შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (ნაწილი 4)


16-04-2017, 22:52
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 360

ჩემ წინ პატარა, თვითმფრინავის სტილის კამერები იწყებენ ფრენას და ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ მალე უახლოეს ხუთ წუთში თამაშის სასტიკი მსხვერპლი შეიძლება გავხდე.
თავს ვაქნევ და ვიღიმი, კი შეიძლება მათთვის მე შემდეგი მსხვერპლი ვარ, მაგრამ მე ტატუ მაქვს, რაც ნიშნავს რომ ჩემში საფრთხე დაინახეს. და მე ასევე ის გოგო ვარ ვინც მათ საკუთარ მთანჯველ სიკვდილს შეპირდა. მე პირობებს არ ვარღვევ.
გარშემო ვიხედები და უზარმაზარ ეზოს ვზვერავ. ეზოს გვერდით მიტოვებული შენობაა, რომელიც ასევე გამოდგება, გარშემო კი კორპუსები. სტადიონის გარშემო ხეებია, იმის გვერდით კი სკამები, და ღობე. ფრენბურთის სტადიონს კი საწყობი ეფარება.
გასასვლელისკენ ვიყურები, იქამდე ცოცხალმა და უვნებელმა უნდა მივახწიო, ვიცი რომ ლიდერი მიტოვებულ შენობაში იქნება.
საათს ვუყურებ, რომელიც შუშის მინიდან ჩანს. 10 წამი და ყველაფერი დაიწყება.

9...
შეიძლება მოვკვდე... შეიძლება... ვერ გამოვრიცხავ...
8...
შემიძლია უკან გავბრუნდე და დავიმალო, მაგრამ ამას არ გავაკეთებ...
7...
ცისკენ ვიყურები და ვიღიმი... უკანასკნელად შემიძლია ცას შევხედო სუფთა სინდისით...
6...
იარაღს, კერძოდ კი P-9-ს ხელში ვიჭერ და სასროლად ვამზადებ...
5...
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და თვალებს ვხუჭავ...
4...
სიკვდილი არ მინდა...
3...
არც იმათი მოკვლა არ მსურს, მომიწევს ალტერნატივის პოვნა...
2...
მაგრამ მე შურს მაიც ვიძიებ...
1...
არ დაფასება ჩემი, არ შეიძლება...

ტყვიები წუილით მიდიან ჩემი სახის გარშემო და მაფრთხილებენ, სასაცილოა მეგონა ამასაც არ იზამდნენ, მაგრამ ისინი მე ტანჯვას შემპირდნენ, ჩემი აქვე მოკვლა კი არ გამოვიდოდა. იმ მიმართულებით ვიყურები, საიდანაც ტყვიები მოდის და სირბილს ვიწყებ, თუ საწყობს ამოვეფარები, მაშინ სროლასაც შევძლებ, მაგრამ მარტო ხუთი წამით მექნება იქ დარჩენის შესაძლებლობა.
საწყობთან მივბივარ და ვეფარები, რომ სამიზნე კარგად ავირჩიო. იარაღს ვწევ და ვისვრი, თან გულში ვლოცულობ.

***
გ უ კ ა

ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და ვუყურებ კესის, რომელიც ცდილობს რომ ყველანაირად აიცილოს თითოეული ტყვია. სირბილს იწყებს და საწყობის უკან იმალება, თან იარაღი გულში აქვს მიხუტებული. თავს გარეთ წევს და თითქოს რაღაცის დამახსოვრებას ცდილოს, შემდეგ კი ისევ იმალება, მაგრამ იმ განსხავებით რომ ორ წამზე ნაკლებ დროში ისევ იხედება და წინასგან განსხვავებით იმ მიმართულებით ისვრის, საიდანაც ტყვიები მოდიან.
ერთი წამი უსასრულდ გრძელდება და მგონია რომ კესიმ მიზანს ააცილა, მაგრამ მოულოდნელად ჰაერში ლურჯი მაშხალა ადის. ყველანი სუნთქვას ვიკრავთ, ლურჯი მაშხალა პირველად არის ასული, და ამით ის უკვე ისტორიაში შედის. ადამიანი, რომელმაც ჰაერშ ლურჯი მაშხალა აუშვა, მაშინ როდესაც სხვებმა მხოლოდ მწვანე შეძლეს.
ლურჯი მაშხალა ნიშნავს რომ ვიღაც სასიკვდილოთ დაჭრა და სასწრაფოდ დახმარება რომ არ მიიღოს მოკვდება.
ეკრანზე დაჭრილი მონადირე ჩნდება და თვალები მიდიდება. ასეთი საშნელება არასდროს არ მინახავს. შავ მასკიანი, და შავ თანსაცმელში გამოწყობილი, ბიჭი სახურავზე აგდია და მის გარშემო სისხლის გუბურა დგას. მკერდის არეშია დაჭრილი, გული თუ არა, მაშინ ფილტვი აქვს საკმაოდ ცუდად დაზიანებული და ერთ-ერთი ვენა ალბათ...
ეკრანზე ისევ კესი ჩნდება, დაბნეული სახით, მაგრამ მაინც იღიმის. თითქოს უხარია კიდეც რომ ასე მოხდა, უხარია რომ ადამიანი სასიკვდილოდ გაწირა.
-იღიმის? -კითხულობს ბექა ჩემ გვერდით და ნიკა თავს უქნევს. -რატომ იღიმის?
-არ ვიცი. -ამოხვნეშით ვპასუხობ და თავს ვაქნევ, მზერა ისევ ეკრანებზე გადამაქვს, სადაც კესი იღიმის და დაბნეულობით გამოწვეულ "შესვენებას" იყენებს იმისთვის რომ იარაღში ტყვიები ჩადოს და ყველაფერი გადაამოწმოს.
-საიდან იცის იარაღის ასე მოხმარება? -ვკითხულობ და ეკრანს ვაკვირდები.
-არ ვიცი. -იძახის ნიკა მხრების აჩეჩვით და ბექასკენ იყურება, რომელიც თავს აქნევს.

კესი, კიდევ რა საიდუმლოებებს მალავ?



წითელ, ტყავის საგორავებელ სკამში ჩამჯდარი, ჩვიდმეწლისიოდე ბიჭი ეკრანს დაკვირვებით უყურებს და ცდილობს შეისწავლოს ის გოგო ვინც თამაშობს.

კესი, 16. ტატუირებული.

მისი სახელი უკვე რამდენჯერმე უხსენეს და ყველა შემთხვევაში ის როგორც მებრძოლი ისე დაახასიათეს. ყოველთვის ეგონა რომ ესეც ერთ-ერთი იმათგანი იყო ვინც ბევრს ტრაბახობდა, მაგრამ არასდროს არაფერს არ აკეთებდა.
მაგრამ როდესაც ბიჭებს მისი მოტაცება და ტატუს გაკეთება დაავალა, არ ელოდა რომ მოვლენები ასე შემოტრიალდებოდა. არ ეგონა, რომ უცნაური წითური გოგონა ბედნიერი იქნებოდა იმით რომ თამაშში მოხვდა.
მაინც ვინ არის?
ეს ფიქრი უტრიალებდა თავში და ვერ ხვდებოდა რატომ დაემუქრა მათ მოკვლით. ამ მუქარის გამო გადაწყვიტა მისი წერილით დაშინება, მაგრამ როგორც ჩანს არც ეს არ გამოუვიდა, რაც კიდევ უფრო აკვირვებდა. ბოლო ოთხი მანძილზე არ ყოფილა არავინ, მისი ოჯახის წევრებიც კი ვისი დაშინებაც ვერ მოუხერხებია. ეს გოგო კი მისთვის ნამდვილი გამოცანა იყო, რომელსაც ვერ ხსნიდა.
და ახლაც როდესაც თამაშის ისტორიის მანძილზე, ვიღაცამ პირველად, და სავარაუდოდ უკანასკნელად მოახერხა მონადირის, სპეციალურად გაწრთვნილი მკვლელის, სასიკვდილოდ დაჭრა, ამ გოგოზე ფიქრი წამითაც აღარ შორდება. ბეკრანზე კესი ჩანს და უყურებს სადისტურად როგორ იღიმის.
-რაზე ფიქრობ? -ქერა თმიანი, და ტყისფერ-თვალებიანი ბიჭი წინ უდგება და უღიმის. -არავინ არ მოელოდა ხო ამას? -კითხულობს და თავით ეკრანისკენ ანიშნებს, სადაც კესი იარაღებს ტენის და შემდეგი დარტყმისთვის ელოდება.
-თან არ ისვრის სანამ დაჭრილს უვლიან. -იძახის სავარძელში მოკალათებული ბიჭი და ისევ კესისკენ იხედება. -ამ დროს აქვს შესაძლებლობა ვინმე მოკლას.
-ეგ არ უნდა. -იძახის ქერა და იმ წამსვე ასწორებს ნათქვამს. -უფრო სწორად, არ უნდა რომ თამაში მალე დამთავრდეს და რომ არ აწამოს მონადირეები. თუ ახლა ისვრის, ის მოადირეც მოკვდება ვინც დაჭრა, მას კი მისი წამება უნდა.
-ალბათ. -პასუხობს სავარძელში მოკალათებული და ისევ ეკრანისკენ იყურება. -ამ ღიმილით სადისტურად გამოიყურება. თითქოს კმაყოფილია იმით რაც ხდება, და უხარია.
-ვინმეს ხომ არ გახსენებს? -იძახის ქერა და ბიჭისკენ იყურება, რომელიც კითხვის ნიშნის გამოსახატავად წარბებს მაღლა წევს. -შენ გგავს, შენც მასე იყავი თავიდან, ახლაც ხანდახან. ამიტომ მორჩი მის განსხას, ჩვენ მას მეგობარი მოვუკალით, თან არა ერთი.
-რას გულისხმობ? -კითხულობს ბიჭი და ეკრანიდან მზერა ისევ ქერაზე გადააქვს და შემდეგ ისევ ეკრანს უყურებს.
-ნინი, ბოლოს ვინც იყო. -იძახის ქერა და შემდეგ საიდანღაც ფურცელს იღებს, სადაც სამი სახელი წერია. -ხო, ნინი, კიდევ ვიღაც სალო და ტასო. -იძახის და თან თავს აქნევს. -ერთი მოდელი იყო, მეორე მუსიკოსი.
-როგორ მოხდა რომ მუსიკოსებზე გადავედით? -კითხულობს ბიჭი და წარბებს მაღლა წევს. -და როდის მოხდა? -თვალებს კესის არ აშორებს, რომელიც გამწარებულ ტყვიებს იცილეს, რომლებიც პირდაპირ თავში და გულშია დამიზნებული. სირბილისგან სახე აწითლებული აქვს, მაგრამ თვალები უმეტყველო და ცივი რჩება.
-როდესაც არავინ არ იყო და ლატარიის პრინციპით ვარჩევდით. -იძახის ქერა მხრების აჩეჩვით. -და რაც შეეხება ნინის, ეგ შენც იცი.
-ხო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი სიკვდილი უშედეგო იყო. -იძახის ბიჭი მხრების აჩეჩვით. -ის მაინც არ გამოჩნდა. არადა ყველაფერი მის გამოსაჩენად გავაკეთეთ. ის ისევ იმალება და იმის მაგივრად, შურისძიებით გადარეული მანიაკი გვყავს.
-ასეთებს არ ვეძებთ? -კითხულობს ქერა და მხრებს იჩეჩს. ისიც კესის უყურებს რომელიც, ერთ-ერთი წიწვოვანი ხის ტანს ეფარება, სტადიონის გარშემო რომ დგას და რამდენიმე ტყვიას ისვრის.
ამჯერად ჰაერში ორი მაშხალა ადის, ერთი ლურჯი, მეორე მწვანე.
ბიჭი ფეხზე დგება, ქერა კი წინ იწევა და ეკრანს გაკვირვებულები უყურებენ. ვერავინ, ვერავინ ვერ შეძლო ერთ თამაშზე პირველ ნახევარ საათში სამი მაშხალის გაშვება, აქედან ორი ლურჯის.
-ასეთებს, არა! -იძახის ბიჭი გამწარებული და სკამზე ჯდება, ეკრანზე კი ორი დაჭრილი მონადირე ჩნდება. ერთს მუცლის არეში სამი ტყვია აქვს ჩარჭობილი, და სისხლისგან სწრაფად იცლება. მეორე კი მარჯვენა ხელში არის დაჭრილი, იქიდან საიდანაც ისროდა.
-როგორ ახერხებს ასე ზუსტად სროლას? -კითხულობს ქერა და კესის დაძაბულ სახეს აჩერდება. -ის სამიზნეს წესიერად ვერც კი ხედავს.
-მასზე რა ინფორმაცია გვაქვს? -კითხულობს ბიჭი, ისე რომ ქერას კითხვას ყურადღებასაც არ აქცევს.
-თითქმის არაფერი. -იძახის ქერა ჩურჩულით. -ვიცით რომ არის 16 წლის, სწავლობს მე-10 კლასში, მოვკალით მისი სამი საუკეთესო მეგობარი, შეყვარებული არ ყავს. განსაკუთრებული არაფერი, ან არავინ. ის ელიტის წევრად არ ითვლებოდა.
-ამ დროს ის არის მგონი ერთადერთი ელიტა. -ჩურჩულით ამბობს ბიჭი და გაბრაზებული თვალებით ქერას უყურებს. -შეგიძლია ამიხსნა, ასე ცოტა ინფორმაცია რატომ გვაქვს?!
-მეტი არ იყო არაფერი! -იძახის გაღიზიანებული ქერა. -ჩემით ვეძებდი დამატებით რამეს, მაგრამ არაფერი! ვინ იფიქრებდა რომ საიდუმლოდ სნაიპერია!
ბიჭი თავს აქნევს და ისევ ეკრანს უბრუნდება. თავში უამრავი აზრი უტრიალებს, მაგრამ არც ერთი არ არის ნორმალური და ლოგიკური საიმისოდ რომ ამ გოგოზე პასუხი გასცეს. ის მისთის ისევ ამოუცნობ ამოცანად რჩება.


***
კ ე ს ი

გარშემო ვიყურები, მაგრამ ვერავის ვერ ვხედავ. ნახევარი საათი გავიდა, სამი მაშხალა, აქედან ორი ლურჯი და ერთი მწვანე, არც ერთი წითელი. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. არ ვიცი გამიხახრდეს თუ მეწყინოს. იარაღს ვტენი და ღრმად ვისუნთქავ, ლიდერი უნდა ვიპოვო.
ხეს ვშორდები თუ არა ჩემი მიმართულებით ასობით ტყვია იწყებს გამოფრენას, ამიტომ ისევ ხეს ვეფარები და ვგრძნობ როგორ ვიბრირებს ტყვიების შეხვედრისას. მაგრამ უმეტესობა მაინც ჩვენ ირგვლივ მიფრინავს.
ისინი მზად არიან მომკლან, ისე რომ ლიდერს ამის გაკეთება არ აცალონ.
სირბილს ვიწყებ და ისევ საწყობს ვეფარები, მაგრამ ჩემ გარშემო ნაბიჯების ხმა მესმის, უკან ვტრიალდები მარტო იმიტომ რომ თოფის ლულას წავაწყდე, რომელიც პირდაპირ ჩემკენ არის დამიზნებული. დრო არ მაქვს, უნდა ვიჩქარო, ისე ვისვრი რომ არც ვიყურები და ვერც ვუმიზნებ. სხეული უსულოდ და მძორივით ვარდება ასფალტზე და ჰაერში იმ წამსვე წითელი მაშხალა ადის.

***
ეს შეუძლებელია...
ერთადერთი ეს ფიქრი უტრიალებდა თავში ბიჭს როდესაც ჰაერში წითელი მაშხალა ავარდა. ერთ დღეში სამივე მაშხალა გაისროელეს და ეს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში.
-უბრძანე რომ სრული მობილიზება იყოს! -იწყებს ბრძანებების გაცემას და დაბნეული ქერაც თავს უქნევს. -ელიტის წევრები გაგზავნე, ყველა გაგზავნე და მისი დაჭრა მაინც ცადეთ!
-ეს შეუძლებელია... -იძახის ხმადაბლა როგორც კი ქერა ოთახიდან გადის და ისევ მარტო რჩება. თავის ტყავის სავარძელში ბრუნდება და ეკრანს შეძრწუნებული უყურებს. არასდროს, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა როდესაც მისი მეგობარი მომკვდარიყო, ახლა კი როდესაც ეს გრძნობა თავის თავზე იგემა საშინელი რისხვა დაეუფლა.
აი თურმე როგორი გრძნობაა, როდესაც მეგობარს კარგავ..
ეს ფიქრი არ ასვენებდა, და აიძულებდა გოგოსადმი რისხვა თანაგრძნობაში გადაზრდილიყო.


***
კ ე ს ი

ერთ ადგილზე გაშეშებული ვარ და ჩემ წინ მყოფ გვამს ვუყურებ. მე ეს გავაკეთე... მე მოვკალი. მეგონა რომ როდესაც ამას გავაკეთებდი, კმაყოფილების სურვილი დამეფლებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. მუხლებზე ვვარდები და გული მერევა. მთელი სხეული მიკანკალებს და მუხლები ზედმეტად სუსტად მაქვს იმისთვის რომ ფეხზე ავდგე.
მე ადამიანი მოვკალი...
თვალები ცრემლით მევსება და პირს სახელოთი ვიწმენდ, თვალებს კი მეორე ხელით. არაუშავს, მე ადამიანი მოვკალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამიტომ მეც უნდა მოვკვდე. იარაღს ვიღებ და სიარულს ვაგრძელებ. გარშემო ყველაფერი დადუმებულია, ყურებში კი საკუთარი სისხლის შხუილი მესმის.
გარშემო სიწყნარეა, განაცრისფრებული სიწყნარე. ვგრძნობ ადამიანებს ჩემ გარშემო, მაგრამ ვერ ვხედავ. ყურთან კი ტყვია მიფრინავს და ჩემ გვერდით ასფალტში ერჭობა. არც მე არ ვაყოვნებ და იმავე მიმართულებით ვისვრი, ჰაერში კი კიდევ ერთი მწვანე მაშხალა ადის.
სულ ხუთია. ორი მწვანე, ორი ლურჯი და ერთი წითელი.
P-9-ს ძირს ვაგრდებ, რადგან მისი ტყვიები ბოლომდე დავხარჯე. სხვა გზა აღარ მაქვს, სხვა იარაღი უნდა ავიღო. ხელს ვწევ რომ Glock 21 გავამზადო, მაგრამ მიყოლებით მყოფ ადგილებიდან ტყვიების წვიმა მოდის, მე კი ისევ ახლომახლო მყოფ ერთ-ერთი ხის უკან ვიმალები. თითქოს ამას მოელოდნენ ტყვიები მეორე მხრიდანაც მოდის. და მოულოდნელად ოტხივე მხრიდან ტყვიების წვიმა იწყება.
სხვა გზა არ მაქვს, შაშხანა უნდა ავიღო. TAR-21-ს ვიღებ და ყველა მიმართულებით ვიწყებ სროლას, მაგრამ ამ პროცესში მეც ვიჭრები.
ჰაერში ერთ დროულად რამდენიმე, სხვადასხვაფერის მაშხალა ადის და თვალები მიდიდება როდესაც ვითვლი.
სამი ლურჯი, ხუთი მწვანე და ორი წითელი.
მე კიდევ ორი ადამიანი მოვკალი. ვგრძნობ გული ისევ როგორ მერევა, მაგრამ სანამ რწყევის საშუალება მომეცემა ტყვიების ახალი ნაკადი იწყება, რასაც არც მე ჩამოვრჩები და სროლას თავიდან ვიწყებ. ხის გარშემო ვტრიალებ და ვისვრი, ჰაერში კი ერთმანეთის მიყოლებით მიდიან ლურჯ-მწვანე მაშხალები. მაგრამ მე არ ვჩერდები, არც მაშინ არ ვჩერდები, როდესაც სისხლდენა მიძლიერდება, და არც მაშინ არ ვჩერდები როდესაც ისინი სროლას წყვეტენ. ბოლოს კი ტყვიები მიტავდება და ცივ ასფალტზე მოწყვეტით ვვარდები. შაშხანას ტყვიებით ვავსებ და ვტენი, შემდეგ კი ჭრილობებს ვუყურებ.
ორი წუთი მაქვს, ვიცი რომ ისინიც იგივე დღეში არიან. მარჯვენა მხარში, მარჯვენა ფეხში და მუცელში ვარ დაჭრილი. პერანს ბოლოებს ვახევ და ჭრილობებს ვიხვევ. ასე თუ გაგრძელდება, მაიკიდან არაფერი აღარ დარჩება.
თავს ვაქნევ და ღრმად სუნთქვას ვიწყებ. თვალებს ვხუჭავ და წამით ვივიწყებ თუ სად ვარ, მაგრამ უცებვე ვახელ და ისევ სრულ მზადყოფნაში ვარ.
თვალები ისევ ცრემლებით მევსება და მაშხალების თვალას ვიწყებ. მთლიანობაში 20 გამოვიდა.
სამი წითელი. ათი მწვანე და შვიდი ლურჯი.
მე სამი ადამიანი მოვკალი, შვიდი კი სასიკვდილოდ გავწირე. მაგარია, ამაზე უკეთეს ვერც ვინატრებდი.
კამერები ჩემ წინ დაფრინავე და ვღიზიანდები. არ შეუძლიათ ერთი წამით მაინც დამტოვონ მარტო? აღარ მინდა რომ ყველა მიყურებდეს. გარშემო ვიყურები, ათამდე ასეთი კამერა იქნება აქ, ამიტომ ერთი დაკარგვა არაფერს უზამთ. ჩემ წინ მყოფ კამერას ვუღიმი და ტყვიეს ვესვრი, ის კი ჰაერშივე ფეთქდება.

***
ბ ე ქ ა

ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და ვუყურებ აცრემლებულ კესის. ის პირველია ისტორიის მანძილზე ვინც შეძლო და ჰაერში 20 მასხალა აუშვა, აქედან სამი წითელი და შვიდი ლურჯი. არავის, არავის არ გამოსვლია ამ ფერიდან რომელიმეს, ერთის გაშვება მაინც. მან კი ორივესი შეძლო, თან საკმაოდ ბევრის.
მან ადამიანი მოკლა, უფრო სწორად ადამიანები. კესიმ, ადამიანმა რომელსაც ჭიანჭველის მოკვლაც არ შეეძლო, მოკლა სამი ადამიანი. შვიდი კი სასიკვდილოდ გაწირა, ეს ყველაფერი კი თვალის დაუხამხამებლად გააკეთა. ახლა კი ზის და ცდილობს რომ ცრემლები შეიკავოს. ყველანაირი კესი ნანახი მყავს, მაგრამ არა ასეთი. არც კი ვიცოდი ასეთი თუ არსებობდა.
მაგრამ ამ თამაშს რომ ვუყურებ ვრწმუნდები რომ კესის, ნამდვილ კესის არც კი ვიცნობდი. საიდან იცის კესიმ, რომელსაც მე ვიცნობ სროლა, იარაღის გადატენვა და ადამიანის მოკვლა? საიდან გაქხდა ტატუირებული კესი, რომელსაც მე ვიცნობდი? ან საერთოდ ვიცნობ კი მე კესის?
მოულოდნელად ის იღიმება და იარაღს იღებს და კამერას ესვრის. ეკრანზე იმ წამსვე სხვა კამერიდან გადაღებული ჩნდება და ჩანს თუ როგორ ფეთქდება კამერა ჰაერშივე, კესი კი უბრალოდ იღიმის.
რა დაემართა გოგოს რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო?

***
მ ა რ ი

ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და არ მჯერა რომ კესიმ ადამიანი მოკლა. არ ამტყუნებ, პირიქთ კარგად მოიქცა რომ გადარჩა, მაგრამ არ მოველოდი. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
ანას ხელს ვკიდებ და ისე ვაგრძელებ ყურებას. კესი ხის ძირში ზის და წინ იყურება, მაგრამ თავისი გრძელი და უცნაური თოფი აქვს ჩაბღუჯული და ხელს არ უშვებს. ეკრანზე მონადირეები ჩნდებიან, რომლებიც თავიანთ დაჭრილებს უვლიან და ცდილობენ რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ერთ-ერთი რაციაში ლაპარაკობს და დახმარებას ითხოვს, იქიდან კი თანხმობა მოდით და ისინიც იცდიან.
არ მეგონა როდესმე ეს დღე თუ დადგდებოდა, მითუმეტეს თუ კესი იქნებოდა ადამიანი ვინც მონადირეებს ასე შეაშინებდა. ანასკენ ვიყურები, რომელიც ბოლომდეა შთანთქმული თამაშში და მონადირეებს აკვირდება. ყვეა გასისხლიანებულია. მხოლოდ ერთი კაცი არის დარჩენილი მთელი და უვნებელი და როგორც ჩანს ყველა მას უფრთხილდება. ეს ის უნდა იყოს, ჯგუფის ლიდერი.
დახმარებისთვის მალე მოდიან, და სახურავზე საკაცეებით ამორბიან. ორმოცდაათამდე მონადირე უნდა იყოს, მაგრამ უმრავლესობა დაჭრილებისთვის მოვიდნენ და ნელა, ფრთხილად საკაცეებით გადაყავთ. იმათ კი ვისაც სიარული შეუძლიათ უკან ფრთხილად მიყვებიან. ძველ რაზმს ახალი ცვლის, ოღონდ ამ ჯერად უფრო ძლიერი და უფრო კვალიფიცირებული. ცივ-სისხლიანი მკვლელები.
კეს, იმედია გადარჩები.


***

სახურავზე შეკრებილი ახალ მოსული მონადირეებისგან ერთ-ერთი, რომელიც რაზმის უფრო უნდა იყოს ლიდერთან მიდის და თვალებში უყურებს.
-რას ვაპირებთ? -კითხულობს ახალ მისული და ლიდერს თვალებში უყურებს. -არ მინდა რომ ჩემიანებიც მოკვდნენ. უფროსმა თქვა რომ მეტს ვეღარ გამოუშვებდნენ. ამიტომ გეგმა მოიფიქრე.
-თქვენ გამოგიშვათ? -კითხულობს ლიდერი და თავს უქნევს. -წესით საკმარისი უნდა იყოს. ისიც დაღლილია და მეეჭვება საკმარისი ტყვიები ქონდეს დარჩენილი, ან ყველა იარაღის მოხმარება იცოდეს.
-რას ვაპირებთ? -ბიჭი კითხვას უმეორებს, მაგრამ ამ ჯერად შედარებით მკაცრი ტონით.
-ახლო ბრძოლაზე გადავალთ. -პასუხობს ლიდერი ხმადაბლა და თვალებში უყურებს. -ალყაში უნდა მოვაქციოთ, თან გავიფანტოთ, მაგრამ ვიღაცეები მაღლაც დავტოვოთ. შეტევა კი ერთად დავიწყოთ.
-არ გამოვა. -იძახის ბიჭი და თავს აქნევს. -წეღან უკეთესი გეგმა გქონდათ, ზევიდან სროლას ვგულისხმობ, მაგრამ ის მაინც ცოცხალია, ამიტომ ეგ უფრო არ გაჭრის, ჯობია მორიგეობით იყოს. -ბიჭი ისუნთქავს და აგრძელებს. -ჯერ მაღლიდან დაიწყოს შეტევა და როდესაც ეგონება რომ დამთავრდა, მერე უკვე ქვევით მყოფნი მიხედავენ, თქვენ კი მაღლა დაელოდებით, ამოსვლას საერთოდ თუ მოახერხებს. -ლიდერი პირს აღებს რომ რაღაც თქვას, მაგრამ ბიჭი უხეშად აწყვეტინებს. -ბრძანება იყო პირდაპირ მოგვეკლა, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, დალოდების გარეშე.


-----------
აღდგომას გილოცაავთ <3 <3

იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწაული ხარ შენ და უ.აგრესი თავი იყო ეს
სიტყვები არ მყოფნის,რომ გაქო და გადიდო.ბრავო რა.სუპერ

ისე რატომ მგონია რომ ამ თამაშებში ეკეც არის გარეული?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ninuca)))

მაგარი თავი იყო. ველოდები შემდეგ თავს
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent