შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (6)


12-04-2017, 21:16
ავტორი gonegirl
ნანახია 12 213

ნინი.
პიესით ხელში აღფრთოვანებული მივკაკუნებ დერეფნის კუთხისკენ,ძლივს არ მეღირსა „რომეო და ჯულიეტაზე“ გადასვლა? ახალი როლი გამოუჩნდა ლექსოს! სახელის ხსენებაზე თავისით ერთვება სიგნალიზაცია ტვინს, ჯანდაბა, რანაირად გამოუჩნდა ახალი როლი თუ მიდის? არა, არა, არ უნდა ვიფიქრო! აზრების მოკრებასაც ვერ ვასწრებ უცებ რაღაც მძიმე რომ მეხეთქება ან ვეხეთქები და ჩემი პიესის დასტაც ხმაურით ვარდება ძირს
-ბოდიში წინ არ ვიყურებოდი-ინსტიქტურად ვიხრები ფურცლების ასაკრებად. ჰო ნინი,ისედაც იცის წინ რომ არ იყურებოდი, რომ გაგეხედა სხვას არ შეაგჯებოდი ამხელა დერეფანში!
-არაუშავს-უცნობის ხელებიც მეხმარება მიმობნეული ქაღალდების აღებაში.
-მადლობა-მოწიწებით ვართმევ გამოწვდილ დასტას და სახეზე შესახედადაც ვიცლი. ოჰო! წაბლისფერთმიანი ბიჭი ღიმილით მანათებს თაფლისფერ თვალებს. ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ, სარკეში მაინც გამესწორებინა თმები და ისე დავჯახებოდი
-არაფრის,აქ სწავლობ?-ბოხი ბარიტონით მაყრის.
-კი-თავის ქნევით ვტენი ყველაფერს ჩანთაში
-მე ზურა,შენ?-ისევ თაფლისფერ თვალებს მანათებს და კისერზე ჩამოკიდებულ ფოტოაპარატს ისწორებს
-ნინი-ბაღის გამოშვებაზე სიტყვით გამოსული ბავშვივით ვწრიპინებ,რამ გამოგაშტერა დღეს ნინი? არა არც ადრე გასკდებოდა ტვინი მაგრამ. მზერა აზუზუნებულ ტელეფონზე გადამაქვს
-მაპატიე მელოდებიან-უხერხულად ვიღიმი და ზურგს ვაქცევ
-შეხვედრამდე ნინი-უკნიდან მესმის ბოხი ხმა. უნივერსიტეტის კიბეებზე მთელი სიფრთხილით ჩავდივარ, დღეს აშკარად საკმარისად ვიაკრობატე. თვალების ცეცებით მივიკვლევ გზას და ხესთან აყუდებული ლექსოსკენ ხელის ქნევით მივბაკუნებ
-სად ხარ ამდენ ხანს ნინელი-გაღიმებული მიჩეჩავს თმებს
-სიმპათიურ უცნობს შევასკდი-დაჯღანული ვუკარკლავ და მანქანისკენ მივემართები. ვინმე ამიხსნის რატომ ვხედავ წინა სავარძელზე გაბადრულ ხვედელიძეს?
-ვინ უცნობს ნინელი?-გვერდით მიდგება ლექსო
-რა ვიცი, არ ვიცნობ თქო. ლუკა რატო ზის ჩემს ადგილას?-წუწუნით ვიშვერ საჩვენებელ თითს
-დაგასწრო დღეს-თმებში იცურებს ხელს და უკანა კარს მიღებს. სულ ომი როგორ უნდა იყოს წინა სავარძლის მისაღებად! ბუზღუნით ვჯდები შიგნით.
-წვიმდება მგონი-პირგამოტენილი ბურტყუნებს ხვედელიძე,ამაზე აშკარად იმოქმედა მაშოს მუქარამ, სიტყვასაც აღარ ძრავს ამერიკაზე.
-ჰო და ჩვენთან ავიდეთ სახლში-უკანა ხედვის სარკეში ვუყურებ ლექსოს ანარეკლს, ახალგაპარსულზე ოდნავ წამოსვლია წვერი
-ავიდეთ-გზისთვის თვალმოუშორებლად ბუტბუტებს.
კორპუსთან მისვლამდე ნელ-ნელა იწყებს წვეთები ვარდნას, სადარბაზოსთან არც მაშოს მანქანა ჩანს და არც აპოლონის ლექსუსი.
ლიფტთან მისული ეჭვის თვალით ვუყურებთ ლაღად მიღიღინე ხვედელიძეს
-ისე პატარაა ეს ლიფტი და ადი შენ ჩვენ მერე ამოვალთ-ხითხითით კრავს ხელს ლექსო
-ყველა დავეტევით-მკაცრად გვიჭრის ლუკა და ღია კარისკენ გვანიშნებს შედითო. მარცხენა კუთხეში კედელს და ლექსოს მკერდს ერთად ვეკრობი,დანარჩენ სივრცეს ხვედელიძე და თავისი გიგანტური ჩანთა იკავებს. უჰ დავეტიეთ იცოცხლე!
-ხვედელიძე თავს შევიწროვებულად ხომ არ გრძნობ შემთხვევით? არა ჩვენ ვგრძნობთ და-თავს სიცილით აბრუნებს წურბელასავით მოწებებული ლექსო. ზურგით მდგარი ლუკა ქათამივით ფაფხურებს და გვერდზე გაწევის იმიტაციას აკეთებს, რა ქნა ახლა მისი ჭკუით, ტერიტორია გაათავისუფლა? გულზე კისკისით ვადებ შუბლს აყლაყუდას
-გამათბობელი გაქვს ჩაშენებული ტანში?
-ხო ნინელი, არ იცოდი?-მარჯვენა ხელს მხარზე მხვევს
-მეც მინდა სითბო და სიყვარული-კისერმოღრეცილი როხროხებს ლუკა
-ხვედელიძე არ გაბედო მობრუნება, გავიჭყ’ლიტებით-საჩვენებელ თითს შეძლებისდაგვარად ვწევ ზემოთ. ესე იგი სანამ ეს ლიფტი აჩანჩალდება მეოთხემდე სამჯერ მოასწრებ ადამიანი კიბით ასვლას.
-გვეშველა-ხელებს ზემოთ აღმართავს ლექსო და სადარბაზოში მივაბიჯებთ.
სახლში შესულს ჩანთაც არ მაქვს დადებული ხვედელიძე რომ მაცივარშია უკვე შემძვრალი
-მალე მოვა მაშო?-დივნის კუთხეში კალათდება ლექსო
-საღამოსკენ-წივილით ვაწყობ ხილს ლანგარზე-ლუკა ტკბილეული გამოიყოლე მიაგნებდი უკვე!
ნახევარსაათიანი არჩევა-გარჩევის შემდეგ ხმებით ორი ერთზე მიგებენ და „ნაკიანი წელიწადის“ მაგივრად „ვარსკვლავური ომების“ ყურებას ვიწყებთ,სად არ მყავდა მაშო!
-მოგეწონება-თავს კანტუზიანივით იქნევს ლუკა. კი კი, ერთი “ტერმინატორი” მომეწონა და მეორე ეს მომეწონება. მთელი საათი ვუყურებ როგორ დარბიან ვერცხლისფერცელოფან მოცმული კაცი, ნახევრად შიშველი პრინცესა და პლასტმასის რობოტი ფერადი ხმლებით, არა აშკარად მეტად სიღრმისეული ფილმია და მე ვერ ჩავწვდი. საჰაერო ხომალდის გამოჩენაზე თვითმფრინავი მახსენდება, თვითმფრინავზე გაფრენა და გაფრენაზე ლექსო, ჯანდაბა!
-რაზე ფიქრობ ნინელი?-გრძელი თითები მიფრიალებს ცხვირწინ. იმაზე რომ ხვალ იწურება პასუხის გასაცემი ვადა ლექსო,მერე მოაწერ ხელს იმ დასაბუგ კონტრაქტს და ოკეანის იქეთ წახვალ, ხო კიდე იმაზე მე რომ მტოვებ მარტო, რომ ვერ გნახავ ყოველდღე, ვერც ყოველ მეორე დღეს, კვირაში ერთხელაც კი ვერ გნახავ! აღარ გამომივლი უნივერსიტეტთან, აღარც თმებს ამიჩეჩავ, ნინელის ვინღა დამიძახებს? ან საჭმლის კეთებაზე ვინ დამცინებს! ჯანდაბა, გვტოვებ და მიდიხარ! უხმო მონოლოგს ასრულებს ტვინი და ახლა პირის დრო დგება
-არაფერზე-მხრებს ვიჩეჩავ და ისევ ეკრანს ვაჩერდები, ტყუილებში ათიანი ნინი!
მგონი მე და ამის რეჟისორს ერთად გვეშველა, რომ მკითხავენ ვარსკვლავურ ომებში რომელი ნაწილი მოგეწონაო,დასასრულში ტიტრები რომ ეწერება მეთქი ვუპასუხებ.
-ნახე რომელ წელს გადაუღიათ,ჩვენი ბავშვობის დროინდელია ე-ლეპტოპისკენ თითს იშვერს ხვედელიძე
-რა ჩქარა გავიდა დრო-ისე ვოხრავ თავი ოთხმოცი წლის თავსაფრიანი ბებია მგონია, პროთეზი მაკლია და შვილიშვილებისთვის მისაცემი პენსია.
-ისე გახსოვს როდის ჩავძმაკაცდით?-ხელს მხვევს გაღიმებული ლექსო,ნამდვილად გამათბობელს მალავს კანქვეშ და არ გვიმხელს.
-რა დამავიწყებს-თვალწინ მიდგება პირველი კლასის სცენა და გახურებულ მკლავზე კისკისით ვადებ ლოყას-ბაფთას მართმევდნენ ჩვენი მაიმუნი კლასელები
-მეც მახსოვს,ისე მიხაროდა რომ აგაბღავლე-ჭკუაზე არაა ხვედელიძე.
-ხომ ხედავ ლუკა პირველ კლასშიც არ გქონდა ტვინი-თავაწეული ვუყოფ ენას და ისევ მოსიარულე ბუხარს ვუბრუნდები
-მერე ეს გამოხტა,ზორო-პირგამოტენილი ხითხითებს ხვედელიძე
-ხოდა ჩემი ბაფთი დამიბრუნა-ამაყად ვადგები კულმინაციურ მომენტს
-ნინელიმ კიდე გაუთოვებული ცხვირსახოცი გამინადგურა მადლობის ნიშნად-ყურებამდე იკრიჭება ლექსო. აბა აბღავლებულ პირველკლასელს ცხვირსახოცს რომ აძლევ არ უნდა იცოდე წვირტლიანი რომ დაგიბრუნდება?
-დამპალო-მხარზე ვუტყაპუნებ გაწითლებული.
-ორი დღე რეცხავდა დედაჩემი-აშკარად არ აპირებს გაჩერებას კალათბურთის მამა.
-აუ ლექსო-ხელს პირზე ვუჭერ,მაინც კაკანებს მოგუდულად.
-ლექსო უკბინე-გვერდიდან ბალეშიკობს ხვედელიძე, ეს თავისი გენიალური აზრებით რომ არ არსებობდეს როგორ იბრუნებდა დედამიწა. უცებ ნეკნებთან ვგრძნობ შეხებას, არა! ოღონდ ეს არა! სასწრაფოდ ვაშორებ ხელს თავდამსხმელის ტუჩებს და წელზე ჩავლებულ ხელებზე ვეჯაჯგურები
-არ შემიღიტინო ლექსო რა, არა-ახარხარებული ვფართხალებ
-ახლა მოგინდა გაჩერება ნინელი?-ბუნდოვნად ჩამესმის ცალკე ხითხითი და ცალკე ხვედელიძის შეძახილები, ეს მათრევინა თავისი ღაბაბით მეტი არ მინდა არაფერი
-ლექსო გეხვეწები-ძალაგამოცლილი ვლუღლუღებ,მორჩა შემიწუხდება ახლა გული! სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული თითები რომ მშორდება და ახლა მკლავში ჩავლებული მეხმარება დივანს რომ არ ავცდე. უიმე ესე იგი თხოვნა ახსენე და წამოგებულია წამში, როგორც მაშო იტყოდა როდემდე უნდა იყო ბოთე ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი.
-ისე არ წავიდეთ აწინ?-საათს საქმიანი კაცივით უყურებს ხვედელიძე, აშკარად საჭმელი გათავდა მაცივარში.
-ჰო წავიდეთ-მოსაცმელს იღებს ლექსო. არ კითხო ნინი,ხომ იცი პასუხი, არ კითხო!
-ჩაგაცილებთ-გასაღებისკენ ვიღებ გეზს
-ხო ჩაგვაცილე არ მოგვიტაცონ-ისევ მოგუდულად მესმის ლუკას ხმა, კიდე უპოვნია რაღაც შესაჭმელად.
-შენი გაბარიტების პატრონს ვერტმფრენით თუ მოგიტაცებენ-კარს ხითხითით უახლოვდება ლექსო
-ვერტმფრენით არა,უფრო გემით-სადარბაზოში მათ წინ მივალაჯებ-და კიბით ჩავდივართ დაგასწარით!
სანამ დინჯად მივლასლასებ საფეხურებზე კალათბურთის მამა ორ ჩემხელა ნაბიჯებს ადგამს, პირდაპირ აივნიდან რომ ჩაედგა ფეხი არა? ხვედელიძე აქოშინებული მოძუნძულებს უკან.
-მეშველა-სულს ძლივს ითქვამს ლუკა და დოინჯშემორტყმული მიდის მანქანისკენ
-ხვალ უნდა გადაწყვიტო ხო?-თავჩაქინდრული ვდგები ლექსოს წინ, ყოჩაღ,მაინც იტლიკინე ნინი!
-დღეს,ხვალ უკვე პასუხი უნდა გააგზავნონ-ღრმად ისუნთქავს ლექსო,ადგილს ვეყინები. დღეს? ერთი დღე რას ცვლიდა,მაგრამ, ჯანდაბა როგორ არ ცვლიდა. თვის ბოლომდე მაინც არ წავა-ჯიუტად იმეორებს ტვინი.
-მოდი ნინელი ჩამეხუტე-ფიქრებიდან გამოვყავარ ლექსოს ხმას, ისევ ორი წლის ბავშვს გავს გაცინებული, გაშლილ ხელებში ვეფლობი და მთელი ძალით ვუჭერ.
-ხომ ჩამოხვალ ხოლმე-უცნაურად ჩამესმის საკუთარი ჩავარდნილი ხმა,თმაზე ვგრძნობ თავს რომ მიქნევს. ისევ ღრმად ვისუნთქავ მენთოლის და მისთვის დამახასიათებელ სუნს,სახელი რომ ვერ მოვუძებნე ჯერ.
-ჯგუფური ჩახუტება!-ზურგს უკან მესმის ხვედელიძის მხიარული ღრიალი,ორონდ ეს არა! ორ წამში ბეჭზე ინერციით მეკრობა დიდი ტორი, სუნთვაშეკრული და შექანებული შუბლს ლექსოს ნიკაპს ვარტყამ, ყოჩაღ ლუკა, შენ გმირობა ჩაიდინე!

.მაშო.
აგენტი ნოლ ნოლ შვიდივით ვზვერავ დერეფანს,სათვალიანი იურისტები, ლეპტოპიანი ეკონომისტები, მობილურში ჩამძვრალი სადაქალო და ეულად მდგომი სავარაუდოდ ისტორიკოსი, ეგ არი, ჟელეწათხაპნილი წვერა პერიმეტრზე არ იმყოფება! თმებს უკან ვიყრი და ის-ისაა ღია კარისკენ წელში გამართულმა უნდა გავაბიჯო ყურთან ვიღაცის სუნთქვას რომ ვგრძნობ, უკანაც უნდა მიმეხედა აშკარად! თავს დაფეთებული ვაბრუნებ, ესეც შენი აპრეხილი ქოჩრების სულისჩამდგმელი, ის როგორაა? მაშომ თხარა თხარაო საქმედალეული ბურდული გამოთხარაო
-ვის უსატკავებ ზღარბო?-კისერწაგრძელებული იწვრილებს თვალებს და ჯაშუშივით წინ იკუზება,რა ქნა ახლა, ჩემი იმიტაცია გააკეთა?
-ნუ დამყვები უკან ცოფიანი ძაღლივით-კბილების ღრჭიალით ვბრუნდები და აუდიტორიისკენ მივაბიჯებ.
-აბა გამოიცანი დღეს ვის მოიძულებს რუსუდანი საბოლოოდ-გაღიმებული მიდგება გვერდით და საჩვენებელ თითს ჩემკენ იშვერს,ჰო რომ არ მოეშვირა ვერ მივხვდებოდი ვის გულისხმობდა!
-ახლა მომისმინე იდიოტო!-მოწყვეტით ვტრიალდები მისკენ-შენ აქ გასართობად დადიხარ მე კიდე წიგნებზე ტვინს ვასხამ რამეს რომ მივაღწიო, ჰოდა დღეიდან შენი თავხედი თავი ჩემგან შორს დაიჭირე!
-სიტყვით გამოსვლას დიდი ხანი ამზადებდი?-საჩვენებელ თითს ბერძენი ფილოსოფოსივით იდებს ტუჩთან. ყბაჩამოვარდნილი ვუყურებ,ამისთვის ვიტლიკინე წუთნახევარი?
-სერიოზულად გეუბნები ლექტორებთან საქმეს ნუ მიფუჭებ-მზერას ანთებულ მომწვანო თვალებს ვუსწორებ
-თორემ რა-ტუჩის კუთხეს ტეხს და გვერდს მივლის. ჰე მოიფიქრე ახლა მაშო რამე თორე წააგე სამოქალაქო ომი! მზერა დერეფნის ბოლოში მოსიარულე დაცვაზე გადამაქვს, არა მაშო შენ ამას არ იზამ! კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს აუდიტორიისკენ მოსეირნე ყელმოღერებულ ბურდულს, კი კი იზამ! ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მტკიცედ მივაბიჯებ რაციით მოსიარულე დაცვისკენ, ამხელა მურტუკები სად იპოვეს მაინც
-უკაცრავად-ისეთი ნაზი ხმა ამომდის წამით ვეჭვობ ხომ ნამდვილად ჩემია თქო
-დიახ?-ჩემკენ ბრუნდება ფორმიანი კაცი, ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ, ეს მემგონი რემბო 3-ის გადაღებებიდან წამოიყვანეს.
-მგონი იმ ბიჭს დანა დავუნახე-თითს ვიშვერ აუდიტორიის წინ გოგონებთან მოღლაბუცე ბურდულისკენ-არა დარწმუნებული არ ვარ რომ დანა იყო,მაგრამ ვიფიქრე უნდა მეთქვა-წარბებს უმანკოდ ვწკეპ და თავს მისკენ ვაბრუნებ.
-მადლობა რომ შეგვატყობინეთ,გადავამოწმებთ-კოპებშეყრული მიკარკლავს ახმახი და დინჯი ნაბიჯებით მიიწევს სამიზნისკენ. კმაყოფილი მივკაკუნებ აუდიტორიის შესასვლელთან და უკვე დაცვასთან ერთად მომავალ ბურდულს თვალს ვუკრავ, ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და გაღიმებული აქნევს თავს, რაო ამდენს არ ელოდი ჩიტო? ახლა მიდი და შემოაღწიე ლექციაზე თუ მაგარი ხარ.
რუსიკოს ქაქანის მოსმენა ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა,სანამ გონების ერთი ნაწილი რუსუდანთან ერთად გაქაფული განიხილავს პირამიდების გათხრებს, მეორე ნაწილი ამაყად ვარაუდობს რომ ამ წუთას დაცვის ოთახში ჩხრეკენ ნახევრად შიშველ ბურდულს, ჰო კარგი მთლად ნახევრად შიშველის წარმოდგენა არ იყო აუცილებელი ტვინო.
დავალებებს მშვიდად ვინიშნავ და ყელმოღერებული მივემართები სოცილოგიის კაბინეტისკენ, მეჩვენება თუ ბედნიერების სურნელი ტრიალებს ჰაერში? აჰ შემეშალა,გამაჯვების უნდა იყოს.
ამაყად მივაბიჯებ გრძელ რიგებს შორის და მესამე რიგის ბოლოში ვჯდები. ზარის დარეკვა და ბატონი გუბაზის შემოსვლა ერთია, მზერა კართან მდგარ კიდევ ერთ სილუეტზე გადამაქვს, აი აქ დადგა შენი აღსასრულის დღე მაშო! ყელში ბურთგაჩხერილი ვუყურებ როგორ აცეცებს მონაცრისფროში გადასულ თვალებს კართან ატუზული ბურდული, მზერას მისწორებს და ავი ღიმილით მოემართება მესამე რიგისკენ. ჯანდაბა! ახლა მჭირდება უჩინმაჩინის ქუდი, ქურთუკი,ჩექმა და რავიცი რაც კი უჩინმაჩინური არსებობს.
-ცუდი ზღარბი,ცუდი-თავის ქიცინით მიჯდება გვერდით, ამას ეტყვის ვინმე მოსაწვევი რომ არ აქვს გაგზავნილი ჩემ გვერდით ჯდომაზე თუ მე ვაჯახო?
-ახლა არ მითხრა ორი საათი გახდილი მაყურყუტესო-შეშფოთებულივით ვაღებ პირს და ამოჩაჩული პერანგისკენ ვიშვერ თითს.
-სოციოლოგიის ქულებს დაემშვიდობე,ზღარბო-ვითომ ჩემი ნათქვამი არ გაეგოს ისე უბერავს თავისას.
-გუბაზთან მაგრად ვარ,შანსი არ გაქვს-კმაყოფილი ვიწევ თმებს.
-მოვახერხებ რამეს-წარბების თამაშით შხლართავს ფეხებს,ეჭვი მაქვს ვიღაცას იბიცაზე ჰგონია თავი.
სანამ გუბაზი ლეპტოპს უჩხიკინებს,მარჯვენა ხელის მტევანზე მარწუხებივით მიჭერს რაღაც, დაფეთებული ვუყურებ ჩემს თითებში ახლართულ აშკარად უცხო თითებს
-რას შვრები იდიოტო?-ფაფხურით ვცდილობ ხელი გავაშვებინო,შენც არ მომიკვდე. ასეა არ უნდა იმსჯელო ადამიანზე ქოჩორის მიხედვით, ძალა კი ქონია და მოკალი.
-გსჯი-ვითომ აქ არაფერიო ლაღად მიკარკლავს პასუხს.
-გააფრინე?
-ძალიან რომ გეტკინება მითხარი-კმაყოფილი ღიმილით იყურება წინ და ლამის გადატეხვამდე მიჭერს ჩავლებულ თითებს. სიმრწის ოფლი მასხამს სახეზე
-მეტკინა დეგენერატო-თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვიკივლო.
-მეც ეგ მინდა-ლექტორისგან თვალმოუშორებლად ოდნავ მიშვებს და ისევ მიჭერს ხელს. ჯანდაბა! მოვკლავ! არ ვაცოცხლებ!
-მგონი ლეპტოპი გაფუჭდა ახალგაზრდებო,ვინმე ამოიტანთ საპროფესოროდან სხვას?-აუდიტორიისკენ ბრუნდება გუბაზი,შენ გაიხარე!
-მე ამოვიტან!-თავისუფალ მარცხენა ხელს ზემოთ ვიშვერ, სახეზე ეტყობა აშკარად გაკვირვებულია ასეთი შემართებით
-კარგი მარიამ,მოდი-სათვალეების ზემოდან მიღიმის. ჯერ კიდევ ჩემს თითებზე მოძალადე ბარბაროსს მრავალმნიშვნელოვან მზერას ვტყორცნი, თვალებს ატრიალებს და როგორც იქნა მარჯვენა ხელს გრძნობა და თავისუფლება ერთდროულად უბრუნდება.
ნელა სიარულში გინესის რეკორდი რომ მყარდებოდეს აუცილებლად მოვიგებდი საპროფესოროში ჩასვლისას და იქედან ლოკოკინას ნაბიჯებით დაბრუნებისას. აუდიტორიასთან მისული ვკადრულობ და ფეხს ვუჩქარებ
-დიდი მადლობა, მარიამ-ლეპტოპს მართმევს გუბაზი, ღიმილით ვაწვდი,აი ხომ ვთქვი, რუსიკო იმ ქაჯისაა, სამაგიეროდ გუბაზი ჩემს არმიაში ეწერება. მესამე რიგს ვუახლოვდები და ჩანთას ნაჩქარევად ვკიდებ ხელს, და რა უნდა ჩემს მობილურს მერხზე? ზუსტად მახსოვს წასვლის წინ ჩანთაზე იდო. ირონიული სახით მჯდარ ბურდულს ვუსწორებ მზერას, მიხვდი ახლა რა ჩაიდინა ან საერთოდ თუ ჩაიდინა.
-შემეხები, ვიკივლებ- საჩვენებელ თითს ჩურჩულით ვუშვერ.
-არ გეხები-ქვედა ტუჩს ისე უცოდველად აბრუნებს გეგონება თვითონ დავიმტვრიე თხუთმეტი წუთის წინ თითები.ჩემს ადგილს ვუბრუნდები და სკამს მაქსიმალურად ვაშორებ საფრთხის ეპიცენტრს.
სანამ გუბაზი მთელი ემოციებით გვიხსნის სოციოლოგიის არსს, გამწარებული ვიქექები მობილურში, სოციალურ ქსელებს აშკარად არ შეხებია, არც ბლუთუზი აქვს ჩანართავი, გულდამშვიდებული ვდებ ტელეფონს, ლექციის შემდეგ პროგრამისტთან უნდა გავაქანო ყოველი შემთხვევისთვის და მერე მკითხავთან, რამე შელოცვა თუ აქვს მოხსნას.
თვალს ისევ ტუჩებმოკუმული ბურდულისკენ ვაპარებ,ემოციური აშლილობა აქვს თუ მერხს რატო უცინის? თავის ორმეტრიან მობილურს ათამაშებს ხელში. კარგი მაშო,სანამ შიზოფრენიკი გახდი ჯობია ლექციაზე გადაიტანო ყურადღება. თავს ვწევ და ის-ისაა გუბაზმა მომდევნო გაკვეთილის თემა უნდა გაგვაცნოს სადღაც ახლოდან მთელ ხმაზე რომ მესმის „მარჯანჯა“. სერიოზულად? რომელ ტვინიკოსს აქვს ოცდამეერთე საუკუნეში მარჯანჯა ზარად, ან საერთოდ ტელეფონში რატომ უნდა გქონდეს მარჯანჯა. ნახევარი დარბაზი კისკისით ბრუნდება, მოიცა კისკისი გასაგებია მაგრამ ჩვენკენ რატომ ბრუნდება, სინათლის სიჩქარით გადამაქვს მზერა ჩემი ჩანთის ზემოთ აწრიპინებულ მობილურზე, არ ასრებობს!
-უკაცრავად-საცოდავად ვხავი და სასწრაფოდ ვაჭერ წითელ ღილაკს.
-ვერ გადამირჩები!-ვსისინებ მარჯვნივ მიბრუნებული. ინოვაციური იდეების ოსტატი სკამზე გადამკვდარი ხარხარებს. მკვდარი ხარ სანდრო ბურდულო!
-ხვალ საქველმოქმედო აქცია იმართება სტუდენტებო-როგორც ჩანს ლექციას ამთავრებს გუბაზი-კარგი იქნება თქვენც თუ მიიღებთ მონაწილეობას,ზოგი მომავალი დიპლომატი ხართ, ზოგი სოციოლოგი, ზოგი ბიზნესმენი და ასეთ ღონისძიებებს არ უნდა გამოაკლდეთ
მარტო ერთი გოგო წევს ხელს წინა რიგიდან, ასეა არავის არ უნდა შაბათიც უნივერსიტეტში გაატაროს. ჩანთას ვხურავ და წასასვლელად ვემზადები
-ჩვენც ჩაგვწერეთ მოხალისეებად!-მარჯვენა ყურმა ან მართლა გაიგო ნაცნობი ხმა თან „ჩვენ“ მრავლობით რიცხვში, ან მოჩვენებები დამეწყო, დიდი იმედი მაქვს მეორე! თავს ყურებამდე გაკრეჭილი ბურდულისკენ ვაბრუნებ, აშკარად არ მომესმა! ის-ისაა პირი უარის სათქმელად უნდა მოვაღო გახარებული გუბაზის სახეს რომ ვაწყდები. ჯანდაბა! სამი თუ ოთხი კაცი კიდევ გვიერთდება.
-აბა ხვალ თერთმეტზე გელოდებით ახალგაზრდებო-თავს გვიქნევს მომღიმარი გუბაზი. თერთმეტიო? შაბათს თერთმეტზეო? მომკალით ვინმემ! გაცხარებული ვბრუნდები მარჯვნივ, სანამ ცხრასართულიან წყევლას ამოვუშვებდე უკვე მოუსწრია წაცუნცულება მის უმაღლესობას. რატომ მაშო, რატომ გხვდება ყველა შეურაცხადი შენ?
ავტოსადგომიდან კორპუსამდე ლანძღვის ყველა სახეობას ვთვლი სიმძიმის მიხედვით. სასწაული! სადარბაზოს წინ თავისუფალი ადგილი როდის მერეა? არ მოთრეულა ეტყობა ჯერ! არც მოვიდეს მისთვისვე აჯობებს! სასწრაფოდ ვაყენებ მანქანას და ლიფტისკენ ხელებმომუშტული მივალაჯებ.
-მოხვედი?-კარში შესულს სამზარეულოდან მესმის ნინელის ხმა.
-კი მოვაღწიე-დივანზე ვებერტყები და კედელს ისე ვუყურებ გეგონება იქედან ის თავხედი გამოხტებოდეს, ჯანდაბა, მაინც რა მიქნა ამ იდიოტმა.
-მაშო, ლექსო რეკავს თუ შეიძლება დღეს თქვენთან დავრჩეო-ხელების ქნევით გამოდის გაფითრებული ნინელი.
-კი გოგო რად უნდა მაგას კითხვა-სასწრაფოდ ვუკარკლავ თვალებდაჭყეტილი
-კი ბიჭო რად უნდა მაგას კითხვა-თუთიყუშივით იმეორებს მობილურ მომარჯვებული ნინელი.
-რაო? რა მოხდა?-ვაყრი ყურმილის დადებისთანავე.
-რომ ამოვალ აგიხსნითო,არ მომეწონა ხმა-ოთახში ბოლთის ცემას იწყებს.
ნახევარ საათში მოთმინება დაკარგული ვზივარ ფრჩხილებდაჭმული ნინელის გვერდით, მგონი ჯერ ასე არ გამხარებია ჩვენი კარის შემაძრწუნებელი ზარის ხმა.
-მე გავაღებ-ფეხზე ხტება ნინელი. მოჩვენებასავით ვედევნები უკან. შემოსასვლელში დასჯილი ბავშვივით მოაბიჯებს ლექსო. წამში ვავლებ თვალს, არც სისხლი ჩანს არც ნაკაწრი,ერთიანად მეშვება გულზე.
-რა მოხდა ლექსო?-წინ უდგება თვალებგაფართოებული ნინი
-ამოიღე ხმა თორე გაგვისკდა გული-მარჯვენა ხელზე ნაზად ვექაჩები
-მამაჩემს ვეჩხუბე რა, დარჩენა გადავწყვიტე და ხომ იცით მაგის ამბები-მხრებს იჩეჩავს მობუზული ლექსო. სახეშეცვლილ ნინელის ვუყურებ და სწრაფად ვიფარებ ყურებზე ხელებს ამის აღფრთოვანებულმა კივილმა რომ არ დამაყრუოს.



№1  offline წევრი ninuca)))

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი იყო. რამდენი ვიცინე :დდ joy განსაკუთრებით კიდე მარჯანჯაზე :დდ ნუ მოკლედ მაგარია და ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline წევრი blue witch

რა კარგია! ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მალე დად თორე გადაგხსნი შუაზე! ამ Iსტორიების გადამკიდე ძალიან შემიყვარდი და რა გავაკეთო? heart_eyes

 


№3  offline წევრი anuki15

"მაჯანჯაზე" გავსკდი სიცილით joy ძალიან მაგრად წერ, ძალიან მომწონს. იმ სიმპატიურ ტიპთან შესკდომის ამბავი არ მომეწონა, მაინც ლექსოს და ნინის წყვილს ველოდები heart_eyes ლამის მე ვიკივლე რომ გავიგე ლექსო ამერიკაში აღარ მიდიოდა joy heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee ra magari iyoo gamoxarda ro ar midis leqsoo ulalalalla <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაან გამიხარდა რომ არ მიდის ლექსო.როდის მიხვდებიან ესენი ერთმანეთი რომ უყვართ,ამ მაშო და სანდრო როდის დაზავდებიან
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი neilo

Arasdros ar myofnis.....

 


№7  offline წევრი მარიამი”

Kargia male mekitxeba xolme dzaan ar meyo....Magari gogo xar shen yochag kissing_heart

 


№8  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან კარგი,მხიარული,დადებითი და საინტერესო ისტოიაა რაც მთლიანად ავტორის დამსახურებაა,დიდი მადლობა შენ ამისთვის,ველოდები შემდეგ თავს ძალიან დიდი ინტერესით ♥

 


№9  offline მოდერი gonegirl

ninuca)))
როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი იყო. რამდენი ვიცინე :დდ joy განსაკუთრებით კიდე მარჯანჯაზე :დდ ნუ მოკლედ მაგარია და ველოდები შემდეგ თავს.

დიდი მადლობა blush blush
blue witch
რა კარგია! ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მალე დად თორე გადაგხსნი შუაზე! ამ Iსტორიების გადამკიდე ძალიან შემიყვარდი და რა გავაკეთო? heart_eyes

ვგიჟდები აგრესიულ მკითხველებზე smile
anuki15
"მაჯანჯაზე" გავსკდი სიცილით joy ძალიან მაგრად წერ, ძალიან მომწონს. იმ სიმპატიურ ტიპთან შესკდომის ამბავი არ მომეწონა, მაინც ლექსოს და ნინის წყვილს ველოდები heart_eyes ლამის მე ვიკივლე რომ გავიგე ლექსო ამერიკაში აღარ მიდიოდა joy heart_eyes

მიხარია საყვარელო,მადლობა blush
uchveulo
vaimee ra magari iyoo gamoxarda ro ar midis leqsoo ulalalalla <3

სად გვყავს ამერიკაში გასაშვები ბიჭი :)

La-Na
ძაან გამიხარდა რომ არ მიდის ლექსო.როდის მიხვდებიან ესენი ერთმანეთი რომ უყვართ,ამ მაშო და სანდრო როდის დაზავდებიან

რავიცი შევანჯღრიოთ იქნება მიხვდნენ smirk
neilo
Arasdros ar myofnis.....

ღორმუცელებო flushed
მარიამი”
Kargia male mekitxeba xolme dzaan ar meyo....Magari gogo xar shen yochag kissing_heart

მადლობა დიდი blush
qetiqetiA3
ძალიან კარგი,მხიარული,დადებითი და საინტერესო ისტოიაა რაც მთლიანად ავტორის დამსახურებაა,დიდი მადლობა შენ ამისთვის,ველოდები შემდეგ თავს ძალიან დიდი ინტერესით ♥

იჰ დიდი მადლობა relaxed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№10  offline წევრი M^d G1rl

აუუ რაც წავიკითხე იმის მერე მაჯანჯას ვმღერი :დდდდ
არ მყოფნი ტკბილო ცოტა კიდევ გაზარდე❤️

 


№11  offline წევრი gogona tbilisidan

Auu rogor gamixaardaa lekso ro agar midis<3 ninelis personaji xo momcons mara masho ragac sascauliaa❤️Velodebi katastropa abarotss))))male dade ra

 


№12  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magari iyooo.
Vgijdebi leqasozee!!!!!!!!!!!

 


№13  offline მოდერი gonegirl

M^d G1rl
აუუ რაც წავიკითხე იმის მერე მაჯანჯას ვმღერი :დდდდ
არ მყოფნი ტკბილო ცოტა კიდევ გაზარდე❤️

ვეცდები :))

Mariiiiami
ვაიმე არ ვიცი რა გითხრააა :დდდ
ნინის პერსონაჟი ძაან მიყვარს <3
ლექსოზე ხო ვგიჟდები საერთოდდ<3 <3
და მაშო და სანდრო არც კი ვიცი მოკლედ :დდ
არვიცი გამიხარდა თუ არა ლექსოს დარჩEნა :/ არ მიდოდა კარიერა რო დაეთმ მარა ნინის ბედნიერებად ღირდაა :დდდდ
გელოდებიიიიიი გულით სულით და ყველაფრით :დდდ

დიდი მადლობა ^^

gogona tbilisidan
Auu rogor gamixaardaa lekso ro agar midis<3 ninelis personaji xo momcons mara masho ragac sascauliaa❤️Velodebi katastropa abarotss))))male dade ra

ვეცდები ყველანაირად:))

Lollipop :))
ვაიმე ვაიმეეეეე
როგორ გამიხარდა
ერთად უნდა იყონ ესენი და მორჩა!
მაჯანჯაზე ჩავქვესკნელდი
კარგი თავი იყო
მაშოს და ბურდულის წყვილი მომწონს,მაგრამ...
ნინიზე და ლექსოზე მაბოდებს.
არ ვიცი რატოო
სოუუუ. .. გუდ ლაქ❤

თენქიუუ :))

nawkas12345
Dzaan magari iyooo.
Vgijdebi leqasozee!!!!!!!!!!!

ჩვენც :დდ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№14  offline წევრი aNuGi

აუ ძალიან ძალიან საყვარლები არიან, ლექსო მგონი ხვდება რაღაცეებს და ძალიან მიხარია,
ასე გააგრძელეე! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15  offline მოდერი bibo

ჯემო ჯემო გერმიელო მარწყვის ქულა ატამო გოგოვ საოცრება იყო სასწაული მომწონს გადარეული მაშო და ოდნავ ტკბილი ნინელი ავსებენ ერთმანეთს ხო იცი რაღაც ატკბობენ და ერთ მთლიანობას ქმნიან heart_eyes heart_eyes ვაიმე ბურდული მიყვარს ვითო დავფიქრდეთ ტუ სანდრო კაი ორივე ჩემი იყოს მაინც ჯიგარო კაი კაცები არიან და ორივე მოქმედებს ნერვებზე heart_eyes kissing_heart ხო ვხდები ლექსო რატომაც არ მიდი მაგრამ თუ მკითხავ შანს უშვებს ხელიდან და ასე არა გასაშვები რავი მე გაუშვებდი და ნინელიმაც გაუშვას იქნებდა დიდ ამერიკაში წამოიჭიმოს ნინელიც და იქიდან უყუროს ლექსოს თამაშს ასე რო მაგათ ურთიერთობასაც ჭირდება დრო მანძილი სივრცე და გაშვება უფ რამფრა ავჭიკჭიკდი heart_eyes kissing_heart აი ბურდული კიდე რა გადარეულია ვგიჟდები მაგ ბიჭზე მე რებს უკეთებს ქალბატონს ვატყობ მაგრა უკრავს ნერვებზე და შეწირა მაშუკების ნერვები bowtie smile აუ აი ის მსუქანი მაგარი ტიპია სუ საჭმლებს რო ეძებს სუ რაღაცას სწამს სუ სავსეაქ პირი joy joy საჭმლის სუნი კილომეტრიდან რო სცემს :დდდდდდ ჩემო გემრიელობა და უბრალოდ ტკბილობა სასწაული ხარ საოცრბება ჯემო ველი ახალ უდიდეს თავს არ მეყო ეს თავი და რა ვქნა ჰაერში წავიკითხე უფ დიდზე დიდი თავით გელოდები ისეთი დიდით კითხვა რო მიჭირდეს heart_eyes heart_eyes აბა ჯემო წარმატებები მარწყვისქულაააა გემრიელეობა

 


№16  offline წევრი eto-elene

ვაიმე როგორ მომწონს ეს ისტორია შენ ხომ არ იცი აქმდე თავი ვიკავე კომენტარი დაწერისგან მაგრამ ეხლა რომ არ ვთქვა არ შემიძლია ვგიჟდები სანდროზე და მაშოს ჯერ არ შემდგარ წყვილზე მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე შედგება :) ეხლა რაც შეხება ნინის და ლექსოს არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმედი მაქ ამათ ერთად დატოვებ არ გამაგიჟო და ის ვიღაც ნატალი არ დამანახო ლექსოს გვერძე :) დარწმუნებული ვიყავი ასი პროცენტით არა მაგრამ ოთხმოცი პროცენტით რომ ლექსო არ წავიდოდა და დარჩემოდა ხოლო დანარჩენი ოცი პროცენტით მეგონა რომ წავიდოდა მაგრამ მალევე დაბრუნდებოდა უკან :) მოკლედ მგიჟდები შენზე და შენს პირველ ისტორიაზეც როგორც ამაზე ვგიჟდები უკვე :* :*

 


№17  offline მოდერი gonegirl

aNuGi
აუ ძალიან ძალიან საყვარლები არიან, ლექსო მგონი ხვდება რაღაცეებს და ძალიან მიხარია,
ასე გააგრძელეე! <3

დიდი მადლობა ^^

bibo
ჯემო ჯემო გერმიელო მარწყვის ქულა ატამო გოგოვ საოცრება იყო სასწაული მომწონს გადარეული მაშო და ოდნავ ტკბილი ნინელი ავსებენ ერთმანეთს ხო იცი რაღაც ატკბობენ და ერთ მთლიანობას ქმნიან heart_eyes heart_eyes ვაიმე ბურდული მიყვარს ვითო დავფიქრდეთ ტუ სანდრო კაი ორივე ჩემი იყოს მაინც ჯიგარო კაი კაცები არიან და ორივე მოქმედებს ნერვებზე heart_eyes kissing_heart ხო ვხდები ლექსო რატომაც არ მიდი მაგრამ თუ მკითხავ შანს უშვებს ხელიდან და ასე არა გასაშვები რავი მე გაუშვებდი და ნინელიმაც გაუშვას იქნებდა დიდ ამერიკაში წამოიჭიმოს ნინელიც და იქიდან უყუროს ლექსოს თამაშს ასე რო მაგათ ურთიერთობასაც ჭირდება დრო მანძილი სივრცე და გაშვება უფ რამფრა ავჭიკჭიკდი heart_eyes kissing_heart აი ბურდული კიდე რა გადარეულია ვგიჟდები მაგ ბიჭზე მე რებს უკეთებს ქალბატონს ვატყობ მაგრა უკრავს ნერვებზე და შეწირა მაშუკების ნერვები bowtie smile აუ აი ის მსუქანი მაგარი ტიპია სუ საჭმლებს რო ეძებს სუ რაღაცას სწამს სუ სავსეაქ პირი joy joy საჭმლის სუნი კილომეტრიდან რო სცემს :დდდდდდ ჩემო გემრიელობა და უბრალოდ ტკბილობა სასწაული ხარ საოცრბება ჯემო ველი ახალ უდიდეს თავს არ მეყო ეს თავი და რა ვქნა ჰაერში წავიკითხე უფ დიდზე დიდი თავით გელოდები ისეთი დიდით კითხვა რო მიჭირდეს heart_eyes heart_eyes აბა ჯემო წარმატებები მარწყვისქულაააა გემრიელეობა

ბიბო საიდან მოგაქვს ამდენი ტკბილი სიტყვა გაფიცებ. ჰო ბურდული აუღებელი ციხესიმაგრეა ჯერ :დ ლექსომ აქეთ უნდა დაათენოს ისეთი ამბები ჯერ ამერიკისთვის არ სცალია :)) მადლობა დიიიდიო :*

eto-elene
ვაიმე როგორ მომწონს ეს ისტორია შენ ხომ არ იცი აქმდე თავი ვიკავე კომენტარი დაწერისგან მაგრამ ეხლა რომ არ ვთქვა არ შემიძლია ვგიჟდები სანდროზე და მაშოს ჯერ არ შემდგარ წყვილზე მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე შედგება :) ეხლა რაც შეხება ნინის და ლექსოს არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმედი მაქ ამათ ერთად დატოვებ არ გამაგიჟო და ის ვიღაც ნატალი არ დამანახო ლექსოს გვერძე :) დარწმუნებული ვიყავი ასი პროცენტით არა მაგრამ ოთხმოცი პროცენტით რომ ლექსო არ წავიდოდა და დარჩემოდა ხოლო დანარჩენი ოცი პროცენტით მეგონა რომ წავიდოდა მაგრამ მალევე დაბრუნდებოდა უკან :) მოკლედ მგიჟდები შენზე და შენს პირველ ისტორიაზეც როგორც ამაზე ვგიჟდები უკვე :* :*

წინა ისტორიის კომენტარებიდანაც მახსოვხარ საყვარელო )) მიხარია რომ მოგეწონა
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№18  offline წევრი blue witch

დღეს ველოდოთ ?

 


№19  offline მოდერი gonegirl

blue witch
დღეს ველოდოთ ?

დღეს არ იქნება ბავშვებო)
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№20  offline წევრი Geta

დღეს იქნება ახალი?

 


№21  offline მოდერი gonegirl

Geta
დღეს იქნება ახალი?

ხვალ 7-დან 8-მდე დავდებ დიდ ბოხოხა თავს
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ მგონია რომ ნინელის და ლექსოს გული უსკდებათ ერთმანეთზე? უყვართ, ან ემზადებიN ამ სიყვარულისთვის.
ამიტომ გადაწყვიტა დარჩენილიყო ამ სიმპატიჩნამ

 


№23  offline წევრი კალლ აია

რიტიტირირი რამპაპარაამ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent