ბედნიერების რეცეპტი (მეთოთხმეტე თავი)
ბარში შევარდნილმა თორნიკემ მოციმციმე ნათების ფონზე უცებ ვერ აღიქვა მოვლენები. ვიღაც ისევ ცეკვავდა, ვიღაც - იგინებოდა, სადღაც შორიდან ძლივს მოსწვდა სმენას დათას ხმა: - დედას მო... შე ახვარო! - გამეტებით ურტყამდა ვიღაცას ვაჟი. სიბნელეში სილუეტის გარჩევა გაუჭირდა, თუმცა არც აინტერესებდა ცემის ობიექტის ვინაობით. სულ რამდენიმე ნახტომში აღმოჩნდა მათ მაგიდასთან. წამიერად მოავლო თვალი მეგობრებს, იკა არ ჩანდა, პრინციპში არც კვანტალიანი. შეშინებული გოგონები კუთხეში მიყუჟულიყვნენ, ბიჭები რატომრაც ჩარევას ან არ ცდილობდნენ ან ვერ ბედავდნენ. გააფთრებული დათა ზედ დასჯდომოდა სხვერპლს და გამატებით ურტყამდა სახეში მუშტებს. - დათა, გაჩერდი! შეჩერდი! - საკუთარი ხმის ცნობა გაუჭირდა ვაჟს. თუმცა მისი აშკარად არ ესმოდა ასათიანს, უფრო და უფრო გამეტებით ურტყამდა ძირს დავარდნილს. სხვაგვარად რომ ვერ მიუდგა, უკნიდან იღლიებში ამოსდო მკლავები და ისე გააკავა დასარტყმელად შემართული მეგობარი, რომელიც ხელების ნაცვლად ამჯერად წიხლებს უქნევდა მოწინააღმდეგეს - კვანტო?! - თვალებს არ უჯერებდა, როცა ცემის ობიექტში საერთო მეგობარი ამოიცნო. - „ტრუპი“ ხარ, ასათიანო, ტრუპი! - წელი ძლივს აითრია კვანტალიანმა, პირიდან სისხლს აფურთხებდა, თუმცა მუქარას მაინც ახერხებდა. - კიდევ რომ ლაპარაკობს, ეს ახვარი ესა! ილოცე, რომ არაფერი მოხდეს, ილოცე, თუმცა შენ ლოცვის რა იცი?! იცი მაინც რას ნიშნავს ეგ სიტყვები?! - სიმწრისგან და სიბრაზისგან ერიანად კანკალებდა დათა. კვანტალიანს პასუხის დაბრუნება არც კი უცდია. თორნიკემ ხელის გაშვება სცადა, თუმცა მალავე ინანა, ისევ საჩხუბრად გაიწია დათამ, ისევ ბორკილებად შემოარტყა მეგობარმა ძლიერი მკლავები: - გამიშვი თოკო, შენ არ იცი... უნდა მოვკლა, არ უნდა ვაცოცხლო, ეს ახვარი ესა! - ამჯერად თვითონ ემუქრებოდა დათა. კიდევ ერთხელ მოავლო უძრავად მდგომ მეგობრებს თვალი. ეუცნაურა მათი პასიურობა, თუმცა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. - ვინმემ გაიყვანეთ! - კვანტალიანზე ანიშნა იქვე მდგომ ბიჭებს. - არც კი გაბედო, გაიქცევა, თოკო, ვინანებთ, არც კი გაბედო! - მუდარით ეუბნებოდა დათა. თუმცა მეგობარს მისთვის აღარ მოუსმენია, ბიჭებს ანიშნა ბრძანება შეესრულებინათ. - იკა სადაა? თქვენთან არ დავტოვე?! - იკა?! ეეე... იკუშ ტო... - თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, აქამდე საცემრად შემართული დათას უცებ რაღაცამ გაუელვა, თუმცა საკუთარი აზრის თავადვე შეეშინდა - მეორე ტაბლეტიც ჩაყლაპა. - თავის ქექვით ხმამაღლა ფიქრობდა ის, თითქოს ახლაღა გაიაზრა რა თქვა. შიშჩამდგარი თვალებით გახედა კვანტალიანს. - იკას? შეუძლებელია... - აშკარად მიუხვდა უთქმელ სიტყვებს - ბოლოს რომ ვნახე, საპირფარეშიში მიდიოდა... - მასზე არანაკლებ შეშინებულმა უპასუხა ყოფილმა მოწინააღმდეგემ. - ამდენ ხანს?! - ყურადღებას აღარ აქცევდა ზურგს უკან ისევ მოკამათე ბიჭებს, თორნიკე უკვე მამაკაცების საპირფარეშოსკენ გარბოდა. კარები შიგნიდან დახვდა ჩაკეტილი. რამდენიმეჯერ დააკაკუნა, თუმცა უშედეგოდ, შიგნიდან პასუხი არავის გაუცია. - დამეხმარეთ! - მეგობრებს აღარც დაელოდა, შორიდანვე მთელი ძალით თავდვე შეასკდა კარს. დათასთან ერთად შეჯახების მეორე მცდელობაზე, როგორც იქნა შეგლიჯა კლიტე. პირსაბანში წყალი მოედინებოდა, იატაკზევე ჩამჯდარიყო იკა, სახეზე უჩვეულოდ გადათეთრებულს თვალები დაეხუჭა. - იკა, იკუშ! - მხრებში ანჯღრევდა დათა. - იკუშ, არ გაბედო, იკუშ, შემომხედე! - ხმამაღლა ღრიალებდა თორნიკე. - ტყუილად წვალობთ, თუ წამლისგანაა, უკვე მკვდარი იქნება! - თითქოს ჯიბრით ენას არ აჩუმებდა კვანტალიანი. - მოგკლავ, შე ნაგავო! - ისევ საცემრად გაიწია დათამ, თუმცა კვანტალიანმა კარებში გავარდნა მოასწრო. ის არ გეყო, რომ ნაგავი შემოგვასაღე, ახლა სასიკვდილოდაც გვიმეტებ?! - ახლა მაგის დრო არაა! - ცივად გაიჟღერა თორნიკეს ხმამ - იკას უნდა ვუშველოთ! თითის ბალიშებით არტერიაზე სულ ოდნავ იგრძნო პულსის ცემა. იმედი მიეცა, მართალია სუსტაც, მაგრამ ხომ მაინც იგრძნობოდა?! ალბათ, მათი ხმა გაიგონა, თვალების გახელა სცადა ირაკლიმ. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცალი ხელით მობილურზე თეკლესთან ნომერს კრეფდა, ცალი ხელით კი ვაჟისთვის მაისურის გახდას ცდილობდა - თეკლესთან დარეკე. დროზე. მაგ ნაგავს მერეც გავუსწორდებით. - არ მითხრათ, რომ ფული არ გეყოთ! - ჩვეულებისამებრ მხიარული ხმით უპასუხა გამზრდელმა. - დედა, მომისმინე, დახმარება მჭირდება! - ზედმეტი შესავლის გარეშე, პირდაპირ დაიწყო ვაჟმა. - რა გჭირს? სად ხარ? - თორნიკეს დაძაბულმა ხმამ აშკარად დააფრთხო თეკლე. - მეგობარია ცუდად! - სიმართლის გამხელა ვერ გაბედა - სავარაუდოდ ზედმეტი დოზით ან იქნებ უარესი, ინტოქსიკაციაც დასაშვებია... - სწრაფად მიაყარა ბიჭმა. - სად ხარ მითხარი, ახლავე მოვდივარ... - შარლდენზე თეკლე დეიდა, მაგრამ დრო არ ითქმენს! - სასოწარკვეთილებისგან აღრიალდა დათა ირაკლის უაზროდ გაშეშებული მზერის დანახვაზე. - დედა, მიკროფონზე ჩავრთე, მიკარნახე, დედა, გესმის?... - ღავადაც პანიკაში მყოფი ყვიროდა თორნიკე. - მესმის! - მღელვარების დასაფარად ღრმად ჩაისუნთქა ქალმა, შიშით ვეღარ მოიკითხა ძმისშვილი - არ შეშინდეთ!. -სხაპასხუპით აყრიდა პირველადი დახმარების წესებს - თრონიკე, დედი, გესმის?! იმახსოვრებთ? - კი დედა, კი... - უკვე ასრულებდა ქალის დარიგებებს ქართველიშვილი. - არ შეშინდეთ გესმის? არ დამღუპოთ! მოვდივარ, სულ რამდენიმე წუთი გაუძელით, სულ რამდენიმე... სასწრაფოს სირენის ხმამ გადაფარა თეკლეს ცრემლებით სავსე ხმა. გვერდში ედგა თორნიკეს თავადაც მიტკალივით გათეთრებული დათაც. - აუცილებლად გვიშველიან, დაგვეხმარებიან!... - ჩუმად ბუტბუტებდა ასათიანი, ყურადღებას აღარ აქცევდა თავადაც რომ ვერ იყო კარგად, უჩვეულო სისუსტე ნელ-ნელა უჯდებოდა სხეულში. სახეზე ოფლი ასხამდა. - შენ რაღა გჭირს? - ეჭვით გამოხედა ცივი წყლის მისასხმელად პირსაბანთან დახრილ მეგობარს თორნიკემ. - ერთი ტაბლეტი მეც გადავყლაპე... - მისკენ არც გაუხედავს ისე უპასუხა ბიჭა. - ამის დედაც! - სიმწრისგან მუშტი კედელს ჩაარტყა მთელი ძალით თორნიკემ. - ოღონდ ახლა გამოვძვრეთ და კვანტალიანის დედას.. - ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ ისევ იმუქრებოდა დათა. უცებ შიში გაუჩნდა, რომ ვერ შეძლონ? რომ ვერ გადარჩნენ? - მოვკვდებით, ტო?! იკას ასეთი მდგომარეობა რომ არა, ალბათ მსგავსი კითხვის გამო ხარხარი აუტყდებოდა თორნიკეს, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ ეცინებოდა. გააღიზიანა, საოცრად გააბრაზა დათას ნათქვამმა. - ნუ ბოდავ რაღაცას, ორივენი კარგად იქნებით, უფლება არ გაქვთ კვანტალიანთან მარტო დამტოვოთ, მაგ ნაბოზარს ერთად უნდა გავუსწორდეთ ამ ნაგვის შემოსაღებითვის. - თეკლე გვიშველის?! - სხეულის კანკალს ვეღარ იკავებდა ასათიანი, არ ამხელდა, მაგრამ ნელ-ნელ მუხლებში ძალაც ეკარდებოდა. - ამის დედაც, პულსი სულ უფრო უსუსტდება! - შორიდან ესმოდა ირაკლისკენ დახრილი თორნიკეს ხმა - იკუშ, გთხოვ, იკუშ, გემუდარები! - თორნი... - მაგრამ დასრულება ვეღარ შეძლო, ნელ-ნელა თავადაც ცივ მეთლახზე ჩაცურდა. - დათა! - ამჯერად მას დაეტაკა ქარტველიშვილი, ვეღარ გაეგო პირველად რომლისთვის მიეხედა. მშველელის ძებნაში აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ საპირფარეშოშიც მარტო დარჩენილიყო და აღარც ბარში ჩანდა ვინმე. ვერც კი გაიგო როდის მიატოვეს მეგობრებმა. მუდამ სავსე ბარი უჩვეულოდ ჩაჩუმებულიყო, შენობაში მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ. - ამათი, დედაც... - ისევ უწმაწურად იგინებოდა. საკუთარი უსუსურობა ასე მძაფრად არასოდეს უგრძვნია, ორად გახლეჩილი ხან ერთთან გარბოდა და ხან მეორესთან. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ვეღარ იკავებდა ცრემლებს. როგორც იქნა სასწრაფოს სირენების გამაყრუებელი ხმაც მისწვდა სმენას და შენობაში ექიმების ბრიგადასთან ერთად თეკლეც შემოვარდა. ალბათ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თორნიკეს საღსალამათს რომ ხედავდა, მაგრამ მუხლები კინაღამ მოეკვეთა ქალს, როცა საპირფარეშოს იატაკზე გაშოტილი ბიჭები დაინახა. - დედა, მიშველე! ყელში მოწოლილი კივილის დასაფარად, ტუჩებზე იკბინა, პირში დაგროვილმა სისლის, ჟანგისმაგვარმა გემომ მაშინვე გონს მოიყვანა. - დარბაზში დაგველოდე. ფეხებში ნუ გვედები! ტონი ცივი ჰქონდა, საქმიანი თეკლეს, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო ბიჭი. მიუხედავად დედობილის ბრძანებისა, გასვლა არც კი უფიქრია, თითქოს ფრთები გამოსხმოდა, აღარსაც ჩანდა შიში, აღარც დაბნევა, თეთრხალათიანებთან ერთად თავდაუზოგავად იბრძოდა მეგობრების სიცოცხლისთვის, მათ დარიგებებს ზედმიწევნით სიზუსტით ასრულებდა. ხან სისტემას უჭერდა, ხან ჟგუტის გადაჭერაში ეხმარებოდა. ბიჭები მაშინვე საკაცეებზე დააწვინეს, დარბაზში გადაიყვანეს, თორნიკესთვის გაურკვეველი სითხეებით სავსე პარკებით გადასხმის სისტემები იქვე დაუდგეს, როგორც იქნა თითქმის ნახევარ საათიანი წვალების შემდეგ დათამ თვალებიც გაახილა, იკა ჯერ კიდევ უგონოდ იყო, თუმცა პულსი აღუდგა, გულისცემა ნელ-ნელა დაურეგულირდა. - ამ ეტაპზე ესეც შედეგია, დანარჩენს ცენტრშიც მოვახერხებთ! - დამაიმედებლად ჟღერდა ექიმის სიტყვები. - დროს ნუ დავკარგავთ, თუ გადაყვანა შესაძლებელია, წავიყვანოთ! - ისევ უფროსის ამპლუაში იყო თეკლე. შედარებით დამშვიდებულმა ახლაღა შეხედა შვილობილს. სხვა დროს ალბათ საყვედურებით აიკლებდა, მაგრამ ვაჟის ნერვიულობისგან გაფითრებული სახის დანახვაზე გაჩუმება ამჯობინა. - იმედია კარგი გაკვეთილი მიიღე! - მხოლოდ მსუბუქად წაკბინა. - არ გინდა დედა, გთხოვ! - ბოღმა ყელში აწვებოდა საკაცეზე ნახევრად უგონო დათასა და ჯერ კიდევ გათიშულ იკას შემხედვარეს. - მე, იკას მანქანით სასწრაფოს გავყვები, შენ კი შინ წადი, დასვენება არ გაწყენს... - გულმა მაინც არ მოუთმინა, მაინც შეეცოდა მისი გაზრდილი, თუმცა სასჯელად ბევრად უარესი მოიფიქრა - მამაშენს გააგებინე, იმედია გეყოფა ვაჟკაცობა და გოგას და გიორგისაც შენვე დაურეკავ!.. ამის ტქმას ყველაფერი ერჩივნა თორნიკეს, მაგრამ შეწინააღმდეგება ვერ გაბედა. - ყველაფერს გავაკეთებ, მათთანაც დავრეკავ... ოღონდ წამოსვლაზე უარს ნუ მეტყვი, მაინც ვერ მოვისვენებ!... - მუდარით უმზერდა დედობილს. უკვე ავტომობილში მჯდომმა თეკლე თავის ქნევით დაეთანხმა, თუმცა ის-ის იყო ბარის ავტოსადგომიდან გასულ სასწრაფოს ავტომობილს უნდა გაჰყოლოდა, სირნების კივილით ეზოში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც შემოვიდა. მიკროფონში ისმოდა პოლიციელი მკაცრი ხმაც: - ავტომობილი გააჩერეთ, გადმობრძანდით და ხელები მაღლა ასწიეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.