შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ (7)


14-04-2017, 06:56
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 1 222

როგორ გავუღე სანდროს კარები, როგორ დავტაცე ჩანთას ხელი და ლამის სპრინტით ჩავარბენინე კიბეები, ახლაც არ მახსოვს წესიერად.
დაბნეული დავდიოდი გამოფენის პავილიონიდან პავილიონში სანამ სანდრო თითოეული ექსპონატის მნიშვნელობას მიხსნიდა და თავში არაფერი შემდიოდა. ნელნელა კაიშაურმა მოიწყინა.
-ელე, ცუდად ხომ არ ხარ? - დამეკითხა ცოტა არ იყოს მობეზრებული ხმით.
-არა, არა - გავასავსავე ხელები და პაწაწინა სენდვიჩს ჩავუძახე პირში.
“შენ კუწურიე საზოგადოებაში ყლაპე კანაპეები” - ჩამესმა ლევან გამრეკელის დამცინავი ხმა და შევკრთი.
-გინდა წავიდეთ? - კიდევ სცადა სანდრომ.
-სად? - დავინტერესდი მე.
-სად და მაკდონალდსში - თვალი ჩამიკრა სანდრომ და გასასვლელისკენ ჩამაკონწიალა.
-მოიცა, ასე? - შევიცხადე მე და საკუთარი ჩაცმულობისკენ გამექცა თვალი. საღამოს კაბა და კილომეტრიანი სტილეტოები ნამდვილად არ იყო ფასტ ფუდის რესტორნის ჩაცმულობა.
-დაიკიდე - გაეცინა სანდროს და მანქანის კარი გამიღო.
***
რუსთაველის სულ-მუდამ გამოტენილი მაკდონალდსი, რა თქმა უნდა, დღესაც სავსე იყო. მეორე სართულის კიბეებზე საჭმლით გამოტენილი ლანგრით დავბნეული ავპაკუნდი და ერთადერთი ცარიელი მაგიდისკენ შესაშური სისწრაფით გავექანე.
-გამოფენა არ მოგეწონა ხომ? - შემეკითხა სანდრო და ჰამბურგერს ქაღალდი შემოაცალა.
-არა - გავიქნიე თავი და კოკა-კოლა მოვსვი.
-ხელოვნება არ მოგწონს თუ…
-ხელოვნება როგორ არ მომწონს, უბრალოდ მთლიანად მწვანედ ან ლურჯად შეღებილ ტილოს ხელოვნების ნიმუშს ვერ ვუწოდებ.
-აუფ - შეიცხადა სანდრომ - აბა არც მალევიჩის “შავი კვადრატი” მოგწონს ანუ შენ.
-ნწ, მე ფორმები მიყვარს და პეიზაჟები და ნატურმორტები და ხალხი.
სიჩუმე ჩამოვარდა და ცოტა ხანი ჩუმად ვიქნევდით ყბებს. როცა სანდროს გაეღიმა და ეშმაკური სახით მიყვარს.
-We are the coolest people in Mcdonald’s
-“ქენდი”? - შევიცხადე მე - შანსი არაა.
-რატომ არაა შანსი? - გაეცინა კაიშაურს.
-არ გავხარ შენ ისეთ ბიჭს “ქენდი” რომ ნანახი აქვს - ავიჩეჩე მხრები.
-აბა როგორ ბიჭს ვგავარ?
თავი დაბნეულად გავიქნიე და სიჩუმე უკვე მეორედ ჩამოწვა.
-შენს და ლევანს შორის რამე ხდება? - ხმადაბლა მკითხა სანდრომ.
ლუკმა გადამცდა და ხელები დასახრჩობად განწირულივით გავიქნიე.
-რაა? - ამოვთქვი როგორც იქნა.
-რა ვიცი, უბრალოდ, ისე უყურებთ ერთმანეთს…
-როგორ ვუყურებთ? - ვკითე დაძაბული ხმით/
-თითქოს ერთი სული გაქვს ერთმანეთს აკოცოთ.
-სისულელეს ნუ ამბობ - გავიცინე ყალბად და თემა შევცვალე.
***
ორი სააათის და ლამის მთელი მაკდონალდსის გადასანსვლის შემდეგ, სანდრომ სახლში მიმიყვანა.
-კარგი იყო დღეს - მადლიერი ტონით ვუთხარი და გავუღიმე.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
ის-ის იყო მანქანის კარი უნდა გამეღო და დავმშვიდობებულიყავი, რომ სანდროს ტუჩები ჩემსას მთელი ძალით შეეხეთქა. რბილი ტუჩები ჰქონდა, თითქოს სწორადაც მკოცნიდა, მაგრამ მაინც არ მშორდებოდა შეგრძნება რომ ეს ყველაფერი საოცრად არასწორი იყო.
-ღამე მშვიდობისა - მომწყდა სანდრო.
-ღამე მშვიდობისა - ჩავილაპარაკე მე, სრულიად დარწმუნებულმა, რომ ეს ღამე მშვიდობიანის გარდა ყველაფერი იქნებოდა.
***
-კარგად გაერთე? - შემომეგება სახლში შესულს გამრეკელის დამცინავი ხმა.
-კი - ვუპასუხე ცივად და ფეხზე გავიხადე - ილო და ანო სად არიან?
-სახლში წავიდნენ.
-შენ რატომ დარჩი? - შევუღრინე მე.
-მეთქი რაც დავიწყეთ, იმას გავაგრძელებთ თქო - მხრები აიჩეჩა ლევანმა და ჩემსკენ დაიძრა.
-არა, არა, არაააა - ავყვირდი და მაგიდას ამოვეფარე.
-კაი, ნუ გეშინია, არ გაგაუპატიურებ - გაეცინა გამრეკელს და ტახტზე დაჯდა.
-წეღან რას მომაფრინდი ტუჩებში, ნორმალური ხარ? - ისტერიკულად შევიცხადე მე.
-მოგაფრინდი თორემ შენ მომიშორე რა.
-დავიბენი - საქციელი წამიხდა.
-ჰო, აი, მეც რომ ვიბნევი ხოლმე, ხალხს ვკოცნი - ჩაიფრუტუნა გამრეკელმა.
ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით, უშედეგოდ ვცდილობდი რაიმე აზრიანი მეთქვა. ლევანმა დამასწრო.
-ვაიმე, ელენე, დამშვიდდი, ისე პანიკიორობ თითქოს მანამდე არ მიკოცნია.
-ეს სხვანაირი იყო…
-რატომ იყო სხვანაირი?
-მაშინ სხვა ბიჭთან ერთად პაემანზე არ მივდიოდი.
-თუ არ გინდა, აღარ გაკოცებ.
-აღარ მაკოცო - ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და სკამზე დავეშვი.
-ჰოდა პრობლემა გადაწყვეტილია. - ხელები გაშალა ლევანმა - შენა, იცოდი რომ თსუ-ში სეიდის ცეკვები იმართებოდა?
-რისი ცეკვები? - დავიბენი მე.
-აი, გოგოები რომ ბიჭებს პატიჟებენ.
-ააა, ჰო, მერე? - გამახსენდა ორი კვირის წინ მოსული იმეილი.
-ანომ მე დამპატიჟა.
მომენტალურად დავიბოღმე.
-შენ პრიჩომ? - ცივად დავეკითხე.
-ანუ? - გაეღიმა ლევანს.
-ანუ თსუ-ელი არ ხარ.
-მერე რა, სხვა უნივერსიტეტებიდანაც შეგიძლია დაპატიჟო.
-აჰაა - ჩავილაპარაკე დაბნეულმა.
-შენ ვის პატიჟებ?
-სანდროს - წამოვაყრანტალე და იმ წამსვე ვინანე.
***
თსუს ამხელა ფინანსები საიდან ჰქონდა, რომ ასეთი პრესტიჟული რესტორანი გაექაჩა, მით უმეტეს აუდიტორია 115-ის მძვინვარების ფონზე, ჩემთვის მთელი საღამოს განმავლობაში საიდუმლოდ დარჩა, თუმცა ფაქტია თავს ზემოთ ახტნენ. თბილისის გარეუბანში მდებარე “რეტა პალასი” მთლიანად მეცხრამეტე საუკუნის დიზაინით იყო გაწყობილი, მაღალი ჭერი ვინტაჟური, ლომის ფეხებზე შესკუპებული მაგიდები, მოჩუქურთმებული სარკეები.
-კიბეზე ჩარბენის დროს ფეხსაცმელი თუ გაგძვრა, ვირწმუნებ რომ ზღაპარში ვართ. - გადმომჩურჩულა ცოტა არ იყოს დაბნეულმა სანდრომ.
-მე მგონი იმას გვიმტკიცებენ თვითმმართველობა ფულებს არ ჭამსო - ჩავიხითხითე მე და ოფიციანტს ლანგრიდან შამპანური ავწაპნე.
-ნახე, აქაც ალა-ფურშეტია - ჩაეცინა სანდროს და დარბაზის მეორე ბოლოში გაწყობილი შვედურ მაგიდაზე მანიშნა.
ძალიან არაელენგატურად ჩავიფრუტუნე. ალა-ფურშეტზე კანაპეები გამახსენდა, კანაპეებზე ლევან გამრეკელი და თვალებდაქაჩულმა მოვათვალიერე ვეებერთელა ოთახი მისი ან ანოს პოვნის მიზნით. უშედეგოდ - არც ერთი არ ჩანდა. სამაგიეროდ, ვიპოვე ილო წერეთელი, რომელსაც ჩემთვის სრულიად უცნობი გოგო ამოეეღლიავებინა და მხიარულად ექაქანებოდა ვიღაცებს. ჩემს დანახვაზე ყველას დაემშვიდობა, გოგოც მიაგდო და გამოექანა.
-შენ მაინც რა გინდა აქ? - შევიცხადე მე.
-მთელი ბანდა აქ იყავით და რა მექნა? - მოისაწყლა თავი ილომ.
-ვინაა, კაცო, ის გოგო? - ჩაერთო არანაკლებ გაოცებული სანდროც.
-რა ვიცი მე, შევაბი პროსტა რა და დამპატიჟა.
მე და სანდრომ სინქრონში ამოვიოხრეთ.
-შენ რაღაც ნამეტანი შეჰყევი ამ ბოლო დროს პრანჭვას, ხომ იცი - შუბლშეკრულმა ამათვალიერა წერეთელმა - მოგიხდა სანდროსთან პაემნები.
არა, კარგად კი გამოვიყურებოდი, მაგრამ სანდროს გამო ნამდვილად არა. გუშინწინ მთელი თბილისის მაღაზიები შემოვირბინე, იდეალური კაბა რომ მეპოვა. ბოლოს, ერთ-ერთ მაღაზიაში მიგდებული რომ ვქშინავდი, კაბამ ლამის თვითონ მიპოვა. თეთრი, წინ დახურული, ზურგამოღებული, ბოლოში ფრიალა, თეთრი, მიდი კაბა, რომელსაც წითელი ფეხსაცმელები შევუხამე, თავზე ე.წ “ტიმოშენკოს ნაწნავიც” დავიდგი და იმ იმედით წამოვედი რომ ლევან გამრეკელს ჩემს დანახვაზე ყბა ჩამოვარდებოდა.
-უბრალოდ თქვი რომ ლამაზად გამოვუყურები და მოკეტე - დავებღვირე ილოს.
ილომ პასუხის გაცემა მოინდომა, მაგრამ აზრის ჩამოყალიბება არსაიდან გამოჩენილმა ლევანმა და ანომ შეაწყვეტინეს.
ანოს დანახვაზე ტირილი მომინდა. მოტკეცილი, შავი, მოკლე კაბა ეცვა. ზუსტად ისეთი მთელი ცხოვრება რომ მინდოდა მომხდომოდა და არ მიხდებოდა. თმა ცხენის კუდად გადაეწია და თვალები ჩამუქებული ჰქონდა. ხელმკლავგაყრილი ლევან გამრეკელთან ერთად ისე მოდიოდა თითქოს წუთი-წუთზე წითელი ხალიჩის ფოტოსესია უნდა მოეწყოთ.
-როგორა ხართ, ხალხო? - შემოგვცინა ლევანმა.
-ეს მთელი სასტავი რომ წყვილებად დაიყავით, მოსული პონტია? - დაებღვირა ილო და შუბლშეკრულმა მოგვათვალიერა.
გამრეკელმა გემრიელად გადაიხარხარა და ხელი დარცხვენილ და აწითლებულ ანოს გადახვია. მეტის ატანა მართლა აღარ შემეძლო.
-უკაცრავად, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავალ.
-გამოგყვები - ერთხმად შემომთავაზეს ილომ და სანდრომ.
-არა, არა იყავით, მოვალ ორ წუთში - დავამშვიდე ორივე და ერთ-ერთი მიყრუებული აივნის გასასვლელისკენ დავიძარი.
ნუთუ ვეჭვიანობდი? ლევანზე რომ შეყვარებული არ ვიყავი ზუსტად ვიცოდი, მიუხედავად მისი კოცნებისა, მიუხედავად სანდროს ყურადღებისა ზაზა ხიზანიშვილის ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო რომ ჩემს ცხოვრებაში არსებული ყველა მამრი ერთი ხელის მოსმით დამვიწყებოდა. მეორე მხრივ როგორც კი ერთმანეთზე მიხუტებული ლევანი და ანო მახსენდებოდა, ერთი სული მქონდა გულ-ღვიძლი ამომეღო.
ფიქრები წელზე უეცრად შემოხვეულმა ხელმა გამიფანტა. არც შემშინებია და არც გავნძრეულვარ, ზუსტად ვიცოდი, ვინც იქნებოდა.
-ძალიან “იავნად” რომ ეჭვიანობ, ამჩნევ თვითონაც ხო - კისერში ჩამაორთქლა ლევანმა.
-რისი დანახვაც გინდა, იმას ხედავ - ავიჩეჩე მხრები გულგრილად.
-ეს გამო***ვებული კაიშაური, გამოუსადეგარი ხელჩანთასავით როდემდე უნდა ათრიო?
-აბა ვინ ეჭვიანობს? - ჩამეღიმა მე.
უეცრად ლევანმა ისეთი სისწრაფით შემომატრიალა, კინაღამ ჩავიკეცე.
-მე იმის გამბედაობა მაინც მაქვს რომ ვაღიარო - სერიოზულად მითხრა ლევანმა და თვალებში ჩამხედა.
შემდეგ უკვე ყველაფერი იმდენად სწრაფად და ორგანულად მოხდა, რომ წესიერად არც მახსოვს. ლევანის გახურებულ ტუჩებს ვგრძნობდი ტუჩებზე, ლოყებზე, შუბლზე, თვალებზე, კისერზე. წამის უმალ შემომსვა აივნის მოაჯირზე და ჩემი ფეხები წელზე ისე მტკიცედ შემოიხვია, იქიდან რომ ჩამოვვარდნილიყავი, მიწამდე სული არც ერთს არ დაგვყვებოდა.
-წავიდეთ რა აქედან - კოცნებს შორის შემეხვეწა ლევანი და ხელი კაბის ქვეშ შემიცურა.
მანამ სანამ ხელის ადგილმდებარეობა გავიაზრე, დადებითი პასუხი გონებაში ავაწყვე და კიდევ ერთ გააფთრებულ კოცნას ვუპასუხე, ნეტარებას ვიღაცის ჩახველებამ მომწყვიტა.
აივნის კარებში გადაფითრებული სანდრო, თვალებაცრემლებული ანო და დოინჯშემორტყმული ილო იდგა, რომელსაც აშკარად ვერ გადაეწყვიტა სიცილი დაეწყო ტუ ტირილი, ეს ყველაფერი მანამ სანამ ჩემს ფეხებს შორის ფრიად პიკანტურ პოზაში გაშეშებული ლევან გამრეკელი სულს ძლივს ითქვამდა. ხანგრძლივი დუმილი ისევ ლევანმა დაარღვია.
-მოგვეკითხა!



№1  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო. ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline წევრი shany shany

უკვე მეგონა რიმ ეს ისტორია აღარ გაგრძელდებოდა. .. კიდევ ამხელა ინტერვალი იქნება მომდევნო თავამდე?

 


აუ, ძალიან ძალიან მაგარი ჩანს! ძალიან დამაინტერესა და თუ დიდხანს არ დაიკარგები,როგორც კომენტარებიდან გავიგე, შენი მუდმივი მკითხველი გავხდები. მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში და მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent