მორჩილება 27
დილით ერთდროულად გაიღვიძეს.უკვე 9 საათი ხდებოდა.შუადღისას უკვე ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო.ახლა მისთვის ზურასგან წასვლა სიკვდილის ტოლფასი იყო.არ უნდოდა ადგომა,თუმცა სხვა გზა აღარ ჰქონდა.ერთმანეთს აკოცეს და ერთად ადგნენ.ტანსაცმელი ჩაიცვეს.მარიამმა თავისი ნივთები დიდ ჩანთაში ჩაალაგა და წასასვლელად გაემზადნენ.ხმას არცერთი არ იღებდა.კიბეებს ერთად ჩაუყვნენ და გარეთ გავიდნენ.მარიამის მანქანასთან მივიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ.ერთმანეთს ძლიერად ჩაეხუტნენ.მარიამს ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოუცურდნენ ლოყაზე,მხოლოდ თავს იკავებდა,რომ ქვითინი არ დაეწყო.ასე კარგა ხანს იდგნენ.ზურამ ლოყიდან ცრემლები მოსწმინდა. -ნუ ტირი - უთხრა ზურამ,რომელსაც თვალები აუწყლიანდა და უფრო მაგრად მოეხვია მარიამს.ორივე ხვდებოდა,რომ რაც უფრო დიდხანს იდგებოდნენ ასე და უყურებდნენ ერთმანეთს,მით უფრო გაუჭირდებოდათ განშორება,ამიტომ შეეცადნენ სწრაფად დაემთავრებინათ ეს ყველაფერი. -აბა,კარგად - მარიამმა ნაღვლიანაც გაუღიმა -კარგად - გაუღიმა ზურამაც და უცებ აკოცა მარიამს - მიყვარხარ - კოცნისას უთხრა ზურამ ჩუმად.მის ხმაში უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა.ახლა ორივეს დიდი ტვირთის ტარება უწევდა გულით -მეც ორივეს სძულდათ სენტიმენტები და აღარ დაუწყიათ ერთმანეთისთვის იმის მტკიცება,რომ ერთმანეთი ძალიან მოენატრებოდათ,უყვარდათ და ა.შ. მარიამი მანქანაში ჩაჯდა,დაქოქა და გზას გაუყვა.ზურა იქამდე უყურებდა,ვიდრე თვალს არ მოეფარა.უცებ წრემლები წასკდა და მაშინვე მოიწმინდა.რაც მალე შეეგუებოდა მის დაკარგას,მით უკეთესი იქნებოდა.ცოტა ხანს ასე იდგა და შემდეგ ნომერში დაბრუნდა. მარიამი სიმწრისგან მანქანას ზედმეტად სწრაფად ატარებდა.ბოლო ხმაზე ქვითინებდა და თან საჭესთან ცდილობდა ორიენტაცია შეენარჩუნებინა.მაინც არ ნანობდა,რომ ნომერიც კი არ გამოართვა,რომ შემდეგ ისევ შეხვედროდა,რადგან ამ ურთიერთობას ბედნიერება არ ეწერა.თუმცა მაინც უჭირდა და გაუჭირდებოდა მის გარეშე,რადგან საყვარელი არამიანი დაკარგვის შემდეგ იპოვა და ახლა ისევ დაკარგა.ახლა კი სამუდამოდ.მთელი გზა ტიროდა და ბოლოს როგორც იქნა ქალაქს მიაღწია. შუადღისას სამსახურში წავიდა და საქმეებზე კონცენტრირება ძალიან უჭირდა.საღამოს სახლში წავიდა.არავის ნახვა არ უნდოდა,არც ლექსოსი.მთელი საღამო ჩაბნელებულ ოთახში იწვა და ტიროდა.ხმამაღლა ქვითინებდა და თან მეხსიერებაში ზურას სახეს იღდგენდა. -მიყვარხარ - რამდენჯერმე თქვა ხმამაღლა,თითქოს ბოდავდა,მაგრამ სიმწრისგან ყვიროდა.პატარა ბავშვივით მოიკუნტა,თითქოს ვიღაცას ეხუტებაო.სინამდვილეში კი თავის სხეულს ეხუტებოდა.სხეულს,რომელსაც ზურა ეხებოდა.ტირილში ჩაეძინა და ცოტა ხანში ტელეფონის ზარმა გააღვიძა.პირველ რიგში საათს შეხედა.10 იყო დაწყებული.შემდეგ ტელეფონს დახედა.ლექსო რეკავდა.ახლა მასთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,თუმცა ლექსოს რომ პანიკა არ აეტეხა,იძულებული გახდა ეპასუხა. -გისმენ - უთხრა ნამტირალევი და მძინარე ხმით მარიამმა -რა ქენი?ჩამოხვედი? -კი -რა გჭირს? -არაფერი,ცუდად ვარ -რა დაგემართა? -არ ვიცი -გინდა,ამოვალ და რამეს ამოგიტან -არ მინდა -რატო? -მარტო მინდა ყოფნა,მეძინება,დაღლილი ვარ -კარგი,მაშ ხვალე გნახავ.ღამემშვიდობის.თუ დაგჭირდი დამირეკე - უპასუხა დაბნეულმა ლექსომ -კარგი - მარიამმა გაუთიშა და ძილი გააგრძელა მეორე დღეს ძალ-ღონე მოიკრიბა და ლექსო,დედამისი და მეგობრები მოინახულა,მათ შორის თეკლაც.ცდილობდა გული გადაეყოლებინა მათთან ერთად,თუმცა სახეზე მხოლოდ ყალბი ღიმილი ჰქონდა ხოლმე.რამოდენიმე დღე გავიდა და ახალი წელიც მოვიდა.მარიამი ლექსოსთან და მეგობრებთან ერთად რესტორანში ხვდებოდა ახალ წელს.ღამით ყველა შეიკრიბა და ერთად დაელოდნენ 12 საათს.ყველა ტერასაზე გავიდა და ფეირვერკების სროლა დაიწყო.ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს და სიცივის გამო მალევე შევიდნენ სახლში.ტერასაზე მხოლოდ მარიამი დარჩა და ცრემლები წამოსცვივდა.ახლა ყველაფერი ზურას ახსენებდა და ტკივილს აყენებდა.მიხვდა,რომ ლექსო მოვიდოდა მალე და ცრემლები შეიმშრალა.ლექსო მასთან მივიდა და საუბარი დაუწყო. -ვეღარ გცნობ ბოლო დროს.რამე გჭირს? -არაფერი -როგორ არა,რაღაცას არ მეუბნევი.მგონი ცუდად ვარ -არაფერია,კარგად ვარ -იქნება დეპრესია გაქვს? -შეიძლება -შევიდეთ წამოდი,ცოტას მაინც გაერთობი ორივენი რესტორანში დაბრუნდნენ და ყველამ გართობა გააგრძელა მარიამის გარდა.მალე მოუნდა სახლში წასვლა და ლექსოც მასთან ერთად წავიდა.ლექსომ მასთან დარჩენა შესთავაზა,თუმცა მარიამმა უარი უთხრა და სახლში წავიდა და დაიძინა. *** ზურა თავის ოჯახთან შეხვდა ახალ წელს და ცდილობდა მის სახეზე აღბეჭდილი დარდი არავის შეემჩნია.ცოლთან და მეგობრებთან ერთად რესტორანში აპირებდა წასვლას,თუმცა თვითონ გადაიფიქრა და სახლში მარტო დარჩა.ახლა ყველაზე მეტად უნდოდა მარტო ყოფნა და ძილი.ენერგია აღარ ჰქონდა და ფიქრიც კი აღარ შეეძლო,არათუ ტირილი. როგორც კი მარტო დარჩა,სინათლეები ჩააქრო და ფანჯარასთან დაჯდა,თან სიგარეტს მოუკიდა და განათებულ ქალაქს უყურებდა.ფიქრობდა,რომ ახლა მარიამი სადღაც იქ იყო,მეგობრებთან ერთად,თუმცა დარწმუნებული იყო,რომ ისიც მასავით ზურაზე ფიქრობდა.უფრო ძალიან დანაღვლიანდა,რომ მასთან ერთად ყოფნა არ შეეძლო.რამოდენიმე ღერი მოწია და დასაძინებლად წავიდა. *** რამოდენიმე დღე მარიამი თავის ტკივილით იღვიძებდა.გამონაკლისი არც ეს დღე ყოფილა.საახალწლო დასვენება დამთავრებულიყო და ახლა სამსახურში აპირებდა წასვლას.ადგა,გაემზადა და სამსახურში წავიდა.მთელი დღე შეუძლოდ გრძნობდა თავს.ეს სავარაუდოდ სტრესის გამო ხდებოდა,რადგან ზურასთან განშორების შემდეგ დღე არ გასულა,რომ არ ეტიროს.ენერგიის მოსამატებლად ყავის დალევა გადაწყვიტა.ყავა გააკეთა და თან ცოტა ხასიათი უკეთდებოდა თანამშრომლებთან ლაპარაკით.ყავის ჭიქა აიღო და საკუთარი მაგიდისკენ გაემართა,როცა მოულოდნელად ყურებში საშინელი ხმაური მოესმა,გარშემო ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა და ძალას კარგავდა.ჭიქა ხელიდან გაუვარდა. როცა გონზე მოვიდა,გარშემო თანამშრომლები ტრიალებდნენ.გონზე ნიშადურის სპირტით მოიყვანეს. -რა ხდება - იკითხა ენერგია გამოცლილმა -როგორ ხარ?გონება დაკარგე - უთხრა ერთ-ერთმა -რაა? -ხო.ფერი არ გადევს სახეზე.ექიმთან წადი ახლავე -არა რაა,კარგად ვარ ეხლა -რას ამბობ,გონება დაკარგე.ეხლა წნევას გაგიზომავ და ექიმთან წადი რა პირდაპირ - უთხრა თანამშრომელმა წნევის გასაზომად გაამზადა მარიამი.ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა და 2 წუთში გაზომვას მორჩა -დაბალი გაქვს ძალიან.ექიმთან წადი -კაი,წავალ მაშინ -თუ გინდა მიგიყვან საავადმყოფოში და წამოვალ,მანქანასთან ასეთ მდგომარეობაში საშიშია -არა,შემიძლია ტარება.მადლობა მაკა - მარიამი წასასვლელად მოემზადა.ქვემოთ მაკამ ჩააცილა,შემდეგ კი თვითონ წავიდა უახლოეს საავადმყოფოში. ექიმს მისი ჩივილები მოახსენა.უთხრა,თუ როგორ დაკარგა გონება,ასევე როგორი დასუსტებული იყო მთელი კვირა და როგორ ტანჯავდა საშინელი თავის ტკივილი.ექიმმა შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარა. -შეგიძლიათ ხვალ მობრძანდეთ პასუხებზე - უთხრა წასვლისას ექიმმა -რა დროს? -დილითვე შეგიძლიათ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მარიამი სახლში წავიდა.მამამისმა დაურეკა და უთხრა,რომ მივიდოდა და ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა.ოთახში მამამისი შევიდა. -როგორ ხარ ? - გადაკოცნა მამამისმა -კარგად,შენ? -არამიშავს.ყავა დამალევინე რაა -ახლავე - მარიამმა ყავა სწრაფად გაამზადა და მამამისის პირდაპირ დაჯდა. -დღეს სამსახურში გონება დავკარგე - უთხრა მარიამმა -რაა?რატო? -არ ვიცი.დაბალი წნევა მქონდა,თან ეს კვირაა სუსტად ვარ -ვა,ნეტა რა გჭირს?ექიმთან იყავი? -კი ვიყავი და ხვალ იქნება პასუხები -გამაგებინე მერე,რას გეტყვიან -აუცილებლად ცოტა ხანს ისაუბრეს,შემდეგ მამამისი წავიდა და თვითონაც მასთან ერთად წავიდა და ლექსო მოინახულა.სახლში მალევე დაბრუნდა და დასაძინებლად დაწვა. დილით ადრე ადგა და სამსახურში წასვლამდე ექიმთან მივიდა.ექიმი ნახა და საკუთარი პასუხები მოითხოვა. -რამე საშიში ხომ არაა? - ჰკითხა მარიამმა -საშიში არაფერია.გილოცავთ,ორსულად ხართ - უთხრა მომღიმარმა ექიმმა და მარიამს ამის გაგონებაზე სახიდან მაშინვე მოეშალა ღიმილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.