშნა გეგას
-აუ ჰო ძალიან...არც ისინი არიან ცუდები-თვალებით სალისა და სანდროსკენ მიახედა ნინი.
-ოჰ უცებ დააწყვილა ახლა...მაჭანკალი ხოარ ხარ!
-აი ნახავ თუარ ვარ!
ნინიმ თავი გააქნია და ბამბა დადო.
-მოვრჩი.გეტკინა?
-არა არ მტკენია...წამო აივანზე გავიდეთ ცოტა ხანს.
აივანზე გავიდნენ თბილისი ლამაზად ანათებდა.გეგამ ნინის თვალებში შეხედა
-აჰ მაპატიე რა დღეს ვერ შეგეხმიანე.
-არაუშავს..უბრალოდ ვინერვიულე.
მხრებზე ხელი მოხვია
-აღარ განერვიულებ!
ნინის გაეღიმა და ხელზე ხელი ნაზად დაადო.
-შევიდეთ ეხლა უხერხულია იმათტან.
-კაი წამო.
ოთახში მარყო ბიჭები დახვდნენ.გეგაც მათ მიუჯდა,ნინი კი სამზარეულოში გოგონებთან გავიდა.
-ნინი წავალთ ჩვენ..-გასძახა გეგამ.
-აუ მოიცადეთ რა რამე ვჭამოთ..არ გშიათ?
-შენ გაკეთებულ პიცას თუ შემოგვთავაზებ მე აქედან წამსვლელი არ ვარ!-თქვა იკამ და ყველას სიცილი აუტყდა.
-ჰომ მე და სანდრექსას არ გაგვისინჯავს.
-ჰოდა გასინჯეთ.-ნინი სამზარეულოში შებრუნდა.
სალი და ლილე მაღაზიაში ჩავიდნენ,ნინი კი სამზარეულოში საქმიანობდა როცა ვიღაცამ თვალებზე ხელი ააფარა.ხელხებით მოსინჯა და გაეღიმა.
-ნეტავ ვინაა?
-რავიცი შენ უნდა იცნო.-ხელები მოცილა და კისერზე შემოხვია.
-დაგეხმარო?
-შეენ?-ნინიმ ამოხედა და გაეცინა.
-მოიცა რაიყო?
-რავიცი...
-კარგი თუარგჯერა დაგიმტკიცებ! დაჯექი!-ნინი დასვა და წინსაფარი მოირგო.ნინიმ ხმამაღლა სიცილი დაიწყო.
-რატო დამცინიხარ..არ მიხდება?!-გაიოცა გეგამ და ტანზე დაიხედა.
-გიჟი ხარ შენ!
-ჰო ვარ!და ეს შენი ბრალია!-გეგა დაიხარა ნინის თმა ყურებზე გადაუწია და ცხვირი ცხვირთან მიადო.
-მიყვარხარ!-ჩასჩურჩულა და აკოცა.



№1 სტუმარი გიჟიიი

ჩემი სახით თქვენ გყავთ გიჟი გადარეული ფანი რომელიც უბრალოდ აფანატებს თქვენს მოთხრობაზე! მიყვარს თქვენი მოთხრობა!
და საოცარია უკვე ახალი წყვილის ისტორიაც გამოჩნდა რამაც ძალიან ჩამითრია!

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

მიყვარს თქვენნაირი მკითხველები ძალიან ძალიააანნნ

 


№3 სტუმარი გიჟიიი

მარიამი მ.ბ
მიყვარს თქვენნაირი მკითხველები ძალიან ძალიააანნნ

დამიჯერეთ თქვენს მკითხველებსაც უყვარხართ უზომოდ თქვენ და თქვენი მოთხრობა!
მე პირადად ასე ვარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent