შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (3)


4-04-2017, 20:06
ავტორი gonegirl
ნანახია 13 200

.ნინი.
-ჯანდაბა, თამაში დაწყებული იქნება უკვე-საათიდან მზერა მაშოზე გადამაქვს. სტადიონის შესასვლელში შევრბივართ და მაშინვე ხვედელიძის ძებნას ვიწყებ თვალებით,დევკაცა ხვედელიძეს რომ ვერ დაინახავ ადამიანი ეგრევე ოკულისტთან ხომ ხარ ჩასაწერი პირველივე მიღებაზე.
-აი იქ ზის ლუკა!-ხელს ვავლებ მაშოს და თითს მეორე რიგის შუა სკამისკენ ვიშვერ. ფაციფუცით ვუვლით გვერდს სკამებზე გამწკრივებულ მაყურებლებს და ხვედელიძეც ბულკიან ხელს გვიქნევს უკვე,ამას აშკარად არ ეყო ნახევარი ბანკეტის სუფრა რომ ჩაიცალა კუჭში.
-ძაან დავაგვიანეთ ხო?- ნამცეცებიან ლოყაზე ვკოცნი და სასწრაფოდ ვუჯდები გვერდით.
-თხუთმეტი წუთის დაწყებულია-პირგამოტენილი მპასუხობს.
-შენ ყველგან როგორ უნდა ჭამდე ადამიანო?-ფუნთუშას ართმევს მაშო.
-ოო კაი რა კონცენტრაციაში მეხმარება-ხელებს საცოდავად იშვერს ლუკა.
-ქონების დადებაშიც გეხმარება-ფუმფულა ღიპზე ვუტყაპუნებ ხელს და მოთამაშეებში ლექსოს ძებნას ვიწყებ,თვალები მიჭრელდება ერთნაირი მაისურებით მორბენალ ბიჭებში,აი ისიც,გამწარებული კენწლავს ბურთს და თან გარბის,ახლა თეთრფორმიანი უხტება წინ და ართმევს, ყველაფერს გავუგე და კალათბურთის მუღამს ხომ ვერ ჩავწვდი რა.
-ანგარიში რამდენია?-ლუკასკენ თავს აბრუნებს მაშო
-ოცდასამით ჩვიდმეტი ჩვენს სასარგებლოდ-გვიკარკლავს ხვედელიძე და ჩანთიდან ამოღებულ სნიკერსებს გვაწვდის,მოკლედ მოსიარულე სუპერმარკეტი გვიზის შუაში.
-ვის ვეთამაშებით?-შოკოლადს ვართმევ.
-ოლიმპს-ნაჩქარევად მპასუხობს და სტადიონზე მიშტერებული თაფლისფერი თვალები უფართოვდება,მზერა სასწრაფოდ თამაშზე გადამაქვს, ლექსო ისევ ბურთით ხელში დაცუნდრუკებს,ფერადკანიან ბიჭს ოსტატურად უსხლტება,კენგურუს ნახტომს აკეთებს და თვალის დახამხამებაში ბურთი კალათაშია. კივილით ვხტებით ფეხზე,უკანა რიგიდან ისე უსტვენენ ეჭვი მაქვს ყურის ექიმთანაც მომიწევს ვიზიტი.
-შესვენება უწევთ ნახევარ წუთში-ტაშის ხმაში ჩამყვირის ლუკა. თავიც არ აქვს მიბრუნებული საყვირის მსგავსი ხმა რომ ჩამესმის და წყალმომარჯვებული ლექსო მოედნიდან იწყებს თვალების ცეცებას
-ჩვენ უნდა გვეძებდეს აყლაყუდა-ხელს იქნევს მაშო და ლექსოც გაკრეჭილი მოემართება ჩვენკენ. მაყურებლებს შორის მოძვრება და მარჯვენა ხელით შუბლზე ჩამოყრილ სველ ქოჩორს იწევს,მარცხენათი კი წყალი აქვს მოყუდებული.
-ლექსიკუნა შე ყველაზე მაგარო-შესახვედრად ფეხზე ვხტები
-არ ჩამეხუტო,ოფლიანი ვარ-სველ მაისურს იწევს თითებით და თმებს მიჩეჩავს
-ვამაყობ შენით ძუნძგლიანო-ხელების ქნევით გვიერთდება მაშო,ლუკას აშკარად არ ცალია,მესამე სნიკერსი აქვს გასანადგურებელი.
-მეგონა აღარ მოხვიდოდით- აქაჩული მაისურით იწმენდს კენგურუების ძმაკაცი სახეს და ყურებამდე იკრიჭება
-გავიგეთ რო კაი პრესი გაქვს,დაოკდი ახლა-ოდნავ მოზრდილ წვერზე ვექაჩები.
-ჰე გავიქეცი,ხინკალი და ლუდი ჩემზე იყოს დღეს-ორივე თვალს გვიპაჭუნებს და მოედნისკენ იღებს გეზს,ამან თვალის ჩაკვა ხომ ვერ ისწავლა. მომდევნო ოცი წუთი სურათებს ვიღებ,ხან თვალებდაქაჩულ მაშოს ვიჭერ კადრში,ხან ჩიფსებმომარჯვებულ ლუკას,დროდადრო ლექსოს და მის გუნდს ვუკრავთ ტაშს. ამასობაში უკანა რიგში მჯდომმა ბაბულიკათა სახეობის წარმომადგენელმა ლამის თავზე დამაწყოს ფეხები.
-ანგარიშით ოთხმოცდაჩვიდმეტით სამოცდათორმეტი დღევანდელი მატჩის გამარჯვებულია თბილისის დინამო!-ჩამესმის კომენტატორის ნანატრი ხმა და ორწუთიანი ოვაციების შემდეგ ხალხის ნაკადში მივემართებით გასასვლელისკენ. მანქანასთან მდგარი ვატყობ რომ ჩემი თეთრი კედები თეთრი აღარაა, რომელმა გმირმა გადამიარა გამოსვლისას?!
-ჰე ჩავჯექით!-ჩანთამოკიდებული მორბის ლექსო და ლურჯ ზედას ისწორებს,ტანსაცმლის გამოცვლაც მოუსწრია.
-მეც მანქანით ვართ და გავნაწილდეთ-გასაღებს ატრიალებს მაშო.
-ლუკა გავნაწილდეთო,ანუ ჩვენ სამნი მივდივართ და შენ მარტო-ხითხითით გვხვევს ხელს ლექსო
-ხვალიდან ვიწყებ დიეტას და ნახავთ მერე-ბრაზიან მზერას გვტყორცნის ხვედელიძე.
-ჰო ერთი მე ვიწყებ ნორმალურად ტარებას და მეორე შენ დიეტას-მხარზე ხელს უტყაპუნებს მაშო.
-ლუკა დიეტას იწყებს ხალხოო! ორ გოჭზე მეტს აღარ შეჭამს დღეში-კისკისით ვყვები მეც.
-წამოდი ბიჭო დამაწყდა ნერვები-ბუზღუნით მიემართება ხვედელიძე.
ახორხოცებული ვჯდები მაშოს გვერდით, ლექსო წინ მიგვიძღვება თავისი სუბარუთი და ხვედელიძის გიგანტური მოქანავე თავი ნათლად ჩანს მისი ფანჯრებიდან.
-დღეს უნდა დავაფრქვევინოთ ხო იცი-შეთქმულივით ვუბრუნდები მაშოს.
-ჰო და შენებურად არ ატაკო ნინელი,ლაპარაკში შევაპაროთ-თითს მიქნევს და ლექსოს გაჩერებულ მანქანას ვუდგებით უკან.
სახინკლეში შესულები მყუდრო კუპისკენ ვიღებთ გეზს,ერთი ადგილის დადებასაც ვერ ვასწრებ სკამზე, მიმტანი რომ თავზე გვადგება.
-რამდენი ხინკალი ავიღოთ?-კისერს იგრძელებს ლექსო
-მე მაქსიმუმ ექვსის მჭამელი ვარ-ხელს წევს მაშო
-მეც ეგრე-ვუდასტურებ თავის ქნევით და მზერა ინსტიქტურად გადაგვაქვს დასჯილი ბავშვივით გატრუნულ ლუკაზე.
-ორმოცდაათს ავიღებთ და თუ რამე დავამატებთ-მიმტანს ჩვეულ ზრდილობიან ღიმილს აგებებს ლექსო,ლუდს და ლიმონათებსაც უკვეთავს და ჩვენკენ ბრუნდება-კიდევ რა ავიღოთ ბავშვებო?
-არაფერი არ გვინდა მეტი-დარწმუნებით პასუხობს მაშო.
-თუ რამე დაგჭირდეთ დამიძახეთ- ლექსოს თვალს არ აშორებს ისე ელაპარაკება ქალბატონი და მენიუს ასაღებად მთელი ტანით იხრება.მოკლედ დაგვაფარა ძუ*უები თავზე,ჰოლივუდელი პორნოვარსკვლავივით რომ არ წაკუზულიყო და უბრალოდ ხელი გაეშვირა არა?
-აუ როგორ მიხარია ისევ ერთად რომ ვართ ოთხივე-ბოტოტა ხელებს წევს ხვედელიძე და ლექსოს ახალგამომცხვარი ფანიც როგორც იქნა ხვდება გასვლას.
-აბაა,შესანიშნავი ოთხეული-თავს ვაქნევ
-აყლაყუდა, სელფების დედოფალი, ბუზღუნა-სათითაოდ იშვერს ხელს ლუკა
-და მსუქანა-დამთავრებას არ აცლის მაშო.
ხინკლების მოლოდინში მაგიდაზე ვაკაკუნებ თითებს
-ისე ბიჭებო, პირადში რა ხდება?-წარბებს უდარდელად ათამაშებს მაშო,როგორც ჩანს გეგმა „გამოვტეხოთ ლექსო“ დაწყებულად გამოცხადდა.
-ეჰ დამაკლებინა ერთი ორმოცი კილო და მექნება პირადი ცხოვრება-ოხრავს ლუკა, მთავარი ობიექტი კი ჯერჯერობით დუმს.
-ვატყობ პირველ პენსიაზეც მარტოხელა ვიქნები მე-თმას კისკისით იწევს მაშო, ჩვენი სამიზნე კი ვითომც აქ არაფერიო ისე ისწორებს მაჯაზე ჩამოცმულ საათს.
-ლექსო შენ არავინ გყავს?-პირდაპირ ვახლი მოთმინება დაკარგული. ჯანდაბა,ამ წამს გეგმამ „შენებურად არ ატაკო ნინელი“ სრული კრახი განიცადა. დამნაშავის თვალებით ვუყურებ კრიჭაშეკრულ მაშოს და მზერა ისევ ლექსოზე გადამაქვს
-რავიცი არის ერთი-მეორე კლასელი ბავშვივით იჩეჩავს მხრებს,მგონი მომესმა, მითხრას ვინმემ რომ მომესმა!
-დაფრქვი დროზე-ხელებს იქნევს მაშო
-რა დავფრქვა,ჩვეულებრივი გოგოა რა,არაფერი სერიოზული ჯერ-შველის თვალებს გვანათებს ლექსო,რას ნიშნავს ჯერ? საერთოდ ვინ მოიგონა ეს საშინელი სიტყვა „ჯერ“!
-სახელი,სიმაღლე, ასაკი,თვალის ფერი,ფეხის ზომა! სასწრაფოდ!-სკამზე ვეღარ ჩერდება მაშო
-ნატალი ქვია და ნუ გაგიჟდებით ახლა,გაგაცნობთ როცა საჭირო იქნება-იკრიჭება ლექსო და მზერა ლუდის კათხებით ხელში მომავალ მიმტანზე გადააქვს.

.მაშო.
-რა სახელია ნატალი? ან როდის მოასწრო გაცნობა,იქნება ახლა ვიღაც უთავმოყვარეო გოგო-მანქანის კარს აჯახუნებს ნინი და ღვედს ექაჩება,მგონი იმ ხინკალში რაღაც ხასიათის გამფუჭებელი წამალი ეყარა,არაა მაშინ ხვედელიძე ტანკით უნდა დათარეშობდეს ახლა ქალაქში.
-ხომ კარგად ხარ ნინელი?-კისკისით ვიღებ მარჯვენა ხელს საჭიდან და შუბლზე ვადებ.
-რა დროს ლექსოს შეყვარებულია-საერთოდ აიგნორებს ჩემს მოძრაობას და გაბუსხული აჩერდება საქარე მინას.
-გოგო თერთმეტი წლის ბავშვებს ყავთ შეყვარებული,ჩვენ მესამე კურსზე ვართ უკვე-გაშვერილ ხელს ისევ საჭეზე ვაბრუნებ და შუქნიშანზე მწვანის ანთებას ველოდები.
-აუ ჩვენ აღარ ვეყვარებით-წარბებს ისე კრავს ბავშობაში რომ იცოდა ხოლმე. არა,აშკარად სიცხე აქვს ან უცხოპლანეტელებმა შეუცვალეს ტვინი,ჰო მგონი პირველი უფრო რეალურად ჟღერს.
-ნუ ბოდიალობ ნინელი რა-თავის ქნევით ჩვენი კორპუსისკენ ვუხვევ და ნინის წამოკივლებაზე სადარბაზოსთან გაჩხერილი მანქანის წინ ძლივს ვასწრებ დამუხრუჭებას,ვიღაცას აშკარად დიდი წარმოდგენა აქვს ჩემს მძღოლურ შესაძლებლობებზე ან ალდაგში მოასწრო ავტომობილის დაზღვევა. უკვე დამშვიდებული ვაკვირდები მარკას,რა თქმა უნდა,ვაჟბატონს სხვისი ადგილის მითვისებსა არ ეყო და ახლა შუა გზაში ჩააყენა თავისი ჯართი? ასეთი რა შევცოდე ამ უტაქტო ჯორთან შეხვედრა დღეში ორჯერ რომ მიწევს
-აპოლონია?-თვალებანთებული ცქმუტავს ნინელი,ოჰ მოვედით ხასიათზე? ან ეს აპოლონი საიდან მოუფიქრა,სად დეგენერატი სანდრო ბურდული და სად აპოლონი.
-ხო ისაა და გზას გვიღობავს-კბილებს შორის ვცრი. ბატონ ალექსანდრეს მობილური მოუმარჯვებია,თავის მხარეს მინა ჩამოუწევია და მისი გვერდითა სარკიდან ვხედავ ყურებამდე გაკრეჭილი როგორ ტარტალებს,თუ აწიოს ახლა ის უნაოჭო ტვინით სავსე თავი და მიხვდეს გზის დათმობას. სიგნალს ვაჭერ,სარკეში იყურება,წარბაწეული იღიმება და ისევ განაგრძობს ტლიკინს, ეს არაა ნორმალური ხო?
-ადი შენ,დავაყენებ და ამოვალ-აცქმუტებულ ნინელიზე გადამაქვს მზერა.
-თმები კარგად მაქვს?-მაცდურად მეკრიჭება
-ვაიმე ვინმე წესიერს მაინც გაეპრანჭე ადამიანო-თვალებდაქაჩული ვუსისინებ.
-მალე ამო -ჩანთას ავლებს ხელს და წელში გამართული გადადის. დიდი სიამოვნებით ამოვალ თუ მაღირსებს ერთი სულიერი გავლას. კიდევ ერთხელ ვასიგნალებ,შენც არ მომიკვდე, არ წამოფრინდეს წამში,ახლა ვიღაცას ცუნამივით დავატყდები თავზე! ხუთამდე ვითვლი, კარს ხელს ვავლებ ,არც ვხურავ ისე მივაბიჯებ სამიზნისკენ. ჩამოწეულ მინასთან ვჩერდები და ჯერ კიდევ მობილურზე მოლაქლაქეს განმგმირავ მზერას ვტყორცნი,მობეზრებული სახით აბრუნებს თავს
-მზეს მიჩრდილავ-თავისუფალ ხელს უცერემონიოდ მიფრიალებს და მწვანე თვალებით მანიშნებს გაიწიეო. აი ტუტუცი!
-გზაზე მეღობები-თითს საკუთარი მანქანისკენ ვიშვერ. მობილურს ზოზინით იშორებს ყურიდან, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უთიშავს იმ ვიღაცას და წამწამების ხამხამით იხრება ჩაწეულ მინაზე
-მერე?
-მერე იქნებ მიხვდე და გამატარო-მოთმინება დაკარგული ვიწევ წინ ჩამოყრილ თმებს
-თხოვნა?-თავს გვერდზე ხრის
-რა თხოვნა?
-თხოვნა დამაკლდა შენს ნათქვამში-თითებს ლოყაზე იკაკუნებს და თვალებმოჭუტული იღიმება. ეგღა მაკლია ვიღაც რეგვენს ვეხვეწო,ტონა ნახევარი ტონალური რომ არ მქონდეს წასმული ალბათ ჭარხლის ფერი მედებოდა ახლა სახეზე.თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ ლოთი გურამას გადასვლამდე და ვერ ვაფასებდი. ასეა მაშო,კარმამ დაგსაჯა!
-ან ახლავე გამატარებ ან დაგეჯახები,ესეც შენი თხოვნა-კბილების ჭრიალით ვცრი
-და შენი პატარა ურიკაც რომ დაზიანდება ხვდები?-თითს სიცილით ატრიალებს. მოიცა,ახლა ამ ერთუჯრედიანმა ჩემს სანაქებო ავტომობილს ურიკა უწოდა? ფიქრებით მოკვლა რომ შეიძლებოდეს სანდრო ბურდული დიდი ხნის ნაწამები,მონახარში, დანაწევრებული და ხრამში გადაჩეხილი იქნებოდა,თან სუფთა კი არა ტურტლიან ხრამში!
-შენ ახალი ლექსუსი გყავს,მე ბებიაშენის ხნის ნისან ტიდა,რომელი უფრო დავზარალდებით ხვდები?-ტუჩის კუთხეს კმაყოფილი ვტეხ და ხელებგადაჯვარედინებული ვუყურებ მის პრიალა პიპიას,სავარაუდოდ მარტო ცალი კარი რომ უნდა ღირდეს ჩემს ურიკად შერაცხულ სილამაზეზე ძვირი. თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს,აქ გაიმარჯვა ღვაწლმოსილმა მაშომ! პასუხის გაცემას არ ველოდები ისე ვწყდები ადგილს და ყელმოღერებული მივკაკუნებ,ზურგს უკან ძრავის ამუშავების ხმა მესმის. ესეც ასე! ჩინგიზ ყაენივით გაბღენძილი ვჯდები საჭესთან და მხრების თამაშით ვიკავებ ადგილს კორპუსის ბოლოსკენ.
სადარბაზოში შესულს ლიფტი გამოძახებული მხვდება,მოუსწრია უკვე ვაჟბატონს აბრძანება. კიბეებს ფეხით მივუყვები.
-ნინელი სად ხარ?-თვალებს ვაცეცებ შესვლისთანავე
-არა რა,რაღა მაინც და მაინც ახლა მოუნდა შეყვარებული და ამბები,რომ მოაცდენს ვერ ხვდება?-პირსახოცით მოჩლარტუნებს საძინებლიდან, როგორც ჩანს ვიღაც ჯერ კიდევ ვერ შეეგუა ლექსოს სიახლეს
-გოგო ხომ თქვა სერიოზული არაფერიაო,რა გაბოროტებული დედამთილივით ქოთქოთებ შენ კიდე-კისკისით ვეშვები დივანზე.
-და რომ არ გვეკითხა არ უნდა ეთქვა? შტერია ამხელა კაცი-ხელების ქნევით შედის აბაზანაში. მაგიდიდან ლეპტოპს ვიღებ და დივანზე კომფორტულად ვკალათდები. იუთუბში Kisses Back-ს ვწერ და ის-ისაა ნოზის ხმით უნდა ავყვე მისამღერს, გაფოფრილი ნინელი თავისი პირსახოცებითურთ რომ გამორბის აბაზანიდან
-მაშო ონკანი მოიშალა-მიკივის თვალებგაფაროებული. ფეხშიშველი შევრბივარ შიგნით. ჯანდაბა, აშკარად არაა დღეს ჩვენი დღე. ნიაგარას ჩანჩქერივით ასხამს წყალი გახეთქილი თავიდან.
-მეპატრონეს დაურეკე როგორ გადავკეტო თქო და მერე სანტექნიკოსს,ჩქარა!-წივილით ვკიდებ ხელს დაზიანებულ ადგილს,შენც არ მომიკვდე არ გაჩერდეს წამში. დანებებული ვშორდები სტიქიის ეპიცენტრს
-არ იღებს მაშო-მობილურიან ხელს საცოდავად იქნევს ნინი და ნერვიულად კრეფს ახალ ნომერს. ნახევრად დატბორილ კაფელზე სულ ტყუილად ვაფორთხებ იატაკის ტილოს
-სანტექნიკოსმა ოც წუთში მოვალო-ახალი ინფორმაციით ბრუნდება ნინელი.
-ხომ ჩავრეცხეთ მთელი სადარბაზო ოც წუთში-ხმამაღლა ვწივი ხმა რომ გავაგონო კართან მდგარს. კიდევ ორ ტილოს მოარბენინებს, სრული კრახი! სანტექნიკოსის მოსვლამდე სავარაუდოდ აუზად გადაქცეული აბაზანა და მთელი სამეზობლოს გაფუჭებული რემონტი ერთდროულად ჩაგვეწერება მიღწევების სიაში. რა ბედნიერი დღე გაგითენდა მაშო! ესეც შენი მშვიდი შაბათ-კვირა.
-რამენაირად უნდა გადავკეტოთ,ვინმეს დაუძახე ჩქარა!-ხელის ქნევით ვუბრუნდები პანიკებში ჩავარდნილ ნინის,თავს მიქნევს და ლასტებით გარბის. უკვე ვეღარ ვასწრებ ტილოს გაწურვას ორი იმდენი რომ მხვდება დასხმული. სველი თითებით გაჭირვებით ვკრებ მეპატრონის ნომერს, ისევ გამორთული ან გასული მომსახურების ზონიდან,უიმე ქირის გადახდის დრო რომ იყოს ხომ იქნებოდა მისაწვდომი! გამწარებული ვატყაპუნებ ფეხებს წყალში.
-მოვედი-ზურგს უკან მესმის ნინის ქოშინი და მოწყვეტით ვბრუნდები ხმისკენ. ნეტა არ შევბრუნებულიყავი! ირონიული ღიმილით მდგარი ბურდულის დანახვაზე თვალებს ორჯერ ვახამხამებ,არა აშკარად არ მეჩვენება. როცა ვთქვი ვინმეს დაუძახე მეთქი მთელი სამყარო ვიგულისხმე ამ წურბელასებრი ინდივიდის გამოკლებით, „მაინც და მაინც ამას რატო ეცი“ სახით ვუყურებ აწურულ ნინის და მზერა ისევ უტაქტოების ბელადზე გადამაქვს
-კიბეზე შემხვდა ქერა და დასახმარებლად მოვედი-წარბების თამაშით მიკარკლავს ვაჟბატონი, ოჰ ნინელისთვისაც მოუფიქრებია უკვე ზედმეტსახელი, რაღა გვიჭირს, დიდი ალექსანდრე თუ გვიხსნის წარღვნისგან
-აბა?-ძლივს ვხრიალებ ჩაწყვეტილი ხმით
-გახეთქილ ადგილს ხელი მოუჭირე-თითს ონკანისკენ მიშვერს კართან მდგარი, ხო არ დაუსველდეს ფეხები. სასწრაფოდ ვბრუნდები და სანამ დანიშნულების ადგილამდე მივაღწევდე სარეცხი მანქანიდან გამოგდებული თაგვივით ვიწუწები. გაჭირვებით ვკიდებ ხელს გამსკდარ ადგილს
-ახლა რა ვქნა?-მოგუდულად ვწივი, წყლის ნაწილი ზედ სახეში მესხმება, ჯანდაბა, ჯანდაბა და ჯანდაბა!
-ეგრე გეჭიროს-სიცილნარევი ხმა ჩამესმის მოშორებით,აშკარად ისევ კართან დგას.
-მე რა გავაკეთო?-ახლა ნინი იდგამს ენას
-შენ არაფერი ქერა-პასუხიც არ აყოვნებს. ისა და ვილუმპები მე აქ.
-ტყუილად ვუჭერ არ ჩერდება-უკვე განწირული ვაბრუნებ თავს,სველი თმები სახეზე მეყრება
-მგონი საკმარისად გაგრილდი-გაღიმებული მიკრავს თვალს და აბაზანაში შემოდის,პირდაპირ კუთხისკენ იღებს გეზს. თვალებგაფართოებული ვუყურებ როგორ უდარდელად წევს ხელს სადღაც უნიტაზის უკან და ორ წამში წყალიც ჩერდება
-აი აქ არის ვენტილი შემდეგში რომ იცოდე,გადაკეტავ და მორჩა-ღიმილით უხსნის პირდაღებულ ნინის.
-იცოდი ვენტილი სად იყო და ტყუილად გამლუმპე გახეთქილ ონკანთან?-საკუთარი აღშფოთებული ხმა უცხოდ ჩამესმის ყურში.
-ცოტა ვიხალისე-ხელებს გულზე იჯვარედინებს და ჩატეხილი ტუჩით დამყურებს ზემოდან. ვდგავარ გაცეცხლებული და ვერ გადამიწყვეტია ჟანგიანი დანით ავკუწო თუ მტკვარში გადავაგდო კისერზე ქვა მობმული. გაშტერებული ნინი ხან მე მიყურებს ხან ჩემ წინ ასვეტებულ ამ დეგენერატს წეღან სასიკვდილო განაჩენი რომ გამოუტანა საკუთარ თავს.
-ამას განანებ-საჩვენებელ თითს ვუშვერ
-მოუთმენლად ველი-თვალს მიკრავს და გასასვლელისკენ იღებს გეზს.
-მა... მადლობა-ბურდღულებს ნინი
-არაფრის ქერა-ღიმილით ბრუნდება კართან მისული იდოტი-და შეხვედრამდე ზღარბო-ახლა ჩემზე გადმოაქვს მზერა და ხითხითით მიქნევს ხელს. ადგილზე მიყინული ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ,ასეც ვიცოდი! მიცნო, რა თქმა უნდა, მიცნო და მაინც მიმწარებს სიცოცხლეს მოსვლის დღიდან!
-მაშო ზღარბი რატო დაგიძახა?-კარს ნაჩქარევად ხურავს ნინელი და ორჯერ გადიდებულ ლურჯ თვალებს მანათებს.
-გახსოვს რომ გითხარი ჩემს პრეზენტაციაზე სიცილით მოკვდა მეთქი?-მომუშტულ ხელებს ვისვამ სახეზე. თანხმობის ნიშნად ცქმუტვა ცქმუტვით მიქნევს თავს. სველ თმებს უკან ვიყრი და თვალებს ვატრიალებ
-ზღარბებზე მქონდა ეგ პრეზენტაცია.



№1  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეე აღარ შემიიძლიაა :დდდ ამის ფონზე ვეფხისტყაოსანიც გამგუდავს მევიცი :დდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე ცუდად ვაარ :D რა ვიხალისეე, შენ გაიხარე ხასიათი გამომიკეთე, სუპერ გოგო ხარ :*

 


№3  offline წევრი ninuca)))

ვაიმე რა მაგარი იყო. მოვკვდი სიცილით joy joyjoy. შემდეგი თავი მალე დადე რა თორე ამომხდა სული. და ეს პატარა თავები არ მყოფნის. joy
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№4  offline მოდერი gonegirl

კნუტებო ^^ თქვენს დანახვაზე ჩემს მუზას ისტერიკები ემართება :დდ ❤
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№5  offline წევრი karma

აუ რა საზიზღარი ვინმეა ეს ბურდული, რა გაუჩალიჩა საწყალ მაშოს smile smile
ძაან ბევრი ვიცინე, გეხერხება ხალხის კარგ ხასიათზე დაყენება smile heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რა საყვარლობაა ❤❤

 


№7  offline წევრი blue witch

მაშო რა ტიპია,უუუსაყვარლესი❤️. ძალიან მომეწონა heart_eyes ველოდები შემდეგს kissing_heart ძალიან არ დააგვიანო.(ცნობისთვის, მაშიკოს ურჩევნია იფრთხილოს, თორე ცხვირწინ ავაცლი მაგ ბიჭიკოს) stuck_out_tongue_winking_eye

 


№8  offline მოდერი gonegirl

დიდი მადლობა blush მაბედნიერებთ. მაშომ შურისძიებისთვის ხელსაწყოები დამჭირდა და საკანცელარიოში ვარო, ზეგ დაგიბრუნდებითო ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline წევრი aNuGi

ზღარბებზე პრეზენტაციაზე ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე, ახლა მესმის ამ ვაჟბატონის და ირონიის მეფის რატომ ჩაბჟირდაა :დდდ <3
ველი შემდეგს, წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline მოდერი gonegirl

aNuGi
ზღარბებზე პრეზენტაციაზე ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე, ახლა მესმის ამ ვაჟბატონის და ირონიის მეფის რატომ ჩაბჟირდაა :დდდ <3
ველი შემდეგს, წარმატებები!

მადლობა ^^
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№11  offline წევრი Madridista Girl

ძალიან მომწონს! მოუთმენლად ველოდები შემდეგს <3

 


№12  offline წევრი ninuca)))

შმდეგ თავს როდის დადებ?
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№13  offline მოდერი gonegirl

მადლობები )) ხვალ საღამოს დაიდება )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№14  offline წევრი blue witch

ძალიან გთხოვ მალე დადე. გადარეულივით ველოდები blush

 


№15  offline მოდერი gonegirl

blue witch
ძალიან გთხოვ მალე დადე. გადარეულივით ველოდები blush

ამ წამს დავამატე, ადმინები გადახედავენ და მალე დადებენ იმედია ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№16  offline წევრი ketaa

აუ რა გოგოხარ! როგორ მომენატრა შენი შედევრები^^ ძალიან მაგარი გოგოხარ <3 ნუახლა პირდაპირ რო ვთქვა სასწაულიხარ^^ სხვათაშორის სახელმა "ნინელიმ" და კიდევ ბევრმა რაღაცამ ჩემი დაქალი გამახსენდა და ისიც კი ვიფიქრე , რომ შენ იყავი ის :D ძალიან მაგარიხარ, იუმორის დედა ხარ!

 


№17  offline მოდერი gonegirl

ketaa
აუ რა გოგოხარ! როგორ მომენატრა შენი შედევრები^^ ძალიან მაგარი გოგოხარ <3 ნუახლა პირდაპირ რო ვთქვა სასწაულიხარ^^ სხვათაშორის სახელმა "ნინელიმ" და კიდევ ბევრმა რაღაცამ ჩემი დაქალი გამახსენდა და ისიც კი ვიფიქრე , რომ შენ იყავი ის :D ძალიან მაგარიხარ, იუმორის დედა ხარ!

მადლობა საყვარელო )) ჩემმა დაქალებმა რომ წაიკითხონ ესენი უეჭველი დამწვავენ, ამ საიტის მომხმარებლები არ არიან და მაგით ვიმშვიდებ გულს :დდ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№18  offline წევრი ketaa

gonegirl
ketaa
აუ რა გოგოხარ! როგორ მომენატრა შენი შედევრები^^ ძალიან მაგარი გოგოხარ <3 ნუახლა პირდაპირ რო ვთქვა სასწაულიხარ^^ სხვათაშორის სახელმა "ნინელიმ" და კიდევ ბევრმა რაღაცამ ჩემი დაქალი გამახსენდა და ისიც კი ვიფიქრე , რომ შენ იყავი ის :D ძალიან მაგარიხარ, იუმორის დედა ხარ!

მადლობა საყვარელო )) ჩემმა დაქალებმა რომ წაიკითხონ ესენი უეჭველი დამწვავენ, ამ საიტის მომხმარებლები არ არიან და მაგით ვიმშვიდებ გულს :დდ

მერე იამაყე თუ გაიგეს რო შენხარ :D ასეთი იუმორის დედა გოგოხარ და რას იმალები :D :D :D არა მართლა შოკიხარ ნუ! შენ რო წერ მასეთი მე ჯერ არაფერი წამიკითხავს! შენს პირველ მოთხრობაზე კიდევ საერთოდ ჭედვა მჭირს! მოკლედ ერთი აგატა კრისტის ფანი ვიყავი და ახლა შენივარ :D :D :D

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენს ვხალისობ რომ იცოდე

 


№20  offline წევრი Merri

ძაან კაია და სახალისოცაა მაგრამ იცი რა ვერ გავიგე მთავარ როლში ნინი და ბურდული არიან თუ მაშო და ბურდული

 


№21  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

აუუუუ, სანდრიიიკ საზიზღარი ხარ :D :D

 


№22  offline წევრი კალლ აია

რატატატა ტააარააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent