შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრის-მიაუ (6)


17-01-2017, 08:11
ავტორი პოლკოვნიკი
ნანახია 1 294

იმ დღეს, როცა ლევანის ბინაში ხელიხელჩაკიდებულებს ზაზა წაგვადგა თავს (თუ ჩვენ წავადექით ზაზას თავზე), მილიონი მიზეზი დავაბრეხვე, ნინას არ უყვარს სახლში გვიან რომ მივდივარ-დან (დღის სამი საათი იყო) დაწყებული, ლევანს რაღაცები ამოვატანინე და ახლა მივდივარ-ით (ხელში არც ერთს არაფერი გვეჭირა) დამთავრებული და გამრეკელის ბინიდან გაქცეული პატიმარივით მივიმალე, თავს შევიფიცე, რომ ლევანს ამიერიდან აღაროდეს აღარ გავეკარებოდი.
თუმცა მეორე დღეს თავისთან რომ მიმიპატიჟა, მოდი, ახალი ავეჯი განახოო, რატომღაც ეგრევე გავვარდი.
შემდეგ კვირას მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა და მარტო არ წამიყვანოო.
ორიოდე დღეში რაღაც ლაივის მოსმენა მოუნდა, რომელიღაც ბარში, შემდეგ თბილისის ქუჩებში გასეირნება.
მარტის ბოლოს ყაზბეგში წამათრია, დაბერდი ქალი და სალაშქროდ ნამყოფი არ ხარო.
აპრილში ბოლოს და ბოლოს მოვიკრიბე გამბედაობა და ჩემთან დავპატიჟე. ზოგადად ყველა ჩემს ახალ მეგობარს დედაჩემი ნათლავდა მისი გამომცხვარი ტკბილეულით. ლევანი იმდენი ლიტრი ჩაით და შოკოლადის ნამცხვრით მონათლა რომ ბოლოს არანაკლებ ნაჭამ-ნასვამმა ილომ ლამის ხელში ატატებული გაიტანა კარებში.
იმ ავადსახსნებელ კოცნებზე არც ერთი კატეგორიულად არ ვძრავდით კრინტს, თითქოს ჩვენი გაცნობის პირველი ორი დღე არც კი არსებულა.
***
აპრილის თბილი საღამო იყო, როდესაც სანდრო კაიშაურმა პაემანი დამინიშნა.
-ხომ ვთქვი მოსწონხარ თქო! - კმაყოფილი სახით გადმომხედა ლევანმა, როდესაც სანდროს ზარიდან 20 წუთში ნაგიჟარივით შევუვარდი ბინაში.
-ნუ მეტრიპაჩები და მითხარი რა გავაკეთო - შევუღრინე უკმაყოფილომ და ტახტზე დავებერტყე.
-არავითარ შემთხვევაში. რომ გითხრა უარი უთხარი თქო, გადამაჭამ შენს გამო რა კარგი ბიჭი გავუშვი ხელიდანო. რომ გითხრა დათანხმდი თქო, ახლა იმითი გამიბურღავ ტვინს, ეს ვინ გადამკიდეო. შარის თავი მაქვს? - ხელები გაასავსავა ლევანმა.
დანებებების ნიშნად ამოვიოხრე და ილოს დავურეკე.
-მერე ზაზა? - იყო ილოს პირველივე კითხვა ჩემს მონაყოლზე.
-რა ზაზა?
-ზაზა არ მოგწონს?
-ზაზას ვკიდივარ.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა და ნოკა თვეების დაშორებული იყვნენ, ზაზა ზედაც კი არ მაფურთხებდა.
-და სწორია სანდროსთან ერთად წახვიდე პაემანზე თუ ზაზა მოგწონს? - დამანამუსა წერეთელმა.
-ეგრე ვერასდროს ვერავისთან წავსულვარ.
-თავშიც ქვა გიხლია ჰოდა! - ყურმილი დამიგდო ილომ.
ამოვიოხრე და ლევანს შევხედე. გამომცდელად მიყურებდა.
-მე მგონი დავთანხმდები. - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-ყოჩაღ - მშრალად მითხრა ლევანმა და ზურგი მაქცია.
***
პაემნის დღეს ილო დამადგა სახლში.
-ნინა სად არის? - ზღურბლზევე დამიქაჩა თვალები ილომ, როცა კარი მე გავუღე.
-ეკასთანაა ერთი კვირით წასული. - ეკა დეიდაჩემი იყო, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა.
-ოოოოოო, სპეციალურად არ ვჭამე, ნინა მაჭმევს თქო - აიმრიზა წერეთელი და ის იყო ბინაში უნდა შემოჯლიგინებულიყო, რომ კიდევ ერთხელ გაჩერდა - რატომ ხარ ასეთი ლამაზი?
სანდრომ თანამედროვე ხელოვნების გამოფენის გახსნაზე მიმყავხარ, სრულიად თბილისის პერო საზოგადოება მანდ იქნება და კლასიკურად ჩაიცვიო. ამიტომ შავი ზურგამოღებული კაბა და შავივე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა, რომლებშიც რაღა დავმალო და ძლივს დავდიოდი.
-სანდრო. პაემანი. დღეს - მოკლედ ჩამოვუყალიბე მე და სამზარეულოსკენ გავპაკუნდი.
ილომ წაუსტვინა და ანოს და ლევანს გადაურეკა, მოდით მოგვესწრო გოგოო. 15 წუთში ორივე ამაყი მშობლებივით შემოლაგდნენ ჩემს ბინაში.
-როგორი ლამაზი ხააარ - აღფრთოვანდა ანო და ამაყად შემათვალიერა.
-შენა - ლევანს დაეკითხა ილო - აქამდე იცოდი ეს გოგო რომ იყო?
-შენი არ ვიცი და მე ვიცოდი - თვალი ჩაუკრა ლევანმა.
ილო სიცილით მოკვდა, მე - სირცხვილით.
-პიცა შევუკვეთოთ რა, კუჭი მიხმება შიმშილით - უხერხილობისგან მიხსნა ანომ.
-ოოო, პიცას სანდრო დაასწრებს მოსვლას, მეც ხომ მშია არა - გავუპროტესტე უკმაყფილომ.
-შენ “კუწურიე” საზოგადოებაში ყლაპე კანაპეები - წამკბინა ლევანმა.
მეც, ანომაც და ილომაც გაოცებულებმა გადავხედეთ. ვის, ვის და სიკეთით სავსე გამრეკელს სარკასტული კომენტარები არ ახასიათებდა.
-მაღაზიაში ჩავირბინოთ უცებ და რამე ვიყიდოთ - უკვე მეორედ განმუხტა სიტუაცია ანომ.
-წამო, ჰე - წამოხტა ილო ეგრევე.
-ვერ წამოვალ მე - კილომეტრიან ქუსლებზე და კაბაზე ვანიშნე შეწუხებულმა.
-ჩვენ ჩავალთ, შენ და ლევანი დარჩით - პრობლემა გადაწყვიტა დევდარიანმა და ილო სულ ციმციმ წააკონწიალა.
-ლევანთან მარტო დარჩენილმა რატომღაც უხერხულობა ვიგრძენი. ბოლო თვეების განმავლობაში გამრეკელმა მოახერხა და თავისი მნიშვნელობით ლამის ანოს და ილოს გაუტოლდა. ყველაფერში უპრობლემოდ ვენდობოდი და ისიც ვიცოდი, რომ მისთვის ყველაფერის თქმა და მოყოლა შემეძლო და მაინც ხანდახან მარტო დარჩენილებს ეს უხერხულობა გვახლდა ხოლმე თან. ხანდახან ზედმეტად ბევრს ვფიქრობდი ჩემს მიერ მისთვის ნათქვამი წინადადება ფლირტად ხომ არ აღიქმებოდა, ხანდახან მეჩვენებოდა რომ ჩემი ხელი ზედმეტად დიდხანს ეჭირა, ზედმეტად ბევრჯერ მკოცნიდა, ზედმეტად ბევრს მეხუტებოდა, რაც არასდროს მიგრძვნია ილოსთან, რომელიც ამ ყველაფერს ლამის ორმაგად და სამმაგად აკეთებდა.
-სანდრო მოგწონს? - ფიქრებისგან გამომაფხიზლა ლევანმა.
-კარგი ბიჭია - ავიჩეჩე მხრები და კედლის სარკესთან მივედი.
სანამ კაბის სწორებით ვიყავი გართული, ვიგრძენი როგორ შემომეხვია ორი გრძელი ხელი წელზე. შევკრთი და სანამ გავაპროტესტებდი ლევანის სუნთქვა კისერში ვიგრძენი. გამაჟრჟოლა. ნებისყოფის უკანასკნელი ნამცეცები მოვიკრიბე და ხელიდან დავუსხლტი.
-ეს რა იყო? - მკაცრად დავეკითხე და შევეცადე სუნთქვა დამერეგულებინა.
-უბრალოდ ვცდილობ ის ფაქტი ვუზრუნველყო, რომ იმ **ეობა გამოფენაზეც კი ჩემზე იფიქრებ - ცივად გამიცინა ლევანმა და ჩემკენ დაიძრა.
-რა…? - სანამ კითხვის ფორმირებას მოვასწრებდი გამრეკელმა ჩვენს შორის არსებული მანძილი სამი მოკლე ნაბიჯით დაფარა და მაკოცა.
აზრები იმის შესახებ რომ ცოტა ხანში სხვა ბიჭთან ერთად მივდიოდი პაემანზე თავიდან გამომიფრინდა და ლევანს მთელი სხეულით ისე ავეკარი, თითქოს ჩემი ცხოვრება ამაზე იყო დამოკიდებული. ამ კოცნას რომანტიკულს ან თბილს ვერ დავარქმევდი, აგრესიულად და ბრაზით მკოცნიდა, თითქოს უნდოდა ეტკინა და მიუხედავად ყველაფრისა, როცა მომწყდა, ისე მეწყინა, კინაღამ ავყვირდი.
ორივენი ისე მძიმედ ვსუნთქავდით, თითქოს მარათონი გავირბინეთ. ტუჩები დაბუჟებული მქონდა და მიფეთქავდა, არც ლევანი გამოიყურებოდა უკეთესად.
-იდიოტო- ჩავილაპარაკე ჩემთვის - შე იდიოტო.
გამრეკელმა პირი გააღო, თითქოს რაიმეს თქმა უნდოდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს კარზე ზარი გაისმა.



№1 სტუმარი Guest liliko

ძალიან გამიხარდა სათაური რომ დავინახე heart_eyes [center][/center]მაგრამ ძალიან მაინტერესებს რატომ დაგვივიწყე grin იმედი მაქვს შემდეგ ნაწილს მალე დადებ და თავს არ მოგვანატრებ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი gaaaash

Arc ki mjeraaa, kai ra, agar dailargo :s

 


№3  offline წევრი shany shany

Tavidan momixda wakitxvaa..magram sashinlad gamixarda axali tavis danaxvaa....megina agar gaagrdzelebdii...da imedia amxela shualeds agar gaaketeb tavebshoriiis

 


№4 სტუმარი natuka

Dzalian momwons es istoriaaaaa miyvarsssss

 


№5  offline წევრი Lokeba

ვაიმეე არმჯერა რომ მეღირსაა joy მალედადეე ახალი თავიი heart_eyes kissing_heart

 


№6  offline წევრი პოლკოვნიკი

ძალიან დიდი მადლობა ყველას!
და ბოდიში რომ გალოდინეთ, ახალი თავი ძალიან მალე იქნება, გპირდებით <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent