შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (ნაწილი 5)


17-04-2017, 21:21
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 164

8.
არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობ რომ მალე ყველაფერი თავიდან დაიწყება. დაღლილი ფეხზე ვდგები და იარაღს ვიმარჯვებ. ამას ვაკეთებ თუ არა იმავე ადგილიდან სროლა იწყება. მეც იგივეს ვიწყებ, მაგრამ ჰაერში არც ერთი მაშხალა აღარ ადის. სამწუხაროა, თითქმის მივეჩვიე კიდევაც მათ დამაყრუებელ ხმას. უფრო დაკვირვებით ვიწყებ ყურებას და მხოლოდ მათ თავებს ვხედავ, ისინი ძირს წვანან! მაგრამ ასე ხომ მათ მოვკლავ...
ერთ-ერთი ტყვია მარცხენა მხარში მხვდება და საშინელი ტკივილი მთელ სხეულში მივლის. თუ მასე უნდათ დაი იყოს მათი წესების მიხედვით. სროლას ვიწყებ და ჰაერში წითელი მაშხალები ადის. ამას არავინ არ მოელოდა, ვიცი რომ ამას არ მოელოდნენ. ერთი-მეორეს მიყოლებით ფეხზე დგებიან და ჩამუხლულები აგრძელებენ სიარულს, მე კი სროლას ვაგრძელებ, ჰაერში კი ფერად-ფერადი მაშხალები ვარდება. მე ხალხს ვჭრი, ვკლავ და სასიკვდილოდ ვწირავ. და ამ დროს ნამუსი აღარ მაწუხებს.
როდესაც მაღლიდან სროლა წყდება ეზოს სხვადასხვა ადგილიდან იწყება და ადბნეული აქეთ იქით ვისვრი, მაგრამ ვიცი რომ ვერავის ვერ გავარტყავ.
ცა მაშხალებისგან და კვამლისგან იწმინდება და ისევ ვხედავ ლურჯ ნაგლეჯს, მანამ სანამ კიდევ ერთი ტყვია მომხვდება მარცხენა ბარძაყში და ჩამუხვლას მაიძულებს.
მე ვერ მოვკვდები. იმდენი რაღაც დამრჩა გასაკეთებელი, იმდენი რაღაც მაქვს გამომსასწორებელი რომ ასე უბრალოდ ვერ წავალ.
შაშხანას ვიღებ და ჩამუხლული ვაგრძელებ სროლას, ამ ჯერად მიზანს აღარ ვაცილებ.

***
სავარძელში მჯდარი ბიჭი ეკრანს თვალს არ აშორებს და გაშტერებული უყურებს რიცხვს, რომელიც მასხალების რაოდენობას ანახებს. ასეთი რამე არასდროს არ მომხდარა.
მთლიანობაში 35 მაშხალა გაისროლეს.
9... არა...10 წითელი. 15 ლურჯი და 10 მწვანე.
ის ხალხს აღარ ინდობს და მზად არის ყველა მოკლას ვინც წინ დაუდგება.

ბიჭი თავს აქნევს და ეკრანს შეწუხებული სახით უყურებს. არ იცის რა ქნას, არ უნდა რომ კიდევ ვინმე მოაკლდეს მის ჯგუფს, მაგრამ თამაშს ვერ შეწყვეტს, ამის უფლება არ აქვს. სხვებს ასე ვერ გაწირავს, მაგრამ თუ კიდევ გაგრძელდება თამაში სხვები აღარც დარჩება. ორი საათი გავიდა, 35 მაშხალა გაისროლეს, გოგო კი სროლას აგრძელებს.
როგორ შეუძლია ასე დაჭრილმა სხვების მოკვლა აგრძელოს, ისე რომ ტკივილს ყურადღება არ მიაქციოს?
-ნახე ახალი შედეგები?! -ოთახში ქერა შემორბის, სახე აწითლებული და აღელვებული აქვს. -ასე ვეღარ გაგრძელდება. გაგზავნილებიდან ხუთი კაცი დარჩა უვნებელი და კიდევ ჯგუფის ლიდერი.
ბიჭი თავს უქნევს, ისე რომ ეკრანს თვალს არ აშორებს.

***
კ ე ს ი
ფეხზე გაჭირვებით ვდგები და სირბილს ვიწყებ, ლიდერი უნდა ვიპოვო და დავასრულო ეს სასაკლაო. მივბივარ და გზადაგზა რაზმის დარჩენილ წევრებსაც ვჭრი, ჰაერში ხუთი ლურჯი მაშხალა მიფრინავს. მორჩა, წესით მარტო ლიდერი უნდა იყოს დარჩენილი. ეზოდან გავბივარ და ტყიებს ვიშორებ, რომელებიც მაღლიდან მოდის. არცერთ იარაღში ტყვია აღარ დამრჩა. არცერთში, Jericho 941-ში მყოფი ორი ტყვიის გარდა, რომელსაც ასე ვეღარ გავწირავ. ვიცი რომ ლიდერი კარგად იქნება დამალული და დაცული.
კიბეებზე რაც შემიძლია სწრაფად ავბივარ, კამერა კი უკან მომყვება, ერთი გვერდიდან მიღებს ერთი კი წინიდან. მე კი სისხლისგან ნელ-ნელა ვიცლები. მაგრამ ამას ყურადრებას ვერ მივაქცევ. ვერ მივაქცევ ყურადღებას მტანჯველ ტკივილს.
-აღარ შემიძლია! -ვყვირივარ და ვჩერდები. მაიკის დარჩენილ ნაწილსაც ვიგლიჯავ და ბარძაყის და მხრის გარშემო ვიხვევ რომ სისხლის ღვრა შევაჩერო. მაიკისგან კი პატარა ნაგლეჯია დარჩენილი.
კიბეებზე სირბილს ვაგრძელებ და თან გზადაგზა ვლანძღავ ამის ამშენებელს. ვინ გამოიგონა ამდენი ბასრი კიბე?!
როცა სახურავის კარებს ვაღებ მშვიდად და ბედნიერად ვისუნთქავ. ახლა ვეღარ წავაგებ, ამდენი რამის შემდეგ ვერ წავაგებ. კარებს ვაღებ, მაგრამ იმ წამსვე ვკეტავ, როგორც კი ჩემკენ მომავალ ტყვიებს ვხედავ. ერთი კიბით დაბლა ჩავდივარ და კიბეებზე ვწვები, რომ კარიდან გამოხწეულ ტყვიებს დავემალო, სხვა გზა აღარ მრჩება მეც უნდა ვესროლო. ერთ ტყვიას ვაცილებ, მეორეს კი მარჯვენა ფეხში ვახვედრებ. კარგია, იკოჭლებს მაინც.
როცა სროლას წყვეტს ფეხზე ვდგები და გარეთ გავდივარ, მაგრამ გვერდიდან იმ წამსვე ის მეჯახება და ზედ მაჯდება, სახეში მუშტების ტყრმას იწყებს, მე კი ვცდილობ რომ გავაჩერო, მაგრამ ის ჩემზე ძლიერია, თან მძიმე. ცარიელ იარაღს ვიღებ და თავში ვურტყავ. დარტყმისგან უკან ვარდება და მის მოშორებას ვახერხებ, მაგრამ როგორც ვიმედოვნებდი ისე არ ხდება და გული არ მისდის დარტყმისგან. პირიქით უფრო გაბრაზებული, თავ გატეხილი იწყებს ჩემკენ სიარულს, მე კი რადგან წასასვლელი არსად მაქვს, უკან უკან მივდივარ. წესით თამაში უკვე უნდა დამთავრდეს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ჩქარობს დამთავრებას.
ბიჭი ჩემკენ გამწარებული და გაბრაზებული მორბის, მე კიდევ გვერდზე ვიწევი და ძირს ვგორავ. ფეხზე ძლივს ვდგები როდესაც ის მეჯახება და ისევ იგივე პოზიციაში ვართ, მაგრამ ამ ჯერად, მე იარაღი აღარ მაქვს რომ ჩავარტყა.
-მზად ხარ სიკვდილისთვის? -კითხულოს და მუშტს მიღერებს. თავს ვაქნევ გამწარებული და დასამაგრებელზე არსებული, უსისხლო და სუფთა დანა მახსენდება, რომელიც ერთხელაც კი არ გამომიყენებია.
-დღეს სიკვდილი არ მიწერია. -ვიძახი ბედნიერი სახით და სანამ აზრზე მოსვლას მოახერხებს დანას ვიღებ და ორივე ხელში ვჭრი, შემდეგ კი მუცელში ვუყრი.
გაფითრებული, გაკვირვებული თვალები აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახეც მასეთი აქვს. ინფაქტისგან უკან ვარდება და მშორდება, ჰაერში კი დიდხანს ნანატრი იასამნისფერი მაშხალა ვარდება, რაც ჩემ გამარჯებას ნიშნავს, მაგრამ მასთან ერთად ჰაერში ლურჯიც ადის, რაც ნიშნავს რომ ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ფეხზე ვდგები და მასთან მივიდვარ, მის მაიკას ვიღებ და შუაზე ვხევ, ის კი თვალებს ძლივს-ძლივობით ახელს და გაკვირვებული მიყურებს, როდესაც მისი ჭრილობის შემოხვევას ვიწყებ რომ სისხლისგან არ დაიცალოს. მასკას ფრთხილად ვხდნი რომ თავისუფლად სუნთქა შეძლოს, მაგრამ ამავდროულად გარშემო მყოფ კამერებს ვანადგურებ რომ მისი სახე არ დაინახონ. ხელებზეც ვუხვევ ჭრილობას და რადგან მისი მაიკა აღარ მყოფნის, ჩემი ზედის ნარჩენებსაც ვიხდი და თავს ვუხვევ.
-გირჩევნია არ მოკვდე. -ვიძახი ხმადაბლა და თავს დაბლა ვხრი.
-რა...ტომ? -კითხულობს ჩუმად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ. მისკენ ვიყურები და წარბებს მაღლა ვწევ, მაგრამ შემდეგ მეღიმება.
-იმიტომ რომ არ მინდა კიდევ ერთი ადამიანი მოვკლა. -ვიძახი ხმადაბლა ის კი იღიმის. პირს აღებს რომ რაღაც მითხრას მაგრამ ხველება უტყდება და სისხლს აფურთხებს. -ჩუმად იყავი და ისუნთქე. -ვიძახი და ისიც თავს მიქნევს. -ბოდიში. -ვიძახი ხმადაბლა და მთელი დღის მანძილზე პირველად ვაძლევ ცრემლებს იმის უფლებას რომ ჩამოედინონ. -ძალით არ მინდოდა, არც შენი და არც იმათი ასეთ დღეში ჩაგდება...
-შენ...ის...ისინი...არ...მო...გი...კლავს... -იძახის ნაწყვეტ-ნაწყვეტ და იღიმის, სისხლიანი კბილები უჩანს და უფრო ცუდად ვხდები. -შენ...ისინი...უიმედო...მდგო...მა...რეო...ბა...მდე მიი...ყვანე... -იძახის და ხველას აგრძელებს,მე კი მის გაჩუმებას უშედეგოდ ვცდილობ. ჩემ გარშემო არსაიდან ექიმები ჩნდებიან და მის საკაცეზე გადაყვანას იწყებენ.
-რას გულისხმობს? -ვკითხულობ და ერთ-ერთ ექიმს ვაჩერებ. ის კი მიყურებს, ოდნავ შეშინებული, მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებს, შემდეგ კი მზერა ჩემ ჭრილობებზე გადააქვს.
-დაჯექი, ცუდად გამოიყურები. -იძახის და მსვავს. ნიღაბის გამო ვერ ვხვდები რამდენი წლის უნდა იყოს, მაგრამ ვიცი რომ ჩემზე ძალიან დიდი არ უნდა იყოს. ცისფერი თვალები აქვს და ისე მიყურებს თითქოს გადავრჩები თუ არა მართლა აღელვებდეს. -ისინი არ მოგიკლავს, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. რაც შეეხება ლურჯ მაშხალიანებს ისინი შედარებით უკეთ არიან, მაგრამ არც ისინი არიან კარგად. -გაკვირვებული ვუყურებ და ისიც დეტალურად ახსნას იწყებს. -მწვანე მაშხალიანები სიცოცხლისკენ არიან, ლურჯ მაშხალიანები შუაში, მაგრამ უფრო გადახრილი სიკვდილისკენ, წითლები კი ცოცხლები, მაგრამ სიკვდილისკენ ძალიან გადახრილები. -თავს ვუქნევ, ისე რომ ხმას არ ვიღებ.
გასაგებია, ჯერჯერობით არავინ მომიკლავს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ არ შეიძლება რომ მოკვდნენ. მე მაინც მკვლელი ვარ.
-ნუ ნერვიულობ. -იძახის ხმადაბლა და მხარზე ფრთხილად მადებს ხელს. -შენ თავის გადარჩენას ცდილობდი. -თავს ვაქნევ და ტირილს ვიწყებ. მთელი დღის დაგროვილი, სევდა, ტკივილი და ფიქრები ერთად მაწვება და ცრემლებს გარეთ გამოსასვლელ გზას უკვლევენ. -დაწყნარდი, ნუ ტირი... -იძახის და ნაზად მიხუტებს გულში, თან გამამხნევებლად ზურგზე მისვავს ხელს. -აქ, ხალხს უარესები აქვს ჩადენილი. -თავს ვუქნევ, მაგრამ ტირილს ვერ ვწყვეტ.
-მოდი ჭრილობებს მივხედოთ კაი? -კითხულობს და ჩემი გაკეტებული სახვევების მოხსნას იწყებს. სულ რაღაც წამით მინდება რომ გავაჩერო და გავიქცე, რადგან მგონია რომ ჩემი მოკვლა უნდა. მაგრამ მერე ვჩერდები, და რატომღაც ვენდობი. ვიცი რომ თამაში ბოლომდე დასრულებული არ არის, და ისიც ვიცი რომ შეიძლება ამანაც მომკლას, მაგრამ მე მას ვენდობი.
პირველ სახვევს როცა მხსნის, თვალები უფართოვდება და სპირტის დასხმას იწყებს რომ ჭრილობა გაწმინდოს. ტკივილისგან თვალები მიდიდება და ფართხალს ვიწყებ, ის კი სხვებს ეძახის რომ გამაკავონ.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება... -იძახის და თან თითოეულ ჭრილობაზე მგონი ერთ ბოთლ სპირტს მაცლის და შემდეგ ჩემთვის უცნობ კრემს მისმევს და ახვევს. ტკივილი ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდება და გარშემო ყველაფერი ბნელდება.

***
ნ ი კ ა
ეკრანს ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ. კესიმ გაიმარჯვა. როგორც კი ჰაერში იასამნისფერი მაშხალა გაუშვეს ყველამ ყიჟინის მორთვა დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კესიმ ისეთი რაღაც გააკეთა, რამაც ყველას გვაიძულა გავჩერებულიყავით. მან კამერებს ესროლა...
მართალია სხვა კამერები იღებდნენ, მაგრამ არცერთში არ ჩანდა ლიდერის სახე. კესი კი მას ელაპარაკებოდა და ჭრილობებს უხვევდა. შემდეგ კი ექიმები მოვიდნენ, მათი ექიმები, რომელებიც მონადირენიც არიან და კესისთან ლაპარაკი დაიწყეს. შემდეგ კი კესი მას ჩაეხუტა და მისი პერანგი ჭუჭყიანი ცრემლებით დააასველა. ისინი ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ ისმის, რადგან ჩურჩულებენ.
-დაწყნარდი! -ის ბიჭი კესის უყვირის როდესაც მისი ჭრილობების გასუფთავებას იწყებს. სხვებისკენ ვიყურები, ყველას იგივე გაკვირვებული სახე აქვთ. არასდროს, არცერთი გამარვებული არ ყოფილა, ვისი ჭრილობებიც გაესუფთავებინათ და ტავიდან შეეხვიათ სუფთა ბანდაჟებით.
კესი კი ტკივილისგან ყვირის და ტირის, შემდეგ კი გულის მისდის. ხალხი კარებს აწყდება, რომ რამენაირად კესისთან მივიდნენ, მაგრამ მათ არავინ არ უშვებს. მეც მინდა რომ გავიქცე, მაგრამ ვიცი რომ ასე ვერ დავეხმარები. ამიტომ ისევ ეკრანზე მის ყურებს ვაგრძელებ და ვცდილობ გავარკვიო ისინი მის მოსულიერებას რატომ ცდილობენ.

***
კ ე ს ი
თვალებს ნელა ვახელ და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო გაუსაძლის ტკივილს. როგორც კი თავზე წამომდგარ მონადირეებს და მათ ექიმებს ვხედავ ფეხზე ვხტები და ჩემ დანას ვეძებ, რომელიც არსად არ არის. ტკივილი მთელ სხეულში მივლის და წინ ვვარდები, მაგრამ ერთ-ერთი ჩემ დაჭერას ასწრებს.
-ფრთხილად იყავი. -მეუბნება და ცდილბს ფეხზე დამაყენოს, მაგრამ უშედეგოდ. ისევ ვარდნას ვიწყებ, ამიტომ ხელში ავყავარ, ისე როგორც სიძემ იცის ხოლმე პატარძლის აყვანა. ამის გაფიქრებაზე სირცხვილისგან ვიწვი და მგონია რომ ვწითლდები, რადგან ნიღბის ქვეშიდანაც კი ვხვდები რომ იღიმის.
-ფრთხილად! -ყვირის ის ექიმი რომელსაც მანამდე ველაპარაკებოდი სანამ დებილივით გული წამივიდოდა. -კარგად ხარ? -მეკითხება შემდეგ თბილად და მეც გაჭირვებით ვუქნევ თავს. ასეთი საშინელი ტკივილი რომ არა ვიფიქრებდი რომ სიზმარში ვარ.
-შეგიძლია შენი სურვილი თქვა. -მეუბნება ის რომელსაც ხელში ვუჭირივარ და კამერისკენ მითითებს, მე კი თავს ვუქნევ და ექიმისკენ ვტრიალდები.
-გამოსაჯამრთელებლად რამდენი ხანი დამჭირდება? -გაკვირვებული მიყურებს მე კი კითხვას ვაკონკრეტებ. -რამდენი ხანი დაჭირდება შესახორცებლად?
-მაქსიმუმ ხუთი თვე. -ამის გაგონებაზე თვალები მიდიდება, მაგრამ მაინც თავს ვუქნევ.
-ჩემი სურვილი არის რომ... -ვჩუმდები და ჩემ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობ, სწორად ვიქცევი? -მინდა თამაშის ორგანიზატოს ვეთამაშო, მარტო მას, ერთი ერთზე. და ორგანიზატორში იგულისხმება ის ვინც ყველაზე მთავარია. -ყველა გაკვირვებული მიყურებს. -ექვს თვეში, ამ დროის მანძილზე კი არცერთი თამაში არ უნდა ჩატარდეს. -ბიჭი, რომელსაც ვუჭერივარ პირს აღებს, მაგრამ მე ვასწრებ. -თუ არ გეშინია მაშინ უნდა დამთანხმდე. -ვეუბრები კამერას და ვიღიმი. -პასუხს ველოდები. ხუთი წუთი გაქვს.
ბიჭი ძირს გამაზებულ საკაზეზე მსვავს და რაციას მიწვდის, საიდანაც იდეალური ბარონეტი მესმის. მე ხუთი წუთი მივეცი, შეეძლო დაფიქრებულიყო.
-თანახმა ვარ. -იძახის და მეღიმება. -ტყუილად იღიმი. მოკვდები. -ღიმილი უფრო ფართო ხდება. -მაგრამ თუ რაიმე სახის სასწაული მოხდა და შენ მოიგე, როგორც ეს დღეს იყო, მაშინ ჩემი ადგილის დაკავება მოგიწევს, და მზად ხარ?
ღიმილი მიქრება. მე ამის გაკეთება თამაშის გასაუქმებლად მინდა და არა მისი ჩანაცვლება. მაგრამ ცვლილებები ხომ შემიძლია შიგნიდან დავიწყო, არა? ხო შემიძლია რომ მე თამაში შიგნიდან დავანგრიო, მაგრამ შემიძლია კი? მეც რომ მისნაირი გავხდე? ცივ-სისხლიანი მკვლელი?
-შეგიძლია შენივე სურვილზე დაფიქრდე. -იძახის დამცინავი ხმით, რაც საბოლოოდ მაწყვეტინებს რა უნდა გავაკეთო.
-არ მინდა მადლობა. -ვიძახი და ისევ ვიღიმი, მტკივნეულად მაგრამ მაინც ვიღიმი. -შეგიძლია აღიარო თუ გეშინია, მაგრამ ჩემი სურვილი უცვლელი რჩება. რაც ნიშნავს რომ ექვს თვეში შეგხვდები, მაგრამ თამაში ერთი ერთზე უნდა იყოს და მანამდე სანამ ჩვენი თამაში არ იქნება, არცერთი სხვა თამაში არ ჩატარდება. შევთანხმდით?
-არა რომ გითხრა შეიცვლება რამე? -კითხულობს დამცინავი ხმით, მე კი თავს ვაქნევ დარწმუნებული იმაში რომ მიყურებს. -კარგი, მაშინ ზუსტად ექვს თვეში გნახავ.
- შეხვედრამდე. -ვიძიხი და რაციას უკან ვუბრუნებ ბიჭს, რომელიც თვალს არ მაშორებს და გაკვირვებული მიყურებს.

9.
რადგან ტკივილი ძალიან მაწუხებდა, რატომღაც იმავე ბიჭმა იკისრა ჩემი წამოყვანა და ისევ ხელში ამიყვანა. მის საქციელზე გამეღიმა, თბილად და მკერდზე თავი მივადე, რადგან საშინლად დაღლილი თვალებს ვეღარ ვახელდი.
ვიცი როგორც კი ჩავალ ახსნა მომიწევს რატომ გავაკეთე ეს. ვიცი რომ ძალიან ბევრს არ მოეწონება როცა მათ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ. და ისიც ვიცი რომ არ მომასვენებენ.
-კარგად ხარ? -მეკითხება და მიღიმის, მე კი თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. -ჩაფიქრებული ხარ.
-ხო... -ვიძახი და თავს ისევ ვუქნევ. -ვფიქრობ ეს ყველაფერი როგორ ავხსნა. -თავს მიქნევს, თითქოს ესმოდეს რასაც ვგულისხმობ.
-მეეჭვება დიდხანს გეჩხუბონ, ბედნიერები არიან. -იძახის და გამამხნევებლდ მიღიმის. პასუხად მეც მინდა რომ გავუღიმიო, მაგრამ ამის ძალაც არ მაქვს, გარშემო კი კიდევ ერთხელ ბატონდება სიბნელე.

***
გ უ კ ა
ეკრანს ვუყურებ და არ მჯერა. არ მინდა რომ დავიჯერო. ასეთი იდიოტური სურვილი როგორ შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს?! ყველას იგივე რეაქცია აქვს უარესი თუ არა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველანი გარეთ გავდივართ და ველოდებით როდის მოიყვანენ კესის. იმავე მონადირეს რომელმაც დაიჭირა, კესი ხელში აყვანილი მოყავს და სასწრაფოს მანქანაში ათავსებს. მასთან მისულებს რომ გვხედავს, ჩვენკენ ტრიალდება და დაკვირვებით გვიყურებს.
-კესის ისევ გული წაუვიდა. -იძახის მკაცრი, ცივი ხმით. -ბევრი სისხლი დაკარგა, ამიტომ მასთან ლაპარაკს ვერ შეძლებთ. -ეს თქვა და ისიც მანქანაში ჩაჯდა, რომელიც იმ წამსვე მოწყდა ადგილს.
-უნდა წავიდეთ. -ვეუბნები ბექას და ისიც თავს მიქნევს. -გაგვიშვებენ?
-სხვა გზა აქვთ? -კითხულობს ნიკა და გარშემო იხედება. -აქაურობა სასაკმლაოდ არის ქცეული. -თავს ვუქნევ, ყველგან სისხლის შხეფებია.
იმ ხესთან მივიდვარ, სადაც კესი კინაღამ მოკვდა და მის ძირში ვიმუხლები, ჯერ კიდევ ბლანტ სისხლს ხელს ვკიდებ და მეც ვისვრები, მაგრამ ამის წინააღმდეგი არ ვარ.
უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტა კესიმ ასეთი სურვილი ჩაეფიქრებინა, კი მართალია, ექვსი თვით არცერთი თამაში აღარ იქნება და ამით ხალხს მოასვენებს, მაგრამ ხომ შეეძლო თამაშის გაუქმება ეთხოვა? მაგრამ შეეძლო კი?

***
ე კ ე
გუკას ვუყურებ, რომელიც ხესთან ჩამუხლული დგას და კესის სისხლს ეხება. ვუყურებ და დანაშაულის გრძნობა უფრო იზრდება ჩემში. მე რომ ვყოფილიყავი, ნინი ცოცხალი იქნებოდა და აღარც კესის მოუწევდა თამაში. არ მოკლავდა უამრავ ადამიანს და არ გამოიწვევდა თამაშის ორგანიზატორს, სასიკვდილო ბრძოლაზე.
თავს ვაქნევ და იმ მიმართულებით ვიყურები, საითანც კესი წაიყვანეს. გულში ვიმედოვნებ რომ ცოცხალი გადარჩება, არ მინდა რომ ჩემ გამო კიდევ ერთი ადამიანი მოკვდეს. ყველაფერი ხომ მე დავიწყე, მე გამოვიწვიე ჯაჭვური რეაქცია და ნინი მარტო იმიტომ მოკვდა რომ მე ვეპოვე მათ. მე კი უკანსაკნელი მხადილივით ვიმალები, ახლაც ვიმალები და ვცდილობ რომ იმათმა არ მიპოვონ.
-რა გჭირს? -მათე თავისი ყავისფერი თვალებით გამჭოლად მიყურებს და ჩემ შესწავლას ცდილობს. მე კი მას თვალს ძლივს ვუსწორებ. მინდა რომ ვუთხრა, მართლა მინდა რომ ყველაფერი ვუთრა, მინდა რომ არაფერი არ დავუმალო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ. მათივე უსაფრთხოებისთვის ჩუმად უნდა ვიყო.
-არაფერი. -ვიძახი და თავს დაბლა ვხრი, მარტო იმიტომ რომ კიდევ ერთი სისხლიანი კვალი დავინახო. არ ვიცი სხეულებს რა უქნეს, მაგრამ როცა ჩვენ გამოვედით, მარტო ნაკვალევი იყო დარჩენილი. -უბრალოდ ზედმეტად ბევრი სისხლია. -ვიძახი და მათეც თავს მიქნევს, თითქოს ჯერა რასაც ვეუბნები. წესით ნდა ჯეროდეს, ხალხს ჩვენ გარშემო გული ერევათ როდესაც სხეულის შიგნეულობას ან ხორცის ნაგლეჯებს ხედავენ.
-საშინელებაა. -იძახის მათე და თავს აქნევს. -არ მეგონა კესი ამას თუ შეძლებდა. -იძახის და ეცინება. -ვინ იფიქებდა რომ სკოლაში პროფესიონალი მკვლელი გვყავს?
-ნეტა შენი ოპტიმიზმი გადამდები იყოს. -ვიძახი და ღიმილიანი სახით თავს ვაქნევ. -ნეტა როგორ იქნება?
-კესი? -კითხულობს მათე და თავს ვუქნევ. -იმედია კარგად. მაგრამ შემდეგი თამაშის შემდეგ როგორ იქნება, ეგ არის უფრო საკითხავი. საერთოდ ცოცხალი იქნება?
-არ ვიცი. -ვიძახი უფრო დამძმებული და სევდიანად ვაქნევ თავს. -არ მინდა რომ მოკვდეს, ან საერთოდ რამ მოაფიქრა ასეთი იდიოტური სურვილი?!
-ეკე, დაწყნარდი. -მეუბნება შედარებით ცივი ხმით და მაჩუმებს. -აზრი არ აქვს. შენი გაბრაზებით არაფერი არ შეიცვლება, მან რომც გადაიფიქროს, თამაში მაინც მოუწევს.
-ვიცი.... -ვიძახი და სევდიანად ვიღიმი. -უბრალოდ არ მესმის. რატომ გააკეთა ეგ?
-შეიძლება შენ უფრო მეტ დროს ატარებდე კესისთან, და ალბათ შესაბამისად უკეთესაც იცნობ. -იძახის მათე და თავს ვუქნევ. -მაგრამ მე უფრო დიდი ხანია ვიცნობ, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ არაფერს არ აკეთებს მიზეზის გარეშე. შეიძლება მისი მიზეზი დებილური და აზრს მოკლებული იყოს, მაგრამ თუ მან ასე სწორად მიიჩნია, მაშინ ყველაფერს აკეთებს. -გვერდულად მიყურებს და აგრძელებს. -რამეს იძახდა თამაშზე?
-მარტო იმას რომ იქ მოხვედრის შემთხვევაში იბრძოლებდა, და რომ უნდოდა მიეწვიათ, რადგან მათ მოკვლას აპირებდა. -ვიძახი ხმადაბლა. -თითოეული მათგანის, ნელა და წამებით. მას სამაგიეროს გადახდა უნდოდა.
-აი შენი მიზეზიც. -იძახის და იღიმის. -მათი მოკვლა. შეიძლება გონებაში უკეთესი მიზეზიც ქონდეს, შეიძლება მიზეზებიც, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით რომ ერთი მიზეზი მაინც გვაქვს რატომ გააკეთა რაც გააეკეთა ის.
-ის მოკვდება...
-კარგად რომ იცნობდე მაშინ გეცოდინებოდა... -იძახის და ჩურჩულს იწყებს. -მას ურჩევნია მიზნის მისაღწევად მოკვდეს, ვიდრე მთელი ცხოვრება ნანობდეს რომ ყველაფერი არ გააკეთა.
თავს ვუქნევ. იქნებ მართალია და კესის კარგად არ ვიცნობ.

***
წითელ სავარძელში მჯდომი ბიჭი ეკრანს თვალს არ აშორებს, სადაც სასწრაფოს მანქანაში მყოფი უგონო კესია. უყურებს და ვერ ხვდება როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სულელი იყოს, რომ სიკვდილს გადაურჩეს და ისევ სიკვდილთან თამაშს ითხოვდეს.
-უცნაურია არა? -კითხულობს ქერა და ოთახში უნებართვოდ შედის. ბიჭის წინ დგება და ეკრანს ეფარება, რომ რამენაირად მისი ყურადღება მიიპყროს. -რას აპირებ? მოკლავ?
-არ ვიცი. -იძახის ბიჭი და მხრებს იჩეჩს. -შემიძლია მოვკლა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ორმოცი საუკეთესო მონადირე დაჭრა, და სიკვდილის პირას მიიყვანა. -აგრძელებს ბიჭი და უფრო დაკვირვებით უყურებს კესის სახეს, რომელიც ქერას უკან ჩანს. -არ ვიცი. არ მინდა რომ მოვკლა, მაგრამ სხვა გზა არც მაქვს.
-სულელია. -იძახის ქერა და ეკრანს შორდება, რომ თვითონაც შეხედოს. -გადარჩა, და ისევ სიკვდილზე მიდის. -ქერა ბიჭისკენ იყურება და წარბებს წევს. -და მაინც, რატომ აქვს ასეთი სურვილი. ვიცი, რომ თამაშს ვერ იტანს, ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა შენი ადგილი?
-არ უნდა. -იძახის ბიჭი და იღიმის. -სახე დაინახე როცა ეგ ვუთხარი? პირიქით, ყველაზე მეტად ეგ არ უნდა. -ბიჭი იცინის და ისევ კესის მშვიდ, გაფითრებულ სახეს უყურებს. -მას ჩემი მოკვლა უნდა, რომ სამაგიერო გადამიხადოს. უნდა რომ თამაში დავამთავროთ. ოღონდ ის არ ვიცი, ამის გაკეთებას როგორ აპირებს.
-და რომ მოიგოს? -კითხულობს ქერა დაეჭვებით და სანამ ბიჭი რამის თქმას მოასწრებს ამატებს. -დაფიქრდი, წესით დღესაც უნდა მომკვდარიყო, მაგრამ გადარჩა. შენც რომ მოგიგოს? არ ვგულისხმობ რომ მოგკლას, დაგამარცხოს, მაშინ?
-მაშინ ის ჩემ ადგილს დაიკავებს. -იძახის ბიჭი მშვიდად. -მაგრამ ეგ გამორიცხულია, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვს.
-რა იცი რა ხდება. -იძახის ქერა მხრების აჩეჩვით.
ბიჭი თავს უქნევს, მაგრამ მაინც თავის თავშია დარწმუნებული. იცის რომ მოიგებს, იცის რომ მას მოკლავს და იცის რომ თავის ადგილს ვერავინ ვერ წაართმევს.
-გამორიცხულია. -იძახის და იღიმის. -მე მას მოვკლავ, მის გეგმებს ჩავშლი და შემდეგ დამშვიდებული ნამუსით ისევ გავაგრძელებ თამაშს.
-დამშვიდებული ნამუსით? -იძახის ქერა და ეცინება. -რომელ ნამუსზეა ლაპარაკი? ხალხს ვხოცავთ.
-მეც მაგას ვიძახი. -იძახის ბიჭი და იღიმის. -კესი კიდევ ერთი იქნება იმ უამრავიდან ვისაც მოკვკლავთ. მართალია ის ისტორიაში შევა დღევანდელი თამაშისთვის, და იდიოტური სურვილისთვის, მაგრამ მისი ისტორია ჩვენი თამაშისას დამთავრდება. ის მოკვდება. მას მე მოვკლავ.
ქერა თავს უქნევს, ბიჭის რეაქციით უკმაყოფილო. მან იცის რომ გოგოს მოკვლა აუცილებელი არ არის, აღარ არის. გოგოს, რომელმაც საუკეთესო ორი რაზმიდან მთელი არავინ არ დატოვა, აქვს იმის უნარი რომ ძალით ორგანიზატორს გაუსწორდეს, ის მისი თანაბარია, ძლიერი თუ არა. და ბიჭის მხრიდან მისი დაუფასებლობა სწორი არ იქნება.

***
კ ე ს ი
თვალებს ნელა და მტკივნეულად ვახელ. გარშემო ყველაფერი ბუნდოვანია, და ფერად-ფერადი წერტილები დაფრინავენ. ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო, ერთ რომელიღაცა წერტილზე, მაგრამ ჩემი ცდები, უშედეგოა. აზრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ვცადო მაინც ყველაფერი გაბურულია.
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს თვალები ცრემელბით მაქვს სავსე, და ისინი არც ქრებიან და არც გადმოსვლას ცდილობენ, მაგრამ ამავდროულად არც სველია და თვალებს მწვავს. პირს ვაღებ რომ რამე ვთქვა, მაგრამ გამომშრალი მაქვს და ხრიალის გარდა არანაირი ხმა არ ამომდის.
თვალებს უიმედოდ ვახამხამებ, მაგრამ ეს მაინც არაფერს არ მიცვლის. თვალებს საბოლოოდ ვხუჭავ და რღმად სუნთქვას ვიწყებ, ეს მაინც ერთადერთია რაც ამ წამს გამომდის, იმედია.
-გაიღვიძე? -მესმის ვიღაცის ხმა ახლოდან, პირს ვაღებ, მაგრამ იქიდან ისევ მარტო ღრიალი ამომდის. ვიღაცა მსვავს და წყალს მაწვდის. ჯადოსნური სითხე მშველის და მეტყველების უნარს მიბრუნებს.
-სად ვარ? -ვკითხულობ ხმადაბლა, რადგან ლაპარაკისას ყელი ისევ მტკივა. თვალებს ვახელ, მაგრამ ყველაფერი ისევ დაბურულია.
-დაისვენე, ბევრი სისხლი დაკარგე. -მეუბნება ვიღაცა და უკანვე მაწვენს. სხეული ნელ-ნელა მიმძიმდება, თითქოს გრავიტაცია ასჯერ უფრო დიდი გახდა, და დედამიწის სიღრმისკენ მექაჩება. თვალებს ვახელ, მაგრამ ბურუსის მაგივრად ვხედავ სიბნელე ნელ-ნელა როგორ ბატონდება ჩემზე და როგორ მიმათრევს თავის სამფლობელოში.



------------
იმედია მოგეწონებათ ^^
პ.ს რადგან ხვალიდან სკოლა იწყება -_- მეეჭვება ყოველ დღე მოვახერხო ხოლმე ახალი თავის დადება :/



№1  offline მოდერი ენემი

კესი გიჟია ასეთი გამოწვევა ასე სროლა და ბრძოლა როგორ ან საიდან ისწავლა . კიდევ კარგი რომ სინამდვილეშიც არ არსებობს ასეთი "თამაში".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent