კომა თავი 1
ქუჩებში უაზროდ დავეხეტები,ვუყურებ მოსიარულთა გაცრეცილ არაფრის მთქმელ სახეებს,აი,წყვილმაც ჩამიარა ...როგორი სიყვარულით უმზერენ ერთმანეთს,იქვე კუთხეში თმაგაბურძგნული ,მტვრიანი ბერიკაცი ფეხმორთხით ზის ჭუჭყიან ქვაფენილზე,დაღლილი სახით იმზირება და დახმარების სათხოვნელი ძალაც არა აქვს...უცებ გვერდით პატარა ანცმა გოგონამ გაირბინა ,რომელიც გაბრაზებულ დედის მოთაფლვას პატარა ლურჯი თვალებით ცდილობს.მალე ბედნიერებისაგან იბადრება და გემრიელად ბაბმის ნაყინს შეექცევა..მათ სიყვარულნარევი მზერა მოვაცილე... ვხედავ საეჭვო მამაკაცს, თუ როგორ ცდილობს ხანში შესული ქალის ჩანთაში შეუმჩნევლად ხელის ჩაყოფას,ხალხი ირგვლივ ბუზებივით ირევა, ისინი კი ვერ ამჩნევენ მათ...ქალთან მივდივარ ,მაგრამ უიმედოდ ვცდილობ გავაგებინო კაცის შესახებ..მას ხომ ჩემი არ ემის,არავის ესმის ჩემი უმწეო ძახილი,უცებ მახსენდება ,რომ ისინი ვერ მხედავენ,ვერ მამჩნევენ,ვერ შემიგრძნობენ.გული მტკივა,მარტოსული ვარ ,განადგურებული,ამქვეყნად გაჭედილი,თვალზე ცრემლი მერევა ,თვალის ბუდიდან ცხელი ბურთულები ხტებიან და უგზოუკლოდ ბაგეების გავლით ნიკაპისკენ მიიწევენ,მაგრამ ისინი ამასაც ვერ ამჩნევენ,ვერ გრძნობენ ჩემს შეხებას,ჩემს ტკივილიან გამოხედვას ვერ აღიქვამენ....გზას დაღონებული ემოციებიდაგან დაცლილი ვაგრძელებ .მზე "ჩაედინება"და მალე თანდათან წყვდიადი ისადგურებს ირგვივ და ჩემს სულის ტკივილსა და სევდას უერთდებიან.მბჟუტავი ლამპიონები ანათებენ არემარეს ,მე კი კანტიკუნტად მოსეირნე ხალხს აღარ ვუმზერ...ერთ_ერთ ქუჩაზე შევუხვიე,ახალგაზრდა ქალის სხეულში უპრობლემოდ ვაღწევ,ვგრძნობ მის გულისცემას,ის კი უდარდელად მიკაკუნებს და წითელ ტუჩებს აცმაცუნებს...მარჯვნივ გადავიტანე მზერა.ოოო,რა მხელა სახლია და რა ლამაზია?მიკვირს ასე ლამაზად ვინ მოხატა,აბსტრაქტული ნახატები ერთმანეთში ირევა,ფერთა გამა და ნახაზები შესანიშნავადაა შეხამებული,ირგვლივ მოყვითალო განათებაა,რომელიც ფერებს აბრჭყვიალებს .მონუსხული შევცქერი ამ სილამაზეს და შიგნით შესვლის სურვილი მიპყრობს.მალე უცნაური ფორმის შავ კარებში გავიარე და დიდ დერეფანში აღმოვჩნდი.კედლის სიგრძეზე ნახატებია ჩამწკრივებული,ზოგი აბსტრაქტული და გაუგებარია,ზოგიც პორტრეტებია...ყველაფერი ისეთი უცხოა და დაუჯერებელი.რაღაც ხმაური აღწევს .აი,თურმე რა. დიდ ოთახში უაზროდ ჩართული ტელევიზორის ზუზუნი ისმის...ალბათ,სახლის პატრონი აქვეა,ჟრუანტელი მივლის სხეულში ,სურვილი მაქვს უცნობის ნახვის.ნეტავ გოგონას ნამოქმედარია?იქნებ მამაკაცის ?...მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ამის მომფიქრებელი ,ან გამკეთებელი უთუოდ გემოვნებიანი ხელოვნების მოტრფიალეა.გრძელ დაკლაკნილ კიბეებს აჟიტირებული მივუყვები და პირველივე ოთახში შევდივარ.ვაუ,აუ მესმის საწოლი.სწრაფად გავიშოტე და ჭერისაკენ ავიხედე ...მოულოდნელად სააბაზანოს კარები იღება.დაპროგრამებული თავს იქით ვატრიალებ და პირსახოც შემოხვეული მამაკაცის სილუეტს დაკვირვებით ვუცქერ.ექვსი კუბიკი?ნერწყვი კინაღამ გადამცდა ,კიდეკაი ცოცხალი არ ვარ თორემ უთუოდ დავიხრჩობოდი.სექსუალ მამაკაცს ტუჩებ გალოკილი ვბურღავ,რომელსაც გრძელი თმებიდან წყლის წვეთები ცვივა ...რა მადის აღმძვრელია.რა კარგია რომ ვერ მხედავს,ამიტომ რამდენსაც მინდა იმდენხანს ვუცქერ. _მმმმ,რა სექსი ბიჭი ხარ ბიჭო!აბა,დატრიალდი გენაცვალე! სიცილისაგან გავიგუდებოდი მოულოდნელად ,რომ არ შემოეხედა ჩემსკენ.ერთხანს დაკვირვებით ამათვალიარა და მალევე იღრიალა. _ვინ ჩემი ფეხები ხარ?!ან როგორ შემოხვედი ჩემს სახლში... _მოიცა ,მოიცა შენ რა მხედავ?_ გაოცებული საწოლს მიველურსმე. _შენ გოგო გიჟი ხარ ?უცხოს სახლში როგორ ეჭრები ?გაეთრიე,თორემ მეთვითონ გაგაბუნძულებ! ბუნდოვნად მესმოდა მისი მუქარით გამოთქმული სიტყვები.მის სიბრაზისაგან აწითლებულ სახეს ,შავ უფსკრულის თვალებს შევცქერი და მათში ვიკარგები. გაოცებულს,სადაცაა ყბა ჩამომივარდეს. მამაკაცს მალე მოთმინების ფიალა ევსება ,გაბრაზებული,ქშენითა და კუშტი გამოხედვით ჩემსკენ "მოჰქრის"...მდაა...ამის დედა შე**ცი..აი,სად დამერხა!... კი ,მაგრამ რატომ მეშინია მისი რას დამიშავებს მე ხომ ისედაც სული ვარ,ან როგორ მხედავს?ამ ფიქრებში ვარ ,რომ საწოლიდან მაგდებს და კიბეების ჩალაჯუნებით ქვემოთ მათრევს. _ცუდი რა გითხარი ?! უკმაყოფილოდ ვპრუწავ ტუჩებს და გაუჩერებლივ ვქაქანებ. _მოიცა შენ მართლა მხედავ?!ეგ როგორ ?...არა არა...ან როგორ მეხები?!გავგიჟდები,ხო,გავგიჟდები!ისე სულს ნუ აბრაზებ გაიგ?! _ნუ აქიცინებ სულელივით მაგ თავს, ან რა ჯანდაბას მეკითხები ?!სულიო?ფსიქიატრიულოდან გამოქცეული ხარ უთუოდ. _შენ მე მხედავ? გულუპრყვილოდ ვკითხულობ მერე კი შავ კარებს იქით მარტო ვრჩები. გაოცებული და დაბნეული ვარ.ის მხედავს და ჩემი ესმის,მეხება... რა მაგარიაა... რამდენიმე საათი გაშეშებული ვდგივარ კარებთან და ვფიქრობ ამ ყველაფერზე.გამოფხიზლებული ისევ სახლში ვიჭრები და მას ვეძებ.შავ თხელ აბრეშუმის თეთრეულში გულაღმა მამაკაცის მაღალი სილუეტია გაშოტილი.ახლოდან ვაკვირდები მის სქელ წარბებს, ქეხიან ცხვირს,დიდ ამობურცულ ტუჩებსა და სახეზე ნაიარევს,მთელ ლოყაზე მკრთალად ,რომ ამჩნევია. მთელი ღამე მას ვუყურებ,სულაც არაა მამაკაცი სიმპატიური,უფრო იდუმალია და რაღაც უცნაურ გრძობას იწვევს მისი სახის დანახვა ჩემში.მზე თანდათან იწვერება ,ცოტაოდენი მზეს გამოქცეული სხივები ადვილად აღწევენ ოთახში და უცნობი მამაკაცის შავ თმებსა ფემკრთალ სახესთან ერთად ანათებს.რატომღაც არ მსურს გამოღვიძებულმა აქ დამინახოს.ამიტომ მალევე სახლიდან გამოვდივარ,თუმცა მის სახლს არ ვშორდები და ახლა სინათლეზე ნახატებს უფრო მეტი სიმძაფრით აღვიქვამ.ამ სანახაობითა და ნაზი სიოს შეხებითა ვარ გართული,როცა შარვალ კოსტუმში გამოწყობილი სახლიდან გამოდის.სურვილი მიპყრობს მასზე მეტის გაგების.ვცდილობ უჩუმრად ავძვრე მანქანის თავზე ,რომ არ დამინახოს.მანქანის თავზე ფეხებგადაჯვარედინებული ვჯდივარ და სახეს მზის სხივებს ვუშვერ.ვგრძნობ საოცრებას ,რომელსაც ვერ გადმოვცემ.მისი გულის გუგუნი აქედანაც მესმის და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.მანქანა დიდი შენობის წინ ჩერდება,თუმცა გაყოლას არ ვჩქარობ.შენობის დერეფნებში სრულიად ქაოსია,ზოგი ესკიზს აკეთებს ,ზოგი გაუთავებლად წუწუნებს,ან ჭორაობს და მომაბეზრებლად ახეთქებს ფურცლების გროვას მაგიდაზე...ხალხში ვირევი და მას ვეძებ,რომელის ზემო სართულისაკენ ინაცვლებს.მალე მისი სილუეტი ქრება და ვარაუდით ვეძებ კაბინეტების ოთახიდან ოთახში. _მე გასაუბრებაზე ვარ . მესმის ვიღაც შავთმიანი გოგონას ხმა,რომლის "სიმდიდრეები" დაუფარავად იმზირება ყოველი კუთხიდან. კევიღლაჭია ბაჭიას ყურადღებას აღარ ვაქცევ და დიდ ოთახშიც ვხვდები.გრძელ ოვალურ მაგიდასთან ორი მამაკაცია მიმსხდარი და ერთმანეთში საუბრობენ. _როგორ გგონია ჩვენი უფროსი დათანხმდება?მგონი სარფიანი გარიგება უნდა იყოს არა? ქერა სიმპატიური მამაკაცი მომლოდინე მზერით უყურებს ჩალისფერთმიანს. _არამგონია დათანხმდეს .როგორც ვიცი კარგი რეპუტაცია არ ჰქონიათ ,ან რას გაიგებ ჩვენს უფროს რა მოეპრიანება!ნეტა გამაგებინა რას მოიმოქმედებს ბატონი ,ს*რი აკაკი. ჩალისფერთმიანი ირონიულად იღიმის და კალამს მაგიდაზე ნერვიულად აკაკუნებს. _ეე,ჩუმად ბიჭო!ნუ ხარ დაბოღმილი ,ძმაო, მთავარ ფინანსისტად, რადგან არ დაგნიშნა ,ალბათ სწორიც იყო, ნუ ბრაზდები და ასე ნუ ფიქრობ! _ლაშა,ნუ მარიგებ რა ვიფიქრო და რა ვთვქვა! მეგობარს ჩალისფერთმიანი უღრენს და ორივე ჩუმდება ,როცა ოთახში სხცებიც შემოდიან.ყველა თავის ადგილზე ჯდება .მხოლოდ ერთი მაგიდაა ცარიელი და ისიც მაგიდის თავში.ვიღაცას მოუთმენლად ელოდებიან.ერთმანეთში საუბრობენ,რაც "თავს მატკიებს".იქვე მიყუჟული ვარ ჩემთვის საწყლად კუთხეში და ვყვირივარ ,რომ გაჩუმდნენ.გარეთ გაღწევა მინდა და ვაპირებ ,როცა ოთახში ჩემთვის უკვე ნაცნობი მამაკაცი შემოდის ,ისინიც მაშინვე ჩუმდებიან და ფეხზე დგებიან,მე კი შეუმჩნევლად კარადას ვეფარები.მამაკავი ვერ მამჩნევს და ამაყად ჯდება ცარიელ სკამზე.შორიდანაც შეამჩნევდით მის სახეს სიმშვიდის ფერი,რომ გადაჰკროდა .სხვების დამფრთხალი სახეებით თუ ვიმსჯელებთ ბატონი ტირანის ყველას უნდა ეშინოდეს.შალისფერთმიანიც დამფრთხალი უყურებს და ხელებს ნერვიულად უჭერს კალამს. _თქვენს წინ საქაღალდეებია.ეს ის ნახაზებია,რომელიც ჩვენი შენობებისთვის გაკეთდა,მაგრამ აქედან სამი პროექტი უკვე გამოყენებული და დარეგისტრირებული აქვს გოგოლაძეებს.საინტერესოა, რომელმა იდიოტმა გადაუგზავნა ეს ნახაზები მათ! გაბრაზებული კბილებიდან სიტყვებს ცრის და მრისხანედ უყურებს სათითაოდ ყველას.მასაც საქაღალდე ხელებში ძლიერად აქვს ჩაბღაუჭებული. _აუცილებლად გავიგებ!აუცილებლად...ამის გამკეთებელს სათანადოდ დავსჯი! ხმას მკვეთრად უწევს და საქაღალდეს ხმამაღალი ხმაურით ანარცხებს მაგიდაზე. _ოოოუუჰ,მაგრად გაუბრაზებიხართ სერ! _რომელმა მითხრა! ყველას უყურებს,გაბრაზებული აკვირდება მათ,სანამ უკნიდან არ ვუახლოვდები და მის ყურთან არ ვჩურჩულებ. _იცი ?ასე გაბრაზებული ბევრად უფრო სექსუალური ხარ. იძაბება ,მის მარცხენა მხარეს დადებულ ჩემ ხელს გრძნობს ,ნელა დაკვირვებით იხედება ჩემსკენ და გაოცებული მიყურებს. _ისევ ჩემს დანახვას არ ელოდი ? _ბატონო აკაკი,კარგად ხართ? ვითომ ძალიან ანაღვლებდეს ქერა თოჯინას?ჰმმ... აკაკი მას პასუხს არ ცემს,ჰალსტუხს ცოტაზე იხსნის და ხმაურიანად იწყებს სუნთქვას. _თქვენ ახლა ამ გოგონას ,ჩემს მარცხნივ მდგომს ვერ ამჩნევთ? ყველას სახეზე გაკვირვება აწერია.ფიქრობენ მგონი შეიშალაო,მაგრამ შიშით ხმას არავინ იღებს. _არავინა არ დგას ბატონო,წყალი ხომ არ მოგიტანოთ? უყურე შენ ამ ქერას ,რაღაც შესძლებია. _არა,არ მინდა !თათბირი დამთავრებულია,სხვა დროს შევიკრიბებით. მათ ისე ესაუბრება,რომ არავის უყურებას .ოთახი მალე თავისუფლდება და მე მის პირდაპირ სკამზე ვჯდები. _ჯანდაბა ,ამის დედა შე**ცი!მოლანდებებიღა მაკლდა! _კარგი რა ,ბავშვივით ნუ შინდები,მმმ,ისე მაგარი სათათბირო ოთახია,არააა,შავთეთრი კედლები მაგარია.... ოთახს ვაფასებ და მის მრისხანე თვალების გამოხედვას ვაიგნორებ. _მე შენ გუშინ გაგაგდე,მოიცა მართლა ვინ ჯანდაბა ხარ?!რატომ... _სული ვარ,ხო და გაგახარებ შენ ხარ ერთადერთი ადამიანი,რომელიც მხედავს და მამჩნევს,ხომ მაგარია? აჟიტირებული საქმიანად ვუხახუნებ ხელებს ერთმანეთს. _რა არის კარგი გოგო?!ის რომ გხედავ... ვხედავ და თან ვის, სულს?როგორმე გაქრი ჩემი ხედვიდან თორე... _თორემ რა ?ხომ გითხარი სული არ უნდა გააბრაზო _მეთქი ,ხოდა ამიტანე...ვინმეს ხომ უნდა ვესაუბრო,თან შენ მხედავ და მელაპარაკები. არაფრის მთქმელ მზერას მავლებს და უცებ დგება. _ჰეი,სად მიდიხარ ?დამელოდე მეც მოვდივარ! სწრაფად მიდის ,მაგრამ მაინც ვეწევი,არაფერს ვეუბნები ,ისიც ჩემსკენ არ იხედება და უკვე მანქანით სახლისკენ მიიწევს. გიჟივით შერბის სახლში.მეორე სართულის ოთახში მალევე ვჩნდები.ვუყურებ როგორ სწრაფად იხდის,აბაზანას ავსებს და შიგ წვება.მის სიმყუდროვეს მალევე ვარღვევ და ჯაკუზში მასთან ერთად ჩავდივარ. _შენ რა არ სველდები? _ნუ შენი დანახვისას? ცალ წარბს წევს და სადაცაა შუაზე გამგლიჯოს. _ესეიგი ვერ მოგკლავ? _ჩემი სიკვდილი გინდა? _ხო,შენი თავიდან მოშორება! _ჰჰჰ,მაგას ვერ იზამ სიხარულო,თან ასეთ მშვენიერ არსებას,როგორ გაიმეტებ? ტუჩებს ვპრუწავ და თვალს ვუკრავ. _სასჯელი ხარ ,ხო,ღმერთმა ჩემი ცოდვების გამო გამომიგზავნა,მაგრამ მოიცა მშვენიერი სასჯელი კი ხარ ისე... _გამოფხიზლდი ვაჟბატონო,მგონი დაგავიწყდა სულს,რომ ელაპარაკები. თითებს მას წინ ვუტკაცუნებ. _ჰმმ,რა კარგია,რომ შემახსენე! აბაზანიდან დგება და ძვლივს ვასწრებ თვალების დახუჭვას... სამზარეულოდან გამომავალი გემრიელი სუნი ცხვირს მიღიტინებს.იქით მივიწევ და მაღალი მამაკაცის ზურგის სილუეტს შემფასებელი მზერით ვუყურებ. _უკნიდანაც რა სექსუალური ხარ.რას ამზადებ ძვირფასო? ვგრძნობ როგორ კარგავს მისი სახე სიმშვიდის სუნს ,როგორ უტოკდება და ეჭიმება კისერი.გაზს სწრაფად კეტავს და მძიმედ ტრიალდება ჩემსკენ. _არ გაქრები? _ამ სიამოვნებას როგორ მოგანიჭებ. _ფსიქოლოგი მჭირდება ,ის დამეხმარება,რომ განდევნო,ხო ის... ლაპარაკობს და თან ყავას ასხამს ჭიქებში.ჩემსკენ ნაიარევ სახეს ატრიალებს და ირონიულად მიცინის. _შემოგთავაზებდი ყავას,მაგრამ აბა, როგორ?შენ ხომ სული ხარ... ფეხები არხეინადა აქვს გადაჯვარედინებული,გემრიელად ყავას წრუპავს და თან ჩემს რეაქციას აკვირდება.მე კი სურვილი მიჩნდება ჯოჯოხეთში გავისტუმრო პირდაპირი რეისით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.