მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...15...
ნინ მოდი ამ საღამოს სადმე კაფეში ან კლუბში წავიდეეთ... რას იტყვი? -რავიცი არმინდა რა ქეთ. შენ დარჩი ჩემთან და ერთად შევხვდეთ 17 მაისს-ფართოდ გაუღიმა დაქალს -ნინ იმის მერე რაც ვაჩეს ჩამოსვლა გაიგე სამი დღე გავიდა, შენ კი ზიხარ სახლში,მე ესეთ ნინის არ ვიცნობ. მისმინე, ახლა ვაჩეს რომ ნახავ უფრო კარგია-ცოტა ხანი დაიცადა და გააგრძელა ისევ- როცა დაინახავ მიხვდები კიდევ მოგწონს თუ არა, აბა თვალები ააციმციმე ჩემო ღიმილა, მოკლედ ახლა მე წავალ,ჩემებს დავუთათბირდები და შეგეხმიანები კარგი?-შეეკითხა, მაგრამ პასუხს აღარ დალოდებია ისე გაუჩინარდა კარს იქით.-უმნიშვნელოდ აიჩეცა მხრები ნინიმ და ტელევიზორს მიაშტერდა. საღამოს უკვე 11 სრულდებოდა,ქეთასგანაც არაფერი ისმოდა. გოგონამ ჩათვალა რომ უკვე არაფერი აღარ მოხდებოდა,თათიას დაემშვიდობა და ის იყო დასაძინებლად უნდა დაწოლილიყო, ტელეფონმაც წრიპინი დაიწყო -ნინ ჩაიცვი და გამოდი,გელოდები ჩვენ კაფესთან. უფრო სწორად ანდრიას გამოვუშვებ -რაააა? შენ რამე დაგალევინეს გოგო? რა ანდრიას გამომიშვებ კარგად ხარ? როდიდან ხარ შენ ანდრიასთან? აუ ახლა გავგიჟდები-გაგონილით გაოგნებული გაყვიროდა ტელეფონში -გოგო მათქმევინე მეც. არაფერიც არ ხდება მერე აგიხსნი. მიდი შენ გელოდებიიი -აბა მარტო მე და შენო? -ხო მე და შენ. ეს მამაჩემთან "მუშაობს". კაი მიდი რა.-გაკვირვებული დაბნეულობით მივიდა გარდერობთან, ვერ გაეგო რა ჩაეცვა, წასვლა საერთოდაც არ უნდოდა, გული წყდებოდა თავის თავზეც და მეგობრებზეც. გეგაზეც,ვაჩეზეც მაგრამ ყველაზე მეტად ქეთაზე იყო ნაწყენი, მაინცდამაინც დღეს მოუნდა გართობა,ხვალ აღარაფრის თავი გვექნებაო. უხალისოდ დაწვდა ნაზ კრემისფერ,მოკლე,ტანზე მომდგარ კაბას,თეთრი კედებიც მოირგო,თმა გაიშალა,მსუბუქი მაკიაჟიც და მზად იყო. დაბლა ჩასულს ანდრიაც მიეგებს -ნინ რა უხასიათოდ ხარ?-ვითომც არაფერიო ისე კითხა -აუ ანდრი, გადარდებს?-უკმეხად მიუგო და სავარზელზე კომფორტულად მოკალათდა. -ნინ რატომ არ გესმით შენ და შენს დაქალს რომ მე ძველი ურთიერთობა მინდა,რატომ არ გინდათ გაიგოთ რომ არ სევცვლილვარ. მერე რა რომ მიყვარს. ამის გამო ასე აგრესიულად უნდა იყოთ რამდენჯერაც დამინახავთ? -დაამთავრე ძვირფასო? ბიჭო რა რეაქცია უნდა ქონდეს გოგოს,რომელსაც იცი შეყვარებული ყავს მაგრამ მაინც ეუბნევი მიყვარხარ და ვიბრძოლებო. აბა ამაზე მიპასუხე და თუ გინდა მერე მომკალი -კაი აღარაფერს ვამბობ. ისე დაგაბრმავათ იმ ირაკლიმ თუ ვირაცაა, თავის ძმაკაცთან ერთად რომ ვეღარაფერს ხედავთ. -ნინიმ თვალები გადაატრიალა და გზას გახედა. ამასთან ლაპარაკი არ ღირსო. -ჩვეულებრივი კაფე-რესტორანი,ჩვეულებრივი ხალხით მაგრამ არაჩვეულებრივი ქეთა სადაა?-გაკვირვებულმა მიიხედ-მოიხედა გოგონამ და ტელეფონი მოიმარჯვა მაგრამ სანამ დარეკავდა ანდრიამ აუწყა რომ შესულიყო. -მხოლოდ ქეთას გამო-ჩაილაპარაკა ჩუმად და კაფეშიც შევიდა... თითქოს ჩვეულებრივი,მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილი, თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ ძალიან ერთგული და მეგობრული ხალხი, თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან ლამაზი ტორტით და სანთლებით და ყველაზე ხმამაღალი ყვირილით ნათქვამი გილოცავთ, ცაში გასროლილი უამრავი ფეიერვერკით და სულ რაღაც წამების დამდგარი ახალი დღე. სიხარულით,სიყვარულით დაიბნა ნინი,თვალები ანთებოდა,გაბრწყინებოდა უფრო, იგრძნო რომ მათ გარეშე არაფერი იყო,იგრძნო რომ თითოეული და ყველა ერტად მისი ნაწილი იყვნენ. -ნინ ჩემო ციმციმა,გილოცავ ჩემო ჭკუამხიარულო გოგოვ... ჩვენტან ერთად კიდევ მრავააალს...-გულით ჩაიხუტა და აკოცა დაქალს ქეთამ-გეგონა დამავიწყდებოდი ბოთე? იცი რას გისურვებ? ჭკუა მოგემატოს-გადააიკისკისა და დანარჩენებს გადახედა. -ნინი ჩემო გოგოვ გილოცავ-ბავშვებს გამოეყო ვაჩე- ამ დღისთვის ჩამოვედი და მგონი ღირდა. ძალიან მომენატრე-ხელში აიყვანა და დაატრიალა გაოგნებული გოგო, უხერხულად შეიშმუშნა ნინი, ვაჩეს მადლობა გადაუხადა და გეგას გახედა შეფარვით, ბიჭი მოწყენილი უყურებდა წყვილს,როგორც კი ნინიმ მისი მზერა დაიჭირა,ფართოდ გაუღიმა. -გილოცავ ნი-ახლოს მისულმა ყურში ჩაჩურჩულა და ძლიერად მიიკრა სხეულზე. ყველას მადლობა გადაუხადა ნინიმაც, ადგილები დაიკავეს და ჭიქების შევსებაც დაიწყეს. ვაჩე და ანდრია ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ, ეს არც ირაკლის გამოპარვია,ქეთასკენ გადაიხარა,ყურთან თბილი კოცნა დაუტოვა თან ჩაჩურჩულა -ანდრია აქ რას აკეთებს? -მამაჩემა სამსახური უშოვა,ჩემი კუდში დევნა -რაო? -ყურადღება არ მიაქციო იკა რა გთხოვ-ამ სიტყვებით ნინის გახედა რომელიც ისევ გაურკვევლობაში იყო,უცბად თავი გააქნია იუბილარმა და იქ შეკრებილებს მოუხმო -აბა ჩემო ზესიმპატიურო სასიძო და მეგობრებო,ჩემო ლამაზო სარძლოებო ჯერ პირველად მე ვამბობ სადღეგრძელოს,ხოდა თქვენდა თქვენს გულს გაუმარჯოს მე რომ დიდი ადგილი მიკავია იქ-ფართოდ გაიღიმა,ყველას თავისი ცისფერი თვალები მოავლო და დაამატა-მეე ჩემ თავს ვუსურვებ ყველაფერს კარგს და თქვენ, მომავალ წელს წყვილად ყოფნას-აუ რა მაგარი ვარო აღნიშნა და გააგრძელა-ყველა მიყვარხართ ძალიან-დაამთავრა და ცარიელი ჭიქით დაბრუნდა ადგილზე. ყველამ ერთად დალოცა ნინი და შემდეგ ცეკვაც დაიწყეს. -ნინი წამო ვიცეკვოთ-შესთავაზა ვაჩემ და ნინიც უყოყმანოდ გაყვა უკან, ერთმანეთთან ახლოს დადგნენ,ხელები გაბედულად დაადო მხარზე გოგონამ,თვალებში დაჟინებით შეხედა,შავი უძირო თვალები მომხიბვლელად უმზერდბენ გოგონას,ცდილობდა ის ნაპერწკალი დაეჭირა რაც აქამდე იყო მათ შორის,ცდილობდა ის მიზიდულობა ეგრძნო როგორც ადრე... მაშინ... ბიჭმა თითები ნინის წელზე აათამაშა,უფრო ახლოს მიიწია, თვალებში ჩახედა -ნინი ისევ ისეთი ლამაზი ხარ -ოჰ, კარგი ერთი-გაუღიმა ნინიმ და მხარზე ხელი მსუბუქად გაკრა -ადრე როგორ ნერვები მეშლებოდა შენს ხუმრობებზე და ახლა მომნატრებია ძალიან.-გაღიმება სცადა ბიჭმა -შენ ხარ ძალიან სერიოზული და იმიტომ-თვალი ჩაუკრა გოგონამ -ნინიკოო -ბატონოო -წამოხვალ იტალიაში ჩემთან ერთად? -იტალიაში?-თვალები გაუფართოვდა ნინის-ხუმრობ ხომ? -არა,არ ვხუმრობ. ახლა აღარ გთხოვ პირველი ნაბიჯის გადადგმას ნინი,ახლა მე ვაკეთებ ამას. გთხოვ წამიხვალ?-სერიოზულობა და დიდი ინტერესი იგრძნობოდა ბიჭის ხმაში. ნინის კი თვალები დაეხუჭა ალბათ ცუდად ვარ, რეები მესმისო გაიფიქრა, ისევ ვაჩეს შეხედა -ვაჩე მე ამაზე არ მიფიქრია. მე... მე რა სტატუსით ვაჩე,ხომ იცი რომ დედა არ გამომიშვებს,თან... მე... -ნინი მიყვარხარ-შეაწყვეტინა ბიჭმა და უფრო ახლოს მიიწია ისე,რომ მათი სახე ერთმანეთს ცხვირებით ეხებოდა. წარბები შწკრა გოგონამ,ყურები დაუგუბდა,ღრმად ამოისუნთქა და თითქმის ფილტვებიც ამოაყოლა,თვალები ძლიერად დახუჭა და ბიჭს მხარზე ხელი ძლიერად მოუჭირა... *** ქეთამ მოცეკვავე წყვილს გახედა,ცოტა ხანს უყურა,შემდეგ კი შეკრებილებს მოავლო მზერა,გეგას გახედა რომელსაც სახე ერთიანად შეცვლოდა, მის მზერას გააყოლა თვალი და ისევ მოცეკვავეებს შეეფეთა. რაღაც დასევდიანდა ქეთაში, გული მოეწურა, თანაგრძნობით გახედა გეგას. ხელში სიგარეტი გაეჩხირა ბიჭს და ნერვიულად ათამაშებდა. სწრაფად ადგა და აივანს მიაშურა, ქეთამ ირაკლის გახედა, მონდომებული რაღაცას უხსნიდა თორნიკეს, გოგონაც ადგა და აივანზე გავიდა. მოაჯირს დაყრდნობილიყო გეგა,თავი ჩაეღუნა, გოგონას მიახლოება არ გაუგია,მხარზე ხელის დადებამ გამოაფხიზლა თითქოს, მხოლოდ მაშინ გამოხედა, ოდნავ გაუღიმა და ისევ სივრცეს გახედა. -გეგა... რა ხდება? -არაფერი ქეთუშ რა უნდა ხდებოდეს?-მხრები აიჩეჩა და სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩააგდო. -კარგი რა. ვხედავ რასაც გრძნობ... -დაკვირვებით შეხედა ბიჭს, როცა არაფერი მიიღო პასუხად შწმდეგ გააგრძელა- ნინი და ვაჩე დიდი ხანია მეგობრობდნენ, თუმცა მათ შორის არასდროს არაფერი ყოფილა,შეიძლება რაღაცას გრძნობდნენ ორივე ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ერთ ადგილზე იყინებოდნენ. არ გეტყვი შეეშვითქო, არც იმას გეტყვი იბრძოლეთქო იმიტომ რომ შენი გრძნობა მასე ძლიერიც არაა. უბრალოდ ჩემთვის ნინი დასავითაა,უფრო ახლოსაც,ჩემი შინაგანი ხმაა, ამიტომ არ მინდა რამე ეწყინოს ან ინანოს. არჩევანს ნუ აიძულებ, ეს ყველაზე ბანალური გზა იქნება,უბრალოდ ენდე. . . თავად გადაწყვეტს ვისთან როგორ იყოს კარგი? -ქეთ, ქეთ ...- დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში,შემდეგ კი ფართოდ, გულღიად გაუღიმა,ახლოს მივიდა და ხელი ძლიერად გადახვია- ყველაზე ლამაზი და გულიანი სარძლო მყავს,ჩუ ოღონდ არავის უთხრა ხომ?- ჩუმად ჩაულაპარაკა და კიდევ ერთხელ გადაეხვია. -აუუუუფ -ხმამაღლა დაუშტვინა ანდრიამ-აქ რა ხდება? გეგაა?? ვაა აბა ძმაკაციაო? -თავისას გაიძახდა და ალბათ არც გაჩუმდებოდა ირაკლი რომ არ წამოდგომოდა ზურგიდან -გეგა შენ მანქანით ხარ ხომ?-პირდაპირ ძმაკისკენ წავიდა და ანდრიას ყურადღებაც არ მიაქცია. -ირაკლი ძმაო-დაიწყო ანდრიამ-ქეტასა და გეგას შორის რა ხდება?-სერიოზული ხმით დასვა სრულიად "ლოგიკური" კითხვა. ჯერ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებულებმა,შემდეგ კი ანდრიას. -მოდი ჯერ ის ამიხსენი შენი ძმა როდიდან დავხდი?-ოდნავ წინ წავიდა ირაკლი -ანდრიიია?!-ახლა უკვე ქეთამ მიმართა-შენ რა გაწუხებს?- გეგამ დიდი ხმით გაიცინა,ქეთას და ირაკლის ხელი გადახვია და დარბაზში წარუძღვა. ქეთას შესვლისთანავე მოხვდა თვალში ნინის და ვაჩეს არ ყოფნა,ტელეფონი მოიმარჯვა,სანამ დარეკავდა ირაკლი მიუახლოვდა,ჩუმად ჩაჩურჩულა გვერძე გამოდიო და გზა გააგრძელა. ქეთამაც ცოტა ხანი დაიცადა,ანდრია თორნიკეს რაღაცას ეკითხებოდა,თვალი ოსტატურად აარიდა გოგონამ და ირაკლის გზას დაადგა. აქეთ_იქით ტრიალში ბიჭის ლანდიც დაკარგა ვეღარ გაეგო საით წასულიყო,შენობის ბოლოსკენ წავიდა,საპირფარეშოს უნდა გაცდენოდა,როცა ძლიერი მკლავები იგრძნო წელზე,ოთახში შეიყვანა ირაკლიმ და ველურივით დაეტაკა ტუჩებზე,გოგონაც აყვა,თუმცა მალე გაწია მკერდზე მიდებული ხელებით -ირაკლი სირცხვილია -არავინაა,ვნახე... სირცხვილი ის არ არის 4დღე რომ არ მინახიხარ და მაგიჟებ? -იკა მამაჩემის გამო ხომ იცი... -ვიცი ცეროდენა ვიცი,ამიტომ ახლააკოცე,სულ ცოტა-თვალები საყვარლად მოჭუტა და ისე მიაჩერდა საყვარელ ადამიანს.ხელები კისერზე მოხვია ქეთამ,უფრო ახლოს მიიწია, ვნებამორეული თვალებით შეხედა,ირაკლიმაც ვეღარ გაუძლო და სახე დაუჭირა -ნწუ... გამიშვი.. მასე არა... -რა?-დაიბნა და ხელები ჩამოწია. უფრო ახლოს მივიდა ქეთა,ცხვირები ეხებოდნენ მხოლოდ, ტუჩები ერთმანეთს დააშორა და ოდნავ ამოისუნთქა, დაბლა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და გამომწვევად გაუღიმა -მეთამაშები ნამცეცა? -ნამცეცა? -ბიჭის ტუჩებთან ამოილაპარაკა გოგონამ-ეგ ახალია? ჰმ მომწონს-ისევ ამოისუნთქა და ქვედა ტუში ბიჭის თუჩს გაუსვა ოდნავ. -ქეთა-დაბინდული,ამღვრეული მზერით და ხმით მიმართა ირაკლიმ,წელზე ხელი ძლიერად მოკიდა,ნიჟარაზე შემოსვა და ყელის ტუჩებით შესწავლა დაიწყო, დრო და დრო ანაცვლებდა კბილებს,ენას... როგორც კი საპასუხოდ წელზე გოგონას ფეხები იგრძნო ბიჭმა,ოხვრა აღმოხდა, უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები წელზე და გულზე მიიკრა. -ქეთ,ჩემო ნამცეცა ძალიან მიყვარხარ,ძალიან ძალიან -მეც მიყვარხარ იკა. ჩემი ბიჭი ხარ-სუნთქვა აჩქარებულმა თმებში შეუცურა ხელები და ნელ_ნელა ჩაცურდა დაბლა. -გავიდეთ თორემ შეგვნიშნავენ-ოდნავ გაუღიმა და კიდევ ერთხელ წაეტანა ბიწის ბაგეებს. -ერთხელაც ვეღარ გავუძლებ შენს მაცდურობას და მაშინ ჩემთან სახლში აღმოჩნდები სხვა სტატუსით-ნიშნისმოგებით ჩაულაპარაკა ქეთას და ოთახიდან გავიდნენ. როგორმე უნდა დაერწმუნებია მამამისი,ირაკლის თუ დაკარგავდა მაშინ თავადაც დაიკარგებოდა, თავის თავსაც ვერ იპოვიდა,დაიმალებოდა სადღაც... შორს... ქეთას გამოჩენას ნინის გაფართოებული თვალები მოყვა -ნინ რა სახე გაქ რა ხდება? -ქეთ წავიდეთ რა გთხოვ... აგიხსნი მერე ______________ ვიცი,რომ ისეთს არაფერს ვწერ. ვიცი,რომ დავაგვიანე და ისიც ვიცი პატარაა,მაგრამ სულ არაფერს მეთქი ამას მაინც ავტვირთავთქო, ყველაზე დიდ ბოდიშს გიხდით და დიდ მადლობას თქვენ ვინც კითხულობთ. მართლა ვეღარ ვიცლი და მაპატიეთ რა მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.